Gurulo 154 Posted January 23, 2012 Report Share Posted January 23, 2012 Hatsan Arms Company კომპანია 1976 წელს დაფუძნდა ქალაქ იზმირში. კომპანიამ სწრაფად მოიპოვა საკუთარი ადგილი ბაზარზე. პირველად საწარმო ორლულიან თოფებს უშვებდა. მალე ასორტიმენტი შეივსო პომპებითა და ნახევარავტომატებით, აგრეთვე პნევმატიკით. 1998 წლისათვის კომპანია უკვე მსოფლიოს 90 ქვეყანაში აკეთებდა ექსპორტს(ექსპორტზე პროდუქციის 95% გადის). მისი პროდუქცია რამდენიმე ქვეყნის პოლიციის არსენალს ავსებს. თანამედროვე ეტაპზე ჰატსანის წარმოება სრულ ციკლს მოიცავს, ესენია: ხის, მეტალის დეტალებისა და თერმო დამუშავება, გრავირება, მარკირება, ქრომირება და ოქსიდირება. ამ პროცესებს 350 კვალიფიციური თანამშრომელი ასრულებს. საწარმოო ბაზა საკმაოდ სოლიდურია და წარმოდგენილია 300 ერთეული ჩარხით. საწარმოს გააჩნია ISO 9001 და ISO 9001 სერთიფიკატი. ლულები წარმოებულია ცივი ჭედურობის მეთოდით და გათვლილია მაღალ წნევებზე. მოდელი Escort წარმოდგენილია პომპისა და ნახევარავტომატის სახით. Escort უკუქცეულ გაზებზე ყალიბი 12 ან 20; სავაზნე 76მმ; ლულის სიგრძე 61-66-71-76 სმ(პომპებში 46-51სმ); საერთო სიგრძე 111-1210 სმ(პომპები 96-100სმ); წონა 2,85-3,2 კგ(პომპა 2,6კგ);ვენტილირებადი სამიზნე თამასა(პომპას სამიზნე თამასა არ აქვს); ტევადობა 2+1, 4+1 ან 7+1; კონდახი პლასტიკატის ან კაკლის. მოდელებს აქვთ რამდენიმე ამორტიზატორი, რომლებიც სიგრძის რეგულირების გარდა კარგად ახშობენ უკუცემას. Optima ყალიბი 12; სავაზნე 76მმ; ლულის სიგრძე 71სმ; საერთო სიგრძე 115სმ; წონა 3,5 კგ; ვენტილირებადი სამიზნე თამასა; სახსნელ ჩოკებზე; ერთ სასხლეტზე; მცველი(იგივე გადართვის რეგულატორი) განლაგებულია ყელზე; კონდახი კაკლის ან პლასტიკატის(სარეგულირებელი ამორტიზატორებით) ციტირება Link to post Share on other sites
PREDATOR 0 Posted May 22, 2012 Report Share Posted May 22, 2012 ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted May 22, 2012 Report Share Posted May 22, 2012 ციტირება Link to post Share on other sites
PREDATOR 0 Posted September 22, 2012 Report Share Posted September 22, 2012 http://www.youtube.com/watch?v=8EbNI12_p7c ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted October 9, 2013 Report Share Posted October 9, 2013 ძალიან აგრესიულად შემოვიდა ჰატსანი კანადის ბაზარზე. სიიაფის გამო სერიოზულად იკიდებს ფეხს. ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.