Jump to content
Club-Monadire.Ge

ბრაკონიერობასთან ბრძოლა


Recommended Posts

  • Replies 912
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

რა ხდება?

იქნებ ორიოდ სიტყვა დაწეროთ.

ვერ ვუყურებ მაივიდეოს.

 

 

19.05.2012 21:34 – ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში რეინჯერი მოკლული იპოვეს

 

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში რეინჯერი მოკლული იპოვეს. ხარაგაულის რაიონის სოფელ მახანის მკვიდრს, 50 წლის მერაბ არევაძეს, რომელიც ტყე-პარკის ერთ-ერთ უბანზე უფროს რეინჯერად მუშაობდა, ოჯახის წევრები და თანასოფლელები სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ. არსებული ინფორმაციით, რეინჯერი რამდენიმე დღის წინ ბრაკონიერი მონადირეების კვალს დაადგა და შემდეგ სწორედ მათი მსხვერპლი გახდა.

როგორც მოკლულის ნათესავები აცხადებენ, მერაბ არევაძეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ორი ჭრილობა აქვს მიყენებული, აქვს მოტეხილობები, დაჟეჟილობები და თავში ნაჯახით მიყენებული ჭრილობა.

ქართული ტელეკომპანიების ცნობით, ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ორი პიროვნება უკვე დააკავეს, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მათი ვინაობა ჯერჯერობით არ სახელდება.

Link to post
Share on other sites

ჩვენს საქმეზე მდგარი კაცი უწამებიათ და მერე საშინლად მოუკლავთ, ესე გამოდის ხომ?

 

მოიძებნოს ის ექვსივე და სამაგალითოდ უნდა დაისაჯონ.

Link to post
Share on other sites

არაკაცები, მართლა სამაგალითოდ და თვალსაჩინოთ უნდა დაისაჯონ.

 

ეგრეა რა ჩვენთან, სანამ უკიდურეს წერტილამდე არ მივალთ მანამდე არავინ თავს არ იწუხებს. ღმერთმა გაანათლოს მისი სული და იქნება ეს შემთხვევა მაინც იყოს მაგ არაკაცების ბოგინის დასასრულის დასაწყისი.

Link to post
Share on other sites

კაცო ამ ექვსში ერთი ცოტა შედარებით ნორმალური როგორ არ ყავდათ რომ ხელი შეეშალა მაინც სად შეიკრიბნენ ასეთები, ერთ სოფელში 6 მკვლელი რა უბედურებაა

Link to post
Share on other sites

მართლა საშინელებაა რა !!! ამის შემდეგაც თუ არ გაამკაცრეს კანონი და არ მიიღეს სათანადო ზომები,არ ვიცი რააა.....

Link to post
Share on other sites

აი ამ საშინელი ამბის გაგრძელება

:karochera:

გია ყრუაშვილი: ხარაგაულში მკვლელებს პატიმრობიდან ათავისუფლებენ

16:54 29.05.2012

 

[From.ge]

 

„თავისუფალი საქართველოს“ ინფორმაციით, ხარაგაულში მკვლელებს პატიმრობიდან ათავისუფლებენ. ამის შესახებ პარტიის რეგიონალური სამსახურის უფროსმა, გია ყრუაშვილმა დღეს, ქუთაისის ოფისში ისაუბრა.

 

ყრუაშვილმა საუბრისას კონკრეტული ფაქტები მოიყვანა და სახალხო დამცველსა და საქართველოში მოქმედ უფლებადამცველებს დაუყოვნებელი რეაგირებისკენ მოუწოდა.

 

„14 მაისს, ხარაგაულის რაიონის სოფელ ვახანის მკვიდრი მერაბ არევაძე გაუჩინარადა, რომელიც რეინჯერად მუშაობდა. არევაძე 18 მაისს, მდინარეში გარდაცვლილი იპოვეს. თვითმხილველთა განცხადებით, მიცვალებულს თავი მჭრელი საგნით ჰქონდა გაჩეხილი და ნატყვიარი აღენიშნებოდა. იმავე ღამეს სამართალდამცველებმა მკვლელობაში ეჭვმიტანილი ექვსი პირი დააკავეს, რომელთგან სამი - იმერეთის სამხარეო პოლიციის უფროსის მამუკა ჭყონიძის ბიძაშვილები, ყოველგვარი სანქციის გარეშე გაათავისუფლეს. ამის შემდეგ პოლიციის თანამშრომლებმა მიცვალებულის ცხედარი ექსპერტიზაზე გადაიყვანეს. ექსპერტიზის დასკვნით, თავგაჩეხილი და ე.წ. საკონტროლო გასროლით მოკლული მერაბ არევაძე კლდიდან გადავარდა და უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდა. ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, 24 მაისს პატიმრობიდან დანარჩენი სამი პირიც გაათავისუფლეს. გარდაცვლილის ოჯახზე ზეწოლა ხორციელდება. ოჯახს დუმილს აიძულებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ოჯახის დანარჩენი წევრების ლიკვიდაციით ემუქრებიან“, - განაცხადა ყრუაშვილმა და აქვე გარდაცვლილის ოჯახზე ზეწოლის შეწყვეტა და მკვლელების დაუყოვნებლივ დასჯა მოითხოვა.

