Jump to content
Club-Monadire.Ge

ქვეყნის გამორჩეული შვილები


Recommended Posts

ქვეყნის გამორჩეული შვილები

 

 

 

გიორგი ივანეს ძე კვინიტაძე (ნამდვ. გვარი – ჩიქოვანი. (* 1874 ― † 1970), ქართველი სამხედრო მოღვაწე, გენერალი.

 

 

დაიბადა 1874 წელს დაღესტანში. დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი და პეტერბურგის ფეხოსანთა სასწავლებელი. 1894 წელს უკვე ოფიცერია. სამხედრო სამსახური მან დაიწყო ვლადიკავკაზის 153–ე პოლკში. შემდეგ მსახურობდა პოლონეთში. 1904 წელს მან საკუთარი სურვილით მონაწილეობა მიიღო რუსეთ-იაპონიის ომში. 1910 წელს კაპიტნის წოდებით დაამთავრა რუსეთის გენერალური შტაბის აკადემია და სამსახური დაიწყო კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბში. პირველი მსოფლიო ომის (1914-1918) დროს, 1916 წელს კვინიტაძეს მიენიჭა იმპერატორის არმიის პოლკოვნიკის სამხედრო წოდება და დაინიშნა კავკასიის ახლადშექმნილი მე–4 მსროლელი დივიზიის მეთაურად. იგი აქტიურად მონაწილეობდა არზრუმის (ერზერუმის) ციხის აღებაში,რისთვისაც დაჯილდოვდა წმ.გიორგის მე-4 ხარისხის ორდენით. რუსეთის 1917 წლის რევოლუციას კვინიტაძე გენერალ–მაიორის წოდებით შეხვდა.

 

 

1918 წელს,როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, გენ. კვინიტაძე საკუთარ სამშობლოში დაბრუნდა ერთადერთი მიზნით,რომ ჩამდგარიყო სამშობლოს სამსახურში, ეღვაწა დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს და ქართული ეროვნული არმიის მშენებლობისათვის. 1918–1921 წწ. განმავლობაში იგი არაერთხელ დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების სარდლად. ამავე პერიოდში მან უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული არმიის ჩამოყალიბებაში და გაწვრთნაში. გენ. კვინიტაძე ძალ–ღონეს არ იშურებდა იმისათვის, რომ ქართული ჯარი გამხდარიყო თანამედროვე არმიების დარი და რამდენად სამწუხაროა, რომ მის ტიტანურ ძალისხმევას ზერელედ უყურებდა იმდროინდელი ხელისუფლება,რომელიც გენ. კვინიტაძის წამოწყებებს უგულისყუროდ ექცეოდა. 1921 წელს, ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფის შემდეგ, გიორგი კვინიტაძემ დასტოვა სამშობლო.

 

 

გამოცდილი მხედართმთავარი, ღირსეული მეომარი, რუსეთის იმპერატორიის არმიის თვალსაჩინო წარმომადგენელი და საქართველოს ერთგული შვილი ისე გარდაიცვალა, რომ საკუთარ სამშობლოში დაბრუნება აღარ ეღირსა. მთელი დარჩენილი ცხოვრება მან საფრანგეთში გაატარა. გენერალი გიორგი კვინიტაძე ღრმად მოხუცებული , 1970 წლის 7 აგვისტოს პარიზის მახლობლად, დაბა შატუში გარდაიცვალა. 1985 წელს, პარიზში, გამომცემლობა YMCA-PRESS-მა დასტამბა გ.კვინიტაძის მემუარები რუსულ ენაზე(МОИ ВОСПОМИНАНИЯ В ГОДЫ НЕЗАВИСИМОСТИ 1917-1921)აღსანიშნავია, რომ ფრანგული კინოს ვარსკვლავი მარიამ დ'აბო გენერალ კვინიტაძის შვილიშვილია.

Link to post
Share on other sites
  • Replies 86
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

http://intermedia.ge/სტატია/105735-ძმები-რომლებმაც-თითქმის-ნახევარი-თბილისი-ააშენეს-ზუბალაშვილების-არქივი/19/?fbclid=IwAR1fJ8_qIaVQN82fBf5WBnqj5M80sGclZL95axmkiEDBt4cWkEMIsQ2ZDcc

უდიდეს პატივს ვცემ სოლომონ პირველს და სოლომონ მეორეს.   20 თებერვალი წმიდა მეფე სოლომონ II-ის ხსენების დღეა წმიდა მეფე სოლომონ II (გამეფებამდე დავით არჩილის-ძე) დაიბადა 1772 წლის 7 (20)

1993 წლის 17 ივლისს კამანის მონასტერში დნესტრისპირელების და აფსუა ფაშისტების მიერ დახვრეტილი იქნა მამა ანდრია (ყურაშვილი) ხოლო რამოდენიმე დღიან ცემის და შეურაცხყოფის შემდეგ მორჩილ იური (გიორგი) ანუასა

Posted Images

ბრძოლას ხსნის შალვა ახალციხელი!

კვირის პალიტრა

 

 

 

30 ივნისი - შალვა ახალციხელის ხსენების დღე

 

«სურვილმან საღმრთომან განმაწესა მე მხედრად ქრისტესა!»

 

«ორასი თურქის მომკვლელი უომრობასა სჩიოდა...»

 

 

საქართველოს ძლიერების ხანაში, ღვთაებრივი თამარის მეფობის ჟამს, ვის გაუკვირდებოდა გმირობა და თავდადება, მაგრამ ქართულმა მიწამ მაინც შვა სწორუპოვარი მეომარი, რომლის სიმამაცის ამბავი იმდროინდელ აზიასა და აღმოსავლეთში კიდით-კიდემდე იყო განფენილი. ქართველთა მეწინავე ლაშქრის სარდლად გამწესებული გახლდათ შალვა ახალციხელი, რომლის ბადალი მხედართმთავარი ძნელად მოიძებნებოდა დედამიწაზე. ჯერაც ჭაბუკმა შალვამ პირველად შამქორის ბრძოლაში ისახელა თავი. 1195 წელს ერაყ-ირანის უპირველესი მბრძანებელი, სულთანი აბუბაქარი საქართველოს ყმადნაფიც ქვეყანას - შირვანს შეესია აურაცხელი ლაშქრით და სასტიკად ააოხრა. შირვანშაჰი თამარს ენათესავებოდა და დახმარება სთხოვა ქართველთა მეფეს. მსწრაფლ ქუდზე კაცი აწვია თამარმა, შეკრიბა იმერ-ამიერ ქართველთა ლაშქარი, უსარდლა მეუღლე თვისი - დავით სოსლანი და აბუბაქარის დასასჯელად აღკაზმა. დაიძრა მტრის ბანაკისკენ ჯარი. წინასწარ დაგზავნილი მზვერავნი შემოეგებნენ სოსლანს და ამბავი მოუტანეს: «მტერნი ვიხილეთ ათასნი ათასთანი და ბევრი ბევრთაგანი, უმრავლესნი რიცხვისანი, ვითარცა მკალნი და ვითარცა ქვიშა ზღვისა»...

 

შამქორთან გაეშალა ბანაკი აბუბაქარს. გაეშურა ქართველთა ლაშქარი და მტრის პირისპირ დაიბანაკა. 16 ივნისს, 1195 წელს, დაეძგერა დავით სოსლანი მოწინააღმდეგის ათჯერ უმეტეს ჯარს. უმძიმესი შეტაკება თითქმის მთელი დღე გაგრძელდა. მთელი ძალები ჩააბა იერიშებში სულთანმა და სწორედ ომის გადამწყვეტ წუთებში შემოვლითი მანევრით ზურგიდან დაესხა აბუბაქარს დავით სოსლანი. მეფის მხედრობის გამორჩეული გმირი იყო ჭაბუკი შალვა ახალციხელი. ყველა გააოცა მისმა სიმამაცემ. ელვასავით ტრიალებდა მტერთა შუა ახალციხელი, ვისაც მოუქნია ხმალი, ყველას სიკვდილი შეჰყარა. თავზე ხელაღებული იერიშით გაარღვია აბუბაქარის ამალა, ყველაზე მჭიდროდ შეკრული ჯგუფისკენ გაემართა ფიცხლად, იქ, სადაც ფრიალებდა აუარება დროშა და მათ შორის ყველაზე მაღლა, გამორჩეულად ლივლივებდა ხალიფის ალამი. დაერია მედროშეებს ახალციხელი, უმეტესობა დაასიკვდილა, ალმები თავზე გადააფხრიწა, რისხვა ღვთისა დასცა და ხალიფის დროშას წაეტანა. გადაუდგენენ მცველნი აბუბაქარისანი, მაგრამ მაინც იმარჯვა, დაითრია ხალიფის აქამდე ძლევამოსილებით განთქმული დროშა! იმწამსვე გასაქცევად აიშალა აბუბაქარის ჯარი და უგზო-უკვლო ლტოლვას მისცა თავი. მიმწუხრამდე სდიეს ქართველებმა და თითქმის ყველანი გაანადგურეს. გამობრუნდა გამარჯვებული დავით სოსლანი. ტაბახმელას ამოვიდნენ და თამარს მიეახლნენ ბრწყინვალე ძლევის ამბით. შალვა ახალციხელმა ფერხთით დაუფინა დიდებულ მეფეს ხალიფის საბრძოლო დროშა...

 

რას დადგებოდა მუსლიმანობა შურის უძიებლად. რამდენიმე წელიწადი ითმინეს და ახალი, იმდროისთვის არნახული მასშტაბების საომარი მზადება დაიწყეს ქართველთა წინააღმდეგ. ამჯერად ახალი მთავარსარდალი ჩაუდგა თურქ-სელჯუკთა კოალიციას საქართველოს წინააღმდეგ - იკონიის სულთანი რუქნ ად-დინი. მემატიანის ცნობით, რუქნ ად-დინმა «არა დაუტევა თვინიერ დედაკაცისა სოფელსა შინა, არამედ ყოველნი აამხედრა.» 400 ათასი მეომარი შემოიყარა იკონიის სულთანმა და დაიძრა ქართველთა გასანადგურებლად. ისევ შეიყარა იმერ-ამიერ საქართველოს ჯარი. ვარძიაში მოუყარა თავი თამარმა ლაშქარს, დიდხანს ილოცა ხატებთან, მერე გამობრძანდა, სეფედროშა დავით სოსლანს გადასცა, ყველა მეომარი დალოცა და მტერთან შესარკინებლად გაუშვა. ბასიანთან დაიბანაკა ქართველთა ლაშქარმა. სოსლანმა საბრძოლო წყობით დაალაგა ქართველობა. მეწინავედ კი შალვა და ივანე ახალციხელები დააყენა.

 

1204 წელი. ბასიანის ველი. საქართველო ებრძვის ნახევარ მილიონამდე თურქ-სელჯუკთა კოალიციურ არმიას. ბრძოლას ხსნის შალვა ახალციხელი!..

 

ზვავივით დაეცა მტრის რიგებს შალვა. მიჰყვა თორ-ჯავახთა რაზმი. ლომივით შევარდა შუაგულში ახალციხელი. გაექცნენ მეწინავენი. რუქნ ად-დინმა სიღრმიდან გადააწყო და შემოუსია ახალ-ახალი ჯარი ახალციხელს. ბრძოლა მთელი ძალებით გაიშალა. ვერ იქნა და უკან ვერ დაახევინა სულთანმა შალვას ქართველობას. ცხენები დაუხოცეს მეწინავეთა სარდლებს - შალვას და ივანეს, მაგრამ ქვეითად შეუტიეს გავეშებულებმა. ამასობაში დავით სოსლანმა გაშალა ფლანგები და რკალი მოუზღუდა რუქნ ად-დინს. გატყდა თურქობა და ისევ აიშალა გასაქცევად. მათ შემოსაბრუნებლად აღარ ეცალა რუქნ ად-დინს. საკუთარი ტყავი ჰქონდა გადასარჩენი, რადგან უკვე ზედ მისი კარვების სიახლოვეს მოარღვევდა დაცვის რჩეულ ნაწილებს უმამაცესი მხედარი. მოახსენეს კიდეც სულთანს -ქართველთა რჩეული ვაჟკაცი შალვა ახალციხელი გვიახლოვდებაო. მიასია რუქნ ად-დინმა ყველა გარშემომყოფი ქართველ მეწინავეთა სარდალს. ყველა მილეწა და მიასიკვდილა შალვამ, მერე ელვასავით სწყვიტა ხმალი და სულთანს თავზე დაამხო საჩრდილობელი. ახლა რუქნ ად-დინმაც იკადრა გაქცევა. მაინც მოასწრო შალვამ და სასულთნო დროშა დაითრია ცხენდაცხენ...

 

დამთავრდა ბასიანის ომი ქართველთა ბრწყინვალე გამარჯვებით. თურქთა 400 ათასი მეომრიდან მცირეოდენმაღა გაასწრო სიკვდილს...

 

დიდგორის შემდეგ არავის გადაუხდია ესოდენ განსაკვირველი ბრძოლა. ისევ ეთაყვანნენ საქართველოს დიდნი და მცირე ქვეყნები - სასულთნოები, საამიროები, საფაშოები, სახალიფოები...

 

ამ გამარჯვებიდან მალევე მიიცვალა სახელოვანი და ღირსეული თანამეცხედრე თამარისა - დავით სოსლანი. მის შემდგომ ქართველთა ჯარის მთავარსარდლობა მეფემ ივანე ათაბაგს უბოძა, სავარაუდოდ, ადრინდელ ბრძოლებში გამოჩენილი თავდადების გამო, თორემ იმ დროისთვის უკვე ასაკოვანი იყო ივანე და ნურც ის დაგვავიწყდება, რომ ყველაზე მძლავრად მაშინ კაშკაშებდა შალვა ახალციხელის ვარსკვლავი! ამასობაში, ღვთაებრივი თამარიც აღესრულა. მისი ტახტი ლაშა-გიორგიმ დაიჭირა - ძემ მისმა.

 

ისევ პირველობდა საქართველო, რადგან ლაშაც მამაცი და სწორუპოვარი მეომარი იყო, მაგრამ მონღოლთა წინააღმდეგ გამართულ შეტაკებაში მიღებულ ჭრილობას ემსხვერპლა და ქვეყანას თამარის ქალიშვილი, რუსუდანი, ჩაუდგა სათავეში. პირველი რღვევის საფრთხეც მაშინ შეეპარა ნიკოფსიიდან დარუბანდამდის გადაჭიმულ ივერიას. მოუხშირდა მარცხიანი ბრძოლები ივანე ათაბაგს. ერთ-ერთი ასეთი შეტაკება შირვანთან გადახდა ქართველთა ჯარს, როცა ყივჩაღებს შეებრძოლა ივანე. ვერ წარმართა რიგიანად ბრძოლა ათაბაგმა, დამარცხდა და ზურგი აჩვენა მომთაბარე ველურებს. მერე ისევ წამოემართნენ ყივჩაღები საქართველოსკენ. ამჯერად შალვა ახალციხელი მიეგება მტერს. მიეგება და ისე ამოწყვიტა, საქართველოსკენ წამოსვლის მადა სამუდამოდ დაუკარგა მათ მოდგმას.

 

მცირე დრო გამოხდა და ამჯერად სარმარის ამირა შემოესია საქართველოს სამხრეთ სამანებს, ააოხრა და გაატიალა იქაურობა. ისევ გავიდა ბრძოლად ივანე ათაბაგი, მაგრამ ორჯერ დამარცხდა და მეორე შეტაკებისას ტყვედაც ჩავარდა. იმჟამად რუსუდანმა გამოახსნევინა მთავარსარდალი, მაგრამ მაინც შეუნარჩუნა მთავარსარდლობა, რაც მომავალში შემზარავ ბედისწერად ექცა საქართველოს. წესით და რიგით, ქართული ჯარის მთავარსარდლობა შალვა ახალციხელს ეკუთვნოდა, რადგან მტერი თუ მოყვარე მხოლოდ მას მიიჩნევდა იმდროინდელი აღმოსავლეთის უპირველეს გმირად....

 

ამასობაში, საქართველოს ჯალალ ად-დინი მოადგა 200-ათასიანი ლაშქრით. გარნისთან დაბანაკდა ჯალალი - ხვარაზმშაჰ მუჰამედის ძე. აღიმართა მის წინააღმდეგ ქართველთა 60-ათასიანი მხედრობა. მთავარსარდლად ისევ ივანე ათაბაგი იდგა.

 

1225 წელი, აგვისტოს თვე. გარნისი. საბედისწერო ბრძოლა ქართველთა. მეწინავე რაზმს სათავეში უდგას შალვა ახალციხელი. ბრძანა ივანე ათაბაგმა და 4 ათასი მეომრით ეკვეთა შალვა ჯალალის ურიცხვ ათასეულებს. ბრძოლის დაწყებისთანავე მიხვდა შალვა, რომ მთელი ძალებით შეტევა იყო საჭირო მტრის წინააღმდეგ და წამსვე შიკრიკი აფრინა ივანესთან, მოგვეშველეთ დარჩენილი ლაშქრითო და განაგრძო თავგანწირვით შეტევა. არ იქნა და არ დაძრა მაშველი ჯარი ათაბაგმა. ისევ გამოგზავნა შალვამ შიკრიკი... მერე კიდევ დააწია ახალი მაცნე... არავინ იცის, შურით თუ სხვა რაიმე უგუნური მოსაზრებით, მაგრამ ივანე ათაბაგმა ხმლის მოუქნევლად გაწირა საქართველოს უპირველესი გმირი, 56 ათასი საომრად აღჭურვილი ქართველი მეომარი შემოაბრუნა და ბიჯნისისკენ დაიხია...

 

დარჩა მარტო შალვა ახალციხელი აურაცხელი მტრის წინააღმდეგ. შეათხელა ჯალალმა მესხების რიგები. უკან დახევა შეეძლო შალვას, მაგრამ არც კი უფიქრია მტრისთვის ზურგის ჩვენება. იბრძოდა, სანამ შეეძლო, ვიდრე მარტო არ დარჩა და გარშემო არ შემოადგნენ ჯალალის მეომრები. გაოცებულნი შეჰყურებდნენ ახალციხელს - როგორი მხნეობითა და რაინდობით იბრძოდა მტრის ალყაში მოქცეული მარტოკაცი...

 

ხმლის ვადაღა შერჩენოდა ხელში შალვას, მოვარდნილ მუსლიმანს შეალეწა მკერდზე, გადახსნილი მკერდიდან სისხლი პეშვით აართვა და სახეზე შეიქცია, რათა გაფითრებული არ ენახათ მტრებს უგუნური ათაბაგის ღალატის წყალობით ტყვედ ჩავარდნილი გმირი. მხარ-მკლავის გათოკვაც ვერ გაუბედეს უმამაცეს რაინდს მუსლიმანებმა. გვერდით ამოუდგნენ მხოლოდ და ჯალალ ად-დინს წარუდგინეს. მოახსენეს კიდეც: - ასეთი გმირობა არ მოსწრებია არავის, რაც ამ გიაურმა დღეს ჩაიდინაო. საოცარი კი იყო, მაგრამ ქართველთა სისხლისმსმელ ჯალალს არ უცდია მისი მოკვლა. ყველა გააოგნა მისმა განჩინებამ: - ეცით პატივი შალვა ახალციხელს და სამმართველოდ გადაეცით ადარბადაგანის ქალაქნიო...

 

დეკემბრამდე ირანის შიდა საქმეები მოაგვარა ჯალალ ად-დინმა, მერე ისევ შემოიკრიბა ძალები და საქართველოს საბოლოოდ მოსათხრელად წამოემართა. თან ახლდა შალვა ახალციხელიც და მოულოდნელად ჯალალის მსტოვრებმა შალვას წერილები ჩაიგდეს ხელში. ქართველი გმირი მტრის სამოძრაო მანევრებს ატყობინებდა თავისიანებს...

 

დაიბარეს შალვა ახალციხელი ჯალალ ად-დინთან და წინ დაუყარეს წერილები. ღირსეული ღიმილით შეხვდა განწირული გმირი ჯალალის კითხვებს. ან კი რაღა იყო საპასუხო, ყველაფერი ისედაც ნათელი იყო ყველასთვის. ჯალალმა მზაკვრული ღიმილით შესთავაზა: - თუ გინდა, სიკვდილს გადაურჩე, ქრისტიანობა უნდა დააგდო და მაჰმადს ეთაყვანოო. ღიმილითვე გასცა პასუხი შალვამ: -"«ჭეშმარიტისა ღმრთისა უარყოფაი შეუძლებელ არს ჩემგან, დააცხრე ჩემდა აღთქმანი ეგე არად სახმარნი ჩემნი, რამეთუ სურვილმან საღმრთომან განმაწესა მე მხედრად ქრისტესა!»

 

რა აღარ სცადა ჯალალმა, რა აღარ აღუთქვა, მაგრამ ვერ იქნა და ვერც აზრი შეაცვლევინა შალვა ახალციხელს და ვერც ღიმილი მოაშლევინა. მერე წამება დაუწყეს, გვემეს და ტანჯეს განწირული. არც ერთი სიტყვა მუდარისა, სიცოცხლის ჩუქებისა და შეკრთომისა არ დასცდენია ბაგეთაგან, მხოლოდ თავის თავს შესძახოდა გასამხნევებლად: - «იხარებდე, ჰოი, შალვა, რამეთუ სამოსელსა თანა ხორცთასა ძველსა კაცსა აღიძარცვი და ხრწნადთაგან სიმარჯუეთა განთავისუფლდები... დაითმინე, სულო ჩემო, სიკვდილი ქრისტესთვის, რომელიცა "ერთგზის წინაუძს ყოველსა კაცსა»...

 

ვერ გატეხეს, ვერ დაამცირეს, ვერ მოდრიკეს შალვა ახალციხელი...

 

მერე მდინარე არაქსის პირას გაიყვანეს....

 

აღმართა მახვილი ჯალათმა და დაიქნია ორივე ხელით, ლოცვა შეეყინა მოღიმარ ბაგეზე საქართველოსთვის თავშეწირულს. შეუერთდა მრავალრიცხოვან წმინდანთა კოჰორტას ღირსეული მამულიშვილის სული!..

 

შალვა ახალციხელთან ერთად დასრულდა საქართველოს 120-წლიანი ძლევამოსილების ხანა. ბევრი ღირსეული მეომარი იყო მაშინ ქართველთა შორის, მაგრამ მისებრ ვაჟკაცი, მამაცი და მხედართმთავრული ნიჭით დაჯილდოებული - არც ვინ. აკი დამტკიცდა კიდეც, დამტკიცდა ჩვენდა საუბედუროდ. ისე მოვიდა თბილისის ციხე-ბურჯებთან ჯალალ ად-დინი, ვერსად გადაუდგა წინ ივანე ათაბაგი. მალე სიკვდილიც ეწვია საქართველოს მთავარსარდლად აღზევებულ ივანეს, რომელმაც შურით და ბოღმით დაღუპა სამშობლოს უებრო გმირიც და მასთან ერთად საქართველოც.

 

შემოესია ჯალალი თბილისს. იქაურ მუსლიმანთა ღალატმა დასცა ორ დღეში საქართველოს სატახტო ქალაქი. საუკუნეზე მეტი არ დამდგარიყო გადამთიელის სამტრო ფეხი თბილისში და აჰა, დაუდგა ცრემლიანი ბედისწერა საქართველოს დედაქალაქს. გაჟლიტეს და დაასამარეს დიდი და პატარა, სისხლის ნაკადულებით აავსეს თბილისის ქუჩაბანდები...

 

მაგრამ ღირსეულად შეაწყდნენ მომხდურებს ქართველები. ჯერ კიდევ ყველას პირზე ეკერა შალვა ახალციხელის გმირობა და მარტვილობა, როგორც მაგალითი ერისა და რჯულის მსახურებისა. როგორც "გოდოლი კეთილი, მხედარი ქრისტესი, გვირგვინოსანი სიმართლისა..."

 

ამ მაგალითით გამხნევებული დაუხვდნენ სისხლისმსმელ ჯალალს. ერთ დღეს 100 ათასი თბილისელი შეაკვდა მტერს თავისი ნებით, როცა არ ინებეს ღვთისმშობლის ხატის შეურაცხყოფა და უარყოფა...

 

100 ათასი წმინდანი ერთ დღეს!.. ვის უხილავს... ვის მოსწრებია!

 

მიიჟამა საუკუნეები, მაგრამ შალვა ახალციხელისა და მისებრ უმაგალითო მამულიშვილთა მარტვილობა შემორჩა საქართველოს ზეცას, როგორც მანათობელი ვარსკვლავთკრებული მამულის სულის უკვდავებისა!..

 

წვრილმა ერმა კი ლექსად უმღერა შალვა ახალციხელს:

 

თავის თავს არა სჯავრობდა, / თავის სწორებსა სჩიოდა, / ორასი თურქის მომკვლელი / უომრობასა სჩიოდა...

 

საქართველოს ეკლესიამ წმინდანად შერაცხა უებრო მამულიშვილი და ქრისტეს მეომარი.

 

 

 

ისტორიული მასალების მიხედვით მოამზადა

 

ზვიად სეხნიაშვილმა

Link to post
Share on other sites

უნამდვილესი ქართველი. მერაბ კოსტავას რომ ეცოცხლა დღეს საქართველო სხვანაირი იქნებოდა. ღმერთმა გაანათლოს

 

http://itv.ge/?p=28848

Link to post
Share on other sites

ექვთიმე თაყაიშვილი

(1863-1953წ.)

 

 

 

ექვთიმე თაყაიშვილი იყო დიდი საზოგადო მოღვაწე. იგი გურიაში, სოფელ ლიხაურში დაიბადა აზნაურის ოჯახში. ჯერ კიდევ სულ პატარას დაეხოცა მშობლები.

 

ექვთიმე ნიჭიერი და სწავლის მოყვარული ბავშვი იყო. სამაზრო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ იგი ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში ჩაირიცხა და სწავლა ვერცხლის მედალზე დაასრულა. შემდეგ კი პეტერბურგის უნივერსტეტში ჩააბარა ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე. პეტერბურგიდან ექვთიმე კანდიდატის ხარისხით დაბრუნდა თბილისში.

 

თბილისში ჩამოსული ექვთიმე აქტიურად ჩაერთო მეცნიერულ, პედაგოგიურ და საზოგადოებრივ მოღვაწეობაში. უმთავრეს მიზნად მან დაისახა მასალების შეკრება საქართველოს ისტორია-არქეოლიგიისათვის. 1889 წელს დააარსა „საქართველოს საეგზარქოსო მუზეუმი“, სადაც თავს უყრიდნენ ძველ საეკლესიო წიგნებს, ხელნაწერებსა და სხვადასხვა ნივთებს. მუშაობდნენ საქართველოს ეკლესიის ისტორიის შედგენაზე.

 

ექვთიმე თაყაიშვილის სახელს უკავშირდება „საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების“ დაარსება. ეს საზოგადოება მოგზაურობდა საქართველოს სხვადასხვა მხარეში და აგროვებდა ისტორიულ და არქეოლოგიურ მასალებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მათი მოგზაურობა „სამუსულმანო საქართველოში“. ექსპედიციამ უამრავ მასალას მოუყარა თავი: ეთნოგრაფიულ და საარქივო ნივთებს, ნაქსოვ-ნაქარგებს, ხელნაწერებს. ცალკე კოლექციას შეადგენდა ქართული ეკლესია-მონასტრების კედლებიდან გადმოღებული ფრესკები.

 

ექვთიმე თაყაიშვილი იყო ერთ-ერთი აქტიური მებრძოლი საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის, მან ასევე უდიდესი როლი ითამაშა 1918 წელს თბილისის უნივერსიტეტის დაარსებაში.

 

1921 წლის 25 თებერვალს საქართველო საბჭოთა ხელისუფლებამ დაიპყრო. საქართველოს მთავრობა საზღვარგარეთ გადაიხვეწა და თან წაიღო საბანკო ვალუტა, ისტორიისა და კულტურის სამუზეუმო განძეულობა და ხელნაწერები. მათ მცველად გაჰყვა ექვთიმე თაყაიშვილი თავის მეუღლესთან ერთად. „ძალაუნებურად მომიხდა ემიგრანტობა, რათა არ მოვშორებოდი ჩვენი ერის სასიქადულო კულტურულ საგანძურს, დამეცვა იგი ყოველგვარი საფრთხისაგან“, - წერდა ექვთიმე თაყაიშვილი.

 

საფრთხე კი მრავალი იყო: ქართული საგანძურის შესყიდვა სურდათ ბრიტანეთისა და ნიუ-იორკის მუზეუმებს, გრაფ ოხოლენსკის ქვრივი სალომე დადიანი კი ამ საგანძურის ერთი ნაწილის მემკვიდრედ ასაღებდა თავს და სასამართლოშიც კი აღძრა საქმე განძის ხელში ჩასაგდებად. მეორე მსოფლიო ომის დროს ფაშისტებმა შეიტყვეს განძის შესახებ და ექვთიმეს ბინაც კი გაჩხრიკეს, მაგრამ ექვთიმე თაყაიშვილის, გრიგოლ ფერაძისა და სხვა ქართველებისა თუ მათი უცხოელი მეგობრების წყალობით ქართველებმა განძი შეინარჩუნეს. ბოლოს კი საფრანგეთის მთავრობამ გამოაცხადა, რომ ქართული საგანძური მას ეკუთვნოდა იმ გადასახადის სანაცვლოდ, რომელიც ქართულმა ემიგრაციამ მატერიალური შეჭირვების გამო ვერ გადაიხადა, მაგრამ ამჯერადაც გამოჩნდნენ კეთილი ადამიანები და განძი მითვისებას გადაურჩა.

 

ამ დროს კი ასეთი განძის მფლობელი ექვთიმე უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდა. მას და მის მეუღლეს ხშირად პურიც კი არ ჰქონდათ და მათ მეგობრები ინახავდნენ.ექვთიმეს ამ პერიოდში გარდაეცვალა საყვარელი მეუღლე და დიდი მეგობარი ნინო. მარტო დარჩენილი მოხუცი შიმშილის, ყინვისა და ავადმყოფობისაგან ბევრჯერ სიკვდილის პირამდეც მისულა, მაგრამ დაკისრებული მოვალეობისათვის არ უღალატნია. ერთი უმცირესი ნივთიც რომ გაეყიდა, იგი უმდიდრესი კაცი გახდებოდა, მაგრამ არცერთი მისხალი არ მოუკლია ერის საგანძურისათვის. იგი ოცნებობდა იმ დროზე, როცა საქართველოს დაუბრუნებდა თავის საგანძურს.

 

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეიქმნა ის პირობები, როცა შესაძლებელი გახდა ოცნება რეალობად ქცეულიყო. საფრანგეთსა და საბჭოთა კავშირს შორის შედგა მოლაპარაკება, რის შედეგადაც განძი ამერიკულ თვითმფრინავზე დატვირთეს და საქართველოში გადმოგზავნეს მცველების თანხლებით.

 

სამშობლოში ერისათვის დამაშვრალი მოღვაწე პატივით მიიღეს, აღადგინეს თბილისის უნივერსტეტში პროფესორად, აირჩიეს აკადემიის წევრად. მაგრამ დიდხანს არ გასტანა ექვთიმეს სიხარულმა. საბჭოთა ხელისუფლებამ ბრძოლა გამოუცხადა - გაათავისუფლეს საქართველოს ისტორიის პროფესორის თანამდებობიდან, დაუპატიმრეს შვილობილი, რომელთან ერთადაც ცხოვრობდა, თანამშრომლებს აუკრძალეს მასთან მისვლა.

 

აი, ასე, ყველასაგან მიტოვებული გარდაიცვალა 1953 წლის 21 თებერვალს ერის საგანძურის მცველი, საქართველოსათვის დამაშვრალი მოღვაწე ექვთიმე თაყაიშვილი. მისი ნეშტი მცირერიცხოვანმა პროცესიამ მიაცილა ვაკის სასაფლაომდე.

 

დაბადებიდან 100 წლის თავზე ექვთიმე თაყაიშვილის ნეშტი დიდუბის პანთეონში გადაასვენეს.

 

საქართველოს ეკლესიამ კი იგი წმინდანთა დასში შერაცხა და უწოდა წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი.

 

 

 

ტექსტი მომზადებულია წიგნიდან „ქართველ წმინდანთა ცხოვრებანი“

Link to post
Share on other sites

ორთოდოქსი.გე

 

 

 

 

წმიდა დიდი მეფე ვახტანგ გორგასალი (+502)

30 (13.12) ნოემბერი

ქართველთა მეფე მირდატი სპარსელებმა ტყვედ იგდეს და ბაღდადში წაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა კიდევაც. ქართლში ჩაკვდა ქრისტიანული სარწმუნოება, ეკლესიებში ცეცხლთაყვანისმცემელთა ცეცხლი აგიზგიზდა.

 

სამი წლის შემდეგ სპარსელთა მეფეს აღმოსავლეთიდან მტერი შემოესია. ამით ისარგებლეს ქართლის აზნაურებმა და მცხეთაში მეფედ დასვეს მანამდე კახეთს შეფარებული ძე თრდატისი, არჩილ. არჩილი ბერძენთა მეფეს ივბიმიანოსს დაუმოყვრდა, მათი შემწეობით კვლავ აღადგინა ქრისტიანობა ქართლში, ცეცხლის მსახურთაგან ზოგი მოსრნა, ზოგი განდევნა და უკან შემობრუნებულმა მთელ ქართლს უქადაგა - მადლობა შეეწირათ უფალ იესო ქრისტესათვის, რომლის შემწეობითაც ქვეყანამ კვლავ დაიბრუნა თავისუფლება.

 

არჩილის ძე მირდატიც მამასავით მორწმუნე და ღვთისმსახური იყო, ქველი და შემმართებელი. ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მან რანთა ერისთავს ბარზაბოდს სთხოვა ასული ცოლად. ბარზაბოდი სიხარულით დათანხმდა ამ წინადადებას.

 

საგდუხტ დედოფალი, როგორც კი გაეცნო ქრისტიანულ მოძღვრებას, მაშინვე თავისი ნებით უარყო ცეცხლთაყვანისმცემლობა, მიიღო ქრისტეს სჯული, და უფლისადმი მადლობის ნიშნად სამშვილდის სიონიც ააშენა.

 

მირდატ მეფეს და სგდუხტ დედოფალს სამი შვილი შეეძინათ: ორი ასული: ხვარანძე და მირანდუხტი, ერთიც ძე, რომლის სახელიც სპარსულად გამოითქმებოდა როგორც ვარანგ-ხვასროთანგ, ხოლო ქართულად ვახტანგ.

 

ვახტანგი აღსაზრდელად საურმაგ სპასპეტს ჩააბარეს. შვიდი წლისა იყო იგი, როცა მეფე მირდატი გარდაიცვალა. შეშინებული, უმწეოდ დარჩენილი საგდუხტ დედოფალი მამას, ბარზაბოდს ეახლა, დაუჩოქა და ცრემლის ღვრით თხოვა, არ ეყარა ჯავრი მისი ქმრისა და მამამთილის მიერ ქვეყნისათვის გაკეთებული საქმეების გამო, არ წაერთმია ძალით მისთვისაც ქრისტიანული სარწმუნოება და მწედ ჰყოლოდა და მფარველად პატარა ვახტანგს.

 

ბარზაბოდი, მართალია, განრისხებული იყო ქართველთა მეფეზე და უმეფოდ დარჩენილ ქართლზე უკვე გალაშქრებასაც აპირებდა, მაგრამ ასულის ცრემლებმა გული მოულბო, ყველა წინადადებაზე დათანხმდა და თვითონაც წაუყენა პირობა - ქართლში ცეცხლისმსახურთ გამოვაგზავნი, ისინი არავის აიძულებენ ქრისტეს სჯულის შეცვლას, მაგრამ თუ თვითონ ვინმე აღმოჩნდა ამისი მსურველი, ნურც თქვენ დაუშლითო.

