paraskeva 30 Posted April 4, 2013 Report Share Posted April 4, 2013 ციტირება Link to post Share on other sites
davit 1 Posted April 4, 2013 Report Share Posted April 4, 2013 (edited) უამრავ ინფორმაციას გადააწყდებით ინტერნეტში იმერეთის შესახებ, თუნდაც ვიკიპედიაში, მაგრამ ასეთს ალბათ ვერა იმერეთის ქალაქები: ბაღდათი, ზესტაფონი, ვანი, თერჯოლა, სამტრედია, საჩხერე, ტყიბული, ქუთაისი, წყალტუბო, ჭიათურა, ხონი. ბაღდათი: ალისმერეთი,დიდველა,დიმი,ვარციხე,ვენახჭალა,ზედა დიმი,ზედა ზეგანი,ზეკარი,კაკას ხიდი,ნერგეთი,პირველი ობჩა,როკითი,როხი,საიმედო,საირმე,საკრაულა,ფერსათი,ზედა ზეგანი, შუბანი, ცხენთარო, წაბლარასხევი, წითელხევი, წიფა, წყალთაშუა,ხანი. ვანი: ამაღლება,ბაბოთი,ბაგინეთი,გადიდი,გაღმა ვანი,დიხაშხო,დუცხუნი,ზედა ბზვანი,ზედა გორა,ზედა ვანი,ზედა მუქედი,ზედა ციხესულორი,ზეინდარი,ზენობანი,იმერუხეთი,ინაშაური,ისრითი,კუშუბაური,მაისაური,მიქელეფონი, ონჯოხეთი,რომანეთი, სალომინაო, სალხინო, საპრაია,სულორი,ტობანიერი,ტყელვანი,უხუთი,ფერეთა,ქვედა ბზვანი,ქვედა გორა,ქვედა მუხეთი,ქვედა ციხესულორი, ყუმური, შუამთა,შუაგორა,ციხისუბანი,ძულუხი,ჭყვიში. ზესტაფონი: ალავერდი,ამსაისი,არგვეთა,აჭარა,ახალი სვირი,აჯამეთი,ბეღლევი,გაღმა ბოსლევი, გამოღმა ბოსლევი,დიდი ბეკამი,დიდი განთიადი, დიდწიფელა,დილიკაური,ვაშპარიანი,ზედა ილემი,ზედა კვალითი,ზედა კლდეეთი, ზედა საზანო,ზედა საქარა,ზედა წევა, ზედა წიფლავაკე,ზოვრეთი,თვრინი,კინოთი,ლაშე,მარტოთუბანი,მარცხენა რკვია, მარჯვენა რკვია,მეორე ობჩა,მეორე სვირი, მწყერისციხე,პატარა განთიადი,პირველი სვირი,როდინაული,სანახშირე,საღვინე, პირველი მაისი,საწაბლე,სვეტმაღალი,ტაბაკინი,ტყლაპივაკე, ფუთი,ქვედა გეზრული,ქვედა ილემი,ქვედა კვალითი,ქვედა კლდეეთი,ქვედა საზანო,ქვედა საქარა,ქვედა საწუმბო,ქვედა წევა, ქვედა წიფლავაკე, ქველეთუბანი, ღვერკი,შიმშილაქედი,შორაპანი,შროშა,შუა გეზრული,შუა კვალითი,ცხრაწყარო,ძირულა,ძლოურ-დანეთი, ჭალატყე,ხემაღალი. თერჯოლა: ახალი თერჯოლა,მწუხარელა,ახალუბანი,ბარდუბანი,ბედიაური,ბიღა,ბოსელა,ბროლისქედი,გოგნი,გოდოგანი, დელტასუბანი, ეწერი,ვარდიგორა,ზარნაძეეები,ზედა ალისუბანი,ზედა სიმონეთი,თავასა,თუზი, თხილთაწყარო,კაკაბაური,კვახჭირი,მაჩიტაური, მუჯირეთი, ნაგარევი,ნავენახევი,ნახშირღელე,ოდილაური,ოქონა,რუფოთი,საზანო, სათემო, სარბევი,სეფერეთი,სიქთარვა,სკანდე,ტელეფა,ქვედა ალისუბანი,ქვედა სიმონეთი,ღვანკითი,შიმშილაქედი,ჩიხორი,ჩხარ-ეწერი,ჩხარი,ძევრი,ჭალასთავი,ჭოგნარი,ჯგილათი. სამტრედია: ახალსოფელი,ბუღნარა,გომი,გომმუხაყრუა,გომნატეხები,გორმაღალი, დაბლაგომი, დაფნარი, დიდი ოფეთი,დიდი ჯიხაიში, დობირო, ვაზისუბანი,ზედა ბაში,ზედა ეწერი,ზედა ეწერტობანიერი,ზემო აბაშა, ზემო ნოღა, იანეთი,კვირიკე(გომის საკრებულო),კვირიკე(ნაბაკევის საკრებულო),კულაში,მელაური,მეორე ეწერბაში,მთისძირი, მიწაბოგირა, მტერჩვეული,ნაბაკევი,ნაწილოფეთი,ნიგორზღვა, ნინოშვილი,ნინუაკუთხე,ოქტომბერი, ოჭოფა-გვიმრალა,პატარა ეწერი,პატარა ოფეთი,პირველი ეწერბაში,საჯავახო,ტოლები,ქვაყუდე,ქვედა ბაში,ქვედა ეწერი,ქვემო აბაშა,ქვემო ნოღა, ქუტირი,ღანიღი,შუა ბაში, ჩხენიში,წიაღუბანი, ჭაგანი, ჭაგან-ჭყვიში,ჭოგნარი,ხუნჯულაური, ჯიქთუბანი. საჩხერე: არგვეთი,გამოღმა არგვეთი, ბახიოთი,ბაჯითი,გორისა,დარყა,დედაბერა,დრბო, ნდუნთა, დურევი,ვაკისა,ზედა ორღული, ივანწმინდა,ირტავაზა,იცქისი,კალვათა,კაპანაძეეები,კორბოული,ლიჩი, მახათაური,მერჯევი, მოძვი, მოხვა,ნიგვზარა,პერევი, სავანე,საირხე, საკოხია,სარეკი,სპეთი,სხვიტორი,უზუნთა,ურუნა,ქვედა ორღული, ქვემო ხევი,ქორეთი, ღოდორა,ღონა,შალაური, ჩაშორა,ჩიხა,ჩონთო, ცხამი, ცხომარეთი,ჭალა,ჭალოვანი,ჭოგნარი, ჭორვილა,ჭუნარი, წითელსოფელი, ხვანი, ჯალაბეთი,ჯვარი,ჯვრია. ტყიბული: ანტორია,ახალდაბა,ახალსოფელი,ბზიაური,ბობოთი,ბუეთი,გადაღმა წყალწითელა, გადმოღმა წყალწითელა,გელათი,გურნა, დაბაძველი,ზედა ჭყეპი,ზედუბანი,ივანეული,კითხიჯი, კისორეთი, კორა, კორეეთი, კურსები,ლაფეთი,ლეღვა,ლეყურეთი, მანდიკორი, მახათაური,მოწამეთა,მუხურა,ნაბოსლევი,ნაძვა,ორპირი, ოხომირა, ოჯოლა, სამტრედია,საწირე,სოჩხეთი,ქვედა ჭყეპი,შუყერი, ციხია, ცუცხვათი, ძიროვანი, ძმუისი,ძუყნური,წყნორი,ჭოლევი, ხორჩანა, ხრესილი, ჯვარისა,ჯონია. წყალტუბო: ბანოჯა,ბენთქოულა,,ბესიაური,გეგუთი,გვიშტიბი,გუბისწყალი,გუმათი,გუმბრა,დერჩი, დღნორისა, ვანისჭალა,ზარათი,ზედა მესხეთი,ზედაონჭეიში,თერნალი,კოპიტნარი,კუდოთი,ლეხიდრისთავი, მაღლაკი,მექვენა,მეჩხერი, მიწაწითელი,მუხიანი,ნამოხვანი, ნოღა, ოფურჩხეთი,ოფშკვითი,პატრიკეთი,პირველი წყალტუბო,ჟონეთი, რიონი,საკირე,საყულია, საჩხეური,სორმონი,ტყაჩირი, უკანეთი, ფარცხანაყანევი,ქვედა მესხეთი,ქვედა ონჭეიში,ქვილიშორი,ქვიტირი,ყუმისთავი, ჩუნეში, ცხუნკური,ჭაშლეთი,ჭოლევი,ხომური,ჯიმასტარო. ჭიათურა: ბეგიაური,ბიღა,ბჟინევი,ბუნიკაური,გეზრული,გუნდაეთი,დარკვეთი,დიდი კაცხი,ეწერი, ვაკევისა,ვანი,ვაჭევი,ზარანი,ზედა ბერეთისა,ზედა რგანი,ზედაჭალოვანი, ზედუბანი,ზოდი,თაბაგრები, თვალუეთი,ითხვისი, კალაური, კაცხი, კვახაჯელეთი,მანდაეთი, მელუშეეთი,მერევი,მეჩხეთური,მორძგვეთი,მოხოროთუბანი, მღვინევი,ნავარძეთი,ნიგოზეთი,პატარა ხირაული,პერევისა, რგანი, რცხილათი საკურწე,სალიეთი,სარქველთუბანი,სვერი,სკინდორი, ტყემლოვანი,უსახელო,ქბილარი, ქვაციხე,ქვედა ბერეთისა,ქვედა ჭალოვანი,ღვიტორი, შომახეთი,შუქრუთი,ცოფა,ცხრუკვეთი,წასრი, წინსოფელი,წირქვალი, წყალშავი, ჭილოვანი,ხალიფაური,ხვაშითი, ხრეითი,ჯალაურთა, ჯოლხეეთი, ჯოყოეთი. ხარაგაული: ამაშუკეთი,ახალსოფელი,ბაბი,ბაზალეთი,ბეჟათუბანი,ბორი,ბორითი,ბჟინევი,გედსამანია, გოგათუბანი,გოლათუბანი, გრიგალათი,გუდათუბანი,დეისი,დიდვაკე,დიდი გოლისი,ერეთა,ზვარე,ვანი, ვარძია,ვაშლევი,ვახანი, ვერტყვილა,ვერტყვიჭალა, ზარანი,ზედუბანი,ზვარე,თეთრაწყარო,ისლარი,კვესრევი,კიცხი,კიცხისგორეთი, ლაშე,ლაშის იგორეთი, ლახუნდარა,ლელაძიესეული, ლეღვანი,მარელისი,,მაქათუბანი,მოლითი,ნადაბური, ნებოძირი,ნუნისი,პატარა გოლისი,პატარა ვარძია,პატარა სახვლარი,საბე, სარგვეში, საქარიქედი,საქასრია,საღანძილე,სერბაისი,სხლითი,უბისი, უჩამეთი,ფარცხნალი,ფონა, ქვები,ქროლი,ღარიხევი, ღვერკი, ღორეშა, ღუდუმექედი, ჩალხეეთი,ჩრდილი ჩხერი,ციცქიური,წაქვა, წითელხევი,წიფა,წიფი, წყალაფორეთი,ჭარტალი,ხარაგაული, ხევი,ხემაღალი,ხიდარი, ხონი, ხორითი,ხუნევი,ჯაფარაული. ხონი: ახალბედისეული,ახალშენი,ბანგვეთი,ბესიაური,გამოღმა ნოღა,გაღმა ნოღა,გელავერი, გვაზაური,გვაშტიბი,გოჩა-ჯიხაიში,დედალაური, დიდი გუბი,დიდი კუხი,ზედა გორდი,ზედა კინჩხა, ივანდიდი,კინჩხა,კინჩხაფერდი, კონტუათი,ლეფილიე,მათხოჯი,ნახახულევი,ორაგვეთი,პატა გუბი,პატარა კუხი,პატარა ჯიხაიში, რონდიში,საწისქვილო,საწულუკიძეო, სუხჩა,უძლოური,ქვედა გორდი,ქვედა კინჩხა,ქუტირი,ღვედი,შუა გუბი,ჩუნეთი,ძეძილეთი,ხარაბაული,ხიდი. Edited April 4, 2013 by დავითი ციტირება Link to post Share on other sites
