Jump to content
Club-Monadire.Ge

ბრაკონიერობასთან ბრძოლა


Recommended Posts

  • Replies 912
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

ავთო ვიცი ეგ გოგო ვინც არის, jenka..

უპატრონო ძაღლებს მფარველობს.. ცუდი გოგო არ არის, მაგრამ გაუაზრებლად და ზედმეტი თავდადებით ეწინააღმდეგება რაღაცეებს..

მე ჩემი აზრი და სიმართლე მაქვს ტურა მგელთან მიმართებაში და ჩვენ აბდაუბდა რეალობაში ვერც წარმომიდგენია, რომ ამას სახელმწიფომ მოკიდოს ხელი..

მგონია, რომ ამ ეტაპზე ყველაზე ეფექტური ჩვენვე რომ მივხედოთ ამათ გამოხშირვას ეგ არის და მასეც ვიქცევი უკვე კაი ხანია და ვაგებ საკუთარ საქციელზე პასუხს..

 

პატივისცემით

გიორგი მე არ მინდა არავისთან რამის მტკიცება. ცუდია როცა ადამიანმა არ იცის რაზე კამათობს.

ვეთანხმები ტურა მგელთან მიმართებაში შენს გადაწყვეტილებას. :yes:

Link to post
Share on other sites

ესროლეთ და არ აიღოთ! ექსპერტიზა არ ჩაატარონ უცებ რა იარაღიდანაა მკვდარი

 

მგლის მოკვლა რომ ასე ადვილი იყოს რაღა გვიჭირს, სულ ოთხჯერ მაქვს ნანახი მგელი ტყეში (თოფით ხელში ნადირობისას) ვერ ესროლეო ვიღაცა მეტყვის ალბათ, ვესროლე კი არა თვალის დაფახულებაც ვერ მოვასწარი. მგელზე ნადირობას ძალიან დიდი გამოცდილება და დახვეწილობა ჭირდება. ჩემმა ძმამ ნახა ამას წინ გურიის ჭაობებში უზარმაზარი ძუ მგელი, თოფი გვერდზე ედო.....

Link to post
Share on other sites

მგლის მოკვლა რომ ასე ადვილი იყოს რაღა გვიჭირს, სულ ოთხჯერ მაქვს ნანახი მგელი ტყეში (თოფით ხელში ნადირობისას) ვერ ესროლეო ვიღაცა მეტყვის ალბათ, ვესროლე კი არა თვალის დაფახულებაც ვერ მოვასწარი. მგელზე ნადირობას ძალიან დიდი გამოცდილება და დახვეწილობა ჭირდება. ჩემმა ძმამ ნახა ამას წინ გურიის ჭაობებში უზარმაზარი ძუ მგელი, თოფი გვერდზე ედო.....

 

ზატო ტურაა ყოველი ფეხის ნაბიჯზე, დაბინდებულზე ხო ფეხებში გედებიან, მეც ტურა ვიგულისხმე

Link to post
Share on other sites

ჭიათურა შეჭამა წითელმა მგელმა!!!ადრე შველიც (ასე ამბობს მამაჩმი) იყო ჩემ სოფელში არცერთ სოფლის მცხოვრებს ირემის მოკვლა აზრადაც არ მოუვა!!!ტურა იმდენად გათამამდა და გამრავლდა საჭმელისთვის ჩემ ეზოში შემოდის და დაბორიალობს მთელი ღამე ხროვა და ყოველ ზაფხულს ასე ხდება!!!თვე არ გავა ვინმეს ღორი არ შეუჭამოს და საქონელეი არ დაუკბინოს მგელმა ზამთარში!!! ამათმა კიდე წითელი ლენტი შემოავლეს ყველას....ბალანსი დარღვეულია და ადამიანებმა დაარღვიეს და ისეც ჩვენი გამოსასწორებელი არ არი?

Edited by Paganini
Link to post
Share on other sites

ხო,მართლა სულ დამავიწყდა ამის დაწერა! ამ შემოდგომაზე მეზობლის ძროხა დღისით მზისით დაგლიჯეს მგლებმა ჩვენთან კაცხში პირდაპირ ტრასის პირას....

