gube 20 Posted June 1, 2015 Report Share Posted June 1, 2015 ავთო Gurulo არ ვარ იმერელი ოკრიბელრაჭველი ვარ მარა დაბადებიდან ქუთაისში ვარ მამაჩემიც ასე გაიზარდა.. მართლა ღმერთმა ნუ ქნას ჩვენი საქართველოს კუთხეებს რაც გვაქ შემორჩენილი შემოენახოს და არ მოშლილიყოს მისთვის დამახასიათებელი ადათი და ჩვეულება.. წარმოუდგენელია დინჯი გურული და სწრაფაად მოსაუბრე რაჭველი ან ისეთი კახელი ერთი გულღრმად როარ შეიგინოს ღმერთმა არ მოშალოს არასოდეს ციტირება Link to post Share on other sites
gube 20 Posted June 13, 2015 Report Share Posted June 13, 2015 სეტყვა სოფელ პერევისაში ავტორი: შორენა აბჟანდაძე ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted October 15, 2015 Author Report Share Posted October 15, 2015 https://www.facebook.com/tiko.imerlishvili.37?fref=ts წყაროებში ბაღდათი პირველად XVII ს-ის პირველ ნახევარში იხსენიება, მაგრამ მოკვლეული არქეოლოგიური მასალა ადასტურებს, რომ აქ დასახლება შუა ფეოდალურ ხანაში ყოფილა. 1703 წელს ბაღდათი ოსმალებმა დაიკავეს და აქ ჯერ ხის (ადგილობრივი მოსახლეობა მას თხმელის ციხეს ეძახდა) შემდეგ ქვითკირის ციხე ააგეს. ოსმალთა ბატონობის ხანაში იგი ტყვეების ვაჭრობის ერთ-ერთ კერად გადაიქცა. 1770 წელს ციხი თურქებიდან განთავისუფლებას ეცადა რუსული ჯარის კორპუსი გენერალ კურტ ტოტლებენის მეთურობით, მაგრამ უშედეგოდ. სიტუაციის მოგვარება მოხერხდა იმერეთის სამეფო ოჯახის ჩარევის შედეგად, მოლაპარაკების შემდეგ თურქებმა ციხე დატოვეს და ადგილობრივ ხელისუფლებას ჩააბარეს. შემდგომში ციხე დაანგრიეს, რათა ოსმალებს ისევ არ მოეკიდებინათ ფეხი ამ რეგიონში. ამჟამად ბაღდათის ციხის ადგილას საეპისკოფოსო და სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს. დღემდე კარგადაა შემორჩენილი ძველი გალავნის ნარჩენები, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი რესტავრირებულია. ბაღდათიდან ბევრი ცნობილი პიროვნებაა გამოსული, რომელთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა მსოფლიო მაშტაბით ასახელა მშობლიური მხარე. ესენია: მათემატიკოსი ალბერტ თავხელიძე, დირიჟორი ჯანსუღ კახიძე, კომპოზიტორი რევაზ ლაღიძე, რეჟისორი რეზო ჩხეიძე, მწერალი და კრიტიკოსი ჯანსუღ ღვინჯილია, პოეტი ზაალ ებანოიძე, მედიცინის აკადემიკოსი ნიკოლოზ კახიანი. 1893 წლის 19 ივლისს ბაღდათში დაიბადა და ბავშვობა აქ გაატარა დიდმა რუსმა პოეტმა ვლადიმერ მაიაკოვსკიმ, რომლის სახელსაც ატარებდა ეს კუთხე 1940 წლიდან 1990 წლამდე. შემდომში რაიონს დაუბრუნდა ძველი სახელი. ბაღდათში არის ვლადიმერ მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმი, რომლის ლიტერატურული განყოფილების ბაზაზე განთავსებულია საინტერესო და მრავალფეროვანი მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. ბაღდათის ყველაზე ძველი დასახელება არის სოფელი დიმი, რომლის არსებობა წერილობითად 2300 წელს მოითვლის. ჩვენს წთ.