Gurulo 154 Posted January 23, 2012 Report Share Posted January 23, 2012 გრავირება მაშ ასე, სიტყვა გრავირება როგორც წესი ნიშნავს მყარ, სწორზედაპირიან საგანზე ჭრას (ინგლ. engrave / რუს. гравировать) მაგალითად რკინა, ხე, შუშა, პლასმასი. ამ შემთხვევაში ჩვენი სპეციფიური ფორუმიდან გამომდინარე შევეხები მხოლოდ იარაღზე ჭრას. დამეთანხმებით ალბად გრავირებული იარაღი (ცივი, ცეცხლსასროლი) ბევრად უფრო ლამაზი და მიმზიდველია. არსებობს ქარხნული გრავირება, რომლებსაც სპეციალური დაზგები ასრულებენ, მარა ოსტატის ხელით გრავირება უფრო ფასობს, თუნდაც იმიტომ რომ გრავირება შეიძლება სპეც შეკვეთით გაკეთდეს, რომელსაც ანალოგი არ მოეპოვება. სპეციალური დაზგა (მრავალნაირი არსებობს). ხელით ჭრის ინსტრუმენტები bulino ბულინოს(წერტილოვანი) სტილი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ძვირფასი სახეა გრავირებაში. ის ძალიან რთული შესასრულებელია. ძლიერი ოპტიკური გადიდების ქვეშ(20-40 ჯერადი) ლითონის ზედაპირზე ასვამენ ძალიან ბევრ წვრილ შტრიხსა და წერტილს_ ათეულობით, ასეულობით და ათასობით, ერთ კვადრატულ მილიმეტრზე. რაც უფრო მახვილია წერტილის დასასმელი ინსტრუმენტი, მით მეტი წერტილისა და შტრიხის დასმაა შესაძლებელი სხვადასხვა კუთხით(დახრით)საგრავირებელ ზედაპირზე. მით უფრო ზუსტი და სრულყოფილია სინათლისა და ჩრდილების გადასვლის ეფექტი. ადვილი მისახვედრია, რომ გრავირების ეს სტილი ითხოვს ლითონის(ან სხვა) ზედაპირის იდეალურ დამუშავებას. უმაღლესი კლასის გრავიორები, მხოლოდ წერტილების სიღრმის, რაოდენობისა და დახრის კუთხის ცვლით, ახერხებენ 7 სხვადასხვა ფერის მოწოდებას(აბსოლიტურად თეთრიდან აბსოლიტურად შავ ფერამდე). ღმგა გრავირება ანუ რელიეფური ჭედურობა ჭედურობა რელიეფური გამოსახულების მიღებაა ლითონის ზედაპირზე. გრავირების ეს მეთოდი ლითონის მხატვრული დამუშავების ერთ-ერთი უძველესი ხერხია, რომელიც სპეციალური სჭრისებითა და ჩაქუჩით ხდება. განახსვავებენ ხელით და მანქანით(მექანიზირებულ) ჭედურობას. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted January 24, 2012 Author Report Share Posted January 24, 2012 57 წლის ლორენცო გამბა ერთ-ერთი დიდი იტალიელი ოსტატია. ის მუშაობს იარაღზე, დანებზე, საათებზე, მედალიონებზე და სხვა ძვირფასეულობაზე, რითაც ხაზს უსვამს მის მაღალ პროფესიონალიზმს_შეასრულოს სამუშაო ყველაფერზე და ნებისმიერ სტილში! მას ბიძა ჰყავდა გრავიორი და ამან განაპირობა ლორენცოს გატაცება ამ საქმით. პროფესიას ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მაესტრო კესარია ჯოვანელისთან ეუფლებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ლორენცო ექსტრა კლასის ოსტატად ჩამოყალიბდა, დღევანდელ დღემდე აგრძელებს სიახლეების ძიებას დიზაინში ანტონიო პალმენტასთან და ფრანჩესკო მედიჩისთან(იტალიის ყველაზე ცნობილი გრავიორები დღეისათვის). ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted January 24, 2012 Author Report Share Posted January 24, 2012 კრიგჰოფის გრავირება რამდენიმე ათწლეულია კრიგჰოფის საწარმოსთან არსებობს გრავირების სკოლა. აქ სწავლობენ და გადიან პრაქტიკას ოსტატები მთელი გერმანიიდან. ამ სკოლის ბევრი აღზრდილი დღეს მსოფლიოს გრავიორების ელიტაში შედის. ბულინო, ღრმა გრავირება, სამგანზომილებიანი რელიეფური_ თითოეულ ამ სახეში ვიწრო სპეციალიზაცია და თითოეულ სახეში ცალკე ოსტატები, ესაა კრიგჰოფის განმასხვავებელი ნიშა გრავირებაში. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted January 24, 2012 Author Report Share Posted January 24, 2012 როგორც შესაბამის თემაში აღვნიშნავდი ფაბბის ფირმა ცალსახადაა დაკავშირებული იტალიელ გრავიორთან მანრიკო ტორკოლისთან. ამ გრავიორმა იარაღის მხარვრულ გაფორმებაში მითიური თემა შემოიტანა. ტორკოლი დაიბადა 1954 წელს. სწავლის დასრულების შემდეგ 9 წლის განმავლობაში ბერეტას ფირმაში მუშაობდა. თანდაყოლილმა ნიჭმა და ხატვის სიყვარულმა ამ ფირმის საგრავიორო საამქროში მიიყვანა. ტორკოლი პრაქტიკოსია და გრავირების აკადემიური სწავლება არ გაუვლია, თუმცა მისთვის ამ უკანასკნელს რაიმე ბარიერი არ შეუქმნია. გრავიორის სტილი ფირმო ფრაკასის(თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოსტატი) შეგირდობამ განსაზღვრა. ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად მანრიკომ ბევრ იტალიელ მეიარაღეზე მოასწრო მუშაობა. მისი ნამუშევრები ამშვენებს Beretta, Perazzi, Famars, Renato Gamba, Piotti, Luciano Bosis-ის ნაწარმს. თავის გრავიურებს მანრიკო წერტილოვანი სტილით(ტექნიკით) ასრულებს. მისი ფრთოსანი პეგასი(მფრინავი ცხენი) კარგი მახასიათებელია ოსტატის განსაკუთრებული ტალანტისა. თეთრი ცხენის დახატვა ფოლადზე ექსპერტების აზრით ძალიან ძნელია. ამისათვის გრავიურის უკანა ფონზე კონტრასტის შექმნაა აუცილებელი. თუ მხედველობაში მივიღებთ იმ გარემოებას, რომ კალაპოტის მხატვრული მოხატვა მის წრთობამდე ხდება(წრთობა აუარესებს გრავიურის მხატვრულ ღირებულებას), შეიძლება დავასკვნათ რომ ეს ოსტატობის ფენომენალური დონეა!!! ,,პეგასი" ,,იურსკის პარკი" ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted January 24, 2012 Author Report Share Posted January 24, 2012 იტალიელი მასიმილიანო გობი, ერთ-ერთი იმათგანია, ვისაც გრავიორის პროფესია შთამომავლობით გადაეცა. გობის მამა ამ სფეროში 30 წელზე მეტ ხანს მუშაობდა. 1996 წელს საშუალო სკოლის დიპლომის მიღების შემდეგ, მასიმილიანო გობი Bottega Incisioni di Cesare Giovanelli სააამქროში იწყებს სწავლასა და მუშაობას. აქ მას დარიო კორტინის შეგირდობა ხვდა წილად. პირველი დამოუკიდებელი იარაღები იყო ბერეტები. სამხედრო სავალდებულო სამსახურმა დროებით შეწყვიტა მასიმილიანოს სწავლა და მუშაობა. იქედან დაბრუნების შემდეგ კი საოჯახო ბიზნესს შეუერთდა, სადაც მამის ზედამხედველობის ქვეშ ოქროს ინკუსტაციას სწავლობს. პერიოდულად ახალგაზრდა გრავიორი მუშაობდა კარლო პასოტისა და დიზაინერ ლეო კამპანელის ხელმძღვანელობით. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted January 24, 2012 Author Report Share Posted January 24, 2012 ალდო რიცინი იტალური სოფლის მცხოვრები იყო, სადაც მისი ბიზნესი ფერმასთან იყო დაკავშირებული. თავისუფალ დროს გასართობად ესკიზებს ხატავდა. მამამისს შვილის გატაცება მხედველობიდან არ გამორჩენია და 5 წლით ოსტატებს მიაბარა გრავირების შესასწავლად. რა გამოვიდა ამ სწავლებიდან თავად განსაჯეთ ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted January 24, 2012 Author Report Share Posted January 24, 2012 ანჯელო გალეაზი ბრეშიასთან ახლოს ცხოვრობს და ითვლება თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ და გამოცდილ გრავიორად. მისი გრავირება განსაკუთრებულია არა მარტო სრულყოფილებით, არამედ იმითაც რომ გალეაზის თოფებზე გადააქვს ფერწერის შედევრები(მაგალითად ლეონარდო და ვინჩის მხატვრობა). ამის ნიმუშია Battaglia di Angbiari. გრავიორი ინტერესს იჩენს ,,ველური დასავლეთის" თემისადმი, რაც რემინგტონის ფირმის რამდენიმე თოფზე აისახა. გარდა ამისა ოსტატი თავადაც ქმნის სიუჟეტებს, სადაც სანადირო სცენები სრულყოფილადაა გადმოცემული. ყოველი მცირე დეტალის მოხატვა, ოქროს ინკუსტაცია და განსაკუთრებული ხელის სიმსუბუქე მის გრავირებას ,,ცოცხალ სულს" ანიჭებს. გალეაზის გრავირების ნახვისას ვრწმუნდებით, რომ შედევრები მარტო ქაღალდზე ფანქრით ან ტილოზე ფუნჯით კი არ იქმნება, არამედ საჭრისით ფოლადზეც. ასეთი შედევრების შექმნა ძნელია, მაგრამ ისინი სამუდამოა!!! ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted January 24, 2012 Author Report Share Posted January 24, 2012 კარლო პასოტი Rezzato ერთ-ერთი პარტარა საამქროა ბრეშიაში, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიებისა და უძველესი ოსტატობის საიდუმლოებათა ატმოსფეროა გამეფებული. კარლო პასოტიმ იარაღის წარმოებაში ბოლო ათწლეულში დაიწყო მოღვაწეობა. მანამდე კი სპეციალიზირებულ სკოლაში სწავლებას გადიოდა ბრეშიაში. გრავირება მარტო ხელოვნება არაა, ეს ,,ავადმყოფობაცაა". თუ მისი სიყვარული სისხლში არა გაქვს, მაშინ მხოლოდ ტექნიკური ნახატის შესრულებას შეძლებ, რამეთუ მხატვრული გრავირება მძიმე შრომაა. კარლო პასოტის გრავირების ხელოვნება სისხლში აქვს გამჯდარი. ნახატი, ფერწერა და ფერების შეგრძნება, ყველაფერი ეს გრავირებისაგან განუყოფელია იმიტომ, რომ ფოლადზე გადატანილმა ნახატმა სრულად უნდა გადმოსცეს ცხოველთა ,,მოძრაობა" და პეიზაჟის მოცულობა. ოსტატი გრავირების გარდა ფერწერითაცაა დაკავებული. საგრავირებელ სიუჟეტს(ობიექტს) ოსტატი ზოგჯერ საღებავით ხატავს, რამეთუ უკეთ დაინახოს ფერისა და სინათლის გარდასვლა. ფოლადზე გრავირება რამდენიმე ფერით უნდა გაკეთდეს(ოქროსა და სხვა ძვირფასი მეტალების ფერთა ჩათვლით). მაგრამ ყოველივე ამის გადმოცემა შავი და თეთრი ფერითაა ყველაზე ძნელი. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted January 24, 2012 Author Report Share Posted January 24, 2012 კლაუდიო კრემინი კრემინი დაიბადა ქალაქ მარჩელოში მეოცე საუკუნის ორმოცდაათიან წლებში. მხატვრობის ნიჭით დაჯილდოებული ყმაწვილი, გრავირების საიდუმლოებებს ცნობილმა ოსტატმა ჯოვანელიმ აზიარა(14 წლისამ დაიწყო სწავლა). 1973 წელს ის პროფესიული ხელოვნების სკოლაში სწავლობდა. 1988 წელს კლაუდიო იუველირულ ნაწარმზე მუშაობდა. აგრეთვე მუშაობდა სპილენძსა და ვერცხლზე. კლაუდიომ სწრაფად აუღო ალღო ხელობას და მალე გახდა ცნობილი. მუშაობდა მსოფლიოში აღიარებულ ოსტატებთან, როგორიცაა მედიჩი და გალეაზი. ამ გიგანტებთან მუშაობამ უკვალოდ არ ჩაიარა_ კრემინის ქმნილებანი ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს. ყველა მისი ქმნილება ექსკლუზივია, რის თაობაზეც სიამაყით აღნიშნავს. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted January 24, 2012 Author Report Share Posted January 24, 2012 დიეგო ბონსი ბონსი მეოცე საუკუნის სამოციან წლებში დაიბადა. ის ბრეშიას გრავიორების პლიადის წარმომადგენელია. ოსტატი ხელობის სწავლას 14 წლის ასაკში შეუდგა. ფოლადზე დიეგოს მიქელანჯელოს ფრესკები გადმოაქვს. ერთ-ერთი მათგანი "Cappella Sistina" გამოფენილი იყო 1977 წელს და დიდი აღიარება ჰპოვა. აღიარება კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახდა მას შემდეგ, რაც ოსტატმა რაფაელოსა და რუბენსის მხატვრობა გადმოიტანა რამდენიმე იარაღზე. გარდა ანტიკური კლასიკისა ბონსის გრავირებაში ბევრია სანადირო სცენები, ცხოველთა სამყარო და სხვა. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted January 24, 2012 Author Report Share Posted January 24, 2012 ფირმო და ფრანჩესკა ფრაკასი ფირმო და ფრანჩესკა მამა-შვილია. მამა 30 წელია აქტიურად მუშაობს. მან ქალიშვილი 7 წლის ასაკიდან ,,ჩაითრია" ბიზნესში, რომელიც უკვე კონკურენციას უწევს. შვილიმა სამხატვრო ლიცეუმი დაამთავრა და ძალიან დაჯილდოებული ხელოვანია. ფრანჩესკა აღნიშნავს: ,,მუშაობისას გამუდმებით ვსწავლობ და ყოველი ახალი სამუშაოს შესრულების დროს ახალ სიძნელეებს ვაწყდები, რომელთა დასაძლევად მამის სწავლების თანახმად, ბუნებაზე და ცხოველებზე დაკვირვებას ვახდენ". ფრაკასების გრავირება მართლაც შთამბეჭდავია. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted January 24, 2012 Author Report Share Posted January 24, 2012 გიაკომო ბეფა ოსტატი დაიბადა 1967 წელს Sarezzo-ში(ბრეშიასთან ახლოს) და აქვე მოღვაწეობს უკვე 20 წელიწადია. ბეფა ოსტატობას ცეზარე ჯოვანელისთან ეუფლებოდა, შემდეგ კი ბერეტაში მუშაობდა. 1999 წელს ბეფა საკუთარ სტუდიას(ასე უწოდებენ გრავიორები სახელოსნოს) აფუძნებს, რომელსაც ცნობილი გრავიორის საპატივცემულოდ "Studio Morghen" უწოდა. საკუთარ სტუდიაში ოსტატი იარაღის მწარმოებელი დიდი საწარმოებისათვის მუშაობს, მაგრამ ექსკლუზიურ სამუშაოსაც ხშირად ასრულებს. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted January 24, 2012 Author Report Share Posted January 24, 2012 ჯანკარლო და სტეფანო პედრეტი ჯანკარლო პედრეტი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და ცნობილი ოსტატია. ის გარდონში დაიბადა და დღესაც აქ მოღვაწეობს. ისევე როგორც უმეტესობა ოსტატებისა, ჯანკარლომაც ყმაწვილკაცობიდან(16 წლის) დაიწყო მწვერვალისაკენ სვლა. წლების განმავლობაში გრავიორი ბერეტაში მუშაობდა. ახლა მას საკუთარი სახელოსნო აქვს, რომელშიც ცნობილი იტალიელი და ინგლისელი მეიარაღეები უკვეთავენ. რამდენიმე წელია მამასთან ერთად წარმატებით მუშაობს მისი ვაჟი სტეფანო, რომელიც პარალელურად ბრეშიას ხელოვნების სკოლაში სწავლობს. პედრეტი უმცროსი განსაკუთრებით წარმატებულია სანადირო სცენებისა და ცხოველთა გამოსახულების გრავირებაში. გრავირების სიუჟეტი კლიენტთან თანხმდება, შემდეგ ფურცელზე გადადის. ამის შემდეგ იწყება ლითონზე მუშაობა, რომელიც ძალიან საპასუხისმგებლოა, რამეთუ მასალა, რაზეც ხდება ხატვა არ დაუშვებს უმცირეს შეცდომასაც კი(გასათვალისწინებელია საგრავირებელი დეტალების დიდი ფასიც). ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted January 24, 2012 Author Report Share Posted January 24, 2012 ჯანფრანკო პედერსოლი ჯანფრანკო დაიბადა Sarezzo-ში სადაც ახლაც ცხოვრობს და მუშაობს. მისი მასწავლებელი იყო ჯულიო ტიმპინი, ვისგანაც ისწავლა ნიჭისა და ფანტაზიის მართვა. ოსტატი 5 წელი ბერეტაში მუშაობდა სადაც კვალიფიკაცია უფრო აიმაღლა. შემდეგ საკუთარი საამქრო დააფუძნა. აქ გრავიორი ფირმებსა და კერძო შეკვეთებზე მუშაობს(დიდწილად საკოლექციო იარაღზე). შემკვეთი სურვილისამებრ ირჩევს ნახატს(ესკიზს) და ამის შემდეგაც მონაწილეობს გრავირების მთელ პროცესში(შტრიხებზე, ფონებსა და კონტურებზე მუშაობისას ოსტატი კლიენტს უთანხმებს ყველა დეტალს). ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted January 24, 2012 Author Report Share Posted January 24, 2012 ჯულიო ტიმპინი ეს ოსტატი ბერეტას საგრავიორო განყოფილების ხელმძღვანელია. 12 წლია ასაკში ჯულიომ სახლში დაიწყო პირველი ნაბიჯების გადადგმა საგრავიორო საქმეში. შემდეგ 5 წელი ფრანჩესკო კოტელისთან სწავლობდა. ახლანდელ მოღვაწეობას კომპანია ბერეტაში ოსტატი კერძო შეკვეთებსაც უთავსებს. ოსტატისათვის არ არსებობს ადვილი გრავირება: მორიგი საქმე ყოველთვის ყველაზე ძნელია. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი შტრიხისა თუ ხაზისადმი მზადებაა საჭირო, რათა კლიენტის ყველა სურვილი შესრულდეს. ტიმპინი გრავირების ყველა ხერხს ფლობს, ამიტომ მისი ნამუშევრები კალმით ნახატს გავს. მისი სანადირო სცენები განსაკუთრებულად გამომსახველია, რამეთუ ოსტატი თავად კარგი მონადირეა. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted January 24, 2012 Author Report Share Posted January 24, 2012 დასას დინასტია ვალ-ტრომპიასთან ახლოს Collebeato-ში განლაგებულია საგვარეულო საგრავიორო საამქრო. ამ საწარმოს დამფუძნებელია ალესანდრო დასა. მისი შვილი, მაურო ხელოვნების ინსტიტუტის კურს დამთავრებულია. პრაქტიკა მან მამის საამქროში გაიარა. ალესანდრო დასას მეორე ვაჟიშვილს, სერჟიოსაც არ გადაუხვევია