Link to post
Share on other sites

ტურების წამალი ვიცი რაცაა, ელჩს რომ აქვს 597 ნახვრედავტომატური მცირეკალიბრიანი. კახეთი რომ ხოხობის და კურდღლის ბუდე უნდა იყოს და არა ტურების ამას რათ უნდა დიდი ცოდნა, ჩემი ყურით მაქვს მოსმენილი აგვისტოში წნორში გაუთავებელი კივილი ტურების. :vinsent:

Edited by თორნიკე რეხვიაშვილი
Link to post
Share on other sites

სექტემბერში ჩამოსულები რომ ვიყავით მეუღლე ყოველ ღამე უსმენდა ტურების გალობას )))))) თავიდან ბელტა მანეთიანებივით გაუხდა თვალები,მერე შეეჩვია )))

Link to post
Share on other sites
  • 5 months later...

მოგესალმებით ყველას. ამ თემასთან დაკავშირებით ცალკე თემა ვერ ვნახე ფორუმზე, ან კარგად ვერ მოვძებნე რაც მეეჭვება ან მართლა არ აქვს ბრაკებთან ბრძოლას ცალკე თემა დათმობილი. რამოდენიმე დღეა რაც დავრეგისტრირდი ფორუმზე, ზოგადად თევზაობითაც სულ რაგაც 3 თვეა რაც დავინტერესდი და მინდა განვითარდე ამ სფეროში. მოკლედ თითქმის სულ გადავიკითხე ფორუმზე სტატიები და ძალიან გამაღიზიანა იმ პრობლემამ რასაც ბრაკები უქმნიან ჩვენს ბუნებას მდინარეებს წყალსატევებს და ა.შ. მომივიდა ერთი იდეა მგონი არც ისე ცუდი.

ამოვირჩიოთ რომელიმე ტბა რომელსაც ყველაზე მეტად უტევენ ბრაკები, მაგალითად შაორი. დაიგეგმოს კლუბის წევრებისა დ ფორუმელების ერთობლივი გასვლა, ტბის მიდამოების გასუფთავება ნაგვისგან, გამოაშკარავება რომ ამ ამ ტბაში ხდება ბრაკონიერული გზით თევზის მოპოვება ბადეების ამოღება თევზის უკან გაშვება თუ რათქმაუნდა თევზი იქნება გაბმული და ბადეების განადგურება.

გათვითცნობიერებულიმაქვს რომ ეს ყველაფერი იქნება ხარჯებთან დაკავშირებული. ტრანსპორტირება, ხალხის კვება დღის განმავლობაში და 1000 ნიუანსი. მე შემიძლია გავიარო დაფინანსების თემა სოციალური პროექტის მენეჯერთან ertad.ge. ეს არის vivus.ge-ს სოციალური პროექტი რომელიც თვის მანძილზე 4 საუკეთეს პროეკტს აფინანსებს 2000ლარის ოდენობით. გამარჯვებულის გამოვლენა ხდება facebook-ზე დაგროვებული მოწონებებით. ვეცდები რო კონკურსი ავიცილოთ თავიდან და ისე გაგვიწიონ სპონსორობა თუ არადა იმდენივართ როგორ ვერ უნდა მოვხვდეთ 4ოთხეულში. ვივუსის თანამშრომელივარ და მიმიწვდება ხელი შიდა სამზარეოულოსთან.

ასევე შეიმიძლია რომ დავუკავშირდე ტელევიზიებს და გააშუქონ ჩვენი აქცია და იქნებ ამის მერე გაანძრიონ ერთი ადგილი შესაბამისმა ორგანოებმა. რათქმაუნდა პროექტის სახე უნდა მივცეთ და შეიძლება ბევრი რამის ჩამატება და კორექტირება ეს ხომ მხოლოდ იდეაა ჯერჯერობით. მაინტერესებს რას ფიქრობთ ამ წინადადებასთან დაკავშირებით? თუ არასწორ ადგილს დავწერე გადაიტანეთ შესაბამის თემაში

პატივისცემით შოთა მერკვილაძე

აქ გადმომამისამართეს და დაუკორექტირებლად გადმოვიტანე წერილი

Link to post
Share on other sites

გუშინწინ ფოთში ვიყავი ნაბადის ტბებზე,2 ბადე ამოვიღე,რომელშიც 6 გუწუ და ერთი ფარფლწითელა იყო.ბადეები ძაან გრძელი იყო,და ერთი ქეჩოც არ გამოერია რაც ძალიან გამიკვირდა.ეგეთი ბადეებით სულ სავსეა ის ტბა,სულ გადაჭიმულია მთელი სანაპირო.კაცისშვილს არ ადარდებს ეგ საკითხი იქ,ბოდიშიდა ყველას კიდია რა.არადა რა ტბაა!