 

რამდენიმე ხანს საგდუხტ დედოფალი განაგებდა სამეფოს მამის შეწევნით და ძალით, შემდეგ ბარზაბოდი გარდაიცვალა, მის ადგილზე კი სპარსთა მეფემ ბარზაბოდის ძე ვარაზ-ბაკური დასვა.

 

ამასობაში საურმაგ სპასპეტიც გარდაიცვალა და ვახტანგის აღზრდა სპასპეტ ჯუანშერს დაევალა.

 

საგდუხტ დედოფალი ხედავდა ცეცხლის მსახურთა ეპისკოპოსი ბინქარანი როგორ ატყუებდა ქართველთ, როგორ აცთუნებდა და გადაჰყავდა ჭეშმარიტი სარწმუნოების გზიდან. ნელ-ნელა იზრდებოდა ისეთ ქართველთა რიცხვი, ქრისტე რომ მიეტოვებინათ და ცეცხლს აღიარებდნენ ღვთაებად. შეშფოთებულმა საგდუხტმა საბერძნეთიდან მღვდელი მოაყვანინა, სახელად მიქაელ, დანიშნა იგი ეპისკოპოსად და მისი დახმარებით ბინქარანისაგან ნაცდუნებ ქართველთა კვლავ გაქრისტიანებას შეუდგა.

 

ათი წლისა იქნებოდა ვახტანგი, ქართლს ოსები შემოესივნენ, მოაოხრეს იქაურობა, წაიყვანეს თან უამრავი ტყვე, მათ შორის ვახტანგის სამი წლის და მირანდუხტიც და უკან გაბრუნდნენ. ამავე დროს ბერძენნიც შემოესივნენ აფხაზეთს და დაიპყრეს იგი ეგრისწყლიდან ციხეგოჯამდე.

 

ქართლში გლოვა და მწუხარება გამრავლდა, და ასე იყო ქვეყანა უპატრონოდ, ვიდრე ვახტანგი თხუთმეტი წლისა არ გახდა.

 

თხუთმეტი წლის მეფემ ყველა წარჩინებულს სატახტო ქალაქში უხმო, გვერდით ჯუანშერი და ორი ეპისკოპოსი მოისვა, წამოდგა და როგორც ხანდაზმულმა და ბრძენმა ისე მიმართა შეკრებილთ:

 

- განსაცდელსა და ჭირს ღმერთი მოუვლენს ხოლმე მეფეთაც და ერსაც მათი ცოდვების გამო. ჩვენ დავიმსახურეთ უფლის ეს რისხვა: როცა მორწმუნენი ხელს იღებენ უფლის მსახურებაზე და ივიწყებენ მის მცნებებს, ღმერთი მათ განსაცდელს უვლენს გამოსაფხიზლებლად. მადლობა ვუთხრათ უფალს ამისთვის. წავიმძღვაროთ წინ ჯვარი პატიოსანი და მისი შეწევნით ვიძიოთ შური ოსებზე. სპარსელთ ან ბერძენთ რომ ჩაედინათ იგივე, კიდევ შეიძლებოდა რაღაცის გამო მოგვეთმინა, მაგრამ ოსებისაგან ამ შეურაცხყოფის მოთმენას სიკვდილი სჯობს თითოეული ჩვენთაგანისათვის. აბუჩად აგდებამ ჩემი ქვეყნისა და სიბრალულმა ჩემი დისამ გალია ჩემი გული, მივეენდობი ჯვარს უფლისას, შევთხოვ შემწეობას მრავალმოწყალე ღმერთს და არ გამწირავს იგი, მაძლევინებს მტერს.

 

ჯუანშერთან ერთად ყველამ აღფრთოვანებით მიიღო წინადადება. მეფემ ერთი კვირა ლოცვაში, მარხვასა და ღამის თევაში გაატარა, ხოლო შემდეგ კი ასიათას ქართველ და ვარაზ-ბაკურისაგან დასახმარებლად გამოგზავნილ თორმეტი ათას მხედართან ერთად თიანეთისკენ გასწია. იქ მათ კიდევ ორმოცდაათი ათასი მხედარი შეუერთდათ და მეფემ ღვთის სახელის ხსენებით განვლო კარი დარიალანისა.

 

ოსებმა დასახმარებლად ხაზარებს უხმეს და ქართველებს ოვსთა არაგვის (თერგის) მეორე მხრიდან დაუპირისპირდნენ.

 

შვიდი დღის ბრძოლის შემდეგ გამოვიდა ოვსთა ბანაკიდან გოლიათი ხაზარი თარხანი და თავხედურად გამოიხმო პირისპირს საბრძოლველად ვინმე ვახტანგის სპათაგან. ქართველთა მხრიდან საქვეყნოდ სახელგანთქმული მებრძოლი სპარსელი ნიჯაფარუხი გავიდა, მაგრამ შეხვედრისთანავე თარხანმა შუაზე გაუპო თავი.

 

შეძრწუნდა ვახტანგის სპა. მწუხარებით აღვსილმა ვახტანგმა მთელი ღამე ლოცვაში გაატარა და მეორე დღეს, როცა თარხანმა კვლავ იხმო ვინმე პირისპირ საბრძოლველად, თვითონ გამოთქვა ამისი სურვილი, შეშინებული ლაშქარი კი ასე დაამშვიდა:

 

- არა მინდობილ ვარ მე ძალისა ჩემისა და სიმხნისა ჩემისად, არამედ მიდნობისა ღმრთისა დაუსაბამოთა, სამებისა ერთარსებისა ყოვლისა დამბადებელისა განვალ თვითბრძოლად თარხანისა.

 

მართლაც, პირველივე შეტაკებისთანავე მოუღო თავხედს ბოლო მეფემ, იმ წამსვე ჩამოხტა ცხენიდან, დავარდა მუხლებზე და თაყვანი სცს ღმერთს დახმარებისათვის. მოჰკვეთა თავი თარხანს და გამრჯვებული გამოტრიალდა ლაშქრისაკენ.

 

მეორე დღეს სხვა გამოვიდა ოსთაგან, ბუმბერაზი, სახელად ბაყათარ, მდინარის გაღმიდან გამოსძახა მეფეს: „მეფეო, ნუ გალაღდები, შემთხვევით მოხდა, თორემ ასე ყმაწვილი როგორ მოჰკლავდი თარხანს, გამოდი მდინარის გაღმა და ნახავ, რასაც გიზამ!“

 

ცხენზე ამხედრებულმა მეფემ ამაყად გასძახა ბაყათარს: „ჩემი ძალით კი არ ვძლიე თარხანს, ჩემი დამბადებელის ძალით ვძლიე. ამიტომ არც შენი მეშინია. და თანაც, მე კი არ უნდა გამოვიდე მანდ, შენ თვითონ უნდა მეახლო აქ, რადგან მე მეფე ვარ, შენ კი მონა, ძაღლო!“

 

მცირე ბრძოლის შემდეგ მხრიდან გულამდე გადაკვეთილი ბაყათარი მეფის ფეხებთან დაეცა, მეფე თავისი დაჭრილი ცხენის მაგიერ ბაყათარის ცხენზე ამხედრდა და შემობრუნებულმა ხმამაღლა გასძახა თავის სპას:

 

- მხნე იყვენით და განძლიერდით, რამეთუ ღმერთი ჩვენ კერძო არს!

 

ვახტანგმა მოსრა და მიწასთან გაასწორა მთელი ოსეთი, წამოიყვანა უამრავი ტყვე, წამოიღო უზომო ნადავლი. ქართველებმა ყივჩაღებიც დაიმორჩილეს, ჩაკეტეს კარი ოსეთისა დარიალი, ააშენეს გოდოლნი, დაუყენეს მცველებად იქაური მთიელები. ამიერიდან ოსთა და ყივჩაღთ ქართველთა მეფის ნებართვის გარეშე დარიალში შემოსვლა ეკრძალებოდათ. ამის შემდეგ მეფე ვახტანგმა პაჭანიკეთი და ჯიქეთი დაიმორჩილა და უკანვე შემობრუნდა ოსეთში. შეშინებულმა ოსებმა სიმაგრეებს მიაშურეს და მოციქულები გაუგზავნეს ვახტანგს - დის სანაცვლოდ ოცდაათიათასი ოსი ტყვე სთხოვეს. დის გარდა მეფემ დანარჩენი ქართველი ტყვეებიც დაიხსნა, გაამგზავრა ისინი ქართლში და ბერძენთაგან დაპყრობილ აფხაზეთს მიაშურა ლაშქრით.

 

სამი წლის შემდეგ ვახტანგმა აფხაზეთი მთლიანად გაწმინდა ბერძენთაგან და ბრძოლით დაღლიილ, საბოლოოდ გამარჯვებული დაბრუნდა სახლსა მისსა ქალაქსა სამეუფოსა მცხეთას.

 

ვახტანგმა ცოლად შეირთო სპარსთა მეფის ასული ბალენდუხტი. სპარსთა მეფემ ასულს მზითვად მისცა „სომხითი და ყოველნი მეფენი კავკასიანნი“, წერილიც გამოუგზავნა „ურმისდისგან ყოველისა მეფეთა მეფესა, ვახტანგის მიმართ ვარან-ხვასრო-თანგის, ათთა მეფეთა მეფისა ახოვანისა“, სადაც სთხოვდა, კეისრის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებოდა.

 

მაშინ მეფე ოცდაორი წლისა იყო უკვე. მოუხმო თავის სპათ, ყოველთა მეფეთ კავკასიისათა და წავიდა საბერძნეთში სალაშქროდ. სამი თვის ბრძოლებისა და გამარჯვებების შემდეგ ვახტანგი უკვე კონსტანტინეპოლს მიადგა. სპარსელები, სადაც კი ქრისტეს მსახურთ ნახავდნენ, დაუნდობლად ჰკლავდნენ და სპობდნენ. ვახტანგმა კი თავიდანვე გამოუცხადა თვის სპას, ქართველთაც და არაქართველთაც, რომ თავი დაენებებინათ ეკლესიის მსახურთა ხოცვისათვის, სთხოვა, უბრალოდ ტყვედ ჩაეგდოთ, ანდა სულაც უვნებლად გაეშვათ ისინი.

 

- როცა მამაჩემის მამა ასე, ჩვენსავით გამოჰყვა სპარსელთ ბერძნების წინააღმდეგ საბრძოლველად, მათმა ლაშქარმაც ხელი მიჰყო ეკლესიის მსახურთა ხოცვას. ქრისტეა ჭეშმარიტი ღმერთი ყოველთა, სწორედ ამიტომ არ აპატია უფალმა მომხვდურთ თავის მსახურთა მიმართ ჩადენილი საქციელი, სწორედ ამიტომ დაამრაცხა ბერძნეთა მცირე ლაშქარმა სპარსელთა ურიცხვი სპა.

 

ნუთუ არ გსმენიათ სასწაული კონსტანტინეს შესახებ? ან კერპთაყვანისმცემელი მეფის, ივლიანეს შესახებ, - ზეციდან გამოსროლილმა ისარმა რომ გამოასალმა წუთისოფელს? ამის შემდეგ იყო სწორედ, ბერძნებმა ივბიმიანოსი რომ აირჩიეს მეფედ, სწორედ ის, ვინც კერპნი თავისი ხელით შემუსრა და ჯვარნი აღმართნა. უფლის ანგელოზმა მას თავისი ხელით დაადგა თავზე გვირგვინი, როგორც ჭეშმარიტ მეფეს.

 

ან თქვენ, სომეხნო, არ გახსოვთ, როგორ მოაქცია ღმერთმა გრიგოლ პართელი და თრდატ მეფე, და როგორ გახდნენ ამის შემდეგ გრიგოლი - ეკლესიის მსახური, ხოლო მეფე თრდატი - დიდი ეკლესიის აღმშენებელი?

 

ან თქვენ, მკვიდრნო ქართლისანო, ნათესავნო მეფეთა ქართლისათანო, რომელნიც დღეს განდიდებული ხართ ჩვენგან, ნებროთ გმირის ნათესავ ქართველ მეფეთაგან, არ გსმენიათ სასწაულები ნებროთის შესახებ? არ გახსოვთ რა სასწაულები მოახდინა ნინომ? თუ გგონიათ რომ ღმერთი თავის მადიდებელ ბერძენთ გასწირავს? კეისარი უკვე ემზადება შეტევისათვის, დაიცხრეთ თქვენი ვნებები ეკლესიების მიმართ.

 

მეფე ვახტანგმა ეკლესიის ყველა მსახური გაათავისუფლებინა თავის მოლაშქრეთ, მაცნეც გააგზავნა, რათა სამალავებში თავშეფარებულ ღვთისმსახურთათვის ემცნოთ, რომ ხელს არავინ ახლებთ და სადაც უნდათ, შეუძლიათ იქ წავიდნენო.

 

როცა ბერძენთა მღვდელი პეტრე და ბერი სამოელი ვახტანგს ეახლნენ მადლობის სათქმელად, მეფემ ჰკითხა მათ, კმაყოფილი დარჩებოდა თუ არა ღმერთი მისი საქციელით?

 

პეტრემ მოახსენა მეფეს, თუ არ გეწყინება, სიმართლეს გეტყვიო და როცა თანხმობა მიიღო, უთხრა:

 

- ორნაირი ეკლესია აქვს ამქვეყნად უფალს, ეკლესიანი ხორცთანი და ეკლესიანი ქვათანი. თუ ქვის ეკლესია დაინგრევა, მისი აშენება ისევ შეიძლება იმავე ქვით, ხორცის ეკლესიის აშენება კი შეუძლებელია, თანაც მის დარღვევას ღმერთი არ აპატიებს არავის, იმიტომ, რომ უფლისათვის სწორედ ის ტაძარია უპირველესი. აბა ახლა შენ წარმოდგინე, შენმა სპამ რამდენი ქალწული - ტაძარი ღვთისა გახრწნა და შეურაცხყო? მე არ მინდა, შენ ისეთი კაცი იყო, რომელიც მარცხენათი აშენებს და მარჯვენათი ანგრევს. მინდა დაიმკვიდრო სასუფეველი ცათა, ისევე, როგორც კეთილად სახსენებელმა მეფეებმა: დავითმა, სოლომონმა, კონსტანტინემ და ივბიმიანოსმა. მაგრამ როგორ შეგადარო შენ ივბიმიანოსს, რა გაგიკეთებია ისეთი, რაც მან გააკეთა. იცოდე, ღმერთი ბოროტებისთვის სამაგიეროს მოგაგებს შენ, თუ არ მოინანიებ.

 

- მინდა თავის გამართლება - უთხრა მეფემ - ხოლო სიმართლით შენ დამსაჯე ჩემი დანაშაულის გამო.

 

- რადგანაც გზას ეძებ ხსნისათვის, ცოდვა შენი განგეშორება შენ. უმეცრებამ კი არ აღგძრა შენ უფლის შვილთა წინააღმდეგ საბრძოლველად, არამედ საშველად წამოყევი შენს ნათესაც სპარსელებს, - ის კი დაგავიწყდა, რომ ბერძნები თვით ღმერთის ნათესავნი არიან.

 

- რა გნებავს ახლა ჩემგან? - ჰკითხა მეფემ.

 

- მნებავს, რომ შენს მიერ აღგზნებული ეს ცეცხლი შენვე ჩააქრო და მეგობრობა გაუწიო ერთმორწმუნე კეისარს და არა სპარსელთ.

 

მეფემ სთხოვა პეტრეს, თქვენი ლოცვით ამაღამ მიჩვენეთ კეისარი და ისიც მამცნეთ, თვითონ ქრისტეს რა სურს ჩემგანო.

 

მართლაც, იმ ღამეს მეფე ვახტანგმა ნახა ჩვენება, - მოვიდა წმიდა ნინო მასთან და უთხრა:

 

- აღდეგ მეფეო და განკრძალულად მიეგებოდე, რამეთუ ორნი მეფენი, ზეცისა და ქვეყანისანი, მოვლენ შენდა!

 

მიიხედა ვახტანგმა და დაინახა ორი ტახტი. ერთ ტახტზე იჯდა საჭურვლიანი ჭაბუკი გვირგვინოსანი, მეორეზე კი - თეთრად შემოსილი მოხუცი, რომელსაც თავზე ნათლის გვირგვინი ედგა. წმინდა ნინოც იქვე იჯდა, მოხუცის ფერხთით. მარჯვენა ხელი ვახტანგისი ეჭირა პეტრე მღვდელს, მარცხენა კი სამოელ ბერს. სამოელმა უთხრა ვახტანგს:

 

- თაყვანი ეც პირველად ზეცის მთავარს, გრიგოლს.

 

მეფე მივიდა და თაყვანი სცა გრიგოლს.

 

ხოლო გრიგოლმა ჰკითხა:

 

- რად ჩაიდინე ასეთი ბოროტება, რად მოაოხრე ბანაკი ჩემი და შეაჭამე მხეცთ საცხოვარნი ჩემნი? რომ არა ისინი, ვინც ახლა გვერდით გიდგას და რომ არა წმინდა ნინო, რომელიც მარიამთან ერთად იღვწის თქვენი ქვეყნისათვის, შურს ვიძიებდი შენზე, ისევე როგორც შენს მამა-პაპაზე, რომელთაც ცეცხლის იმედი ჰქონდათ და არა განმანათლებლისა ყოვლისა.

 

ვახტანგი გრიგოლს ხელზე ეამბორა, ხოლო კეისარს გადაეხვია.

 

- თუ გინდა, რომ გვირგვინი მოგცე, აღგვითქვი, რომ უფლის მტრების წინააღმდეგ იბრძოლებ - უთხრა მას კეისარმა.

 

მეფეს წმინდა ნინო, პეტრე და სამოელი დაუდგნენ თავმდებად. მაშინ კეისარმა ჯვრიანი გვირგვინი დაადგა თავზე ვახტანგს.

 

გამოიღვიძა თუ არა, ვახტანგმა პეტრე და სამოელი იხმო და ჰკითხა, რა ჩვენება ნახეს იმ ღამით. როცა მათ ზუსტად იმავეს მოყოლა დაიწყეს, მეფემ შეაჩერა ისინი და ამცნო, რომ მზადაა ემსახუროს ჭეშმარიტ ღმერთს. სამივემ ერთად მოითათბირა როგორც უკეთესი იქნებოდა და ვახტანგმა შესამუსრავად გამზადებული ქალაქიდან უკან დაახევინა თავის ლაშქარს. ამასაობაში პეტრე ეახლა კეისარს, მოახსენა ყოველივე და გახარებული კეისარიც სწრაფად შევიდა კონსტანტინეპოლში. ვახტანგს სურდა სპარსელნი სიტყვიერად დაეშინებინა ბერძენთა უძლეველობით და უბრძოლველად გაებრუნებინა უკან, მაგრამ ბერძნებმა მოსთხოვეს, საქმე ისე მოეწყო, - ამოეწყვეტინებინა ისინი. ამაზე მეფემ მკაცრად უპასუხა, რომ ეს უპატიოსნო საქციელია და ამას არ იზამს; გარდა ამისა, მის ლაშქარშიც ბევრია ისეთი, ვინც ქრისტეს სჯულს აღიარებს, უმჯობესია, ყველაფერი მშვიდობიანად მოგვარდეს, როგორც ეს ერთხელ იბვიმიანოსმა და სპარსელებმა ჰქმნეს. ხოლო თუ ბერძნები თავისას არ დაიშლიან, მაშინ მეფე უბრალო იქნება მათ წინაშე.

 

ამასობაში სპარსთა ერისთავიც მოვიდა და თავზე საშინელი რისხვა დაატეხა თავის დისწულს:

 

- რადგან ივბიმიანოსის ნათესავი ხარ, იმიტომ გვღალატობ ხომ?! მკვდარი ჯვარცმული კაცის გამო გინდა ჩვენი ბერძენთა ხელში ჩაგდება!

 

ამაზე ვახტანგმა უპასუხა:

 

- აჰა შენ და ბერძენნი და იხილო ძალი კაცის მის მომკვდარისა და ცოცხლისა მის სასოსა შენისა!

 

სპარსელები, სომხები და ლეკები ბერძნებს ეკვეთნენ, ვახტანგი კი ქართველთა ლაშქართან ერთად განზე გადგა და ისე ადევნებდა ბრძოლას თვალყურს.

 

ამ ბრძოლაში სპარსელები სასტიკად დამარცხდნენ. მრავალ დიდებულთა შორის ვახტანგის დედის ძმაც ბრძოლის ველზე დაეცა. ცოცხალი ვინც დარჩა, ყველა ტყვედ იგდეს ბერძნებმა.

 

მაშინ ჩამოხტა ეტლიდან მეფე ვახტანგი და თქვა, რომ ღმერთმა შური იძია სპარსელებზე. მოატანინა პეტრეს ჯვარი და გამოაცხადა:

 

- უძლეველია ის, ვინც ჯვარს სცემს თაყვანს! თაყვანი ეცით მას. ვინც ამას არ იზამს, ის მოსაკლავია.

 

დემეტრე ერისთავს და ჯუანშერ სპასპეტს ხელთ ეპყრათ ჯვარი, ხოლო ქადაგი ხმამაღლა აცხდებდა:

 

- რომელმან არა თაყუანისცეს ჯვარსა, მოკვედინ!

 

მხოლოდ ერთმა ცეცხლის მსახურმა, ბორზო მეფემ არა სცა თაყვანი ჯვარს და იმასაც მაშინვე ლახვარი აძგერა გულში ჯუანშერ სპასპეტმა. დანაჩენი ყველა მიდიოდა და ყველა მოწიწებით იყრიდა მუხლს ჯვრის წინაშე.

 

ამ დროს ბერძენთა ლაშქრის ერთი ნაწილი მოვარდა საიდანღაც პალეკარპოსის მეთაურობით, რომელმაც შეურაცხყოფის მიყენება დაუწყო ვახტანგს და მის სპას.

 

ვახტანგმა ხმალი იშიშვლა და სთხოვა უფალს, დახმარებოდა ჯვრისა და მისი შეურაცხმყოფელი ამპარტავანი კაცის დამდაბლებასა და მოსპობაში. მცირე ხნის ბრძოლის შემდეგ მეფემ შუაზე გაუპო თავი პალეკარპოსს და მისი ერთი ნახევარი ჯვრის წინაშე დააგდო სიტყვებით:

 

- ყოვლისა განდგომილისა შენისა ეყავნ ნაწილი.

 

ვახტანგის სპამ ბერძენნი აოტნა. მიიმწყვდია ისინი ზღვასთან, ნახევარი დახოცა, ნახევარი კი ტყვედ იგდო. მეფემ წერილი მისწერა კეისარს, სადაც ამცნობდა, რომ „მიუწვდომელია სიბრძნე ღვთისა, მე ვიცი, რომ შენი ბრალი არ იყო პალეკარპოსის მოხვდომა ჩვენზედ, ისევე როგორც მე ვარ უბრალო ჩემი დედისძმის თქვენზე თავდასხმაში. ორივე ძვირისმოქმედნი ძვირმანვე მოინადირა. ეს ყველაფერი ღმერთმა ალბათ იმიტომ მოაწყო, რომ რაც შეიძლება ბევრი მოექცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. მე დედისძმის დაღუპვით გამოწვეული მწუხარება იმით შევიმსუბუქე, რომ შური ვიძიე მის მკვლელებზე, ხოლო შენ ნუგეშინისსაცემად გიბრუნებ იმ შვიდიათას ოთხმოც ტყვეს, რომელიც ღმერთმა სიკვდილისაგან იხსნა. თუ სურვილი გაქვს ჩემთან შეხვედრის, გამოეშურე სანახავად, იმიტომ, რომ უკვე დროა გავბრუნდე მეც სამშობლოში.

 

ტყვეთა განთავისუფლებით გახარებული კეისარი მეფეს შეხვდა, ფიცით განამტკიცეს ერთმანეთის ერთგულება და კეისარმა მადლიერების ნიშნად ვახტანგს უკან დაუბრუნა „საზღვარი ქართლისა, ციხე თუხარისი და კლარჯეთი ყოველი ზღვითგან ვიდრე არსიანთადმდე და ხევნი, რომელნი მოსდგმანან ღადოთა“.

 

უკან წამოსულმა ვახტანგმა გზად კლარჯეთში გამოიარა, თავისი ძუძუმტე არტავაზი დატოვა იქ და დაავალა აეშენებინა ციხე არტანუჯისა და მონასტერი. არტავაზმა მართლაც ააშენა იქ მონასტერი ოპიზა და სამი ეკლესია: დაბა მერისა, შინდობისა და ახიზისა.

 

რამდენიმე ხნის შემდეგ ბელანდუხტ დედოფალი გარდაიცვალა. დარჩმა მეფეს მისგან შვილი, პატარა დაჩი. მეფე სპარსელთა შემოსევას ელოდა და ამიტომ ციხეთა და ქალაქთა მშენებლობას შეუდგა, თანაც ლაშქარს ამზადებდა საბრძოლველად. საპყრობილეში ჩააგდო ბინქარან ცეცხლის მსახური და ქვეყნიდან გააძევა ყველა, ვინც ცეცხლს ეთაყვანებოდა.

 

როცა სპარსთა მეფე საბრძოლველად მოადგა ქართლს, ვახტანგ მეფემ ბერძენთა მეფეს დახამრება სთხოვა. ვახტანგის მოციქულებმა კეისარს საბერძნეთში ვერ მიუსწრეს, სალაშქროდ იყო წასული, ამიტომ ვახტანგი იძულებული გახდა, მარტოს დაეწყო ბრძოლა მტრის წინააღმდეგ. მეფეს მუზარადის წინა მხარეს მგელი ეხატა, მეორე მხარეს კი - ლომი და სწორედ ამ ბრძოლის დროს შეარქვეს სპარსელებმა მას გორგასალი. „დურ აზ გორგასალ!“ - „მოერიდეთ თავსა მგლისასა“, - ასე აფრთხილებდნენ ერთმანეთს ისინი.

 

ოთხ თვეს მიმდინარეობდა ეს ბრძოლა. ამასობაში კეისარმაც მოაშველა ვახტანგს ბერძენთა ოთხმოცი ათასი მხედარი.

 

სპარსთა მეფემ, როგორც კი შეიტყო ბერძენთა მოსვლის ამბავი, შეეშინდა და მოციქულები მიუგზავნა ვახტანგს შესარიგებლად. ვახტანგმა შეუთვალა: ხომ იხილე ჯვრის ძალა. სანამ იგი გამოჩნდებოდა, ყველანი ხარკს გიხდიდით, ახლა კი შენივე მოხარკე ბერძენნი გიოხრებენ ცეცხლის სამსახურებელთ. ტყუილად გვებრძვი სჯულის დასატოვებლად, ჩვენ მზადა ვართ მოვკვდეთ მისთვის; ვინც ჩვენთვის ეცვა ჯვარს, ის ისევე აღგვადგენს ჩვენ. ხოლო შენ, თუ ცეცხლს მიატოვებ და ჩვენს ქრისტეს აღიარებ, მამად მიგიჩნევ.

 

ვახტანგი და სპარსთა მეფე ხვასრო ერთმანეთს ტკბილად შეხვდნენ, მართალია, ორივე მტკიცედ დადგა თვის სჯულზე, მაგრამ ამავე დროს მშვიდობა და სიყვარულიც შეჰფიცეს ერთმანეთს. ხვასრომ უთხრა მეფეს, რაც გინდა მთხოვე, შეგისრულებო. მაშინ მეფემ სთხოვა, შენსა და კეისარს შორისაც მინდა მშვიდობა იყოსო.

 

ხვასრო შეწუხდა იმიტომ, რომ სწორედ ახლა აპირებდა საბერძნეთზე გალაშქრებას, უნდოდა ესარგებლა კეისრის ხაზარეთში ყოფნით და დაებრუნებინა თავისი მიწები, რომელიც საბერძნეთს ჰქონდა მიტაცებული.

 

ვახტანგისა და ხვასროს საუბარს ბერძნეთა ეპისკოპოსი ლეონ ანთიპატიც ესწრებოდა და გაიგო თუ არა ხვასროს განზრახვა, გახარებულმა უთხრა, რომ საბერძნეთი თანახმაა უბრძოლველად დაგიბრუნოს შენი მიწები, საამისოდ წერილიც მაქვს კეისრისგან გამოტანებულიო. ხვასროს ძალიან გაუხარდა ეს. მაშინვე გადაიფიქრა საბერძნეთზე გალაშქრება, ოღონდ ვახტანგს სთხოვა, ხომ იცი, სპარსეთში რომ დავბრუნდები ბერძნებზე შურისძიების გარეშე, მოხუცები რა დღეში ჩამაგდებენ, მოდი შენი და მომეცი ცოლად, რომ თავი თქვენთან დამოყვრებით ვიმართლო. თანაც გამომყევი და აბაშთა, ელამთა, ჰინდოთა და სინდთა წინააღმდეგ ბრძოლაში დამეხმარე, რომ ისინი მოხარკედ გავიხადო და ამით დავაცხრო მოხუცთა გულისწყრომა ბერძენთა გამოო.

 

ვახტანგი ყველა პირობაზე დათანხმდა ხვასროს. მაშინ ლეონ ანთიპატმა მადლობა გადაუხადა ბერძენთა კიდევ ერთხელ გადარჩენისათვის მეფე ვახტანგს და პირველად ათი ათასი მხედრით, მერე კი დანარჩენით დახმარებას დაპირდა.

 

ვახტანგმა მეფედ თავისი ხუთი წლის შვილი დაჩი დატოვა ქართლში. დაუტოვა მას მეურვედ შვიდი წარჩინებული. თვითონ არტვაზი, ნასარი, ბივრიტიანი და საურმაგი იახლა და თავისი ლაშქრით გაჰყვა ხვასროს სპარსეთში. გზად ვახტანგს ხვარანძე და დედამისიც დაემგზავრნენ, რომელთაც იერუსალიმში უნდოდათ სალოცავად წასვლა. ვახტანგმა დედა და და იერუსალიმში ჩაიყვანა და ისევ ხვასროს შემოუერთდა, რომელიც ანტიოქიაში ელოდა. მანამდე საბერძნეთში გაგზავნილ ლეონ ანთიპატი და არტავაზის მოვიდნენ ოციათასი რჩეული მხედრით და მოართვეს ხვასროს კეისრისაგან ძღვენი მიუწვდომელი.

 

ხვასრომ დიდი ქორწილი გადაიხადა სპარსეთში. ექვსი თვის შემდეგ კი შეერთებული ლაშქარი საბრძოლველად გაემართა. დაიპყრეს ჯორჯანეთი, ჰინდოეთი და შევიდნენ სინდეთს. სინდეთში საურმაგი, ეჯიბი ვახტანგისი, მოკლეს. მეფემ ძალიან განიცადა მისი სიკვდილი, თავზე ადგა და ისე დასტიროდა საურმაგს, როგორც საყვარელ ძმას. ამ დროს ქალაქის კარიდან გადმოდგა სინდეთის მეფე და ვახტანგს ხმამაღლა გამოსძახა:

 

- შენ იმ ყვავს ჰგავხარ, მეფეო, არწივისგან დაგლეჯილი ქორი რომ იხილა და ნაცვლად იმისა, წესისამებრ სხვა ყვავებისთვის ეხმო და მათთან ერთად მოეკლა თავისი დაუძლურებული მტერი, მოვლა დაუწყო და საჭმელად მკალი და გველი მოჰქონდა. წამოიზარდა ქორი და იფიქრა, ამ საჭმელმა მე რა უნდა მიყოს, ჯობია თვითონ ყვავი შევჭამო, რომ მოვღონიერდე და გავფრინდე. შეჭამა და სწორიც ქნა, რადგან ამით განერიდა სიკვდილს, ხოლო ყვავმა რადგან თავის წესისამებრ არა ჰქნა თავიდანვე იმიტომაც მოკვდა.

 

ეგ სპარსელნი მთელი თავისი ცხოვრება ჯვარსა და მის მსახურთ მტრობენ, ახლა დაუძლურდნენ და თავს ცბიერებით ისე გაჩვენებენ, თითქოს უყვარდეთ. შენი შეწევნით მოღონიერდებიან და ისევ დაიწყებენ ჯვარის მსახურთა ხოცვას. აი რას უმზადებ შენ შენს თავსაც და სხვა ქრისტიანებსაც!

 

- უგუნურო, - უპასუხა ვახტანგმა, - თაგვის მსგავსი ხარ შენ, მიწის სიბნელის გარდა არ გინახავს არაფერი. გაუგებარია შენთვის ბრწყინვალება მზისა და მშვენიერება ველის. ბრმა ხარ და ყრუ, არც გესმის და არც უწყი ცხოვრება სულიერი, არც სურვილი გაქვს შენ საუკუნო ცხოვრებად მისვლის, არც ნათელს სცნობ დაუსრულებელს და არც ღმერთს შემოქმედს ყოველთასა, რომლის მიერაც შეიქმნა ყოველივე.

 

ჩემი აქ ყოფნით მე იერუსალიმი გადავარჩინე - ქალაქი წმინდა. გადავარჩინე ასევე ქრისტიანული ქვეყნები, რომელთა მოსაოხრებლადაც ემზადებოდა სპარსთა მეფე. ბევრი სული დავიხსენი ჩემი აქ მოსვლით და თუ, როგორც შენ ამბობ, სპარსელები ოდესმე თავს დამესხმიან, მაშინ სწორედაც რომ ძალითა და შეწევნითა ქრისტესითა, ქრისტიანები დამეხმარებიან და მიხსნიან განსაცდელისგან. და ასეც რომ არ იყოს, მე მაინც მოვიდოდი აქ იმიტომ, რომ სპარსელები ნათესავები არიან ჩემი და მეორეც, მართალია, ჭეშმარიტ სარწმუნოებას არ ადგანან, მაგრამ სულიერი ცხოვრება მაინც სწამთ, - განსხვავებით თქვენგან, რომელნიც ისევე უმეცარნი ხართ, როგორც ქორნი.

 

სწორად ამ უმეცრების გამოა თქვენი გონება საძაგელი. ამიტომაც აქებ უმადურ ქორს, რომელმაც თავისი გამზრდელი შეჭამა. ჩვენი ბუნება კი ასეთია: კეთილისმყოფლისთვის უნდა დავდვათ სული ჩვენი და მოვიგოთ მადლი ღმერთისაგან, ვპოვოთ ცხოვრება საუკუნო და სოფელსა ამას მოვიგოთ ქება კაცთაგან.

 

სინდთა მეფე დაემუქრა ვახტანგს; გამოვალ, მოგკლავ და ახლავე გაზიარებ მომავალ დიდებას, რადგან ასე გჯერა ამისიო და ჰოროლით შეიარაღებული გამოვიდა ვახტანგის წინააღმდეგ.

 

ვახტანგმა მარჯვენა ბეჭში სცა ჰოროლი სინდთა მეფეს. მეორედ აღარ შემოუქნევია და თრევით მიიყვანა იგი სპარსთა მეფის წინაშე, ოღონდ სთხოვა, მოეყვანა მისთვის მკურნალი, შემდეგ კი შეეწყნარებინა და ცოცხალი გაეშვა.

 

სინდთა მეფემ სიყვარულით გადაუხადა მადლობა ვახტანგ მეფეს სიცოცხლისათვის და კიდევ იმისთვის, რომ ვახტანგმა მტერს მისი ოთხი ქალაქი არ ააოხრებინა.

 

მერვე წელს ვახტანგ მეფე ქართლში გამობრუნდა, ლეონ ბერძენი კი კეისართან გააგზავნა ასულის სათხოვნელად და პეტრეს და სამოელის ჩამოსაყვანად.

 

როცა ქართლის ეპისკოპოსმა პეტრესა და სამოელის ჩამოსაყვანად მოციქულის გაგზავნის ამბავი გაიგო, გამწარდა და, სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრა, ცილი დასწამა მეფეს, - ქრისტე დაგიტოვებია და ცეცხლთაყვანისმცემლობა მიგიღიაო. არ მოუსმინა მეფის ახსნა-განმარტებას და ისე გაკადნიერდა, ხელიც კი გაარტყა მას და კბილი ჩამოაგდებინა.