საოჯახო ბიზნესისაგან(მისი სპეციალიზაცია ოქროსა და ძვირფასეულობის ინკუსტაციაა). დასას ოჯახი გრავირებას ცნობილი კომპანიებისა და ოსტატების იარაღებზე აკეთებენ. ამასთან ერთად ახდენენ დანების, საათებისა და სხვა ნივთების მოხატვასაც. გრავირება ფასეული ხელოვნებაა, რომელიც სხვადასხვა მეტალზე სრულდება. მისი ფასი დამოკიდებულია შესრულების მეთოდსა და მასალაზე. სამუშაო უზარმაზარ მოთმინებას, მხატვრულ ხედვასა და პროპორციის შეგრძნებას მოითხოვს. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted January 24, 2012 Author Report Share Posted January 24, 2012 ჯუზეპე ზაჩი ეს ოსტატი ბრეშიაში დაიბადა. ხელოვნებაში მისი გიდი ფერუჩიო ლორა იყო, რომელიც უდიდესი ავტორიტეტია იტალიელებში. ჯუზეპე ფლობს გრავირების სხვადასხვა ტექნიკას. მას არანაირი პრობლემა არ ექმნება ნებისმიერი გრავირების რეალიზაციისას მისი სირთულის მიუხედავად. ოსტატი მუდამ მზადაა კლიენტის ნებისმიერი მოთხოვნის შესასრულებლად. ნამუშევრის ხარისხი კი გამაოგნებელია. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted January 24, 2012 Author Report Share Posted January 24, 2012 მარიო ტერზი მარიო ტერზი ბავშვობიდან იმ ჰაერით სუნთქავს, რომელიც რკინისა და ხის სურნელითაა გაჟღენთილი. ამან მისი მომავალი მოღვაწეობის სფერო განსაზღვრა. ოსტატი ბრეშიაშია დაბადებული მეორე მსოფლიო ომის დასასრულს. 1985 წლიდან დამოუკიდებლად დაიწყო გრავირება(თვითნასწავლია) და აღიარება ჰპოვა ისეთ კლიენტებში, როგორიცაა ბერეტა, ფრანჩი, პიოტი, ფამარსი. ის უზუსტესი ტექნიკით მუშაობს განსაკუთრებული გრაფიკული გადაწყვეტებით, რომლებიც ზოგჯერ ფანტასტიკის და სიურეალიზმის ჟანრისაა. ოსტატი აღნიშნავს: ,,სამუშაოში უნდა ჩაიფლო, იმუშაო გატაცებით და სიამოვნებით". მისი მუშაობის კრიტერიუმია_ გატაცება და სიამოვნება. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted January 24, 2012 Author Report Share Posted January 24, 2012 ლაურა გალეაზი ლაურა გალეაზიმ სულის კარნახით საკუთარი თავი გრავირებას უძღვნა. 1987 წელს ბრეშიას სამხატვრო ლიცეუმის დიპლომი მიიღო. 1992 წელს კი მილანის Arti di Brera აკადემიის დიპლომი დაიმსახურა. ოსტატის სტილი პორტრეტული ფერწერა და ბაროკოა. 1996 წელს ლაურამ მამის საქმის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო. იარაღზე მისი გრავირება ცხოველთა სამყაროს ხატვაა. მაგრამ აქვს კიდევ ერთი სტილი_ ქალის ფიგურა. შიშველი ქალის გრავირებისას ოსტატი მისტიკას ეყრდნობა. დღეისათვის ოსტატი პერაციზე მუშაობს, სადაც ექსკლუზიურ ეგზემპლიარებს ამუშავებს. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted January 24, 2012 Author Report Share Posted January 24, 2012 დენის ნიკონოვი დენის ნიკონოვი დაიბადა 1975 წელს იჟევსკში. 