Jump to content
Club-Monadire.Ge

ბრაკონიერობასთან ბრძოლა


Recommended Posts

  • Replies 912
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

სახელმწიფოს მიერ ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის გამკაცრების მიზნით პარლამენტში შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი შევიდა. ინიციატივის ავტორი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილია, ცვლილებები კი, ამ მიმართულებით "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" და "სისხლის სამართლის კოდექსში" შედის. სახელმწიფო კონტროლი თეზჭერისა და ნადირობის სფეროში გამკაცრდება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ცაგარეიშვილმა განუცხადა, კანონის დარღვევის შემთხვევაში, დამრღვევს ადეკვატური სახდელი დაეკისრება, ცვლილებები კი, "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის" 86-ე, 222-ე, 239-ე და 249-ე მუხლებში აისახება.

უკანონო თევზჭერა, ელექტროშოკის აპარატის გამოყენებით, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 2 ათასიდან 4 ათას ლარამდე და მასთან ერთად, მოპოვებული თევზის, იარაღისა და წყლის სატრანსპორტო საშუალების კონფისკაციას. აკრძალული საშუალებებითა და მეთოდებით ნადირობა კი გამოიწვევს ჯარიმას 1000-დან 2000 ლარამდე და ასევე მოპოვებული ობიექტის, იარაღისა და მოწყობილობის კონფისკაციას.

რაც შეეხება "სისხლის სამართლის კოდექსში" დაგეგმილ ცვლილებებს, ცაგარეიშვილის განმარტებით, იხვეწება კოდექსის მე-300 მუხლის დისპოზიცია, რომელიც უკანონო თევზჭერას შეეხება და კანონში ის აკრძალული საშუალებები ჩაიდება, რომელთა თევზჭერის დროს გამოყენებაც სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს.

"წინა ხელისუფლების პირობებში კანონში განხორციელებულმა ცვლილებებმა თეზჭერისა და ნადირობის სფერო უკონტროლოდ დატოვა, რამაც ბრაკონიერობას ტოტალური მასშტაბები მისცა. ბოლო თვეების განმავლობაში პარლამენტის კომიტეტში მონადირეთა და მეთევზეთა არაერთი განცხადება შემოვიდა, სადაც ეს ადამიანები ითხოვენ, მივიღოთ გადამჭრელი ზომები გადაშენების წინაშე მდგარი სახეობების შენარჩუბნების მიზნით", - აღნიშნა გიორგი ცაგარეიშვილმა.

 

http://www.interpressnews.ge/ge/politika/237095-sakhelmtsifo-brakonierobis-tsinaaghmdeg-brdzolas-amkacrebs.html

 

იმედია დაიძრა ყინული და კანონი კანონად არ დარჩება, აღსრულებაც თუ შესაბამისი იქნა დაადგება საშველი ჩვენს დედაბუნებას

Link to post
Share on other sites

მეც ახლა ვნახე ფბ-ზე B) ...კარგი ამბავია :yes: ,ახლა მთავარია კონტროლის მექანიზმი შეიმუშავონ და მოწესრიგდება ყველაფერი,თურმე ტყუილა არ ვფართხალებდით :haha: აქ...

Link to post
Share on other sites

კაი გვარიანი ჯარიმებია. :yes: :yes:

თან ყველაფრის ჩამორთმევით და ქსელში გაყიდვის აკრძალვით.

 

იფ-იფ, მე ძალიან მომწონს ეს ამბავი.

Link to post
Share on other sites

მეც ახლა ვნახე ფბ-ზე B) ...კარგი ამბავია :yes: ,ახლა მთავარია კონტროლის მექანიზმი შეიმუშავონ და მოწესრიგდება ყველაფერი,თურმე ტყუილა არ ვფართხალებდით :haha: აქ...

