გიორგი 46 Posted March 31, 2012 Report Share Posted March 31, 2012 ეგღა გაკლდათ კიდევ აჭარლებს. ყველა "ოტკისტი"რაფერ ხართ? ვისაც ვიცნობ, არაყისტები არიან ყველა. ჯეკპოტს რაც შეეხება, გადარეულია ხალხი ლეო, ათასობით ყიდულობენ. NY-ში რიგები იდგა მაღაზიებში დაკეტვამდე, ხვალ საღამოს 6-ისთვის გავიგებთ მომგებიან ციფრებს. რამხელა თანხაა, გაფიქრებაც კი მაწუხებს. რამდენ ადამიანს შევუცვლიდი ცხოვრებას უკეთესობისკენ. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted April 3, 2012 Author Report Share Posted April 3, 2012 ასეთი საგანძური კი არა მუზეუმები მინახავს აქ, ასი წლის ნივთების მეტი რომ არაფერი უდევთ და იმასაც ელოლიავებიან. არ ვიცით წინაპრების ფასი რა http://www.kvirispalitra.ge/history/11729-chadziruli-qalaqis-saidumlo.html ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted April 7, 2012 Report Share Posted April 7, 2012 ბზობას გილოცავთ!!! ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted April 8, 2012 Author Report Share Posted April 8, 2012 დიდი დღეა, გილოცავთ. ისე რა საინტერესოა, ყველა ქვეყანას ტავისი მცენარე აქვს ბზობის დღეს. ჩვენ ბზა, ხმელთაშუაზღვისპირეთს ზეთისხილის ტოტები, რუსებს მე მგონი კიდევ სხვა. ბზა რატომ აირჩია ჩვენმა წინაპარმა? ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted April 10, 2012 Author Report Share Posted April 10, 2012 ამდენ ნიჭიერ ადამიანს ნებისმიერი ქვეყანა ინატრებდა ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted April 10, 2012 Author Report Share Posted April 10, 2012 http://vimeo.com/22489019 ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted April 10, 2012 Report Share Posted April 10, 2012 ბიჭებო ეს იმფორმაცია შემთხვევით ჩემი ბაზიერელი მეგობრისგან შევიტყვე. მემგონი არ იქნებოდა ურიგო ჩვენ შეგვეტანა მცირე წვლილი ამ საქმეში. მადლობა ღმერთს _ ბაზიერელების ინიციატივით შეიქმნება წმინდა ხატი... მადლობა ღმერთს _ ბაზიერელების ინიციატივით შეიქმნება წმინდა ხატი დაწვრილებით ინფორმაციას თქვენ ნახავთ ფორუმში http://www.bazieri.ge/forum/52-612-1 ჩემო საყვარელო ბაზიერელებო გილოცავთ _ ჩვენი საიტის მონდომებით და საპატრიარქოს ლოცვა-კურთხევით საქართველოში მცხოვრებ მონადირეებს და მეთევზეებს მფარველი ხატი ეყოლებათ; უდიდესი წმინდანების გამოსახულებით: დედა ხვთისმშობელი, მთავარანგელოზები, წმინდა ანდრია პირველწოდებული, წმინდა გიორგი, წმინდა მირიან მეფე, დიდმოწამე ევსტაფი პლაკიდა(იგივე ევსტაფი რომაელი 118 წ.), რომელიც გახლავთ ფართოდ აღიარებული წმინდანი ევროპელი მათლმადიდებელი მონადირეების. ხატზე ასევე კომპოზიციურად ასახული იქნება თევზაობის და ნადირობის სცენები. ღვთის ნებით და დედახვთისმშობლის ლოცვა-კურთხევით ძალიან ლამაზი და დიდებული ხატი შეიქმნება. სიხარულით მინდა გაუწყოთ ჩემო ძმებო, რომ ეს უპრეცენდენტო შემთხვევა იქნება ჩვენი ერის და ქართული სამოციქულო ეკლესიის ისტორიაში. გადმოტანილია www.bazieri.ge დან. ციტირება Link to post Share on other sites
