ნიკა ზურაბიშვილი 0 Posted July 2, 2012 Report Share Posted July 2, 2012 აჰა დღესაც ავჭალაში ასვალტის ქარხნის დაბლა ელეკტრიკებმა შუადღით დაადუღეს მტკვარი სულ კიდიათ ალბათ ხაჩიძეს ნათესავები არიან სულ ყველა აქ არ წერდა ერთ ერთი ფორუმელი ხაჩიძის ბიძაშვილებს თუ დეიდაშვილებს ძალიან უყვართ თევზაობაო? ისე ეგ ელექტრიკები იმდენად გათავხედდნენ, რომ შარშან ინტერვიუც ჩაწერეს და ფისჰერ გეზე იდო ეგ საუბარი. არ ვიცი საიდან მოიპოვეს. თუ ეგრე ბრაკონიერობენ მანდ ორთაჭალაზე ადვილია დაჭერა, დააკავოს ვინმემ, თუ საქმის გაკეთება უნდა და მერე უკვე 100% ფაქტია, ჩვენ ეგ ვერ მოვახერხეთ ორთაჭალაში, მდინარეზე ერთადერთი ჩასასვლელია და იქაც ნავის გარეშე ვერაფერს გახდები. ციტირება Link to post Share on other sites
GigaG 0 Posted July 2, 2012 Report Share Posted July 2, 2012 რავიცი ტელევიზია თავდაყირა დგას ახალი მინისტრთა კაბინეტის წარდგენა უნდა მოხდეს დღესო და ეგება ბუნებასაც ეშველოს რამე ) მინისტრის გამოცვლას დიდი ალბათობით მოყვება რაიმე თავისუფალი პრესკონფერენცია. კარგი იქნება თუ მოვახერხებთ და ამ კონფერენციაზე ჩვენს აზრზს დავაფიქსირებთ და ვიკითხავთ გაატარებს თუ არა ახალი მინისტრი რაიმე ზომებს ამ თემასთან დაკავშირებით. ციტირება Link to post Share on other sites
ნიკა ზურაბიშვილი 0 Posted July 2, 2012 Report Share Posted July 2, 2012 გიგა, იმედია ნორმალური მოვა ვინმე დავით, მე პრობლემას იმაში კი არ ვხედავ ბრაკონიერად მოვიხსენიებ თუ არა, არამედ იმაში, რომ კანონს არაფრად აგდებს, შენ თუ თვლი რომ მართალი არ იქნები შენს მოყვანილ შემთხვევაში, არც მე ვიქნები მართალი საკუთარ თავთან, როდესაც თანამედროვე აღჭურვილობით კალმახზე მოთევზავეს არ ვუწოდებ ბრაკონიერს და იგივე გაჭირვებულ მეთევზესთან მექნება პრეტენზია, რომელსაც კანონით დადგენილ ზომაზე პატარა თვალის მქონე ბადე აქვს და იმით თევზაობს. ამიტომ ვამბობ კანონის გვერდით ავლა გამოსავალი არაა, იმიტომ რომ თავისთავად გულისხმობს ორმაგ სტანდარტს, რაც არ არის სამართლიანი. ერთ რამეშიც დაგეთანხმები, რომ სავსებით შესაძლებელია ასეთი ჩაკირკიტება გამოწვეულია იმით, რომ ზედმეტად იდეალისტი და პირდაპირი ვარ. მაქვს საკმაოდ მაღალი კლასის კონკრეტულად მდინარის კალმახის ჭერაზე გათვლილი აღჭურვილობს სრული კომპლექტი, მაგრამ პრინციპულად არ დავდივარ სათევზაოდ კალმახზე, მიუხედავად იმისა, რომ ადგილებიც ძალიან კარგად ვიცი და დროც მაქვს. უბრალოდ კალმახზე რომ წავიდე თავს ვიგრძნობ ბრაკონიერად, რომელიც სადღაც ჩუმად მიიპარება და იმის ეშინია ვინმემ არ დაინახოს. მართალი ხარ აბსოლუტურად, ის კანონი რაც გვაქვს კანონი არაა. მაგრამ ეს ნიშნავს მხოლოდ იმას რომ კანონი უნდა შეიცვალოს და არა იმას, რომ მას გვერდი ავუაროთ და ჩვენთვის მისაღები, თუნდაც