Link to post
Share on other sites

გუშინწინ ფოთში ვიყავი ნაბადის ტბებზე,2 ბადე ამოვიღე,რომელშიც 6 გუწუ და ერთი ფარფლწითელა იყო.ბადეები ძაან გრძელი იყო,და ერთი ქეჩოც არ გამოერია რაც ძალიან გამიკვირდა.ეგეთი ბადეებით სულ სავსეა ის ტბა,სულ გადაჭიმულია მთელი სანაპირო.კაცისშვილს არ ადარდებს ეგ საკითხი იქ,ბოდიშიდა ყველას კიდია რა.არადა რა ტბაა!

ყოჩაღ მეგობარო. ყველა შენსავით უნდა მოიქცეს და ისწავლიან ნელნელა ჭკუას.

მე რა წინადადებითაც გამოვედი არარის ნეტა საინტერესო თუ საუბრის დონეზე უნდა შემოვიფარგლოთ გამონაკლისების გარდა?

არ უნდა იყოს ცუდი წინადადება რავიცი რავიცი

Link to post
Share on other sites

ძალიან სასიამოვნო წინადადებაა ბატონო შოთა.

შესაბამისი პროექტის ფორმატი და წარდგენის პირობები როგორია?

ანუ რა მაინტერესებს: ჩვენი კლუბიდან რომ აირჩეს კონკრეტული ტბა, აღიწეროს შესაბამისი პრობლემატიკა; აღინიშნოს გასვლის კონკრეტული ვადები, მონაწილეთა რაოდენობა და დასუფთავება-ბრაკბადეების(შესაბამის პერიოდში არსებობის შემთხვევაში) განადგურების გეგმა, ეს საკმარისი იქნება დაფინანსების მისაღებად?

თანადაფინანსება მოეთხოვება კლუბს?

Link to post
Share on other sites

სხვა კლუბებიდანაც უნდა მოვიწვიოთ ხალხი, თორემ ისე ვერ გავიმარჯვებთ- თავის მხრივ არც ეგ 2 ათასი ლარი იქნება საკმარისი და გარემოს დაცვის სამინისტროს ჩართვა მოგვიწევს საქმეში, რომ ერთ მხრივ დაგვარეკლამოს და მეორე მხრივ რაღაც თანხა წავგლიჯოთ. ასე უნდა იყოს ეს თუ პროექტი მასშტაბური იქნება, ხოლო თუ მასშტაბური არ გვინდა რომ იყოს, მაშინ ფეისბუქზეც ნაკლებ ლაიქს დავაგროვებთ და დაფინანსებაც არ გვექნება.

Link to post
Share on other sites

ძალიან სასიამოვნო წინადადებაა ბატონო შოთა.

შესაბამისი პროექტის ფორმატი და წარდგენის პირობები როგორია?

ანუ რა მაინტერესებს: ჩვენი კლუბიდან რომ აირჩეს კონკრეტული ტბა, აღიწეროს შესაბამისი პრობლემატიკა; აღინიშნოს გასვლის კონკრეტული ვადები, მონაწილეთა რაოდენობა და დასუფთავება-ბრაკბადეების(შესაბამის პერიოდში არსებობის შემთხვევაში) განადგურების გეგმა, ეს საკმარისი იქნება დაფინანსების მისაღებად?

თანადაფინანსება მოეთხოვება კლუბს?

სავსებით საკმარისი მოტივია დაფინანსებისთვის.

შევეცდები მოგაწოდოთ სრული ინფორმაცია მეგობრებო.

მე ვარ მსახიობი-თან მყავს მუსიკალური ჯგუფი "თავისუფალი". წინა წელს mini-fund-მა დააფინანსა ჩვენი ჯგუფი "თავისუფალი" 2500 ლარით, გადაგვიღეს კლიპი და ა.შ ვიცნობ იმ კეთილ ხალხს და დღეს მივიწერე დამფუძნებელთან მეილი დაფინანსებასთან დაკავშირებით და ვარ პასუხის მოლოდინის რეჟიმში. კიდევ არის მეორე სოციალური პროექტი რაც ზევით მოგახსენეთ ertad.ge აქაც უნდა მივიწერო. მე ვცდილობ კონკურსის გარეშე მივიღოთ დაფინანსება ვნახოთ როგორ გამომივა, მაგრამ კონკურსში ჩაბმამაც არ უნდა შეგვაშინოს და მაშინ "mastera"_ს წინადადებაც გამართლებული იქნება სხვა კლუბების მოწვევა და გამარჯვებისთვის ერთად ბრძოლა, კლუბის თანადაფინანსებას არავინ მოთხოვს. არც ის აზრია ურიგო რო გარემოს დაცვა ჩავრთოთ პროექტში. უნდა დაიწეროს "გურულო" (ბოდიში სახელი არ ვიცი) პროექტი სად? როდის? ვისთან ერთად? თანხა რისთვის არის საჭირო და რამდენი? ამას მარტო მე ვერ გავაკეთებ სამწუხაროდ არ მაქვს შესაბამისი ინფორმაცია თუ სად რა პრობლემაა და არც გამოცდილება რა დაგვჭირედება ამისთვის, ამიტომ ერთად მოვიფიქროთ, გამოვიდეს ყველა თავის წინადადებას და საბოლოოდ შევჯერდეთ ერთ აზრზე