 

 

http://www.presage.tv/?m=news&NID=34043

Link to post
Share on other sites

:karochera: :karochera: :karochera: :karochera:

 

ძალიან ცუდად ვარ ეხლა.

 

რა გავაკეთო ისიც არ ვიცი.

 

ამის წაკითხვა იყო და ავტომატისკენ გავიწიე. :karochera:

Link to post
Share on other sites

ელჩი

 

ნადირ -ფრინველი და თევზი სულ დაკიდებულია, გდი-გაუქმდა უკვე ფაქტიურად

 

რეინჯერი არიფი არ იქნებოდა და ერთი-ერთზე კაცი იოლად ვერ მოკლავდა. ანუ . . .

 

ღმერთი მაღლიდან იყურება გიო!

Link to post
Share on other sites

დიდი სიამოვნებით გავუხვრეტდი შუბლს, მაგის მკვლელებსაც და მათ დამცველსაც, თუკი მართლა მოკლულია. კაცი მაგის გამო როგორ უნდა მოკლა, ეს ხომ უსაზღვროდ ამორალურია.

 

 

თუმცა ამ ქვეყანაში მორალზე ლაპარაკი..........!

ეჰ...

Link to post
Share on other sites

სამჯერ დავწერე და სამივეჯერ წავშალე დაწერილი.... ჯერ რამხელა ტკივილი არის მისი ოჯახისთვის ეს ტრაგედია და მერე ასე ბოზურად რომ კერავენ საქმეს :karochera: ...დამოუკიდებელი ექსპერტიზა უნდა ჩაუტარონ და გამოვლინდება ყველაფერი....

Link to post
Share on other sites

აი ამ საშინელი ამბის გაგრძელება

:karochera:

გია ყრუაშვილი: ხარაგაულში მკვლელებს პატიმრობიდან ათავისუფლებენ

16:54 29.05.2012

 

[From.ge]

 

„თავისუფალი საქართველოს“ ინფორმაციით, ხარაგაულში მკვლელებს პატიმრობიდან ათავისუფლებენ. ამის შესახებ პარტიის რეგიონალური სამსახურის უფროსმა, გია ყრუაშვილმა დღეს, ქუთაისის ოფისში ისაუბრა.

 

ყრუაშვილმა საუბრისას კონკრეტული ფაქტები მოიყვანა და სახალხო დამცველსა და საქართველოში მოქმედ უფლებადამცველებს დაუყოვნებელი რეაგირებისკენ მოუწოდა.

 

„14 მაისს, ხარაგაულის რაიონის სოფელ ვახანის მკვიდრი მერაბ არევაძე გაუჩინარადა, რომელიც რეინჯერად მუშაობდა. არევაძე 18 მაისს, მდინარეში გარდაცვლილი იპოვეს. თვითმხილველთა განცხადებით, მიცვალებულს თავი მჭრელი საგნით ჰქონდა გაჩეხილი და ნატყვიარი აღენიშნებოდა. იმავე ღამეს სამართალდამცველებმა მკვლელობაში ეჭვმიტანილი ექვსი პირი დააკავეს, რომელთგან სამი - იმერეთის სამხარეო პოლიციის უფროსის მამუკა ჭყონიძის ბიძაშვილები, ყოველგვარი სანქციის გარეშე გაათავისუფლეს. ამის შემდეგ პოლიციის თანამშრომლებმა მიცვალებულის ცხედარი ექსპერტიზაზე გადაიყვანეს. ექსპერტიზის დასკვნით, თავგაჩეხილი და ე.წ. საკონტროლო გასროლით მოკლული მერაბ არევაძე კლდიდან გადავარდა და უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდა. ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, 24 მაისს პატიმრობიდან დანარჩენი სამი პირიც გაათავისუფლეს. გარდაცვლილის ოჯახზე ზეწოლა ხორციელდება. ოჯახს დუმილს აიძულებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ოჯახის დანარჩენი წევრების ლიკვიდაციით ემუქრებიან“, - განაცხადა ყრუაშვილმა და აქვე გარდაცვლილის ოჯახზე ზეწოლის შეწყვეტა და მკვლელების დაუყოვნებლივ დასჯა მოითხოვა.