სამართლიანი პრინციპებით ვიხელმძღვანელოდ. თუ სამართლიანობაა რაღა ამ კალმახს მივადექით, ყოველ ნაბიჯზე ხდება უსამართლობა, მაგალითად გადასახადები არის უსამართლოდ მაღალი, მოდი გავილაშქროთ ამის წინააღმდეგ და არ გადავიხადოთ, ხომ სამართლიანია? ნამდვილად არის. ხოდა რატომ არ ვაკეთებთ ამას? იმიტომ რომ ჯარიმის გვეშინია, რომელსაც აუცილებლად დაგვაკისრებენ და გადაგვახდევინებენ კიდეც. ხოდა რა გამოვიდა? რა და ისევ ორმაგი სტანდარტი, სადაც საგადასახადო არის გადაულახავი წინააღმდეგობა, ხოლო კალმახი კი ყველასგან დაუცველი დაბალი ღობე. მე არ მიმაჩნია ასეთი ორმაგი სტანდარტებით მოქმედება სწორედ. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted July 2, 2012 Report Share Posted July 2, 2012 როგორ მეზარება წერა, ვერ წარმოიდგენთ. იმ სურათს ვეღარ ვპოულობ, ძველ კომპში ჩარჩა ეტყობა. ყოველწლიურად გამოდის 70-90 გვერდიანი ბროშურა, რომლის საშუალებითაც მეთევზე/ფრინველზე და ნადირზე ცალცალკეა კიდევ/ გებულობს რეგულაციებს სხვადასხვა მდინარეებზე და წყალსაცავებზე, ყოველ წელს რაღაცას სცვლიან, ამიტომ ეს ბროშურები ყველგან დევს და უფასოა. გადავიღებ პოლიციელთან და რეინჯერთანაც სურათებს და გაჩვენებთ, რომ ორივეს აქვს კონტროლის უფლება. ჩვეულებრივი პატრული დამადგა ტბაზე, სადაც მაყვლების ბუჩქებში ერთი საათი ვიძრომიალე, რათა ღრმა ადგილთან დავმდგარიყავი, შემოძვრა ისიც და ლიცენზია მომთხოვა. თან არ მქონდა, მანქანაში დავტოვე, რას ვიფიქრებდი იქ თუ ვინმე შემამოწმებდა, ჰოდა ამას გაფრთხილებით გაგიფორმებ შენს ისტორიაში, შემდგომში კი კაი ხოშიან ჯარიმას აირტყავო. კაი ბიჭი ვარ და დავარღვიო კანონი. ციტირება Link to post Share on other sites
ნიკა ზურაბიშვილი 0 Posted July 2, 2012 Report Share Posted July 2, 2012 სასტიკად გამაწბილა ამ წამს "მაესტრომ" სამინისტროში ყველა ახალი მინისტრის სავარაუდო კანდიდატურა ჩამოთვალეს გარემოს დაცვის მინისტრის გარდა, მოკლედ ან სამინისტროს აუქმებენ და რამეს უერთებენ ან ნეშომპალად უნდათ ეგ კაცი აშკარად რა ციტირება Link to post Share on other sites
ნიკა ზურაბიშვილი 0 Posted July 2, 2012 Report Share Posted July 2, 2012 როგორ მეზარება წერა, ვერ წარმოიდგენთ. იმ სურათს ვეღარ ვპოულობ, ძველ კომპში ჩარჩა ეტყობა. ყოველწლიურად გამოდის 70-90 გვერდიანი ბროშურა, რომლის საშუალებითაც მეთევზე/ფრინველზე და ნადირზე ცალცალკეა კიდევ/ გებულობს რეგულაციებს სხვადასხვა მდინარეებზე და წყალსაცავებზე, ყოველ წელს რაღაცას სცვლიან, ამიტომ ეს ბროშურები ყველგან დევს და უფასოა. გადავიღებ პოლიციელთან და რეინჯერთანაც სურათებს და გაჩვენებთ, რომ ორივეს აქვს კონტროლის უფლება. ჩვეულებრივი პატრული დამადგა ტბაზე, სადაც მაყვლების ბუჩქებში ერთი საათი ვიძრომიალე, რათა ღრმა ადგილთან