 

მეფემ ხელი არ შეუბრუნა ეპისკოპოსს, ოღონდ უთხრა, რომ მას ეს შურით მოუვიდა, უწოდა იუდა და გაუგზავნა იგი დასასჯელად კონსტანტინეპოლის პატრიარქს, სადაც მას უყვეს კიდევაც ექსორია.

 

პატრიარქმა ქართლში თორმეტი ეპისკოპოსი გამოგზავნა, კათალიკოსად კი პეტრე აკურთხა. კეისარმა თავისი ასული ელენეც გამოუგზავნა მეფეს ცოლად.

 

მეფემ პეტრე მცხეთაში დასვა კათალიკოსად, სამოელიც იქვე, ეპისკოპოსად, დანარჩენები კი დაანაწილა: კლარჯეთში, ერუშეთის არტანში, წუნდაში, ჯავახეთს, მანგლისში, ბოლნისში, რუსთავში, ნინოწმინდაში, ჭერემში, ჩელეთში, ხორნაბუჯსა და აგარაკში.

 

შემდგომში ააშენა ეკლესია ნიქოზისა და იქაც დასვა ეპისკოპოსი.

 

ბერძენი მეუღლისაგან ვახტანგს სამი ძე და ორი ასული შეეძინა. დაჩის მისცა ქალაქი ჭერემისა და ნეკრესისა და ქალაქი კამბეჩოვანისა, თვითონ კი უჯარმას დაჯდა.

 

ამასობაში ხვასრო, მეფე სპარსეთისა გარდაიცვალა და ავიდა ტახტზე მისი ძე ხვასრო, რომელმაც ვახტანგს შემოუთვალა, საბერძნეთზე სალაშქროდ ვემზადები და გამომყევი, თანაც ასულიც მომათხოვე შენიო.

 

ამ დროს სამოცი წლის მეფე ვახტანგი ტფილისს აშენებდა. ხვასროს შემონათვალი რომ უთხრეს, ასე თქვა: „გადაეცით ხვასროს, ჯერ ჩვენთან საბრძოლველად გაემზადოს და მერე შევიდეს საბერძნეთში! აწ ცხოვრება ჩვენი იყავნ სასოებითა ჯვარცმულისათა“.

 

გაგზავნა მეფემ მალემსრბოლნი მთელს ქვეყანაში და იწყო საბრძოლველად მზადება, თან კეისარსაც შეუთვალა დახმარებოდა.

 

მოვიდა ხვასრო მეფე და შემუსრა ქალაქი კამბეჩოვანი, ჭერმის ციხე და ველისციხე. იორთან შეიბნენ სპარსელები და ქართველები და გაჩაღდა ფიცხელი ბრძოლა.

 

მეფემ კათალიკოსი იხმო და უთხრა:

 

- იცოდე, რომ ხარკისათვის კი არ გვებრძვიან სპარსელები, იმისთვის გვებრძვიან, რომ ქრისტე დაგვათმობინონ. ქრისტეს გარეშე სიცოცხლეს, ქრისტიანად სიკვდილი მირჩევნია და სასუფეველში ყოფნა, რადგანაც გვასწავლის იგი, რომ „რომელმან წარიწყმიდოს თავი თვისი ჩემთვის, მან პოოს იგი“.

 

ვახტანგის ლაშქარი ორასორმოცი ათასი კაცისგან შედგებოდა, ხოლო სპარსელთა - შვიდასოთხმოცი ათასისგან. მეფემ სამად გაყო თავისი ლაშქარი, ასი ათასი თვითონ გაიყოლა და ღამით თავს დაესხა იმ ადგილს, სადაც სპარსელთა მეფე იყო. ცისკრისას შეაღწია მან მეფის კარავში. მეფემ ცხენით გაასწრო, ვახტანგმა ძე მოჰკლა მისი, მოჰკვეთა თავი და სწორედ ამ დროს ვიღაც სპარსელმა აძგერა

Link to post
Share on other sites

შოთა რუსთაველი, რუსთველი (*დაახ. 1160/65 - ? ) - მე-12 საუკუნის დიდი ქართველი პოეტი და მოაზროვნე, ავტორი საქვეყნოდ ცნობილი პოემისა “ვეფხისტყაოსანი”. მსოფლიოს მრავალ ლიტერატურათმცოდნეთა მიერ მიიჩნევა შუასაუკუნეების მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წარმომადგენლად.

 

შოთა რუსთაველის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ჩვენამდე თითქმის არავითარ ცნობას არ მოუღწევია. რიგი ისტორიული, ლიტერატურული და ფოლკლორული წყაროების საფუძველზე იქმნება დიდი პოეტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის არაერთი ვერსია. რუსთაველის ბიოგრაფიული მონაცემების დასადგენად ერთ-ერთი ძირითადი წყარო თვით მისი პოემაა.

 

რუსთაველის ავტორობას გვიმოწმებს ვეფხისტყაოსნის პროლოგი ("დავჯდე, რუსთველმან გავლექსე, მისთვის გულ-ლახვარსობილი", "მე, რუსთველი, ხელობითა ვიქმ საქმესა ამა დარი"), ეპოლოგი, აგრეთვე XV-XVIII საუკუნეების ქართული მწერლობა (ამაზე ადრინდელი ცნობები არ მოგვეპოვება). სახელწოდება რუსთაველი (რუსთველი) უკავშირდება გეოგრაფიულ პუნქტს რუსთავს და ნიშნავს რუსთავის მკვიდრს ან რუსთავის ციხე-ქალაქის გამგებელს, მეპატრონეს. იმდროინდელი საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური სინამდვილე გვაფიქრებინებს, რომ მეორე მნიშვნელობა უნდა იყოს სწორი. რუსთაველის სახელის შესახებ პირდაპირ ცნობას გვაწვდიან თეიმურაზ I (იგი ვეფხისტყაოსნის პერსონაჟთა შესახებ ამბობს:"ესენი შოთა რუსთველმან შეამკო არსთა მკობითაო") და XVII-XVIII საუკუნეებში სხვა ქართველი მწერლები. ამასვე ადასტურებს რუსთაველის ფრესკული პორტრეტი XIII საუკუნის I ნახევრის წარწერით, რომელიც რესტავრირებული სახითაა შემონახული იერუსალიმის ჯვრის მონასტრის სვეტზე (გაბაშვილი, ტიმოთე|ტ. გაბაშვილის მიერ 1757-1758 ნანახი და შემდეგში ზეთის საღებავების სქელი ფენით დაფარული ფრესკა გამოავლინა იერუსალიმის სამეცნიერო ექსპედიციამ) და ამავე საუკუნეში მონასტრის სააღაპო წიგნში მოსახსენებელი "შოთაჲსა მეჭურჭლეთუხუცესისაჲ", რომელიც იგივე რუსთაველი უნდა იყოს. ფრესკის წარწერის მიხედვით, რუსთაველს შეუკეთებია და განუახლებია ჯვრის მონასტერი.

 

სავარაუდოა, რომ პოეტი ყოფილა სამეფო კარის დიდი მოხელე, ვაზირი, თამარ მეფესთან დაახლოებული პირი. როგორც მეჭურჭლეთუხუცესს, მას ევალებოდა ქართულ საკულტო ძეგლებზე, მ. შ. ჯვრის მონასტერზე ზრუნვა. გამოთქმულია მოსაზრება, რომ პოეტი სიცოცხლის მიმწურს გაემგზავრა იერუსალიმში, აღიკვეცა ბერად, იქვე აღესრულა და იქვეა დასაფლავებული. არ მართლდება გადმოცემა პოეტის ბერად შედგომაზე: ფრესკაზე გამოხატული ქართველი დიდებული ერისკაცის სამოსელშია გამოწყობილი. თანაც რუსთაველს, როგორც ვაზირს, შეეძლო საქართველოდანვე წარემართა მონასტრის შეკეთება-განახლებისათვის საჭირო საქმიანობა. რუსთაველის ბიოგრაფიულ ცნობების სემცველ სხვა წერილობით წყაროებს ჩვენამდე არ მოუღწევია. ხალხური გადმოცემით, პოეტი მესხი უნდა იყოს. მესხად თვლის მას პოეტი არჩილ II. ვეფხისტყაოსნის გაგრძელებანიც მიგვანიშნებს შოთას მესხურ წარმოშობაზე. შეასძლებელია სახელწოდება რუსთაველი უკავშირდებოდეს მესხეთის რუსთავს, რომელიც მდებარეობს ახალციხე-ასპინძის შარაგზის მახლობლად.

 

პოეტის დაბადების თარიღად მიიჩნევენ 1160-1165 წლებს. ის ცხოვრობდა საქართველოს მეფის თამარისა და მისი მეუღლის დავით სოსლანის ზეობის პერიოდში, ქართული სახელმწიფოსა და მისი ხალხის მატერიალური და სულიერი აყვავების პერიოდში.

 

1960 წელს პალესტინაში გაემგზავრნენ ქართველი მეცნიერები ი. აბაშიძე, გ. წერეთელი, ა. შანიძე, რომელთაც იერუსალიმის ჯვრის მონასტერში მოიძიეს და გადაიღეს სვეტზე გამოსახული შოთა რუსთაველის პორტრეტი. აქ მოპოვებული მასალით დასტურდება, რომ იგი იყო მეჭურჭლეთუხუცესი თამარის კარზე. ლეგენდის თანახმად, პოეტი გარდაიცვალა ჯვრის მონასტერში, თუმცა ეს ვერსია სადავოა.

 

შოთა რუსთაველმა, როგორც ჩანს, ბრწყინვალე განათლება მიიღო ჯერ საქართველოში, იყალთოს აკადემიაში, შემდეგ - ბიზანტიაში; შეისწავლა ბერძნული, არაბული და სპარსული ენები, იცნობდა არა მარტო ქართველ მოაზროვნეთა ნაშრომებს, არამედ ანტიკურ ფილოსოფიას, ემპედოკლეს, ჰერაკლიტეს, პლატონის ნაშრომებს, აღმოსავლურ ლიტერატურას (ფირდოუსი, გურგანი, ნიზამი და სხვა). ყოველივე ეს, აგრეთვე პოეტის განსწავლულობა ასტრონომიაში, ასტროლოგიაში, გეოგრაფიაში, მედიცინაში, ფილოსოფიაში, სამართალში, ისტორიაში, სამხედრო საქმეში და სხვა, ასახულია მის პოემაში.

 

საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი ჯილდო ხელოვნებისა და ლიტერატურის დარგში შოთა რუსთაველის სახელს ატარებს (შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემია). თბილისის მთავარ გამზირსაც რუსთაველის სახელი ჰქვია. ასევე არსებობს შოთა რუსთაველის სახელმწიფო აკადემიური თეატრი, შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან, და ა.შ.

Link to post
Share on other sites

დავით IV აღმაშენებელი (დ. 1073, ქუთაისი - გ. 24 იანვარი. 1125), საქართველოს მეფე 1089-1125, გიორგი II-ის ძე, ბაგრატიონთა დინასტიიდან. ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი მონარქი, მოახერხა თურქ-სელჩუკთა ქვეყნიდან განდევნდა 1121 წელს დიდგორის ბრძოლაში მნიშვნელოვანი გამარჯვებით. მის მიერ არმიაში და მმართველობის სისტემაში გატარებულმა რეფორმებმა შესაძლებლობა მისცა ქვეყანა გაეერთიანებინა და მთელი კავკასიის მიწების საქართველოს დაქვემდებარებაში შემოეყვანა. ქრისტიანული კულტურის წამხალისებელი და თავად თავდადებული ქრისტიანი საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ წმინდანად არის შერაცხული.

 

გელათის მონასტრის ფრესკაზე გამოსახული დავით აღმაშენებელი ხელში საკუთარი ანდერძითა და ტაძრის მაკეტით.

 

 

 

დავითი, გიორგი II–სა და ელენეს ერთადერთი ვაჟი, დაიბადა 1073 წელს სატახტო ქალაქ ქუთაისში. მისი უფლისწულობა მოკლე აღმოჩნდა, რადგან ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარების გამო, მამამისი იძულებული შეიქმნა ტახტიდან გადამდგარიყო და 16 წლის ძე გაემეფებინა. ეს ფაქტი დავითის კარგ განათლებაზე და სახელმწიფო საქმეში გათვიცნობიერებულობაზე უნდა მეტყველებდეს.

 

დავით IV–ს მემკვიდრეობად ერგო თურქ-სელჩუკებისაგან დარბეული ქვეყანა, დაცარიელებული ქალაქები და სოფლები, მთებში გახიზნული დამშეული მოსახლეობა, და ხარატასთვის დაუწერელი 10–იანი . გამეფებისთანავე დაიწყო ყმა-მოლაშქრეთა და მსახურეულ აზნაურთაგან მხედართა რაზმების შექმნა. ერთგული რაზმებით მეფე თავს ესხმოდა თურქ-სელჩუკებს, ავიწროვებდა მათ, სდევნიდა და მთაში გახიზნულ მოსახლეობას ბარად ჩამოსვლის პირობებს უქმნიდა.

 

დავით IV ებრძოდა სახელმწიფოს ცენტრალიზაციის მოწინააღმდეგე დიდგვაროვან ფეოდალებს. 1093 წელს მან გამდგარი ლიპარიტ IV ბაღვაში შეიპყრო. თუმცა მონანიების შემდეგ გაათავისუფლა და ძველი ღირსებებიც დაუტოვა, მაგრამ ხელახალი ღალატის გამო, 1094 წელს კვლავ შეიპყრო და ორი წლის პატიმრობის შემდეგ საქართველოდან გააძევა. 1103 ლიპარტის ძის რატის გარდაცვალების შემდეგ დავით IV-მ გააუქმა კლდეკარის საერისთავო და ბაღვაშთა მამულები სამეფო დომენად გახადა, შემდგომში ნაწილი (არგვეთი) გელათის მონასტერს გადასცა. ამავე წელს დაამარცხა სამეფო კარის მოწინააღმდეგე ფეოდალები ― ძაგან და მოდისტოს აბულეთისძეები.

 

საერო დიდგვარიანებთან ერთად მეფე ცენტრალური ხელისუფლების მოწინააღმდეგე საეკლესიო ფეოდალებსაც ებრძოდა. 1103 მეფის თაოსნობით მოიწვიეს რუის-ურბნისის საეკლესიო კრება, რომელმაც სამეფო ხელისუფლების განმტკიცების ღონისძიებები გაატარა (უღირსი თანამდებობის პირების გადაყენება და მათ ნაცვლად მეფის ერთგულთა არჩევა, სასულიერო თანამდებობის პირთა ხელდასხმის წესის დამტკიცება, გვირგვინის კურთხევის წესის დაკანონება და სხვ.). ეს ღონისძიებანი ჩამოყალიბებულია კრების მიერ მიღებულ დოკუმენთში "ძეგლისწერაჲ რუის-ურბნისის კრებისაჲ". სახელმწიფოს ძლიერების განმტკიცების საქმეში უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ჭყონდიდლისა და მწიგნობართ-უხუცესის თანამდებობების გაერთიანებას მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდლის თანამდებობის შექმნას (სავარაუდებელია 1103-04). ამ თანამდებობის პირი ერთსა და იმავე დროს მაღალი სამოქალაქო და საეკლესიო მმართველი იყო.

 

ეკონომიკური:

 

დავით IV-მ მთელი რიგი ღონისძიებები გაატარა სამონეტო საქმის მოსაწესრიგებლად. მოჭრა მონეტები როგორც ქართული, ისე არაბული ზედწერილით და რამდენადმე შეცვალა მონეტის ტიპი. რეფორმის შედეგად განმტკიცდა ფულის კურსი. მის დროს დიდი მნიშვნელობა მიენიჭა განსაკუთრებულ სასამართლო დაწესებულებას — სააჯო კარს.

 

სამხედრო:

 

ფეოდალური ლაშქრის პრინციპზე აგებული ჯარი შინაგან ერთობას მოკლებული იყო. მტრის საბოლოო დაძლევისათვის საჭირო იყო ქვეყნის შეიარაღებულ ძალთა გარდაქმნა. დავით IV-მ ჩაატარა სამხედრო რეფორმები: ჯარი საგანგებოდ გაწვრთნა და იქ მტკიცე დისციპლინა დაამყარა, გარდაქმნა ბრძოლის ტაქტიკა. ამასთან, 1118-20 ჩრდილოეთ კავკასიიდან გადმოიყვანა და საქართველოში (ვარაუდით ქართლში) დაასახლა ყივჩაღთა 40 ათასი ოჯახი. მათგან მეფემ შექმნა მუდმივი ჯარი ― ორმოციათასიანი ლაშქარი, ერთგულ მოლაშქრეთაგან კი შეადგინა ხუთიათასიანი პირადი გვარდია ― "მონა-სპა".

 

1099 დავით IV-მ თურქ-სელჩუკებს ხარკი შეუწყვიტა. ქვეყანამ სრული დამოუკიდებლობა მოიპოვა. ამ დროიდან დაიწყო საქართველოს ეკონომიკური და კულტურული აღმავლობა. თურქ-სელჩუკთა ალაგმვის შემდეგ დავით IV შეუდგა ქართული მიწა-წყლის სრული გაერთიანებისათვის ბრძოლას. 1103 აიღო ზედაზენი. 1104 საქართველოს გაერთიანების მომხრე ჰერეთ-კახეთის დიდებულების (ქავთარისა და მისი დისწულების ― არიშიანისა და ბარამის) დახმარებით შემოიერთა ჰერეთი და კახეთი.

 

მოხარკე ქვეყნების დაკარგვა მძიმე დანაკლისი იყო თურქ-სელჩუკთათვის და სულთნის დიდმოხელემ, განძის ათაბაგმა ლაშქრობა მოაწყო საქართველოს მეფის ჰერეთ-კახეთიდან განსადევნად. 1104 ერწუხთან ბრძოლაში საქართველოს მხედრობამ გაიმარჯვა. განსაკუთრებული ვაჟკაცობა გამოუჩენია ომში დავით IV-ს.

 

1110 ქართველთა ლაშქარმა სამშვილდე აიღო, 1115 ― რუსთავი, 1117 ― გიში, 1118 ― ლორე. 1121 აგვისტოში დავით IV-ის მეთაურობით ქართველებმა ძლევამოსილი ომი გადაიხადეს მუსლიმანთა კოალიციური ლაშქრის წიააღმდეგ. ბრძოლა დიდგორთან მოხდა. ქართველებმა გაიმარჯვეს დავითის მოხერხებული ტაქტიკის წყალობით. დავითს ამ ომში მოუწია თავისი 55 - ათასიანი ლაშქრით შებმოდა თურქ - სელჩუკთა 300 - ათასიანი არმიას. მეფემ იმისათვის, რათა არ გაქცეულიყვნენ ბრძოლის ველიდან მეომრები. უკან წასასვლელი გზა ჩახერგა. გადაწმყვეტი ბრძოლის წინ მან შემდეგი სიტყვები წარმოთქვა: "ეჰე, მეომარნო ქრისტიანნო. თუ ქვეყნისა და ღვთის რჯულის დასაცავად ვიბრძოლებთ არათუ ეშმაკის ურიცხვ მიმდევართა ლაშქარს, არამედ თვით ეშმაკებსაც დავამარცხებთ.მაშ, ვილოცოთ სამშობლოსა და ქრისტესათვის და ფიცი დავდოთ, რომ აქ, ბრძოლის ველზე უფრო დავიხოცებით ვიდრე შერცხვენილნი გავიქცევით. ახლა კი ამ ხეობის შესავალი, რომლითაც აქ შემოვსულვართ, ხეთა ხშირი ხორგებით შევკრათ, ვინძლო ვისმეს გულში ჩარჩენილი გაქცევის სურვილი ამით ამოიქოლოს. მაშ გაემზადეთ ძმანნო და შვილნო, ქრისტესათვის და სამშობლოსათვის." ისტორიკოსებმა ამ შეტოქებას მუსლიმ ურიცხვ არმიასა და ქართველთა მცირერიცხოვან ლაშქარს შორის "ბრძოლაი საკვირველი" შეარქვეს.

 

ამ ომის გამარჯვებით მათ დაიცვეს სამშობლო სრული განადგურებისაგან. დიდგორის ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ, 1122 წელს დავით IV-მ თბილისი შემოუერთა საქართველოს სამეფოს.

 

დავით IV-ის ბრძოლებს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა შირვანისთვისაც. ქართველებისა და შირვანელების ერთობლივი ბრძოლის შედეგად შირვანი გათავისუფლდა სელჩუკი დამპყრობლებისაგან. 1124 დავით IV-მ შირვანი თავის გავლენას დაუმორჩილა. 1123 დავით IV-მ სომხეთის მრავალი ქალაქი აიღო. ამავე წელს სომეხი მოსახლეობის დახმარებით აიღო ანისიც.

 

დავით IV დიდად უწყობდა ხელს ვაჭრობისა და ხელოსნობის განვითარებას. მან შეღავათიანი პირობები შეუქმნა ვაჭრებს, ააგო ხიდები, გზები, ააშენა ფუნდუკები, სადაც სხვადასხვა ქვეყნის ვაჭრებს უფასოდ შეეძლოთ ღამისთევა. ამის შედეგად XII საუკუნის I მეოთხედში საქართველოში საქალაქო ცხოვრება განსაკუთრებით დაწინაურდა.

 

დავით IV-ის სახელთანაა დაკავშირებული გელათის ტაძრის მშენებლობა (დაუწყიათ 1106). მანვე დააარსა ქართული კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კერა ― გელათის აკადემია. დავით IV-ის განკარგულებით ააგეს ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია შიომღვიმეში.

 

 

 

დავით IV-ის კულტურულ-საგანმანათლებლო მოღვაწეობის შესახებ ქართველი ისტორიკოსების გარდა მნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდიან სომეხი მემატიანეები და მაჰმადიანი მწერლები. ისინი გვამცნობენ, რომ მეფეს ბიზანტიაში გაუგზავნია ახალგაზრდები ცოდნის მისაღებად; ცალკე სახლი აუგია მაჰმადიან მეცნიერთა, ფილოსოფოსთა და პოეტთათვის და თურმე ნივთიერადაც ეხმარებოდა მათ, ხანგამოშვებით კი საზეიმო დარბაზობასაც უმართავდა.

 

დავით IV-მ თავისი წვლილი შეიტანა ქართული ჰიმნოგრაფიის განვითარებაშიც. მას ეკუთვნის ორიგინალური პოეტური ნაწარმოები "გალობანი სინანულისანი", რომელიც შუა საუკუნეების ქართული კულტურის იდეოლოგიური და ესთეტიკური მრწამსის გამოხატულებაა. იგი ეძღვნება სასულიერო ლირიკაში ღრმად დამუშავებულ (ეფრემ ასურის, იოსებ და თეოდორე სტუდიტეების, ანდრია კრეტელის, იოანე დამასკელის და სხვათა საგალობლები) სინანულის მოტივს. საგალობელში გადმოცემულია ზოგადსაკაცობრიო სევდა. დავით IV თავს ადარებს უმძიმესი ცოდვის ჩამდენთ და გამოთქვამს აზრს, რომ არ არსებობს დანაშაული, რომელიც მის სულს არ ამძიმებდეს. თავის ასეთ დამდაბლებაში ვლინდება ზნესრული ადამიანის მაღალი ეთიკური მრწამსი. დავით IV-ის საგალობელში შეცოდებათა შეგნებით უკვე დაძლეულია ცოდვა და ადამიანის დაცემით გამოწვეულ სევდას ახლავს ნათელი ტონები ადამიანის სრულქმნის ღრმა რწმენისა. "გალობანი სინანულისანი" ქართული ლირიკის შედევრთა რიგში შეიძლება დავაყენოთ, რადგან მასში ავტორის ინდივიდუალური განცდა ამაღლებულია ზოგადსაკაცობრიო ტკივილამდე და მეფის ღაღადი თავის ცოდვილ ბუნებაზე საზ. რეზონანს იძენს.

 

დავით IV-ის ეპოქა იყო მწვავე კლასობრივი და შინაკლასობრივი ბრძოლების ხანა. ქვეყნის სიძლიერისა და ცენტრალიზაციის შენარჩუნებას მეფე შინაკლასობრივი მტრების (ცენტრალიზაციის მოწინააღმდეგე დიდგვარიანები) დათრგუნვისა და მოსახლეობის ექსპლუატაციის ხარჯზე ახერხებდა. მთელი მისი მოღვაწეობა ემსახურებოდა ფეოდალური საქართველოს გაძლიერება-ცენტრალიზაციას.

 

„ქრისტე, ადიდე დავით მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა, სომეხთა“

 

დავითამდე ქართველ მეფეებს ჰქონდათ როგორც უცხოური (უმეტესად ბიზანტიური), ისე ქართული ტიტულები. ბიზანტიური ტიტულებიდან ქართველი მეფეები ატარებდნენ პატრიკიოზის, მაგისტროსობის, ნოველისიმოსის, სევასტოსისა და კურაპალატის ტიტულებს, რომელთაგან უმაღლესი კურაპალატობა იყო. თვით ბიზანტიაში სულ 18 ტიტული არსებობდა და ყველაზე საპატიო ტიტულს მეთვრამეტე - კეისარობა წარმოადგენდა, კურაპალატობა მეთექვსმეტე ტიტული იყო, ანუ მნიშვნელობით მესამე ადგილზე იდგა.

 

ქართველებიდან ბიზანტიამ ეს ტიტული პირველად ქართლის ერისმთავარს გუარამს მიანიჭა. დავით აღმაშენებელმა ერთიან საქართველოს მეფეთაგან პირველმა უარყო ბიზანტიური საკარისკაცო ტიტულები, როგორც ნიშანი ბიზანტიის ხელმწიფესთან თანასწორობისა.

 

ქართული ტიტულატურა (ტიტულების ჯგუფი), ჩამოყალიბებას ბაგრატ III–ის დროს იწყებს და დავითის შემდეგაც გრძელდება. ბაგრატმა აფხაზეთისა და ტაო-კლარჯეთის სამეფოები გაეერთიანა და შედეგად მიიღო ტიტული – „მეფე აფხაზთა და ქართველთა“რანისა (არანი) და კახეთის შემოერთების შემდეგ, ქართველ მეფეთა ტიტულიც იზრდება და დავითი იწოდება: „მეფე აფხაზთა და ქართველთა, რანთა და კახთა“. მოგვიანებით ამას ემატება წოდება „მეფე სომეხთა“. მას მერე რაც დავითმა ლორე-ტაშირის სამეფო გაათავისუფლა და სომხეთის მეფეები დაიმორჩილა, ქართველ მეფეთა სრული ტიტული გახდა: „მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა, სომეხთა“

 

ლორე-ტაშირის გარდა შარვანიცა და ანისიც დავით აღმაშენებელმა სიცოცხლის ბოლო წლებში შემოიერთა და მისი მემკვიდრეების ტიტულატურაში აისახა კიდეც ეს მოვლენა. კერძოდ, მათი ტიტულატურა ასეთი იყო: „მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა მეფისა და შარვანშა და შაჰანშა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა“.

დავით აღმაშნებლის საფლავი, გელათი

 

 

ბაგრატიონთა სამეფო დინასტიას სათავე დაუდო აშოტ I-მა 809 წელს, შექმნა რა ტაო-კლარჯეთის სამეფო. 978 წელს ბაგრატ III სამი ქართული სამეფოს გაერთიანებით ქმნის გაერთიანებული ქართული სამეფოს.

 

ერთიანი საქართველოს სამეფო გენეალოგია დავითამდე, ასეთია:

ბაგრატ III (978-1014)

მართა(?);

გიორგი I (1014-1027)

მარიამ არწრუნი (?), ვასპურაკანის მეფის სენაქერიმ II-ის ასული;

ბაგრატ IV (1027-1072)

ელენე არგიროსი (?), ბიზანტიის იმპერატორ რომანოზ III–ის ასული (მალევე გარდაიცვალა).

ბორენა (?), ოსთა მეფის ასული ;

გიორგი II (1072-1089)

ელენე (?);

დავით IV

 

დავით IV სხვადასხვა დროს ორჯერ იყო დაქორწინებული:

რუსუდანი (?), სომხეთის მეფის ასული. მოგვიანებით ის მონაზვნად აღკვეცეს. შვილები:

დემეტრე I;

გურანდუხტი (?), ყივჩაყთა მთავრის ათრაქას ასული. შვილები:

ვახტანგი (ცუატა), თამარი, კატაჲ (ირინე), თამარ მრწემი[3].

 

უფროსი თამარი ცოლად ჰყავდა შირვანის შაჰს, მანუჩარ II-ს, კატაჲ (შემდგომში ირინე) – ბიზანტიის კეისარ იოანე კომნენოსის უმცროს ძმას, ალექსის, ხოლო თამარ მრწემი – ოსეთის მეფეს (იქორწინა დემეტრე I-ის დროს).

 

ლონდონში, ბრიტანეთის მუზეუმში მუზეუმში დაცულია სპილენძის უნიკალური მონეტა, სავარაუდოდ 1118-1125 წწ. მონეტაზე გამოსახულია გვირგვინოსანი მეფე ბიზანტიურ საიმპერატორო სამოსში და მოცემულია ერთიანი საქართველოს მეფეთა სრული ტიტულატურა: „მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა, სომეხთა“[4].

უფლისწული ვახტანგი, დავითის საგანგებო ანდერძით, დემეტრეს უნდა აღეზარდა და თავის შემდგომ სამეფო მისთვის დაეტოვებინა, თუმცა დემეტრემ ანდერძი არ შეასრულა[საჭიროებს წყაროს მითითებას];

დავით აღმაშენებლის დროშაზე გამოსახული იყო ჯვარი და მარტორქა ცხენი

 

დავით აღმაშენებლის მონეტა

 

 

დავით აღმაშენებლის დროშა. დროშაზე გამოსახულია ჯვარი და მარტორქა.

Link to post
Share on other sites

ნამდვილი ქართველი!!!! სულით, გულით, ცხოვრებით, შეგნებით, დიდი აკაკი წერეთელი. მის ერთერთ მოთხრობა-ზღაპარს წარმოგიდგენთ წაიკითხეთ ხალხო!

 

 ,,კუდაბზიკეთი" აკაკი წერეთელი

 

(ზღაპრული მოთხრობა)

 

იყო და არა იყო რა. იყო დრო, როცა ადამიანს ყველა გრძნობაზე უფრო შიშის გრძნობა ჰქონდა გამოფხიზლებული და ყოველგვარ საშიშ-საზარელ არსებას, გინდ სულიერი ყოფილიყოს და გინდ უსულო, ყოვლის შემძლებელად ისახავდა, აღმერთებდა და თაყვანსა სცემდა. მრავალღმერთობის დრო იყო და ყოველ ერს თავისი შესაფერი ღმერთი ჰყავდა: ზოგს ლომი, ზოგს სპილო, ზოგს გველეშაპი, ზოგს დიდი გველი და სხვანი. ერთი სიტყვით, ვისთვისაც რა უფრო საშიში და საფრთხილო იყო, იმას ემონებოდნენ. სხვათა შორის, იყო ერთი ქვეყანაც „კუდაბზიკეთი“, ოდესმე სახელგანთქმული და მოწონებული, მაგრამ ბოლოს კი ისე დაცემული და დაჩიავებული, რომ მისი მკვიდრები ნაცარქექიაობის მეტს ვეღარას ახერხებდნენ: უჯდნენ კერას და ერთმანეთს უჩუჩხურებდნენ. მათთვის რაღა საჭირო იყო ან ლომი, ან ვეშაპი, რომ მათი მაწუხებელი ჭიაღუაც დიდი რამე ეგონათ? და მოინდომეს მკბენარის თაყვანისცემა, მაგრამ არ იცოდნენ ვისთვის მიეცათ უპირატესობა: ტილისათვის თუ რწყილისათვის? ზოგს ის მოსწონდა, ზოგს ეს!.. არჩევანზე მივიდა საქმე. კუდაბზიკელები ორად გაიყვნენ. ერთმა მხარემ ტილი გამოიყვანა თავის კანდიდატად და მეორემ რწყილი. ვერ შეთანხმდნენ, მოუვიდათ ჩხუბი და ნაცარმტუტი აადინეს. დაერიენ ერთმანეთს და აღარ ზოგავდნენ. ამ საბრალოებს სულ კერას ძირში ეძინათ, არაფერს არ დასდევდნენ, არა ეინტერესებოდათ რა, და მხოლოდ სამ წელიწადში ერთხელ, არჩვენების დროს გამოაჭყეტდნენ თვალებს ბეცად, ახორხოზდებოდნენ, აჭიჭყინდებოდნენ, ერთმანეთს ნაცარს აყრიდნენ თვალებში და არჩევნებს რომ მორჩებოდნენ, ისევ ისე ჩვეულებრივად მიეგდებოდნენ კერას ძირას... ცარიელი გუდა ადვილი გასაბერავია!.. კაციც ასეა: რაც უფრო ცარიელი აქვს თავი და გული, უფრო მალე იბერება და თავის თავიც დიდ რამედ მოაქვს. კუდაბზიკების ქვეყანაშიც ეს სენი საერთოდ იყო მოდებული; ათში ცხრა იბერებოდა და სხვის თვალში რომ ბეწვს ეძებდა, თავისაში დვირესაც ვეღარ ხედავდა. დიდი და პატარა ენად იყო გადაქცეული; ტიტინობდნენ და ლაქლაქობდნენ! ერთი მათგანი რომ იტყოდა, მაგალითად, „შარშან ზამთარში კურდღელი მოთოვაო“, მეორე დაუმოწმებდა: „მართალიაო! და შიგადაშიგ შველიც გამოურიაო“. ყველა ტრაბახობდა, ყველა თავის თავზე ლაპარაკობდა, გაისმოდა განუწყვეტელი „მე, მე და მეო!“ ასე რომ ბრმას რომ ყური დაეგდო, იფიქრებდა: აქ სწორედ სადღაც თხის ჯოგიაო. მართალია, თითო-ოროლა შეგნებული და ქვეყნისთვის გულშემატკივარი მათშიაც ერია, მაგრამ იმ არევ-დარევაში და საერთო ხორხოზში ვინღა რას გაიგონებდა, რომ ყურთასმენა აღარსად იყო.

 

- თქვე უბედურო, ნაცარქექიებო, მოეგეთ გონებას, - ურჩევდნენ შეგნებულები საბრალო თანამემამულეებს, - რა დროს ეგ წილადობილაა?.. რას გადაჰყოლიხართ მაგ „რწყილობია-ტილობიას“? ისე როგორ დაგაბრმავათ ცოდვამ, რომ ცხვირს იქით ვეღარასა ხედავთ? ქვეყანას ნადირ-მხეცები შემოსევიან, ლამის გაგვანადგურონ, ერთი ტყვილა შემქაქანებელიც არსადა სჩანს და თქვენ კი ჭიანჭველეთში გინდათ თავი ისახელოთ და ისიც უკუღმართობითო!..

 

- არ შეიძლება, არ შეიძლება! - ყვიროდნენ ნაცარქექიები, - ჩვენც კაცები ვართ, ქუდი გვახურავს და ულვაშები გვასხია!.. სხვებს თუ ჰყავსთ სათაყვანო და არჩევნებში შედიან, ჩვენ რაღა ვართო?

 

- კი ბატონო! მაგრე იყოსო, - უპასუხებდნენ შეგნებულები. - აარჩიეთ მაგრამ მისთანა კი, რომ ვარგოდეს რამედ და ქვეყნის გამოსადეგი იყოს რამეშიო!.. თუ მართლა მწერ-ბუზებს იქით გზა აღარა გაქვსთ რა, ფუტკარი აირჩიეთ: ის მაინც თაფლსა და სანთელს აკეთებს; ან აბრეშუმის ჭია, დარაიას რომ გაძლევსთ! ან წურბელა, ცუდი სისხლის სხეულიდან გამომწოვიო და სხვანი...

