Jump to content
Club-Monadire.Ge

ჩვენი ოთხფეხა მეგობრები უკანასკნელ გზაზე გაცილება.


Recommended Posts

  • Replies 178
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

ერთაერთი რამ შველის მაგ ამბავს მეგობარო, თუ გიხერხდება ახალი ლეკვი აიყვანე სასწრაფოდ. ადრე კვდებიან ჩვენი ოთხფეხა მეგობრები სამწუხაროდ. :(

Posted Images

ხო ეგ მამუკა,მოიკლედ მეგონა რო მოიწამლა და გამოვრეცხავ თქო და ვარდისფერი გამოვიდა,ჯაბას დაურეკე ეგრევე და ენტეროვირუსიაო,რა აღა გაუკეთე მაგრამ ვეღარ უშველე,არა და აცრა გაკეთებული მქონდა,ნერვები აგარ მაქ

Link to post
Share on other sites

პაატა, ძალიან მეწყინა ძმაო, მაგრამ აზრი უნდა შეიცვალო გენაცვა.

 

აიყვანე სხვა ლეკვი, დამიჯერე მოგეშვება.

 

კნუტი და კურდღელი მყავს სახლში, ამათ რომ რამე მოუვიდეთ, გავრეკავ და გავაფრენ, მაგრამ მერე სხვა ცხოველს მაინც მოვიყვან.

 

გვჭირდება ეს არსებები, მათთან ერთად გამოიარა კაცობრიობამ. :old:

 

მაგრად მეწყინა ძამია, მიიღე ჩემი გულისტკივილი.

Link to post
Share on other sites

გაიხარეთ ძმებო,დიდი მადლობა,ერთი ეგ მამშვიდებს რო მაგ დროს შვილიშვილები შემეძინა,პატარა ლაიკები და ერთს ვიტოვებ,მაგას ვერავის დაუთმობდი B)

Link to post
Share on other sites
  • 3 months later...

რამდენიმე წლის წინ გვაჩუქეს 4 თვის დრათხარი,პატარა წვერებით და წარბებით. წვერებცანცარას ვეძახდი მოფერებით, ისე ჯეკი ერქვა.საოცარი ბიჭი იყო. ჭკვიანი, თბილი და მოსიყვარულე. მისი მოვლა, დაბანა, გასეირნება, მე მევალებოდა. და დიდი სიყავრულით ვასრულებდი ჩემს მოვალეობას. რომ გათენდებოდა, შემოვარდებოდა ჩემს საძინებელში, წამომახტუნებდა, მერე ჩემი მშობლების ოთახში. მოკლედ, მხიარულად იწყებოდა ჩვენს ოჯახში ყოველი დილა. შუაღამითაც კი გამიყვანია ღამე მარტოს, თუ გასვლას მოითხოვდა. ასე ვიყავით მთელი 4-5 თვე, სანამ გაურკვეველი დაავადება არ შეხვდა. მთელი ერთი თვე წვალობდა. ვეტერინარმა მოკალითო. სულ გადავირიე ამაზე. ძალიან დაუძლურდა, თავს წამოყოფდა და თითქოს ქუჩაში გაყვანას გვთხოვდა. ხელში აყვანილი გაგვყავდა. მისი თვალები არ მავიწყდება. იმედი მქონდა რომ გადარჩებოდა, ბოლო წუთამდე. ერთ დღეს, სამსახურიდან მობრუნებულს არც ჯეკი არ დამხვდა და არც მისი პირადი ნივთები. მამამ მისი სამსახურის ეზოში დამარხა. მთელი ღამე ტირილში გავათენე. ასე გრძელდებოდა მთელი ერთი თვე და მეტიც,სანამ ერთ ბერთან, უსაყვარლესს ადამიანთან არ მოვხვდი ერთ-ერთ მონასტერში, სამწუხაროდ მისი სახელი აღარ მახსოვს.უკვე სამსახურში და სახლშიც ყველა დამცინოდა. ბერმა კი პირიქით, მომაყოლა უამრავი რამ ჩემს ჯეკიზე. ჯერ კარგად მატირა,გული მოიოხეო მითხრა. მერე კი ბევრი საინტერესო რამ მომიყვა. წამოსვლის წინ: "ღვთისმშობელი მოგეფეროსო" მითხრა და დალოცვილი გამომიშვა.

