Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

ბანაკი საქართველო

 

 

ამ ბანაკს ერთი თემა ეკუთვნის . 2007-ში ზამთარში ოთხმა კაცმა გადავწყვიტეთ სათევზაო-სანადირო ადგილი შეგვერჩია სრულიად ველურ ტყეში და პატარა ბანაკი ჩაგვედგა. აუცილებლად ტბის პირას უნდა ყოფილიყო რომ კალმახზე გვეთევზავა, თან კარგი სანადირო პერსპექტივით. კაი ხანი ვეძიეთ რუქებზე შესაბამისი სექტორები. ბოლოს რამდენიმე ვარიანტი ავარჩიეთ, მოვიძიეთ ტოპოგრაფიული რუქები, გუგლმეფიც გამოვიყენეთ, ჯპს ავიღეთ და გაგანია თებერვალში გავედით საბანაკე ადგილის დასაზვერად.

 

სურათები რა თქმა უნდა ნელნელა წამოვა. ახლა რამდენიმეს დავდებ

 

აი ასეთ გორაკზე ავედით ძალიან დიდი წვალების შემდეგ, რამეთუ უბილიკო ტყეში, ტყის თხილამურებით, ხშირად პატარა სოჭების ტავზე გადასვლისას რომ წელამდე ვარდები თხილამურიანდ....მოკლედ ეს ორი ტბა დავინახეთ.

 

 

 

მეორე ტბა, რომლის სულ პატარა ნაწილი მოჩანს უფრო დიდი იყო და გადავწყვიტეთ მისი ნაპირები შეგვეთვალიერებინა. მაგრად გავწამდით სანამ ჩავიდოდით, სულ ჯპს-ით ვმოძრაობდით, სხვანაირად გზას ვერ გაიგნებდი, უკან კვალზე იგივე გზის გავლელები არ ვიყავით.

 

 

 

როგორც იქნა ცავედით პატარა ხეობაში, რომელიც ტბამდე მიდოდა და ამ დიდი კლდის ძირში ვისადილეთ, რადგან ქარისგან დაცულნი ვიყავით

 

 

 

ასეთი დაგვხვდა ტბა

 

 

 

შემოვიარეთ ნაპირები, ვიკამათეთ ბანაკის სავარაუდო ადგილმდებარეობაზე და წამოვედით

 

 

 

82nhu.jpg

 

 

2xane.jpg

 

 

erg8d.jpg

 

 

3nnab.jpg

 

naln4.jpg

Link to post
Share on other sites
  • Replies 190
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

მერე მაგრად დაამატა თოვლი და მარტში უკვე პირდაპირ ჩვენი ტბისკენ ავიღეთ გეზი, გარემოს სერიოზული გამოკვლევისთვის. მაგრად გაგვიჭირდა ფიფქ თოვლში, განსაკუთრებით პატარა ნერგებზე გადასვლისას(პირველს ეკითხა ვინც კვალს ხსნიდა

 

 

 

როგორც იქნა ჩავაღწიეთ ჩვენს ტბამდე

 

 

 

 

ჯერ უბრალოდ ტბის შემოვლა დავიწყეთ

 

აქედან შემოვედით ტბაზე

 

 

 

 

ამ კიდეზე ბანაკის აგება არ მოხერხდებოდა

 

 

პატარა ხევი შევნიშნეთ, ზემოთ ტბა უნდა ყოფილიყო. გადავწყვიტეთ ავსულიყავით(მერე ვნახეთ რომ გაყინულ ჩანჩქერზე უნდა ავმზვრალიყავით). ტყეში შესვლისთანავე, მონადირის თითქმის დანგრეულ საფარს წავადექით რამაც სისხლი ამიჩუხჩუხა

 

 

 

გაყინულ ჩანჩქერზე ასვლისას

 

 

რუქაზე მოვიძიეთ და მანდ უსახელო ტბა უნდა დაგვხვედროდა. ერთი ციცქნა ტბა დაგვხვდა, ყველას გადაწყვეტილებით საქართველო დავარქვით . თუმცა აქ ბანაკის დაცემა გამორიცხული იყო, რადგან ზაფხულში აღჭურვილობის ამოტანა გაგვიჭირდებოდა(ნავით უნდა გადასულიყავი)

 

 

 

ზემოდან ასეთი ჩანდა ჩვენი ტბა, ის ტბა რომლის ნაპირზეც აიგო ბანაკი საქართველო

 

 

 

 

ჩამოვედით და თათბირის შემდეგ გადავწყვიტეთ რომ ბანაკი, ხევის ტბაზე ჩამოსასვლელთან აჯობებდა.

