Jump to content
Club-Monadire.Ge

ბრაკონიერობასთან ბრძოლა


Recommended Posts

არსებობს ასეთი გამონათქვამი ,,მკვდარი მუხლი,, ამას ჩვენ იურისტები ვეძახით კანონის ისეთ ნორმას რომლიც გარკვეული ქმედების ჩადენისათვის აწესებს სასჯელს მაგრამ ამ მუხლით არავინ არ დასჯილა თუ რაიმე განსაკუთრებული არ მოხდა ან პირადი ინტერესი არ არსებობს

ასე რომ ის კონკრეტული მუხლები რომელითაც ბრაკონიერების საწინააღმდეგოდ არის გაწერილი თუნდაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში მკვდარი მუხლებია...... გინდ ყოფილა გინდ არა

დაუსჯელობის სინდრომია დღეს... ჩემი აზრით ეს არის მთავარი პრობლემა

 

ვეთანხმები აბსოლიტურად.

 

მთავარი პრობლემა ეგაა, მივა პოლიციელი დიდი დიდი ბადეს dauWris ის ვსიო. ელექტრიკებს კიდე არავინ არსად არ დაზდევს არ არსებობს გდი, ტყეში რეინჯერები...

 

უნდა გაეგზავნოს მოთხოვნა გარემოს დაცვას სპეციალური გუნდის ჩამოყალიბებისათვის და პატრულირებისათვის რაღაც სახსსრები რომ გამოყონ, მე ყველაზე მართებულად ეს მიმაჩნია.

Link to post
Share on other sites
  • Replies 912
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

მე მაინც ხალხს ვაბრალებ

 

ჭეშმარიტებაა

დაინახავენ ფაქტს გადააქნევენ თავს ამოიოხრებენ და წავლენ. ყველამ რომ დარეკოს და ააწრიალოს შესაბამისი სამსახური, ბოლო ბოლო იმ დასკვნამდე მივლენ რომ თუ ვიღაცეები არ დავიჭირეთ მერე ჩვენ დაგვიჭერენო, სამსახურების დაკარგვის შიშით მაინც გააკეთებენ რაღაცას.

ეხლა გულაობენ, არავინ აწუხებთ პოირიქით თვითონაც ბრაკობენ და ხელმა ხელი დაბანო ორივემ ერთად პირიო.

ვისი პირი იბანება და როგორ კი ვხედავთ. თვალწინ გვიჩანაგდება ბუნება.

Link to post
Share on other sites

ჩემი აზრით ყველა ერთი და იგივეს ვამტკიცებს ჩვენებურად.... საქმეს მაინც არ ეშველება რაც არ უნდა ვწეროთ და ვიკითხოთ სანამ პოლიტიკური ნება არ იქნება

 

ერთ მაგალითს გეტყვით, დიდგორზე ტყეს ცეცხლი ეკიდა და რომ დავრეკე მცხეთაში კასპის არისო, კასპში დავრეკე და მცხეთის არისო...

სანამ სამინისტროში არ დავურეკე ჩემს მეგობარს არავინ არ გვაქცევდა ყურადღებას

Link to post
Share on other sites

ჩვენ ისეთი მენტალიტეტის ქვეყანაში ვცხოვრობთ თუ სახელმწიფომ არ ინება მარტო ხალხი ვერ უშველის მაგ საქმეს, მაგალითად: იეტიმ თქვა, დაინახავენ როგორ ბრაკონიერობენ, ჩაიქნევენ ხელს და გაუყვებიან გზასო, დამერწმუნეთ არც ისაა ლამაზი რო "ჩვენი მეზობელი" ბრაკონიერობს მაგრამ არც ისაა ლამაზი ბევრის აზრით მაინც რომ ჩვენ დავრეკოთ შესაბამის სამსახურში და ზომები მივაღებინოთ, ასე რომ მთავრობამ თუარ ინება არა მგონია ხალხის გარკვეულმა ნაწილმა მაინც რამე მოახერხოს, უნდა შეიქმნას სპეციალური სამსახური რომელიც ორიენტირებული იქნება ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლაში :pardon:

Link to post
Share on other sites

უნდა აიკრძალოს მონკავშირებში სახლართი ბადეები, ეკრანები, პარაშუტები, და მსგავსი ბრაკონიერული საშუალებები, აკუმულიატირუან ხალხს ჩვენ თავადვე მივხედავთ, ვინც სად წავეწევით იქ " შევურაწყობთ" :meeting: ამ ეტაპზე მეტის გაკეთების შანსს ვერ ვხედავ მე, ვერც საშუალებას :vinsent:

Link to post
Share on other sites

NickAdams

khirimeli

Deutschland

იეტი

GuRo...

