Jump to content
Club-Monadire.Ge

თბილისის ზღვა

Recommended Posts

დავუშვათ და არ ასახლებენ სხვა ერის წარმომადგენლებს.

პროექტი არი სუფთა ბიზნეს დეველოპელური. ანუ ტერიტორიების ათვისება და რეალიზაცია, რაც ნიშნავს რომ ის საცხოვრებელი და ბიზნეს კომპლექსები უნდა გაიყიდოს. ჩნდება კითხვა ვინ უნდა იყიდოს და შემდეგ იცხოვროს იმ სახლებში ? ჩვენს ხალს არა მგონია ჰქონდეს ამის მსყიდველობითი უნარი მოცემული რაოდენობით.

თავად პროექტი იაფი არ ეღირება გამომდინარე პროექტის კომპლექსურობიდან

1) მიწისქვეშა კომუნიკაციები

ა) საკანალიზაციო და ფეკალური მასების უზარმაზარი მიმართველი სისტემა (სად წავა ეს ყველაფერი?)

ბ) მიწისზედა და მიწისქვეშა სანიაღვრე სისტემა (ტერიტორია არი რელიეფური. წყალი აღმართზე არ ადის თუ ხელოვნურად არ მივმართავთ)

2) ელექტრო ენერგიით მომარაგება (მიწისზედა და მიწისქვეშა კომუნიკაციებით)

3) ქალაქის დასუფთავების სისტემა --- ნაგავსაყრელი

4) გზები

5) მინი პორტები და ხიდი

6) აღარაფერს ვამბობ თვითონ შენობების მშენებლობაზე

წარმოიდგინეთ რამხელა თანხებთან და რესურსებთან არი დაკავშირებული ეს პროექტი. მაგრამ ჩნდება კითხვა: ამ ყველაფრის გაკეთება რა მიზანს ემსახურება? თუ ვინმემ მოგება არ ნახა რატო დააბანდებს რესურსებს?

ნუ მიწყენთ მაგრამ ეს "მაღალის" ერთ ერთ დაუფიქრებელ ახირებას უფრო ჰგავს და მე, იმ ინფორმაციით რაც ამ მოკლე კლიპიდან მივიღე საჭიროებას ამ პროექტის განხორციელებისა ვერ ვხედავ. ეს არ არი დღევანდელი საქართველოს პრიორიტეტი

P.S. ვმსჯელობ მხოლოდ კლიპის ვუზუალურად გადმოცემული ინფორმაციაზე დაყრდნობით.

პატივისცემით :hi3:

Edited by Iberian
Link to post
Share on other sites
  • Replies 164
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

მესმის თქვენი გულისტკივილი მეც ასევე მტკივა.

თუმცა, მე როგორც ჩემი ქვეყნის მოქალაქემ, ქართველმა და ეკონომისტ-ფინანსისტმა ერთი რამ ვიცი, რომ სახელმწიფონ უნდა დაიცვას მისი მოქალაქეების ინტერესები, უნდა შემუშავდეს და შემდგომში დაცული უნდა იქნას საიმიგრაციო პოლიტიკა და კანონი. ყოველგვარი უცხოტომელების ჩამოსახლება უნდა გამოირიცხოს.

ასევე ინვესტორების მიერ აღებული ვალდებულებების შესრულება სახელწიფომ მკაცრად უნდა გააკონტროლოს.

იმავდროულად, აუცილებლად მიმაჩნია ინვესტიციების მოზიდვა და ეკონომიკის განვითარება. არ შეიძლება ინვესტორს უარი ვუთხრათ მხოლოდ იმის გამო რომ კაპიტალი ჩინური, თურქული, არაბული, აფრიკული ან ინდური... წარმოშობისაა.

იგივე პოლიტიკა უნდა ვაწარმოოთ ყველა ჩვენი პარტნიორი თუ არაპარტნიორი ქვეყნის მიმართ.

საიმიგრაციო კანონმდებლობის გამკაცრება და ზედმიწვნით აღსრულებაა აუცილებელი და არა ინვესტიციებზე უარის თქმა.

Link to post
Share on other sites

მაშინ რას ვერჩოდით ბენდუქიძეს, იუდაც დავარქვით, ყველაფერი გაყიდაო.

ჩემი ნება რომ იყვეს და მქონდეს ფინანსები, თბილისი ზღვის არემარეს, სამოთხედ ვაქცევდი.

ნაკრძალად გამოვაცხადებდი, არავითარი მეურნეობა და საცხოვრებელი მშენებლობები.