 

გამოვბრუნდით უკან, მანქანამდე ეს გაყინული ტბაც გადავიარეთ(გადნობის შემდეგ შემოვლა გვიწევდა)

 

 

 

27 აპრილს გადავწყვიტეთ ისევ ავსულიყავით, უკვე კონკრეტული ადგილის დასადგენად. ქალაქში თოვლი აღარ იყო და თხილამურები აღარ წაგვიღია, რაც შეცდომა გამოდგა, რადგან ტყეში მაინც მაღალი იყო თოვლის საფარის სიმაღლე. თუმცა მდინარეები უკვე გათავისუფლებული იყო ყინულის არტახებისგან, ტბებისგან განსხვავებით

 

ეს ღელე ტრასასთან ახლოს დიდი ტბიდან გამოდის(დიდი ტბა გაყინული იყო თუმცა შედგომა უკვე აღარ შეიძლებოდა და შემოვუარეთ), დაუსველებლად ვერ გადავლახეთ

 

 

 

თოვლზე შევდექით თუ არა მივხვდით გაგვიჭირდებოდა ჩვენს ტბამდე მისვლა, თოვლში მუდმივად ჩავარდის გამო

 

 

 

მართლაც შუამდე მივაღწიეთ და გზის გაგრძელება შევწყვიტეთ. ცეცხლი დავანთეთ, წავიხემსეთ და გამოვბრუნდით

 

 

2vqm2.jpg

 

 

19ugk.jpg

 

 

3fjro.jpg

 

 

q01go.jpg

 

 

2ih83.jpg

 

 

nkz49.jpg

 

 

lz0bt.jpg

 

 

z49a9.jpg

 

 

rs340.jpg

 

 

qehse.jpg

 

 

z6du4.jpg

 

 

csg7g.jpg

 

 

n6np6.jpg

 

 

hr1rv.jpg

 

 

m9xfn.jpg

Link to post
Share on other sites

მაისის შუა რიცხვებში უკვე მეგობრის მამასთან ერთად ავედით. გამოცდილი კაცია, ტყე იცის და უამრავი ბანაკი აქვს ანაშენები.

 

 

 

ზოგან ისევ თოვლი იყო ჩარჩენილი და ასეთი გულისგასახარებელი კვალიც ვნახე-მამალი ცხენირემისაა

 

 

უთოვლო ადგილზე ასეთებიც შეგვხვდა

 

 

ასეთი იყო ტბა

 

 

მეგობრის მამამ ჩვენი შერჩეული ადგილები დაათვალიერა და ერთი დაბალი ბექობი გვირჩია. ტბაც ახლო იქნება და არც სინესტე შეგაწუხებთო. დავთქვით, ბანაკი საქართველო მანდ დაგვეცა.

 

 

 

rnzsd.jpg

 

 

8t933.jpg

 

 

6pkk0.jpg

 

 

u6104.jpg

 

 

t2jrl.jpg

 

 

dtoxf.jpg

 

 

c6ztl.jpg

 

 

2842e.jpg

 

 

afcjv.jpg

 

 

8qnuk.jpg

Link to post
Share on other sites

ვერ მოვითმინე და ერთი კვირის მერე ანკესით ავედი. თუმცა სპინინგის ხმარება ძალიან ძნელი გამოდგა, უამრავი ხე იყო ნაპირთან ჩაყრილი. უნავოდ არ გამოვიდოდა თევზაობა

 

 

ასეთი იყო საღამო

 

 

აღმოჩნდა რომ მეზობელიც გვყოლია-კანადური თახვი

Link to post
Share on other sites

ვნისის პირველ შაბათ-კვირას უკვე მთელი დესანტი ავედით. სერიოზულად მომზადებულები, კარვებით.

 

ასე ვჭრიდით ბილიკს(მთელი ზაფხული ვჭრიდით, ყოველ ასვლა ჩამოსვლაზე)

 

 

 

ასეთი დაგვხვდა ტბა

 

 

 

კოღო ირეოდა, მაგრამ რას ირეოდა. კიდევ კარგი ბადე მქონდა წაღებული. ეგრევე კოცონი დავანთეთ რომ კოღო მოგვეგერიებინა. მეორე რაც გავაკეთე, ტრაფარეტი დავკიდე, რომელიც იუწყებოდა რომ ეს ტერიტორია მონადირეებისაა, რომელთა შორის ერთის წარმომავლობა ქართულია

 

 

 

ნახეთ კოღოს რაოდენობა, კარვის კედლებზე

 

 

 

ასეთი ხედი იყო ბანაკიდან ტბაზე

 

 

 

de4k1.jpg

 

 

tpvo9.jpg

 

 

ozex9.jpg

 

 

340zt.jpg

 

 

yk6bq.jpg

Link to post
Share on other sites

ჩამოსაჯდომი და საკოცონე ადგილი ეგრევე მოვაწყეთ

 

 

და დაიწყო......პირველი სოჭის წაქცევა

 

 

არც გაქერქვაა ადვილი, ეს საქმე თქვენს მომამორჩილს დაევალა

 

 

ნელნელა რაღაც გამოჩნდა

 

 

ჩემი წილი ვახშამი

 

 

ჩემი ჭაჭა

 

 

ვახშმის მერე

 

 

 

დილით ძალიან ადრე ავდექი, მთვარე ისევ დაგვყურებდა

 

 

 

მზის ამოსვლა

 

 

 

 

კვირაც მთელი დღე ვიმუშავეთ, ნაწილი ხალხისა შაბათს ამოგვყვა და ჩავიდნენ, ნაწილი კვირას ამოვიდა, ასე რომ მუშახელი არ გვაკლდა.