 

მე ვფიქრობ რომ ყველა მართალი ხართ და მთელი სერიოზულობით ვამბობ ამას!

 

ფაქტია, რომ ზედამხედველობის ქმედითი სამსახურის არსებობა აუცილებლობაა!

 

ეს სისტემა თავიდან, ნულიდან შესაქმნელია და განსავითარებელი.

 

ფოთის გაზკანტორის ტბის მაგალითზე გეტყვით: ფოტოებით გადავიღეთ, ფორუმზეც დავდეთ, ფეისბუკზეც, გავაგზავნეთ კიდეც, დაგვიდასტურეს მიღება და შედეგი 0.

 

მარტო ხალხი ვერაფერს იზამს, თუ სახელმწიფო(შესაბამისი სამსახური) არ დაუგა გვერდით.

 

ისიცაა რომ ბრაკონიერს თუ ცემე დაგიჭერენ.

 

ეჰ, ხარაგაულელი რეინჯერი გამახსენდა ახლა. :(

 

:karochera:

Link to post
Share on other sites

ჩემი მეგობრები იყვნენ გასულები შაბათს ტეხურზე წვერაზე,ღვანკით,მედღეურას მატლით თევზაობდნენ,საღამოს 10 საათიდან დილის 5 საათამდე,ოთხჯერ ჩამოიარეს ელექტრიკებმაო,საქმე გინებამდე და გაწევ-გამოწევამდე მივიდა,არაკაცები ყველგან ,,დაკრიშულები,, არიან!!!!! :(

Link to post
Share on other sites

მოწოდება ხომ არ დავდოთ პირველ გვერდზე?!

 

ასეთი შინაარსის:

გთხოვთ,

 

მოგვაწოდოთ ბრაკონიერობის ფაქტები, ფოტო ან ვიდეო მასალის სახით.

 

მიუთითეთ ადგილი და დრო. სასურველია გამოჩნდეს ბრაკონიერების სახეები, მათი ავტომანქანის ნომერი და სხვა საინდენტიფიკაციო მახასიათებლები.

 

??????

Link to post
Share on other sites

მოწოდება ხომ არ დავდოთ პირველ გვერდზე?!

 

ასეთი შინაარსის:

გთხოვთ,

 

მოგვაწოდოთ ბრაკონიერობის ფაქტები, ფოტო ან ვიდეო მასალის სახით.

 

მიუთითეთ ადგილი და დრო. სასურველია გამოჩნდეს ბრაკონიერების სახეები, მათი ავტომანქანის ნომერი და სხვა საინდენტიფიკაციო მახასიათებლები.

 

??????

სასურველია მსგავსი მოწოდება ყველა ფორუმის პირველ გვერდზე დაიდოს!!!!