 

- ეჰ, არა, არა! - გაიძახოდნენ ნაცარქექიები, - ფუტკარი მოუსვენარია, გარეთ დაბზუის აქეთ-იქეთ და ჩხვლეტაც მწარედ იცის, ყაჭის ჭია - მყრალია, წურბელი მოსისხარიაო და სხვანი. ბატონი ტილი და ბატონი რწყილი კი განუშორებლად სულ ჩვენთან არიან და მხოლოდ ამ ორ გვარს ეკუთვნის და შეშვენის ჩვენი თაყვანისცემაო! ამ ორს იქით გზა არა გვაქვს. ან ერთი უნდა ავირჩიოთ და ან მეორე და საქმე მხოლოდ ჯობინობაზე არის მიმდგარიო!

 

- სად თქვენი კანდიდატი და სად ჩვენიო? - გაიძახოდნენ ტილაძეები. - თქვენი ერთი გიჟი ვინმეა, მოუსვენარი, ხან აქ არის, ხან იქ, ერთ ალაგას ვერ მიისწრებ, ვერ გააჩერებ! ხან აქ შეძვრება და ხან იქ, დღედაღამ მოსვენებას არ იძლევა! სადაც არ გგონია, იქ გაჩნდება, სადაც არ ელი, იქ გიკბენს და თუ შეგატყოთ, ჩემი დაჭერა ინდათო, ისკუპებს და ცხრა მთას გადაევლება! ჩვენი კანდიდატი კი მშვიდობიანი, დარბაისელი, დამჯდარი ხასიათის, მორიდებულ-მოკრძალებული; შორს წასვლის თავი არა აქვს!.. მართალია ხანდახან ჩუმად იკბინება, ისე რომ ტანს მოგაფხანინებს, მაგრამ, თუ შეგატყო აღშფოთება, შეინანებს და იქვე სადმე ნაოჭში მიიმალებაო.

 

- ეგ ღირსება კი არ არის, წუნიაო, - უპასუხებდნენ რწყილაძეები, - ჩვენი კანდიდატი კი მარდია, ცოცხალი, მიხტი-მოხტის, ხან იქ შეძვრება, ხან აქ!.. გაგაღვიძებს, გამოგაფხიზლებს და გაგაშფოთებსო!.. თქვენი კი საზიზღარი რამ არის და ყოვლად საბრალო!

 

ასე ამგვარად, თავისებურად თავთავისას გაიძახოდნენ ორივე მხრით მოპირდაპირეები და მათ ბრძოლას დასასრული აღარ ჰქონდა. ბრძოლაც ხომ ახირებული იყო ამ ნაცარქექიებისა! არ იყო მისთანა უპატიური რამ, ერთმანეთისთვის არ შეეწამებინათ და არც უშვერი რამ, ერთმანეთისთვის რომ არ ეკადრებინათ! ამ არჩვნების დროს რომ „კუდაბზიკეთი“ გენახათ, იტყოდით: ქვეყანას სწორედ მტერი შემოჰსევია და ხალხიც საომრად მომზადებული დახვედრას უპირებს, რომ სამშობლო გადაარჩინოსო. მაგრამ რა ბრძანებაა!! ის მხოლოდ „რწყილობია-ტილობიას“ თამაში იყო!.. ამ არეულობის დროს გარეშე მტერმა ისარგებლა და სიცილით გაიძახოდა: „წამკიდებელო, წაჰკიდეო, ორივეს თავი წასწყვიტეო!..“ და მართლაც რომ „კუდაბზიკეთი“ დღითი-დღე სიგლახაკეში ვარდებოდა: ტურა-მელები ფრინველებს იპარავდნენ, მგლები - ოთხფეხს იტაცებდნენ და დათვი იქაურობას ტორავდა და ანადგურებდა, - ერთი სიტყვით, პატრონი აღარავინ იყო!.. ბოლოს ჩავარდა ქვეყანა იმისთანა განსაცდელში, რომ ტილიც დაავიწყდათ და რწყილიც!.. დიდი და პატარა ტირილით გაიძახოდა: „გვიშველეთ, ვინ ხართ მამაციო?!“ დაგვიანებული „ვაი! ვაი!“ და „გვიშველეთ!“ კარგად მოგეხსენებათ, ვერაფერი მალამოა წყლულისათვის, და საბრალო ნაცარქექიების სატკივარსაც აღარა ეშველა რა!.. მაშინ კი ჩაფიქრდნენ, ჩახვდნენ გონებაში და სთქვეს: ეს რა გვემართება? სწორედ გაღალული ვართ, თვალი გვკრეს და დაგვაჩაჩანაკესო! შემლოცველი უნდა სადმე მოვნახოთო! - აქეთ ეცენ, იქით ეცენ, მოიყვანეს ერთი მკითხავი და გამოალოვიეს „თვალყვისათვალნაკრავისა“. ბებერმა სამჯერ პირჯვარი გამოისახა, სამჯერ თავი გააქნია, სამჯერ თვალებში მიაფურთხა ნაცარქექიებს, სული შეუბერა და მოჰყვა:

 

 

ნაცარქექია, ქექია,

ფუჭო, ტყუილავ-ბექია

რას მიგდებულხარ კერასა,

თავი რად გაგიქექია?

 

ტილზე ნუ ჰფიქრობ, მოშორდი,

რწყილს აუარე გვერდიო!

რად გინდა პრიშტი-პრუშტები

და სომხის ეფრემ-ვერდიო?

 

ნუ ჰკარგავ, შენი რაცა გაქვს,

ნურც ეხარბები სხვისასა!..

პატარა წყარო სჯობია

სასმელად მლაშეს ზღვისასა!..

 

ადექი, ნაცარქექია,

ნუ მიგდებულხარ კერასა,

ჭიანჭველებში ნუ ეძებ

დაკარგულ ბედისწერასა!..

 

 

ეს რომ შეულოცა, თავზე ხატის ნაბანი გადაასხა ნაცარქექიებს, და რადგანაც ნაცარქექიები პიდაღებული შეჰყურებდნენ მკითხავს, წყალი ნახევარზე მეტი პირში ჩაესხათ... მეტი მოუვიდათ და კინაღამ დაიხრჩვენ... აუვარდათ ხველა. ბებერმა ხელახლა გამოისახა პირჯვარი და სულთამბრძოლის შეულოცა.

 

„ცისა და ქვეყნის შუამავალი, დედა მარიამ იჯდა სამოთხისა კარსა და ლოცვილობდა. მოვიდა წმინდა გიორგი, თაყვანი სცა და მოახსენა: „დედაო ღვთისაო! მოვიარე ფეხდაფეხ შენი წილხვედრი, ვნახე დაცემული, დავარდნილი, სადაც აღარცა ძველი ძველობს და არც რა ახალია“. ატირდა დედა მარიამ და ცრემლი მისი მარგალიტად ეყრებოდა ქვეყანასა ზედა. მივიდა იესო და შეეკითხა: „დედაო, რას სტირი, ვის იგლოვ? ცასა და ქვეყანასა?“ – „ვსტირ ჩემ საწილოსა! ვგლოვ ჩემ სადედოფლოსა, დღეს დაცემულსა, დავრდომილსა და შენგან დავიწყებულს, ხელაღებულსა!“ – „არა, დედაო ჩემო, მე როგორ დავივიწყებ შენს სადედოფლოსა? ხელს ვით ავიღებ შენს წილ-ხვედრზედა?.. მხოლოდ გამოვსცდი იობის განსაცდელითა, რომ უმეტესად გავჰკურნო და ავამაღლო! წყეულიმცა იყოს ეშმაკი მისდამი შეჩენილი და ფუ მის ავის თვალით შემყურესა!..“ გაიხარა მარიამ, შეწყვიტა ცრემლები და ღიმილი ტკბილი ქვეყნად ნათლად მოჰფინა. ამინ“.

Link to post
Share on other sites

სააღდგომო ეპისტოლე

 

უწმინდესის და უნეტარესის ღვაწლს წლების მერე უფრო შევაფასებთ და შეაფასებენ მომავალი თაობები

 

 

 

 

 

 

 

სააღდგომო ეპისტოლე უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ყოველნო მკვიდრნო ღვთივკურთხეული ივერიის მიწისა და დროებით ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო ჩვენო ძვირფასო თანამემამულენო!

 

ქრისტე აღდგა!

 

აი, დგება ჟამი ყოვლისმომცველი ბედნიერებისა! გმინავს შემუსვრილი ჯოჯოხეთი, ხოლო მისი დიადი მძლეველი ზეცად მაღლდება და თან შემხვედრ გაოცებულ ანგელოზთა ხმა მიჰყვება: „ვინ არს ესე მეუფე დიდებისაი?“

 

აწ უკვე ჩვენც, აღდგომის სიხარულით აღვსილნი ქრისტიანენი, პასუხად ვამბობთ: „უფალი ძალთაი თავადი არს მეუფე დიდებისაი“ (ფს. 23).

 

„სადა არს სიკვდილო საწერტელი შენი? სადა არს, ჯოჯოხეთო, ძლევაი შენი? აღსდგა ქრისტე და დაირღვიე შენ; აღსდგა ქრისტე და დაეცნეს ეშმაკნი, აღსდგა ქრისტე და იხარებენ ანგელოზნი; აღსდგა ქრისტე და ცხოვრება მოქალაქობს!“ (ზატიკი).

 

ამ დღესასწაულთა დღესასწაულს - მრავალსაუკუნოვანი მტანჯველი მოლოდინი უძღოდა წინ.

 

რა იყო მიზეზი კაცთა მოდგმის ასეთი ხანგრძლივი და დიდი განსაცდელისა?

 

ღმერთმა ადამი თავის ხატად და მსგავსად შექმნა და მთელი ხილული სამყაროს მეფედ დაადგინა. იგი იყო ერთადერთი არსება უკვდავი სულის მქონე, რომელიც თავის თავში აერთიანებდა ხორციელ და სულიერ ბუნებას. შემოქმედმა მას თავისი ბუნების თვისებები მიჰმადლა, რომელთაგან ერთ-ერთი უმთავრესის, – თავისუფლების, – შესახებ ამ ეპისტოლეში მინდა გესაუბროთ.

 

სწორედ თავისუფალი ნებით იყო ადამი უფალს დამორჩილებული, რაც სიყვარულისა და სიკეთის უშრეტ წყაროსთან, – ღვთაებრივ მადლთან მის კავშირს განაპირობებდა.

 

ანგელოზთა დასსაც თავისუფალი ნება ებოძა ღვთისგან. თავისუფლების არასწორად გამოყენების გამო კი ერთ-ერთი უპირველესი ანგელოზი ამპარტავნებამ შეიპყრო, თავისი ნებით განშორდა შემოქმედს და ეშმაკად იქცა; მანვე უბიძგა ადამიანს ცდუნებისკენ, რასაც შედეგად მოჰყვა ის, რომ სამყაროს გვირგვინი – ადამიანი ცოდვას დაემონა; შეეცვალა აზროვნების და ყოფის წესი და როგორც თვითონ, ისე მისდამი რწმუნებული სამყაროც მასთან ერთად დაეცა; ადამმა და ევამ დაკარგეს ჭეშმარიტი სიყვარული, ჭეშმარიტი სიკეთე და თავისუფლება; დასნეულდნენ ამაოების, ბოროტების, სიძულვილის, შურის, ასევე სხვა მრავალი სენით და სიკვდილსა და ხრწნილებას დაექვემდებარნენ.

 

ასეთი იყო კაცთა მოდგმის მდგომარეობა ქრისტეს მოსვლამდე. ჯვარცმითა და აღდგომით მაცხოვარმა ჩვენი ცოდვები აღხოცა და ჩვენი წყლულები განკურნა, შემუსრა ჯოჯოხეთი და სიკვდილი განაქარვა, დაამხო ეშმაკის მეუფება და კვლავ მოგვანიჭა ნამდვილი თავისუფლება და სიხარული. ამასთან უფალმა დაგვიბრუნა ძველი დიდების აღდგენის შესაძლებლობაც. ამიტომაც წერს პავლე მოციქული: „თავისუფლებისათვის განგვათავისუფლა ქრისტემ... ნუღარ დავიდგამთ მონობის უღელს“ (გალ.5,1).

 

მაცხოვარმა არა მარტო ცოდვისა და ტყვეობისაგან იხსნა კაცობრიობა, არამედ ადამიანთა შორისაც ურთიერთობის სრულიად ახალი გაგება მოიტანა: „არა არს ჰურიაება, არცა წარმართება; არა არს მონება, არც აზნაურება; არა არს რჩევა მამაკაცისა, არცა დედაკაცისა, რამეთუ თქუენ ყოველნი ერთ ხართ ქრისტე იესოს მიერ“ (გალ.3,28), – გვასწავლის მოციქული.

 

საოცარია, ეს სიტყვები დაიწერა მონათმფლობელობის პერიოდში, იმ დროს, როცა ქალის უფლებები უკიდურესად შეზღუდული იყო და რასობრივი დისკრიმინაციაც მკვეთრად იყო გამოხატული.

 

მან ეკლესიაში სიყვარულით შეაერთა საზოგადოების არა მარტო განსხვავებული, არამედ დაპირისპირებული ფენებიც და მამა ღმერთს ასე შეავედრა: „რაითა ყოველნი ერთ იყვნენ, ვითარცა შენ, მამაო ჩემდამო, და მე შენდამი“ (ინ.17,11).

 

თავისი მოწაფეებიც მაცხოვარმა საზოგადოების სხვადასხვა ფენიდან შეკრიბა: ანდრია, პეტრე, იაკობი და იოანე მეთევზეები იყვნენ, მათე – სახელმწიფო მოხელე, ლუკა – მხატვარი და ექიმი, პავლე – რაბინთა სკოლაში აღზრდილი, იოსებ არიმათიელი – წარჩინებული პირი,... და ამით გვიჩვენა, რომ ღვთის წინაშე ყველანი თანასწორნი ვართ და ჩვენს შორის მეტ-ნაკლებობას მხოლოდ სულიერი განვითარება განაპირობებს და არა სიმდიდრე, წარმომავლობა, გარეგნობა ან თანამდებობა.

 

ეკლესია თავისუფალ ადამიანთა ერთობაა, ნებისმიერი ადამიანის ნავთსაყუდელია. აქ არსებული საეკლესიო იერარქია კი – ოდენ საშუალება საეკლესიო მმართველობის განხორციელებისა და საიდუმლოებების აღსრულებისა.

 

სახარებიდანაც ნათლად ჩანს, რომ, სახელმწიფოსგან განსხვავებით, იერარქიას ეკლესიაში თვისობრივად სხვა ფუნქცია აქვს; „ვინც ხალხის მთავრებად არიან მიჩნეულნი, – ვკითხულობთ აქ, – ბატონობენ მათზე და მათი დიდებულნი ხელმწიფებენ მათზე, მაგრამ თქვენს შორის ასე ნუ იქნება, არამედ ვისაც თქვენს შორის დიდობა სურს, ის იყოს თქვენი მსახური, ვისაც თქვენს შორის პირველობა სურს, ის იყოს თქვენი მონა“ (მკ. 10. 43-44).

 

ამიტომაცაა, რომ მაცხოვარი მეგობრებს უწოდებს თავის მოწაფეებს და ფეხებს ბანს მათ; ყველა კეთილმორწმუნე ადამიანს კი შვილობის მადლს მიაგებს და პატივს ანიჭებს, ღმერთს მამა უწოდონ („მამაო ჩვენო“).

 

***

 

მაცხოვნებელ სწავლებასთან ერთად ქრისტიანობამ ერებსა და ხალხებს თავისუფალი განვითარებისათვის საოცარი მუხტი მისცა და მნიშვნელოვანწილად განაპირობა დამოუკიდებელი ეროვნული კულტურების ჩამოყალიბება.

 

საქართველოშიც ქრისტიანობამ ხელი შეუწყო ჩვენი ხალხის ერთიან ერად ფორმირების მრავალსაუკუნოვანი პროცესის დასრულებას და ჭეშმარიტი თავისუფლებისა და თვითმყოფადობისათვის ზრუნვის სრულიად ახალ ეტაპზე გადასვლას. შედეგი ამისა იყო ის, რომ ჩვენთვის ქრისტიანობის დაცვა სამშობლოსა და ჭეშმარიტი თავისუფლების დაცვად იქცა.

 

ამ თავისუფლების სამსხვერპლოზე სიცოცხლეს ზვარაკად უშურველად სწირავდნენ მეფენიც და გლახაკნიც, ახალგაზრდებიც და მოხუცებულნიც.

 

გავიხსენოთ XVI საუკუნე; ამ დროს საქართველოს დაპყრობას ცდილობდა ურთიერთდაპირისპირებული ორი დიდი სახელმწიფო, – სპარსეთი და ოსმალეთი. დიდგვაროვანთა ერთი ნაწილი ოსმალეთის სულთანს ეგებოდა ფეხქვეშ, მეორე ნაწილი კი – სპარსეთის შაჰს. შექმნილი მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, ქართლის მეფე სვიმონი მაინც თავდაუზოგავად იბრძოდა ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის. სამშობლოს ერთგული შვილი ტყვეობამაც ვერ გატეხა, იგი ბოლომდე თავისუფალ პიროვნებად, მამულისა და სარწმუნოების დამცველ რაინდად დარჩა. მისი ცხოვრება მაგალითად იქცა და მრავალნი განამტკიცა.

 

ხალხს თავდადების ასევე ბრწყინვალე მაგალითი უჩვენა მისმა შვილიშვილმა, მეფე ლუარსაბ II-მ, რომელმაც, სავსებით ახალგაზრდამ, თავისუფლებასა და ქრისტიანობას შესწირა სამეფო ტახტიც, სიცოცხლეც და მოწამეობრივად აღესრულა.

 

ასობით და ათასობით გაღებულმა ასეთმა მსხვერპლმა ჩვენს ერს დიდება მოუპოვა, რამაც მრავალტანჯული ეს პატარა ქვეყანა გადაარჩინა და დღემდე მოიყვანა.

 

რა თქმა უნდა, ნაწილმა ვერ გაუძლო ცდუნებას და წარმავალი კეთილდღეობა ამჯობინა თავისუფლებას. ხშირად მათ მაღალი თანამდებობები ეკავათ, ზოგიერთი კი ქვეყანასაც მართავდა, მაგრამ სინამდვილეში მონა და მსახური იყო დამპყრობლისა.

 

ეს ყველაფერი ნათლად წარმოაჩენს იმ რეალობას, რომ თავისუფლებაცა და მონობაც შინაგანი, სულიერი მოვლენაა და მას ადამიანიცა და ერიც თავისი ნებით ირჩევს.

 

ჩვენმა ხალხმა არჩევანი დიდი ხნის წინ გააკეთა და ეს განწყობა სასიქადულო პოეტმა, აკაკი წერეთელმა ძალიან მოკლედ, მაგრამ მრავლისმთქმელად ამ სიტყვებით გადმოსცა:

 

„სჯობს მონობაში გადიდკაცებულს, თავისუფლების ძებნაში მკვდარი“.

 

შინაგანი როგორი სილაღე, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის როგორი სიყვარულია მასში გაცხადებული!

 

ამ განწყობას, რა თქმა უნდა, რწმენა განაპირობებდა. ქართველმა იცოდა, რომ ქრისტიანული ცხოვრებითა და ქვეყნისათვის თავდადებით სასუფეველს დაიმკვიდრებდა და ამდენად, მისთვის სიკვდილი არსებობის ერთი სახიდან მეორე სახეში გადასვლის საშუალებას წარმოადგენდა.

 

ამ აზრის შემცველია გენიალური ქართული სიტყვა – გარდაცვალებაც; რაც გულისხმობს იმას, რომ პიროვნება კი არ ქრება, არამედ იცვლება, სიცოცხლის ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადადის. ჩვენს ენაში სხვა ასევე მეტად საინტერესო გამოთქმებიცაა.

 

მშვენიერი მიმართვაა, მაგალითად, ლაზური „შური მშინე“ (“სულის მომხსენიებელი”). ასე უწოდებს ლაზი თავის პატარა შთამომავალს, რაც გულისხმობს იმას, რომ იგი მისი სულის მომხსენიებელი იქნება; საინტერესო გამოთქმაა “ცაშა ეხტიც” (ანუ ცაში ახტი, ცას ეწიე), რომელსაც გარდაცვალებასთან დაკავშირებითაც იყენებენ და ყოველდღიური სამადლობელი დალოცვის ფორმადაც.

 

გავიხსენოთ თუნდაც ხევსურეთში დაცული უძველესი წესი ახლადშობილ ბავშვზე, მეორე, ე.წ. სულის სახელის დარქმევისა, როდესაც მას გარდაცვლილი უახლოესი ნათესავის სახელს არქმევენ;

 

საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ტრადიციად აქვთ მიცვალებულთა სახელზე კვერების გამოცხობა; სიკვდილ-სიცოცხლის სიახლოვეზე მიუთითებს ისიც, რომ თითქმის ყველგან ლხინის სუფრაზე გარდაცვლილთა მოსაგონარ-შესანდობარი ისმევა, ჭირის სუფრაზე კი – ცოცხალთა სადღეგრძელოები და სხვა.

 

ასეთია საზოგადოდ ჩვენი მენტალიტეტი.

 

***

 

აქვე მინდა შევეხო ერთ მნიშვნელოვან საკითხსაც:

 

ჩვენმა წინაპრებმა, ფარნავაზისა და ქუჯის მსგავსად (ძვ. წ. აღ. III ს.), 1790 წელს კიდევ ერთხელ დაადასტურეს და საჯაროდ განაცხადეს სხვადასხვა კუთხის ქართველთა ერთობის შესახებ;

 

შედგა დოკუმენტი, სახელწოდებით - “ივერიელთა ერთობის ტრაქტატი”, რომელსაც ხელი მოაწერეს მეფე-მთავრებმა. ეს იყო პასუხი საქართველოს გახლეჩისა და დაქუცმაცების მოსურნეთა მიმართ, რომელნიც ცდილობდნენ ჩვენი სამშობლოს დაყოფას და სხვადასხვა კუთხის ერთმანეთისადმი გაუცხოებას.

 

ეს პროცესი შემდგომაც გაგრძელდა, რასაც ჩვენი ერის სასიქადულო შვილებმა, – წმიდა ილია მართალმა (ჭავჭავაძემ), მისმა თანამებრძოლებმა და ასევე მთელმა საზოგადოებამ საკადრისი პასუხი გასცეს.

 

აღნიშნული თემა XX ს-ში კვლავ წინ წამოსწია კომუნისტურმა რეჟიმმა და მას მიზანმიმართული პოლიტიკის სახე მისცა. ამან გამოიწვია აფხაზებისა და ოსების გაუცხოება მათთვის ნათესაური და ბუნებრივი ქართული გარემოსგან და შედეგად მივიღეთ დღეს არსებული კონფლიქტური სიტუაცია, რომელიც, რა თქმა უნდა, გლობალური პოლიტიკური დაპირისპირების გამოვლენაა, მაგრამ ამისთვის ნიადაგი დიდი ხნით ადრე მომზადდა.

 

დღესაც ზოგიერთი უცხოელი მეცნიერი და ექსპერტი ისევ ახორციელებს მიზანმიმართულ ანტიქართულ სამეცნიერო-იდეოლოგიურ კამპანიას.

 

ამიტომაც გამოვედით ინიციატივით, მთელს ერს კვლავ დაედო “ივერიელთა ერთობის ახალი ტრაქტატი” და ამით ჩვენს დროში კიდევ ერთხელ გაგვეცა პასუხი ავისმსურველთათვის.

 

ახალ ტრაქტატზე ხელმოწერა დაიწყო გასული წლის 14 ოქტომბერს სვეტიცხოველში და ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება. 2010 წლის სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე შეგროვილი ხელმოწერები კი დაიდება ტაძრის საკურთხეველში და ყველა ამ ადამიანის სახელით აღევლინება ლოცვა ჩვენი სამშობლოსა და ჩვენი ხალხის კეთილდღეობისათვის (ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ ამ დოკუმენტზე ყველას ხელმოწერა იყოს).

 

მეტად დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, რომ ეს მოხდება სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის 1000 წლისთავზე.

 

უფლის საოცარი განგებულებით ღვთისმშობლის წილხვედრ ივერიას ებოძა როგორც ყოვლადწმიდა მარიამის კვართი, რომელიც ზუგდიდშია დასვენებული, ისე კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომელიც I საუკუნიდანვე სვეტიცხოვლის ტაძარშია დაკრძალული. ამიტომ იქცა სვეტიცხოველი საქართველოს უპირველეს ტაძრად, სადაც უძველესი დროიდან იხარშება მირონი, ეკურთხებოდნენ მეფენი, ეკურთხებიან პატრიარქნი და მღვდელმთავარნი; აქვეა მათი ძვალთშესალაგიც.

 

ამ უდიდეს სულიერ მნიშვნელობასთან ერთად სვეტიცხოველს, შეიძლება ითქვას, განსაკუთრებული ისტორიულ-პოლიტიკური დატვირთვაც აქვს, – იგი არის ერთიანი და ძლიერი საქართველოს სიმბოლო, რადგან XI საუკუნიდან, როდესაც დასრულდა განახლება-გამშვენება ამ წმიდა ტაძრისა (თავდაპირველი სახით სვეტიცხოვლის ეკლესია IV ს-ში აშენდა), ჩვენი ქვეყნის ზეობის ხანას ჩაეყარა საფუძველი.

 

ვაცნობიერებთ კი, რომ ცხოველსმყოფელი სვეტის საფუძველში თავად განკაცებული ღმერთის – ჩვენი მაცხოვრის კვართი განისვენებს, რომლისგანაც მომდინარე საოცარ მადლს განსაკუთრებული კრძალვით უნდა მივეახლოთ?! ეს ჩვენი ერისთვის მომადლებული უდიდესი წყალობაა უფლისა, რაც დიდ პასუხისმგებლობასაც გვაკისრებს.

 

საერთოდ, წმიდანთა ნაწილები და ყოველი სიწმინდე ღვთაებრივი მადლის წყაროა, რომელთანაც თანაზიარების საშუალებას უფალი სხვადასხვა სახით გვანიჭებს. მადლის მქონეა: სიწმინდეები, ნაკურთხი წყალი, ჯვარი, ხატები, სანთელი, პური, ღვინო, ზეთი... მაგრამ მადლის სისავსით წმინდა ზიარებას ვერაფერი შეედრება.

 

იგია უპირველესი და უდიდესი საიდუმლო ქრისტეს ეკლესიისა!

 

იგია ერთ-ერთი ყველაზე მთავარი არსობრივი სიახლე, რაც კი კაცობრიობის ცხოვრებაში ოდესმე მოხდა ან მოხდება მეორედ მოსვლამდე.

 

ყველა წირვაზე იესო ქრისტე დაიკვლის ჩვენთვის, რათა მორწმუნენი არათუ მიეგებონ ჩვენთვის ჯვარცმულ ძეს ღვთისას, არამედ მიიღონ მისი ჭეშმარიტი ხორცი და სისხლი, რათა განუყოფლად და შეურევნელად შეუერთდნენ მას.

 

ზოგიერთს ჰგონია, რომ წმიდა ზიარების პური და ღვინო მხოლოდ სიმბოლურად მიგვანიშნებს მაცხოვრის ხორცსა და სისხლზე, რაც უდიდესი მკრეხელობა და მწვალებლობაა.

 

წმიდა ზიარების წინ სათქმელ ლოცვებში არაერთხელ არის გამოთქმული ეკლესიის დოგმატური სწავლება იმის შესახებ, რომ ყოველ წირვაზე იესო ქრისტე ასრულებს საიდუმლო სერობას და, როგორც მაშინ თავის მოციქულებს, ისე ჩვენც მოგვიწოდებს: “მიიღეთ და ჭამეთ, რამეთუ ესე არს ხორცი ჩემი თქვენთვის განტეხილი, . . . და ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქმისა მრავალთათვის დათხეული მისატევებელად ცოდვათა” (მთ. 26. 26,28).

 

სამწუხაროდ, ჩვენ, მცირედმორწმუნეობის ან სულიერი სიბრმავის გამო, ხშირად ვერც კი ვაცნობიერებთ, თუ როგორი რწმენითა და პასუხისმგებლობით გვმართებს ამ საიდუმლოსთვის მომზადება.

 

მეტად გულსატკენია, რომ ზოგიერთი ადამიანი, მართლია, ხშირად ეზიარება, მაგრამ სულიერად საერთოდ არ იცვლება და ჩვეული მანკიერი ცხოვრების წესს აგრძელებს. ასეთი ადამიანი თუ არ გამოსწორდა, დაიღუპება.

 

კიდევ უფრო მძიმე სასჯელს იმსახურებენ უღირსად მზიარებელნი, რაც სნეულების ან მათი სხვა სახით დასჯის მიზეზი ხდება.

 

გულწრფელი აღსარებითა და სინანულით მიღებული ზიარება კი სულისა და ხორცის საკურნებელია, რითაც ადამიანის ცოდვითი მიდრეკილებებისაგან თანდათანობით გათავისუფლებაში, მის სულიერ ფერისცვალებაში ვლინდება. მადლობა ღმერთს, ასეთი მრევლიც მრავლად გვყავს.

 

შევნიშნავთ, რომ არსებობენ ისეთი “მორწმუნენიც”, რომელნიც, მართალია, თავს ქრისტიანებად მიიჩნევენ, მაგრამ აღსარებისა და წმიდა ზიარებისაგან შორს დგანან და მიაჩნიათ, რომ ეს მათთვის აუცილებლობას არ წარმოადგენს, რაც უდიდესი შეცდომა და უდიდესი ცოდვაა!

 

ეს ფაქტობრივად ქრისტიანობაზე უარის თქმას ნიშნავს, უარის თქმას ნიშნავს იმ მაცოცხლებელ ენერგიაზე, თავისი მოწამებრივი ღვაწლით რომ გვიბოძა უფალმა. ამიტომაც, თუ ჩვენი ხრწნადი ბუნება წმიდა ზიარების საშუალებით მუდმივ კავშირში არ იქნება მარადიული სიცოცხლის მომნიჭებელ ღვთაებრივ მადლთან, შემოქმედს მოწყვეტილნი, სულიერად მოვკვდებით.

 

გავიხსენოთ მაცხოვრის სიტყვები: “როგორც ლერწი ვერ მოისხამს ნაყოფს თავისით, თუ ვაზზე არ დარჩება, ისევე თქვენც, თუ ჩემში არ დარჩებით, რადგან უჩემოდ არაფრის კეთება არ ძალგიძთ” (ინ. 15,4).

 

მაშ, ყველა შიშითა და კრძალვით დავეწაფოთ ღვთიურ მადლს ზიარებისა! ეს კი ბუნებრივად გულისხმობს ცოდვისაგან განდგომას.

 

აი, როგორ გვმოძღვრავს პავლე მოციქული: “ხორცის საქმეები აშკარაა: ეს არის სიძვა, უწმინდურება და თავაშვებულობა, კერპთმსახურება, მისნობა, სიძულვილი, მკვლელობა, ლოთობა, გაუმაძღრობა და სხვა. ასეთი რამის ჩამდენნი ღვთის სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებენ” (გალ.5. 16-17). “ცოდვის საზღაური სიკვდილია!’ (რომ. 6.22).

 

ხოლო სულის ნაყოფია: “სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელება, სიკეთე, ერთგულება, სიმშვიდე, თავშეკავება”... (გალ. 5. 19-23). და “ისინი ვინც ღვთის სულით წარიმართებიან, ღვთის შვილები არიან ... ღვთის მემკვიდრენი და ქრისტეს თანამემკვიდრენი” (რომ. 8.14,17).

 

უფალი ბრძანებს: “რას არგებს კაცს, თუ შეიძენს მთელ ქვეყანას და სულს კი წააგებს? ანდა რას მისცემს კაცი თავისი სულის სანაცვლოდ?” (მკ. 8, 36-37) მთელი დედამიწის სიმდიდრე არ ღირს ერთი ადამიანის სულად, რადგან იგი ხატებაა ღვთისა. ამიტომაც უმნიშვნელო, უბრალო პიროვნება არ არსებობს.

 

თითოეული ადამიანი უნიკალურია, დაჯილდოებული განუმეორებელი და განსაკუთრებული ნიჭით, ოღონდ ჩვენ ეს უნდა აღმოვაჩინოთ.

 

ადამიანი უნდა დაფიქრდეს თავის დადებით და უარყოფით თვისებებზე და ეცადოს დადებითი მხარე კიდევ უფრო განავითაროს, ცოდვითი მიდრეკილებები კი დათრგუნოს და თანდათანობით ჩამოიცილოს. ქრისტიანთათვის დედამიწა არ არის სამოთხე; ეს არის განსაცდელებით სავსე ადგილი და მთავარია, ჩვენ სწორი პასუხი გავცეთ ყოველდღიურ გამოწვევებს.

 

შეგვიძლია სხვისი სიხარულის გაზიარება, ან გასაჭირში თანადგომა?! შეგვწევს უნარი შენდობისა?! ვართ მშვიდნი თუ შურით სავსენი?! ადამიანის მოყვარულნი თუ მხოლოდ საკუთარი თავისთვის მზრუნველნი?!

 

საერთოდ, სამოთხეც და ჯოჯოხეთიც ნებისმიერი ადამიანისათვის აქ, ამქვეყნად, იწყება.

 

ამ რეალობის წინაშე დგას კაცობრიობაც და თითოეული ჩვენგანიც უკვე 2000 წელია. ყოველივე ამის გათვალისწინებით არის, რომ ეკლესია ასე ხშირად მოუწოდებს საზოგადოებას ზნეობის დასაცავად და ქრისტიანული გზით სვლისაკენ.

 

განა შეიძლება გულგრილი ვიყოთ მაშინ, როდესაც ხდება ქრისტეს სწავლების უგულებელყოფა, ავხორცობისა და ძალადობის პროპაგანდა და, საერთოდ, ხალხის სულიერი დეგრადირებისათვის ხელშეწყობა; ამის მოქმედნი, ალბათ, ვერ აცნობიერებენ, რომ თავსაც იღუპავენ და ათასობით ადამიანსაც დიდ ცოდვაში აგდებენ. კიდევ ერთხელ შევახსენებთ მათ მაცხოვრის მკაცრ გაფრთხილებას: „ვინც ღვთისგანაა, ღვთის სიტყვებს ისმენს, თქვენ იმიტომ არ ისმენთ, რომ ღვთისაგან არა ხართ...“ (ინ. 8.47).

 

განსაკუთრებით მინდა მივმართო ახალგაზრდებს, რომ კარგად გააცნობიერონ თავიანთი პასუხისმგებლობა საკუთარი თავის, ღვთისა და სამშობლოს წინაშე.

 

ჩემო საყვარელო შვილო, ჩაიხედე შენს სულში და გაარკვიე, რა გზით მიდიხარ, ვისი ნების აღმსრულებელი ხარ და ვის ძედ გსურს რომ იწოდებოდე? ეს უმნიშვნელოვანესი კითხვაა, რომელსაც პასუხი აუცილებლად უნდა გასცე; არა აქვს მნიშვნელობა სასულიერო პირი ხარ თუ საერო, ქართველი თუ არაქართველი, ხალხისგან პატივდებული თუ საზოგადოებისგან მიტოვებული.

 

უნდა იცოდე ისიც, რომ ნებისმიერ პიროვნებას აქვს შესაძლებლობა, განეშოროს ცოდვას და, ყველაზე დაცემულ მდგომარეობაში მყოფმაც კი, მთლიანად შეცვალოს თავისი ცხოვრება, ხოლო უფლის ნებასთან თავისი ნების შეერთებით (სინერგიით) მოიპოვოს ჭეშმარიტი თავისუფლება და ღვთის დიდი წყალობა.

 

ქრისტესთან ყოფნის სიხარული იმდენად ყოვლისმომცველი და ენით აღუწერელი გრძნობაა, რომ მას ვერავითარი მიწიერი განცდა ვერ შეედრება. ეს იმდენად დიდი ნეტარებაა, რომ იგი ვერ დაითრგუნება ვერანაირი სულიერი თუ ფიზიკური ტკივილით.

 

ნუთუ ბოროტმა უნდა გვძლიოს და ამ ზეციურ მადლსა და გამოუთქმელ წყალობას განგვაშოროს? ნუთუ ისე უნდა განვვლოთ ეს ცხოვრება, რომ ვერ ვიგრძნოთ ნამდვილი ბედნიერებისა და თავისუფლების სიხარული? ნუ იყოფინ!

