Коба 47 Posted October 21, 2014 Report Share Posted October 21, 2014 ესეც ზოგიერთ შეჯიბრებებში მიღებული პრიზები. მერი - მინდვრის ჩემპიონი ჭაობის ფრინველზე ნოვგოროდის ოლქის შეჯიბრება ჭაობის ფრინველზე ციტირება Link to post Share on other sites
laika 0 Posted October 21, 2014 Report Share Posted October 21, 2014 ძალიან გულსაწყვეტია კობა,მაგრამ რას ვიზამთ,ასაკი თავისას შვება მაინც,ნელ-ნელა ყველანი მოვხუცდებით და ....ეეჰ არ მინდა ის სიტყვა დავწერო !! ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted October 21, 2014 Report Share Posted October 21, 2014 ძალიან მეწყინა. ოთხფეხა მეგობრები ძალიან გვწყვეტენ გულს, ეს ყველაფერი გარდაუვალია :( ციტირება Link to post Share on other sites
pescatore 27 Posted October 21, 2014 Report Share Posted October 21, 2014 ძალიან სამწუხაროა,კარგი ძაღლი ბევრ ვითომ მეგობარს ჯობია.ვიზიარებ კობა.. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted October 22, 2014 Report Share Posted October 22, 2014 ეჰ, მეწყინა ჯიმა ძალიან, მიჩვევა იციან ცხოველებმა, ჩვენი ცხოვრების ნაწილი ხდებიან. თანაც ამდენი წელი გვერდში დაგდევს და თვალებში გიყურებს. ვწუხვარ ძმაო. ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted October 22, 2014 Report Share Posted October 22, 2014 :( ციტირება Link to post Share on other sites
kopala72 67 Posted October 22, 2014 Report Share Posted October 22, 2014 სამწუხაროა კობა ერთგული ოთხფეხა მეგობრის დაკარგვა,მითუმეტეს მონადირე ძაღლის და თან მერისნაირის. მაგრამ სანუგეშოა ის რომ ამდენი კარგი მოგონება და დადებითი ემოციები დაგრჩა მისგან. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted October 26, 2014 Report Share Posted October 26, 2014 აუ რა მძიმე განცდაა. ყველას გამოგვიცდია. ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted October 30, 2014 Report Share Posted October 30, 2014 დიდი მადლობა ყველას. მერიმ, მონადირე ძაღლისათვის ბრწყინვალე ცხოვრების გზა გაიარა - სხვა და სხვა სახეობების ფრინველებზე და ცხოველებზე ნადირობით სავსე. ნადირობისთვის დახურულ დროის პერიოდებში კი შეჯიბრებებში ღებულობდა მონაწილეობას. ჩემს გულში მერი ყოველთვის ცოცხალი იქნება. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted January 26, 2015 Report Share Posted January 26, 2015 ბოლო ორი კვირა არაფერს აღარ აკარებდა პირს. რა აღარ ვცადეთ, თითქმის ყოველდღე ვეტერინართან დაგვყავდა. სიბერეა მაგის პრობლემაო. გარაჟში ვმუშაობდი და სალომეს ტირილი შემომესმა. გავედი ეზოში და ხელებში ჩაკვდომია თავისი კურდღელი. ეჰ, 7 წელი გვყავდა, ყველანაირად ვანებივრებდით. შევკარი ყუთი, ჩავუფინე თივა, ჩავუწყვე საყვარელი საჭმელები და გუშინ დავასაფლავეთ ფინტიკოზა. ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted January 26, 2015 Report Share Posted January 26, 2015 ბოლო ორი კვირა არაფერს აღარ აკარებდა პირს. რა აღარ ვცადეთ, თითქმის ყოველდღე ვეტერინართან დაგვყავდა. სიბერეა მაგის პრობლემაო. გარაჟში ვმუშაობდი და სალომეს ტირილი შემომესმა. გავედი ეზოში და ხელებში ჩაკვდომია თავისი კურდღელი. ეჰ, 7 წელი გვყავდა, ყველანაირად ვანებივრებდით. შევკარი ყუთი, ჩავუფინე თივა, ჩავუწყვე საყვარელი საჭმელები და გუშინ დავასაფლავეთ ფინტიკოზა. შემცვლელი უნდა საწრაფოდ გიო მაგ საქმეს. ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted January 26, 2015 Report Share Posted January 26, 2015 ლეკვის აყვანაა საჭირო. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted January 27, 2015 Report Share Posted January 27, 2015 auh, sawyali finTikoza. elchi, gaxsovs rogor vilesavdit kbilebs?! :( ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted January 28, 2015 Report Share Posted January 28, 2015 რა გითხრათ აბა? იმავე დღეს ერთ ნაცნობს გადავურეკე, ზაფხულში მთავაზობდა მაგ ჯიშის ბაჭიას სრულიად უსასყიდლოდ, თანაც თავისი გალიით. ჩვენსას კი ჰქონდა სასახლე, სალომ უყიდა თავისი ნაშრომით. სალომ უარი სთქვა, არ მინდა ახლა, მერე ვნახოთო. მეორე დილით ჩაალაგა რაც მორჩა კურდღელის მოსავლელი ყველაფერი, უამრავი სურსათი და წამიყვანე ცხოველთა თავშესაფარში, შეწირულობა უნდა გავაკეთოვო. სულ დადიოდა მოხალისედ და ასწავლიდა ბავშვებს, თუ როგორ უნდა მოუარონ ცხოველს, თვითონაც ეგ გაიარა, როცა პატარა იყო. მეთქი გალიას რა ვუყოთ? არიან იმ კლასში კარგი ბავშვები, ამოვარჩევ და რომელსაც ყველაზე მეტად უყვარს ცხოველები, იმას უნდა ვაჩუქო გალიაო. ციტირება Link to post Share on other sites