დავმდგარიყავი, შემოძვრა ისიც და ლიცენზია მომთხოვა. თან არ მქონდა, მანქანაში დავტოვე, რას ვიფიქრებდი იქ თუ ვინმე შემამოწმებდა, ჰოდა ამას გაფრთხილებით გაგიფორმებ შენს ისტორიაში, შემდგომში კი კაი ხოშიან ჯარიმას აირტყავო. კაი ბიჭი ვარ და დავარღვიო კანონი. ხოდა აი მაგას ქვია კულტურა, რაც ჩვენთან არ არის და კაი ხანი არც იქნება, სამაგიეროდ გვაქვს უმაგრესი ისტორია, აი ძალიან მაღიზიანებს ისტორიით ტრაბახს რომ იწყებენ და დღევანდელობაზე თვალს ხუჭავენ, კონსტანტინე გამსახურდიას ერთ - ერთი გამოსვლა წვიკიტხე მეორე მსოფლიო ომისდროინდელი და რა უწერია "გერმანელები მდინარე შპრეეში ღორჯოებს რომ იჭერდნენ მაგ დროს ჩვენ ბიბლიას ვთარგმნიდითო" მაგიტომაც ვართ "წინ" როგორც კულტურაში, ისე ღორჯოს კულტურულად ჭერაში. ციტირება Link to post Share on other sites
იეტი 1 Posted July 2, 2012 Report Share Posted July 2, 2012 NickAdams ნიკა, ლიფსიტის გაშვების თემას ვაოფებ და აქ დავწერ. მე რო ახლა კაცს, ვინც ანკესით კალმახს იჭერს ბრაკონიერი ვუძახო არ ვიქნები მართალი, იმიტომ რომ არ ვთვლი ამ კანონს კანონად. ხვალ მოვა დრო (და სწორიც იქნება) რომ დაიშვება გარკვეულ ჩარჩოებში ეგ ამბავი და მერე რა პასუხი გავცე, გუშინ იმიტომ გლანძღავდი რომ ფურცელზე ასე ეწერა მეთქი? მაგალითად, კალმახთან შედარებით გაცილებით უარეს დღეშია ალაზანში მობინადრე ზოგიერთი ჯიში, მათზე არავინ არაფერს ამბობს (არც კანონი), ამიტომაც არ ნიშნავს ჩემთვის არაფერს ფურცელზე არაპროფესიონალის მიერ დაწერილი ე.წ. კანონი. დენი მოსპონ და ანკესით სადაც გინდა, რაც გინდა ის ვიჭიროთ, არ იქნება პრობლემა. ქევხო არაა ეგ მიდგომა მართებული კანონი უნდა უზენაესობდეს ყველა შემთხვევაში თუ კანონი არასწორადაა მიღებული უნდა შეიცვალოს თუ კანონის მიმღები არაპროფესიონალია უნდა შეიცვალოს თუ კანონის მიმღებს არ ცვლიან მაშინ მისი დამნიშვნელი უნდა შეიცვალოს ესე რომ გავაგრძელო სადამდე მივალ მიხვდები ვიღაც რომ ბრაკონიერეობს ჩვენი ბრალია ვიღაცას რომ კიდია რომ ვიღაც ბრაკონიერობს ესეც ჩვენი ბრალია კარგი თუ ცუდი რაც გვჭირს ჩვენი ბრალია. ხაჩიძე არაფერ შუაშია, არც მიშა და არც პუტინი ყველაფერი ჩვენი ბრალია საბოლოო ჯამში. ციტირება Link to post Share on other sites
jaba silagava 0 Posted July 2, 2012 Report Share Posted July 2, 2012 კანონი ყველასთვის კანონი უნდა იყოს!!! გაჭირვებულისთვისაც და მინისტრის ბიძაშვილისთვისაც,სანამ ამას არ გავითავისებთ არაფერი გამოვა,არასოდეს!!! დავუკავშირდეთ ყველას,შევიკრიბოთ გარემოს დაცვის სამინისტროსთან და დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია,სხვანაირად თუ არ ესმით ასე მაინც გავაგებინოთ.ამდენ ხალხს გვტკივა და ვის ან რას ვერიდებით,ეს მაინც ხომ პოლიტიკა არ არის. პ.ს.ერთი კარგად გაშუქებული აქცია და ეგაა. ციტირება Link to post Share on other sites