davit 1 Posted April 4, 2013 Report Share Posted April 4, 2013 ესეც საინტერესოა იმერეთის მხარე ფლორითა და ფაუნით მდიდარია. მის ტერიტორიაზე ტყის მასივებს 250 000 ჰა უჭირავს, რომელიც ძირითადად მთაგორიან ლანდშაფტზეა განფენილი. მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 2850 მეტრია. ფოთლოვან ტყეებთან ერთად აქ გვხვდება წიწვოვანი და შერეული ტყეები, კავკასიისათვის დამახასიათებელი ფაუნის წარმომადგენლები — კავკასიური დათვი, ტახი, ირემი, შველი, მელა, მგელი და ტურა, ფართოდაა წარმოდგენილი ფრინველთა სამყარო. ჯერ კიდევ შემორჩენილია ეკოლოგიურად სუფთა და ხელშეუხებელი ბუნება, განსაკუთრებით მთაგორიან რეგიონებში. ასეთ ზონებს მიეკუთვნება სათაფლიის, აჯამეთის, მუხნარის, ვანის, ჭიათურის, ბაღდათის და განსაკუთრებით ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, რომელსაც 24000 ჰა ტერიტორია უჭირავს. ტურიზმისა და დასვენების ზონებს მიეკუთვნება ტყიბულის, შაორისა და რიონჰესის წყალსაცავების ტერიტორია. გარდა დიდი ტბებისა იმერეთში მრავლად არის მცირე ბუნებრივი ტბები 1000 და 1500 მეტრ სიმაღლეზე ზღვის დონიდან. კლიმატი იმერეთი ძირითადად მდებარეობს ზღვის ნოტიო სუბტროპიკული კლიმატის ოლქში. მხარის დაბალმთიან და საშუალომთიან რაიონებში ზღვის გავლენა შესუსტებულია, თუმცა დამახასიათებელია ნოტიო კლიმატი. აქ ზამთარი ცივია და ზაფხული შედარებით მშრალი და ცხელი. იანვრის თვის ტემპერატურა +2, +5, ზაფხულში მაქსიმალური ტემპერატურა +38, +40C. ნალექების რაოდენობა 100—200 მმ-ია. ნალექიან დღეთა რიცხვი საშუალოდ წელიწადში 150-ს შეადგენს; წყლის ძირითადი არტერიებია მდ. რიონი და ყვირილა. ისტორია ანტიკურ ხანაში ამ ტერიტორიაზე გადიოდა მნიშვნელოვანი საერთაშორისო სავაჭრო გზა, ამიერკავკასიის ძველი სავაჭრო-სატრანზიტო გზა, ე. წ. აბრეშუმის დიდი გზა, რომლითაც დასავლეთის სამყარო უკავშირდებოდა აღმოსავლეთის ქვეყნებს. ძველი კოლხეთის დაცემის შემდეგ, ეგრისის სამეფოს (III—VII სს.) ტერიტორია ბერძენ-სპარსთა დაპირისპირების ობიექტი ხდება. VIII ს. პირველ ნახევარში არაბმა სარდალმა მურვან ყრუმ დაანგრია ეგრისის დედაქალაქი ციხე-გოჯი (ნოქალაქევი) და ქუთაისიც კი აიკლო. არაბებთან ბრძოლაში დაიღუპნენ არგვეთის მთავრები დავით და კონსტანტინე მხეიძეები. VIII ს. მეორე ნახევარში აფხაზთა ერისთავი, ლეონ II, აუჯანყდა ბიზანტიის იმპერატორს და თავი მეფედ გამოაცხადა. ამან გააერთიანა აფხაზეთი და ეგრისი. ახალმა სამეფომ, რომელიც მთელ დასავლეთ საქართველოს მოიცავდა, აფხაზთა სამეფოს სახელწოდება მიიღო. ლეონ II სამეფოს დედაქალაქად ქუთაისი გამოაცხადა. 978 წელს ქუთაისში მეფედ აკურთხეს გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე ბაგრატ III (975—1014 წწ.), ხოლო 1089 წელს აქ მეფედ ეკურთხა საქართველოს უძლიერესი მეფე დავით აღმაშენებელი (1089—1125 წწ.). 1122 წლამდე საქართველოს სამეფოს რეზიდენცია ქუთაისში იმყოფებოდა. იმერეთის სამეფო Searchtool-80%.png მთავარი სტატია : იმერეთის სამეფო. საქართველოს ფეოდალური მონარქიის პოლიტიკური დაშლის შედეგად XIII ს. მეორე ნახევარში წარმოიქმნა იმერეთის სამეფო. თავდაპირველად იგი დასავლეთ საქართველოს მთელ ტერიტორიას მოიცავდა; მაგრამ შემდეგ საგარეო და საშინაო პოლიტიკური მდგომარეობის გამო XVI ს. მას ოდიშისა და გურიის სამთავროები ჩამოსცილდა, XVII ს. კი აფხაზეთისა და სვანეთის სამთავროები. ამის შემდეგ იმერეთის სამეფოს ტერიტორია საკუთრივ იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმით შემოიფარგლებოდა. იმერეთის სამეფოს აღმოსავლეთით ქართლის სამეფოსაგან ლიხის ქედი ყოფდა, ხოლო დასავლეთით მისი საზღვარი მდ. ცხენისწყალზე გადიოდა, ჩრდილოეთით მას კავკასიონის ქედი ესაზღვრება, ხოლო სამხრეთით მესხეთის მთები. იმერეთის სამეფოს სატახტო ქალაქი ქუთაისია. თურქ დამპყრობთა გამუდმებულმა თარეშმა, კიდევ უფრო, მჭიდროდ დააკავშირა იმერეთის დედაქალაქი მთელი სამეფოს ცალკეულ მხარეებს, რომლებიც მასში უცხოელ დამპყრობთა წინააღმდეგ ბრძოლაში გამაერთიანებელ ძალას ხედავდნენ. აქვე იმყოფებოდა მეფის მთავარი რეზიდენცია. XV—XIX სს. გელათის მონასტრის ფრესკაზე გამოსახული დავით აღმაშენებელი. სოლომონ I იმერეთის სამეფოში, ისე როგორც საერთოდ საქართველოში ფეოდალურ-ბატონყმური ურთიერთობა იყო. სამეფოში არსებობდა მრავალი სათავადო (მხეიძეთა, ჩხეიძეთა, მიქელაძეთა, რაჭის ერისთავთა, იაშვილთა, ლორთქიფანიძეთა, აბაშიძეთა, აგიაშვილთა, წერეთელთა, წულუკიძეთა, და სხვა), რომლებიც ტერიტორიულად და პოლიტიკურად განცალკევებულ ფეოდალურ ერთეულებს წარმოადგენდნენ. იმერეთის სამეფოს სათავეში მეფე იდგა. ის იყო ქვეყნის უზენაესი მმართველი. იმერეთის მეფეები წარმოშობით ბაგრატიონთა დინასტიის დასავლურ შტოს (დავით ნარინის შტო) ეკუთვნოდა. მეფე ფორმალურად შეუზღუდველი იყო, მაგრამ ფაქტობრივად მისი ძალაუფლება დიდად იყო დამოკიდებული მსხვილი თავადების ნება-სურვილზე. იმერეთის სამეფოს კარზე არსებობდა „დარბაზი“ ანუ სახელმწიფო საბჭო, რომელშიც მაღალი ხელისუფლებით აღჭურვილი საერო და სასულიერო ფეოდალები შედიოდნენ, სამეფო იყოფოდა ოთხ სამეფო ტერიტორიულ ერთეულად-სადროშოებად ანუ სასარდლოდ: ქვემო იმერეთის, ზემო იმერეთის, რაჭის და ოკრიბა-ლეჩხუმის. იმერეთში სარდლის, ანუ სადროშოს სახელო ეკავათ მემკვიდრეობით გარკვეულ თავადურ საგვარეულოებს. მაღალი საერო თანამდებობის პირთა შორის იმერეთის სამეფოში მეფის შემდეგ პირველი ადგილი სახლთუხუცესს ეკავა. უმაღლესი საეკლესიო ხელისუფალი დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი იყო. მისი რეზიდენცია XVI ს. ბიჭვინთაში იყო, ხოლო XVI ს. შემდეგ გელათში. იმერეთის სამეფოში ოთხი საეპისკოპოსო კათედრა არსებობდა: ქუთაისის, გელათის, ხონის და ნიკორწმინდის, აქვე იყო გელათის, ჯრუჭის, მღვიმევის და სხვა ეკლესია-მონასტრები. 1555 წელს ირან-ოსმალეთს შორის დადებული ამასიის ზავით საქართველოს მდგომარეობა ძალზედ გართულდა: აღმოსავლეთ საქართველო-ირანის, ხოლო დასავლეთ საქართველო ოსმალეთის აგრესიის ობიექტი ხდება. იმერეთის მეფეს, ამავე დროს, ავიწროებდნენ ოდიშისა და გურიის მთავრები, ეურჩებოდნენ საკუთარი მსხვილი თავადებიც. XVII ს. 60-იანი წლებიდან 1770 წლამდე იმერეთის ციხე-სიმაგრეებში (ქუთაისში, შორაპანში, ცუცხვათში, ბაღდათში) ოსმალეთის გარნიზონები იდგნენ. მიუხედავად რთული საშინაო და საგარეო პირობებისა იმერეთის მეფეები ენერგიულად იბრძოდნენ გარეშე და შინაური მტრების წინააღმდეგ, დამოუკიდებლობის განმტკიცებისა და ეკონომიკური და კულტურული წინსვლისათვის. ამ მისიას იმერეთის მეფეებიდან განსაკუთრებული თავგამოდებით ემსახურებოდნენ: ბაგრატ III (1510—1565), გიორგი II (11565-1585), გიორგი III (1605—1639), ალექსანდრე III (1639-1660 წწ.), ალექსანდრე V (1720—1751 წწ.), სოლომონ I (1751—1784 წწ.), სოლომონ II (1789—1810 წწ.). იმერეთის სამეფოს საშინაო და საგარეო მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა სოლომონ I მეფობის დროს. იგი ენერგიულად ებრძოდა ოსმალეთის აგრესიას და ქვეყნის შიგნით ფეოდალურ რეაქციას. მან გააუქმა რაჭის საერისთაო და აღკვეთა ტყვეებით ვაჭრობა, რომელიც ქვეყანას გადაშენებას უქადდა. სოლომონ I-მა XVIII ს. 60-იანი წლების ბოლოს დაამარცხა თურქი დამპყრობლები და გაათავისუფლა იმერეთის ციხე-სიმაგრეები (ქუთაისი, ცუცხვათი, შორაპანი, ბაღდათის). ამაში სოლომონს დაეხმარა რუსეთ-ოსმალეთის 1768—1774 წლების ომი და იმერეთის სამეფოში რუსეთის სამხედრო კორპუსის შემოსვლა. 1774 წელს სოლომონ პირველმა დახმარებისათვის რუსეთს მიმართა და მფარველობაში მიღება სთხოვა, მაგრამ უარი მიიღო, რადგან რუსეთს არ სურდა ქუჩუკ-კაინარჯის საზავო ხელშეკრულების დარღვევა და ოსმალეთთან ურთიერთობის გართულება. 1783 წელს რუსეთსა და ქართლ-კახეთის სამეფოთა შორის გეორგიევსკის ტრაქტატის დადების შემდეგ, სოლომონ პირველმა სცადა მსგავსი ხელშეკრულება დაედო რუსეთთან, მაგრამ მას შედეგი არ მოჰყოლია. სოლომონ პირველის გარდაცვალების შემდეგ (1784) ცენტრალური ხელისუფლების ძლიერება ისევ შეირყა. დაიწყო იმერეთის ტახტის პრედენდენტთა შორის პრძოლა. 