:yes::yes:

აბა რა.იმედი მქონდა რომ ამ ჩვენს მონდომებას რაიმე რეაგირება მოყვებოდა.მთავარია ეხლა ვინ გააკონტროლებს.თუ არ შეიქმნა ინსპექცია აზრი არ ექნება იმიტომ რომ არც კრიმინალურის და საპატრულოს ბიჭებს იმდენი დრო აქ აქვთ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს რომ მინდვრებში და მდინარეებზე იარონ.სამწუხაროა მაგრამ რეალობა ასეთია

Link to post
Share on other sites

ახლა ელექტრიკები გააჩერონ ჯერ და ეშველება ღელეებს,პატარა მდინარეებს ტობი გადაშენდა სადაცაა მალე თუ არ მიეხედა გაისათ მარტო ფორუმზე დავათვალიერებთ კოლხურ ტობს

Link to post
Share on other sites

ამ მანოკებმა და დენის აპარატებმა მრავალ მონადირეს ააღებინეს ხელი მათთვის საყვარელ ნადირობაზე და თევზაობაზე, იმედია მართლა გულით მიხედავენ ამ საქმეს.......ერთი შეხედვით შემზიზღდა მწყერის სზონი, სანამ სეზონი დაიწყება დაწყებისთანავე დამთავრებულია უკვე, ამათთვის არც ჩოჩორი არსებობს და არც არაფერი, გაფრინდა უნდა ესროლო და მორჩა ..... :meeting:

Edited by GIO 444
Link to post
Share on other sites

https://www.facebook.com/MOEgeorgia

 

გარემოს დაცვის სამინისტრო

 

გარემოს დაცვის სამინისტროს „ფეისბუქის“ გვერდისა და ელ.ფოსტის მეშვეობით სამინისტროში შემოდის უამრავი ინფორმაცია ბრაკონიერების მიერ ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობისა და სხვა სახის დარღვევების თაობაზე. ასევე ხშირია მომართვები აკრძალული საშუალებებით თევზჭერის ფაქტებთან და ნადირობის წესების დარღვევებთან დაკავშირებით.

 

ამ საკითხების მიმართ საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიგვაჩნია მცირედი განმარტების მოწოდება:

გარემოს დაცვის ინსპექცია 2011 წელს მმართველობის სფეროში გადაეცა საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს და ლიკვიდირებული იქნა გადაცემიდან ორი თვის ვადაში. ამჟამად გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება შეზღუდული უფლებამოსილებით, კერძოდ, სამინისტროს სისტემაში მუშაობს მხოლოდ 9 ინსპექტორი და მათ გააჩნიათ მხოლოდ საწარმოების შემოწმების უფლება.

 

გარემოს დაცვის სამინისტროში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესში, 2013 წლის 14 მაისიდან, გარემოს დაცვის სამინისტროს სისტემაში იქმნება სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი - სახელმწიფო კონტროლის განმხორციელებელი ერთიანი სამსახური. მის შემადგენლობაში იქნება რეგიონული სამსახურები - 7 ტერიტორიული ორგანო და შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამსახური.

 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი და მისი ტერიტორიული ორგანოები იმუშავებენ სამი ძირითადი მიმართულებით:

- საწარმოების ინსპექტირება;

- ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიების პირობების შესრულების შემოწმება;

- ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის აღკვეთა.

 

ჩვენი უმთავრესი მიზანია გარემოზე ნეგატიური ზემოქმედების პრევენცია. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შექმნასთან ერთად იგეგმება კონტროლის მექანიზმების გაძლიერება. ამოქმედდება „ცხელი ხაზი“, რომელიც საშუალებას მისცემს მოქალაქეებს დაუბრკოლებლად და ოპერატიულად მიაწოდონ მაკონტროლებელ სამსახურს ინფორმაცია პრობლემურ საკითხებზე. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში ჩადენილ სამართალდარღვევებზე გამკაცრდება სანქციები, მოხდება დროული რეაგირება და შეიქმნება სამართალდარღვევათა შემაკავებელი სისტემა.

Edited by pescatore
Link to post
Share on other sites

pescatore

 

შენ მაინც იცი არმენ როგორ ხდება ეს ყველაფერი ნორმალურ ქვეყნებში.

როცა მთავრობაში მოდის გუნდი, მათ ყველაფერი მომზადებული უნდა ჰქონდეთ, პროგრამა ჰქვია ამ ყველაფერს.

ინიშნება რაიმე დარგის მინისტრი, რომელსაც დაკომპლექტებული უნდა ჰყავდეს კვალიფიციური კადრებით მთელი აპარატი, შემუშავებული, მრავალჯერ განხილული და სკურპულოზურად დაშლილი სამოქმედო გეგმა უნდა ედოს მაგიდაზე.