იეტი 1 Posted July 2, 2012 Report Share Posted July 2, 2012 კანონი ყველასთვის კანონი უნდა იყოს!!! გაჭირვებულისთვისაც და მინისტრის ბიძაშვილისთვისაც,სანამ ამას არ გავითავისებთ არაფერი გამოვა,არასოდეს!!! დავუკავშირდეთ ყველას,შევიკრიბოთ გარემოს დაცვის სამინისტროსთან და დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია,სხვანაირად თუ არ ესმით ასე მაინც გავაგებინოთ.ამდენ ხალხს გვტკივა და ვის ან რას ვერიდებით,ეს მაინც ხომ პოლიტიკა არ არის.ერთი კარგად გაშუქებული აქცია და ეგაა. ეხლა სწორედ ის დროა რომ რაღაც დავძრათ, ეხლა კმაყოფილი ერი ჭირდებათ მაგათ არაკანონიერად თევზს ვიჭერდი და ლუკმა პური წამართვესო ვერავინ იტყვის. ციტირება Link to post Share on other sites
jaba silagava 0 Posted July 2, 2012 Report Share Posted July 2, 2012 სანამ ყველას ყველაფრის გვერიდება ასეთ დღეში ვიქნებით სულ,არავინ არ მიიტანს ჩვენს სატკივარს გულთან!!! რადიკალური ნაბიჯების გადადგმაა საჭირო!!! ვინ მეთანხმება? ციტირება Link to post Share on other sites
ნიკა ზურაბიშვილი 0 Posted July 2, 2012 Report Share Posted July 2, 2012 სანამ ყველას ყველაფრის გვერიდება ასეთ დღეში ვიქნებით სულ,არავინ არ მიიტანს ჩვენს სატკივარს გულთან!!! რადიკალური ნაბიჯების გადადგმაა საჭირო!!! ვინ მეთანხმება? რა თქმა უნდა ყველა, მაგრამ რა უნდა ვნათ? მე ეხლა 2 ოპერატორზე ვჩალიჩობ ტელევიზიიდან, სიუჟეტის მომზადება მინდა ბრაკონიერობაზე, დღეს გავიკითხე და ავჭალაში ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიიდან ჩადიან თურმე, პოლიცია ვერ დამეხმარა, დარჩა პიარი. თუ გყავთ ვინმეს ახლობლები რომელიმე ტელეარხზე იქნებ ხმა მიაწვდინოთ და ერთიანად მივარეიდოთ, შაბათს ან კვირას 10-15 კაცი რომ შევიკრიბოთ და მთელი დღე დავუთმოთ ავჭალაში აუცილებლად ვნახავთ ბრაკებს. ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted July 2, 2012 Author Report Share Posted July 2, 2012 სანამ ყველას ყველაფრის გვერიდება ასეთ დღეში ვიქნებით სულ,არავინ არ მიიტანს ჩვენს სატკივარს გულთან!!! რადიკალური ნაბიჯების გადადგმაა საჭირო!!! ვინ მეთანხმება? კი ჯაბა შემოგევლოს ჩემი თავი! ქუთაისლებმა ალიხანოვ-ავარსკიც კი ავაფეთქეთ ძველ სადგურთან, აღმაშენებლის ძეგლი რომ დადგეს ახლა ზუსტად იქ!!! ეს ხუმრობით ) +1 ოღონდ, მითხარი რას ვაპირებთ. ციტირება Link to post Share on other sites