1789 წელს ტახტს დაეუფლა სოლომონ II, რომელმაც შესძლო XVIII ს. ბოლოს სამეფოს შემომტკიცება. ანექსია რუსეთის მიერ ქუთაისის გუბერნიის გერბი (მიიღეს 1843 წ.) 1801 წელს ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ რუსეთის სამხედრო მოხელეებმა დაიწყეს ნიადაგის მომზადება იმერეთის სამეფოს გასაუქმებლად. ასეთ ვითარებაში ხელისუფლება რომ შეენარჩუნებინა, სოლომონ II-მ, 1804 წელს რუსეთის ქვეშევრდომობა აღიარა, მაგრამ იგი თხოულობდა საშინაო დამოუკიდებლობის შენარჩუნებას. რუსეთის მოხელეები ამაზე არ თანხმდებოდნენ და ამიტომ მათ შორის ურთიერთობა თანდათან მწვავდებოდა. სოლომონ II დამოუკიდებლობის დაკარგვას ვერ ურიგდებოდა და იგი ბრძოლას განაგრძობდა. ეს ბრძოლა ცნობილია საქართველოს ისტორიაში იმერეთის აჯანყების (1810) სახელწოდებით. 1810 წელს რუსეთმა გააუქმა იმერეთის სამეფო. სოლომონ II თავი ახალციხეს შეაფარა, საიდანაც შემდეგ თურქეთში გადავიდა. ემიგრაციაში სოლომონ II უცხო ძალის გამოყენებით შეეცადა იმერეთში მეფობის აღდგენას, მაგრამ მას შედეგი არ მოჰყოლია. იმერეთის მოსახლეობა, მისი წამყვანი ძალები დამოუკიდებლობის დაკარგვას არასოდეს შერიგებია. ამაზე მიუთითებს ის მრავალრიცოვანი მასობრივი აჯანყებები, რომლებიც შემდეგში ეროვნულ-გამათავისუფლებელ მოძრაობაში გადაიზარდა. იმერეთის თავადაზნაურობა საოკუპაციო რეჟიმს ვერ ურიგდებოდა, ეს უკმაყოფილება კიდევ გამწვავდა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების გამო (1814). 1819 წელს ხელისუფლებამ დაიწყო საკლესიო მამულების აღწერა, რასაც შედეგად მოჰყვა მთელს იმერეთში მოსახლეობის აჯანყება 1819—1820 წლებში. დიდი მასშტაბის აჯანყება მოხდა 1841 წელს გურიაში, რომელიც დასავლეთ საქართველოს რუსული მმართველობის დამყარების შედეგად გატარებული ცვლილებების გამოძახილი იყო. აჯანყების მარცხის მიუხედავად საქართველოს მოსახლეობა, განსაკუთრებით მისი პროგრესული ძალები, თავადაზნაურობა, აქტიურად მონაწილეობდა ეროვნულ მოძრაობაში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 1832 წლის თავადაზნაურთა შეთქმულება, რომელიც მიზნად ისახავდა ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენას. მან ბიძგი მისცა მომდევნო თაობის ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის გაღვივებას. XIX ს. პირველ ნახევარში იმერეთის მხარის სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობა, ისე როგორც მთელი საქართველოსა, ძალზე მძიმე იყო, მაგრამ 30-40 წლებიდან იწყება ერთგვარი ძვრები სამეურნეო ცხოვრებაში, რასაც თან ახლდა ქალაქების ზრდა-განვითარება: წინაურდება იმერეთის მთავარი ქალაქი ქუთაისი და იმერეთის საბაზრო ქალაქები, ვითარდება ქალაქებში ხელოსნური წარმოებანი და კაპიტალისტური ხასიათის მანუფაქტურები: აბრეშუმის, ტყავის, აგურის წარმოებანი და სხვა. 30-იანი წლებიდან გაღვივდა ასევე საზოგადოებრივი მოძრაობა. ამ მიზნით, XIX ს. პირველ ნახევარში, ქუთაისში ჯერ სამაზრო სკოლა, შემდეგ კლასიკური გიმნაზია გაიხსნა. ქართული კულტურის განვითარების საქმეში დიდ წარმატებებს მიაღწია მწერლობამ, მეცნიერებამ, გამოცოცხლებას იწყებს თეატრალური ცხოვრება. იმერეთის გუბერნია იმერეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ შეიქმნა იმერეთის ოლქი, რომელიც 1840 წლამდე არსებობდა. ოლქის მთავარი ქალაქი იყო ქუთაისი, სადაც მოქმედებდა ოლქის დროებითი მთავრობა. იმერეთის ოლქი დაყოფილ იქნა ოთხ ოკრუგად: ქუთაისის, ვანის, შორაპნის და რაჭის ოკრუგებად. როგორც ოლქის, ასევე ოკრუგების სათავეში იდგნენ რუსი სამხედრო მოხელეები. 1840 წელს ამიერკავკასიაში გატარდა ადმინისტრრაციული რეფორმა, რის შედეგად შეიქმნა საქართველოს მასშტაბით ერთი საქართველო-იმერეთის გუბერნია. გუბერნიის შემადგენლობაში შევიდა ქუთაისის მაზრა, რომელიც იმერეთის ყოფილი სამეფოს ტერიტორიას მოიცავდა. 1846 წელს საქართველოში შეიქმნა ორი გუბერნია — თბილისისა და ქუთაისის გუბერნიები. ქუთაისი გამოცხადდა ქუთაისის გუბერნიის მთავარ ქალაქად. ქუთაისის გუბერნიაში შედიოდა ქუთაისის, გურიისა და ახალციხის მაზრები. 1855 წელს რუსეთ-თურქეთის ომის დროს თურქეთის ჯარებმა შეძლეს აფხაზეთის დაკავება. მაგრამ ისინი სასტიკად დაამარცხეს რუსეთის ჯარმა და ქართულმა ლაშქარმა სამეგრელოში. ამით ჩაიშალა თურქეთის სარდლობის გეგმა, რომელიც ქუთაისის ხელში ჩაგდებას ისახავდა მიზნად. ყირიმის ომში რუსეთი დამარცხდა, მაგრამ ამ ომით ცარიზმმა თავისი პოზიციები განამტკიცა კავკასიაში, რასაც შედეგად სამეგრელოში, აფხაზეთსა და სვანეთში რუსული მმართველობის დამყარება მოჰყვა. 1857 წელს შეიქმნა ქუთაისის საგენერალ-გუბერნატორო, რომელსაც ადმინისტრაციულად ექვემდებარებოდა ქუთაისის გუბერნატორის გარდა, სამეგრელოს, აფხაზეთის და სვანეთის სამფლობელოებიც, რომლებშიც რუსული მმართველობა იყო დამყარებული. 1883 წლიდან მას შეუერთდა ბათუმის ოლქიც. ბატონყმობის გადავარდნა ქუთაისის რკინიგზის სადგური, დაახ. 1900. ქუთაისი, 1892. ყირიმის ომში რუსეთის მარცხმა ცხადყო ამ ქვეყნის ფეოდალური რეფორმის აუცილებლობა. პირველ ხანებში მეფის მთავრობა არ იყო მომხრე საგლეხო რეფორმის გატარებით, მაგრამ სოციალ-ეკონომიკური ურთიერთობის გამწვავებამ აიძულა დათანხმებულიყო. 1864 წელს გამოიცა დებულება თბილისის გუბერნიაში გლეხთა მიწათმოწყობის შესახებ, 1865 წელს ეს დებულება გატარდა ქუთაისის გუბერნიაში, სამეგრელოში — 1867 წელს, აფხაზეთში — 1870 წელს, სვანეთში — 1871 წელს. საგლეხო რეფორმების გატარებამ გზა გაუხსნა ბურჟუაზიული ურთიერთობის შემდგომ განვითარებას. ქალაქებს მოაწყდა თავისუფალი მუშა ხელი, გასაქანი მიეცა მრეწველობის განვითარებას, ვაჭრობა-აღებ-მიცემობას. ინდუსტრიალიზაცია ქვეყნის ეკონომიკური ცხოვრების წინსვლას დიდად შეუწყო ხელი საქართველოში სარკინიგზო მშენებლობამ, 1871 წელს გაყვანილ იქნა ფოთი-ყვირილის რკინიგზა, 1872 წელს — ფოთი-თბილისის რკინიგზა, 1883 წელს გაყვანილ იქნა თბილისი-ბაქოს რკინიგზა. 1877 წელს ამიერკავკასიის რკინიგზას შეუერთდა ქ. ქუთაისი. 1883 წელს ფოთი-თბილისის გზას შეუერთდა ქ. ბათუმის ხაზი. 1886 წელს გაყვანილ იქნა ქუთაისი-ტყიბულის რკინიგზის ხაზი.[1] საქართველოში რკინიგზებისა და სარკინიგზო სადგურების მშენებლობამ ხელსაყრელი პირობები შექმნა საქონელწარმოებისა და საქონელმიმოქცევის გაფართოებისა და ქალაქების, წინაქალაქებისა და სავაჭრო-სამრეწველო დაბების წარმოქმნისათვის. ფოთი-თბილისის რკინიგზის ხაზზე დასავლეთ საქართველოში წარმოიქმნა ქალაქები: სამტრედია, ყვირილა, ახალი სენაკი, ტყიბული და სხვ. იწყება მეტოქეობა ამ ახლად წარმოქმნილ ქალაქებსა და ძველ ქალაქებს შორის. ამ პერიოდიდან ქუთაისის გუბერნიაში არ დარჩენილა არც ერთი ცოტად თუ ბევრად მნიშვნელოვანი ქალაქი და დაბა, რომელსაც საქალაქო თვითმმართველობა არ მოეთხოვოს. ქუთაისმა საქალაქო თვითმმართველობა მოიპოვა 1875 წელს, ფოთმა — 1882 წელს, ბათუმმა — 1888 წელს, ოზურგეთმა — 1895 წელს, სოხუმმა — 1899 წელს. ამ ქალაქებთან ერთად ქუთაისის მაზრის სხვა ქალაქებიც და დაბებიც, მაგალითად, სამტრედია, ყვირილა, ხონი, ჭიათურა და სხვები მოითხოვდნენ გამარტივებული საქალაქო მმართველობის მიღებას, მაგრამ მათ ეს სტატუსი მხოლოდ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ მიიღეს. XIX ს. 70-იანი წლების დამლევიდან ქუთაისისა და იმერეთის სხვა ქალაქების ეკონომიკური ცხოვრება კაპიტალისტური წარმოების სფეროში