რამდენიმე დღის შემდეგ, ჩემს სახლთან ახლოს მამამ იპოვა პოინტერის (უფრო ნარევი ) ლეკვი. ეტყობოდა რომ ახალ დაბანილი იყო, თეთრ ბეწვზე ვარდისფერი გადაჰკრავდა, და პატრონს გამოპარვოდა.მამამ სახლში ამოიყვანა. წარმოიდგინეთ რა დამემართებოდა.--აპ, --მამამ მითხრა, მონადირე ვარ, მონადირეა ამის პატრონიც. უნდა მოვძებნო ვისიაო. და ბინა-ბინა დაეძებდა პატრონს. იქვე ახლოს ცხოვრობდა. --რა ვქნა დაიკო, თვალებზე ცრემლი კი გაქვს, მაგრამ ვერ დაგიტოვებ, გულზე მყავს გაზრდილიო. თან ამ კაცს დიდი ავჩარკა ახლდა, ესეც მისი ყოფილა. წაიყვანა მადლობებით და მთელი ამბით. გავიდა 4 თვე, და დილის 7 საათია, ჩვენს კარებზე ზარია. მამამ გააღო კარები და მესმის ხმა:--აქ ცხოვრობს მონადირე? თქვენ ხომ ნადირობთ?-- მამა დაეთანხმა. ამ კაცის გვერდით წამოსკუპული იჯდა ძაღლი. --მიცანით? --შეეკითხა მამას. --თქვენ ვერა, მაგრამ ეს კი ვიცანი--მამამ ძაღლზე მიუთითა.

ამ კაცმა უთხრა, მივდივარ საქართველოდან. მინდოდა რომ გამეყიდა და თქვენ გამახსენდით, რა კაცურად მაოიქეცით მაშინო,და ამიტომ როკის გჩუქნითო. ალბათ , წარმოიდგენთ ჩემს სახეს და კივილს სიხარულისას. საღამოს გაიშალა ლამაზი, გემრიელი სუფრა, როკის ყოფილი პატრონი მოვიწვიეთ და იმ საღამოდან როკი ჩვენი ოჯახის სრულუფლებიანი წვრი გახდა.

გარკვეული წლების შემდეგ როკიმაც დატოვა ეს წუთისოფელი.... :(((

 

ჩემს ცხოვრებაში რამდენიმე ძაღლმა დატოვა ძალიან დიდი კვალი.ისინი ჩემი ცხოვრების ნაწილი იყვნენ, გაგეცინებათ, მაგრამ სიზმარშიც კი ვხედავ მათ:- სტეფანე( ჩემი ადრეული ბავშვობა), არაბა ( ჩემი დიდი მეგობარი, პირადი მცველი და მესაიდუმლე), ჯეკი( ინტელექტი და არისტოკრატი, ჩემი დიდი ტკივილი), როკი ( ცოტა ცანცარა, მაგრამ ალალი და მოსიყვარულე).

(ვწერ ამ ყველაფერს, ვიღაცისთცის შეიძლება სასაცილოს, მაგრამ ჩემთვის ძალიან ტკბილს, თბილს და ტკივილიანს)

Link to post
Share on other sites

პარასკევა, კაცებსაც იგივე გრძნობები აქვთ მაგ დროს. მძიმეა ძალიან. მაგას ახალი ლეკვის აყვანა შველის. მამათქვენს აღარ ჰყავს ოთხფეხა მეგობარი?

Link to post
Share on other sites

პარასკევა, კაცებსაც იგივე გრძნობები აქვთ მაგ დროს. მძიმეა ძალიან. მაგას ახალი ლეკვის აყვანა შველის. მამათქვენს აღარ ჰყავს ოთხფეხა მეგობარი?

აღარ გვყავს, მამაც ხშირად არ დადის, ვერ იცლის. მეც მთელი დღეს გასული ვარ სახლიდან. დედა კი დიდად ვერ მეგობრობს ცხოველებთან. ცუგას სითბო ,სიყვარული და ასევე დიდი ყურადღება სჭირდება.,.. ასე ვართ ოთხფეხა მეგობრის გარეშე.

Link to post
Share on other sites

გუშინ მირეკავს ჩემი კარმენის შვილის პატრონი იაროსლავიდან და ტირილით მიხდის ბოდიშს... "ნარნის" ვერ ვუპატრონეთ და დაგვეღუპაო. უცებ ამის მეტი ვერაფერი ვერ მითხრა... ტიროდა ბავშვივით.

მართალი გითხრათ, მეც ცრემლები მომადგა თვალებზე. "ნარნი" შარშან თითქმის 3 თვე იყო ჩვენთან და თავი ყველას შეაყვარა. დიდი - გერმანული ტიპის, ლამაზი,მყარი, მაგრამ, თავისებური ხასიათის მქონე ნარნი , მალე ჩემი მეგობარი გახდა. ეს მიუხედავად იმისა, რომ მას გაწვრთნა-დაყენებას ყველაზე დიდი დრო დასჭირდა.

მოგვიანებით გადავურეკე პაშას (ნარნის პატრონს) და მისგამ გავიგე რომ, თურმე, პაშას არყოფნის პერიოდში, მას ასეირნებდნენ ქუჩაში, პაშას მეუღლე და ბავშვი. იაროსლავში, ისევე როგორც რუსეთის ცენტრალური და სრდილო ნაწილის უმრავლეს ქალაქში, ღამღამობით ჰაერის ტემპერატურა -20 გრადუსზე დაბლა იწევს. ეტყობა, ამ თოვლ და ყინულში, სირბილ-თამაშის დროს ძაღლი რაღაცას ძლიერად შეეჯახა. მას გახეთქილი ქონდა селезёнка და შინაგანმა სისხლდენამ იმსხვერპლა.