jaba silagava 0 Posted July 2, 2012 Report Share Posted July 2, 2012 ჩემი აზრით როგორც ლიფსიტების გაშვებაზე ვიყავით ისე მივიდეთ, ყველანი ჩვენი პატარებით,მაგათია ეს ქვეყანა და არავის აქვს უფლება მომავალი დაუმახინჯოს მათ."ნუ მოგვიკლავთ მომავალს" დავარქვათ აქციას ან რამე უკეთესი მოვიფიქროთ და წავიდეთ.ერთი,ორი ბრაკონიერის დაჭერას მგონი ასე აჯობებს.მწვანე ბუშტები ვუყიდოთ ბევრი,ერთმანეთიც გავაცნოთ ჩვენც შევხვდეთ ერტმანეთს,კეთილი, ლამაზი და საყურადღებო გამოვა მგონი.გამოუშვით იდეები,დავგეგმოთ და გავაკეთოთ. ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted July 2, 2012 Report Share Posted July 2, 2012 ეჰ ვის ცალია ჩვენზა ჯაბა. :( ტელევიზორის ჩართვა შემძულდა უკვე. პოლიტიკის და ეჭვების მეტი არაფერი ისმის. ამ ფონზე გინდ ,,ნუ მიკლავ მომავალს! ,, დავარქვათ გინდ ,,მოგვწყინდა გაყინული სკუმბრია!,, არამგონია ვინმემ ყური შეიბერტყოს. არავის ცალია დღეს ბუნებისთვის ჩვენს მეტს. ციტირება Link to post Share on other sites
jaba silagava 0 Posted July 2, 2012 Report Share Posted July 2, 2012 წინასწარ ნუ მოკლავ იმედს ავთო ძმაო,საარჩევნოდ ყველაფერსაც მიაქცევენ ყურადღებას.ჩვენ გავაკეთოთ,რაც მეტნი ვიქნებით უკეთესია,ბოლო ბოლო ბავშვები მაინც გაიგებენ და დაამახსოვრდებათ რომ მათი მამები გულხელდაკრეფილები არ ისხდნენ და რაღაცას ცდლილობდნენ,თვითონაც ისწავლიან რომ რაც არ მოგწონს უდა გააპროტესტო,იმედი ბოლოს კვდება ძმებო,უსაშველო და მუდმივი არაფერია ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted July 2, 2012 Report Share Posted July 2, 2012 მეოთხე წელი გადის რაც მწვავე განცხადებებს და უამრავ ვარიანტებს ვიხილავთ(ეს ფორუმზე). წინა ფორუმზეც ბევრი კამათი და მონდომება იყო.ფორუმამდეც ძალიან გვაწუხებდა ბევრს ეს პრობლემა. ბევრს იდეა ქონდა და სხვას მოუწოდებდა ,ბევრიც ენას იფხანდა ,უმეტეს ნაწილს გულით უნდოდა რაღაც გაეკეთებინა მარა ძალა არ ყოფნიდა. კიბეები ზემოდან უნდა გადმოიხვეტოს ბიჭებო. ბრაკონიერი სულ იყო და სულ იქნება,ამას მადევარი ჭირდება ისეთი რომელიც არ დაიძინებს და მისი სპეციალობა გახდება რაშიაც ხელფასს აიღებს და ოჯახს შეინახავს.. ასეთს კი მემგონი ვერ ვხედავთ დღეს. დავიჭირეთ მტკვარზე ბრაკი! დაადეს ჯარიმა და გაუშვეს.ამან ადგა და იმ ჯარიმის ასანაზღაურებლად ორმაგად გააძლიერა თავისი არამზადობა! მაგრამ არა მტკვარზე,არამედ მეტ მოფარებულ ადგილზე.მტკვარზე კი ვინც ჯერ არ დაჯარიმებულა ის დაიწყებს ძრომიალს. ამიტომაა შესაქმნელი სტრუქტურა და სამსახური ისეთი რომელიც ჩვენს ინტერესებს გაიზიარებს. ხალხის ბრალიაო ასე გაიჟღერა რამოდენიმეჯერ,ვერ დაგეთანხმებით და აი რატომ :მიდის ადამიანი სამსახურში,დაინახა ბრაკები,დარეკა პატრულში,ტელეფონში ეუბნებიან შემთხვევის ადგილზე დამელოდეო. ელოდება ,შემდეგ დაკითხვა ,განყოფილება და ა.შ..ამას კი მთელი დღე მიაქვს თუ ვერ დაიჭირეს ეჭვმიტანილი იმ შემთხვევაში. თუ დაიჭირეს ალბათ ერთი კვირაც არ ეყოფა ამ პროცედურებს. ამიტომ კაცი თვალს არიდებს ყველაფერს რაც უშუალოდ მას არ ეხება(პირადულად). აი რისთვისაა საჭირო გარემოს დაცვის მოწესრიგებული სამსახური! უნდა დადიოდნენ ყველგან სადაც შესაძლებელია ბრაკონიერობა და არა აჯამეთის ხიდზე გაიშნიკებივით რომ დადგებოდნენ და საბუთებს გვიმოწმებდნენ! რომელი გიჟი გაუვლიდა გდის ჯიპს უსაბუთოდ?