Edited by bubamara
Link to post
Share on other sites

ძალიან კარგი! :yes:

 

 

დაინტერესებულო და კომპეტენტურო ფორუმელებო და კლუბელებო, გთხოვთ დავიწყოთ ამ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა...

 

მართალია, მე არც თუ ისე მაღალი კომპეტენციით გამოვირჩევი ამ სფეროში, მაგრამ ჩემის აზრით პირველ რიგში უნდა გაკეთდეს ე.წ. გეგმა-მონახაზი

 

1) რომელი ტბა;

2) ამ ტბის პრობლემატიკა(ბრაკების თავდასხმები, ეკოდაბინძურება, გადაშენებული სახეობები და ა. შ.);

3) რა შეიძლება იქნეს მიღწეული ერთჯერადი აქციით(ბრაკების აღჭურვილობის განადგურება, დასუფთავება, ეკობალანსის აღდგენა_ლიფსიტების გაშვება და ა.შ.);

4) რა დაჯდება აქცია_ უნდა გაიწეროს ტრანსპორტირებით დაწყებული, ტელევიზია-მასმედიით დამთავრებული ყველაფერი;

5) თუ ლიფსიტების გაშვება გადაწყდება უნდა შევისწავლოთ პირობები, სახეობები, არსებობის არეალი, ეკოლოგიური მიზანშეწონილობა და რაღა თქმა უნდა ლიფსიტების ღირებულება, ტრანსპორტირების ჩათვლით;

6)

7)

 

 

გთხოვთ დაამატოთ საკითხები და მოსაზრებანი :hi3:

Edited by Gurulo
Link to post
Share on other sites

ეხლა ვისაუბრე ertad.g_ს მენეჯერთან სამწუხაროდ როგორც ესეთი სპონსორობა არ შეგვიზლია კონკრეტული პროექტისო მაგრამ კონკურსში ჩავრთავთ მაგ პროექტს აუცილებლად თუ გამოაგზავნითო თან ისიც მითხრა ეცადე რო არასამთავრობოს გამოაგზავნინო თუ ვინმე გყავს შინაურიო რო არ დაიბეგროთო იმიტომ რო 2500 რო მოითხოვს კერძო პირი 20 პროცენტით იბეგრებაო 500 ლარის დაკარგვა არ ღირს. მოკლედ ვიაქტიუროთ მეგობრებო და ღვთის წკალობით და ჩვენი შემართებით ყველაფერი გამოვა ჩემზე ბედნიერი კაცი არ იქნება თუ გამოვა რამე

Link to post
Share on other sites

რაღაც მოვიფიქრე ამ წუთას უცბაშად.

 

პირველ რიგში ასეთ პროექტს რომ ვაკეთებთ და ძალისხმევას ვხარჯავთ კლუბმა და ფორუმმაც უნდა ნახოს გარკვეული სარგებელი, რასაკვირველია არამატერიალური. ვგულისხმობ გარკვეულ პიარს. პირველი პიარი რომ რომ გამოვიდეს უნდა გამოვრიცხოთ სხვა კლუბების მონაწილეობა, მაქს ერთი სხვა კლუბი დაიშვას (ერთობლივი მონაწილეობა), მეორე საქმეში უნდა ჩაერთოს რომელიმე ყურებადი ტელევიზია და პოპულარული ინტერნეტ პრესა. მესამე ძალიან კარგი და ყველაზე შედეგიანი იქნება ეს ყველაფერი თუ მოეწყობა სეზონის გახსნის დღეს. წარმოიდგინეთ ტელევიზია რომ გააკეთებს ნადირობის სეზონის გახსნაზე სიუჟეტს, გადაიღებს მონადირეებს, რომლებიც კახეთში მწყერებს "ხსნიან" და ამ დროს გადმოვა ჩვენზე,ნადირობის ნაცვლად სეზონის პირველ დღეს ბუნებას ვასუფთავებთ, ინტერვიუში კი ვამბობთ ფარის მანოკის და ელექტროშოკის საწინააღმდეგო ფრაზებს.

