jaba 2 Posted July 8, 2016 Report Share Posted July 8, 2016 მაგარია ძალიან ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted July 8, 2016 Report Share Posted July 8, 2016 გადადით მაგ ლინკით YOUTUBE-ზე, ვიდეო გაადიდეთ და ისე უყურეთ. caucasica გიო, ვიდეო-კამერით მარტო სურათებს იღებდი? ხომ არ გაქვს იმ აპარატიდან გადაღებული ვიდეო? კაი ხოშიანი აპარატურა გჭირდება შენ, ბევრ საინტერესო მასალას მოგვაწვდიდი. რა ტექნიკური მახასიათებლები აქვს შენს კამერას, რაც ხელში გიკავია მაგ ვიდეოში? ციტირება Link to post Share on other sites
caucasica 1 Posted July 8, 2016 Report Share Posted July 8, 2016 (edited) გადადით მაგ ლინკით YOUTUBE-ზე, ვიდეო გაადიდეთ და ისე უყურეთ. caucasica გიო, ვიდეო-კამერით მარტო სურათებს იღებდი? ხომ არ გაქვს იმ აპარატიდან გადაღებული ვიდეო? კაი ხოშიანი აპარატურა გჭირდება შენ, ბევრ საინტერესო მასალას მოგვაწვდიდი. რა ტექნიკური მახასიათებლები აქვს შენს კამერას, რაც ხელში გიკავია მაგ ვიდეოში? გიო სალამი ფოტოკამერა კარგი მაქვს Canon EOS 7D - ფოტოებსაც კარგს იღებს და ვიდეოსაც. ეგაა ობიექტივი არ მივარგა ყველაზე დაბალი კლასის 300 მმ-იანი ლინზა მაქვს. 1 თვეში იმედო ოდნავ უკეთესი ობიექტივი მექნება, საოცნებო არა მაგრამ წინას აჯობებს. კარგი ტექნიკა მთავარია, ზოგჯერ ისეთ კადრებს გადაეყრები, რომ ცხოვრებაში მეორედ ვეღარც ნახავ... იმ დღეს ზუსტად 1 წლის წინ ზალიან გამიმართლა, მაგარი ჯგუფი იყო მამრი ჯჯიხვების სხვადასხვა ასაკის, ზალიან ახლოს მთელი საატები ვუცქირე, ფოტოც ბევრი გადავიღე, უფრო ცოტა ვიდეო. ეგაა მოუხერხებლად ვიყავი და ვიდეოს გადაღებისას ხელი მიკანკალებდა. ფოტოებსაც დავდებ მერე. Edited July 8, 2016 by caucasica ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted July 8, 2016 Report Share Posted July 8, 2016 კარგია ძამიკო,კარგ საქმეს აკეთებ!!! ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted July 11, 2016 Report Share Posted July 11, 2016 სასწაული მომენტია. კაუკაზიკა, რამდენ მეტრში იღებ? ციტირება Link to post Share on other sites
caucasica 1 Posted August 2, 2016 Report Share Posted August 2, 2016 ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted August 3, 2016 Report Share Posted August 3, 2016 დედლებია უმრავლესობა ხომ? ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted August 3, 2016 Report Share Posted August 3, 2016 დედლებია უმრავლესობა ხომ? სანამ ჩემი სეხნია გიპასუხებს, მე გეტყვი ძმაო. ყველა ფურია ვახტანგ მაგ ბოლო ვიდეოზე. ციტირება Link to post Share on other sites
caucasica 1 Posted August 19, 2016 Report Share Posted August 19, 2016 http://ick.ge/rubrics/ecology/30057-i.html ლაგოდეხის ნაკრძალში ფოტომახემ აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვი დააფიქსირა. აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვი გადაშენების საშიშროების წინაშე მდგარი სახეობაა. 2015 წლის მონაცემებით, ლაგოდეხის ნაკრძალში 560 ასეთი ინდივიდი ბინადრობს. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი სულამანიძის ინფორმაციით, ნაკრძალში ჯიხვის პოპულაციის რიცხოვნობა სტაბილურად იზრდება. „გასული საუკუნის 90-იან წლებში ჯიხვის რიცხოვნობა კატასტროფულად შემცირდა. 2001 წლის აღრიცხვით, 117 ინდივიდი ფიქსირდებოდა, მაშინ, როდესაც 80-იან წლებში ჯიხვის რიცხოვნობა 2000 ინდივიდს აღემატებოდა. ბოლო წლებში დაცული ტერიტორიის მართვის გაუმჯობესებამ, დაცვის რეჟიმის გამკაცრებამ გამოიწვია ჯიხვის პოპულაციის რიცხოვნობის სტაბილიზაცია და დღეისათვის ფიქსირდება ჯიხვის პოპულაციის ზრდა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ არსებული მონაცემები არ იძლევა პოპულაციის სიცოცხლისუნარიანობის ანალიზის საშუალებას. აღნიშნულ ეკოსისტემას ბევრად მეტი რაოდენობის ინდივიდის უზრუნველყოფა შეუძლია. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ჯიხვის პოპულაცია ლაგოდეხის ნაკრძალსა და აღკვეთილში შესაძლებელია შეფასდეს როგორც საფრთხეში მყოფი“, - აცხადებს გიორგი სულამანიძე. მისივე თქმით, პოპულაციის შენარჩუნებისთვის ბრაკონიერობის კონტროლია აუცილებელი. „ბრაკონიერობის სრულიად აღმოფხვრის შემთხვევაში ჯიხვი ნაკლებად მგრძნობიარე გახდება ადამიანის მიმართ და ბევრად ადვილი სანახავი იქნება. აქედან გამომდინარე, მას დიდი მნიშვნელობა ექნება დაცულ ტერიტორიაზე ტურისტების მოზიდვისთვის“, - აღნიშნავს გიორგი სულამანიძე. საქართველოში აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვი დიდ კავკასიონზე, მთა შხარადან აღმოსავლეთით ბინადრობს. ლაგოდეხის დაცულტერიტორიებზე ის ზღვის დონიდან 1000-3400 მეტრის სიმაღლეზე ვრცელდება. მოზრდილი ხარჯიხვის სხეულის სიგრძე 160 სმ, სიმაღლე 100 სმ-მდეა, წონა 140-160 კგ. მდედრების ზომა და წონა 1/3-ით ნაკლებია, ვიდრე ხარჯიხვისა. აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვის გამრავლების სეზონი ნოემბრის მეორე ნახევარში იწყება და თითქმის იანვრამდე გრძელდება. ახალშობილი ციკანი რამდენი მეწუთის შემდეგ ფეხზე დგება, ხოლო ერთ-ორ საათში უკვე სირბილი შეუძლია. გამრავლების უნარი ხარჯიხვებს უნვითარდება 3-4 წლის, ხოლო მდედრებს 2 წლის ასაკში. გიორგი სულამანიძის ინფორმაციით, 20 აგვისტოდან დაცული ტერიტორიების სააგენტოს და კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) მხარდაჭერით, სახეობათა კონსერვაციის ცენტრი ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციასთან ერთად, თანამედროვე მეთოდებით ჯიხვის აღრიცხვას დაიწყებს. კვლევები 2017 წლის ივლისში დასრულდება. ციტირება Link to post Share on other sites
caucasica 1 Posted September 8, 2016 Report Share Posted September 8, 2016 ციტირება Link to post Share on other sites
caucasica 1 Posted September 29, 2016 Report Share Posted September 29, 2016 აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვები ლაგოდეხის ნაკრძალში ჩემი გადაღებული ფოტოები: https://www.facebook.com/LagodekhiProtectedAreas/photos/?tab=album&album_id=1071350886296027 ციტირება Link to post Share on other sites
caucasica 1 Posted January 26, 2017 Report Share Posted January 26, 2017 ახალი ფოტო მივიღე დღეს "გოლიათი" აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვი ლაგოდეხის ნაკრძალში ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted January 26, 2017 Report Share Posted January 26, 2017 აუჰ, რა საჯიშეა. ციტირება Link to post Share on other sites
caucasica 1 Posted February 12, 2017 Report Share Posted February 12, 2017 ფოტომახემ ლაგოდეხის ნაკრძალში ველური ცხოველების ცხოვრებიდან საინტერესო კადრი გადაიღო 2016 წლის 7 ივნისს ფოტომახემ ლაგოდეხის ნაკრძალში ზრდასრული ჯიხვი გადაიღო, ვიდეო კადრში ჩანს რომ ჯიხვს წინა მარჯვენა კიდური ტრამვირებული (დაზიანებული აქვს) და "მუცელზე" აქვს შეხორცებული. ძნელი გასარკვევია ეს ტრამვა თანდაყოლილია თუ შემდგომაა მიღებული. ვიდეოში კარგად ჩანს რომ კიდური სულადაა წარმოდგენილი ჩლიქის ჩათვლით. ბუნებაში ტრამვირებული და სუსტი ცხოველები მოწყვლადები არიან და ხშირად მტაცებლების მსხვერპლნი ხდებიან. ასევე ჯიხვებს საკმაოდ რთულ რელიეფზე უწევთ ცხოვრება. გასაოცარია ამ ჯიხვის სიცოცხლისუნარიანობა. ლაგოდეხის ნაკრძალში ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი ფოტომახეების მეშვეობით მრავალი წელია მიმდინარეობს. მონიტორინგის შედეგად დიდი რაოდენობით მნიშვნელოვანი ინფორმაცია იქნა მოპოვებული. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია კვლავ გააგრძელებს მასალების გამოქვეყნებას ციტირება Link to post Share on other sites
caucasica 1 Posted February 12, 2017 Report Share Posted February 12, 2017 ზემოტა ვიდეოზე ასახული ჯიხვი "გამოვიგლოვეთ", ყველას გვეგონა რომ ვერ გადარჩებოდა, მაგრამ ფოტომახის შემოწმებისას გაოცბული დავრჩით 2016 წლის ბოლოს ეს ჯიხვი კვლავ გადაიღო ფოტომახემ, ჯიხვი 3 ფეხის მიუხედავად კარგად გამოიყურება და თავს ართმევს ზამთრის პირობებს ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted February 13, 2017 Report Share Posted February 13, 2017 ღმერთმა არ გაწირა. ისე კაი მაღვალაკი იქნება თვითონაც ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.