აჩიკო 1 Posted April 10, 2012 Report Share Posted April 10, 2012 ეს მართლა ძალიან კარგია, ერთი რამე მაინტერესებს ადრე თუ არსებობდა საქართველოში მონადირეების და მეთევზეების მფარველი წმინდანი, ინგლისში მაგალითად წმინდა ჰუბერტი იყო. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted April 11, 2012 Report Share Posted April 11, 2012 დიდება უფალს!!! ძალიან მაგარია წმინდა ხატის დაწერის იდეა და განხორციელება!!! პ.ს. ბრაუნინგ სად ნახულობ ასეთ მაგარ ვიდეოებს?! მგონი მეათეჯერ ვატრიალებ... ამ ხალხის ნაგრამს შიოდეს და მშობიარობის ფული არ ქონდეს წაწყმენდა არაა?????!!!!!!!! აი, აქ მთავრდება უდაბნო და იწყება სამოთხე... ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted April 11, 2012 Report Share Posted April 11, 2012 რას აპირებთ სააღდგომოდ? კვირას ყველა ავღნიშნავთ, მანამდე რამეს არ გეგმავთ, პარასკევი-შაბათისთვის? მე მაგარ სიურპრიზს გიმზადებთ, თავის სურათებით და ვიდეოებით იქნება უმაგრესი რეპორტი. ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted April 12, 2012 Report Share Posted April 12, 2012 ჩვენც რაღაცას მოვიფიქრებთ გიო!მე და ზაზკა-13 მა ვილაპარაკეთ გუშინ ციტირება Link to post Share on other sites
ebaneba 3 Posted April 12, 2012 Report Share Posted April 12, 2012 ძალიან კარგი საქმე გაუკეთებიათ ხატის შექმნით დიდება უფალს ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted April 13, 2012 Report Share Posted April 13, 2012 წითელი პარასკევი - იესო ქრისტეს წმიდა ვნებათა ხსენება დღეს კაცობრიობამ ღმერთს სიკვდილი მიუსაჯა. დღეს მოხდა ღმერთის საშინელი განსჯა... სამყაროს არასდროს უხილავს ასეთი უმანკო განსასჯელი და ასეთი საშინელი მსაჯული: არასდროს დაუცინიათ ღმერთისთვის ასე საშინლად. მოხარხარე ჯოჯოხეთი ჩასახლდა დღეს ადამიანში და დასცინა ღმერთსა და ყოველივე ღვთაებრივს. დღეს დასცინეს მას, ვისაც არასდროს გაუცინია. დღეს დაამცირე...ს ის, ვინც მოვიდა ჩვენს განსადიდებლად; დღეს ვტანჯავთ მას, ვინც მოვიდა ტანჯვისაგან ჩვენს განსათავისუფლებლად; დღეს სიკვდილს ვანიჭებთ მას, ვინც მარადიული ცხოვრება მოგვიძღვნა. საკუთარი ხალხისაგან უარყოფილი სამყაროს მეუფე ჯვარზედ აღესრულა; ზეციური სიყვარული გაითელა ადამიანური სიძულვილით; ნათელი ჭეშმარიტი შეურაცხყოფილი იქნა სიცრუითა და ადამიანური ღალატით. რა ჩააცხრობდა ზეციური მამის მრისხანებას, როგორი ღვაწლი გამოისყიდდა კაცობრიობის ამ ახალი ცოდვით დაცემას. რას წარმოადგენდა მთელი სამყარო და თვით ზეციური ძალები ძე ღმრთისას დანთხეული სისხლის თუნდაც ერთი წვეთის წინაშე?.. გოლგოთიდან ყველაფერი ხელისგულივით მოჩანდა. ნათელი იყო ყოველივე და სამყარო განაჩენს ელოდა. განაჩენი წარმოითქვა ნაგვემი, შეურაცხყოფილი, ტანჯული ძე კაცისას მიერ: „მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან“. აღსრულდა