ექცევა, იცვლება მანამდე გაბატონებული საწარმოო ურთიერთობა და იწყება მათი გარდაქმნა ბურჟუაზიულ ყაიდაზე. ეროვნული მოძრაობის აღმავლობა აკაკი წერეთელი XIX ს. 60-70-იანი წლები მნიშვნელოვანი ფურცელია საქართველოს ისტორიაში. ამ დროიდან საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოძრაობას სათავეში ჩაუდგა ახალი თაობა — თერგდალეულები, რომელთაც მესვეურობდნენ ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ნიკო ნიკოლაძე, გიორგი წერეთელი, სერგო მესხი, იაკობ გოგებაშვილი. საზოგადოებრივ მოძრაობას სათავეში ედგა საქართველოს დიდი საზოგადო მოღვაწე ილია ჭავჭავაძე. ამ ეროვნულ საქმეში განსაკუთრებით გამორჩეულია ქალაქ ქუთაისის როლი. ამ დროიდან ქუთაისი საქართველოს ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობისა და კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობის თვალსაჩინო ცენტრი ხდება. საქართველოს საზოგადოებრივ-კულტურულ ცხოვრებაში XIX ს. მეორე ნახევრიდან XX ს. 30-იან წლებამდე, ადგილი არ ჰქონია ცოტად თუ ბევრად მნიშვნელოვან მოვლენას, რომლის წამომწყები და ტონის მიმცემი არ ყოფილიყო ქუთაისის შემოქმედებითი ინტელიგენცია. იგი ყოველთვის თავს უყრიდა მთელი მხარის ინტელექტუალურ ძალებს, რადგან ისტორიულად მჭიდროდ იყო დაკავშირებული თავის მხარესთან. ქუთაისმა გაზარდა სახელოვანი თაობა, რომელმაც XIX ს. 60-იან წლებში „თერგდალეულთა“ ძირითადი ბანაკი შეადგინა. ქუთაისში გაატარა თავისი ცხოვრების მეტი ნაწილი ქართველი ხალხის დიდმა ეროვნულმა მოღვაწემ და პოეტმა აკაკი წერეთელმა. ეს ქალაქი გახდა მისი პოეტური სამშობლო, რომელსაც იგი სავარდო და სამაისო ქალაქს უწოდებოდა. ქუთაისში დაიბადა და ჭაბუკობის წლები გაატარა დიდი ილიას მეგობარმა საზოგადო მოღვაწემ ნიკო ნიკოლაძემ. ქუთაისსა და იმერეთს შეეხება მისი სამეურნეო-ეკონომიკური პროექტები და მოწინავე რეფორმისტული იდეები, რომლებიც აქტუალურია დღესაც. ქუთაისის კულტურის ისტორიას ამშვენებენ ვლადიმერ (ლადო) ალექსი-მესხიშვილის, კოტე მარჯანიშვილის, ზაქარია ფალიაშვილის და სხვა დიდ შემოქმედთა სახელები. ქუთაისში გამოჩნდა სამწერლო სარბიელზე XX ს. პოეტური აზროვნების უბადლო ოსტატი გალაკტიონ ტაბიძე. ქუთაისში აიდგეს ფეხი დიდმა მოაზროვნეებმა გრიგოლ რობაქიძემ და მიხაკო წერეთელმა. ამ ქალაქთანაა დაკავშირებული „ცისფერყანწელებისა“ და სხვა სახელოვან მამულიშვილთა მოღვაწეობა. XX საუკუნის რეფორმები საქართველოს ზემოხსენებული ადმინისტრაციული დაყოფა 1921 წლამდე არსებობდა. 1921 წელს აღდგენილ იქნა ქუთაისის მაზრა, რომელიც 1929 წლამდე არსებობდა. 1929 წლის აგვისტოში მაზრის გაფართოების საფუძველზე შეიქმნა ქუთაისის ოლქი. მაგრამ ეს ოლქიც გაუქმდა და ქალაქის ადმინისტრაციული ფუნქცია განისაზღვრა საკუთრივ ქუთაისით და მისი რაიონით. 1951 წელს კვლავ შეიქმნა ქუთაისის ოლქი, მაგრამ 1953 წელს ისიც გაუქმდა. 1959 წელს გააუქმეს ქუთაისის რაიონი და ქუთაისის პოლიტიკურ-ადმინისტრაციული სტატუსი შემოიფარგლა საკუთრივ ქალაქით, მაგრამ საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ქვეყნის ისტორიულ ცხოვრებაში ახალი ხანა დაიწყო: 1995 წელს აღდგენილ იქნა ქუთაისისათვის იტორიულად კუთვნილი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული სტატუსი, რომელსაც საქართველოში ახალი სამხარეო დაყოფის საფუძველზე ისტორიულ იმერეთს მხარის ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მხარის სტატუსი მიენიჭა. 1998 წელს იმერეთის მხარე ევროპის რეგიონთა ასამბლეის წევრი გახდა. ამჟამად, იმერეთის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი ქალაქი ქუთაისია. მხარეში შედის თერთმეტი რაიონი: ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, ხარაგაულის, ხონის, წყალტუბოსა და ჭიათურის რაიონები. კულტურული მემკვიდრეობა დავით კაკაბაძის „იმერეთი“ ბაგრატის ტაძარი - იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი გელათის მონასტერი უბისა მხარე მდიდარია მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლებით: ქუთაისის ციხე-ქალაქი, ბაგრატის ტაძარი, გელათის სამონასტრო ანსამბლი, გეგუთის ციხე-დარბაზი, მოწამეთის სიძველეები, ანტიკური პერიოდის შორაპნის ციხე-სიმაგრე და ვანის ნაქალაქარი. ეს სიძველეები იზიდავდა უცხოელ სტუმრებს და მოგზაურებს, რომლებმაც მსოფლიოში სახელი გაუთქვეს საქართველოს და მის კულტურას. არქიტექტურული ძეგლები ილმის «შემოქმედის» ეკლესია — აშენებულია მე-11-12 საუკუნეებში. 1993-98 წლებში აღდგენილია ნაწილობრივ. დღეისათვის მისი მდგომარეობა მეტ-ნაკლებად დამაკმაყოფილებელია. გუბადიანის «კონწოლია» ეკლესია — ასე მოიხსენებს მოსახლეობა სოფელ ზედა საქარაში თავაძეების უბნის წმ. გიორგის სახელობის მე-9-10 საუკუნის ძეგლს. გუმბათიანი ჯვრის ტიპის ბაზილიკა თლილი ქვისა და კირისაგანაა ნაშენი. გუმბათი შიგნიდან მრგვალია, გარეთ წახნაგოვანი, აქვს 8 სარკმელი. სოფელ წევის წმ. გიორგის ეკლესია — ზესტაფონის აღმოსავლეთით 10 კმ-ის მოშორებით ზღვის დონიდან 547 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს თლილი ქვისა და კირისაგან ნაგები ბაზილიკის ტიპის, წევის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია, მწყერის ციხე — როგორც მდებარეობა აჩვენებს, იგი აგებული უნდა ყოფილიყო ციხე-ქალაქ შორაპნის სადარაჯო პუნქტად. თვრინის ციხე-დარბაზი სასახლის მაცხოვრის სახელობის ეკლესია — სოფელ საზანოში მდ. ძუსის მარცხენა მხარეს არის ადგილი, რომელსაც სასახლეს ეძახიან. ამ ადგილებში მდგარა სასახლე, რომელიც იმერეთის მეფეთა საზაფხულო დასასვენებელ-სანადირო ადგილს წარმოადგენდა. შორაპნის ციხე — მდინარების ყვირილასა და ძირულას ხეობაში მდებარეობს დაბა შორაპანი. აქ შემორჩენილია ქართული ხუროთმოძღვრების ეს უძველესი ძეგლი. ბაგი-ბუგის ეკლესია — სამწუხაროდ დღეს ეკლესიის შენობა საგრძნობლად დაზიანებულია, სახურავი გადახდილი აქვს. საგელათოს ეკლესია კვინწიხის გორაზე. ბუჯის ციხე — უნდა ეკუთვნოდეს XII საუკუნის ძეგლს. თამარის ხიდი — ლეგენდის თანახმად ხიდის ასაშენებლად მხოლოდ კვერცხის ცილა, ქვა და კირი გაომოუყენებიათ ქალაქი ბალიასტომი — გადმოცემით, სოფელ საზანოში მდ. ძუსის სანაპიროზე ყოფილა ქალაქი ბალიასტომი გაშენებული. ქალაქი იწყებოდა «თამარ მეფის ხიდიდან» და მთავრდებოდა ზედა საზანოში. ციხე სკანდა — ციხე-სიმაგრე, რომლის უძველესი ფენა ადრინდელ შუა საუკუნეებს განეკუთვნება, ასეული წლების განმავლობაში იყო საქართველოს და კერძოდ, იმერეთის სამეფოს ერთ-ერთი ძლიერი დასაყრდენი. გოგნის „კარუგდებელი“ — ყოველ 6 მაისს კარუგდებელაზე იმართება გიორგობის დღესასწაული, სადაც მთელი დღის და კვირის განმავლობაში უამრავი ადამიანი საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოდის სალოცავზე. ტაბაკინის მონასტერი — წმინდა გიორგის ეკლესია, ქართული ხუროთმოძღვრების ეს შესანიშნავი ძეგლი მდებარეობს სოფელ ტაბაკინის ტერიტორიაზე ზესტაფონის სამხრეთით 10 კმ-ის მოშორებით მყუდრო და იშვიათი სილამაზის ადგილზე. ვანის წმინდა გიორგის ეკლესია — ხარაგაულში არსებულ სალოცავთაგან ვანის ეკლესია ერთ-ერთი უძველესია, იგი IX—X ს. თარიღდება, ნუნისის ღვთისმშობლის ეკლესია — IX—X სს. ძეგ ლია, მას «დედაღვთისას» უწო დებენ. ტაძარი, როგორც შემორჩენილი ნაგებობებიდან ჩანს, დიდებული არქიტექტურული გემოვნებით ყოფილა აგებული და ადგილ მდებარეობას თან შეხამებული. უბისა — სოფელ უბისის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს უბისის დიდებული ტაძარი, იგი წმინდა გიორგის სახელზეა აგებული. ტაძარი დარბაზული ტიპისაა. ფარცხნალის კახორის წმ. გიორგის ეკლესია — მასზე ისტორიული მასალები ძალზე მწირადაა შემორჩენილი. არის თქმულება, რომ «კახორის» მთაზე წმ. გიორგის ეკლე სიის მშენებლობის დროს ხალხი რიგში ჩამდგარა, ხელიდან ხელში აწვდიდნენ ქვას და ასე აუზიდიათ სამშენებლო მასალა. ვარძია — ხარაგაულის რაიონის ისტორიულ ძეგლთა შორის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ანსამბლს წარმოადგენს სოფ. ვარძიის «დედაღვთისას» ტაძარი, ე. წ. «კიკოს» დიდებული მონასტერი. ტბეთის ეკლესია — ამ ეკლესიას სახელად «ტბეთის წმინდა გიორგის ეკლე სია» ეწოდება და აგებულია ყრუ მთაში. ეს სახელი სავარაუდოდ იმ სახელოვანი ტბეთის ეკლესიის პატივისცემით დაურქმევიათ, რომელიც არსებობს შავშეთსა და ერუშეთში, ან კიდევ ახლო მდებარე ერთი პატარა ტბის გამო გედსამანიის საყდარი — «ტბეთის» ეკლესიას თან ახლოს წმ. მარიამ ღვთისმშობლის სახელზე აგებული «ვარდობის» ეკლესიაა. მის ირგვლივ სათოფურებიანი გალავნის ნანგრევებია შემორჩენილი. 