Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

.....................................................................

ესეც ჩემი ოჯახის ახალი წევრი პროფესორა რექსი,3 თვის გახდა ეხლა და რაც ძაღლმა უნდა იცდეს ის უკვე იცის :alfons:

......................................................................

ჭკვიანი ლეკვია, პაატა!

ყველაფერი კარგია, მაგრამ, მამაშენს უთხარი, იატაკზე ან მიწაზე ნუ უყრის საკვებს. ჯობია ხელიდან მისცეს (განსაკუთრებით მაშინ, როცა დაჯილდოება უნდა) ან რაიმე სპეციალურ ჯამში ჩაუყაროს.

*...და კიდევ მეორე - ბურთს რომ გაუგორებს, უცებ არ მისცეს მოტანის ბრძანება. პირიქით - სანამ ბურთი მიგორავს, ჯობია მისცეს ბრძანება ერთ ადგილზე დარჩეს და მხოლოდ გარკვეული დროის მერე (ეს დრო თანდათანობით უნდა გადიდდეს) მოიტანოს. ისიც მხოლოდ ბრძანების შემდეგ. ამით ლეკვი მიეჩვევა მოთმინებას, რაც აუცილებელია მეძებარი ძაღლისთვის :hi3:

Edited by კობა
Link to post
Share on other sites
  • Replies 2k
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

ეს ადგილი დაისაკუთრა სახლში შემოსვლისთანავე.

ზუსტად ვერ ამბობს, გამოკეთდა ცოტათი. ვმკურნალობთ.

მაგარი მეგობარი დამდგარიყოს ნადირობაშიც და სახლშიც ღირსეული წევრის ადგილი დაეკავებინოს! გილოცავთ!   ძაღლი ლედია ტრადიციული სახელია თქვენს სახლში.  

Posted Images

კობა

პროფესორი ხარ ჯიმა, ბევრი რამის სწავლა შეიძლება შენგან.

მაგარი ადამიანი ხარ. :yes:

პ.ს. ამ თემას ვერ "ვიტან", ყველას გყავთ ცუგრიები, მე კი დღემდე მონადირის და ძაღლის ფუნქციას ერთდროულად ვასრულებ.

ჰო, ენგრეა, შავი შურითა მშურს თქვენი. :dato:

დიდხანს გიცოცხლოთ ეგ არსებები, ბევრი ლამაზი დღე გქონოდეთ მათთან ერთად. :*

Link to post
Share on other sites

ჭკვიანი ლეკვია, პაატა!

ყველაფერი კარგია, მაგრამ, მამაშენს უთხარი, იატაკზე ან მიწაზე ნუ უყრის საკვებს. ჯობია ხელიდან მისცეს (განსაკუთრებით მაშინ, როცა დაჯილდოება უნდა) ან რაიმე სპეციალურ ჯამში ჩაუყაროს.

*...და კიდევ მეორე - ბურთს რომ გაუგორებს, უცებ არ მისცეს მოტანის ბრძანება. პირიქით - სანამ ბურთი მიგორავს, ჯობია მისცეს ბრძანება ერთ ადგილზე დარჩეს და მხოლოდ გარკვეული დროის მერე (ეს დრო თანდათანობით უნდა გადიდდეს) მოიტანოს. ისიც მხოლოდ ბრძანების შემდეგ. ამით ლეკვი მიეჩვევა მოთმინებას, რაც აუცილებელია მეძებარი ძაღლისთვის :hi3:

კობა ალბათ მოთმინებას-ში "ვიდერშკას" გულისხობ ხო? :dato:

Edited by JABA
Link to post
Share on other sites

კი ჯაბა, "ვიდერშკას" ვგულისხმობ.

"ვიდერშკას" ქართულად კინოლოგიური ტერმინით გამძლეობას ვეძახით :Laie_99:

Edited by JABA
Link to post
Share on other sites

"ვიდერშკას" ქართულად კინოლოგიური ტერმინით გამძლეობას ვეძახით :Laie_99:

შე ოჯახ აშენებულო, დაგაწერა პირდაპირ რას ეძახით ქართულად კინოლოგიური ტერმინით "მოთმინებას" :Laie_99:

Link to post
Share on other sites

"ვიდერშკას" ქართულად კინოლოგიური ტერმინით გამძლეობას ვეძახით :Laie_99:

ახლა დავუფიქრდი და სიტყვა "გამძლეობა" მაინც და მაინც არ შეესაბამება იმ აზრს, რაც "ვიდერშკაში" არის ჩაქსოვილი. გამძლეობა უფრო ფიზიკური კონდიციების დახასიათებას უხდება, ვიდრე ფსიქოკოგიურის, რასაც მე მივაკუთნებდი ლეკვის (ძაღლის) თავშეკავებას.