1993 წელს დაამთავრა მოსკოვის სამხატვრო სკოლა, ხოლო 2000 წელს კი აკადემია. ამჟამად ოსტატი იჟევსკის მექანიკურ ქარხანაში მეიარაღეების სკოლაში ასწავლის გრავირებას. ის რუსეთის მხატვართა კავშირის წევრია. მისი ნაკეთობანი კერძო კოლექციებსა და მუზეუმების ექპონატებში საკმაოდ ხვდება. ნიკონოვის დაგრავირებული თოფები აქვთ მედვედევს, პუტინს, სარკოზის, აწ განსვენებულ კალაშნიკოვს(აჩუქეს 90 წლის იუბილეზე)... ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted May 3, 2012 Author Report Share Posted May 3, 2012 ჯულიო ტიმპინი ეს ოსტატი ბერეტას საგრავიორო განყოფილების ხელმძღვანელია. 12 წლია ასაკში ჯულიომ სახლში დაიწყო პირველი ნაბიჯების გადადგმა საგრავიორო საქმეში. შემდეგ 5 წელი ფრანჩესკო კოტელისთან სწავლობდა. ახლანდელ მოღვაწეობას კომპანია ბერეტაში ოსტატი კერძო შეკვეთებსაც უთავსებს. ოსტატისათვის არ არსებობს ადვილი გრავირება: მორიგი საქმე ყოველთვის ყველაზე ძნელია. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი შტრიხისა თუ ხაზისადმი მზადებაა საჭირო, რათა კლიენტის ყველა სურვილი შესრულდეს. ტიმპინი გრავირების ყველა ხერხს ფლობს, ამიტომ მისი ნამუშევრები კალმით ნახატს გავს. მისი სანადირო სცენები განსაკუთრებულად გამომსახველია, რამეთუ ოსტატი თავად კარგი მონადირეა. ამ საკითხზე არც კი მივაპყრობდი თქვენს ყურადღებას, რომ არა ჯულიო ტიმპინის დელიკატური პასუხი პროვოკაციულ შეკითხვაზე ბერეტას წამყვანმა გრავიორებმა ჯულიო ტიმპინიმ და ლუკა კაზარიმ შეასრულეს სპეცშეკვეთა პუტინისა და მედვედევისათვის_ მათ მოხატეს წყვილი Beretta SO10. რუსი ცნობისმოყვარე კორესპონდენტის შეკითხვაზე: ,,ვისზე დაგეხარჯათ მეტი დრო_ პუტინზე თუ მედვედევზე?" იტალიელმა გრავიორმა ღირსეულად უპასუხა: ,,ბერეტაზე" ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted May 3, 2012 Report Share Posted May 3, 2012 ჭკვიანი კაცი ყოფილა. ციტირება Link to post Share on other sites
supernatural 0 Posted May 3, 2012 Report Share Posted May 3, 2012 ჰეჰ, მაგარი პასუხი გაუცია ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted October 19, 2012 Author Report Share Posted October 19, 2012 ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted October 26, 2012 Author Report Share Posted October 26, 2012 ვალ-ტრომპიაში 5 პარტნიორის გაერთიანებით (ARMANDO PIARDI, UGO TALENTI, GIACOMO FAUSTI, VALERIO PELI, GIOVANNI STEDUTO) ჩამოყალიბდა სტუდია CREATIVE ART(ეს კავშირები ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იან წლებში დაიწყო). სტუდია სთავაზობს კლიენტებს(საწარმოებს ან კერძო პირებს) გრავირების სრულ კომპლექტს. აღნიშნულ გუნდს ძალუძს ნებისმიერი სირთულისა და გემოვნების შეკვეთის შესრულება შედარებით მცირე დროში. კლიენტების მრავალფეროვნებიდან გამომდინარე ოსტატები უნდა ფლობდნენ ყველა ტექნიკურ ხერხსა და მიმართულებას_სწორედ აქაა შესაძლებელი ნებისმიერი ფანტაზიის გრავირებაში ასახვა. აქვე წარმოგიდგენთ ამ სტუდიაში შესრულებულ რამდენიმე ხელოვნების ნიმუშს: პ.ს. ბოლო რავარია?! გაარჩიეთ აბა ინგლისური გრავირებიდან ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.