Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

ჟრუნი

 

 

ჩრდილოეთის ტყეების ბინადარია. ადვილი მოსანადირებელია. მეძებრით ნადირობა დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ

 

 

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

ბარკლები იმდენი არაფერი, გულის ბამბა აქვს ქათქათა თეთრი და დიდი.

ვეთანხმები BROWNING-ს, ადვილი სანადირო ობიექტია, თუ შეამჩნიეთ სადაც გაიტრუნა, წესით არ უნდა ააცილოთ, მაგრამ თუ დაჯდა ხმელ კოჟრიან ხეზე, აიფხორება და შეფერილობა ხელს უწყობს ვერ დაინახო, შეუძლია გაუნძრევლად იჯდეს კაი ხანი.

 

ღუმელში დაბრაწული თეთრ ღვინოსთან ერთად, წინასწარ ჩაბუჟბუჟებული მარინადში, უგემრიელესი კერძი გამოდის. :hi:

Link to post
Share on other sites
  • 1 year later...

ჟრუნი

 

 

ჩრდილოეთის ტყეების ბინადარია. ადვილი მოსანადირებელია. მეძებრით ნადირობა დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ

 

 

 

ვახტანგ, ამაში ვერ დაგეთანხმებით. ჟრუნი სტოიკას ვერ უძლებს. საფრთხის შემთხვევაში დამალვის კი არ ცდილობს, როგორც ის ფრინველები, რომლებიც მეძებარს ნაბულის გაკეთების საშუალებას აძლევს, არამედ გაფრენით ცდილობს თავის გადარჩენას. აფრენის შემდეგ (თუ ძაღლმა დააფრთხო), ხშირად სადმე ახლო ხეზე ჩამოჯდება ხოლმე, რაც მის მონადირების საშუალებას იძლევა, მაგრამ ამას დიდი სიამოვნება არ მოაქვს (ზევით ნათქვამისგან გამომდინარე (ძაღლი ფაქტიურად არ მუშაობს)).

 

ჟრუნზე ნადირობაა საინტერესოა მანოკით, თუ მაგით სტვენას აითვისებთ. თვითონ მშვენივრად არჩევს ტყუილს, მაგრამ იმის გამო, რომ სასტიკად არ უყვარს თავის ტერიტორიაზე კონკურენტის გამოჩენა, ხსირად მოფრინავს "საქმის გასარჩევად" და დაუპატიჟებელი სტუმრის დასასჯელად.

 

ინტერნეტში ბევრია ჟრუნის სიმღერის და მასზე მანოკით ნადირობის ამსახველი ვიდეოროლიკები

 

http://www.youtube.com/watch?v=TxvveP6dPoc

 

Edited by Коба
Link to post
Share on other sites

ბარკლები იმდენი არაფერი, გულის ბამბა აქვს ქათქათა თეთრი და დიდი.

 

ის ალბათ ერთადერთი გარეული ფრინველია, რომელსაც თეთრი ხორცი აქვს/

 

ვეთანხმები BROWNING-ს, ადვილი სანადირო ობიექტია, თუ შეამჩნიეთ სადაც გაიტრუნა, წესით არ უნდა ააცილოთ, მაგრამ თუ დაჯდა ხმელ კოჟრიან ხეზე, აიფხორება და შეფერილობა ხელს უწყობს ვერ დაინახო, შეუძლია გაუნძრევლად იჯდეს კაი ხანი.

 

თუ შეამჩნიეთ - კი. მაგრამ ასე ნადირობა უფრო შეთხვევითია, რადგანაც შეუძლებელია დაგეგმო, რომ ასეთი რაღაცა მოხდება.

 

ღუმელში დაბრაწული თეთრ ღვინოსთან ერთად, წინასწარ ჩაბუჟბუჟებული მარინადში, უგემრიელესი კერძი გამოდის. :hi:

 

გეთანხმებით და დავსძენ, რომ მისგან ბევრი სხვა და სხვა გემრიელი კერძი გამოდის (მაგალითად, მსვენიერი ჩახოხბილი გამოდის)

Link to post
Share on other sites

გნოლს აქვს კიდევ თეთრი ხორცი.

 

დამარინადებული ჟრუნი, ერთი ღამით შენახული მაცივარში, მერე ნივრიანი მაიონეზ წასმული ან არაჟანით შებრაწული ღუმელში, ფანტასტიური გამოდის.

 

ბევრჯერ ვარ გადაყრილი მაგ ფრინველს, როცა შველზე ვნადირობ.

 

მორიდება არ იცის, შტერივით გიყურებს.

თუ უცებ დაფრთხა და აგიფრინდა, ჩიბუხა მოგონილია მაგასთან, ფართხა-ფურთხით ფრენა იცის, ძნელია მოარტყა, თანაც ხშირ ტყეში.

შორ დისტანციაზე არ მიდის.

მაქსიმუმ 50 მეტრზე წავიდეს და მერე ევროპელი დამკვირვებელივით, "აღშფრთოვანებას" გამოხატავს ხმელ ტოტზე წამოსკუპებული. :d030:

Link to post
Share on other sites

კობა, შედარებას თუ გავაკეთებ ნადირობის იმ მეთოდთან რომლითაც აქ ჟრუნზე ნადირობენ, ძაღლი ნამდვილად მატებს აზარტს ნადირობის პროცესს. ძირითადად აქ ფეხით დადიან და თუ სადმე ჟრუნს დაინახავენ ესვრიან. მიმაჩნია რომ სპანიელი უფრო საინტერესოს გახდიდა ჟრუნზე ნადირობას.

 

 

 

ვახტანგ, ამაში ვერ დაგეთანხმებით.......

Link to post
Share on other sites

კობა, შედარებას თუ გავაკეთებ ნადირობის იმ მეთოდთან რომლითაც აქ ჟრუნზე ნადირობენ, ძაღლი ნამდვილად მატებს აზარტს ნადირობის პროცესს. ძირითადად აქ ფეხით დადიან და თუ სადმე ჟრუნს დაინახავენ ესვრიან. მიმაჩნია რომ სპანიელი უფრო საინტერესოს გახდიდა ჟრუნზე ნადირობას.

 

ამ შემთხვვაში შეიძლება. დანარჩენი მე ზევით ავხსენი.

Link to post
Share on other sites

ნიორწყალით :e025:

 

ეხლა გასაგებია. მე "შქმერულად მოპოვება" ნადირობის რაღაც ადგილობრივი მეთოდი მეგონა :karochera:

Link to post
Share on other sites
  • 2 years later...

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...