აქ დავდებ პატარა როლიკს, სადაც "ნარნი" 4 თვისაა (ბოლო როლიკი)

http://video.mail.ru/mail/russmetal/5/15.html

გაუფრთხილდით მეგობრებს

Edited by Коба
Link to post
Share on other sites

მადლობა, ვახტანგ!

 

ბოლო 2 წელიწადია ტითქმის არაფერი არ გადამიღია :karochera: წელს კი, თქვენი (თქვენ და გიო მყავხართ მხედველობაში) და ჩვენი ბიჭების გასახარად,ყველაფერს გადავუღებ სურათს, რასაც მოვინადირებ... და ვეცდები მთელი პროცესის ამსახველი სურათებიც ბევრი დავდო (როგორც თქვენ გაქვთ "ნადირობებში") :hi:

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

ძლიან ცუდი რამ შემემთხვა მეგობრებო

პერის გზაზე გადასვლის დროს მანქანა დაეჯახა მე ამაცალი და მას დაარტყა. ადგილზე მოკლა. არადა გუშინ საღამოს ჩამოვიყვანე.

საშიანელი განცდაა არავის ვუსურვებ...

მინდა სასწრაფოდ ავიყვანო ლეკვი. იქნებ გქონდეთ ინფორმაცია კარგი დართვის ან უკვე არსებული ლეკვების შესახებ

Link to post
Share on other sites

იეტი

მეც მომიკვდა ენტერიტით 2თვის დორა 5 დღის წინ კარგი ვაქცინა ვერ ვიშიოვე და ...:karochera: (ჯაბა გადაყვა მაგრამ ვერ ვუშველეთ) მიუხედავად იმისა რომ სხვაც მყავს გავარდი ეგრევე და ახალი ვიყიდე (დედა- რამაზი მიქაბერიძის მამა- შაკო ზარიძის) სერიოზული ბუდობაა დედმამა საველეებით და კარგი წინაპრებით და ფასიც ქრისტიანული 150 ეროვნული. თუ გინდა დავუკავშირდები და თუ ყავს კიდევ დარჩენილი(თვინახევრისები არიან) გამოდი და ვნახოთ.

Edited by შუკა
Link to post
Share on other sites

იეტი

მეც მომიკვდა ენტერიტით 2თვის დორა 5 დღის წინ კარგი ვაქცინა ვერ ვიშიოვე და ...:karochera: (ჯაბა გადაყვა მაგრამ ვერ ვუშველეთ) მიუხედავად იმისა რომ სხვაც მყავს გავარდი ეგრევე და ახალი ვიყიდე (დედა- რამაზი მიქაბერიძის მამა- შაკო ზარიძის) სერიოზული ბუდობაა დედმამა საველეებით და კარგი წინაპრებით და ფასიც ქრისტიანული 150 ეროვნული. თუ გინდა დავუკავშირდები და თუ ყავს კიდევ დარჩენილი(თვინახევრისები არიან) გამოდი და ვნახოთ.

რა ჯიშის ლეკვები ყავს ნიკა?სამწუხაროა ბიჭებო თან ძალიან :karochera:

Link to post
Share on other sites

მირზა

რათქმაუნდა კურცჰაარი!! ;) მე სხვა ჯიშის ამყვანი აღარ ვარ ხომ ხომ გითხარი სტენდზე ;)

Edited by შუკა
Link to post
Share on other sites

მირზა

რათქმაუნდა კურცჰაარი!! ;) მე სხვა ჯიშის ამყვანი აღარ ვარ ხომ ხომ გითხარი სტენდზე ;)

100%გეთანხმები,მთლად უძაღლოდ რომ დავრჩე დოლით ვინადირებ და სეტერს აღარ გავეკარები თუ გინდა რძეს ფსამდეს :haha:

Link to post
Share on other sites

იეტი

 

 

რა ძალიან ცუდი ამბავი მომხდარა.

გუშინდელივით მახსოვს როგორ აპირებდი ლეკვის აყვანას, მერე იყო და თან გადაყევი, არაფერი დაგიკლია.

 

მაგრა მეწყინა ვეფხვია, მართლა გული დამწყდა ძმაო.

Link to post
Share on other sites

მადლობთ მეგობრებო თანადგომისათვის

საშინელ სიცარიელეს ვგრძნობ, პერის ნივთებს რომ ვუყურებ მეტირება...

 

ერთ დედოფლისწყაროელ კაცს ველაპარაჯკე ეხლა კარგი დართვის ლეკვები ყავს

 

წამოვიყვან აუცილებლად

 

4 აპრილსაა ლეკვები დაბადებული

Edited by იეტი
Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...