Link to post
Share on other sites

ხალხნო, ასეთი იდეა მიტრიალებს თავში უკვე ძალიან დიდი ხანია, მოგეხსენებათ მსოფლიოში აპრობირებული პრაქტიკაა, რომ კონკრეტული წყალსატევები გადაეცემათ მონადირეთა და მეთევზეთა კლუბებს. თუ არ ვცდები ჩვენთანაც არსებობდა მსგავსი სისტემა მონკავშირის სანადირო თუ სათევზაო სავარგულების სახით. თავი დავანებოთ ლიცენზიების გაყიდვისა და მსგავსი ოცნებების სფეროს და რეალურად შევხედოთ პრობლემას. რომ მოხდეს საქართველოს ყველა კლუბის გაერთიანება და ამ გაერთიანებამ (მაგალითად ვუწოდოთ ფედერაცია) შეადგინოს პროექტი თბილისის ზღვასთან დაკავშირებით, რომელიც გაითვალისწინებს იმას, რომ ეს წყალსაცავი ფორმალურად, არასამეწარმეო მიზნით გადაეცემა ამ ფედერაციას და ფედერაცია განახორციელებს მის დაცვას, მაგალითად დააყენებს ფირნიშებს, ითანამშრომლებს პატრულთან, მოახდენს სხვადასხვა ჯიშის თევზის გაშვებას, შეჯიბრებების ჩატარებას და ა.შ. ანუ ფედერაცია ფულს არავის არ გამოართმევს, არავის, თუნდაც ფედერაციის არაწევრ მეთევზეს არ აუკრძალავს თევზაობას, უბრალოდ ბრაკებს მოსპობს. ანუ რისი თქმა მინდა ახლა რომ ავიდეს ვინმე ჩვენთაგანი და ბრაკებს ბადეები გაუნადგუროს, ამას 100% - იანი უსიამოვნება მოყვება იმ მხრივათაც კი რომ აქეთ დაგვადანაშაულებენ სხვისი საკუთრება უკანონოდ გაანადგურეთო. აი თუ გადმოცემა მოხდება მერე უკვე სხვა, რეალური საფუძველიც იქნება მოქმედების. მეტად მოერიდებიან ბრაკები გამოჩენას, ოფიციალურ ფირნიშებს უკვე სხვა ეფექტი აქვს. ანუ სახელმწიფოს მხრივ არანაირი ხარჯი არ იქნება გასაღები.

Link to post
Share on other sites

მოწოდება ხომ არ დავდოთ პირველ გვერდზე?!

 

ასეთი შინაარსის:

გთხოვთ,

მოგვაწოდოთ ბრაკონიერობის ფაქტები, ფოტო ან ვიდეო მასალის სახით.

მიუთითეთ ადგილი და დრო. სასურველია გამოჩნდეს ბრაკონიერების სახეები, მათი ავტომანქანის ნომერი და სხვა საინდენტიფიკაციო მახასიათებლები.

??????

და რა მერე დავით?! ვთქვად და ვინმემ მოგვაწოდა, მერე რას ვშვებით, ვუგზავნით ამ მასალას შესაბამის ორგანოებს და რა მერე?! ფაქტია რო ხელს არავინ ანძრევს და შეაყარე კედელს ნაცარი...

 

NickAdams

სალამი ნიკა, დიდი საქმეა ეს ყველაფერი რაც თქვენ დაწერეთ, და დიდი თავის მობმა უნდა. იდეა როგორც ასეთი არაა ცუდი :yes: მარა დღეს ისეთი ცხოვრებაა, ვინ რას მოგცემს თუ არ წაართვი (ეს ზოგადად) ... :karochera:

Link to post
Share on other sites

და რა მერე დავით?! ვთქვად და ვინმემ მოგვაწოდა, მერე რას ვშვებით, ვუგზავნით ამ მასალას შესაბამის ორგანოებს და რა მერე?! ფაქტია რო ხელს არავინ ანძრევს და შეაყარე კედელს ნაცარი...

 

NickAdams

სალამი ნიკა, დიდი საქმეა ეს ყველაფერი რაც თქვენ დაწერეთ, და დიდი თავის მობმა უნდა. იდეა როგორც ასეთი არაა ცუდი :yes: მარა დღეს ისეთი ცხოვრებაა, ვინ რას მოგცემს თუ არ წაართვი (ეს ზოგადად) ... :karochera:

 

სალამი, კი რთული განსახორციელებელია, მაგრამ თუ ერთად დადგება ყველა შანსი არსებობს, სხვაგვარად ისეთი ვითარებაა, რომ თბილისის ზღვაში თევზი ჯერ კიდევ მხოლოდ იმიტომ შემორჩა, რომ ღრმაა და ბადეებით ვერ წვდებიან.

Link to post
Share on other sites

და რა მერე დავით?! ვთქვად და ვინმემ მოგვაწოდა, მერე რას ვშვებით, ვუგზავნით ამ მასალას შესაბამის ორგანოებს და რა მერე?! ფაქტია რო ხელს არავინ ანძრევს და შეაყარე კედელს ნაცარი...