 

 

წასვლის წინ ასეთი სურათი დავტოვეთ

 

 

 

wiayk.jpg

 

 

ds473.jpg

 

 

3o0yx.jpg

 

 

8re3m.jpg

 

 

4ocks.jpg

 

 

7vl69.jpg

 

 

ev3n2.jpg

 

 

3ghxf.jpg

 

 

 

j8i3u.jpg

 

 

cycki.jpg

 

 

muhjt.jpg

 

 

6bhbi.jpg

Link to post
Share on other sites

2007-ში აშენდა სექტემბრის ბოლოს, მივალ მაქამდეც . გადავხურეთ თუ არა, ნარებიც კი არ იყო, მე რომ ცხენირემზე ნადირობისთვის შევედი, საკაცეზე მეძინა . ათი დღე დავრჩი მარტო 2007-ში ცხენირემის გულისთვის და მართლა მაგარი რამ იყო, მთელი სიცოცხლე გამახსენდება ის ათი დღე.

 

 

წინა ასვლისას კოღოებისგან ისე დავიკბინეთ, რომ მომდევნო ასვლაზე, ივნისის დასაწყისში ბანაკში ღამის გათენება ვერ გავბედეთ და კარვები დიდი ტბის პირას დავეცით(იქ სადაც მანქანებს ვტოვებდით). თან პატარა ნავიც წავიყოლეთ, სათევზაოდ

 

 

აქ დავბანაკდით

 

 

ეს იმავე საღამოს ნადავლი

 

 

მეორე დილით შევუყევით ტყეს ბანაკისკენ, გზადაგზა ბილიკს ვამუშავებდით

 

 

 

ამ კვალმა ძალიან გამახარა

 

 

 

თუმცა ბანაკში სიურპრიზი გველოდა. ბიდონით გადამალული ბენზინი(ბენზოხერხის) და სასმელი წყლის ბალონი მიმოფანტული დაგვხვდა. მე აზრზე ვერ მოვედი. ადგილობრივებმა ეგრევე დასვეს დიაგნოზი: დათვი გვსტუმრებია. აი მისი ბრჭყალებიც

 

 

 

 

წინა ამოსვლაზე დატოვებული ჭიები მთლიანად გადაესანსლა(ივნისში საჭმელის დეფიციტის გამო, ყველაზე ხშირად ყაჩაღობს)

 

 

 

მუშაობა გამორიცხული იყო, ხეებს ვერ მოვჭრიდით. ამიტომ გარემოს კიდევ ერთხელ გაცნობა გადავწყვიტეთ და იმ ტბის მხარეს წავედით, რომელიც სულ პირველად, ზამთარში, გორაკიდან დავინახეთ. გზაში მიმალულ, უკვე თითქმის დაშლილ ნავს გადავაწყდით, რამაც იმედი გაღვიღვივა რომ ტბაში თევზი იყო.

 

 

 

jw7a7.jpg

 

 

t4owj.jpg

 

 

94ghe.jpg

 

 

zlx4n.jpg

 

 

ghm1k.jpg

 

 

k76iz.jpg

 

 

00cug.jpg

 

 

1oh46.jpg

 

 

m44n5.jpg

 

 

oy7l0.jpg

 

 

vfcos.jpg

 

 

 

irlo9.jpg

Link to post
Share on other sites

გადავლახეთ თახვის ორი კაშხალი და მეორე ტბის მხარეს გადავედით. გაუვალი ტყე და ჭაობი იყო, საუკეთესო ადგილი ცხენირემზე სანადიროდ

 

 

 

ესეც ქუდის მთა, საიდანაც გადმოვიხედეთ ზამთარში

 

 

 

 

ტბის გაღმა კიდევ ერთი სიურპრიზი გველოდა, მონადირეების არსებობის დამადასტურებელი ტრაფარეტი. ანუ ამ ტბაზე ნადირობა გამორიცხული იყო

 

 

 

 

 

გზის გაკვლევა ძალიან გაგვიჭირდა, მაგრად გავწამდით, სამი საათი ვიხეტიალეთ და არაქათგამოცლილებმა ჩავაღწიეთ პატარა მდინარემდე, საიდანაც ტრასა ჩანდა