აღ-მდე დიდმა სახელმწიფო სამხედრო მოღვაწემ და კულტურტრეგერმა მეფე ფარნავაზმა დიმში საფორტიფიკაციო ნაგებობა ააგო, რომლის კოშკის ნარჩენები დღემდეა შემორჩენილი. ,, ქართლის ცხოვრება“ გვამცნობს . ,,ამანვე ფარნავაზმა აღაშენა ორნი ციხენი, შორაპანი და დიმნა“, ხოლო ვახუშტი ბატონიშვილი აღნიშნავს ,,ხანისწყლის აღმოსავლით და ყვირილის მდინარის სამხრით, ფერსათის კალთას არს დიმი, სადაც ჰყო პირველმან მეფემან ფარნაოზ ციხე მტკიცე და აწ არს დაბა“. (ამონარიდი: 1. ქართული ენციკლოპედია ტომი 6, გვერდი 359; 2. ხანის წყლის პირას ავტორები: ლევან სანიკიძე, ლალი ნუცუბიძე) ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted January 25, 2016 Report Share Posted January 25, 2016 იმერლებოო, ერთი კარგი იმერული ხაჭაპურის რეცეპტი დადეთ აქ, რა იქნება?! ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted January 25, 2016 Report Share Posted January 25, 2016 იმერლებოო, ერთი კარგი იმერული ხაჭაპურის რეცეპტი დადეთ აქ, რა იქნება?! ქართული ფქილი მოცომე პარასკევა საფუარით,,,დროჟით,, (ამჟავებული ცომით) ! რო აფუვდება მაწონი გადაასხი და ისევ ჩაზილე . ხო და რო ამოვა ,იმერული ნახალმი ზაფხულის ყველი ხელით დაფჩხვენი,ცომზე პირისპირ 1/1 ზე ჩაურთე ! გახურებულ კეცზე ფქვილი მოამცქვლიე და ხაჭაპური დააჯინე. სანამ ზედაპირი გაუხურდება ჯვარი გადასახე ,დაასვი ჯვარი ხელით. მერე მიუფიცხე ნაკვერცხალს და აცალე სანამ ყველი გარეთ გაპარვას არ დაიწყებს. ამ დროს ის ზედმეტი მარილი და საკვეთური წვნად შეუდგება კეციას, ამოშრება და ისეთ სურნელს გაუშვებს დაგავიწყდება რას აკეთებდი! ხო და ყურადღებით იყავი ეს მომენტი არ გამოგეპაროს. ააყენე კეციდან ხაჭაპური და ახალი დააჯინე. იცი ცაა ხაჭაპური იმერეთში რანაირი უნდა იყოს?? მოჩქარე სტუმარს რო მოუტეხავ ჭიშკრამდე უნდა გაყვეს გაწელილი ყველი ჭიშკრამდე!(ჩემი თინიკო ბებიას სიტყვებია :( ) ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted January 25, 2016 Report Share Posted January 25, 2016 ქართული ფქილი მოცომე პარასკევა საფუარით,,,დროჟით,, (ამჟავებული ცომით) ! რო აფუვდება მაწონი გადაასხი და ისევ ჩაზილე . ხო და რო ამოვა ,იმერული ნახალმი ზაფხულის ყველი ხელით დაფჩხვენი,ცომზე პირისპირ 1/1 ზე ჩაურთე ! გახურებულ კეცზე ფქვილი მოამცქვლიე და ხაჭაპური დააჯინე. სანამ ზედაპირი გაუხურდება ჯვარი გადასახე ,დაასვი ჯვარი ხელით. მერე მიუფიცხე ნაკვერცხალს და აცალე სანამ ყველი გარეთ გაპარვას არ დაიწყებს. ამ დროს ის ზედმეტი მარილი და საკვეთური წვნად შეუდგება კეციას, ამოშრება და ისეთ სურნელს გაუშვებს დაგავიწყდება რას აკეთებდი! ხო და ყურადღებით იყავი ეს მომენტი არ გამოგეპაროს. ააყენე კეციდან ხაჭაპური და ახალი დააჯინე. იცი ცაა ხაჭაპური იმერეთში რანაირი უნდა იყოს?? მოჩქარე სტუმარს რო მოუტეხავ ჭიშკრამდე უნდა გაყვეს გაწელილი ყველი ჭიშკრამდე!(ჩემი თინიკო ბებიას სიტყვებია :( ) მოჩქარე სტუმარს რო მოუტეხავ ჭიშკრამდე უნდა გაყვეს გაწელილი ყველი ჭიშკრამდე!-- ბებიას გარდა ვინ იტყვის ამისთანა სიტყვებს!!! მაწვნის გადასხმა ნამდვილად არ ვიცოდი, მართლა პირველად გავიგე.... რა სყვარლად აღწერე ყვეალაფერი, ავთო... ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted January 25, 2016 Report Share Posted January 25, 2016 (edited) მეტი ვრცლად მინდოდა დამეწერა მარა ბურთი მომაწვა ყელში. თვალწინ დამიდგა ყველაფერი .