 

წმიდა მოციქული ბრძანებს, რომ რწმენა საქმის გარეშე მკვდარია (იაკ.2.26), ამიტომ მსურს თქვენი ყურადღება ორ უპირველეს ქრისტიანულ სათნოებაზე შევაჩერო; ეს არის პატიმართა შეწევნა და სნეულთა მიხედვა.

 

სახარებაში უფალი თავის თავს ადარებს როგორც პატიმარს, ისე სნეულს და ამბობს: «სნეული ვიყავი და მომხედეთ, საპყრობილეში ვიყავი და მოხვედით ჩემს სანახავად, ... რადგან, რითაც შეეწიეთ ერთს ამ ჩემს მცირე ძმათაგანს, იმით მე შემეწიეთ» (მთ. 25. 36,40).

 

ამიტომაც იყო, რომ რამდენიმე წლის წინ ლოცვა–კურთხევა მივეცი მრევლს, კვირაში ერთი დღე მაინც (მაგ. შაბათი) გამოეყოთ ამ სათნო საქმეთა აღსასრულებლად და ეს კურთხევა მინდა ისევ ყველას შეგახსენოთ (ხოლო, ვისაც ამის გაკეთება არ შეუძლია, ილოცონ მათთვის).

 

ხელისუფლებას კი ვთხოვ, შექმნან ისეთი სისტემა, სადაც უფრო მეტად იქნება დაცული პატიმართა და სნეულთა უფლებები.

 

ვფიქრობ, სასწრაფო და გადაუდებელი მკურნალობა უნდა დაფინანსდეს სახელმწიფოს მიერ, რომ ადამიანი უსახსრობის გამო არ გარდაიცვალოს და ექიმებსაც და სახელმწიფოსაც ღვთის წინაშე მორალური პასუხისმგებლობა ამაზე არ დაეკისროს.

 

ამასთან, კარგი იქნება თუ სადაზღვევო–სამედიცინო სისტემაზე გადასვლის პროცედურასთან დაკავშირებით საზოგადოების ფართო მასები უფრო მეტად იქნებიან ინფორმირებულნი (განსაკუთრებით სოფლებში მცხოვრებნი), რათა მათ სრულად ისარგებლონ ამ სიახლით.

 

ძალიან მნიშვნელოვანია პატიმრების თემა;

 

მათ შორის ბევრია გაჭირვების გამო შედარებით მცირე დანაშაულის ჩამდენი, ზოგიერთი კი შემთხვევით ან სხვისი მიზეზით იმყოფება ციხეში.

 

მიმაჩნია, რომ ასეთი კატეგორიის პატიმრები განსხვავებულ მიდგომას საჭიროებენ და მათი გათავისუფლება ან მიმაგრების ადგილებზე გადაყვანის პროცესი უნდა დაჩქარდეს.

 

ასევე ცალკე კატეგორიად უნდა გამოიყოს ავადმყოფი პატიმრებიც, განსაკუთრებით ტუბერკულოზით დასნეულებულნი; მათ ინტენსიური მკურნალობა უნდა ჩაუტარდეთ.

 

საერთოდ, ციხეში მყოფთათვის ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება მეუღლესთან ცალკე შეხვედრის შესაძლებლობის მიცემა. დღეს არსებული იზოლაცია, ერთი მხრივ, მიზეზი ხდება ოჯახების დანგრევისა, მეორე მხრივ, კი პატიმარში არაჯანსაღი ფსიქიკური პროცესების განვითარებისა.

 

ადამიანისათვის სასჯელად ისიც კმარა, რომ მას თავისუფლება აქვს აღკვეთილი; სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, რომ იგი გამოსწორებული, სულიერად და ფიზიკურად ჯანმრთელი დაუბრუნდეს საზოგადოებას.

 

* * *

 

და ბოლოს, ჩვენთვის ყველაზე აქტუალურ პრობლემას, – ტერიტორიული მთლიანობის საკითხს მინდა მოკლედ შევეხო.

 

მიმაჩნია, რომ ჩვენისთანა პატარა სახელმწიფოსთვის საგარეო პოლიტიკაში, განსაკუთრებით კი მეზობლებთან ურთიერთობაში, მთავარი იარაღი დიპლომატია და პრობლემების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტა უნდა იყოს.

 

ასევე საჭიროა პირდაპირი დიალოგის დაწყება აფხაზებთან და ოსებთან, რათა აღდგეს ჩვენს ხალხებს შორის ნდობა. მათ უნდა გააცნობიერონ, რომ მიმდინარეობს მსოფლიო გლობალიზაციის პროცესი და ერთად ცხოვრება ჩვენ მაინც აუცილებლად მოგვიწევს. არ ვიცი, ეს მათთვის რამდენად მისაღებია, მაგრამ მათი გადარჩენის გარანტია სწორედ ამაშია.

 

გასათვალისწინებელია ისიც, რომ თუ აღნიშნული კონფლიქტი საერთაშორისო ძალთა დაპირისპირების შედეგია, ბუნებრივია, მათ გარეშე ამ პრობლემის მოგვარება გაჭირდება; მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ერთიანობის საპირწონე სხვა ღირებულებები არ არსებობს.

 

მე ყოველთვის იმედით ვარ აღვსილი და მჯერა, ადრე თუ გვიან საქართველო გაერთიანდება; მჯერა იმისაც, რომ მიწიერი გაგებით როგორი მძიმეც არ უნდა იყოს ჩვენი მდგომარეობა, უფლისათვის შეუძლებელი არაფერია. მთავარია, ვეძიებდეთ ღვთის სასუფეველს და მის სიმართლეს და ყოველივე მოგვეცემა.

 

მაშ, შევთხოვოთ მაცხოვარს, ჯოჯოხეთის მსგავსად შემუსროს ჩვენს გულში არსებული ცოდვისა და ვნების სამეფოც, რათა ღვთის მადლით განწმენდილნი ვიქცეთ ტაძრად სულისა წმინდისა და შევძლოთ სწორედ აქ, ჩვენს გულში, განვამზადოთ ახალი საკურთხეველი და ახალი სამეფო ტახტი ჩვენთვის ჯვარცმული და აღდგომილი იესოსთვის.

 

ქრისტე აღდგა!

ჭეშმარიტად აღდგა!

 

მაშ, „გარდაიქეცინ გლოვაი თქვენი სიხარულად და მწუხარებაი იგი მხიარულებად“ ამინ!

 

სიყვარულით თქვენთვის მლოცველი

ილია II

სრულიად საქართველოს

კათოლიკოს-პატრიარქი

აღდგომა ქრისტესი

თბილისი, 2010 წელი

Link to post
Share on other sites

გენერალი შალვა მაღლაკელიძე ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიის(ყოფილი მეორე საშუალო სკოლა) კურსდამთავრებულია. ომის მერე მოიტაცეს ბერიას უშუალო ბრძანებით. კაი ვაჟკაცი იყო, ფაშისტებთან არაფერი ესაქმება, საქართველოსთვის იბრძოდა კომუნისტებისგან გასათავისუფლებლად.

Link to post
Share on other sites

კონსტანტინე (კოტე) აფხაზი1867-1923

 

 

 

ქართველი საზოგადო, პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე. ქართლ-კახეთის თავადაზნაურთა მარშალი. 1921-23 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, დამოუკიდებლობის კომიტეტის წევრი და სამხედრო ცენტრის ხელმძღვანელი.

კოტე აფხაზი ოთხთაგან ერთ-ერთი მემკვიდრე იყო ცნობილი კახელი თავადიშვილის, ნიკოლოზ აფხაზის და ნინო გრიგოლის ასული ჭავჭავაძისა.

 

კახელი აფხაზები აფხაზეთის სამთავრო სახლის - შერვაშიძეთა გვარისანი ყოფილან. XVII ს. დამდეგს ოსმალეთის მიერ აფხაზეთის აკლებისა და სამეგრელოში დადიანების გაბატონების შემდეგ შერვაშიძეთა ერთ შტოს იქ აღარ ედგომებოდა. მეფე თეიმურაზ II-ისაგან ებოძათ მათ ვაჩნაძეთა ერთ-ერთი ამოწყვეტილი ოჯახის მამული კარდენახში.

 

ადგილობრივი მოსახლეობა მათ აფხაზებად იხსენიებდნენ, საიდანაც შემდეგ მათი გვარი წარმომდგარა.

 

მეორე მხრივ, ილია ჭავჭავაძის დისშვილობაც არანაკლებ საამაყო იქნებოდა პატრიოტი მამულიშვილისათვის.

 

აი, ამ სახელოვანი საგვარეულოებისა და გამორჩეული ოჯახის შვილი, კოტე აფხაზი, მუდამ ერისა და ქვეყნის სამსახურში იდგა და თავისი გამორჩეული გვარიშვილობა და განათლება ბოროტად არასდროს გამოუყენებია. კოტე აფხაზმა დაამთავრა თბილისის კადეტთა სასწავლებელი, პეტერბურგის სამხედრო აკადემია და გაიარა გზა არტილერიის გენერალ-მაიორობამდე. ის ჯერ კიდევ ახალგაზრდა კაცი იყო, როდესაც აღმოსავლეთ საქართველოს თავადაზნაურთა ლიბერალური წრის წინამძღოლად აირჩიეს, ხოლო მოგვიანებით სახელმწიფო საბჭოს წევრი გახდა. სხვადასხვა დროს იგი თავმჯდომარეობდა სხვადასხვა ეროვნული საზოგადოებებისა და კომისიების საქმიანობას.

 

როგორც მამაცმა მხედართმთავარმა, სახელი გაითქვა I მსოფლიო ომის ფრონტებზე და დიდი კმაყოფილებით შეხვდა ცარიზმის დამხობას.

 

იგი იყო ეროვნული ყრილობის I მოწვევის ინიციატორი, რომელზეც ქართლ-კახეთის თავადაზნაურობის კოლექტიური ქონება ნობათად მიართვა ქართველ ერს. კოტე აფხაზი აქტიურდ მონაწილეობდა თბილისის უნივერსიტეტის დაარსებაში. მისი თავმჯდომარეობით შემუშავდა "საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი". იგი არჩეული იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს და პარლამენტის წევრად.

 

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია-ანექსიის შემდეგ ემიგრაციაში არ წასულა. ბევრი ურჩევდა, უცხოეთში, ცოლ-შვილთან წასულიყო, მაგრამ ილია ჭავჭავაძის დისწულმა სამშობლოს განსაცდელში მიტოვება არ იკადრა. კოტე აფხაზისა და სხვა ქართველი ოფიცრების აზრით, ბრძოლის ველიდან გაქცევა ლაჩრობა იყო. მართალია, ბრძოლა წაგებული იყო, მაგრამ ომი ჯერ კიდევ არ იყო დამთავრებული... კოტე აფხაზი ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლას ჩაუდგა სათავეში და სააგიტაციო-პროპაგანდისტული მუშაობა დაიწყო. 1922 წლის მარტში ქართველი ხალხის დარაზმვისა და საყოველთაო აჯანყებისთვის "სამხედრო ცენტრი" სწორედ კოტე აფხაზის თავმჯდომარეობით შეიქმნა. მისი და პოლკოვნიკ ქაქუცა ჩოლოყაშვილის თაოსნობით მოხდა აჯანყება ხევსურეთში.

 

1922 წლის შემოდგომაზე, ბოლშევიკური ხელისუფლების მიერ, ხევსურეთის აჯანყების სასტიკად ჩახშობის მერე, "ჩეკა" დაუყონებლივ შეუდგა მეამბოხეთა დაპატიმრებას.

 

ხალხში ხმა დაირხა, რომ კოტე აფხაზი "სამხედრო ცენტრის მთავარი მონაწილეაო". კოტე აფხაზთან ”სამხედრო კომიტეტის” დელეგატი მივიდა და გააფრთხილა მისი შესაძლო დაჭერის შესახებ. დელეგატი სთხოვდა სასწარაფოდ საზღვარგარეთ წასვლას, სადაც მისი ცოლ-შვილიც იმყოფებოდა.

 

- დიდად მადლობელი ვარ კომიტეტის მზრუნველობისათვის, მაგრამ ჩვენს ქვეყანასა და ხალხს ვერ მივატოვებ ამ მის ბრძოლის გაჭირვების ხანაში.

 

გარდა ქართულ ძველ ისტორიულ ტრადიციისა, რომელიც ასეთ დროს იშვიათად ატოვებინებდა ქართველ კაცს თავის სამშობლოს, სად გაგონილა, რომ ღენერლები ჯარს ბრძოლის ველზე სტოვებდნენ... მე ვრჩები და დავრჩები ბოლომდე, რათა დავეხმარო საქართველოს მებრძოლ ბანაკს მის განთვისუფლებისათვის ბრძოლაში!" - უპასუხია კოტე აფხაზს.

 

მართლაც, დიდი დრო არ გასულა... 1923 წლის 3 მარტს გაიცა კ. აფხაზის დაპატიმრების ორდენი.

 

მარტის ბოლოს თითქმის ყველა დამნაშავე "ჩეკას" საგანგებო ჯურღმულებში ჰყავდა გამომწყვდეული. სხვა სამხედრო მოღვაწეებთა ერთად ერთ-ერთი ძვირადღირებული ნადავლი კოტე აფხაზი გახლდათ.

 

თითქმის 3 თვე მიმდინარეობდა დაპატიმრებულთა არაადამიანური ტანჯვა-წამება, მაგრამ მტარვალებმა ვერ შეძლეს მათი სულიერი გატეხვა...

 

1923 წლის 19 მაისს ამიერკავკასიისა და საქართველოს საგანგებო კომისიამ მიიღო დაადგენილება კოტე აფხაზის 24 საათში დახვრეტის შესახებ. სისხლისმსმელებმა განაჩენი დაუყონებლივ აღასრულეს. 15 ქართველ ოფიცერთან ერთად კოტე აფხაზი ქალაქგარეთ, ახლ. ვაკის პარკის მიდამოებში დახვრიტეს.

 

"გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს!" - ამ შეძახილებით ხვდებოდნენ გმირები სიკვდილს. კოტე აფხაზმა კი წარმოთქვა ლეგენდად ქცეული სიტყვები:

 

" - მე ვკვდები სიხარულით, რადგან ღირსი გავხდი საქართველოს სამსხვერპლოზე ზვარაკად მიტანისა. ჩემი სიკვდილი გამარჯვებას მოუტანს საქართველოს!".

Link to post
Share on other sites

რეზო გაბაშვილი იყო ჭეშმარიტი მამულიშვილი, თუ ჯერ არ წაგიკითხავთ, გირჩევთ მისი მოგონებანი წაიკითხოთ.

 

კვირის პალიტრა

 

 

 

ბრძანება გაიცა: - ამ მოგონების ავტორი უნდა მოკვდეს!

ქაქუცას ბიჭებმა მენშევიკებს შეუთვალეს: გაბაშვილს თავიდან თმის ღერიც რომ ჩამოუვარდეს, არ დაგინდობთო

 

სისხლისა და სიცოცხლის საფასურად - 26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოცხადდა. ოცნება და მოლოდინი, როგორც იქნა, დასრულდა. ეგ არის, როგორ შევძლებთ ქართველები ამ ნანატრი თავისუფლების შენარჩუნებას. ისტორიამ შემოინახა იმ ადამიანთა სახელები, რომლებიც თავიანთი თავისუფლების დაკარგვის ფასად, სამშობლოს მაინც ბოლომდე ემსახურნენ.

 

 

პარიზი. 30-იანი წლები. უკვე წლებია, რაც საქართველოს მთავრობა ემიგრაციაში წავიდა. საქართველოში წერილის მოწერაზე ლაპარაკი ზედმეტია. შიშიანობაა სამშობლოში! ემიგრანტებსაც ეშინიათ, თავისი თავის კი არა, დარჩენილების გამო. ამიტომ დუმან. ვინ რითი ირჩენს თავს, ვინ რას აკეთებს... ზოგი ქარხანაში მუშაობს, ზოგიც მძღოლად. ტაქსის მძღოლად მუშაობს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამაარსებელი და ლიდერი - რევაზ გაბაშვილი, ინჟინერი, დიდი პროფესიონალი თავისი საქმისა, 8 უცხო ენის მცოდნე მეცნიერი, მწერალ ეკატერინე გაბაშვილის ვაჟი... საქართველოში დარჩა მისი მამულები - ვაკე, საბურთალო, ვერა, ოქროყანა, სოფელი თხინვალა, იქ - საგვარეულო ეკლესიაა და სასახლე, ეს მამული უკვე ჩამოართვეს. ის კი არა, საგვარეულო სასაფლაოდან მარმარილოს ქვები დაიკარგა...

 

ახლა ამაზე დარდის დრო არაა, რადგან უფრო სერიოზული სადარდებელი აქვს რევაზ გაბაშვილს. საქართველოს პატრონობა უნდა. ისიც ისე პატრონობს, როგორც შეუძლია. წერს შეულამაზებელ სიმართლეს მომხდარზე და არქმევს "რაც მახსოვს", მერე ევროპის ყველა მუზეუმში სწავლობს კავკასიის წვლილს მსოფლიო კულტურაში. ესეც უნდა დაწეროს!

 

ცალკე სხვა საზრუნავიც გაუჩნდა: მას შემდეგ, რაც ქაქუცა და მისი რაზმი საქართველოდან პარიზს ჩავიდნენ, გულანთებული და თავზე ხელაღებული ბიჭები ევროპას თავსატეხად ექცნენ. ტყუილად კი არ უთქვამს პოლიციის უფროსს, - ესენი რომ არ ჩამოსულიყვნენ, 200 წელი ვიცოცხლებდიო. ატყდებოდა ერთი ამბავი, დააკავებდნენ თუ ვერ დააკავებდნენ ქართველ ჩხუბისთავებს, კაცს აფრენდნენ რევაზთან, - მოდი, ან ამათ გააგებინე, რა გვინდა, ან ჩვენ გვითხარი, რა უნდათო... ისიც, დილა იყო თუ შუაღამე, იქ გაჩნდებოდა, პატრონობდა ბიჭებს, რომლებსაც სამშობლოს სიყვარულისა და მონატრების გარდა აღარაფერი გააჩნდათ. მზე და მთვარე ამოსდიოდათ ქაქუცას ბიჭებს გაბაშვილზე.

 

50 წლის იუბილეს გადასახდელად კომისია შედგა, მაგრამ რევაზ გაბაშვილმა შორს დაიჭირა: მე ქეიფი არ მიყვარს, თუ გინდათ, პატივი მცეთ, სამი წიგნი მაქვს დაწერილი და ერთ-ერთი დამიბეჭდეთო. ერთი იყო "რაც მახსოვს", მეორე - რომანი, მესამე - "კავკასიური ერების დამსახურება მსოფლიო ცივილიზაციებში".

 

კომისიამ დაუბეჭდა "რაც მახსოვს". სათვისტომოს წარმომადგენლებმა წიგნი წაუკითხავად გაგზავნეს სტამბაში - რა ეჩქარებოდათ, დაიბეჭდებოდა და წაიკითხავდნენ ნელ-ნელა! დაიბეჭდა. მენშევიკებმა წაიკითხეს. გადაირივნენ - ეს რა დაუწერიაო! აღწერილი კი რა არ იყო, მაგალითად, ეს ტრაგიკული და სამარცხვინო ამბავი ქართველების ცხოვრებაში:

 

"მაშინ, როცა უკვე ვიცოდით შავი და კასპიის ზღვაზედ რუსის ჯარის მოგროვება დარიალის ყელთანაც, სომხეთშიც; 1920 წლის ქრისტეშობის თვეში, მომზადებისა და ქუდზე კაცის დაძახების მაგიერ ჩვენ მოვახდინეთ „დემობილიზაცია ჯარის კადრებისა!“ ეს მაშინვე გასაშტერებელი უტვინობა, შემდეგ, პარიზში, ბატონმა დავით შარაშიძემ თავის წიგნში არა მარტო დაადასტურა, ახსნაც გამოუნახა: „უნდა გვეჩვენებინა ბოლშევიკებისათვის, რომ ომი არა გვწადიანო. ტუტუცი ცხვარის ანგარიში, მგლის მადის ვითომ გასანელებლად.

 

ავედი ტაბახმელაზე, სადაც ბრძოლები მიმდინარეობდა. ბრტყელ ბექობზე იდგა 4 პატარა, სამთო ზარბაზანი. სამი ზარბაზანი ისროდა და მეოთხე პირდაღებული იდგა ჩუმად. აქვე მყოფ ჩემს ყოფილ მასწავლებელს ა. ჩხეიძეს ამის მიზეზი რომ ვკითხე, მიპასუხა: ამ სამი ზარბაზნისათვისაც ძლივს გვყოფნის ყუმბარებიო. წამოსვლისას მითხრა: მესამე დღეა, ახალგაზრდებს ამ სიცივეში ცხელი საჭმელი არ უნახავთო.

 

იმ საღამოსვე წერილობითი „პატაკი“ წავიღე თბილისის შტაბში, საცა მხოლოდ თევზაძე დამხვდა. სიტყვიერადაც ავუხსენი მდგომარეობა და მხრები აიწია: ხვალვე ვეცდები, ერთი კამიონი ყუმბარა და ერთი კამიონი საჭმელი გავუგზავნო მაინცაო. მეორე დღეს, როცა ტაბახმელაზე უკვე სამნი ავედით, – მე, გიორგი ამირეჯიბი და საშა ჩხეიძე, გზაზე ერთმა დახურულმა კამიონმა გაგვიარა და გულში გავიფიქრე: „ყოჩაღ, თევზაძე, მაინც მოუხერხებია რაღაც!“ მაგრამ შტაბში რომ მივედი, შემომჩივლეს, – ყუმბარებისა და საჭმლის მაგიერ შეცდომით(?) ერთი კამიონი ძველი შინებით მოგვივიდაო.

 

24 თებერვალს, განთიადისას, მე, ლელი ჯაფარიძე და გრიგოლ ვეშაპელი ავტომობილით გავემგზავრეთ სოღანლუღის ფრონტზე, გამარჯვებულ მაზნიაშვილთან, რომელმაც წინა დღეებში სასტიკი მარცხი მიაყენა რუსებს და 1600 ტყვე გამოგზავნა თბილისში. სწორედ 18-ს გასცა ბრძანება ჟორდანიამ - ევაკუაციისა… ვაი, თუ ჩვენმა ჯარმა გაიმარჯვოსო?!..

 

…სოღანლუღის ფრონტზე“ უცნაურობანი ვნახე. ჯერ ერთი, "შტაბში" ყუმბარა ჩამოვარდნილა, რის გამოც შეშინებული ჯარისკაცები აქეთ გამორბოდნენ. აი, თქვე ლაჩრებო, მაშ ფრონტზე ვაშლებს ხომ არ ჩამოყრიდნენ-მეთქი და გავემართე მაზნიაშვილის შტაბისაკენ. დავინახე გენერალი მაზნიაშვილი, აჩქარებით გამოსული, რაღაც დაკეცილი ქაღალდის ქნევით ჰაერში: - აბა, ჩქარა, ერთი ცხენი მიშოვეთ, შიკრიკი უნდა გაიგზავნოს შავნაბადაზე!.. შეიქნა რაღაც ჩოჩქოლი - სადა გვყავს ცხენები? "აგერ ცხენები". ეგ გვარდიისაა, ჯარს არ ეკუთვნის და სხვა. ჩემი თვალით ვხედავდი ათიოდე მშვენიერ ცხენს, დაბმულს შორიახლოს ფარდულში, ფრუტუნით ქერსა და თივას რომ სჭამდნენ, მაგრამ, მტკვრის გაღმა და გამოღმა რამდენიმე ვერსის ფრონტის სარდალს, გენ. მაზნიაშვილს, არა მარტო შიკრიკისათვის, თავისთვისაც არა ჰყავდა ცხენი.

 

გაიმართა ხვეწნა-ჭიდილი-ვაჭრობა ფრონტის უფროსსა და გვარდიის "წარმომადგენელს" შუა, და, რის ვაი-ვაგლახით "კომპრომისით" გათავდა: გვარდიელის ცხენზე შესხდნენ ორნი, - ერთი გვარდიელი და ერთი ჯარისკაცი, შიკრიკი მაზნიაშვილისა საჩქარო ქაღალდით და წავიდნენ.

 

სარდალი ეფიცებოდა გვარდიელს: ცხენს ერთ საათში დაგიბრუნებთ!

 

- არა, ეს გვარდიის ცხენებია, თქვენ საკუთარი უნდა გყავდეთო!

 

აი, ხომ ხედავთ, რა პირობებში გვიხდება ომი, ვეხვეწებით, ერთი ცხენი მაინც გამომიგზავნონ ასეთი საჭიროებისათვის. შემდეგ გამიყარა ხელი მაზნიაშვილმა, მითხრა: გადაეცით თბილისში, რომ არაფერი საშიშო არ არის, ფრონტი მთლიანად გვიჭირავს, და თუ დაპირებულ ბატალიონს დააჩქარებენ, კიდევ დიდხანს ვერას დაგვაკლებენ ეს უნიფხვო ბოლშევიკებიო.

 

ისე დამშვიდებული წამოვედი, რომ ნასადილევს, დაქანცულს, დამეძინა და მარტო საღამოს 9-საათზე მივედი „ფრასკატი-ში, ახალი ამბების გასაგებად. ვლაპარაკობდით ომიანობაზე, რომ შემოვარდა ვეშაპელი და გამოგვიცხადა: „ბრძანებაა გაცემული, 12 საათზე, ღამე იხსნება ფრონტი და თბილისსა ვტოვებთ! - როგორ, რათა, ვისი ბრძანებაა? დილას ფრონტზე მაზნიაშვილი მარწმუნებდა, არაფერი საშიშროება არ არისო და რა მოხდა ამის შემდეგ? "მთავრობის დადგენილებაა" და, ხეირიანადაც აღარ აგვიხსნა, ისევ გავარდა.

 

ისეთი თავზარდამცემი ამბავი იყო მორალურად, რომ არა გვჯეროდა, მაგრამ ჩაბნელებული, უკვე მიძინებული, მიწყნარებული თბილისი, საიდანაც მთავრობა და სამხედრო ძალა იპარებოდა ხალხის გაუფრთხილებლად, მძიმე შთაბეჭდილებას სტოვებდა".

 

- ამ მოგონების ავტორი უნდა მოკვდეს, თავს ლაფი დაგვასხა! - თქვა ერთმა.

- მოკვდეს! - დაუკრა კვერი მეორემ.

 

მავანს დაავალეს კიდეც რევაზ გაბაშვილის მკვლელობა, მაგრამ გაიგეს ქაქუცას ბიჭებმა, მიუვარდნენ მენშევიკებს და - არც ერთს ცოცხალს არ დაგტოვებთ, რეზოს თავიდან ერთი თმა რომ ჩამოუვარდესო. ქაქუცას ბიჭებს სროლას ვინ დაასწრებდა, თანაც იფიქრეს, - ამათ გადაკიდებას, სჯობია, რეზო იყოს ცოცხალიო...

სადაც ახლა მეცნიერებათა აკადემიაა, იქ იდგა ეკატერინე გაბაშვილის სახლი, რომელიც შემდეგ დაანგრიეს. გაბაშვილები მეორე სართულზე ცხოვრობდნენ, პირველზე - ერთი მუშა. როცა რევაზ გაბაშვილის ვაჟი, გურამი 2-3 წლის იყო, ეზოში ჩასვლისა ეშინოდა, ის კაცი "გველის წიწილს" და "არგასაზრდელს" ეძახდა.

 

ლამის 90 წელი გავიდა იმ შორეული წარსულის შემდეგ, "გველის წიწილს" რომ ეძახდნენ, მაგრამ ბატონ გურამს ახსოვს ის კაციცა და მასთან მეორე შეხვედრაც:

- მერეც შევხვდი იმ კაცს... ვაკეში დეპეშებს ატარებდა. ერთხელ დამინახა და წამოვიდა ჩემკენ, არ გავჩერდი... მეორედ შემხვდა, გამომდია: ერთი წუთი გაჩერდი, გურამო. გავჩერდი. დაიწყო კომუნისტური მთავრობის გინება: რაც თქვენს ოჯახს ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის სიკეთე გაუკეთებია, იმდენი არავისგან მახსოვს და რას გაგინებდით ამათ გამოო!..

 

ეკატერინე გაბაშვილი 1937 წელს გარდაიცვალა. მის სიცოცხლეში მაინც ერიდებოდნენ ცნობილი მწერლის ოჯახს, არავინ გადაუსახლებიათ, მერე კი ხელ-ფეხი გაეხსნათ.

 

- 1951 წლის შობა-ღამეს საქართველოდან 25000 კაცი გაასახლეს ყაზახეთში, ყიზილყუმის უდაბნოში, მათ შორის მე და დედაჩემიც, - იხსენებს გურამ გაბაშვილი, - მაშინ 32 წლისა ვიყავი. ჩემი და გადარჩა, რადგან გათხოვილი იყო და ცალკე ოჯახად ითვლებოდა. გაჩხრიკეს სახლი, ჩაგვსვეს სატვირთო მანქანაში და წაგვიყვანეს ნავთლუღში შეგვრეკეს საქონლის გადასაყვან ვაგონებში. 14 დღე ვიყავით შიგ ჩაკეტილები.

 

ჩაგვიყვანეს ყაზახეთში. რამდენიმე თვის მერე მოვიდა ჩვენი საქმეები. ერთ მხარეს ეწერა: "რევაზ გაბაშვილი ცხოვრობს პარიზში, ეწევა ანტისაბჭოთა აგიტაციას. მარიამ გაბაშვილი და გურამ გაბაშვილი გადასახლებული არიან". მეტი არაფერი.

 

მე და დედა შეგვასახლეს საქათმეში. ყარდა იქაურობა. საქათმე ვიღაც ჩრდილოკავკასიელისა ყოფილიყო. ბოდიში მოგვიხადა, - ძალიან ვწუხვარ, ამ დღეში რომ გხედავთ. შინ მიგიღებდით, მაგრამ მიშლიანო...

 

გადასახლებაში თავის გატანა და გადარჩენა მთელი ეპოპეაა. გრძელი მოსაყოლია, როგორ გადარჩა გურამ გაბაშვილი, როგორ დაიწყო მუშაობა, როგორ დაუბრუნდა სპორტს - ფრენბურთს და თბილისელი ტყვეებისგან შემდგარმა მისმა გუნდმა როგორ დაამარცხა ყაზახეთის რჩეული გუნდი - სათქმელად ადვილია, გადასატანად - ძნელი...

 

როგორც იქნა, ტყვეობა დასრულდა და არქიტექტორი გურამ გაბაშვილი საქართველოში დაბრუნდა. გავიდა კიდევ ცოტა ხანი და შეუჩნდნენ, - მამასთან კავშირი აღადგინეო.

 

- მოვიდა ჩემთან პროფესორი, მუსიკისმცოდნე, ემიგრაციასთან კავშირის საზოგადოების თავმჯდომარე, გვარად ხუჭუა - კავშირი უნდა დაამყაროთ მამასთანო. შემეშინდა, - ისევ რაღაცას გეგმავენ-მეთქი. თითქმის ყოველკვირა მაკითხავდა შინ თუ სამსახურში. ბოლოს, ვიფიქრე, - ესენი თავს არ დამანებებენ და მამის ნახვა მაინც შემრჩება-მეთქი. მივწერე მამას წერილი. მომივიდა მიწვევა საფრანგეთში.

 

მამა არ დაოჯახებულა პარიზში. მასთან ცხოვრობდა ქართველი ქალი. მე რომ ჩავედი, ის უკვე გარდაცვლილი იყო. რამდენჯერმე შემოუთვალა დედას, - წაგიყვანთო. დედა არ დასთანხმებია. მერე შემოუთვლია, - თუ მომწერ, რომ ჩამოვიდე, ფეხით ჩამოვალო. დედამ არ მისწერა. რომ ჩამოსულიყო, იცოდა, დახვრეტდნენ. ასე დარჩნენ ცალ-ცალკე.

 

პარიზში მატარებლით ჩავედი. 50 კაცი დამხვდა სადგურზე. არ ვიცოდი, მამა რომელი იყო. ხელი მომკიდეს და მასთან მიმიყვანეს.

 

...მამამ დამიდო წიგნი, "რაც მახსოვს". წავიკითხე და გავოგნდი: ეს რა დაგიწერია, ყველა გალანძღული გყავს. ჩემი ძმაკაცების მამებზე ისეთი რაღაცები წერია, თბილისში რომ ჩავალ, როგორ შევხედო მათ თვალებში-მეთქი...

 

ვეხვეწებოდი, საქართველოში წამოდი-მეთქი, დავითანხმე კიდეც. შენს ოთახს გასაღებით ჩაკეტავ, ვინც არ გენდომება, არ შემოუშვებ-მეთქი, ვპირდებოდი. წამყვა საელჩოში, რომ წამოსვლის ამბავი მოეგვარებინა, მაგრამ მეორე დღეს გამომიცხადა, - ვერ წამოვალო. კავკასიურ კულტურაზე დაწერილი წიგნი მაჩვენა: ამას ქართველის მეტი ვერავინ წაიკითხავს. ვთარგმნი, დავბეჭდავ და მეორე დღესვე წამოვალო. 1968 წელს ჩემი და, ციალა წავიდა საფრანგეთში.

 

მამას წიგნი უკვე ეთარგმნა. სასტამბო ამონაბეჭდებს კითხულობდა. ჩემი და ეხმარებოდა. ჩააბარა სტამბაში გასწორებული ვარიანტი და 1969 წელს გარდაიცვალა, 87 წლისა...

ლელა ჯიყაშვილი

 

 

c8jk4.jpg

Link to post
Share on other sites

კვირის პალიტრა

 

მიშა ხელაშვილი

 

 

რეზო გაბაშვილი იყო ჭეშმარიტი მამულიშვილი, თუ ჯერ არ წაგიკითხავთ, გირჩევთ მისი მოგონებანი წაიკითხოთ.

 

კვირის პალიტრა

 

 

 

ბრძანება გაიცა: - ამ მოგონების ავტორი უნდა მოკვდეს!

ქაქუცას ბიჭებმა მენშევიკებს შეუთვალეს: გაბაშვილს თავიდან თმის ღერიც რომ ჩამოუვარდეს, არ დაგინდობთო

 

სისხლისა და სიცოცხლის საფასურად - 26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოცხადდა. ოცნება და მოლოდინი, როგორც იქნა, დასრულდა. ეგ არის, როგორ შევძლებთ ქართველები ამ ნანატრი თავისუფლების შენარჩუნებას. ისტორიამ შემოინახა იმ ადამიანთა სახელები, რომლებიც თავიანთი თავისუფლების დაკარგვის ფასად, სამშობლოს მაინც ბოლომდე ემსახურნენ.

 

 

პარიზი. 30-იანი წლები. უკვე წლებია, რაც საქართველოს მთავრობა ემიგრაციაში წავიდა. საქართველოში წერილის მოწერაზე ლაპარაკი ზედმეტია. შიშიანობაა სამშობლოში! ემიგრანტებსაც ეშინიათ, თავისი თავის კი არა, დარჩენილების გამო. ამიტომ დუმან. ვინ რითი ირჩენს თავს, ვინ რას აკეთებს... ზოგი ქარხანაში მუშაობს, ზოგიც მძღოლად. ტაქსის მძღოლად მუშაობს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამაარსებელი და ლიდერი - რევაზ გაბაშვილი, ინჟინერი, დიდი პროფესიონალი თავისი საქმისა, 8 უცხო ენის მცოდნე მეცნიერი, მწერალ ეკატერინე გაბაშვილის ვაჟი... საქართველოში დარჩა მისი მამულები - ვაკე, საბურთალო, ვერა, ოქროყანა, სოფელი თხინვალა, იქ - საგვარეულო ეკლესიაა და სასახლე, ეს მამული უკვე ჩამოართვეს. ის კი არა, საგვარეულო სასაფლაოდან მარმარილოს ქვები დაიკარგა...