დავრგავდი ისეთ მცენარეებს, რომლებიც მარადმწვანეა, ხარობენ ჩვენი კლიმატის პირობებში, არის ასეთი ბევრი.

კალიფორნიაში გააკეთეს, SF-ში არის GOLDEN GATE PARK, დაიშოკებით რომ შეხვალთ, რა ხე და მცენარე გინდათ რომ არ იყვეს, ყველა გაამრავლეს,

ჩვენთან უკეთესი პირობებია.

ევკალიპტის ყველა ჯიში აქვთ. :karochera:

სეკვოიები დგას, თვალს ვერ მიაწვდენ წვერომდე.

სხვადასხვა ჯიშის მაგნოლიები და ა.შ.

მე, მაგარი წინააღმდეგი ვარ მაგ პროექტის. :dato:

რა ინვესტიცია?

125 000 უნდა კიდევ თბილისს?

"ბეზრაზმერნი ნასკი" ხომ არ არის?

როგორ შეიძლება ქვეყანაში ცხოვრობდეს 4 მილიონი და აქედან ნახევარი დედაქალაქში?

არ მინდა ეგეთი ინვესტიცია, ამოქაჩონ რაიონები.

Edited by ელჩი

გიორგი,

ეგ სხვა დიდი პრობლემური საკითხია. თბილისის განტვირთვა და რეგიონების განვითარება ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია. აქ უკვე ადგილობრივი თვითმართველობის შესახებ კაკონია შესაცვლელი და ადგილებზე უფლება-მოვალეობების დელეგირება-გადაცემა. მანამდე კი ადგილობრივი თვითმართველობებში არჩევნების გზით გულიანი ხალხის მოყვანის მექანიზმის შექმნაა აუცილებელი. სამართლიანი მექანიზმის შექმნა. შესაცვლელია საბიუჯეტო მოწყობაც.

ახლა თბილისის საკრებულოში(და არამარტო თბილისის) ბაიყუშები რომ სხედან და ნებივრობენ ეგრე არ უნდა იყოს. მაგათი საზრუნავია ეს ყველაფერი და ხალხს ანგარიში უნდა ჩააბარონ. ამათ კი პასუხისმგებლობა კიდიათ. გაგინოია რომ რომელიმე ქალაქის ან რაიონის საკრებულო და მერია ბრაკონიერობის(ან უკანონო ხეტყის ჭრის) წინააღმდეგ რამეს აკეთებდეს?!!! არადა ყველაფერზე ცენტრალური ხელისუფლება ვერ იზრუნებს, უბრალოდ ვერ გაწვდება.

მოკლედ ძალიან დიდი პრობლემების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა და ერთი ხელის მოსმით ამ ყველაფრის გამოსწორება შეუძლებელია.

რაც შეეხება ინვესტორებს, თუ ქვეყანა და სახელმწიფო გქვია მათთან მუშაობაა საჭირო და აღსრულებაზე მკაცრი კონტროლი.

Edited by DMORAL
Link to post
Share on other sites

ხალხს აღარ ათევზავებენ იქ კაცოოოუუ,ის ლიფსიტები მათთვის გაგვიშვია...ამათი უგუნური დედა რო ვატირე მე,ასე ვინ დაწყევლათ არც თქვენ იცოდეთო და არც სხვისი დაიჯერეთო :karochera:

Link to post
Share on other sites

მესმის თქვენი გულისტკივილი მეც ასევე მტკივა.

თუმცა, მე როგორც ჩემი ქვეყნის მოქალაქემ, ქართველმა და ეკონომისტ-ფინანსისტმა ერთი რამ ვიცი, რომ სახელმწიფონ უნდა დაიცვას მისი მოქალაქეების ინტერესები, უნდა შემუშავდეს და შემდგომში დაცული უნდა იქნას საიმიგრაციო პოლიტიკა და კანონი. ყოველგვარი უცხოტომელების ჩამოსახლება უნდა გამოირიცხოს.

ასევე ინვესტორების მიერ აღებული ვალდებულებების შესრულება სახელწიფომ მკაცრად უნდა გააკონტროლოს.

იმავდროულად, აუცილებლად მიმაჩნია ინვესტიციების მოზიდვა და ეკონომიკის განვითარება. არ შეიძლება ინვესტორს უარი ვუთხრათ მხოლოდ იმის გამო რომ კაპიტალი ჩინური, თურქული, არაბული, აფრიკული ან ინდური... წარმოშობისაა.