 

ადრე დავწერე ჩემი იდეა ამ მასალასთან დაკავშირებით და კიდევ დავწერ... ასეთი ფოტომასალა ბევრი რომ შეგროვდეს და დიდი გამოფენა მოვაწყოთ ხალხში, რამოდენიმე ადამიანს კიდევ გავაგებინებთ რა ხდება მის ქვეყანაში, და რამოდენიმეს კიდევ პროტესტის გრძნობა გაუჩნდება სიღორის მიმართ. ეს კი ვფიქრობ საქმე იქნება..

Link to post
Share on other sites

სალამი, კი რთული განსახორციელებელია, მაგრამ თუ ერთად დადგება ყველა შანსი არსებობს, სხვაგვარად ისეთი ვითარებაა, რომ თბილისის ზღვაში თევზი ჯერ კიდევ მხოლოდ იმიტომ შემორჩა, რომ ღრმაა და ბადეებით ვერ წვდებიან.

 

დილა მშვიდობის ნიკა, როგორ ხარ?

ძალიან მომეწონა შენი იდეა, ცდად აუცილებლად ღირს, შევგროვდეთ და მოვითხოვოთ, ვცადოთ რა, იქნება და გამოგვივიდეს...

ბევრი პრობლემები გვექნება ალბათ მაშველებთან, არა მგონია დაგვითმონ, როგორც ვიცი ზღვას ეგენი კურირებენ, არ მოეწონებათ ჩვენი შესლვა მანდ...

 

მაგრამ ვცადოთ აუცილებლად, ჩემი აზრით ნებისმიერი მცდელობა და ნებისმიერი გაფართხალებაც ჩვენგან ადრე თუ გვიან რეზონანს გამოიწვევს. ვაცდოთ ყველაფერი ვცადოთ

Link to post
Share on other sites

გაუმარჯოს გიგა, ყველაზე დიდ პრობლემას ამ ეტაპზე სხვადასხვა კლუბის და ფორუმის ერთად დადგომაში ვხედავ, ეგ მიმაჩნია ძირითად პრობლემად, ხომ შეიძლება შეიკრიბონ ყველა კლუბის ადმინისტრაცია, დაჯდნენ და დაილაპარაკონ.რა გახდა ამისთანა გადაუჭრელი.

 

ქევხო, კი ბატონო ბევრი სირთულეა, მაგრამ რამე ხომ უნდა გაკეთდეს

Link to post
Share on other sites

NickAdams

 

რათ უნდა ბევრი ფორუმის ერთად დადგომა?

 

ადრეც ვამბობდი და ეხაც ვიტყვი: შევიკრიბოთ რაღაც გარკვეული რაოდენობის ადამიანები, ამ ფორუმის რამოდენიმე ადმინისტრატორი და გეგმა ჩამოვაყალიბოთ...

 

მე გერმანიაში ძალიან დიდხანს ვცხოვრობდი და მართლაც რომ ეგრეა ტყეში , ხეობებში და მსგავს ადგილებში არსებული ყველა წყლის რესურსი რაღაც კლუბების დაქვემდებარებაშია.!

 

ხოდა რა უნდა ის გოგა ხაჩიძეც არამგონია წინააღმდეგი იყოს ესეთი აქციის რა... თან ვიცი მაგის დეიდაშვილებს თევზაობა ძაან უყვართ.... :alfons:

Link to post
Share on other sites

NickAdams

 

რათ უნდა ბევრი ფორუმის ერთად დადგომა?

 

ადრეც ვამბობდი და ეხაც ვიტყვი: შევიკრიბოთ რაღაც გარკვეული რაოდენობის ადამიანები, ამ ფორუმის რამოდენიმე ადმინისტრატორი და გეგმა ჩამოვაყალიბოთ...

 

მე გერმანიაში ძალიან დიდხანს ვცხოვრობდი და მართლაც რომ ეგრეა ტყეში , ხეობებში და მსგავს ადგილებში არსებული ყველა წყლის რესურსი რაღაც კლუბების დაქვემდებარებაშია.!