რაღაც დიადი, განუზომლად მნიშვნელოვანი და იდუმალი. მოხდა დაცემული ადამის აღდგინება, ქრისტეში ადამიანის ღმერთთან შეერთება, ცოდვების წარხოცვა, სიცოცხლის განახლება. მამის მიერ მოცემული საქმე აღასრულა ძემ. მამისადმი სრული მორჩილების გზა ბოლომდე განვლო. აღსრულდა ადამიანური სიმართლეც: ის სიყვარული, რაც ერთმა შეიძლება ყველას მისცეს, მიეცა ქვეყანას; ის ბოროტება, როგორიც შეიძლება ამ სოფელმა ერთს დაატეხოს, ქრისტეს ხვედრი შეიქნა. კაცობრიობამ გოლგოთაზე გაასამართლა ქრისტე, მაგრამ გოლგოთაზევე გასამართლდა კაცობრიობაც. გოლგოთაზევე დასრულდა ადამის მოდგმის ქრისტიანობამდელი ისტორია. მართალია, იუდეველებმა ჯვარს აცვეს უფალი, მაგრამ სამაგიეროდ თითქმის მთელმა მაშინდელმა წარმართულმა სამყარომ თაყვანი სცა ჯვარცმულს, როგორც ღმერთს და ამით ქრისტეს ვნების გზა სამყაროს გადარჩენის, ბოროტებისა და ცოდვის უფსკრულიდან მისი აღმოყვანის გზად აღიარა. ქრისტეს ჯვართან ჯვარცმისას შეკავშირდა სამყაროს მთელი ბოროტება და იქვე, ჯვარცმისას, ჯვართან მოხდა ამ ბოროტების დამარცხება. დამარცხება, ასე რომ სწყუროდათ ბოროტებისა და ძალადობის გარემოცვაში მცხოვრებ სიმართლის მაძიებელთ. ქრისტეს ჯვრით დასრულდა ძველი ცხოვრება და დაიწყო ახალი, რომელშიც აღორძინდა ადამიანის სული. გოლგოთაზე ნათლად გამოიკვეთა საშინელება გზისა, კაცობრიობა რომ ვიდოდა ქრისტემდე. ადამიანს საშუალება მიეცა სინანულისა. გოლგოთა იყო ბრძოლა სიკეთისა ბოროტებასთან, ნათლისა ბნელთან, ქრისტესი ამა სოფლის თავადთან. და ქრისტემ სძლია ამ სოფელს! დავით გურამიშვილი მოთქმა ხმითა თავ-ბოლო ერთი ... ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო! ბოროტისაგან კეთილი შურით ვერ განარჩიესო, მაცხოვნებელი შენ მათი წამწყმენდლად მიგიჩნიესო, დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო! ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო! ღვთის საიდუმლო გაგტეხეს, გულში ვერ დაგიტიესო, ოცდაათ ვერცხლად გაგყიდეს, ისიც კი განაბნიესო, დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო! ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო! შეგიპყრეს თვისი დამხსნელი, საბელი მოგახვიესო; მაგრა შეგიკრეს ხელები, უფალსა არა გთნიესო, დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო! ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო! ავაზაკზედა გაგცვალეს, ბარაბა მათ ირჩიესო; ურიგო სიტყვა შეგკადრეს, გაგლანძღეს, გაგათრიესო, დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო! ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო! ფრჩხილთა გიყარეს ლერწამი, ნუნები აგატკიესო, ყვრიმალს გცეს თვალებ-აკრულსა. გკითხეს: ვინ გცემა, თქვი ესო? დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო! ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო! ბრალი ვერ გპოვეს, დაგსაჯეს, პილატე მოგისიესო, ბრალობის სისხლი თავზედა შვილითურთ გარდინთხიესო. დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო! ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო! ხელ-დაბანილთა შოლტით გცეს, მსხვერპს სისხლი შეურიესო; დაგადგეს ეკლის გვირგვინი, გოლგოთას მიგიწვიესო, დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო! ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო! შესამოსელი გაგხადეს, ქლამინდი მოგახვიესო! ჯვარზედ გაგაკრეს. ხელ-ფეხთა ლურსმანი გაგიწიესო, დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო! ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო! წყალი ითხოვე, მოგართვეს, ძმარში ნაღველი რიესო; წმინდასა შენსა საღმრთოსა გვერდსა ლახვარი მიესო, დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო! ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო! მოგკლეს უბრალო ბრალითა, ქვეყანა შეარყიესო; მზე დანაბნელეს, მთვარეცა, ვარსკვლავნი დააფრქვიესო. თავს კრეტსამბელი განაპეს, ბოლომდი შუა ხიესო. ჯვარით გარდმოგხსნეს, წაგგრაგნეს, ტილოში წაგახვიესო: დაგმარხეს, მკვდარსაც არ გენდვნენ, გარს მცველი შემოგხვიესო. ჰქმენ სულგრძელება მათზედა და დასთმე შენ ჩვენთვის ესო! დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო! ჰქმენ სულგრძელება მათზედა და დასთმე შენ ჩვენთვის ესო! დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო! დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო! ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო! არ ვიცი, რად ქნეს უგბილთა, ავი რა შეგამჩნიესო? მკვდარს აღუდგენდი, კურნავდი კეთროვანს, წყალ-მანკიერსო; ბრმას თვალთ უხელდი, ცისცისად არჩენდი ეშმაკიერსო. უტყვს ენას ძღვნიდი, ყრუს – სმენას, საპყართა – სვლას შვენიერსო, პურს მცირეს დიდად, წყალს ღვინოდ უქცევდი, - ჭამე, სვი ესო. ამის მეტს არას ეტყოდი: ესევდით ღმერთს ზეციერსო! მშვიდად ცხოვრებდით, ნუ უზამთ ერთმანეთს თქვენ უდიერსო! განიკითხევდით გლახაკთა, ასმევ-აჭმევდით მშიერსო; რასაც კეთილს იქმთ, ღმერთი თქვენ მოგაგებთ მის მაგიერსო! ორსავ გზას წრფელს წინ უდებდი: ხორციელს და სულიერსო. ამის სანუფქოდ შენ მათა სიკვდილსა შეგამთხვიესო! ჰქმენ სულგრძელება მათზედა და დასთმე შენ ჩვენთვის ესო! დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო! ჰქმენ სულგრძელება მათზედა და დასთმე შენ ჩვენთვის ესო! დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო! დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო! ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted April 13, 2012 Author Report Share Posted April 13, 2012 მადლობა, პარასკევა ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted April 13, 2012 Author Report Share Posted April 13, 2012 კარგი საქმეა. ერთიანად კლუბის სახელით გავაკეთოთ თუ ცალცალკე? ბიჭებო ეს იმფორმაცია შემთხვევით ჩემი ბაზიერელი მეგობრისგან შევიტყვე. მემგონი არ იქნებოდა ურიგო ჩვენ შეგვეტანა მცირე წვლილი ამ საქმეში. გადმოტანილია www.bazieri.ge დან. ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted April 13, 2012 Report Share Posted April 13, 2012 კარგი საქმეა. ერთიანად კლუბის სახელით გავაკეთოთ თუ ცალცალკე? რა წვლილია ასეთი? იქნებ მეც მივიღო მონაწილეობა !!! B) ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted April 13, 2012 Author Report Share Posted April 13, 2012 ხატი იწერება მეზობელი ფორუმის ინიციატივით და იქნებ ჩვენც მიგვეღო მონაწილეობა. მონადირეთა და მეთევზეთა მფარველი იქნება. რა წვლილია ასეთი? იქნებ მეც მივიღო მონაწილეობა !!! B) ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted April 13, 2012 Report Share Posted April 13, 2012 ხატი იწერება მეზობელი ფორუმის ინიციატივით და იქნებ ჩვენც მიგვეღო მონაწილეობა. მონადირეთა და მეთევზეთა მფარველი იქნება. :yes: ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted April 14, 2012 Report Share Posted April 14, 2012 14 აპრილი დედაენის დღეა. 1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ. კრემლის გადაწყვეტილებას მთელ საბჭოთა კავშირში მხოლოდ საქართველო, სომხეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები შეეწინააღმდეგნენ. 1978 წლის 14 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან რუსთაველის გამზირისკენ 15 000-მდე ადამიანი დაიძრა. სტუდენტებსა და ინტელიგენციის წარმომადგენლებს სხვა მოქალაქეებიც შეუერთდნენ. რუსთაველის გამზირზე თითქმის 100 000 ადამიანი შეიკრიბა და პირველად საბჭოთა კავშირის ისტორიაში, კომუნისტურმა რეჟიმმა უკან დაიხია. მთავრობა იძულებული გახდა, საპროტესტო აქციის მონაწილეთა მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა, რისი პირობაც მათ ცეკას მდივანმა ედუარდ შევარდნაძემ მისცა. შესაბამისად, კონსტიტუციის 75-ე მუხლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ენად ქართული ენა გამოცხადდა. სწორედ , მაშინ დაიწერა ეს ლექსი. ამბობენ, მუხრან მაჭავარიანს ეკუთვნისო. რამდენად სწორია არ ვიცი. მაგრამ, მაშინ ხელიდან-ხელში გადადიოდა და ერთმანეთისგან იწერდნენ ამ ლექსს: დავბერდით,დავჩაჩანაკდით ეს ჩვენი მამაპაპანი ენას გვართმევდნენ გვიჭირდა გავჩერდით როგორც ჯაბანნი, გული გაგვიტყდა ლაჩრულად ხმას ვერ ვიღებდით შიშითა საქმეს ვერარიგ ვშველოდით ტირილითა და ვიშითა არსაით ჩანდა იმედი. არ იყო ჩვენი დანდობა მხოლოდ თქვენ გაჩნდით იმედად ქართველო ახალგაზრდობავ. დიდი საქმენი გმირებო, არ წყდება თავისთავადა თქვენ ხომ გმირულად აგსდექით ქართულის დასაცავადა. თქვენი საქმენი ბიჭებო საუკუნეებს ეყოფა, არავის არ დაანებოთ ქართული ენის ხელყოფა,. თქვენ გენაცვალეთ ბიჭებო, ბიჭებო ჯინსიანებო თქვენ ჩვენი დროის გმირებო. თქვე მართლა ჯიშიანებო. სულ ერთი არის ბიჭებო ჯინსს ჩაიცმევთ თუ ფარაჯას. ოღონდ სამშობლოს სიკეთეს თქვენ უნდა ედგეთ დარაჯად. თქვენს გმირობაში ბიჭებო ცოტნეს მოდგმანი ვიცანი კიდევაც დაიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი, ისე არ ამოწყდებიან , ჯავრი არ სჭამონ მტრისანი ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted April 15, 2012 Report Share Posted April 15, 2012 ქრისტე აღდგა! ქრისტე აღდგა!