გამახსენდა ის ბუხარი ,ხაჭაპური და ისიც გამახსენდა ჩემ უმცროს დას რომ შევატეხე ხელში კეციდან ახალი აგდებული ხაჭაპური ჭასთან (სახლთან ახლო იყო) ,აბ წადი მაკრინე და თუ გეიწელება ეს ყველი ჭიშკრამდეთქო. ბებიაჩემი იქვე მდგარა და ქვეშიდან გვიყურებდა ღიმილით. ჩემი და კისკისით გარბოდა ჭიშკრისკენ ,გაწყდა ყველი შუა გზაზე! ბებომ ჩქარა გარბოდა მაგ ოხერიო მომაძახა ! აბა მოჩქარე რას ქვიათქო ვიკითხე?! შვილო მოჩქარე რო არ დაჯდება ოჯახში იმას ქვია ,კისერს რო იტეხავს იმას კიარაო ულამაზესი ბებია მყავდა ,მასზე ლამაზი ქალი მე არასოდეს აღარ მინახავს ,მოხუცი იყო მაშინ მე 12-13 წლის ვიყავი. მის მერე ძალიან ბევრი სტუმარი ვნახე ფიცხი ხაჭაპურის ფქვილი რო ქონდა ტუჩებზე შერჩენილი და ისე ილოცებოდა ეზოდან გადასვლისას.33 წლის ვიყავი როცა გავაცილე ჩემი თინა ბებო ამ ქვეყნიდან ,ის 84-ის იყო მარა ისეთი ლამაზი იყო 330 რომ ვიცოცხლო ერთი წუთითაც არ დამავიწყდება. Edited January 25, 2016 by ავთო ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted January 26, 2016 Report Share Posted January 26, 2016 მეტი ვრცლად მინდოდა დამეწერა მარა ბურთი მომაწვა ყელში. თვალწინ დამიდგა ყველაფერი .გამახსენდა ის ბუხარი ,ხაჭაპური და ისიც გამახსენდა ჩემ უმცროს დას რომ შევატეხე ხელში კეციდან ახალი აგდებული ხაჭაპური ჭასთან (სახლთან ახლო იყო) ,აბ წადი მაკრინე და თუ გეიწელება ეს ყველი ჭიშკრამდეთქო. ბებიაჩემი იქვე მდგარა და ქვეშიდან გვიყურებდა ღიმილით. ჩემი და კისკისით გარბოდა ჭიშკრისკენ ,გაწყდა ყველი შუა გზაზე! ბებომ ჩქარა გარბოდა მაგ ოხერიო მომაძახა ! აბა მოჩქარე რას ქვიათქო ვიკითხე?! შვილო მოჩქარე რო არ დაჯდება ოჯახში იმას ქვია ,კისერს რო იტეხავს იმას კიარაო ულამაზესი ბებია მყავდა ,მასზე ლამაზი ქალი მე არასოდეს აღარ მინახავს ,მოხუცი იყო მაშინ მე 12-13 წლის ვიყავი. მის მერე ძალიან ბევრი სტუმარი ვნახე ფიცხი ხაჭაპურის ფქვილი რო ქონდა ტუჩებზე შერჩენილი და ისე ილოცებოდა ეზოდან გადასვლისას.33 წლის ვიყავი როცა გავაცილე ჩემი თინა ბებო ამ ქვეყნიდან ,ის 84-ის იყო მარა ისეთი ლამაზი იყო 330 რომ ვიცოცხლო ერთი წუთითაც არ დამავიწყდება. შემოგევლე ავთო ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted January 26, 2016 Report Share Posted January 26, 2016 ავთო რას ვიზავთ ავთანდილ, ასეა ცხოვრება ძმაო. ჩვენს ტკბილ მოხუცებს ვერავინ ვერ შეგვიცვლის. გეხუტე ძამია. ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted January 27, 2016 Report Share Posted January 27, 2016 გეხუტე ავთია,ამატირე კაცი!!!!! ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted July 5, 2016 Author Report Share Posted July 5, 2016 ბაღდათი. ხედი ჩემი ეზოდან. ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted July 5, 2016 Report Share Posted July 5, 2016 მშვენიერებაა ! ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted July 11, 2016 Author Report Share Posted July 11, 2016 ბაღდათი. ობჩა. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted August 23, 2016 Author Report Share Posted August 23, 2016 http://topnews.com.ge/news/8907 ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted December 3, 2016 Report Share Posted December 3, 2016 რავარი იმერლები არიან ჰა ? ) Живописная Россия т 9 1885 г. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted December 4, 2016 Author Report Share Posted December 4, 2016 რა გრძელი ჩოხები აცვიათ. ქუდიც საინტერესოა. ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.