 

ახლა ამაზე დარდის დრო არაა, რადგან უფრო სერიოზული სადარდებელი აქვს რევაზ გაბაშვილს. საქართველოს პატრონობა უნდა. ისიც ისე პატრონობს, როგორც შეუძლია. წერს შეულამაზებელ სიმართლეს მომხდარზე და არქმევს "რაც მახსოვს", მერე ევროპის ყველა მუზეუმში სწავლობს კავკასიის წვლილს მსოფლიო კულტურაში. ესეც უნდა დაწეროს!

 

ცალკე სხვა საზრუნავიც გაუჩნდა: მას შემდეგ, რაც ქაქუცა და მისი რაზმი საქართველოდან პარიზს ჩავიდნენ, გულანთებული და თავზე ხელაღებული ბიჭები ევროპას თავსატეხად ექცნენ. ტყუილად კი არ უთქვამს პოლიციის უფროსს, - ესენი რომ არ ჩამოსულიყვნენ, 200 წელი ვიცოცხლებდიო. ატყდებოდა ერთი ამბავი, დააკავებდნენ თუ ვერ დააკავებდნენ ქართველ ჩხუბისთავებს, კაცს აფრენდნენ რევაზთან, - მოდი, ან ამათ გააგებინე, რა გვინდა, ან ჩვენ გვითხარი, რა უნდათო... ისიც, დილა იყო თუ შუაღამე, იქ გაჩნდებოდა, პატრონობდა ბიჭებს, რომლებსაც სამშობლოს სიყვარულისა და მონატრების გარდა აღარაფერი გააჩნდათ. მზე და მთვარე ამოსდიოდათ ქაქუცას ბიჭებს გაბაშვილზე.

 

50 წლის იუბილეს გადასახდელად კომისია შედგა, მაგრამ რევაზ გაბაშვილმა შორს დაიჭირა: მე ქეიფი არ მიყვარს, თუ გინდათ, პატივი მცეთ, სამი წიგნი მაქვს დაწერილი და ერთ-ერთი დამიბეჭდეთო. ერთი იყო "რაც მახსოვს", მეორე - რომანი, მესამე - "კავკასიური ერების დამსახურება მსოფლიო ცივილიზაციებში".

 

კომისიამ დაუბეჭდა "რაც მახსოვს". სათვისტომოს წარმომადგენლებმა წიგნი წაუკითხავად გაგზავნეს სტამბაში - რა ეჩქარებოდათ, დაიბეჭდებოდა და წაიკითხავდნენ ნელ-ნელა! დაიბეჭდა. მენშევიკებმა წაიკითხეს. გადაირივნენ - ეს რა დაუწერიაო! აღწერილი კი რა არ იყო, მაგალითად, ეს ტრაგიკული და სამარცხვინო ამბავი ქართველების ცხოვრებაში:

 

"მაშინ, როცა უკვე ვიცოდით შავი და კასპიის ზღვაზედ რუსის ჯარის მოგროვება დარიალის ყელთანაც, სომხეთშიც; 1920 წლის ქრისტეშობის თვეში, მომზადებისა და ქუდზე კაცის დაძახების მაგიერ ჩვენ მოვახდინეთ „დემობილიზაცია ჯარის კადრებისა!“ ეს მაშინვე გასაშტერებელი უტვინობა, შემდეგ, პარიზში, ბატონმა დავით შარაშიძემ თავის წიგნში არა მარტო დაადასტურა, ახსნაც გამოუნახა: „უნდა გვეჩვენებინა ბოლშევიკებისათვის, რომ ომი არა გვწადიანო. ტუტუცი ცხვარის ანგარიში, მგლის მადის ვითომ გასანელებლად.

 

ავედი ტაბახმელაზე, სადაც ბრძოლები მიმდინარეობდა. ბრტყელ ბექობზე იდგა 4 პატარა, სამთო ზარბაზანი. სამი ზარბაზანი ისროდა და მეოთხე პირდაღებული იდგა ჩუმად. აქვე მყოფ ჩემს ყოფილ მასწავლებელს ა. ჩხეიძეს ამის მიზეზი რომ ვკითხე, მიპასუხა: ამ სამი ზარბაზნისათვისაც ძლივს გვყოფნის ყუმბარებიო. წამოსვლისას მითხრა: მესამე დღეა, ახალგაზრდებს ამ სიცივეში ცხელი საჭმელი არ უნახავთო.

 

იმ საღამოსვე წერილობითი „პატაკი“ წავიღე თბილისის შტაბში, საცა მხოლოდ თევზაძე დამხვდა. სიტყვიერადაც ავუხსენი მდგომარეობა და მხრები აიწია: ხვალვე ვეცდები, ერთი კამიონი ყუმბარა და ერთი კამიონი საჭმელი გავუგზავნო მაინცაო. მეორე დღეს, როცა ტაბახმელაზე უკვე სამნი ავედით, – მე, გიორგი ამირეჯიბი და საშა ჩხეიძე, გზაზე ერთმა დახურულმა კამიონმა გაგვიარა და გულში გავიფიქრე: „ყოჩაღ, თევზაძე, მაინც მოუხერხებია რაღაც!“ მაგრამ შტაბში რომ მივედი, შემომჩივლეს, – ყუმბარებისა და საჭმლის მაგიერ შეცდომით(?) ერთი კამიონი ძველი შინებით მოგვივიდაო.

 

24 თებერვალს, განთიადისას, მე, ლელი ჯაფარიძე და გრიგოლ ვეშაპელი ავტომობილით გავემგზავრეთ სოღანლუღის ფრონტზე, გამარჯვებულ მაზნიაშვილთან, რომელმაც წინა დღეებში სასტიკი მარცხი მიაყენა რუსებს და 1600 ტყვე გამოგზავნა თბილისში. სწორედ 18-ს გასცა ბრძანება ჟორდანიამ - ევაკუაციისა… ვაი, თუ ჩვენმა ჯარმა გაიმარჯვოსო?!..

 

…სოღანლუღის ფრონტზე“ უცნაურობანი ვნახე. ჯერ ერთი, "შტაბში" ყუმბარა ჩამოვარდნილა, რის გამოც შეშინებული ჯარისკაცები აქეთ გამორბოდნენ. აი, თქვე ლაჩრებო, მაშ ფრონტზე ვაშლებს ხომ არ ჩამოყრიდნენ-მეთქი და გავემართე მაზნიაშვილის შტაბისაკენ. დავინახე გენერალი მაზნიაშვილი, აჩქარებით გამოსული, რაღაც დაკეცილი ქაღალდის ქნევით ჰაერში: - აბა, ჩქარა, ერთი ცხენი მიშოვეთ, შიკრიკი უნდა გაიგზავნოს შავნაბადაზე!.. შეიქნა რაღაც ჩოჩქოლი - სადა გვყავს ცხენები? "აგერ ცხენები". ეგ გვარდიისაა, ჯარს არ ეკუთვნის და სხვა. ჩემი თვალით ვხედავდი ათიოდე მშვენიერ ცხენს, დაბმულს შორიახლოს ფარდულში, ფრუტუნით ქერსა და თივას რომ სჭამდნენ, მაგრამ, მტკვრის გაღმა და გამოღმა რამდენიმე ვერსის ფრონტის სარდალს, გენ. მაზნიაშვილს, არა მარტო შიკრიკისათვის, თავისთვისაც არა ჰყავდა ცხენი.

 

გაიმართა ხვეწნა-ჭიდილი-ვაჭრობა ფრონტის უფროსსა და გვარდიის "წარმომადგენელს" შუა, და, რის ვაი-ვაგლახით "კომპრომისით" გათავდა: გვარდიელის ცხენზე შესხდნენ ორნი, - ერთი გვარდიელი და ერთი ჯარისკაცი, შიკრიკი მაზნიაშვილისა საჩქარო ქაღალდით და წავიდნენ.

 

სარდალი ეფიცებოდა გვარდიელს: ცხენს ერთ საათში დაგიბრუნებთ!

 

- არა, ეს გვარდიის ცხენებია, თქვენ საკუთარი უნდა გყავდეთო!

 

აი, ხომ ხედავთ, რა პირობებში გვიხდება ომი, ვეხვეწებით, ერთი ცხენი მაინც გამომიგზავნონ ასეთი საჭიროებისათვის. შემდეგ გამიყარა ხელი მაზნიაშვილმა, მითხრა: გადაეცით თბილისში, რომ არაფერი საშიშო არ არის, ფრონტი მთლიანად გვიჭირავს, და თუ დაპირებულ ბატალიონს დააჩქარებენ, კიდევ დიდხანს ვერას დაგვაკლებენ ეს უნიფხვო ბოლშევიკებიო.

 

ისე დამშვიდებული წამოვედი, რომ ნასადილევს, დაქანცულს, დამეძინა და მარტო საღამოს 9-საათზე მივედი „ფრასკატი-ში, ახალი ამბების გასაგებად. ვლაპარაკობდით ომიანობაზე, რომ შემოვარდა ვეშაპელი და გამოგვიცხადა: „ბრძანებაა გაცემული, 12 საათზე, ღამე იხსნება ფრონტი და თბილისსა ვტოვებთ! - როგორ, რათა, ვისი ბრძანებაა? დილას ფრონტზე მაზნიაშვილი მარწმუნებდა, არაფერი საშიშროება არ არისო და რა მოხდა ამის შემდეგ? "მთავრობის დადგენილებაა" და, ხეირიანადაც აღარ აგვიხსნა, ისევ გავარდა.

 

ისეთი თავზარდამცემი ამბავი იყო მორალურად, რომ არა გვჯეროდა, მაგრამ ჩაბნელებული, უკვე მიძინებული, მიწყნარებული თბილისი, საიდანაც მთავრობა და სამხედრო ძალა იპარებოდა ხალხის გაუფრთხილებლად, მძიმე შთაბეჭდილებას სტოვებდა".

 

- ამ მოგონების ავტორი უნდა მოკვდეს, თავს ლაფი დაგვასხა! - თქვა ერთმა.

- მოკვდეს! - დაუკრა კვერი მეორემ.

 

მავანს დაავალეს კიდეც რევაზ გაბაშვილის მკვლელობა, მაგრამ გაიგეს ქაქუცას ბიჭებმა, მიუვარდნენ მენშევიკებს და - არც ერთს ცოცხალს არ დაგტოვებთ, რეზოს თავიდან ერთი თმა რომ ჩამოუვარდესო. ქაქუცას ბიჭებს სროლას ვინ დაასწრებდა, თანაც იფიქრეს, - ამათ გადაკიდებას, სჯობია, რეზო იყოს ცოცხალიო...

სადაც ახლა მეცნიერებათა აკადემიაა, იქ იდგა ეკატერინე გაბაშვილის სახლი, რომელიც შემდეგ დაანგრიეს. გაბაშვილები მეორე სართულზე ცხოვრობდნენ, პირველზე - ერთი მუშა. როცა რევაზ გაბაშვილის ვაჟი, გურამი 2-3 წლის იყო, ეზოში ჩასვლისა ეშინოდა, ის კაცი "გველის წიწილს" და "არგასაზრდელს" ეძახდა.

 

ლამის 90 წელი გავიდა იმ შორეული წარსულის შემდეგ, "გველის წიწილს" რომ ეძახდნენ, მაგრამ ბატონ გურამს ახსოვს ის კაციცა და მასთან მეორე შეხვედრაც:

- მერეც შევხვდი იმ კაცს... ვაკეში დეპეშებს ატარებდა. ერთხელ დამინახა და წამოვიდა ჩემკენ, არ გავჩერდი... მეორედ შემხვდა, გამომდია: ერთი წუთი გაჩერდი, გურამო. გავჩერდი. დაიწყო კომუნისტური მთავრობის გინება: რაც თქვენს ოჯახს ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის სიკეთე გაუკეთებია, იმდენი არავისგან მახსოვს და რას გაგინებდით ამათ გამოო!..

 

ეკატერინე გაბაშვილი 1937 წელს გარდაიცვალა. მის სიცოცხლეში მაინც ერიდებოდნენ ცნობილი მწერლის ოჯახს, არავინ გადაუსახლებიათ, მერე კი ხელ-ფეხი გაეხსნათ.

 

- 1951 წლის შობა-ღამეს საქართველოდან 25000 კაცი გაასახლეს ყაზახეთში, ყიზილყუმის უდაბნოში, მათ შორის მე და დედაჩემიც, - იხსენებს გურამ გაბაშვილი, - მაშინ 32 წლისა ვიყავი. ჩემი და გადარჩა, რადგან გათხოვილი იყო და ცალკე ოჯახად ითვლებოდა. გაჩხრიკეს სახლი, ჩაგვსვეს სატვირთო მანქანაში და წაგვიყვანეს ნავთლუღში შეგვრეკეს საქონლის გადასაყვან ვაგონებში. 14 დღე ვიყავით შიგ ჩაკეტილები.

 

ჩაგვიყვანეს ყაზახეთში. რამდენიმე თვის მერე მოვიდა ჩვენი საქმეები. ერთ მხარეს ეწერა: "რევაზ გაბაშვილი ცხოვრობს პარიზში, ეწევა ანტისაბჭოთა აგიტაციას. მარიამ გაბაშვილი და გურამ გაბაშვილი გადასახლებული არიან". მეტი არაფერი.

 

მე და დედა შეგვასახლეს საქათმეში. ყარდა იქაურობა. საქათმე ვიღაც ჩრდილოკავკასიელისა ყოფილიყო. ბოდიში მოგვიხადა, - ძალიან ვწუხვარ, ამ დღეში რომ გხედავთ. შინ მიგიღებდით, მაგრამ მიშლიანო...

 

გადასახლებაში თავის გატანა და გადარჩენა მთელი ეპოპეაა. გრძელი მოსაყოლია, როგორ გადარჩა გურამ გაბაშვილი, როგორ დაიწყო მუშაობა, როგორ დაუბრუნდა სპორტს - ფრენბურთს და თბილისელი ტყვეებისგან შემდგარმა მისმა გუნდმა როგორ დაამარცხა ყაზახეთის რჩეული გუნდი - სათქმელად ადვილია, გადასატანად - ძნელი...

 

როგორც იქნა, ტყვეობა დასრულდა და არქიტექტორი გურამ გაბაშვილი საქართველოში დაბრუნდა. გავიდა კიდევ ცოტა ხანი და შეუჩნდნენ, - მამასთან კავშირი აღადგინეო.

 

- მოვიდა ჩემთან პროფესორი, მუსიკისმცოდნე, ემიგრაციასთან კავშირის საზოგადოების თავმჯდომარე, გვარად ხუჭუა - კავშირი უნდა დაამყაროთ მამასთანო. შემეშინდა, - ისევ რაღაცას გეგმავენ-მეთქი. თითქმის ყოველკვირა მაკითხავდა შინ თუ სამსახურში. ბოლოს, ვიფიქრე, - ესენი თავს არ დამანებებენ და მამის ნახვა მაინც შემრჩება-მეთქი. მივწერე მამას წერილი. მომივიდა მიწვევა საფრანგეთში.

 

მამა არ დაოჯახებულა პარიზში. მასთან ცხოვრობდა ქართველი ქალი. მე რომ ჩავედი, ის უკვე გარდაცვლილი იყო. რამდენჯერმე შემოუთვალა დედას, - წაგიყვანთო. დედა არ დასთანხმებია. მერე შემოუთვლია, - თუ მომწერ, რომ ჩამოვიდე, ფეხით ჩამოვალო. დედამ არ მისწერა. რომ ჩამოსულიყო, იცოდა, დახვრეტდნენ. ასე დარჩნენ ცალ-ცალკე.

 

პარიზში მატარებლით ჩავედი. 50 კაცი დამხვდა სადგურზე. არ ვიცოდი, მამა რომელი იყო. ხელი მომკიდეს და მასთან მიმიყვანეს.

 

...მამამ დამიდო წიგნი, "რაც მახსოვს". წავიკითხე და გავოგნდი: ეს რა დაგიწერია, ყველა გალანძღული გყავს. ჩემი ძმაკაცების მამებზე ისეთი რაღაცები წერია, თბილისში რომ ჩავალ, როგორ შევხედო მათ თვალებში-მეთქი...

 

ვეხვეწებოდი, საქართველოში წამოდი-მეთქი, დავითანხმე კიდეც. შენს ოთახს გასაღებით ჩაკეტავ, ვინც არ გენდომება, არ შემოუშვებ-მეთქი, ვპირდებოდი. წამყვა საელჩოში, რომ წამოსვლის ამბავი მოეგვარებინა, მაგრამ მეორე დღეს გამომიცხადა, - ვერ წამოვალო. კავკასიურ კულტურაზე დაწერილი წიგნი მაჩვენა: ამას ქართველის მეტი ვერავინ წაიკითხავს. ვთარგმნი, დავბეჭდავ და მეორე დღესვე წამოვალო. 1968 წელს ჩემი და, ციალა წავიდა საფრანგეთში.

 

მამას წიგნი უკვე ეთარგმნა. სასტამბო ამონაბეჭდებს კითხულობდა. ჩემი და ეხმარებოდა. ჩააბარა სტამბაში გასწორებული ვარიანტი და 1969 წელს გარდაიცვალა, 87 წლისა...

ლელა ჯიყაშვილი

Link to post
Share on other sites

ვაჟა

 

 

სიკვდილსა გლოვა უხდება

მკვდარ ძმას ტირილი დისაო

ტყესა ცხენ-ირმის ნაფრენი

ზოგჯერ ყმუილი მგლისაო

ვაჟკაცსა ომში სიკვდილი

ხელში ნატეხი ხმლისაო

ომს ლხინი გამარჯვებულთა

და დამარცხება მტრისაო..

Link to post
Share on other sites

http://www.orthodoxy.ge/biografiebi/maqsime_sharadze.htm

 

 

 

როცა ამა თუ იმ კაცზე რისამე თქმა გინდოდეს,

პირველად იფიქრე, ვითომ ის კაცი შენ წინა დგას

 

 

მაქსიმე შარაძე

 

იშვიათია ისეთი სულიერი ადამიანი, როგორიც გახლდათ მაქსიმე შარაძე. პირველ ქრისტიანთა დარი რწმენა ჰქონდა, იმათგვარი, პავლე მოციქული წმინდანებს რომ უწოდებს. მის თანამედროვეთაგან თითო-ოროლამ თუ იცოდა მაქსიმეს ფასი, მისი გარდაცვალებაც დიდად არ უგლოვიათ, იმდროინდელ პრესაში ერთი ხეირიანი ნეკროლოგი არავის გამოუქვეყნებია კუკიის სასაფლაოზე მიუჩინეს განსასვენებელი და მისი საფლავი უყურადღებობით დაიკარგა...

 

მაქსიმე შარაძე გურიაში, სოფელ ეწერში დაიბადა 1859 წელს. დედამისი, ნინო, დიდად მორწმუნე ქალი იყო, მხნე, გამრჯე, მლოცველი. სიყრმიდანვე ჩაუნერგა შვილს ღვთისა და კაცის სიყვარული. მაქსიმე ნიჭიერი, დაუზარელი, მშვიდი და ჭკვიანი ბავშვი ყოფილა, თვალს მოფარებული ხშირად დაიჩოქებდა და ლოცულობდა თურმე. ღმერთო, კაი ჭკუა მომეცი და კარგი კაცი გამომიყვანეო. ლოცვის შემდეგ სახე უბრწყინავდა. ერთხელ მარჩენალი ძროხა დაეკარგათ. ბევრი ეძებეს, მაგრამ ვერ იპოვეს. „შვილო, - უთხრა დედამ, - შენ ჯერ პატარა და უცოდველი ხარ, შეეხვეწე უფალს, იქნებ ძროხა გაპოვნინოსო“. მაქსიმე მაშინვე გაექანა ტყისაკენ, დაიჩოქა ტყის პირას, შეეხვეწა უფალს, ძროხა ეჩვენებინა და აღუთქვა: სამაგიეროდ, მამასავით შეგიყვარებ და შვილივით გემსახურებიო. გაათავა ლოცვა, წამოდგა ფეხზე და ძროხის ბღავილიც მოესმა. „ღმერთო, იქამდე იბღავლოს, სანამ თავზე არ წავადგებიო“, - ინატრა ბიჭმა და ეს წადილიც შეუსრულდა. ძროხა ტალახში ჩაფლულიყო. დაიჩოქა და: „გმადლობ, ღმერთო, რომ მაპოვნინე, ეგ სიკეთე არასოდეს დამავიწყდებაო“.

 

9 წლისა სოფელ კახურის სასწავლებელში შეიყვანეს. კახურს იმიტომ უწოდებდნენ, რომ სოფლის ეკლესიაში კახეთიდან მობრძანებული წმინდა გიორგის ხატი ესვენა. სწავლა ძალიან უყვარდა მაქსიმეს და მასწავლებელს უჩიოდა, იმდენს არ გვასწავლის, რამდენის სწავლაც შემიძლიაო. ნაწყენმა მასწავლებელმა ჯერ სცემა, მერე კი ცალკე, დამატებით დაუწყო სწავლება. ბიჭმა სასწავლებელი დაამთავრა და დედაც გარდაეცვალა. ცოტა ხნის შემდეგ მამამ ოზურგეთის სამკლასიან სასწავლებელში შეიყვანა, მაგრამ სიღარიბის გამო ვერ დაასრულებინა და ბავშვი მეზობელ ვაჭარს გააყოლა ბათუმის მახლობლად, სოფელ შეკვეთილში. ალალმართლობით და ერთგულებით მაქსიმემ ვაჭრის დიდი ნდობა დაიმსახურა. მერე 6 წელი ხაშურში დაჰყო. ბიბლიის და გაბრიელ ეპისკოპოსის „ქადაგებების“ კითხვამ უფრო შეაყვარა მარხვა და ლოცვა, შესძინა ცოდნა. იქაურ მეგობრებს უკითხავდა „ქადაგებებს“ თუ საღმრთო წერილს. ყმაწვილს ებრაელი ახალგაზრდებიც ყურადღებით უსმენდნენ.

 

ხაშურიდან მაქსიმე თბილისში წავიდა და მეფისნაცვლის სასახლეში მოსამსახურედ დადგა, სადაც ყველას შეუყვარდა. საჭმელ-სასმელი თავზე საყრელად ჰქონდა, მაგრამ მარხვასა და ყველა საღმრთო მცნებას მტკიცედ იცავდა. რამდენიმე წლის შემდეგ ავად გახდა. დაღონებული სოფელში წავიდა. წმინდა გიორგის ეკლესია მოილოცა, დროშა შესწირა ტაძარს, მღვდელს შესამოსელი უძღვნა. ახლობლებმა ბევრი უწამლეს, მაგრამ ვერაფერს გახდნენ მის სნეულებასთან, ბოლოს, მღვდელმა უთხრა: „ტყუილად წუხხართ მაგისთვის. მაქსიმეს არაფერი სტკივა, ეგ მეტისმეტად მორწმუნე კაცია, უეჭველი რწმენით სწამს ღმერთი და მისგან დადებული საუკუნო ნეტარება და საუკუნო სასჯელი. ამ სარწმუნოების მიზეზით წუხს. კაცებრივი ბუნება ვერ იტევს ამისთანა მგზნებარე სარწმუნოებას და ავად ხდება, საუკუნო ნეტარება არ დავკარგო და საუკუნო სასჯელში არ ჩავვარდეო... მაგას ხორციელი მკურნალი არ უნდა, სულიერი ნუგეში ეჭირვება, რადგან სულ მცირე, უმნიშვნელო შეცდომა ისე დიდად წარმოუდგენია, როგორც მომაკვდინებელი ცოდვა“. მღვდელმა უწირა, ულოცა, ზეთი უკურთხა, შემდეგ დაარიგა და გაამხნევა. მაქსიმემ დიდი ნუგეში და სიხარული იგრძნო.

 

გავიდა ხანი. მაქსიმემ სოფლის დატოვება განიზრახა, ეკლესიები მოილოცა, შუაღამისას ადგა და ქუთაისის გზას ფეხით გაუდგა. მეორე დღეს ნათესავებმა მისი წერილი მიიღეს: „მე დღეის შემდეგ ამ ქვეყანაზე აღარა ვარ, ყველამ მკვდრად ჩამთვალეთ, რადგან ღვთის შეწევნით საუკუნო ცხოვრების გზას დავადექი“. მაქსიმეს სამტრედიის ახლოს ერთი საწყალი კაცი შეხვდა. თავისი ტანსაცმელი ძველ სამოსში გაუცვალა და გზა განაგრძო. გელათი და მოწამეთა მოილოცა. იქაურ ბერებს შესჩივლა, - მინდა აღვასრულო ღვთის მცნებანი, ვიცხოვრო ისე, როგორც მისთვის არის სასიამოვნო, მაგრამ ბევრი რამ მაბრკოლებსო. ბერებმა გაამხნევეს: ღვთისმოყვარეობას მტკიცედ დაადექი და ნურაფრისა გეშინია. როცა სულითა და გულით ღმერთს მიენდობი, შენი მზრუნველი და მფარველი ის იქნებაო. სულით გამხნევებული ქუთაისისკენ დაეშვა. რამდენიმე დღე მშიერი დადიოდა. ფული არ ჰქონდა და ისე არავინ შეიწყალა. თავის თავს შეუძახა გამხნევდი, არ გაახარო ბოროტი სული, მას უნდა, გაჭირვებით ცოდვაში ჩამაგდოსო. გაჭირვებას ლოცვით იქარვებდა.

 

ბოლოს, როგორც იქნა, ერთ პატიოსან მოქალაქესთან იაფი სამუშაო იშოვა. ამ კაცმა შეამჩნია, რომ მაქსიმე შუაღამისას ფანჯრიდან გადაიპარებოდა და სადღაც მიდიოდა. ეტყობა, ქურდობსო. ადგა და ჩუმად გაჰყვა. მაქსიმე მივიდა მთავარანგელოზის ეკლესიაში, ცისკრის ლოცვაზე გულხელდაკრეფილი და მუხლმოდრეკილი ლოცულობდა. კაცმა არ დაიჯერა, მეორედაც გაჰყვა და ისევ ტაძარში რომ მივიდა, მაშინ გააფრთხილა სახლეულნი, ეგ ღვთის კაცია და პატივისცემით მოექეცითო. მაქსიმე მიხვდა, შეიტყვეს ჩემი ამბავი და ასეთი პატივით იმიტომ მექცევიანო. მიუხედავად სახლის პატრონის თხოვნისა, მიატოვა ქუთაისი და თბილისისკენ წამოვიდა ფეხით. ჯამაგირი გლახაკებს დაურიგა, თვითონ კი გზადაგზა დღიურად მუშაობდა. თბილისში ადგილი იშოვა „ერთ დიდ, შეძლებულ კაცთან“ (ილია ჭავჭავაძესთან). იქ მას ცალკე ოთახი მისცეს. რადგან ზნეკეთილობა შეამჩნიეს, არაფერს უშლიდნენ და მაქსიმემაც თავისი საქმე განაგრძო. რა იყო ეს საქმე? ღვთის სიტყვის ქადაგება. მისი პატარა ოთახი ყოველ საღამოს ხალხით იყო სავსე, ვეღარც ეტეოდნენ საღმრთო წერილის სწავლისა და სახარების სიტყვის მოსმენის მსურველნი. თუ სადმე ქალაქში წმინდათა ცხოვრების ამსახველი წიგნები იყიდებოდა, ყველა შეიძინეს. მაქსიმე ისე ლმობიერად ქადაგებდა, რომ მსმენელთ გულში ღვთის შიში და სიყვარული ენერგებოდათ. იმის დასტურად, თუ რამხელა ძალა ჰქონდა მის ნათქვამ სიტყვას, ერთ ამბავს გავიხსენებთ. ერთხელ მაქსიმე ბილიარდის მოთამაშეებთან შევიდა და უთხრა: აბა, ძმებო, გთხოვთ, ყური დამიგდოთ, კაი ამბავი უნდა წაგიკითხოთო. მათ ბილიარდის თამაში შეაჩერეს და მაქსიმემ დაიწყო წმინდა გიორგის ცხოვრების კითხვა. მოთამაშეებმა ტირილი დაიწყეს, ჯოხები დაყარეს და მას მერე მაქსიმეს აღარ მოშორებიან.

 

როცა ღვთისმოყვარეთა გუნდი ძალიან გამრავლდა, მაქსიმემ თქვა: ამდენ ხალხს ეს ოთახი ვეღარ გვიტევს. კარგი იქნება, ერთი „უფასო საღმრთო წიგნთსაკითხავი“ და საგალობელი კაბინეტი დავაარსოთ. მე თვეში 25 მანეთი მაქვს ჯამაგირი და მას მთლიანად ამ საქმეს შევწირავ, ოღონდ თქვენც დამეხმარეთო. შეიძინეს სასულიერო წიგნები, გაზეთები. ეს ამბავი ეგზარქოსის ყურამდე მისულა, იფიქრეს, ალბათ სექტანტური ორგანიზაციააო და მისი მოთავე მაქსიმე შარაძე დააპატიმრეს, შემდეგ კი ეგზარქოსს წარუდგინეს. მან რომ ნახა, ეკლესიის საწინააღმდეგოს არაფერს სჩადიოდნენ, ნება დართო მოქმედებისა და მეთვალყურედ ორი დეკანოზი დაუდგინა. ერთი, პეტრე კონჭოშვილი, ხშირად მიდიოდა მათ „კაბინეტში“ და მრავალ სასარგებლო რამეს ასწავლიდა ახალგაზრდებს.

 

აღსრულდა მაქსიმეს ოცნება - ადამიანებმა ღვთის სიტყვის სწავლა დაიწყეს. ერთხელ, საუბრისას, გულისნადები გაუმხილა მეგობრებს. მოუყვა იმ სულიერ ფერისცვალებაზე, თვითონ რომ განიცადა, ცოდვისაგან განშორებამ მის გულში ხომ უდიდესი სიხარული დაბადა და შეკრებილთაც მოუწოდა, - განეშორეთ ცოდვას, შეინანეთ და მაშინ ჰნახავთ, როგორ აღგიტაცოსთ გამოუთქმელმა სიხარულმა, იმისთანა სიხარულმა, რომლის მსგავსი არ გაჩენილა ჯერ თქვენში, და არც გაჩნდებოდა, ათასი წელიც რომ გეცოცხლნათ, სანამ არ დაადგებოდით ღვთის გზას. ადამიანს გააბედნიერებს ღვთის სამსახური. ბედნიერია და ღირსი ქებისა ის, ვისაც მთელი სიცოცხლე შეუწირავს ჭეშმარიტებისთვის. ჩვენი მოშივებული სული თხოულობს ღვთის სამსახურით და კეთილის საქმეებით გაძღომას და თუ ეს არ შეუსრულდა, მაშინ სული საშინელ მოწყინებაშია, სწუხს თვის სიღარიბეს... მაშ გავამხიარულოთ იგი ჩვენის უმანკო და წმინდა ცხოვრებით და შევაერთოთ ღმერთთან ჩვენი ცხოვრება, იესო ქრისტეს ცხოვრებასთან მიმსგავსებით... ღმერთო, რა კარგი იქნებოდა, როგორც მოქადაგე ლაპარაკობს აღტაცებით, ისე აღტაცებით მაყურებელიც ისმენდეს! სწორედ რომ ანგელოზები გავხდებოდით ყველანი. წარმოიდგინეთ ჩემი განუზომელი სიხარული, როცა ვნახავ ჩემის სიტყვებით აღტაცებულს!.. სულის ცხონება თურმე აქაც შეიძლება. მოიძულოს კაცმა ყოველი ცოდვა, განიწმინდოს მარხვით და სინანულით თავი თვისი, აღასრულოს ღვთის მცნება უნაკლულოდ, ქმნას იმდენი კეთილი საქმე, რამდენიც კი შეუძლია და ნამდვილად ცხონდება ამ სოფელში. უდიდესი ყველა კეთილ საქმეში კი არის კაცის დარიგება და მისი სარწმუნოებაზედ მოყვანა...“

 

მაქსიმე ყოველ ცისმარე დღეს ღვთის დიდებით იწყებდა, ჩაფიქრდებოდა, იქნებ გუშინდელზე უკეთესი გავხდეო. ადიდებდა ღმერთს, შემდეგ კი შეუდგებოდა დაკისრებულ საქმეს. კაცს რომ გაიცნობდა, ოცნებობდა, ღვთის გზაზე როგორ დავაყენოო. ხშირად, მისდა გასაკვირადაც, მისი ქადაგება ადამიანებს უფლისაკენ მოაქცევდა. ყველა უყვარდა - ბოროტიც კი, რადგან მხოლოდ სიყვარულით შეეძლო მისი ბოროტებისაგან მოქცევა და კეთილ გზაზე დაყენება. მთელ დღეს ღვთისა და კაცის სამსახურში რომ განლევდა, საღამოთი უფლისა და კაცის სიყვარულით, მეტისმეტი ბედნიერებით და სიხარულით თავს ძლივს იმაგრებდა. ეგონა, ცაში ანგელოზებთან ერთად დავფრინავო. განსაცდელები არ აკრთობდა, უფრო აქეზებდა და ხელს უწყობდა ღვთის სამსახურსა და კეთილ საქმეში. მის უზომო ბედნიერებას აბრკოლებდა სხვებზე დარდი და წუხილი - რატომ სხვებიც კეთილად არ ცხოვრობენო.

 

 

წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე)

 

აი, ასეთი მართალი კაცი ემსახურებოდა წმინდა ილია მართალს. „დიდი ნდობა ჰქონდათ ილიას და მის სახლობას მაქსიმესი, ყველანი შვილსა და ძმასავით უყურებდნენ. ილია რომ სხვაგან წავიდოდა, მთელ ქონებას მაქსიმეს ჩააბარებდა. ოჯახის საქმეებსაც ყურს უგდებდა და უფროსი მოურავიც იყო ილიას სახლში“. ეს ნდობა წმინდა ილიას ერთმა შემთხვევამაც გაუმყარა. ორი წლის სამსახურის შემდეგ მაქსიმეს მისთვის უთქვამს: „თქვენთვის, თქვენის მონდობილობით, სანოვაგეს, სურსათს და ათას რამეს რომ ვყიდულობდი, ფულს გადავარჩენდი ხოლმე და ოც თუმანზე მეტი შევკრიბე. ახლა ვგრძნობ, რომ ასეთი საქციელი დიდი ცოდვაა და ამიტომ გიბრუნებთ ამ ფულსო“. ილიამ ფული ჯიბეში ჩაიდო და უთხრა: „კარგად მოქცეულხარ, ასე სჯობსო“. „ივერიის“ თანამშრომლები ალაპარაკდნენ: რა ძუნწია ილია, ამ ფულიდან მაქსიმესთვის რამე ეჩუქებინაო. ეს თურმე ილიამაც გაიგო და უთქვამს: „როგორ, მოპარული რომ უკან დამებრუნებინა, თუნდაც ნაწილი, განა ამით შეურაცხებას არ მივაყენებდი? ის კაცი მართალ გზას დასდგომია და ჩემის ასეთის უმართებულო საქციელით ამ მართალ გზას ხომ არ გადავაცდენდიო“. სამაგიეროდ, ამის შემდეგ ილიამ მაქსიმე რედაქციის მოლარედ დანიშნა და ისე ენდობოდა, რომ სტამბისთვის მსწრაფლმბეჭდავი მანქანის შესაძენი 3000 მანეთის თავდებადაც დაუდგა. მაქსიმე იყო ილიას ყოველდღიური ტიტანური შრომის თვითმხილველი. „კაცო, რაზე ჩამკალ, ვერ მეტყოდი, კმარაო?“ - უსაყვედურა ერთხელ შემოთენებულმა ილიამ. მაქსიმე თურმე რამდენჯერმე შესულა, მაგრამ ისე იყო გართული ილია საქმეში, ვერ გაებედა „კმარას“ თქმა. მაქსიმე „ივერიის“ ხაზინადარიც იყო და ექსპედიტორიც. ოთხი კაცის საქმეს აკეთებდა - ასოთამწყობიც იყო და კორექტორიც. „სწორედ წარმოუდგენელია, საიდან ჰქონდა ესოდენი ძალა და ღონეო, - ჰკვირობს მისი ერთი თანამედროვე, - იმისი სახელი ყოველი მხრის მოისმოდა: რედაქციიდან, ილიას სახლიდან, სტამბიდან და ყველა მომავალ-წამავლისაგან“.