1737 წელს შედგენილ დასავლეთ საქართველოს რუკაზე აღნიშნულია «გედსამანიის საყდარი». ლაშის ვანის ღვთისმშობლის ეკლესია — მდინა რეჩხერი მელას ხეობაში, შემაღლებულ ბორცვზე, სოფელ ლაშის ტერიტორიაზე არის გალავანი სადაც ეკლესიის ნანგრევებია. უფრო ადრე, მის ადგილას ციხე ყოფილა გალავ ნით. მირონწმიდა — ერთნავიანი ბაზილიკა, ნაშენია შირიმის ქვისა და კირისა გან. შიგნით მოხატული ყოფილა, მაგრამ 1900-იან წლებში სასულიერო უწყების ნებართვით შეულესიათ. კირი ადგილ-ადგილ ჩამოცვენილია და თაღის ნა წილზე მოჩანს მხატვრობა. ხიდრის წმინდა გიორგის ეკლესია —არქივებში დაცული მასალების მიხედვით, ხიდრის ეკლესია აგებულია 1870 წელს. ვახანის ციხე — სოფელ ვახანის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მაღალი მთის წვერზე დგას. ისტორიული წყაროების მიხედვით, იგი X—XI სს. ძეგლია. გამოჩენილი იმერლები ლიტერატურა: აკაკი წერეთელი, გიორგი წერეთელი, გიორგი წერეთელი, გრიგოლ აბაშიძე, ირაკლი აბაშიძე, გრიგოლ რობაქიძე, ლადო ასათიანი, რევაზ გაბრიაძე, ვალერიან გაფრინდაშვილი, პაოლო იაშვილი, ოტია იოსელიანი, დავით კლდიაშვილი, ნიკო ლორთქიფანიძე, მუხრან მაჭავარიანი, ტიციან ტაბიძე, გალაკტიონ ტაბიძე, სახელმწიფო/საზოგადო მოღვაწეები: დავით აღმაშენებელი, ნიკო ნიკოლაძე, დიმიტრი უზნაძე სახვითი ხელოვნება: ლადო ალექსი-მესხიშვილი, კოტე მარჯანიშვილი, ზაქარია ფალიაშვილი, თენგიზ აბულაძე, სერგო ამაღლობელი, ვასილ ამაშუკელი, დოდო ანთაძე, ვერიკო ანჯაფარიძე, მელიტონ ბალანჩივაძე, კიტა ბუაჩიძე, დოდო ჭიჭინაძე, დავით კაკაბაძე, აკაკი კვანტალიანი, რევაზ ჩხეიძე მედიცინა: გიორგი აბაშიძე, გიორგი ადამია, აკაკი კვანტალიანი, ალექსანდრე წულუკიძე მეცნიერება: სიმონ ავალიანი, ვუკოლ ბერიძე, ანდრია ბიწაძე, კორნელი კეკელიძე, შალვა ნუცუბიძე, აკაკი შანიძე სამხედრო მოღვაწეები: ნოე ადამია სპორტი: მაია ჩიბურდანიძე, ზურაბ საკანდელიძე ანარქისტები/რევოლუციონერები: ალექსანდრე წულუკიძე, სერგო ორჯონიკიძე ეკონომიკა სიმინდის ყანები საჩხერეს რაიონში სოფლის მეურნეობა სოფლის მეურნეობა მხარის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგია. მემცენარეობის პროდუქციიდან ძირითადია სიმინდი, ყურძენი და ბოსტნეული. კერძოდ, მწვანილი — ცერეცო, ქინძი, ოხრახუში, მწვანე ხახვი და წიწმატი მთელი სეზონის განმავლობაში, ასევე სანელებლების დამზადება. ნედლეულის ბაზა — წყალტუბოს რაიონი, სადაც შესაძლებელია მოწეულ იქნeს 3 ათასი ტონა ცერეცო, 500ტ. ქინძი, 1500 ტ. ოხრახუში, 250 ტ. წიწაკა, ასევე ზაფრანი, კამა, და ქონდარი 20 ტონის ფარგლებში.[2] მიმდინარეობს მუშაობა სანელებლების დამამზადებელი მინისაწარმოს მშენებლობისათვის. ბაღჩეული — კიტრი, პომიდორი, სატაცური, ოსპი (წყალტუბოს, ვანის, ბაღდათის მუნიციპალიტეტები); ხილი — ვაშლი, მსხალი, ქლიავი, ტყემალი, ხურმა, შინდი (ვანის, თერჯოლის, სამტრედიის მუნიციპალიტეტები); თაფლი (ბაღდათი, ხარაგაული, წყალტუბო, თერჯოლა). მეჩაიეობის ძირითადი ზონებია: წყალტუბო, ტყიბული და ხონი. იმერეთში 100-მდე მსხვილი ფერმერული მეურნეობაა, რომლებიც ძირითადად ეწევიან მეცხოველეობას, მევენახეობას, მეღორეობას, მეფრინველეობას, მეხილეობას, მეფუტკრეობას, მემწვანილეობას. ტრანსპორტი მნიშვნელოვანი რესურსული პოტენციალის რანგშია იმერეთის რეგიონის გეოპოლიტიკური მდებარეობა, რაც ევროპისა და აზიის ქვეყნების დამაკავშირებელი სატრანზიტო დერეფნის როლით გამოიხატება. რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრიდან — ქუთაისიდან მანძილი უახლოეს საზღვაო პორტამდე — ფოთამდე 102 კილომეტრია, დედაქალაქამდე — 236 კმ. ქუთაისში ფუნქციონირებს 2 აეროპორტი, რომლიდანაც ერთ-ერთში (კოპიტნარის) სრულდება საერთაშორისო რეისები. შესაბამისად, ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა რეგიონის ეკონომიკის ერთ-ერთი მსხვილი დარგებია. ტრანსპორტის სახეობებიდან ძირითადად განვითარებულია საავტომობილო, სარკინიგზო და საჰაერო ტრანსპორტი. 2006 წელს სატრანსპორტო მომსახურების მოცულობამ 5,6 მლნ. ლარს მიაღწია, ხოლო დარგში დასაქმებულთა რიცხოვნობამ — 1827. ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროში ფუნქციონირებდა 89 საწარმო. საავტომობილო გზების საერთო სიგრძეა 2754,8 კმ, ხოლო სარკინიგზო — 229,285 კმ. ენერგეტიკა იმერეთი ენერგორესურსებით მდიდარი რეგიონია, რამაც განაპირობა ხუთი ჰიდროელექტროსადგურის ფუნქციონირება (რიონჰესი, გუმათჰესი, ძევრულჰესი, შაორჰესი, ვარციხეჰესი). სულ მათი პოტენციური(დადგმული)სიმძლავრეა 997,4 მეგავატი. აქედან გამომდინარე, ელექტროენერგიის წარმოება რეგიონის სამრეწველო წარმოების უმნიშვნელოვანესი დარგია, რომელსაც მთელი წარმოების სტრუქტურაში 21-23%-იანი სეგმენტი უჭირავს. ექსპორტი ექსპორტის მხრივ განსაკუთრებული ადგილი მხარის მრეწველობაში ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანას უჭირავს, რომლის ხვედრითი წილი საექსპორტო პროდუქციაში 88%-ის ფარგლებშია. ძირითადი ადგილი უჭირავს მეტალურგიასა და ლითონპროდუქტების ექსპორტს, ხოლო კვების პროდუქტებიდან: ღვინომასალები, ჩაი, მწვანილი, რომლებიც ევროპისა და რუსეთის ბაზრებზეა ორიენტირებული. მინერალური რესურსები ჭიათურის მანგანუმის საბადოს სადგური რეგიონი მნიშვნელოვანწილად გამოირჩევა საქართველოს ტეროტორიაზე არსებული წიაღისეული სიმდიდრეების მრავალფეროვნებით. ამჟამად იმერეთში 100-ზე მეტი მინერალურ-სანედლეულო რესურსების საბადოა აღრიცხული, რომელთაგან ნახევარზე მეტი საექსპორტოა. ძირითადი წიაღისეული სიმდიდრეა ჭიათურის მანგანუმი, რომლის ბალანსური და ბალანსგარეშე მარაგი 215 მილიონ ტონას შეადგენს მადნის ყველა ტიპის (ჟანგეული, კარბინატული, დაჟანგული, შერეული, ქვიშაქვები) მიხედვით. მანგანუმის ჯერ კიდევ დაუმუშავებელი მარაგის არსებობა სავარაუდოა ყვირილისა და ზესტაფონის რაიონებში, ჩხარი-აჯამეთის, ქუთაისისა და თერჯოლის ტერიტორიებზე. მხარის მნიშვნელოვანი წიაღისეული რესურსია ტყიბულისა და გელათის ქვანახშირის, ბარიტის, ლიატონიტის, საშენ მასალათა, თიხის მარაგი. ქუთაისის მიდამოები მდიდარია ბენტონიტური თიხებით (გუმბრინი), მარმარილოს, ეკლარის კირქვის, კურსების ტეშენიტის, ბაზალეთის საბადოებით. მრავალფეროვანია მხარის რაიონების ნიადაგი. მათი გეოლოგიური აგებულება, რელიეფი, კლიმატი და მცენარეული საფარი განაპირობებს