ქრისტე აღდგა! ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted April 18, 2012 Report Share Posted April 18, 2012 ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted April 22, 2012 Report Share Posted April 22, 2012 კვირაცხოვლობას გილოცვათ!!! ქრისტე აღსდგა!!! კვირაცხოვლობა ანუ აღდგომის განახლება. თომას კვირა ბრწყინვალე შვიდეული გვირგვინდება კვირიაკით, რომელსაც ეწოდება კვირაცხოვლობა ანუ ახალი კვირა ანუ აღდგომის განახლება. ეს დღე განახლებაა აღდგომის დღესასწაულის. ამ დღიდან მოყოლებული ყოველი კვირიაკე (კვირა დღე) აღდგომის დღესასწაულია, სწორედ ამიტომ ვიკრიბებით ქრისტიანები კვირაობით ეკლესიაში სადღესასწაულო წირვაზე. ძველი ქრისტიანები ყოველ კვირა დღეს ერთმანეთს სააღდგომო მისალმებით ხვდებოდნენ: „ქრისტე აღსდგა!“ - „ჭეშმარიტად!“ კვირაცხოვლობას ეწოდება აგრეთვე თომას კვირა შემდეგი მიზეზის გამო: სახარებაში აღწერილია (იოანე 20, 19-20), თუ როგორ გამოეცხადა აღდგომის დღეს, საღამოს, მაცხოვარი თავის მოწაფეებს და უჩვენა თავისი ჭრილობები, როდესაც ეს შეიტყო თომამ, რომელიც ამ შეხვედრას არ ესწრებოდა, გული დასწყდა და თქვა, სანამ ჩემი თვალით არ ვიხილავ იესოს, არ დავიჯერებ მის აღდგომასო. აღდგომიდან მერვე დღეს, ისევ კვირა საღამოს, მაცხოვარი კვლავ გამოეცხადა მოწაფეებს, ამჯერად თომას თანდასწრებით, უჩვენა ჭრილობები და უთხრა თომას, მოსულიყო და ხელით შეხებოდა. თომა მუხლებზე დაეცა, თაყვანი სცა მაცხოვარს და თქვა: „უფალო ჩემო და ღმერთო ჩემო“. იგი პირველი იყო მოწაფეთა შორის, რომელმაც სრულიად აღიარა იესო ქრისტეს ღმთაებრივი ბუნება. „შენ იხილე და ირწმუნე, თომა, - უთხრა უფალმა - ნეტარ იქნებიან ისინი, ვისაც არ უხილავს და იწამა“. მაცხოვრის ეს სიტყვები გვეხება ჩვენ, მის შემდგომ ქრისტიანებს. ღმერთმა მოგვმადლოს ეს რწმენა და აღთქმული ნეტარება. ასე რომ, წინ დიდი სიხარული გველის. ამ სიხარულის განცდას მით მეტად შევძლებთ, რაც უკეთ მოვემზადებით მის შესახვედრად მარხვით და ლოცვით. უფალო იესო ქრისტე, ჩვენო მეუფევ და ღმერთო, დაგვეხმარე, რომ მოვიკრიბოთ სულიერი თუ ფიზიკური ძალები და შენთან ერთად ავიდეთ გოლგოთის უკანასკნელ აღმართზე, შენთან თანაჯვარსვეცვათ, თანადავეფლათ, რათა შენთანვე აღვდგეთ მკვდრეთით და დავიმკვიდროთ ჩვენთვის განმზადებული საუკუნო ადგილი მარჯვენით ღმრთისა და მამისა; ღმერთო, შენ აცხოვნე სრულიად საქართველო. ამინ. ციტირება Link to post Share on other sites