 

„უფასო საღმრთო წიგნთსამკითხველოს“ საქმეც კარგად მიდიოდა, მრავალი ახალგაზრდა დააყენა მან ღვთის გზაზე, ამ სამკითხველოში გალობასაც ასწავლიდნენ. ერთხელ, გიორგობას, ქაშუეთში მელქისედეკ ნაკაშიძის გუნდის გალობისთვის მოუსმენია მაქსიმეს. გული აუჩუყდა, ატირდა თურმე რა კარგი გალობები გვქონიაო. წირვის შემდეგ მელქისედეკს გამოეცნაურა და თავისთან მიიწვია მასწავლებლად. მართლაც, მელქისედეკის მეცადინეობით ბევრმა ახალგაზრდამ შეისწავლა გალობა. განსაკუთრებით სწრაფად სწავლობდა მაქსიმე და მასვე ავალებდა მელქისედეკი, რომ სხვებისთვისაც ესწავლებინა.

 

სამკითხველოს ხშირი სტუმრები იყვნენ წმინდა ალექსანდრე ეპისკოპოსი (ოქროპირიძე) და მისი ძმისწული ლეონიდე. წმინდა მღვდელმთავარი დიდად ხარობდა ახალგაზრდების მონდომებით და ამხნევებდა მათ. მელქისედეკისაგან ოთხი-ხუთი წლის განმავლობაში ბევრი საგალობელი დაისწავლეს. მაქსიმეს შედგენილი გუნდი მისივე ლოტბარობით გალობდა თბილისის სხვადასხვა ეკლესიაში. როცა 1893 წელს განჯიდან ნიკოლოზ ბარათაშვილის ცხედარი გადმოასვენეს, მის ნეშტს დიდუბის ეკლესიისკენ შარაძის გუნდიც მიაცილებდა გალობით. მაქსიმე თბილისის სემინარიის გალობის მასწავლებლადაც აირჩიეს და ისიც მეტისმეტი გულმოდგინებით ასწავლიდა სემინარიის შეგირდებს, ცდილობდა ღვთისა და სამშობლოს სიყვარული ღრმად ჩაენერგა მათ გულებში.

 

გადიოდა დრო, ზოგიერთი ამხანაგი ჩამოშორდა წიგნთსაკითხავს. ბევრს საწევრო ფულიც არ შეჰქონდა. ის კი თავის ჯამაგირს უდრტვინველად იხდიდა ოთახის ქირაში. ნუგეშობდა და ხარობდა მხოლოდ იმით, რომ ყოველ მსურველს გალობა ესწავლა. თუ ვინმე ფულის შეუტანლობისთვის ბოდიშს მოიხდიდა, ეტყოდა: ნურავის შეაწუხებთ ფულისთვის, მე გადავიხდიო,

 

წიგნთსაკითხავის დაარსებისთანავე მაქსიმემ წმინდანთა ცხოვრებისა და ზნეობრივი წიგნების თარგმნასა და გამოცემას მიჰყო ხელი. სტამბაც ამ საქმისთვის შეიძინეს. ამ სტამბაში 25 წლის განმავლობაში 4000-მდე სასულიერო შინაარსის სხვადასხვა გამოცემა დასტამბეს. მათ შორის 500-მდე წიგნი თავიანთი ხარჯით გამოსცეს. თვითონ მაქსიმემ ოთხმოცამდე წიგნი თარგმნა და გამოსცა. წიგნებს ძალიან მცირე ფასს ადებდნენ, დიდ ნაწილს კი მუქთად ავრცელებდნენ. „შარაძე და ამხანაგობის სტამბის“ დამფუძნებლები იყვნენ: მაქსიმე შარაძე, ესტატე კერესელიძე, ვასილ გძელიძე და ივანე ზაქარაშვილი. მათ პირობა ჰქონდათ დადებული, უჯამაგიროდ ემუშავათ. თუ რამ სარგებლობა შემოვიდოდა, ისევ საერთო საქმისთვის მოეხმარებინათ. თუ ვინმე გარდაიცვლებოდა, მისი წილი ქონება დანარჩენ ძმებს რჩებოდათ. მაქსიმე შარაძის სტამბა „ივერიის“ რედაქციის ქვედა სართულზე იყო მოთავსებული, ილიას დის, ელისაბედ საგინაშვილის სახლში. სასულიერო შინაარსის წიგნების გარდა რუსულ, ქართულ და სომხურ ენებზეც გამოსცემდნენ წიგნებსა და ჟურნალებს. შარაძის სტამბაში დაბეჭდილა ილიას „ქვათა ღაღადი“, იაკობ გოგებაშვილის „რუსკოე სლოვო“ და სხვა. აღსანიშნავია მაქსიმეს მიერ ექვს წიგნად გამოცემული „რჩეული სიტყვები სხვადასხვა წიგნებიდან გამოკრეფილი“, რომლებიც მამათა სწავლებებთან ერთად შეიცავს მაქსიმეს ღრმადსულიერ ნააზრევსაც. ხალხი მათ სტამბას „ბერების სტამბას“ უწოდებდა კეთილმსახურებისა და წმინდა ცხოვრების გამო. სტამბის ძმობას ახლო ურთიერთობა ჰქონდა ბეთანიის, ზედაზნის, თბილისის ფერისცვალებისა და შიომღვიმის მონასტრებისა და ათონის წმინდა მთაზე ქართველთა სავანის ბერებთან. მათგან წიგნთსაცავიდან გადმოწერილ წმინდათა ცხოვრებასა და ქადაგებებს იღებდნენ, ბეჭდავდნენ და უფასოდ ავრცელებდნენ.

 

1890 წელს მელქისედეკ ნაკაშიძემ მაქსიმესა და ესტატეს ცნობილი მომღერალი ფილიმონ ქორიძე გააცნო, რომელმაც მათ ერთ თვეში ნოტები შეასწავლა. ძმობამ საგალობლების გამოცემა განიზრახა. ილია ჭავჭავაძემ მოსკოვში წერილი მისწერა ალექსანდრე ხახანაშვილს და მისი დახმარებით სანოტო შრიფტი შეიძინეს. შემდეგ გაბრიელ ეპისკოპოსს ფილიმონის მიერ ნოტებზე გადაღებული საგალობლები სთხოვეს დასაბეჭდად. 1892 წლიდან სტამბაში საგალობლების ბეჭდვა დაიწყეს. 1500 ეგზემპლარს ბეჭდავდნენ და ამასაც გალობის შესწავლის მსურველებს უფასოდ უნაწილებდნენ. 1895 წელს მაქსიმემ სამი წიგნი გამოსცა „ქართული გალობისა“, 1899 წელს - „მიცვალებულის გალობელი“, 1901 წელს - „პირველშეწირულის საგალობელნი“ და სხვა. ფილიმონ ქორიძემ განიზრახა ქართულ ენაზე გამოეცა ნოტების სახელმძღვანელო. თუ ასეთ სახელმძღვანელოს მომიტანთ, ბატონო ფილიმონ, ტყავს გავიძრობ და ჩემი ხარჯით დავბეჭდავო, - უთქვამს მაქსიმეს. მართლაც, 1895 წელს გამოსცა კიდეც ეს სახელმძღვანელო. მაქსიმე ისე გაწაფულა ნოტების ნიშნებში, რომ თვითონაც ჩაუწერია რამდენიმე გალობის კილო.

 

ქართული გალობა გადასარჩენი იყო, ამიტომაც მაქსიმეს და ესტატეს დრო აღარ დაუკარგავთ და მის ერთადერთ სრულყოფილად მცოდნესთან, ანტონ დუმბაძესთან გაუგზავნიათ ფილიმონ ქორიძე გალობების ჩასაწერად. იმ მცირე საფასურთან ერთად, ფილიმონს და ანტონს რომ უხდიდნენ ამ საქმეში, სულიერადაც განამხნევებდა მათ მაქსიმე. „ივერიაში“ დაბეჭდა კიდეც წერილი „გალობის ერთი მოყვარულთაგანის“ ფსევდონიმით (ეს მაქსიმე უნდა იყოსო, - ფიქრობს ბატონი ლუარსაბ ტოგონიძე), სადაც ავტორი აგულიანებს ფილიმონს და ანტონს, - აბა, თქვენ იცით, ბოლომდე გაიყოლეთ გალობის ჩაწერის ხალისიო. 1897 წელს ფილიმონმა დაასრულა საგალობლების ჩაწერა. გალობათა ჩაწერისას დიდად დახმარებია მათ არისტო ქუთათელაძე (აქვე აღსანიშნავია არისტოს ღვაწლი ბეთანიის მონასტრის აღდგენაში). 1901 წელს მაქსიმეს სტამბა დაუხურეს პროკლამაციების დაბეჭდვის გამო (ეს მის უნებურად მომხდარა), არისტოს მეცადინეობით ერთი წლის შემდეგ კვლავ გაუხსნიათ, მაგრამ ამან ისე იმოქმედა მაქსიმეზე, რომ ლოგინად ჩააგდო. თუმცა გამოკეთდა, მაგრამ ვერ გამოჯანმრთელდა. ჭლექი თანდათან მოერია. სხვა ამ დროს სამკურნალოდ მოიცლიდა, მაგრამ მაქსიმე ასე არ მოქცეულა, სანთელივით ბოლომდე იწვოდა. მრავალი გაჭირვებისა და ავადმყოფობის მიუხედავად, ყოველთვის ფიცხელი სისასტიკით მარხულობდა, ხორცის ჭამა სიყრმიდანვე აიკრძალა. დიდმარხვის შვიდეულს ისე განვლიდა, არაფერს შეჭამდა. მძიმე ავადმყოფიც კი შაბათ-კვირას უქმობით ნაშუადღევამდე საჭმელს არ მოღებდა, თუ დააძალებდნენ, ეტყოდა, - ის არ მეყოფა, წირვა-ლოცვას ვერ დავესწარი, მის გამოსვლამდე არ მოვითმინოო. ხან სამი დღე ისე გაივლიდა, პურს არ გატეხდა, დაითმენდა ხორციელ ბრძოლებს. სხვისი არაფერი ეხარბებოდა. ქალწულების აღთქმას მტკიცედ იცავდა, ცდილობდა, ფიქრითაც არ დაერღვია. ქუჩაში სიარულის დროს ქუდი თვალებზე ჰქონდა ჩამოფარებული. ყოველთვის შრომობდა და თავს ნებას არ აძლევდა, თავისუფალ დროს გასართობად, სეირის საცქერლად წასულიყო. მაქსიმესთან შეუძლებელი იყო უბრობა. თუ ვინმეს შეამჩნევდა, ჩემზე გაჯავრებული წავიდაო, უეჭველად წერილს მისწერდა ტკბილს და საგულისხმოს. ხმა არასოდეს აუმაღლებია, გახლდათ მშვიდობიანი, წყნარი, მართალი. სიცრუე მის ბაგეთაგან არასოდეს ამოსულა. ერთხელ წიგნის გამომცემელმა სთხოვა, მეტად შემიფასე და უფრო მეტ ფულს გადამიხდიანო. მაგრამ მაქსიმემ თავის ასაღებ ფულზე თქვა უარი და ტყუილი არ იკადრა. გახლდათ ყოველთვის მართლისმთქმელი, არ უყვარდა ფარისევლობა, არავინ დაუჩაგრავს თავისი თავის მეტი. ბავშვისთვისაც კი არ უთქვამს „ბიჭი“, არც სხვა ზედმეტი სახელი, არც არავინ განუკითხავს - არც საერო და არც სასულიერო პირნი. ამბობდა როცა ამა თუ იმ კაცზე რისამე თქმა გინდოდეს, პირველად იფიქრე, ვითომ ის კაცი შენ წინა დგას. თუ პირში ძვირს არ ეტყვი, ნურც უიმისოდ იტყვიო. უაღრესად მოწყალე გახლდათ. საუკუნო სასჯელის შიშით, ღვთის სასჯელამდე საკუთარი თავი დასაჯა, შეავიწროვა საკუთარი სხეული, არც სულს მისცა გასაქანი. სხვისი დიდი ცოდვა ერთ ბეწვადაც არ მიაჩნდა, საკუთარ უმნიშვნელოს, მაგალითად, წყლის დალევისას ჯვრის გამოსახვას დავიწყებას, დიდად ნანობდა. თუ ვინმე ეტყოდა, ეგ რა ცოდვა არის, მიხედე სხვებსო, პასუხობდა, - ვინც ამბობს, ღვთის მცნება მარტო ჩემთვის არის დაწერილი (სხვას არ მიხედავს) და მასზე გულმოდგინედ დგას და ასრულებს, გამორჩეული იქნება ღვთისაგანო.

 

თავის თავს ესაყვედურებოდა: „რა დამემართა, ვერ ვიქცევი კარგად. ვაითუ ცუდი მაგალითი აიღოს ვინმემ ჩემგან; მერე რა პასუხი გავცე ღმერთსო“. კმაყოფილი არ იყო თავისი ბევრი შრომითაც და სულ იმას ამბობდა: არაფერი გამიკეთებია, დღეს პურის ჭამა არ მეკუთვნისო. მძიმე ავადმყოფობის დროსაც კი გაჭირვებით წამოდგებოდა და შრომას დაიწყებდა.

 

1901 წლიდან მოყოლებული შვიდი წელი ჭლექით იტანჯებოდა, მაგრამ ყოველთვის ღმერთს მადლობდა. ხილვა ჰქონია: „ჩვენებით განვლიდა სული ჩემი ქვასა, რკინასა, ზღვას, უფსკრულსა, ცეცხლსა, მთასა ყინვიანსა და ზეცისა ჰაერთა შინა საშინელებათა დიდთაო“.

 

ასე მსხვერპლად შეეწირა თავის ქვეყანას და მშობლიურ ეკლესიას მაქსიმე შარაძე. 1908 წლის 26 თებერვალს (ახ. სტ. 11 მარტს) დასრულდა ამქვეყნიური ცხოვრება მისი და დაიწყო საუკუნო. ჩვენ ვალში ვართ - მის წინაშე, რომ არა მაქსიმე შარაძე, არ გვეყოლებოდა არც ესტატე კერესელიძე (წმინდა ექვთიმე აღმსარებელი) და არც ქართული საგალობლები შემოგვენახებოდა. როგორც ბრძანებს დეკანოზი ნიკიტა თალაკვაძე: „მაქსიმე არ იყო არც ბერი, არც მღვდელი, მაგრამ თავისი ჭეშმარიტ-ქრისტიანული, როგორც პირადი, ისე საზოგადოებრივი ცხოვრება-მოღვაწეობით, ბევრად მაღლა იდგა ახლანდელ ბერობასა და მღვდლობაზედ“.

 

მართლაც, ამ ერთმა უბრალო ერისკაცმა „იმდენი შესძლო, რაც ვერ გააკეთა მისიონერთა ლეგიონებმა“. იგი ჩემთვის და ალბათ თქვენთვისაც, ძვირფასო მკითხველო, იქცა მაგალითად ერსკაცისა, რომელმაც ღვთის შეწევნით სძლია სოფელს, რომელმაც იცხოვრა და იყო მონა ღვთისა, ერთგული შვილი დედაეკლესიისა.

 

„ერის გული ზღვაა, - ბრძანებს „ივერიის“ თანამშრომელი გრიგოლ ყიფშიძე, - მის ლურჯსა და კამკამა წყალს ვერ აამღვრევთ, რამდენი ნაგავიც უნდა ჰყაროთ შიგ, მაინც ვერ დააშრობთ და აი, ამ ზღვიდან ამოვიდა მაქსიმე. ამოვიდა წმინდა და მოკვდა წმინდა“.

 

მოამზადა კახაბერ კენკიშვილმა

ჟურნალი „კარიბჭე“, № 5, 2007 წ.

Link to post
Share on other sites

კვირის პალიტრა

 

 

 

"მეოხ გვეყავ, დედუფალო"

 

 

 

1166 წელს ქართველთა მეფეს, გიორგი III-ს და მის მეუღლეს, ბურდუხანს, ასული შეეძინათ, რომელსაც "მზეთამზე", "დედუფალთა დედუფალი", "შარავანდედთა შორის უპირატესად გამობრწყინებული" უწოდა ერმა და ისტორიამ, ხოლო მშობლებმა თამარი დაარქვეს.

 

1178 წელს გიორგი III-მ თანამოსაყდრედ დაისვა მხოლოდშობილი ასული და საკუთარი ხელით დაადგა თავზე გვირგვინი, რადგან ეშინოდა, რომ ქალის ხელმწიფედ დასმას შეეწინააღმდეგებოდნენ დიდებულნი ამა ქვეყნისანი.

 

თამარი, მამის გარდაცვალების შემდეგ, ერთპიროვნული მმართველი უნდა გამხდარიყო, მაგრამ დიდებულებმა დარბაზი შეჰყარეს - ვის გაუგიაო ქალი-მეფე?! სწორედ მაშინ გაახსენეს თამარის მომხრეებმა დარბაზის წევრებს, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა იყო და ქრისტეს მხედრად ყოვლადწმინდამ ქალწული ნინო წარმოგზავნა ქართლში.

1184 წელს, დარბაზისა და დიდებულების ნებით, თამარი ხელახლა აკურთხეს მეფედ და მანაც იტვირთა მძიმე ჯვარი ერის წინამძღოლისა.

 

ჯვარი რომ მძიმე იყო, ეს გამეფებისთანავე იგრძნო, მაგრამ ღვთის რჩეულს არც უფლისმიერი სიბრძნე აკლდა - ყუთლუარსლანისა და მისი მომხრეების შეთქმულებას ან სისხლის ღვრა უნდა მოჰყოლოდა, ან კიდევ მეფის ძალაუფლების შესუსტება. თამარი არც დანებდა, არც სისხლისღვრა ისურვა - მესამე გზა აირჩია. საქართველოში გაზრდილმა ძალიან კარგად უწყოდა, რამხელა იყო ქალის კულტი და პატივისცემა ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში. ამიტომაც ორი პატივცემული მანდილოსანი გაგზავნა შეთქმულებთან მოსალაპარაკებლად - კრავაი ჯაყელი და ხვაშაქი ცოქალი, რომელთაც მშვიდობის მანდილი გადააფარეს ძმათამკვლელი ომის საშიშროების წინაშე მდგარ ქვეყანას.

 

ისიც კარგად უწყოდა "მზეთამზემ", რომ ღვთის შეწევნის გარეშე შეუძლებელი იყო ერისა და ქვეყნის არსებობა. უფალი კი მხოლოდ მას შეეწევა, ვინც მის მცნებებს აღასრულებს. ამიტომაც, საეკლესიო კრება მოიწვია და მოითხოვა, წესისამებრ განესაჯათ ყველა და მხოლოდ ღირსეულნი დაედგინათ მღვდლებად და მღვდელმთავრებად, ხოლო სამეფო კარისთვის აუცილებელი წესი დაადგინა - თვითონაც პალესტინის მონასტრის ტიპიკონით ლოცულობდა და სხვებისგანაც იმავეს მოითხოვდა - დარბაზის კარზე მყოფთაგან წირვას ვერავინ გაცდენდა.

 

დღისით სამეფო დიდებულებითა და ბრწყინვალებით შემოსილი ღამეებს ლოცვასა და ხელსაქმეში ათენებდა, თავისი ნამუშაკევით განიკითხავდა გლახაკთა და უპოვართ. ერთხელ ჩვენება იხილა და ამ ჩვენების შემდეგ საკუთარი ხელით დაამზადა 12 მღვდლის შესამოსელი. ფეხშიშველი ლიტანიობდა და ცრემლმდინარი შესთხოვდა უფალს საქართველოს გაძლიერებასა და გაბრწყინებას; ფეხშიშველი, ძელიცხოველით ხელში, მიუძღოდა წინ შამქორისა და ბასიანის ბრძოლებში ლაშქარს და ღვთისმშობლის ტაძარში ჯვრის სახით გართხმული ბრძოლის წინა ღამეს ავედრებდა ქრისტეს ივერთა მხედრობას. მებრძოლნიც იბრძოდნენ უთანასწორო ბრძოლაში მხნედ და უშიშრად, "მინდობილნი ღმრთისანი და თამარის ცრემლთანი".

 

1195 წელს შამქორის ველზე ქართველებმა დაამარცხეს აბუ-ბაქარის სარდლობით წამოსული თურქთა უზარმაზარი მხედრობა...

 

1203 წელს ბასიანში რუქნ-ად-დინის 400 000-იან ლაშქარს კუდით ქვა ასროლინეს, ხოლო თავად რუქნ-ად-დინი, ჯვრის მგმობელი და თამარის შეურაცხმყოფელი, ტყვედ აიყვანეს და შემდეგ ნალზე გაცვალეს. ბასიანის ბრძოლას დიდგორის "ძლევაი საკვირველს" ადარებს თამარის დროინდელი მემატიანე - აკი იყო კიდეც თამარის მეფობა დავითის საკვირველი ღვაწლის გვირგვინი.

 

მისი მეფობისას საქართველო ევროპისა და აზიის გასაყარზე გადაჭიმულ უზარმაზარ სახელმწიფოდ იქცა, რომელსაც ანგარიშს უწევდნენ ქრისტიანული დასავლეთი და მაჰმადიანური აღმოსავლეთი.

 

თამარმა აღაშენა და განამშვენა ვარძია და ფიტარეთი, ქვათახევი და ბეთანია; შეამკო პალესტინასა და სინას მთაზე, კვიპროსსა თუ ათონის მთაზე არსებული ლავრები; აკრძალა და გააუქმა სიკვდილით დასჯა და დასახიჩრება. ამიტომაც გამოუსწორებელი დამნაშავეები, რომელთა დაუსჯელობაც არ შეიძლებოდა, მასთან კი არა, დავით სოსლანთან მიჰყავდათ ღირსეული განაჩენის აღსასრულებლად.

 

ფარულად მონაზვნის ჯვარს ატარებდა და მონაზვნის სარეცელზე იწვა. განაბრწყინა თავისი ნათლით სრულიად საქართველო და ამ ბრწყინვალების დასტურად და გვირგვინად მარტო "ვეფხისტყაოსანიც" კმარა.

 

მფარველობდა მგოსნებსა და ხელოვნების მსახურთ... აპურებდა ქვრივ-ობლებსა და ღატაკებს... საკუთარი ცხოვრებით აძლევდა მაგალითს თითოეულ ქვეშევრდომს...

 

47 წლისას უკურნებელი სენი შეეყარა, მაგრამ ტკივილებს უძლებდა და არავის უმხელდა. 1213 წლის თებერვლის დასაწყისში, ნაჭარმაგევში ყოფნისას, ტკივილისაგან გონი დაკარგა და ცხენიდან ჩამოვარდა. მთელი საქართველო ლოცვად დადგა, მაგრამ ამაოდ - 1213 წლის 13 თებერვალს ქართველთა დედოფალთ-დედოფალი გარდაიცვალა.

 

საქართველო დღემდე ამაოდ დაეძებს მის უკანასკნელ განსასვენებელს. ერთი გადმოცემის მიხედვით, თამარის საძვალე გელათშია, მეორე გადმოცემის მიხედვით - იერუსალიმის ჯვრის მონასტერში.

 

მისი სიკვდილიც, ისევე, როგროც სიცოცხლე, ლეგენდებით შემოსა ქართველმა ხალხმა: თამარი თავის სამოსს მთვარის სხივზე ჰკიდებდაო... "ვეფხისტყაოსანი" მისდამი შოთას უდიდესი და უიმედო სიყვარულის საგალობელიაო. შოთა იერუსალიმის ჯვრის მონასტერში ბერად იმიტომ წავიდა, რომ თამარის საფლავისთვის მაინც მოევლო, რაკი სიცოცხლეში მის გვერდით ყოფნა არ ეღირსაო... რჩეულმა ვაჟკაცებმა თამარის სასახლიდან ცხრა ოქროს კუბო გამოასვენეს და არავინ იცოდა, რომელში იყო თამარი, რომ მტრისთვის გზა-კვალი აერიათ. დაკრძალვის შემდეგ კი ერთმანეთი ამოხოცეს, რომ არავის გაეგო, სად იყო მათი სათაყვანებელი მეფის საფლავიო...

 

13 თებერვალი წმიდა კეთილმსახური მეფის, თამარის, ხსენების დღეა.

წმიდა თამარ მეფის ლოცვა და მადლი ფარავდეს სრულიად საქართველოს!

 

 

მარიამ ბურჯანაძე

Link to post
Share on other sites

კვირის პალიტრა

 

 

ოტია იოსელიანი პარტიზანი იყო

 

ერთხელ შემისწორა, კოდორის ხეობა კი არა, დალის ხეობაო. მაშინ პირველად ვნახე სევდიანი ოტია... ნეტავ თუ მოვესწრები დალის ნაკვალევზე, მის ხეობაში გავლასო...

 

"ჩვენმა რაზმმა 27-ე ლეგიონერი დაკარგა"

 

ქართველ საზოგადოებაში ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ ახლახან გარდაცვლილი მწერალი ოტია იოსელიანი პარტიზანული შენაერთის, "თეთრი ლეგიონის" ოფიციალურ წევრად ითვლებოდა. მწერლის გაპარტიზანების ამბავი მისმა ყოფილმა მეთაურმა და უმცროსმა მეგობარმა, "თეთრი ლეგიონის" მეთაურმა ზურაბ სამუშიამ მიამბო.

 

"დიდხანს მხოლოდ შორიდან ვიცნობდი ოტია იოსელიანს, როგორც მწერალსა და საინტერესო პიროვნებას.ჩვენი დაახლოება ერთმა ცნობილმა მოვლენამ განაპირობა: 1996 წლის 23 ნოემბერს აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარებულიყო. 2 ნოემბერს ქუთაისში ბრიფინგზე საგანგებოდ განვაცხადე, აფხაზებო, მოგიწოდებთ, არ მიიღოთ მონაწილეობა ამ აბსურდულ ე. წ. არჩევნებში და უარი თქვით თვითმარქვია ხელისუფლებაზე. მე, ზურაბ სამუშია, აფხაზეთის მკვიდრი, ჩვენი ეროვნული ლაშქრით, ანუ”თეთრი ლეგიონით" პასუხისმგებელი ვარ, რომ დაუნდობელი პარტიზანული ომი გამოვუცხადო თვითმარქვია ხელისუფლებას-მეთქი.

 

23 ნოემბერს დავარბიეთ ოჩამჩირის, ტყვარჩელისა და გალის საარჩევნო უბნები. მეორე დღეს ჩემმა პრესსამსახურის უფროსმა ალექსანდრე შენგელიამ დამირეკა, ოტია იოსელიანს უნდა შენთან შეხვედრაო. ასეთი პიროვნების შემოხმიანება დიდი პატივი იყო და ვესტუმრე თავის სახლში, სოფელში. ეს იყო ჩემთვის ისტორიული დღე. ბატონმა ოტიამ თბილად მიმიღო და მხარი დაუჭირა ჩვენს პარტიზანულ მოძრაობას. გამომშვიდობებისას თავისი რამდენიმე წიგნი მომცა, ბიჭებს გადაეცი, თავისუფალ დროს წაიკითხონო. ერთიც მე მაჩუქა ავტოგრაფით. როდესაც სახლიდან გამოვდიოდი, მკითხა, წიგნის კითხვა გიყვარსო? რა თქმა უნდა, ორი უმაღლესი განათლება მაქვს და უმცროს მეცნიერ თანამშრომლად ვმუშაობდი სოხუმის ფიზიკა-ტექნიკურ ინსტიტუტში-მეთქი. არ გეტყობაო. წიგნს რომ გაჩუქებენ, უნდა გახსნაო. გავხსენი და ვხედავ, წიგნში ფულია. ეს რა ფულია-მეთქი? ბიჭებს თუთუნი უყიდეო. მე ვხედავ თქვენში იმ დიდ სულსა და თანადგომას, რომელიც შემართებას გაგვიასკეცებს-მეთქი. არ მაცალა სამადლობლის თქმა, ხელი ამიქნია, წადი, ბოვშვებს (პარტიზანებს გულისხმობდა) მიმიხედეო.

 

ამის შემდეგ ვიფიქრე, შემეთავაზებინა მისთვის "თეთრ ლეგიონში" გაწევრება. ასეც მოხდა, მაიორის წოდებით, საპატიო წევრად მივიღეთ. მახსოვს, ჩვენი წევრობის ორდერი რომ გადავეცით, ცალი თვალით წაიკითხა და როგორც სჩვეოდა, ნახევრად ირონიულად თქვა: ბოშო, ოტია იოსელიანი ამ ხნის განმავლობაში არ ყოფილა არც ერთი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციის წევრი, ამ ბიჭმა (ჩემზე თქვა) კი "გამაბოზაო". რა თქმა უნდა, ამას დიდი მხიარულება მოჰყვა. ოტიამ კი ორდერს აკოცა. ის "თეთრი ლეგიონერი", პარტიზანი იყო, რასაც ყოველთვის აღნიშნავდა. ერთხელ გურიაში ჩატარდა საზოგადოებრივი შეკრება და ოტია გამოვიდა როგორც "თეთრი ლეგიონერი". მერე სუფრასთან მიგვიწვიეს. თამადამ პირველად მშვიდობის სადღეგრძელო თქვა. ოტიამ ხელი დამარტყა ბეჭებზე, არაა აქ ჩვენი ადგილიო. რატომ-მეთქი, გავიკვირვე. რა გვინდა აქ, ნახე, რა სადღეგრძელოთი იწყებენ, მშვიდობას გაუმარჯოსო. წამოდგა და თამადას მიმართა, თქვენ გაიხარეთ, იდღეგრძელეთ, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან სუფრაზე სადღეგრძელოებს მშვიდობის კი არა, გამარჯვების სადღეგრძელოთი უნდა იწყებდეთ, ეს სჭირდება ჩვენს ერსო.

 

ერთხელაც ქუთაისის მერმა ნუგზარ ფალიანმა მიგვიწვია სკოლაში ახალგაზრდებთან შეხვედრაზე. ფალიანმა სთხოვა, სუფასთან დაბრძანდითო, ოტიამ გადმომხედა და რიხით თქვა, როგორ უნდა დავჯდე, როდესაც ჩემი მეთაური დგასო. ასე ცდილობდა გამოეჩინა, რომ ლეგიონერი იყო. ერთხელაც შევარდნაძემ მოინახულა. ოტიამ მიხმო, ის ჩამოდის და მოდიო. შემოვიდა შევარდნაძე დაცვით და თანმხლები პირებით. ოტია კიბის მესამე საფეხურზე იდგა. არც განძრეულა. სანამ ედუარდი მასთან მივიდოდა, თაფლის არაყი მიაწოდეს, იმანაც დალია. დგას ოტია მუნდშტუკით და ნაფაზს ნაფაზზე ურტყამს. შევარდნაძემ ჰკითხა, ოტია, რატომ გამიბრაზდი ასე, ცალი ფეხით ხომ არ შემოვსულვარ შენს სახლში, მეორე ჭიქას რატომ არ მისხამო? ოტიამ უთხრა, მეორეს დამსახურება უნდა, დამსახურებაო. კი მაგრამ, შინაგან საქმეთა მინისტრი რომ ვიყავი, ხომ გაფინანსებდიო, არ დარჩა ვალში ედუარდი და ამ დროს გავიგე, რა ურთიერთობა ჰქონდათ მათ წლების განმავლობაში. თუმცა, ოტიამ უთხრა, ის კი არ არის საქმე, ჩემთვის რა გიკეთებია, არამედ ის, რას უკეთებ ქვეყანასო.

 

ოტიას სახლის გვერდით სტალინის აგარაკია. ყური მოუკრავს, რომ მის გასხვისებას აპირებდნენ ყაზახ ინვესტორებზე. მაშინ ოტია დაიმუქრა: ნუ დაავიწყდება ერს, ბერსა და ხელისუფლებას, რომ მე პარტიზანი ვარ და როგორც კი ვნახავ, აქ ვინმე შემოვა, ავაფეთქებო.

 

ყველა ომს თავისი აზრი აქვსო, ამბობდა ოტია. უაზრო ომი არ არსებობს, მით უფრო, თუ ომი შენი სახლ-კარის დასაცავად ან დასაბრუნებლად გამართეო. ტკივილად გაჰყვა აფხაზეთი და სამაჩაბლო. ერთხელ შემისწორა, კოდორის ხეობა კი არა, დალის ხეობაო. მაშინ პირველად ვნახე სევდიანი ოტია. ქალღმერთი დალი იქ, იმ ხეობაში ნადირობდა და ჩვენ, სვანები, უძველესი ქართველები იმ ხეობიდან ვთხზავდით ულამაზეს მითოლოგიას. ნეტავ თუ მოვესწრები დალის ნაკვალევზე, მის ხეობაში გავლასო.”

 

მისი დაკრძალვის დღეს ვთქვი, რომ ჩვენმა რაზმმა 27-ე ლეგიონერი დაკარგა. რიგით მერვე ოქროს მედალს გავცემთ მის სახელზე, ოტიას გარდაცვალების შემდეგ დავაჯილდოებთ ამ მედლით. მას არ გაუსროლია ტყვია, სანგარშიც არ მჯდარა, მაგრამ მისი სიტყვა იმავეს ემსახურებოდა, რასაც ჩვენი ლეგიონის პრინციპები.

 

ეკა ლომიძე

Link to post
Share on other sites

გურამ რჩეულიშვილი, ჭეშმარიტი ქართველი, მოქალაქე, ადამიანი

 

 

----------------------------------

კვირის პალიტრა

 

შუა ქალაქში თოფი დააქუხა, - გამეფებული მდუმარება მინდოდა დამერღვიაო...

 

 

 

"ათი წელი რომ ვიცოცხლო, რამდენი რამის დაწერას მოვასწრებ. რამდენი მაქვს გასაკეთებელი, რამდენი აზრი და იდეა მიტრიალებს თავში. სულ თქვენ მაგონდებით, რამდენს ვიცინოდით, რამდენს ვხუმრობდით. რა კარგია ნაღდი მეგობრობა, რა შეუდარებელი გრძნობაა. გუშინ სიზმარში შენ, გურამ გეგეშიძე და ედი გნახეთ, ფუნიკულიორზე ვქეიფობდით. იქნებ კარგად აგვიხდეს. სულ ცუდზე ჩემმა მტერმა იფიქრა", - ეს სიტყვები შესანიშნავ ქართველ მწერალს გურამ რჩეულიშვილს ეკუთვნის. მოსკოვში რამდენიმე თვით წასული, მეგობარს ეხმიანებოდა. წერილი 1958 წლით თარიღდება.

 

ორი წლის შემდეგ ყველაფერი ცუდად დასრულდა - 1960 წლის 23 აგვისტოს გაგრაში ჩასული გურამ რჩეულიშვილი ზღვაში დაიხრჩო. შტორმის დროს ზღვაში ჩარჩენილი ადამიანების დასახმარებლად შევიდა წყალში. ისინი გადარჩნენ, თავად კი დაიღუპა. როგორც თვითმხილველები ამბობდნენ, მისი უკანასკნელი წუთები ბედისწერასთან თამაშს უფრო ჰგავდა, ვიდრე ბანალურ უბედურ შემთხვევას. სხვის საშველად ზღვაში შესული რჩეულიშვილი თავადაც აბობოქრებული სტიქიის მძევლად იქცა. საშინელი ღელვის გამო ნაპირზე გამოსვლა შეუძლებელი შეიქნა, ამიტომ ზღვაში ჩარჩენილებს შვეულმფრენი დაადგათ თავზე. ჩამოშვებული თოკის წყალობით ყველა გავიდა სამშვიდობოს. ბოლოს თავადაც ჩაეჭიდა, მაგრამ თოკი გაწყდა. ფიზიკურად ძალზე ძლიერი იყო და მაინც მოახერხა ნაპირზე გამოსვლა. მიწაზეც მოიკიდა ფეხი და თითქოს საფრთხე აღარ ემუქრებოდა, მაგრამ მოვარდნილმა უზარმაზარმა ტალღამ ისევ ზღვაში შეათრია. ვეღარ გამოვიდა. ცხედარი მხოლოდ ორი დღის შემდეგ იპოვეს. ცალი ხელი მოტეხილი ჰქონდა.