Link to post
Share on other sites

master

 

ძალიან კარგი იდეაა!

 

მაგრამ მომკალით და ეს კლუბური სეპარატიზმი არ მესმის?!

მიუღებელია ჩემთვის და თან კონტრპროდუტიულია ჩვენი კლუბისათვის, თუ გინდ PR თვალსაზრისით. ამ ფორუმზე საკმაოდ ხალხი შემოდის რომლებიც აქ პოსტავენ, ურთიერთობს და მეგობროს ჩვენთან მაგრამ სხვა კლუბის წევრები არიან და ამ ხალხს დასუფთავების აქცია დავუმალოთ თუ ელექტრობრაკონიერების წინააღმდეგ ჩატარებული აქცია?!

 

 

მე პირიქით ვფიქრობ რომ მიზანშეწონილია მაქსიმალური ჩართულობა, ყველას მხარდაჭერა და გვერდშიდგომა სხვა კლუბი იქნება ეს თუ ფიზიკური პირები.

 

:hi3:

Link to post
Share on other sites

ჩემო მეგობრებო მე ფიშერზეც ვადევნებ თვალს ჩემთვის საინტერესო თემებს და არ იყო გამორიცხული ფიშერზე დამეწერა ეს ყველაფერი, უბრალოდ მოხდა ისე რომ მონადირეზე დავწერე და არა ფიშერზე, ყველაფერს სიღრმეებში თავის მიზეზიაქვს რომელსაც ახლა ვერ ვათვითცნობიერებ, შეიძლება დიზაინი უფრო მომეწონა აქ ან სხვა რამ მაგრამ ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ეხლა ვმსჯელობთ აქ ამ თემაზე და მეც იგივე აზრისვარ რო მაქისმალური ჩართულობაა საჭირო, ტელევიზიას და მასმედია მე ჩემ თავზე ვიღებ, მივაწვდენ ხმას და გავაშუქებინებ მაგრამ სანამ ტელევიზიამდე და გაშუქებამდე მივალთ საფუძველი უნდა ჩაეყაროს პროექტს უმჯობესია უფრო როგორ განვახორციელოთ პროექტი იმაზე ვიმსჯელოთ, რო გვკითხავენ რა უნდა გააკეთოთ ამ თანხით ხარჯთახრიცხვა წარმოგვიდგინეთო პროექტი მზად გვქონდეს და არა იდეა რომელიც უკვე იციან პოტენციურმა სპონსორებმა

Link to post
Share on other sites

ძალიან კარგი! :yes:

 

 

დაინტერესებულო და კომპეტენტურო ფორუმელებო და კლუბელებო, გთხოვთ დავიწყოთ ამ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა...

 

მართალია, მე არც თუ ისე მაღალი კომპეტენციით გამოვირჩევი ამ სფეროში, მაგრამ ჩემის აზრით პირველ რიგში უნდა გაკეთდეს ე.წ. გეგმა-მონახაზი

 

1) რომელი ტბა;

2) ამ ტბის პრობლემატიკა(ბრაკების თავდასხმები, ეკოდაბინძურება, გადაშენებული სახეობები და ა. შ.);

3) რა შეიძლება იქნეს მიღწეული ერთჯერადი აქციით(ბრაკების აღჭურვილობის განადგურება, დასუფთავება, ეკობალანსის აღდგენა_ლიფსიტების გაშვება და ა.შ.);

4) რა დაჯდება აქცია_ უნდა გაიწეროს ტრანსპორტირებით დაწყებული, ტელევიზია-მასმედიით დამთავრებული ყველაფერი;

5) თუ ლიფსიტების გაშვება გადაწყდება უნდა შევისწავლოთ პირობები, სახეობები, არსებობის არეალი, ეკოლოგიური მიზანშეწონილობა და რაღა თქმა უნდა ლიფსიტების ღირებულება, ტრანსპორტირების ჩათვლით;

6)

7)

 

 

გთხოვთ დაამატოთ საკითხები და მოსაზრებანი :hi3:

 

განვავითაროთ ეს გეგმა მონახაზი ძალიან გთხოვთ

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...