ერთჯერ ვნახე ჩემს მეხსიერებაში მინდორზე შემოსული 2 თანამშრომელი. მინდორზე 12 კაცი ნადირობდა რომ დაინახეს გდი-ს მანქანა გაჩერდა ადგილზე მარტო სამნიღა დავრჩით.მოვიდნენ იკითხეს სად წავიდნენ სხვებიო? აქ ახლა 10-12 კაცი არ იყოო? კი იყო მეთქი ვუპასუხეთ.საბუთები გვთხოვეს,მივაწოდეთ ,გადახედეს უკანვე დაგვიბრუნეს და იღბლიანი ნადირობა გვისურვეს.შებრუნდნენ და მანქანაში ჯდებოდნენ როცა მივაძახე,ჩემ შესამოწმებლად უკვე ძალიან ბევრ ბენზის ხარჯავთ ბიჭებო უკვე 2ჯერ ხიდზე და 1 ჯერაც აქ მამოწმებთ ,ვისაც საბუთი არააქვს რატომ არ მისდევთ მეთქი? სა ვსდიო ამ სიცხეშიო!თქვენ უნდა გაკიდებოდითო იყო პასუხი და ჩასხდნენ. შე მამაცხონებულო ხელფას გიხდიან ,მანქანას გაძლევენ,საკომუნიკაციო აღჭურვილობა გაქვს საუცხოო და მე ვსდიო ბრაკონიერებს!!!!!!!!!!!!!! არც გაუცია პასუხი,გამიღიმა და გაქრა. სანამ ამას არ მოევლება მე დავიღალე ძმებო ფუჭი ლაპარაკით. ერთი კი ნამდვილად ვიცი სადაც აპარატჩიკს გადავაწყდები ჩემი ძალებით გავუსწორდები. სადაც ბადეს ვნახავ ჩაგებულს ჩემი ხელით დავკუწავ როგორც მრავალჯერ გავაკეთე. ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted July 2, 2012 Report Share Posted July 2, 2012 იეტი თუ? კიბატონო, უნდა? კიბატონო, მივალთ კი არა მისულები ვართ! ჩვენი ბრალია? კობატონო, მაგრამ რათა, რათა? ამის დედაც, კარგი გვინდა და ამიტომ? უკვე შემძულდება ყველაფერი მალე! NickAdams ნიკა, დავითო - მაგრამ მგონი ჩემთვისაა ეგ პასუხი. კი ბატონო, ვთანხმდებით რომ დედა აღარ ჰყავს ტყე-ღრე მდიბარეს, იმაშიც რომ მისახედია და ჩვენი აქტიურობაა საჭირო, ყველა კაი საქმეში გვერდში არ მდგომის კაცობა ვატირე ჩემდათავად, მარა თავს ზევით ძალას ვეძებთ . . . . . შენ რომ გაქვს მდინარის კალმახზე სათევზავო ყველა საშუალება და მტვერი ედება მოგწომს??? მანდ ვარ მეც! და მკიდია ამიტომაც მსგავსი კანონი, იმიტომ რომ კანონმა რომ მითხრას ლეღვი ხარო - არ ვარ !!!!! ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted July 2, 2012 Author Report Share Posted July 2, 2012 ქევხო ლეღვი კია არა უმაგრესი კაცი ხარ არჩილ! ლეღვიო ! ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted July 2, 2012 Report Share Posted July 2, 2012 ავთო ეგრეა, ისევ საკუთარი ძალებით სიტუაციიდან გამომდინარე. მაგრამ ასე ყანა არ გაიმარგლება ციტირება Link to post Share on other sites