იგივე პოლიტიკა უნდა ვაწარმოოთ ყველა ჩვენი პარტნიორი თუ არაპარტნიორი ქვეყნის მიმართ.

საიმიგრაციო კანონმდებლობის გამკაცრება და ზედმიწვნით აღსრულებაა აუცილებელი და არა ინვესტიციებზე უარის თქმა.

1) მე ინვესტიციების საწინააღმდეგოდ კი არ გამოვდივარ, არამედ ინვესტიციების მიზნობრიობა უნდა იყოს სწორად განსაზღვრული. ამ პროექტის შემთხვევაში (ვიმეორებ რომ მხოლოდ კლიპში ვიზუალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით ვაკეთებ ამ დასკვნას. ანუ კონტრაქტის პირობები ჩემთვის უცნობია) მე მიზნობრიობას ვერ ვხედავ. საცხოვრებელი და ბიზნეს ცენტრები არ არი გრძელ ვადიანი შემოსავლის საწინდარი. ინდუსტრია და წარმოება უნდა გახდეს პრიორიტეტი. ეს პროექტი კი არ მოიცავს არც ერთს, თუმცა შეიძლება ვცდები. :old:

2) რაც შძეეხება ინვესტიციების დაბანდებას, ამ საკითხის ერთი ხელის მოსმით გადაჭრა არ შეიძლება. ქვეყანამ უნდა შეიმუშაოს გრძელ ვადიანი საინვესტიციო პოლიტიკა/სტრატეგია და გააკეთოს დიფერენცირება სტრატეგიულ ინვესტირებასა და საყოფაცხოვრებო/ინდუსტრიულს შორის.ანუ, ვინაიდან ენერგო მატარებლები დღეს დღეისობით წარმოადგენენ ეფექტურ ბერკეტს ქვეყანაში პოლიტიკური ამინდის შექმნისა, ამიტომ ამ სფეროზე ზრუნვა მხოლოდ სახელმწიფომ უნდა აიღოს თავის-თავზე. დასშვებია თანამონაწილეობა რისკების სწორი ევალუაციის და მართვის პირობებით...ეს დიდი თემაა.

არასტრატეგიული სფეროებში გაცილებით მეტი ლოიალობა უნდა იყოს ინვესტორთა მიმართ... ესეც დიდი თემაა :dato:

მგონი ბევრი მომივიდა :hi3:

მგონი წინა პოსტში მეც ბევრი მომივიდა :). ამიტომ აჯობებს ამ ფორუმზე(მითუმეტეს ამ თემაში) მაკროეკონომიკური საკითხების განხილვისგან თავი შევიკავოთ.

:hi:

Link to post
Share on other sites

მგონი წინა პოსტში მეც ბევრი მომივიდა :). ამიტომ აჯობებს ამ ფორუმზე(მითუმეტეს ამ თემაში) მაკროეკონომიკური საკითხების განხილვისგან თავი შევიკავოთ.

:hi:

მრავალ შობა ახალწელს დაგასწროს ღმერთმა :drunk:

Link to post
Share on other sites
  • 2 months later...

2013 -თბილისის ზღვაში ცისარტყელა კალმახის ლიფსიტის გაშვება

იხილეთ აქ: http://club-monadire.ge/index.php?showtopic=1380&pid=32881&st=0entry32881

Edited by DMORAL
Link to post
Share on other sites

რა მაგის პასუხია და, ხომ არავინ ყოფილხართ თბილისის ზღვაზე სათევზაოდ? ხდება რამე საინტერესო? ერტი სული მაქვს როდის გავშლი ანკესებს და ათამაშდება ტივტივა :clapping::dance:

თუ არ გაშლით ანკესებს,ტივტივა არასოდეს ათამაშდება... :karochera:

მაგრამ,ამ პერიოდში ფსკერულს მიანიჭეთ უპირატესობა :crazy:

Edited by sos049
Link to post
Share on other sites
  • 6 months later...

ზღვაზე ვიყავი ასული, სიმინდი და ჭია მქონდა, 1 კარასის მეტი არაფერი დაჯდა, ისიც სიმინდზე. რეგულარული ხასიათი უნდა მივცე ზღვაზე თევზაობას.

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

გაგიმარჯოთ ღმერთმა, ეს გაკეთებული სიკეთე თქვენაც და ჩვენს ქვეყანასაც ერთი თასად დაგბრუნებოდეთ. :Laie_99:

Link to post
Share on other sites
  • 8 months later...