 

გურამ რჩეულიშვილი 26 წლისა დაიღუპა. იმ დროისათვის მხოლოდ რამდენიმე მოთხრობა ჰქონდა გამოქვეყნებული. პირველი წიგნი დაღუპვიდან ერთი წლის შემდეგ გამოიცა, გიორგი შატბერაშვილის რედაქტორობითა და არაჩვეულებრივი შესავალი წერილით. უღვთო იყოო მისი სიკვდილი, სინანულით წერდა და დასძენდა, მიუხედავად ავტორის ახალგაზრდობისა, ეს მოთხრობები მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის პროზაულ ანთოლოგიას დაამშვენებდაო.

 

როგორც მეგობრები იხსენებენ, გურამ რჩეულიშვილმა ცურვა გვიან, სიკვდილამდე რამდენიმე წლით ადრე ისწავლა. ისწავლა თავად - მარტოდმარტო დადიოდა თბილისის ზღვაზე და ვარჯიშობდა. ბოლოს "პრეზენტაცია" გამართა - მეგობრები შეკრიბა და მათი თანდასწრებით თბილისის ზღვა გადაცურა. ეს შემთხვევა ნიშანდობლივია. საოცარი ვნებით, სურვილით ეწაფებოდა ყველაფერს, რაც განგებამ ადამიანს ცხოვრების ტვირთად და საჩუქრად უბოძა. მის პიროვნებაში ერთმანეთში იყო შერწყმული მაღალი მორალური თვისებები, ძლიერი ხასიათი და გასაოცარი ნიჭიერება, რასაც ემატებოდა ფიზიკური სიძლიერეც. თითქოს დაუჯერებელია, მაგრამ ნამდვილად ასე იყო - ამას მისი მეგობრები და თანამედროვენი ადასტურებენ. ასეთი ღირსებების მატარებელი პიროვნება კი "ჩვეულებრივად" ვერ იცხოვრებდა და ვერ დაწერდა. მით უფრო ისე, როგორც მაშინდელი (გასული საუკუნის 50-იანი წლები) ოფიციოზი მოითხოვდა მწერლებისაგან ან თუნდაც რიგითი მოქალაქეებისაგან.

 

გურამ რჩეულიშვილის პოლიტიკური მოღვაწეობის შესახებ არაფერია ცნობილი. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ჩაცმულობით დაწყებული, ყოველდღიური ცხოვრების წესით, საქციელით და სოციალისტური რეალიზმისაგან აბსოლუტურად დაცლილი პროზით ოფიციოზის კეთილგანწყობას ვერაფრით დაიმსახურებდა. არ დაუწერია არც ერთი სიტყვა ვინმეს საამებლად ან კეთილგანწყობის მოსაპოვებლად. ერთადერთხელ, როდესაც მწერალთა კავშირში კომპრომისზე წასვლა შესთავაზეს, პასუხად - ეჰეო, დაუსტვინა და იქაურობა უსიტყვოდ დატოვა. ერთხელ შუაღამისას შუაგულ ქალაქში სანადირო თოფი დააქუხა, რაც ასე ახსნა, ირგვლივ გამეფებული მდუმარება მინდოდა დამერღვიაო (არსებობს სხვა ვერსიაც - ლენინის ძეგლს ესროლაო). შეეძლო სანუკვარი ბათინკების შესაძენად თვეობით ნაგროვები ფული მათხოვრისათვის მიეცა. თავგადასავლების ძიებაში ფათერაკსაც არაერთხელ გადაყრია. ერთხელ რევოლვერი მიადო ვიღაც ნაძირალამ შუბლზე, ამან თვალი თვალში გაუყარა და სახეში შეაფურთხა.

 

გამუდმებით ახალი შთაბეჭდილებების, გამოცდილების ძიებაში იყო. მისი თვალით დანახული ჩვეულებრივი და მოსაწყენი ცხოვრებისეული ეპიზოდები უაღრესად ორიგინალურ, საინტერესო სახეს იძენდა, ხოლო თითქოს მრავალჯერ ნანახი და ნაცნობი ქალაქის ქუჩები, მთა, ზღვა, სოფელი ახალი, სისხლსავსე ცხოვრებით აგრძელებდა არსებობას. ზემოთ გურამ რჩეულიშვილის მოთხრობების პირველი კრებული ვახსენეთ. მაშინ ამბობდნენ, რომ მწერალმა დროს გაუსწრო. ათეული წლების განმავლობაში იქ მოთავსებული მოთხრობების მიხედვით იცნობდა ფართო საზოგადოება მწერალს. უკანასკნელ წლებში მკითხველს რჩეულიშვილის ისეთ ნაწერებზეც მიუწვდება ხელი, რომელთა გამოქვეყნება არათუ საბჭოთა ეპოქაში, არამედ დღესაც გაბედულებას მოითხოვს.

 

მისი მეგობრები ყვებიან, რომ მუდამ თან სდევდა მოახლოებული აღსასრულის განცდა. გაგრაში გამგზავრებამდე სამსახურიდან წამოვიდა. როგორც ვარაუდობენ, ეს ერთი მიზნით გააკეთა - ჩქარობდა და სურდა მთელი ენერგია და დრო ლიტერატურული მუშაობისათვის დაეთმო... ბედისწერა სხვა ხვედრს უმზადებდა...

 

ლადო გოგუაძე

Link to post
Share on other sites

ასეთი ხალხის ლოცვა რომ არ ანელებდეს ქართველების ცოდვებს, რა გვეშველებოდა არ ვიცი

 

 

 

http://www.kvirispal...nda-mamebi.html

Link to post
Share on other sites

http://www.kvirispal...biznesmeni.html

 

 

ცნობილი ქართველები: რომანტიკოსი ბიზნესმენი

"დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილი საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო შვილთაგანი, უნაკლო და კეთილშობილი საზოგადო მოღვაწე, ძველ თბილისელ მოქალაქეთა შთამომავალი, ევროპული განათლების მქონე, ქართულ წეს-ჩვეულებებზე აღზრდილი, გერმანიის უნივერსიტეტის ქიმიის დოქტორი, გახლდათ ის პიროვნება, რომელმაც წამოიწყო სამრეწველო წარმოება. იგი მხატვრული ლიტერატურის ფაქიზი დამფასებელი, პრაქტიკოსი საქმის კაცი და მოაზროვნე თეორეტიკოსი იყო", " წერდა გაზეთი "ზაკავკაზიე".

XIX საუკუნის 40-იან წლებში სარაჯიშვილების სავაჭრო სახლი ერთ-ერთი ძლიერი ფირმა იყო. სავაჭრო სახლს კომერციული ურთიერთობა ჰქონდა ჩრდილოეთ კავკასიის თემთან, რუსეთთან, უკრაინასთან, თურქეთისა და ირანის ქალაქებთან. ზოგიერთ ქალაქში საელჩოებიც კი ჰქონდათ.

 

დავითი 1848 წელს, აზნაურ ზაქარია სარაჯიშვილის ოჯახში დაიბადა. სარაჯიშვილების საგვარეულო მაშინაც ცნობილი იყო ქველმოქმედებითა და წარმატებული საქმიანობით. მამული სოფელ დიღომში ჰქონდათ, ასევე ფლობდნენ თბილისის ვრცელ შემოგარენ ტერიტორიებს. დავითმა დაწყებითი განათლება ჯერ კერძო, პაკეს პანსიონში, შემდეგ კი ვაჟთა კლასიკურ გიმნაზიაში მიიღო. ეს ის გიმნაზიაა, რომელსაც უკვე ცნობილი მეწარმე ყოველთვის ეხმარებოდა, მერე კი ანდერძად დიდძალი თანხაც დაუტოვა.

 

1866 წელს დავითი პეტერბურგში გაემგზავრა და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. ერთი წლის შემდეგ ის უკვე გერმანიაში, ჯერ მიუნხენის, შემდეგ კი ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში აგრძელებს სწავლას, რომელსაც 1871 წელს ქიმიისა და ფილოსოფიის დოქტორის ხარისხით ამთავრებს. საზღვარგარეთ სწავლის პერიოდში დავითი ჩაება ახალგაზრდა ქართველთა მიერ შექმნილი ორგანიზაცია "უღლის" საქმიანობაში. ორგანიზაციის დამფუძნებლები იყვნენ: ივანე მაჩაბელი, ნიკო ნიკოლაძე, ვასილ პეტრიაშვილი, გიორგი წერეთელი... მათი მიზანი იყო საქართველოს გათავისუფლება და ეროვნული დამოუკიდებლობა. დავითს კარგად ესმოდა, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის აუცილებელი იყო სამამულო მრეწველობის წარმოება. ამიტომაც საქართველოს სოფლის მეურნეობით დაინტერესდა. მან საფრანგეთში გადაწყვიტა სწავლის გაგრძელება, სადაც საფუძვლიანად შეისწავლა არყის, ლიქიორისა და კონიაკის წარმოების ტექნოლოგია.

 

როცა საქართველოში დაბრუნდა და გაეცნო ქართული ჯიშის ყურძენს, დარწმუნდა, რომ მისი ქიმიური შემადგენლობა და თვისებები საოცრად ჰგავდა ფრანგულ საკონიაკე მასალად მიჩნეულ ყურძნის ჯიშებს. დავითმა დაიწყო სპირტის გამოხდა ფრანგული წესით და სულ მალე გასაოცარი შედეგი მიიღო. შემდგომში წარმოების ყველა ეტაპი: სპირტის გამოხდის ფრანგული წესი, სპირტის დენატურაცია და დაძველება მუხის კასრებში " დავითის მკაცრი მეთვალყურეობით მიმდინარეობდა. XIX საუკუნის ბოლოს სარაჯიშვილის ფირმა 50-მდე დასახელების სპირტიან სასმელს უშვებდა, ხოლო XX-ის დასაწყისში 60-მდე დასახელების სასმელი გამოდიოდა.

 

დავით სარაჯიშვილს არყისა და კონიაკის ქარხნები ჰქონდა ერევანში, ყიზლარში, ბაქოში, ვლადიკავკაზში, ბესარაბიაში, ასევე კონიაკისა და ღვინის საწყობები ოდესაში, ვარშავაში, პეტერბურგში, მოსკოვში, კიევში, ვილნიუსში, რიგაში, ხარკოვში, როსტოვში, სამარასა და კიდევ ბევრ ქალაქში. სხვათა შორის, დავითის დისშვილი, გიგუშა ერისთავი, რუსეთის მეფის კარზე, უფლისწულ ალექსის სამხედრო აღმზრდელი იყო, მისი მეუღლე კი გახლდათ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალი, მერი შარვაშიძე.

 

დავით სარაჯიშვილმა პირველმა შემოიღო 8-საათიანი სამუშაო (მანამდე 9-10-საათიანი იყო), ასევე ხელფასის შენარჩუნებით შვებულება, მუშებისათვის მოაწყო სასადილო, გახსნა ბიბლიოთეკა, სამკითხველო დარბაზი და რაც მთავარია, ანდერძში დაიბარა, რომ ქარხნებიდან შემოსული თანხები მუშების კეთილდღეობას მოხმარებოდა. დავით სარაჯიშვილი დიდ თანხებს ხარჯავდა ეკლესიების მშენებლობასა და თუ რესტავრაციაზე. დავითის ინიციატივითა და ასევე მისი სახსრებით აშენდა თბილისში ქაშუეთის ეკლესია, რესტავრაცია ჩაუტარდა სვეტიცხოველს, მცხეთის დედათა მონასტერს, იკორთის, მარტყოფის, თბილისის სამების, მთაწმინიდის, კალოუბნისა და კიდევ სხვა ეკლესიებს.

 

ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვან წამოწყებაში დავითს გვერდში ედგა მეუღლე, ეკატერინე ფორაქიშვილი. სამწუხაროდ, მათ შვილი არ ჰყავდათ, თუმცა დავითი ამბობდა: "რას მიქვია უშვილობა? განა ყველა ბავშვი, მომავლის იმედად აღზრდილი, ქვეყნის საკეთილდღეოდ გაწვრთნილი, ჩემი შვილი არ არის?"

 

სარაჯიშვილმა ნიკო ცხვედაძის თავმჯდომარეობით დააარსა კომიტეტი, რომელსაც ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა ევალებოდა. დავითი მათ საზღვარგარეთ სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიებს უნიშნავდა. დავითის სტიპენდიანტებს შორის იყვნენ შემდგომში გამოჩენილი ქართველი მოღვაწეები: ზაქარია ფალიაშვილი, დიმიტრი არაყიშვილი, მელიტონ ბალანჩივაძე, ია კარგარეთელი, კოტე ფოცხვერაშვილი, ვანო სარაჯიშვილი, გიგო გაბაშვილი, მოსე თოიძე, სოლომონ ჩოლოყაშვილი, კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე და მრავალი სხვა. იგი ასევე ეხმარებოდა აკაკი შანიძეს, გერონტი ქიქოძეს, თედო სახოკიას...

 

1911 წელს, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, ქვეყნისა და ერის დიდი გულშემატკივარი კაცი გარდაიცვალა. მისმა ანდერძმა კიდევ ერთხელ აღაფრთოვანა საზოგადოება, " მისი მრავალმილიონიანი ქონება ქართველი ერის განვითარებას უნდა მოხმარებოდა. იაკობ გოგებაშვილმა თქვა, თავისი ანდერძით სიკვდილი დათრგუნა და ბრწყინვალე შარავანდედით შეიმოსაო.

 

მართლაც, გამორჩეული ადამიანი იყო, ქვეყნისა და ერის დიდი გულშემატკივარი, ქველმოქმედი და მეცენატი.

 

(სპეციალურად საიტისათვის)

 

მარინა ბაბუნაშვილი

Link to post
Share on other sites

„...პატარა საქმეები ჩვენს გულს არ ანათებენ და უამისოდ კი ჩვენი ნება არ იბრძვის. დიდი საქმეები კი აგვაფეთქებენ, მაგრამ გული მანამდე ცივდება, სანამ საქმე სრულქმის დონეს მიაღწევდეს, და გულთან ერთად ნებაც დუნდება და დაწყებული საქმე ანაზდად წყდება... ამიტომ არის, რომ ჩვენი არსებობის ნიადაგს ჩვენვე ვანიავებთ და ბედნიერი მეტოქესტან ბრძოლაში მუდამ ვმარცხდებით (...) უინიციატივობაა, რომ ჩვენი ცხოვრება ერთხელ აჩემებული დახავსებული კალაპოტიდან ვერ დაუძრავს და მამა-პაპური გზით მიმართულებისათვის კალაპოტი ვერ შეუცვლია. ახალი საქმე მუდამ ეჭვებსა და შიშს აღგვიძრავს, მუდამ უიმედონი და უილაჯონი გამოვიყურებით. ახალი საქმით გატაცება ახალგაზრდულ გატაცებად მიგვაჩნია და მას მუდამ ირონიული უნდობლობით შევცქერით. ეჭვი არ არის, რომ ეს ერთადერთი თუ არა, ერთერთი ძლიერი მიზეზთაგანი მაინც არის მისი, რომ ჩვენი ჩვენი სინამდვილის უდიდეს და უმნიშვნელოვანეს მომენტშიც კი გულხელდაკრეფილი ვრჩებით, არ ვიცით რა ვქნათ... ეჭვი არ არის უინიციატივობა და გამბედაობის უქონლობა ქართველი ხალხის ჩამოქვეითების და გადაგვარების უმნიშვნელოვანეს ფაქტორად უნდა ჩაითვალოს“ (დიმიტრი უზნაძე „სინათლის“ სასწავლებლის ანგარიში. 1916)

 

 

http://einblickgeorg.../blog-post.html

Link to post
Share on other sites

http://www.kvirispalitra.ge/public/10955-qnetavi-chemo-sakhelo-didkhans-ikhsenebodeq.html

 

მიხა ხელაშვილი

 

post-8-0-43350000-1327670850_thumb.jpg

 

"ნეტავი ჩემო სახელო, დიდხანს იხსენებოდე"

ძველი ფოტოა, გაცრეცილი, ალბათ მალვა-მალვაში დაღლილი. დიდხანს ვერ გამოაჩენდნენ, რადგან ამ ფოტოზე რომ მოხდენილი ვაჟკაცი ჩანს, მიხა ხელაშვილია, საბჭოთა იდეოლოგიის მიერ მტრად შერაცხილი ქაქუცა ჩოლოყაშვილის თანამებრძოლი. "ჩოლოყაშვილი რომ ვნახე, უცხო რამ სანახავია, / ვუამბე მთების ამბავი: - მტერმ წაგვიხდინა ფშავია, / დღემდე მარტოკა ვიბრძოდი, მტერთან არ შავკარ ზავია, / სამშობლოს უნდა შავსწირო სიცოცხლე, ჩემი თავია", - წერს ხელაშვილი. თავი არც დაუზოგავს...

ფოტოსი არ იყოს, მისი განვლილი ცხოვრებაც დიდხანს იყო დამალული, რადგან მიხა ხელაშვილის თანაგრძნობა კი არა, ხსენებაც სასჯელის მიზეზი შეიძლებოდა გამხდარიყო. ის კი სამშობლოს შეჰხაროდა და მისთვის იხარჯებოდა: "საქართველოსა შევხარი და მისთვის შეფიცულებსა", - წერდა.

 

იანვრის თვეში შეუძლებელია არ გავიხსენოთ მიხა ხელაშვილი, რადგან 25 იანვარს დაბადებული, სწორედ 25 იანვარს მოკლეს მუხთლობით. 1925 წელი იდგა... მიხა ხელაშვილი სულ 25 წლისა იყო...

გიგი ხორნაულის წიგნში, "მიხა ხელაშვილი", მისი ბოლო დღე დაწვრილებითაა აღწერილი: "ყინვისაგან შეწუხებული მიხა დილითვე შეპარულა ძმობილის - ლუკა მარცვალაშვილის სახლში. მას და მიხას ფიც-ვერცხლი ჰქონიათ ნაჭამი, ამიტომ ლუკას მეტისმეტად "გახარებია" მიხას მისვლა. მაშინვე ხინკლის თადარიგს შესდგომია. ლუკამ ჩვეულებრივ წვერ-პირის გაპარსვაც შესთავაზა მიხას. ყბა ჩამოპარსა და ყელთან რომ მივიდა სამართებელი, მიხამ უთხრა თურმე: - ლუკავ, გატყობ, ჩემი მოკვლა გაქვს დავალებული, ბარემ გამომისვი ეგ სამართებელი, შენც მოისვენებ და მეცაო! ლუკას ძალიან შეუცხადებია, დამჯდარა და ტირილი დაუწყია: - მაგას როგორ მეუბნები, მე გამოვიჭრი ყელს, თუ ჩემი არ გჯერაო. ხელაშვილს დაუმშვიდებია. მერე, ხინკლის ჭამის დროს, ეტყობა, რაღაცას მაინც ამჩნევდა და თავისი სახეთქიანი ვაზნა მიუწოდებია: როცა ჩემ მოკვლას დააპირებ, ეს ტყვია დამკარ, უცებ გამათავებსო. "შენთხვევით" მოვიდა ლევან გარსევანიშვილი და იმანაც ძალიან "გაიხარა" მიხას ნახვით. პურის არაყს აძალებდნენ მიხას, - შემცივნებული იქნებიო. ისიც ალალად ცლიდა მიწოდებულ ყანწს. გვიან იცის გაჭრა პურის არაყმა, მაგრამ როცა გაჭრის, დაბანგულივით დააგდებს კაცს. დამთვრალი მიხა, ვითომდა მეტი სიფრთხილისათვის, მჭედელათ საბძელში გადაიყვანეს დასაძინებლად. შინ დაბრუნებულ ლუკას და ლევანს დახვდნენ კომკავშირელები, რომლებსაც ხელაშვილის დედის ცოდვა ედოთ... ლუკა წინ გაუძღვა ლამპით, უკან ლევანი მიჰყვა ფეხზე შემდგარი თოფით. ლუკამ მიუნათა, ლევანმა თავში დაჰკრა. ზოგის თქმით, ლევანს ხელი აუკანკალდა ბოლო წამს და იქვე მყოფმა კაცის კვლაში უკვე გამოცდილმა კომკავშირელმა დაჰკრაო. მიხას სიკვდილი იმ დღეს დამალეს, მეორე დღეს მაღაროსკარიდან მილიცია ამოიყვანეს, ყასიდად ატყდა ბრძოლა და ვითომ მაშინ დაიღუპა მიხა ხელაშვილი"...

 

იანვრის სუსხიან დღეს შინ ვეწვიე მწერალ გიგი ხორნაულს, რომელსაც ცოტა ხნის წინ 75 წელი შეუსრულდა და ვაჟა-ფშაველას პრემიაც მიენიჭა. აბა, სხვა რაზე ვისაუბრებდით, თუ არა მიხა ხელაშვილზე... ადრეც რომ ასე ყოფილიყო, ასე თავისუფლად რომ შესძლებოდათ მასზე საუბარი, ვინ იცის, რამდენი ამბავი დარჩებოდა ისტორიას, რამდენი ლექსი - მის შემოქმედებას. ყველაფერი ნადგურდებოდა, რადგან შიში იყო, დიდი, დაუძლეველი შიში:

 

- პანკისში ვიყავი საღვთო სუფრაზე თამადად 70-იან წლებში, - ახსენდება მწერალს, - მეორე დღეს, როცა სუფრა ისევ გაიშალა, ვთხოვე, ვინმე დამდგარიყო თამადად. არავინ ისურვა - კარგად ითამადე გუშინ და გააგრძელეო... მაშინ გუშინდელ სადღეგრძელოებს არ გავიმეორებ-მეთქი... ავიღე სასმისი და დავლიე მიხა ხელაშვილისა და მისი თანამებრძოლების მოსაგონარი. ამაში ვერკვეოდი მამაჩემის გამო. ამათ კი ეგონათ, როგორც საბჭოთა სახელმწიფო არწმუნებდა ხალხს, ქაქუცა ბანდის მეთაური იყო, ხელაშვილი და სხვები - ყაჩაღები. უცებ შეთხელდა ხალხი სუფრასთან. 80-იან წლებში მოსაკითხით ჩამოვიდნენ ჩემთან პანკისიდან, ღვინოც მოიტანეს, სხვა სანოვაგეც. მითხრეს: გიგი, მაშინდელი უნდა გვაპატიო, ხელაშვილის სადღეგრძელოს მერე გვეგონა, იმ საღამოს შენც დაგიჭერდნენ და ჩვენც, ამიტომ გაგერიდეთო...

 

1973 წელს დავიწყე ფშავის ტოპონიმიის აღწერა. ჩარგალში მითხრეს, რა გინდა აფხუშოში, ყველანი აქ არიან ჩამოსულები, იქ ერთი ბებერიღა არის, ისიც ალბათ გადაჟამყრუებულიო... თუკი ერთი ბებერი მაინც არის, უნდა ავიდე-მეთქი. ავედი. ჟამიაშვილის ბებერს ეძახდნენ... არავინ მითხრა, რომ ეს ქალი - სალომე, მიხა ხელაშვილის და იყო, სწორედ ის, ვინც ძმა გადმოასვენა დუშეთიდან თავისი ვაჟკაცობის წყალობით... ღამით ხევსურ ჭინჭარაულთან ერთად მოიპარა ცხედარი... დაჭრეს, დაანაწევრეს ფშაური წესით, ხურჯინებში ჩააწყვეს. დღე იმალებოდნენ ხევებში და ღამღამობით მიჰქონდათ ფშავისკენ...

 

- ცხედრის დანაწევრება ფშაური წესითო, ამბობთ... ეს რა წესი იყო?

- სადმე რომ კვდებოდა ფშაველი, იქ არ დამარხავდნენ, ასე დაანაწევრებდნენ და გადაასვენებდნენ ფშავში. ამ წესზე ვაჟასაც აქვს დაწერილი. სალომე ხელაშვილი თავისი გამბედაობით, სიმამაცით ვაჟკაცებს არ ჩამოუვარდებოდა. ამიტომაც შეძლო ამ მისიის ასრულება, ძმის გადასვენება ფშავში. რა სამწუხაროა, რომ მაშინ არ ვიცოდი, ვინ იყო. არავინ მითხრა, მიხა ხელაშვილის დააო... ვინაობა მკითხა. ვუთხარი, ვისი შვილი ვიყავი. გადამეხვია. მიმასპინძლა. ვუთხარი, ბოწახში უნდა გადავიდე, ტყით დიდი გზა მაქვს გასავლელი და რომ არ დამიღამდეს, უნდა წავიდე-მეთქი. მთხოვა: შვილო, მარტო ბებერი ვარ აქ, დარჩი ამაღამ, ხინკალს გავაკეთებ, ამაძრახებ, ხმას გამცემო... დავრჩი. რაღა არ ჩამაწერინა: ლექსები, კაფია... რა ვიცოდი, ვინ იყო, თორემ ვკითხავდი ძმაზე... მერეღა მითხრეს, როცა უკვე თელავში გადაიყვანა შვილმა. იქ გარდაიცვალა... ვინ იცის, როგორ ელოდა, რომ რამეს ვკითხავდი მიხაზე... რაკი არ ვკითხე, იფიქრა: ამასაც ეშინიაო და აღარაფერი მითხრა. ეს ამბავი სანანებლად მაქვს დღემდე. თითქოს დანაშაული ჩავიდინე...

 

აფხუშოში, სალომესთან დედამისი იყო შეფარებული ერთხანს თურმე... ერთხელ უკვე აწიოკებული მიხას ოჯახი აფხუშოში იყო გახიზნული და-სიძესთან. მიხამ მთა-მთა და ტყე-ტყე სირბილით მიაღწია, გააფრთხილა ოჯახი, რომ დამალულიყვნენ. მეორე დღეს ტყიდან უცქერდნენ, როგორ არბევდა მილიცია მათ სახლ-კარს. გამოიტანეს, რისი წაღებაც შეიძლებოდა. საქონელი გარეკეს. რამდენ ხანს გაძლებდნენ ტყეში? მილიციას და კომკავშირელებს ჩარგლის ყველა გზა ჰქონიათ შეკრული. ხელაშვილის დედას აუკიდებია სახედრისთვის ახლობლებისათვის მისაბარებელი შერჩეული ნივთები, ტანსაცმელი. ხოდასთან ახლოს დაუჭერიათ და წამებაში შემოჰკვდომიათ, გვითხარი, სად არის შენი ყაჩაღი შვილიო... "სადრარა ვიყავ, დედაო, როცა შენ გაგიჭირდაო, / დაგკრავდენ, დაიკვნესებდი, დაინატრებდი შვილსაო, / ხელშიით გლეჯდენ სუდარსა ჯაგებში გადაჩრილსაო. / დედა მომიკლეს ფშავლებმა სამოც-ოთხმოცი წლისაო.../ მტერიც არ შამხვდა მტრისფერი, ვარ უბედურის დღისაო", - წერს მიხა. ვერ ბედავდნენ ჩარგლელნი მიხას დედის დასაფლავებას. მიხამ გააბედვინა. ტყიდან დაუნახავს, საფიხვნოს ყოფილან რაღაცაზე შეკრებილნი. მივარდნილა ორივე ხელში იარაღშემართული, - დედა მომიკალით და დამარხვა არ გინდათო? დამარხეთ, როგორც წესია, თორემ განანებთო! მერე კოჭუკუღმა წასულა, აუფარებია მურყნიანი. ჩარგლელებს ყველა წესი დაუყენებიათ მიხას დედისათვის და საფლავიც ეკლესიასთან გაუთხრიათ... საფლავში დედის ჩასვენების წინ მოსულა მიხა, დედა დაუტირებია და ისე მძიმედ წასულა, - ვაითუ ვინმემ გაბედოს და ზურგში მაინც მესროლოსო. უთქვამს კიდეც ვიღაცას, - ვესროლოთო. სხვა გასჯავრებია... არ უსვრიათ.

 

- თქვენ მაინც ზუსტად გაარკვიეთ და ჩაიწერეთ ბევრი ამბავი, რომელიც მიხა ხელაშვილს ეხებოდა... მისი ლექსებიც აღმოაჩინეთ...

post-8-0-52557800-1327670945_thumb.jpg

 

- მამაჩემის არქივში ახლაც მიაგნო ჩემმა მეუღლემ მიხა ხელაშვილის ახალ ლექსებს. მიხას ხელმოწერილი, მისი ხელნაწერია. მინდა ხელახალ გამოცემაში ეს ლექსები შევიტანო... სამწუხაროა, რომ ხელაშვილის ბევრი ლექსი განადგურებულია. პანკისში, სადაც ქაქუცას რაზმი იდგა ბოლოს, ბევრი ლექსი დაუწერია. იმდენი დაუგროვებია, რომ წაღება გაუჭირდა თურმე და იქვე, თავისი ნათესავის თუ საიმედო მეგობრის, ყაყიდაშვილისთვის მიუბარებია. როცა ხელაშვილი მოაკვლევინეს, დაიწყეს მათი დახვრეტა, ვისაც უმასპინძლია, ან მის ლექსს ინახავდა. ყველა მაღაროსკარში მიჰყავდათ და ხვრეტდნენ. მაგალითად, კარგი ვაჟკაცი ნიკო ხორნაული მარტო იმიტომ დახვრიტეს, რომ ვიღაცას ეთქვა, ქაქუცაზე კარგი თქვაო... ყაყიდაშვილი ამდგარა და მიხას ლექსები ბუხარში შეუყრია. იმის ცოლი გადაშვებულა გადასარჩენად, გამოუხვეტია, რასაც მისწვდა თურმე. ქმარს ჯოხი დაურტყამს: - გინდა, რომ დამიჭირონ და დამხვრიტონო?! გვიან თამარი წავიდა მამის კვალზე, ეძებდა ამბებს მამაზე. მამიდისგან სცოდნია, რომ ლექსები პანკისში უნდა მოეძიებინა. ყაყიდაშვილის ცოლიც უნახავს და იმას უამბნია ეს ამბავი.

თუ მოვახერხე წიგნის გამოცემა, მინდა პავლე ხელაშვილის - მიხას ძმის ლექსებიც შევიტანო. იმისი რვეული აღმოვაჩინე პანკისში. კარგი ლექსებია... ისიც ტყეში იყო გასული ცოტა უფრო გვიან, იქ დაჭლექდა და მთავრობას ჩაჰბარდა. ციმბირში გადაასახლეს და იქ დაიკარგა.

 

P.S. დიდი ფოლკლორისტის, ვახტანგ კოტეტიშვილის შეგროვებულ მასალაში არის მიხა ხელაშვილის ნათქვამი, უცებ გახალხურებული ლექსი "ლექსო, ამოგთქომ"... სწორედ ის, რომლის ბოლო სტრიქონებიც ასე ხშირად მოგვყავს ხოლმე საუბრისას: "დედას უყვარვართ შვილები, დედა არ გვახსოვს შვილებსა, იმითა გვტანჯავს გამჩენი, სულ მუდამ გვაცოდვილებსა". ბევრმა არც დღეს იცის, რომ ამ ლექსის ავტორი მიხა იყო, ახალგაზრდა, შეიძლება ითქვას, ყმაწვილკაცი, თუმცა ლექსის სიბრძნე მის ასაკს დაგავიწყებს:

 

"ნეტავი ჩემო სახელო, დიდხანამც

იხსენებოდე,

ჩემო ნათქვამო სიტყვაო, შენამც კი

გაჰქვეყნდებოდე,

შენ, ჩემო საფლავის კარო, შენამც კი

აჰყვავდებოდე,

სახლო, არ დაიშლებოდე, ცოლო, არ

გათხოვდებოდე..."

 

ლელა ჯიყაშვილი

 

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

გიორგი მაზნიაშვილი.

 

არვითარ ვიკიპედიას არ ვიყენებ რაც გამახსენდება იმას დავწერ.

 

ჯიშით, გენით და წარმომავლობით რუსი ივანე მაზნევის და სასირეთელი აზნაური დავით გლურჯიძის ქალის ქრისტინეს შვილი გიორგი მაზნიაშვილი. ივანე მაზნევმა ქრისტინეს სილამაზის წყალობით მიატოვა რუსეთში უდიდესი მაზნევოს მამულები და კასპში სოფელ სასირეთში დასახლდა. მისი შვილები მოიხსენიება მაზნიაშვილებად. გიორგი მაზნიაშვილს მე პირადად უდიდეს ქართველ სარდალთა შორის საპატიო ადგილს მივანიჭებდი, რუსეთ-იაპონიის ომში დაჭრილ გენერალ მაზნიაშვილს თვით იმპერატორის ქალიშვილები უვლიდნენ.

 

გენერალი მაზნიაშვილი პირველ მსოფლიო ომში მძიმედ დაიჭრა და 1917 წელს საქართველოში დაბრუნდა. აქ შექმნა ორი ეროვნული დივიზია. 1918 წელს კავკასიის კომისარიატმა მას დაავალა თბილისის დაცვა დემორალიზებული და თურქეთის ფრონტიდან ქაოტურად უკანდახეული რუსული ნაწილებისაგან, რომლებსაც თბილისის აღება სურდათ. მაზნიაშვილმა ამ საფრთხის არიდება ჯავშან-მატარებლითა და ქართველ მუსლიმთა კავალერიის პოლკით შეძლო. 1918 წელს რუსეთმა ბრესტის ზავით თურქეთს გადასცა ქართული მიწები, მათ შორის აჭარა. თურქეთმა ეს არ იკმარა და გურიასაც შეუტია. მაზნიაშვილმა სახალხო ლაშქრის, პარტიზანებისა და საჯარისო ნაწილების დახმარებით არა მარტო გურია გამოსტაცა ხელიდან თურქებს, არამედ მოიპოვა გამარჯვება ჩოლოქის ბრძოლაში და ბათუმიც გაათავისუფლა. ამავე წლის 18 ივნისს იგი აფხაზეთის გენერალ-გუბერნატორად და საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების უმაღლეს მთავარსარდლად დაინიშნა.

 

ქართული ჯარით, სახალხო გვარდიითა და კავალერიით, რომელშიც 300 აფხაზი ირიცხებოდა, ჩაახშო პრო-ბოლშევიკური აჯანყება, შემდეგ თეთრგვარდიელებისგან გაათავისუფლა აფხაზეთი. 1918 წლის ოქტომბერში იყო თბილისის გენერალ-გუბერნატორი. ამავე წელს, სომხეთ-საქართველოს ომის დროს, წარმატებით დაიცვა საქართველოს სამხრეთი საზღვარი, შემდეგ კი სრულმასშტაბიანი შტურმით აიღო შულავერი და რამდენიმე სოფელი. 1921 წლის თებერვალში იცავდა ფონიჭალის რაიონს XI ბოლშევიკური არმიის ნაწილებისგან, მაგრამ ამაოდ... იმავე წლის მარტში თურქებმა კვლავ დაიკავეს ბათუმი. ქართველმა ბოლშევიკემა დახმარება მაზნიაშვილს სთხოვეს. მან სასწრაფოდ შეიმუშავა ბრძოლის გეგმა და თურქები აჭარიდან განდევნა. მაზნიაშვილი დიდხანს იყო ემიგრაციაში, თუმცა ბოლოს სამშობლოში დაბრუნება ითხოვა, სოფელში დასახლდა და გლეხურ მეურნეობას მიჰყო ხელი. 1937 წლის მასობრივი ტერორის დროს მაზნიაშვილი დააპატიმრეს და ყოველგვარი გასამართლების გარეშე დახვრიტეს. მისი საფლავის ადგილსამყოფელი უცნობია

 

ქართული პარადოქსი: გიორგი მაზნიაშვილი დახვრიტეს სამშობლოს ღალატისათვის. :old:

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...