gube 20 Posted January 28, 2015 Report Share Posted January 28, 2015 ელჩი მოგიცილებია კურდღლები და ეგაა ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted November 23, 2015 Report Share Posted November 23, 2015 ფრანგული პოლიციის გაწვრთნილმა ოთხფეხა მეგობარმა ''დიზელმა'' უმთავრესი როლი შეასრულა ტერორისტების გაუვნებელყოფისას პარიზში. ის საბრძოლო ამოცანის შესრულებისას დაიღუპა. ფრანგის მოქალაქეების მიერ პეტიციაზე უკვე მრავალათასიანი ხელმოწერებია, დიზელისთვის საპატიო ლეგიონის ორდენის მინიჭების მოთხოვნის გამო. რუსეთის პოლიციამ დიზელის სახსოვრად პარიზში საჩუქრად გააგზავნა გერმანული ნაგაზის ორი თვის ლეკვი ''დობრინია''. http://www.planet.fr/societe-mort-de-diesel-une-petition-lancee-pour-honorer-le-chien-du-raid.968892.29336.html ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted November 24, 2015 Report Share Posted November 24, 2015 ამ ჯიშთან ვერ მივა გერმანული ნაგაზი.ეს არის ბელგიური ნაგაზი "მალენუა" ამ ძაღლებს ჩვენ სამსახურეობრივად ვეძახით "FORCE DOG" ჩვენც გვაქვს ბენიერება ამ ჯიშის ძაღლების ყოლის ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted November 24, 2015 Report Share Posted November 24, 2015 ძალიან მაგარი ჯიშია,პოლიციაში სამსახურისთვის ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted May 24, 2018 Report Share Posted May 24, 2018 დაგვეღუპა ტორა. ვერაფრით ვერ ვუშველეთ. დაწყვეტილები ვართ. დედაჩემს წნევები დაეწყო. მოკლედ უმძიმესია.... ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted May 24, 2018 Report Share Posted May 24, 2018 სამწუხაროა ძალიან! ლეკვი გჭირდებათ სასწრაფოდ... ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted May 24, 2018 Report Share Posted May 24, 2018 სამწუხაროა ძალიან! ლეკვი გჭირდებათ სასწრაფოდ... ციტირება Link to post Share on other sites
levani 71 Posted May 24, 2018 Report Share Posted May 24, 2018 ვაა რა ტეხავს რა :( ციტირება Link to post Share on other sites
gsx 0 Posted November 17, 2018 Report Share Posted November 17, 2018 ძალიან ხშირად ვფიქრობ, იმაზე თუ როგორ შეიძლება იყოს ოტხფეხა ცხოველი ისეთი ჭკვიანი როგორც ეს იყო, მიუხედავად იმისა რომ მის შემდეგ რამდენიმე ძაღლი მყავდა დაახლაც მყავს ვთვლი რომ, ბადიმ ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა იმაში, რომ ნადირობა მიყვარს დღეს... ერთად ვისწავლეთ ნადირობა შეიძლება ითქვას და მისი დაკარგვაც ნამდვილი მეგობარივით განვიცადე.. სამწუხაროდ 5წლის ასაკში ჯერ დაბრმავდა და მალევე დაიღუპა (რაღაც პერიოდი ჩემს გარეშე მოუწია ყოფნა და როგორც მითხრეს ნერვიულობის ფონზე, უხეშად რომ ვთქვათ დიაბეტი დაემართა და შემდეგ დიაბეტური რეტინოთიის გამო მხედველობა საერთოდ გაუქრა.) ხანდახან ვთვლი რომ შავყურა თეთრი ბიმის და ივან ივანოვიჩის მსგავსი ამბავი გვაქვს მე და ჩემს ბადის, ისიც მისი და ძმებისგან განსხვავებით სხვა ფერის იყო, ყველა მისი და-ძმა შავთეთრი იყო, მხოლოდ ის იყო წითური. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted November 21, 2018 Report Share Posted November 21, 2018 სამწუხაროა. ძალიან მტკივნეულია. ციტირება Link to post Share on other sites
levani 71 Posted November 22, 2018 Report Share Posted November 22, 2018 ერთაერთი რამ შველის მაგ ამბავს მეგობარო, თუ გიხერხდება ახალი ლეკვი აიყვანე სასწრაფოდ. ადრე კვდებიან ჩვენი ოთხფეხა მეგობრები სამწუხაროდ. :( 1 ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.