davit 1 Posted April 22, 2012 Report Share Posted April 22, 2012 გაიხარე თქვენც ასევე დაგასწროთ ღმერთმა მრავალს თქვენს ოჯახთან ერთად ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted April 29, 2012 Author Report Share Posted April 29, 2012 ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე. იმ სახელმწიფოს სადაც გოდერძი ჩოხელის მუზეუმს კუთხეს ვერ უძებნიან და მისი ოჯახი ლტოლვილი ხდება...რა ვიცი, რა ვიცი....დიდი კაცია(იყოს არ ვიტყვი) გოდერძი.. http://www.presage.tv/?m=society&AID=11957 http://gudamayari.weebly.com/4306431743074308432043314312-432943174334430843144312.html ციტატები მე მოვდიოდი დასაბამიდან და ჩემი სული ყვავილივით მომქონდა შენთვის. ბავშვები სუფთა იბადებიან, ადამიანებს მერე გვემღვრევა სული. სანამ ცოცხალი ხარ, არ მოკვდები და თუ მოკვდი მერე აბა რისიღა უნდა გეშინოდეს. სიკვდილს იქით ხომ კიდევ უფრო დიდი სიცოცხლეა... სიკვდილი ისევე ალამაზებს სიცოცხლეს, როგორც მზე და მთვარე ალამაზებენ წყვდიადს. სიკვდილი ვალია, უნდა მოიხადოს კაცმა თავისი ვალი. თანდათან მგლების ხროვას ემსგავსება კაცთა მოდგმა. ახლა ყველა ადამიანი მოთხრობა მგონია, იმწუთშივე წარმოვიდგენ, რომ მოთხრობა ხარ და სათაურს გამოგიძებნი... კაცის ნასახლარს ნუ მანახვებ და ნუ გახდება საქართველო ნახევრის - ნახევარი. და შენ, კუზიანო დედამიწავ,რამდენიც გენებოს, იტრიალე! ამქვეყნად მწერალზე ადრე არავინ ჭკნება, თუ მას არ უსმენენ. მეც მინდა ისეთი მწერალი ვიყო,თუნდაც ერთ ადამიანს მაინც არ დავუჭკნე საქართველოში. დედამიწა არის მზითა და მთვარით განათებული დიდი წიგნი, სადაც უამრავი ცოცხალი მოთხრობა დადის. დედამიწაც ჩემი სულის გარშემო ბრუნავს. ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted April 30, 2012 Report Share Posted April 30, 2012 ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე. იმ სახელმწიფოს სადაც გოდერძი ჩოხელის მუზეუმს კუთხეს ვერ უძებნიან და მისი ოჯახი ლტოლვილი ხდება...რა ვიცი, რა ვიცი....დიდი კაცია(იყოს არ ვიტყვი) გოდერძი.. http://www.presage.tv/?m=society&AID=11957 http://gudamayari.weebly.com/4306431743074308432043314312-432943174334430843144312.html ციტატები მე მოვდიოდი დასაბამიდან და ჩემი სული ყვავილივით მომქონდა შენთვის. ბავშვები სუფთა იბადებიან, ადამიანებს მერე გვემღვრევა სული. სანამ ცოცხალი ხარ, არ მოკვდები და თუ მოკვდი მერე აბა რისიღა უნდა გეშინოდეს. სიკვდილს იქით ხომ კიდევ უფრო დიდი სიცოცხლეა... სიკვდილი ისევე ალამაზებს სიცოცხლეს, როგორც მზე და მთვარე ალამაზებენ წყვდიადს. სიკვდილი ვალია, უნდა მოიხადოს კაცმა თავისი ვალი. თანდათან მგლების ხროვას ემსგავსება კაცთა მოდგმა. ახლა ყველა ადამიანი მოთხრობა მგონია, იმწუთშივე წარმოვიდგენ, რომ მოთხრობა ხარ და სათაურს გამოგიძებნი... კაცის ნასახლარს ნუ მანახვებ და ნუ გახდება საქართველო ნახევრის - ნახევარი. და შენ, კუზიანო დედამიწავ,რამდენიც გენებოს, იტრიალე! ამქვეყნად მწერალზე ადრე არავინ ჭკნება, თუ მას არ უსმენენ. მეც მინდა ისეთი მწერალი ვიყო,თუნდაც ერთ ადამიანს მაინც არ დავუჭკნე საქართველოში. დედამიწა არის მზითა და მთვარით განათებული დიდი წიგნი, სადაც უამრავი ცოცხალი მოთხრობა დადის. დედამიწაც ჩემი სულის გარშემო ბრუნავს. ღვთის კაცი იყო!!! ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.