 

ხოდა რა უნდა ის გოგა ხაჩიძეც არამგონია წინააღმდეგი იყოს ესეთი აქციის რა... თან ვიცი მაგის დეიდაშვილებს თევზაობა ძაან უყვართ.... :alfons:

 

 

საქმე რაოდენობაშია, 20 და 30 კაცს ყურადღებას არავინ არ მიაქცევს.

Link to post
Share on other sites

ვისაც აინტერესებს ეს პრობლემა ყველა კითხულობს და კარგად იცის რომ ათიათასობით ბუნების მოყვარული ყოველდღიურად საუბრობს ამ თემაზე. კითხულობენ ფორუმებზე და ხმას არ იღებენ ისე როგორც წერილებს ტოვებენ რეაგირების გარეშე შესაბამის უწყებებში.

იმედის დააკარგვა არ გვინდა და მართლაც შეიძლება დადგეს დრო როცა ვინმე პროფესიონალი ჩაუდგება გარემოს დაცვას სათავეში. ხალხი უნდა მივიდეს პირველ რიგში იმ შეგნებამდე რომ არ დაარღვიოს კანონი.ბევრი არც ახლა არღვევს მაგრამ არც შესაბამის ზომებს ღებულობს როცა ბრაკონიერს წაადგება.ყველა გაიძახის ბრაკები შეკრულები და ,,დაკრიშულები,, არიანო. მასეთებს უნდა ზუსტად გამოვლენა .ცემატყეპით ამ საკითხს ვერანაირად ვერ მოვაგვარებთ,ჯერ ის ფაქტორი რომ კანონით დამნაშავე ჩვენ გამოვალთ და მერე ის ,,კრიშები,, თავის ტყავს არ დახევენ. მოსაფიქრებელია ისეთი სტრატეგია რომელზეც სამართალ დამცავი სტრუქტურები ვერანაირად ვერ დახუჭავენ თვალს. რაღაც ,,ჯადოსნური,, გეგმა ესაჭიროება ამ საკითხს ჩვენს ლამაზ ქვეყანაში. :old:

Link to post
Share on other sites

+ ამას თბილისის ზღვა არ ეკუთვნის გარემოს დაცვის სამინისტროს კომპეტენციას, სხვადასხვა ინტერვიუში, რამდენიმეჯერ აქვს დაფიქსირებული ხაჩიძეს, რომ ზოგადად თბილისის ტერიტორია მისი უწყების კომპეტენციაში არ შედის. ალბათ უფრო ეკონომიკის და გაბრიქინებული განვითარების სამინისტროს საქმეა ეგ საკითხი, თუმცა ზუსტად არ ვიცი.

 

ისე სანამ ეგ ადამიანი და მისი ჯგუფი იქნება გარემოს დაცვის საკითხების "კურატორი" არა მგონია რაიმე სასიკეთო გაკეთდეს სახელმწიფოს მხრიდან.

Link to post
Share on other sites

ზუსტი ინფორმაციით ალაზნის ქვემო დინებაში, საზღვრამდე, დღეში რამოდენიმე ნავი ეშვება დენით, საერთოდ აღარაა მსხვილი თევზი მაგ ტერიტორიაზე, თავს ვიტეხავ ფიქრით სად წავიდე სათევზაოდ :karochera:

Link to post
Share on other sites

მართლა მაგარი იდეაა თქვენს გვერDში მიგულეთ.

თუ ეს ყოველივე მოითხოვს ხელმოწერების შეგროვებას მთელ უბანს დავივლი ძალიან ბევრ ხელმოწერას შევაგროვებ ბევრია ისეთი ხალხი ვინც ფორუმებზე არაა და ბუნებაზე გული მართლაც შესტკივათ

Link to post
Share on other sites

იმდღეს ლაპარაკობდნენ კიდე რო ისე ვინადირეთო 7 შველი მოვკალით ერთ წასვლაზეო დიდი გინდოდა ტუ პატარაო გული დამეწვა უბრალოდ ცალკე ლაპარაკობდნენ იქეთ და გავიგე და ხო არ ჩავერთვებოდი სად იყავით და როგორთქო.

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...