 

 

http://www.presage.tv/?m=news&NID=34043

 

მართლა არ ვიცი რა ვთქვა?! ზრდილობიან ფარგლებში.

 

:karochera:

Link to post
Share on other sites

ხმებს თუ დავუჯერებთ ამბობენ ირემი ყავდათ მოკლული და თავზე წაადგაო. უნდა დაისაჯონ აუცილებლად.

Link to post
Share on other sites

მართლა არ ვიცი რა ვთქვა?! ზრდილობიან ფარგლებში.

 

მართლა ძნელია რამის თქმა, მითუმეტეს ზრდილობიან ფარგლებში, რა დონეზე წყდება ხო აზრზე ხარ, უსუსურობის შეგრძნენა მაქვს საშინელი. სადაც ტყეში რეინჯერის მოკვლა გაბედეს, საკონტროლო გასროლით, ქონდათ რაღაცის თუ ვიღაცის იმედი ალბათ

Link to post
Share on other sites

ხალხო დროა გავაანალიზოთ 13-ე რაიონში ვცხოვრობთ,აქ კანონი ყველას ერთ ადგილზე კიდია ....იქნებ ოდესმე მოვიდეს ისეთი დრო რო მასეთი ხალხი დაკიდონ იმ ადგილზე სადაც ეს პროჭები ეხლა ყველაფერს იკიდებენ !!!

Link to post
Share on other sites
  • 3 weeks later...

ესეიგი რომ განახათ რა ამბავია მდინარეებზე......სულ ვიკავებდი თავს ცუდი სიტყვებისგან მაგრამ ეხლა ამათი მართლა დედა მ.....ნ ამათიც და იმათიც ვისაც ევალება დაცვა და იკიდებს.

 

სუტკაში 4 ჯერ დადიან სათევზაოდ :scratchchin: ღამით ათევენ და ისევ ავლებენ ყოველ ერთ საათში მუსრს.... თითო გასვლაზე 10-15-20 მოუყვანიათ თურმე :karochera:

Link to post
Share on other sites

სამწუხაროდ მასეა დათო. დღეს სამ ადგილას ვნახე დახოცილი თევზი ამ პაწია მდინარეში. :(

Link to post
Share on other sites

დღეს სამ ადგილას ვნახე დახოცილი თევზი ამ პაწია მდინარეში

 

 

ჰოდა 3 ჯერ შ...ა მაგათ დედას თითო ფორუმელმა დღეში :spiteful: :spiteful: :spiteful:

Link to post
Share on other sites

არ მიყვარს ამ თემის გახსნა,მიტომ რო ხასიათი მიფუჭდებახოლმე,მაგრამ თუ მივივიწყეთ არც ისე არ გამოვა...ალბათ მაგარი იმუნიტეტი აქვთ გამომუშავებული ჩვენს თევზებს ამდენი მაიმუნობის შემდეგ რომ მაინც მრავლდებიან,მაგრამ როდემდე გაგრძელდება ასე? როდის შეიცვლება მიდგომა ამ საკითხთან?მგონი შემოდგომის მერე... :old:

Link to post
Share on other sites

დათია 3-დღის წინ სათევზაოდ ვიყავი წასული წყალწითელაზე,თან ლეკვიც წავიყვანე აბრივზე დიდი მორევი დგას შუა წყალში რო შევიდა ძაღლი ყვინაობა დაიწყო,პერიოდულად თავს ჩაწევდა ხოლმე და თითქოს რაღაცას ყლაპავდა არაფრით არ გამოვიდა მეთქი რა ჯანდაბა ჭირს თქო,შევცურე მეც და წყლის ზედაპირიდან 20 სანტიმეტრზე სავსე იყო დახოცილი თევზით და თურმე იმას ხიკავდა,გული დამეწვა და გინებ გინებით დავტოვე იქაურობა,ყოველ 50 მეტრზე პუტანკაა გაკიდებული.როგორც მოსაღამოვდა პარტიებათ მოდიოდა ხალხი და კიდებდა ბადეებს,აზრი აღარ აქვს მანდ თევზაობას.ავთიას სამსახურთან რომ ხიდია იმ ხიდიდან თბილისის ტრასაზე რომ ხიდია არის უკონტროლებადი ტერირორია და რაღა არ ხდება მანდ ვინ იცის !!

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...