ნიადაგის ხასიათს. უპირატესი გავრცელება აქვს: ალუვიურ, სუბტროპიკულ ეწერ ყვითელმიწა, წითელმიწა, ნეშომპალა-კარბონატულ და კომრალ ნიადაგებს. მაღალმთიან რაიონებში გვხვდება ღია გაეწრებული ტყის მურა ნიადაგებიც. ყვითელმიწა და თხელ ფენად წითელმიწა ნიადაგები. ორივე მათგანი გამოიყენება ჩაისა და სხვა სუბტროპიკული კულტურის გასაშენებლად. რეკრეაციული რესურსები ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი იმერეთს წამყვანი ადგილი უჭირავს რეკრეაციულ სისტემაში, უნიკალური ბუნებრივი და ჰიდრომინერალური რესურსების, მინერალური წყლების სახით. სამკურნალო წყლებიდან გამოიყოფა წყალტუბო, საირმე ბაღდათის რაიონში, ნუნისი ხარაგაულში, სულორი ვანში, აგრეთვე საჩხერის სხვადასხვა მინერალური წყაროები. დიდი რაოდენობითაა თერმული წყლების მარაგი. მთისა და ტყის მასივებს 250000 ჰა ფართობი უჭირავს. რეკრეაციული რესურსებია სამთო ქვეითი, სამთო საცხენოსნო, სპელეო ტურიზმი, რაფტინგი მდინარე რიონზე. იმერეთის ტურისტული პროდუქციის ერთ-ერთ პრიორიტეტული მიმართულება კურორტები და გამაჯანსაღებელი ზონებია. რეგიონის ლანდშაფტი, სამკურნალო მინერალური წყლები ბალნეოლოგიურ კურორტებს მიმზიდველს ხდის დამსვენებლთათვის. დღეისათვის იმერეთში 53 საკურორტო და დასასვენებელი ბაზაა, მათ შორის აღსანიშნავია წყალტუბო, საირმე, ნუნისი, სიმონეთი, სულორი, საწირე, ჭითურის ხრეითი, სამტრედია, ზვარე, ამაღლება. განსაკუთრებით აღსანიშნავია სათაფლიის ნაკრძალი წყალტუბოს ტერიტორიაზე (345 ჰა), კარსტული გამოქვაბულითა და დინოზავრის ნაკვალევით. წყარო:- მთავარი_გვერდი.htm ციტირება Link to post Share on other sites
davit 1 Posted April 4, 2013 Report Share Posted April 4, 2013 (edited) იმერეთის მხარე მხარე დასავლეთ საქართველოში, მოიცავს ისტორიულ–გეოგრაფიული პროვინცია იმერეთის ტერიტორიას. რეგიონის საერთაშორისო კოდია: GE-IM. იმერეთის მხარეში შედის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემდეგი ადმინისტრაციულ–ტერიტორიული ერთეულები: 1.ქალაქი ქუთაისი; 2.ვანის რაიონი; 3.ბაღდათის რაიონი; 4.ზესტაფონის რაიონი; 5.თერჯოლის რაიონი; 6.სამტრედიის რაიონი; 7.საჩხერის რაიონი; 8.ტყიბულის რაიონი; 9.ჭიათურის რაიონი; 10.წყალტუბოს რაიონი; 11.ხარაგაულის რაიონი; 12.ხონის რაიონი. მხარის ფართობი შეადგენს 6552 კვ.კმ–ს, მოსახლეობა 700 ათასს, მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კვ.კმ–ზე – 108 კაცს. მხარის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ქუთაისი. მხარეში 542 დასახლებული პუნქტია, მათ შორის: ქალაქი - 10: ქუთაისი, ვანი, ტყიბული, წყალტუბო, ჭიათურა, ბაღდათი, ზესტაფონი, თერჯოლა, სამტრედია, საჩხერე, ხონი; დაბა – 3: შორაპანი, კულაში, ხარაგაული; სოფელი - 529. მხარის ტერიტორიაზე მდებარეობს ბუნების, არქიტექტურისა და კულტურის მრავალი ძეგლი, მათ შორის უმნიშვნელოვანესია: ბაგრატის ტაძარი ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი ქუთაისში, "უქიმერიონის გორაზე". აგებულია X-XI საუკუნების მიჯნაზე. ბაგრატ III-ის (975-1014) მეფობაში ჩრდილოეთი კედლის წარწერის თანახმად, "ქ. ოდეს განმტკიცნა იატაკი, ქორონიკონი იყო 223" (1003), ტაძარი ღვთისმშობლის მიძინების სახელობისა იყო. თავისი ხუროთმოძღვრული და მხატვრული ღირსებით განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართულ არქიტექტურულ ისტორიაში, როგორც განვითარებული შუა საუკუნეების დროინდელი სტილის საბოლოოდ დამამკვიდრებელ ნაწარმოებს. XVII საუკუნის დასასრულამდე ძეგლი უვნებლად იდგა. 1692, როგორც ვახუშტი მოგვითხრობს, "შემუსრეს ოსმალთა". XIX საუკუნის 30-იან წლებამდე შემორჩენილი იყო ტაძრის სამხრეთი და დასავლეთი კარიბჭეებიც, რასაც მოწმობს მხატვარ ნ. ჩერნეცოვის ჩანახატები. ბაგრატის ტაძარი ტრიკონქის ტიპის ჯვარგუმბათოვანი ნაგებობაა. გუმბათი ოთხ მძლავრ ბურჯს ეყრდნობოდა, ჯვრის შვერილი მკლავები გარედან სწორკუთხა, შიგნით კი (აღმოსავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ მხარეს) - ნახევარწრიული აფსიდებით იყო დასრულებული. შიგნითვე დასავლეთის მკლავს შემოუყვებოდა პატრონიკე - გალერეა, სადაც წირვა-ლოცვისა და დღესასწაულების დროს მეფე-დედოფალი და დიდებულები იდგნენ. საკურთხევლის ორსავ მხარეს სამკვეთლო და სადიაკვნე იყო. მშენებლობის დამთავრებამდე ძეგლს ჩრდილოეთ-დასავლეთიდან სამსართულიანი საცხოვრებელი კოშკი, ხოლო XI საუკუნის I ნახევარში სამხრეთიდან და დასავლეთიდან მდიდრულად მოჩუქურთმებული კარიბჭები მიაშენეს. მდიდარია ტაძრის მორთულობა. ფასადების გასაფორმებლად გამოყენებული დეკორატიული თაღების სისტემა ფასადებს ერთმანეთთან აკავშირებდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია აღმოსავლეთი ფასადი - ხუთი დეკორატიული თაღითა და ორი ღრმა ნიშით. სავსებით დასრულებული სახე აქვს სარკმელთა მოჩუქურთმებულ საპირეებსა და "სათაურებს". უხვადაა მოჩუქურთმებული კარიბჭეები. ძირითადი ნაგებობის ორნამეტს გრაფიკულობა, ხოლო კარიბჭეთა შემკულობას ღრმა, პლასტიკური კვეთა ახასიათებს. შიგნით ბაზისები და სვეტისთავები რელიეფური გამოსახულებებითა და ჩუქურთმებით იყო შემკული, კედელ-კამარებსა და იატაკს მოზაიკა ამკობდა (იატაკზე დღესაც მოჩანს მისი ფრაგმენტები). სამხრეთ კარიბჭეში შემორჩენილია ფრესკის კვალი - ღვთისმშობლის გამოსახულება. ტაძრის ინტერიერსა და ეზოში აწყვია ქვაზე ნაკვეთი, რელიეფებითა და ორნამენტით შემკული დეტალები და ფრაგმენრები, რომლებიც ტაძრის შიდა კედლებსა და ფასადებს ამშევენდა. ბაგრატის ტაძრის დახვეწილი პროპორციები, გარე მასების ჰარმონიულობა, გრანდიოზული შიდა სივრცე, ფასადების კომპოზიცია, მრავალფეროვანი მორთულობა, რთულ ტექნიკურ ამოცანათა დაძლევა მოწმობს არქიტექტორის შესანიშნავ მხატვრულ ნიჭს, დიდ პრაქტიკულ გამოცდილებასა და ოსტატობას. გელათის მონასტერი ქართული ხუროთმოძღვრული ანსამბლი, შუა საუკუნეების საქართველოს უმნიშვნელოვანესი ცენტრი. აგებულია ქ. ქუთაისის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით 11 კმ-ზე, მდინარე წყალწითელის ხეობაში. დაარსებულია 1106 წელს დავით აღმაშენებლის თაოსნობით. შემოზღუდულია გალავნით. ანსამბლში შედის სხვადასხვა დროინდელი (ძირითადად XII-XIII სს.) შენობები. შეტანილია იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ცენტრალურ-გუმბათოვან მთავარ ტაძარს ორ ბოძსა და საკურთხეველის კედლებზე დაყრდნობილი გუმბათი აქვს, აღმოსავლეთ მხარეს კი - სამი წახნაგოვანი შვერილი აფსიდი. ეკლესიისათვის სხვადასხვა დროს მიუშენებიათ: დასავლეთ მხარეს - სტოა, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან კი ეკვდერები. ტაძრის ფართობი მინაშენების ჩათვლით დაახლოებით 35 მ x 36 მ სიმაღლე 34 მ-მდე. გარედან ტაძარი მოპირკეთებულია ეკლარის თლილი ქვით, ფასადები დამუშავებულია რთული რიტმის დეკორატიული თაღედებით და თითქმის სრულიად მოკლებულია ჩუქურთმებს. ფართო და უხვად განათებული შიგა სივრცე საზეიმო შთაბეჭდილებას ტოვებს. კედელ-კამარები ერთიანად დაფარულია სხვადასხვა დროის მხატვრობით. მთავარი ტაძრის აღმოსავლეთით, XII საუკუნის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაა. გეგმითა და ფორმებით იგი მთავარ ტაძარს იმეორებს, მაგრამ უფრო მცირე ზომისაა. შიგნიდან კედლები დაფარულია XVI საუკუნის მოხატულობით. მთავარი ტაძრიდან 9 მ-ზე აღმართულია XIII-XIV საუკუნეების წმ. ნიკოლოზის სახელობის ორსართულიანი ეკლესია. გეგმით სწორკუთხა ქვედა