jaba silagava 0 Posted July 2, 2012 Report Share Posted July 2, 2012 მაშინ ვაგინოთ ბრაკებს,თვეში ერთხელ რომ მოვახერხებთ ბუნებაში გასვლას დავჭრათ ბადეები და გვეშველება?არა მგონია ამან რამე შეცვალოს.ვერც პატრულირებას დავიწყებთ ჩვენი ძალებით. ბადის დაჭრაც სხვისი ქონების განადგურებად ითვლება,გინება სიტყვიერ შეურაწყოფად,ხელით შეეხები და აქეთ დაგიჭერენ.რა უნდა ვქნათ?ერთად ერთი ეგ მომაფიქრდა რაც მაღლა დავწერე,იქნებ თხა იყოს ტყუპი მაიგოს ჰააა,ვცადოთ ხალხნო იქნებ გავარდეს ყარაულის თოფივით. ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted July 2, 2012 Report Share Posted July 2, 2012 არის ერთი გამოსავალი. ვისაც ასაკი გვიწყობს ხელს დავიწყოთ მუშაობა(თუ მიგვიღეს) გარემოს დაცვაში და მივხედავთ არსებულ პრობლემას. ციტირება Link to post Share on other sites
zaza-04 2 Posted July 2, 2012 Report Share Posted July 2, 2012 არის ერთი გამოსავალი. ვისაც ასაკი გვიწყობს ხელს დავიწყოთ მუშაობა(თუ მიგვიღეს) გარემოს დაცვაში და მივხედავთ არსებულ პრობლემას. 100% სხვა გზა არარის ციტირება Link to post Share on other sites
jaba silagava 0 Posted July 2, 2012 Report Share Posted July 2, 2012 მინისტრი რომ არც შენი ნათესავია და არც ჩემი? ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted July 2, 2012 Report Share Posted July 2, 2012 SF-ში რესტორანში ჩამოდიოდნენ ხოლმე სან-ხოსედან ქართველი ბიჭები, წასვლისას ბედი მაგათი არ ჰქონდათ დალეული ალკოჰოლური სასმელი. ნახევარ საათში მირეკავენ და 2 000$ გვასესხეო. სიგარეტები გადაყარეს მანქანიდან ტრასაზე და დააჯდა კიდევაც "მფრინავი თეფში", აქაურ პოლიციის მანქანას ეგ სახელი დავარქვი. ათას-ათასი დოლარით დააჯარიმეს, სულ ცალ წიხლზე ჰკიდია კანონს ვინ ხარ შენ. არის გამაფრთხილებელი ნიშნები ავტოსტრადაზე, სადაც ჯარიმა 6 500$-მდეა, თუ მანქანიდან ბუნებას დაანაგვიანებ. მანქანის გამონაბოლქვზე, აი ნოლაძინების კლადიშებს დედა რო არა ჰყავთ და ბოლავენ, პატრონს შებოლავენ აქა, მსგავსი თუ ნახეს. ჩვეულებრივი მოქალაქე დარეკავს პატრულში და გადასცემს მანქანის მარკას და ნომრებს. პ.ს. რაღა ყველაფერი ცუდი აიღეთ ამ დასავლეთიდან, რამდენი სიკეთე აქვთ ჩადებული კანონებში, იმას რატომ აუქციეთ გვერდი??? ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted July 2, 2012 Report Share Posted July 2, 2012 არის ერთი გამოსავალი. ვისაც ასაკი გვიწყობს ხელს დავიწყოთ მუშაობა(თუ მიგვიღეს) გარემოს დაცვაში და მივხედავთ არსებულ პრობლემას. დავწერე უკვე. ჩამოვალ, ოჯახს მივატოვებ დროებით, რადგან ქვეყანას სჭირდება და 6 თვეში წელში გავმართავ და მოგიგვარებთ მაგ პრობლემას. მცენარეებზე და სხვა დანარჩენ ცოცხალ არსებებს, არ შევეჭიდები, ნადირობა-თევზაობა მანდეთ. არავითარი ანაზღაურება და ხელფას-პრემიები, ჩემი ხარჯით გადავიხდი ყველაფერს. ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.