კიდევ ერთხელ გამარჯობა. დღეს ავედი ექსპრომტად თბილისის ზღვაზე. ძალიან ცუდად იღებდა. მე მართალი დითხრათ პირველად ვითევზავე მანდ , მაგრამ "ძველი" მანდ მოთევზავეებიც ვერაფერს იჭერდნენ. (მართალი გითხრათ სწორედ მაგ მიზეზის გამო დავდივარ ქალაქგარეთ სათევზაოდ). ტივტივაზე საერთოდ არ დაურტყამს (ისე ჩემს გვერდით მოთევზავემ კი დაიჭირა 3 კარასი ტივტივაზე თეთრ ჭიაზე :blink: ) და ფსკერულზე ნათევზავები შედეგი აგერაა :)

პ.ს. ნაპირთან 10 მეტრში სულ ბალახია და დავიტანჯე გამოყვანაზე.

post-845-0-95304000-1407583729_thumb.jpg

post-845-0-94167800-1407583765_thumb.jpg

Link to post
Share on other sites

მოგესალმებით ყველას. წელს რომ სეზონია ეგეთი არასდროს ყოფილა თბილისის ზღვაზე და რაიმე კარგი ადგილი თუ იციტ თბილისთან ახლოს ფსკერული თევზაობისთვის?

Link to post
Share on other sites

გამარჯობა. მოკლედ ამ კვირას ვაპირებთ მე და ჩემი მეგობრები ჭილზე ასვლას. ერთერთ მეგობარს ვეხმარებით რემონტიაქვს და გუშინ მამამისმა ერთი მეგობარი კაცი მოიყვანა შპალიერი უნდა გაეკრა. საღამოს როგორც ხდება სუფრა. ჩამოვარდა ჭილის გასვლაზე საუბარი, გვისმინა ამ კაცმა გვისმინა და ეტყობა გულმა ვეღას მოუთმინა დაიწყო, რაღა სხვაგან მიდიხართ ზღვა აგერ არ გაქვთ ყურის ძირშიო? ადით შამაიით არის გაძეძგილი ერთხელ აგიყვანთ და განახებთ თევზის ჭერა როგორ უნდაო. დავცქვიტეთ ყურები რამე ოქროს მეთოდი ხო არ იცის ამ კაცმათქო? რომელ მხარეს თევზაობო და რითიო კითხა ჩემმა მეგობარმა. ჯინო რო ააშენესო მანდ ვმუშაობდი მეცო. დაცვა გვიცნობოს და გვიშვებს ბიჭებს ტერიტორიაზეო, ქვევით წყილს ნაპირთან ჩავაბამთ დენს ჩავყობთ საჩოკს და უნდა ნახო როგორ გადათეთრდება ეგრევე წყალი (ბაგაჟნიებით) მიაქვთ ბიჭებსო :phil_25: :phil_25: :phil_25: ესე ვუყურებდით გავოცდი თან რო ეტრაბახებოდა. მეგობარმა ეგეთებს დავზდევთ ძია კაცო და ეგ როგორ გეტრაბახებაო წავუკითხეთ ნატაციები :old: მარა მანამდე გვამყოფა კარგად მაგ კაცმა რამე გაიგოს ჩვენი ნათქვამიდან ერთ ყურში შეუშვა მეორეში გაუშვა არ გდომიათ ბიძია თქვენ თებზიო და... ფთუი ბლიად იქ ისე გავმწარდი ლამის ლუდის ბაკალი ვთხლიშე თავში მარა რა გინდა რო ქნა? ვერ დავარღვიე სტუმარმასპინძლობის წესი და ადათი და ჭაღარასც ვეცი პატივი. ეგენი დამაჭერინა მანდ პროცესში და გაუკეთებდა კაცი 500-500 ლარიანს და ბაგაჯნიას კიდო

Link to post
Share on other sites

bubamara

წარმომიდგენია ეგეთ კაცთან ერთად ერთ სუფრაზე ყოფნას...არაუშავს,ყველა თავისას მიიღებს ადრე თუ გვიან...

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...
  • 2 months later...

იქნებ გარემოს დაცვას დავუდოთ ფეისბუქზე რომ ჩვენი კალმახი გაიზარდა და ახლა მაინც დაიცვან ბრაკონიერებისგან. დარწუნებული ვარ ამ ფოტოების მერე შეესევიან ბრაკები ზღვას.

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...