ალბათ ეს სიტყვა ("თავშეკავება") ყველაზე უფრო მისაღებია იმ მოქმედების შესაფასებლად, რაზეც ჩვენ ეხლა ვკამათობთ :old: .

ასე რომ, თუ ჩემთან თანახმა ხარ, გაძლევ უფლებას შეიტანო რაციონალური წინადადება საქართველოს კინოლოგიურ ფედერაციაში, ახალი ტერმინის დასამტკიცებლად :hi3:

Edited by კობა
Link to post
Share on other sites

მე აღარ ჩავერიე 2 პროფესიონალის დიალოგში, კობა, რაც დაწერე ბოლო პოსტში ეგაა სიმართლე(ზუსტი თარგმანით)

Edited by თორნიკე რეხვიაშვილი
Link to post
Share on other sites

მე აღარ ჩავერიე 2 პროფესიონალის დიალოგში, კობა, რაც დაწერე ბოლო პოსტში ეგაა სიმართლე(ზუსტი თარგმანით)

თორნიკე ძმაო,აუცილებელი არაა ყველა პოსტს უპასუხო,განსაკუთრებით იმ პოსტებს რაც მეტნაკლებად იცი :iscavlet:

Link to post
Share on other sites

ახლა დავუფიქრდი და სიტყვა "გამძლეობა" მაინც და მაინც არ შეესაბამება იმ აზრს, რაც "ვიდერშკაში" არის ჩაქსოვილი. გამძლეობა უფრო ფიზიკური კონდიციების დახასიათებას უხდება, ვიდრე ფსიქოკოგიურის, რასაც მე მივაკუთნებდი ლეკვის (ძაღლის) თავშეკავებას.

ალბათ ეს სიტყვა ("თავშეკავება") ყველაზე უფრო მისაღებია იმ მოქმედების შესაფასებლად, რაზეც ჩვენ ეხლა ვკამათობთ :old: .

ასე რომ, თუ ჩემთან თანახმა ხარ, გაძლევ უფლებას შეიტანო რაციონალური წინადადება საქართველოს კინოლოგიურ ფედერაციაში, ახალი ტერმინის დასამტკიცებლად :hi3:

სამწუხაროდ კინოლოგიის ფედერაცია ძაღლების წვრთნით არაა დაკავებული კობა.მოგეხსენება ქართული ენა კინოლოგიური ტერმინებით ვერ დაიტრაბახებს,სწორედ ამიტომ ერთხელ ვიღაცამ გადათარგმნა და ეგაა.რაც შეეხება ცვლილების შეტანას მაგას მე ვინ მეკითხება პატარა კაცი ვარ.აი სამსახურში მოგეხსება სასწავლოს ვხელმძღვანელობ,იქ როგორც მე მინდა ისე ვაკეთებ. ;)

Link to post
Share on other sites

არ მიპასუხია, უბრალოდ თარგმანი რაცაა ზუსტი იმ ტერმინის იმაში დავეთანხმე. დანარჩენად ამ თემაში ნამდვილად არაფერი მეთქმის თქვენოდენი :-) როცა რომელიმე ტერმინის დამკვირდებაზეა საუბარი, ნებისმიერი საკიტხის შესახებ, უნდა ითარგმნოს მაქსიმალურად სწორად რომ გაუგებარი არ იყოს რამე. მგონი ასეა ეს.

Edited by თორნიკე რეხვიაშვილი
Link to post
Share on other sites

ნამდვილი მხეცია ეს ძაღლი :e025: წყნარად სიარული არ შეუძლია,სირბილს რომ დაიწყებს გეგონება ნადირი გამოდისო ტყიდან :e025:

პატარა ფოტო-სესია მოვაწყეთ

b2436d1c6636.jpg

b6e215462a01.jpg

b8555b76ee13.jpg

Link to post
Share on other sites

რას ქვია " ასე თუ ისე"?