სართული ოთხივე მხარეს თაღებითაა გახსნილი, ხოლო მეორე სართული ჯვარისებრი მოხაზულობის პატარა ეკლესიაა. მთავარი ტაძრის ჩრდილოეთ-დასავლეთით XIII საუკუნის სამრეკლოა, რომლის ქვედა ნაწილი - თაღებით გახსნილი ქვის ფანჩატური - წყაროზეა დაშენებული. მის თავზე პატარა სათავსია, ხოლო სულ ზემოთ - სამრეკლო. გელათის ანსამბლში შედის აგრეთვე აკადემია, რომელმაც ჩვენამდე ნანგრევების სახით მოაღწია. გეგმით სწორკუთხა შენობას (ფართობი დაახლოებით 300 მ²) აღმოსავლეთით სამი შესასვლელი ჰქონია. მოგვიანებით შუა შესასლელისათვის მდიდრულად მორთული კარიბჭე მიუშენებიათ. კედლების გასწვრივ ქვის დასაჯდომები იყო გაყოლებული. შენობას დიდი სარკმლები ანათებდა, კედლები მოხატული ჰქონდა. გელათის მონასტრის გალავნის სამხრეთით, მთავარ შესასვლელში, დავით აღმაშენებლის საფლავია. გელათის მონასტერი სამეფო სახლის საკუთრება და საძვალე იყო, ტერიტორიულად ახლოს მდებარეობდა სამეფოს პოლიტიკურ ცენტრთან - ქუთაისთან, აქ არის დასაფლავებული სრულიად საქართველოს თითქმის ყველა მეფე: დავით IV აღმაშენებელი, დემეტრე I, გიორგი III, თამარი (თამარის ისტორიკოსების ცნობით) და სხვა. იმერეთის მეფეები: ბაგრატ III, გიორგი II, გიორგი III, გიორგი VI, ალექსანდრე V, სოლომონ I და სხვა. გელათის მონასტერი ერთ-ერთი მდიდარი ფეოდალური სენიორია იყო. მის მფლობელობაში ითვლებიდა ვრცელი მიწა-წყალი. მეურნეობაში წამყვანი დარგი იყო მიწათმოქმედება, განვითარებული მევენახეობა, ღვინის, თაფლისა და სანთლის სასაქონლო-საბაზრო წარმოება მონასტერს დიდ ფულად შემოსავალს აძლევდა XII-XV საუკუნეებში გელათის მონასტერს მინიჭებული ჰქონდა სრული ავტონომია, აღიარებდა მხოლოდ მეფის უმაღლეს უფლებას. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსაც კი არ ჰქონდა არავითარი სახელისუფლო ძალა (გარდა მღვდლების კურთხევისა). გელათის მონასტერში მეფეს ჰყავდა თავისი პირადი წარმომადგენელი. მონასტრის უფროსი მონაზვნები და მოძღვართმოძღვარი სამეფო დარბაზის წევრებად ითვლებოდნენ. XIII საუკუნის II ნახევარსა - XV საუკუნეში ქვეყნის პოლიტიკური-ეკონომიური დაკნინების გამო (მონღოლების, თემურლენგის შემოსევები, გამწვავებული შინაფეოდალური საადგილმამულო ბრძოლები) გელათის მონასტრის ეკონომიური და კულტურული ცხოვრება შეფერხდა. მისი ძველი მდგომარეობა ნაწილობრივ აღადგინა გიორგი ბრწყინვალემ. საქართველოს პოლიტიკური დაშლის (XV საუკუნის II ნახევარი) შემდეგ გელათის მონასტერი დასავლეთ საქართველოს მეფეების ხელში გადავიდა. 1510 წლის 23 ნოემბერს იგი გადაწვა იმერეთში შემოჭრილმა ოსმალთა ჯარმა. იმერეთის მეფეებმა ბაგრატ III-მ და გიორგი II-მ გელათის მონასტერში დიდი მასშტაბის სამეურნეო და საამშენებლო სამუშაოები ჩაატარეს - კაპიტალურად შეაკეთეს და მოხატეს ტაძრები, განაახლეს გაუქმებული და მიტოვებული ეკლესია-ეკვდერები, შესწირეს მონასტერს ახალი მამულები. ბაგრატ III-ს თანამედროვენი გელათის "მეორედ აღმშენებელს" უწოდებდნენ. მას მხარში ედგნენ გელათის ეპისკოპოსი მელქისედეკ საყვარელიძე და დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ევდემონ ჩხეტიძე. XVI საუკუნის 20-იან წლებში ბაგრატ III-მ გელათის მონასტერში საეპისკოპოსო კათედრა დააარსა, რამაც გარკვეულად აამაღლა მონასტრის პოლიტიკური-მორალური და ეკონომიური მდგომარეობა. XVI საუკუნის II ნახევარში დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის რეზიდენცია ბიჭვინთიდან გელათში გადმოიტანეს. XVIII საუკუნიდან გელათის მონასტერში დიდი მასშტაბის აღდგენითი სამუშაოები გასწიეს გიორგი VI-მ, ალექსანდრე V-მ, სოლომონ I-მა, სოლომონ II-მ და გელათის ეპისკოპოსებმა. XVIII საუკუნის დამლევს მონასტერი ფლობდა 42 სოფელს. იმერეთის სამეფოს რუსეთის იმპერიასთან შეერთების (1810) შემდეგ გელათის მონასტერი საეკლესიო სენიორიიდან სახელმწიფო დაწესებულებად - შტატის მონასტრად იქცა. ჯერ კიდევ XII საუკუნეში, დავით აღმაშენებლის თაოსნობით, გელათის მონასტერში დიდი შემოქმედებითი საქმიანობა გაჩაღდა. სხვადასხვა დროს აქ მოღვაწეობდნენ არსენ იყალთოელი, იოანე პეტრიწი, არსენ ბულმაისიმისძე, პეტრე გელათელი, ევდემონ ჩხეტიძე (1557-1578), ექვთიმე საყვარელიძე (1578-1616), გედეონ ლორთქიფანიძე (XVII ს.), ანტონ I, ზაქარია გაბაშვილი და სხვა. ვანის არქეოლოგიური მუზეუმი 1985 წლის 25 სექტემბერს დაფუძნდა ვანის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის, აკადემიკოს ოთარ ლორთქიფანიძის ინიციატივით.1985 წლის 25 სექტემბერს. მუზეუმის გახსნას დაემთხვა შავიზღვისპირეთის პრობლემებისადმი მიძღვნილი მსოფლიო არქეოლოგთა საერთაშორისო სიმპოზიუმი, რომელიც ტარდება ყოველ მესამე წელს. მუზეუმში განთავსებულია სხდომათა დარბაზი, ბიბლიოთეკები, სარესტავრაციო და ფონდების განყოფილებები. სწორედ ოთარ ლორთქიფანიძის უდიდესი ღვაწლის გამო, რომელიც მან ვანის ნაქალაქარს და საერთოდ ქართულ არქეოლოგიას შეალია, ვანის არქეოლოგიური მუზეუმი დღეს მის სახელს ატარებს. ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში ინახება 1985 წლიდან ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალის უმეტესობა. ვანში აღმოჩენილი მდიდრული სამარხების ინვენტარის საფუძველზე 1987 წელს მუზეუმში გაიხსნა ოქროს ფონდი, რომელშიც ინახება ოქრომჭედლობის უნიკალური ნიმუშები ვანის ნაქალაქარიდან. ვანის არქეოლოგიური მუზეუმის სტაციონარული ექსპოზიცია ასახავს ვანის ტერიტორიაზე არსებული კულტურის განვითარების პერიოდს ძვ. წ. VIII ს-დან I ს-ის ჩათვლით (ბრინჯაოს ქანდაკებები, მათი ცალკეული ფრაგმენტები, ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ნაკეთობანი, ნუმიზმატიკის ნიმუშები და სხვ.). სათაფლიას კარსტული მღვიმეები მდებარეობს ქუთაისიდან 7 კილომეტრის დაცილებით, კავკასიონის ქედის ქვემო კალთებზე, ზღვის დონიდან 500მ სიმაღლეზე და სათაფლიას სახელმწიფო ნაკრძალის ნაწილია. ამ ტერიტორიაზე განლაგებულია კოლხური ტყე, რელიქტური და ენდებური ნიმუშებით, რამდენიმე კარსტული მღვიმე და დინოზავრის ნაკვალევი. ნაკრძალში 5 კარსტული მღვიმეა, ამათგან მხოლოდ ერთი №1 მღვიმეა საექსკურსიოდ გამოყენებული. პირველი მღვიმე 1925 წელს აღმოაჩინა პეტრე ჭაბუკიანმა პირველყოფილი ადამიანის სადგომის ძებნის დროს. მღვიმის საერთო სიგრძე 600 მეტრია, სიმაღლე-სიგანე 15/5 მ. მღვიმეში თერმომეტრი უცვლელად აჩვენებს 11 გრადუსს. ჩასასვლელშივე ყურადღებას იპყრობს წყლის ჩხრიალი, რომელიც იქვე ხელმარცხნივ ბნელი ყელიდან მოისმის. ეს ის ბუნებრივი ხვრელია საიდანაც ჭაბუკიანი პირველად შემოვიდა ამ მღვიმეში. ხოლო კიბეები და თანამედოვე შესასვლელი ხელოვნურადაა შემდეგ გაკეთებული. ამ პატარა მდინარემ, რომელიც სათავეს მღვიმიდან 200 მ-ის დაშორებით იღებს, 30 მილიონი წლის განმავლობაში გამოკვეთა ეს მღვიმე. მარჯვნივ და მარცხნივ სტალაქტიტების და სტალაგმიტების ტყეა. 50-იოდე მეტრში განთავსებულია უზარმაზარი დარბაზი, რომელსაც პირობითად №1 დარბაზი ეწოდება. მისი სიმაღლე 15 მ. ხოლო სიგრძე 35 მ. დარბაზის ცენტრში აღმართულია დიდი ზომის სოკოსებური სტალაგმიტი და მოქმედი სტალაქტიტი, საიდანაც ნაჟური წყალი მოედინება. პირველი დარბაზის დასასრულს და მეორეს დასაწყისში მოჩანს სტალაქტიტებისა და სტალაგმიტების მტევნისებრი, სოკოსებრი, ბოლქვისებრი, ნაოჭა ფორმები, კედლის მოფარდაგებები. სტალაქტიტები და სტალაგმიტები ზოგან ერთდება და ქმნის დიდი ზომის სვეტებს, რომლებიც სტალაქტიტებით შემკობილ ჭერთან და კედლებთან ზღაპრულ ნაგებობათა შთაბეჭდილებას ტოვებს. მეორე დარბაზი პირველთან შედარებით მცირეა. ბოლო მესამე დარბაზში კი განლაგებულია მღვიმის ჩანჩქერი, რომელიც ათმეტრიან ჭაში ვარდება. ჭის ფსკერზე იქმნება პატარა ტბა, საიდანაც წყალი გაედინება ქ. ქუთაისის მხარეს, მდინარე ოღასკურას სახელწოდებით. კაცხის სვეტი კირქვის სვეტისებრი დენუდაციური „მოწმე“ — შთენილი კლდე მდებარეობს ჭიათურის რაიონის ტერიტორიაზე, მდინარეების კაცხურისა (ყვირილის მარჯვენა შენაკადი) და ღვითორის (ბუჯის მარცხენა შენაკადი) წყალგამყოფზე. სიმაღლე 40 მეტრია. ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ კაცხის სვეტი თავდაპირველად მონოფიზიტ განდეგილთა სამყოფელს წარმოადგენდა, თუმცა ეს მოსაზრება საყოველთაოდ არაა გაზიარებული, სათანადო არგუმენტაციის არქონის გამო. სვეტის ზედა ბაქანზე დგას ორი მცირე ზომის ეკლესია (დღეისათვის ისინი ნანგრევების სახითაა შემორჩენილი). ასეთ ადგილებში სამლოცველოების აგებას მკვლევრები უკავშირებენ მესვეტეობას, რომელიც VI საუკუნეში გავრცელებული იყო ქინა აზიასა და, უპირველეს ყოვლისა, სირიაში, რომელთანაც ქრისტიანულ საქართველოს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა. ერთი ეკლესია (V ს.) მშრალადაა ნაშენი ადგილობრივად მოპოვებული უხეშად დამუშავებული ქვით, აფსიდი კლდეშია გამოკვეთილი. მეორე (VI ს.) ნაგებია ქვემოდან აზიდული კარგად გათლილი კვადრებით, აქვს კრიპტა (ქვედა სართული - სამარხი). არავინ იცის ზუსტად როდის შეწყდა რელიგიური ცხოვრება კაცხის სვეტზე, მაგრამ ვახუშტი ბატონიშვილის დროს აქ ბერები აღარ მოღვაწეობდნენ. კაცხის სვეტის არქიტექტურული ძეგლები 1944 წელს ალექსანდრე ჯაფარიძის ხელმძღვანელობით მთასვლელთა ჯგუფმა ინახულა. დღეისათვის კაცხის სვეტზე ასვლა ალპინისტური აღჭურვილობის გარეშე შეუძლებელია, თუმცა უკვე მიმდინარეობს ასასვლელის მშენებლობა, რაც უახლოეს მომავალში ნებისმიერ მსურველს მისცემს საშუალებას უფრო ახლოს გაეცნოს ამ იდუმალ ისტორიულ ძეგლს. Edited April 4, 2013 by დავითი ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted April 9, 2013 Report Share Posted April 9, 2013 (edited) ესეც ჩემი კაცხი Edited April 9, 2013 by salamandra ციტირება Link to post Share on other sites
Paganini 0 Posted April 17, 2013 Report Share Posted April 17, 2013 ესეც ჩემი მანდაეთი პ.ს ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted April 17, 2013 Report Share Posted April 17, 2013 ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted April 17, 2013 Report Share Posted April 17, 2013 ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted April 18, 2013 Report Share Posted April 18, 2013 ესეც ჩემი კაცხი კაცხის სვეტი მართლაც სასწაულია ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted May 30, 2013 Author Report Share Posted May 30, 2013 აბა იმერლებო, გადახედეთ თქვენს გვარებს http://www.archives.itdc.ge/ge/page/qartuli-gvarsaxelebi-imeretshi-xix-saukunis-40-ian-wlebshi ციტირება Link to post Share on other sites
Paganini 0 Posted May 31, 2013 Report Share Posted May 31, 2013 ეეე მანდაეთელი გელაშვილები სათავადოები კიარა როგორც ბებიაჩემი იტყოდა ცხრა ნომერეი გლეხები ვართო ჩემი თავი ვიპოვე :blush2: ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted June 1, 2013 Author Report Share Posted June 1, 2013 მამის მხრიდან გვარში არიან ეკლსიის მსახურნი, სახელმწიფო გლეხები და საბატონო გლეხები. დედის მხრიდან აზნაურები და ეკლესიის მსახურნი. დედის გვარი მეცხრამეტე საუკუნის შუა წლებში უკვე ჩანს ქუთაისში. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted June 13, 2013 Report Share Posted June 13, 2013 (edited) გვარსა და სახელს არ დავასახელებ, ერთ ჩვენს გემრიელ იმერელს მინდა მოვასმენინო ეს სიმღერა. ახია მაგ "ბაღდათელ სამურაიზე". :friends: პ.ს. თან თავს უფლებას მივცემ და ამ სიღერით, ჩვენი კლუბის იუბილეს მივულოცავ მაგ დიდგულიან ბაღდათელ-ქუთაისელს. Edited June 13, 2013 by ელჩი ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted June 13, 2013 Author Report Share Posted June 13, 2013 ელჩი მადლობა. მერე რა გვარის კაცი მღერის ერთი თვეც და...... B) ციტირება Link to post Share on other sites
Paganini 0 Posted June 16, 2013 Report Share Posted June 16, 2013 მანდაეთის ტბა ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted September 6, 2013 Author Report Share Posted September 6, 2013 ბაგრატი. მიუხედავად იმისა რომ შიგნით ზოგი რამ არ მომეწონა აღდგენის შემდეგ, მაინც დიდი რამ მოხდა, ბაგრატში წირვა-ლოცვა აღევლინება. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted September 6, 2013 Author Report Share Posted September 6, 2013 გელათი ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted September 6, 2013 Author Report Share Posted September 6, 2013 გელათის ტავზე მონასტერია სადაც მამა ილიას სულიერი შვილები მოღვაწეობენ. იქედან ულამზესი ხედი იშლება, გელათიც სულ სხვანაირია იქედან. ციტირება Link to post Share on other sites
laika 0 Posted September 6, 2013 Report Share Posted September 6, 2013 ულამაზესი სურათებია ვახო,დიდი მადლობა !!! ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted December 22, 2013 Report Share Posted December 22, 2013 ბაგრატის ტაძრის წინ ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted December 27, 2013 Report Share Posted December 27, 2013 სანამ არ ჩაქრებიან იმერეთის ოდები, ყოველ ახალწელიწადს მარად მომაგონდები. შორი გზიდან მოსული, მამა-პაპის ჯილაგი – უცხოდ განათებული პატარა ჩიჩილაკი. უცხოდ განათებული, სხვაზე არ გასაცვალი: მწვანე სუროს ფოთოლი… კურკანტელას მარცვალი… უზარმაზარ ოდაში მუხის ცეცხლი გუგუნებს, ბავშვი გაოცებული მხოლოდ შენ შემოგყურებ. დგახარ დამშვენებული ქამარ-ხანჯალ-ყაწიმით, როგორც თეთრჩოხიანი იმერელი ყმაწვილი. ფოჩიანი კანფეტიც ზედ გასხია მასრებად, ალბათ, ცაში თუ მოხდა შენი გალამაზება! უზარმაზარ ოდაში მუხის ცეცხლი ჩახჩახებს, ძველი „მრავალჟამიერ“ აღებს ყველა გასაღებს. მე ხან პაპის წვერს ვუმზერ, ხან შენ გიმზერ, ჩიჩილაკს, და ვიღვრები ბინულის ნაკადივით სიცილად. სულაც არ გამიგია, რა მახარებს, რას ველი… ასე თვალგაურყვნელი, სიხარულით თვალსველი, მხოლოდ შენ შემოგცქერი, შენი შუქის მჯერა მე, შორი გზიდან მოსულო, ვარსკვლავეთის მცენარევ! სანამ არ ჩაქრებიან იმერეთის ოდები, ყოველ ახალწელიწადს მარად მომაგონდები! ლადო ასათიანი ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted January 17, 2014 Author Report Share Posted January 17, 2014 http://conference.sens-2013.tsu.ge/uploads/51cd9d7d6bf16disertacia.pdf ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted September 15, 2014 Author Report Share Posted September 15, 2014 ზესტაფონი, იმერეთის გული. ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted June 1, 2015 Report Share Posted June 1, 2015 ღმერთმა ნუ მოშალოს ! ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted June 1, 2015 Report Share Posted June 1, 2015 მაგარი ხალხი ხართ იმერლები ძამა!!! ღმერთმა ნუ მოშალოს. ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.