 

7 თვე გავიდა და იმასაც ვერ მოაბეს თავი, ენერგეტიკის სამინისტროდან ისევ გარემოს დაცვაში გადასულიყო გდ-ის სამსახურები.

 

 

აი გეკითხებით ყველას, ვინც ზემოთა წერილი წაიკითხეთ, რაში იღებენ ხელფასებს გდ-ს თანამშრომლები?

 

 

ნაღდად არ მიკვირს, ჩვენთან ხომ ყველაფერი უკუღმა კეთდება.

Link to post
Share on other sites

pescatore

 

 

აი გეკითხებით ყველას, ვინც ზემოთა წერილი წაიკითხეთ, რაში იღებენ ხელფასებს გდ-ს თანამშრომლები?

 

 

ნაღდად არ მიკვირს, ჩვენთან ხომ ყველაფერი უკუღმა კეთდება.

სადაა გდ?ვერ ნახე 7 კაცია მარტო და საწარმოებს ამოწმებენო

 

მაგაზე ერტ ნამდვილ ამბავს გეტყვი გიო.მამაჩემს ყავს ერტი მეგობარი ყელყურის ექიმი.ერთხელ ქეიფობდნენ და თქვა ყველაზე ძნელი გასაკეთებელი ოპრეაცია გლანდების ოპერაციააო,ყველამ გაიკივირვა.კიტხვაზე რატომ?პასუხი იყო ასეთი:ხო არ გავიწყდებათ საქართველოში ყველაფერი ტრაკიდან კეთდებაო.

Link to post
Share on other sites

JABA

 

როგორ გული მწყდება ჯაბუნია ამ ყველაფერზე, ვერ წარმოიდგენ.

 

რაღაცის გაფუჭების ხასიათზე ვდგები ხოლმე. :karochera: :karochera:

Link to post
Share on other sites

JABA

 

როგორ გული მწყდება ჯაბუნია ამ ყველაფერზე, ვერ წარმოიდგენ.

 

რაღაცის გაფუჭების ხასიათზე ვდგები ხოლმე. :karochera: :karochera:

აბა შენ მე მკითხე. :karochera: :karochera: :karochera:

Link to post
Share on other sites

არც ისე ცუდათ არის საქმე ჩემი აზრით...გიორგი შენ რომ იძახი სამოქმედო გეგმა უნდა იდოსო,ჩვენთან ჯერ არ არის პოლიტიკური კულტურა მისული იმ დონეზე ასე თანმიმდევრობით რომ ლაგდებოდეს ყველაფერი.გარემოს დაცვის სამინისტრო ჩამოყალიბების სტადიაში არის ჯერჯერობით და როგორც ჩანს მომდომება აქვთ შეცვალონ სიტუაცია და ჩვენც უნდა გავაგრძელოთ მათი გამოფხიზლება...ამ ბოლო დღეებში გამოაშკარავდა რომ ყურს გვიგდებენ და ჩვენს რჩევებს ითვალისწინებენ.

შეიძლება რამეში ვცდები,მაგრამ ბუნებით ოპტიმისტი ვარ და იმედია სწორად ვხედავ რეალობასაც...

Link to post
Share on other sites

არც ისე ცუდათ არის საქმე ჩემი აზრით...გიორგი შენ რომ იძახი სამოქმედო გეგმა უნდა იდოსო,ჩვენთან ჯერ არ არის პოლიტიკური კულტურა მისული იმ დონეზე ასე თანმიმდევრობით რომ ლაგდებოდეს ყველაფერი.გარემოს დაცვის სამინისტრო ჩამოყალიბების სტადიაში არის ჯერჯერობით და როგორც ჩანს მომდომება აქვთ შეცვალონ სიტუაცია და ჩვენც უნდა გავაგრძელოთ მათი გამოფხიზლება...ამ ბოლო დღეებში გამოაშკარავდა რომ ყურს გვიგდებენ და ჩვენს რჩევებს ითვალისწინებენ.

შეიძლება რამეში ვცდები,მაგრამ ბუნებით ოპტიმისტი ვარ და იმედია სწორად ვხედავ რეალობასაც...

იცოცხლე არმენ !!! იმედით ცოცხლობს ადამიანი !!!! :*

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...