ანუ მთლად არ მემორჩილება და გარკვეულ ბრძანებებს არ ასრულებს,ჯერ ისევ მხოლოდ აღზრდის პროცესში ვართ ისევ,სეზონამდე გავუგებთ ერთმანეთს კარგად ;)

Link to post
Share on other sites

ქუთათური

გაიხარე გივი ;)

წყალთან არვიცი რატომღაც ძალიან ცუდი დამოკიდებულება აქვს,ვფიქრობ რომ ლეკვობიდან არის დაშინებული.როგორც კი წყალს უახლოვდება ჩერდება დ აუკან იხევს,ახლა ამ ბოლოს ცოტა შევაჩვიე,როცა თვითონ შევდივარ წყალსჰი მომყვება გვერდით მაგრამ მარტო არ შედის...იმედია გადალახავს ამ შიშს...

Link to post
Share on other sites

ანუ მთლად არ მემორჩილება და გარკვეულ ბრძანებებს არ ასრულებს,ჯერ ისევ მხოლოდ აღზრდის პროცესში ვართ ისევ,სეზონამდე გავუგებთ ერთმანეთს კარგად ;)

თუ "მთლად არ გემორჩილება და გარკვეულ ბრძანებებს არ ასრულებს" არ გთვლის ჯერჯერობით ავტორიტეტად . გასაგებია, რომ ამ მცირე დროის მონაკვეთში, რაც თქვენ ერთად ხართ, ბევრის მიღწევა ძნელია, მაგრამ უნდა ეცადო. არ უნდა შეუქმნა ძაღლს იმის აზრი, რომ, შეიძლება დაუსჯელად შენი ბრძანების იგნორირება. ამას ეხლავე უნდა მიხედო (უფრო სწორედ პირველივე დღიდან უნდა მიგეხედა), თორემ მერე გვიანი იქნება.

თუ ძაღლი არ ასრულებს შენს ბრძანებას, უნდა დასსაჯო. ამისათვის არაა აუცილებელი წიხლი ან ჯოხი ურტყა თავში. მთავარია აგრძნობინო, რომ შენ უკმაყოფილო ხარ მისი საქციელით. როგორ აგრძნობინო იფიქრე თვითონ. შენ უკეთესად იცი შენი ძაღლის თვისებები, ხასიათი, მისწრაფებები. მაგალითად, თუ ნადირობთ ან სეირნობთ ბუნებაში და არ ასრულებს შენს ბრძანებას, გაუწყერი, დაადე ყელსაბამი და წამოიყვანე სახლში. გზაში რამოდენიმეჯერ გაუწყერი, სახლში კი არ მიაქციო დიდი ხანი საერთოდ ყურადღება - თვითონ გაუკეთე იგნორირება ნებისმიერ მის საქციელს. ოღონდ, ამ პერიოდში (სანამ შენ ძაღლს არ "ელაპარაკები"), არ უნდა აპატიო არავითარი დანაშაული. ძაღლი მაქსიმალურად უნდა ცდილობდეს შენი გულის მოგებას, შენს თავისსკენ შემოტრიალებას. თუ შენი ძაღლი ასეთ მცდელობებს ჩაატარებს, მაშინ გაქვს შანსი ამ საქმეში წარმატებებს მიაღწიო და საამაყო დამხმარე გაზარდო, თუ არა და ... გაგიჭირდება

Link to post
Share on other sites

კობა

გაიხარე,მადლობა რჩევებისთვის,დროს არ ვზოგავ და არც სწავლა მეზარება,კარგი გოგო დადგება :Laie_99: :Laie_99: :Laie_99:

Link to post
Share on other sites

მოგესალმებით!ახალი ფორუმელი ვარ მე და თანაც ახალი დამწყები მონადირე,ამიტომ თქვენი იმედი მაქვს იმედია დამეხმარებით ხოლმე რაგაც რაგაცეებში უფროსი მონადირეები :Laie_99: ახლა კი ჩემი ძაღლის სურათები... ტელეფონითაა გადაგებული და ცუდი ხარისხია... შეძლებისდაგვარად შეაფასეთ

q4s1h.jpg

zgtu9.jpg

4i8zg.jpg

Link to post
Share on other sites

merabi01

გაგიმარჯოს მერაბ, ძალიან კარგ ადგილას მოხვდი, დამწყები მონადირისთვის და არა მარტო, ბევრ სასარგებლო რამეს ისწავლი აქ და ბევრ სასარგებლო რჩევას მიიღებ :yes: :yes: :yes:

გაიხარეთ :friends::Laie_99:

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...