 

 

 

 

როგორც იქნა ავაღწიეთ ტრასაზე და ფეხით ავუყევით სამი კილომეტრი მანქანამდე(კარვებამდე)

Link to post
Share on other sites

მეორე დრეს კიდევ შემოგვემატა ხალხი, საწვავიც ავიტანეთ ხერხისთვის და მთელი დღე ვიმუშავეთ

 

 

 

ასეთი დავტოვეთ ბანაკი

 

 

 

ანარეკლი ტბაში

 

 

 

დღის ბოლოს

 

 

gucrw.jpg

 

 

i07yt.jpg

 

 

jm74m.jpg

 

 

rngw7.jpg

 

 

4fqub.jpg

 

 

8rbja.jpg

 

 

qehe8.jpg

 

 

9aafd.jpg

 

 

9m7rm.jpg

 

l0q1j.jpg

Link to post
Share on other sites

ამასობაში მე სერიოზული სამზადისი დავიწყე ცხენირემზე სანადიროდ. ვიყიდე საყვირი, დისკი და სახლში ვვარჯიშობდი დედალ-მამალი ცხენირემის ხმის გამოცემას

 

 

 

ერთი კვირის მერე ისევ ავედით, უკვე ფანერებით დატვირთულნი, იატაკისთვის.

 

 

 

სამი კილომეტრი ასე ატარეს ბიწებმა ეს ფანერები რამდენიმე გზობად

 

 

 

მე ცხენირემისთვის ასეთი სამარილეები მოვაწყე რამდენიმე ადგილზე

 

 

j91ri.jpg

 

 

lm9og.jpg

 

 

lfib1.jpg

 

 

azupk.jpg

 

 

gjda2.jpg

 

 

4id7l.jpg

 

 

kfyyc.jpg

 

 

7fzjs.jpg

Link to post
Share on other sites

დავიწყეთ იატაკის დაგება

 

 

 

ასეთი ფარდული გავაკეთეთ, წვიმის დროს თავის შესაფარებლად

 

 

 

შეშის შეგროვება ეგრევე დავიწყეთ

 

 

თევზის დაჭერის კიდევ ერთი უშედეგო მცდელობა

 

 

san9b.jpg

 

 

votsg.jpg

 

 

8xhn4.jpg

 

 

njgxv.jpg

 

 

h49gd.jpg

 

 

nvmtz.jpg

 

 

1ykem.jpg

 

 

muok4.jpg

 

 

sifk1.jpg

 

 

8rv0x.jpg

 

 

0cxe2.jpg

 

 

o8szt.jpg

Link to post
Share on other sites

ივლისში შვებულებები იყო და ბანაკისთვის არ გვეცალა(შტატებში შევუბერეთ, მთა ვაშინგტონზე ავედით), ცოტა აგვისტოშიც ვიზარმაცეთ და აგვისტოს მეორე ნახევარში ისევ ავედით

 

 

 

ასეთი დავტოვეთ ტბა

 

 

ilub9.jpg

Link to post
Share on other sites

სექტემბრის დადგომა და ჩემი ანერვიულება ერთი იყო, რადგან ცხენირემზე სეზონი სექტემბრის ბოლოს იხსნება და თავშესაფრის გარეშე ვერ ვინადირებდი. უკვე გადაწყვეტილი მქონდა რომ ათი დღე უნდა დავრჩენილიყავი და უბანაკოდ და უღუმელოდ, სექტემბრის ბოლოს უკვე გამიჭირდებოდა. ამიტომ შევაგულიანე ბიჭები და კიდევ ერთი დიდი დესანტი ავედით სექტემბრის პიველივე შაბათ-კვირას

 

 

ასეთი დაგვხვდა ტბა დილით

 

 

umwfo.jpg

 

 

734mr.jpg

 

 

39seu.jpg

 

 

wmg6w.jpg

 

 

mxh6k.jpg

 

 

4e22i.jpg

 

 

hq8oa.jpg

 

 

shoev.jpg

 

 

9bkjn.jpg

Link to post
Share on other sites

ასეთი დავტოვეთ ბანაკი ორი დღის მუშაობის შემდეგ

 

 

 

ასეთი დაისი იყო ქვემოთ, კარვებთან, დიდ ტბასთან

Link to post
Share on other sites

მე ნელნელა ვაგროვებდი სანადირო არჭურვილობას

 

 

 

მოვიდა 15 სექტემბერი და ბოლო ნახტომისთვის შევიკრიბეთ. ბანაკი უნდა შეგვემოსა. ხის სტრუქტურაზე კარავი უნდა ჩამოგვეცვა. კარავი ზომების მიხედვით ერთ პატარა კომპანიას შევუკვეთეთ, რომელიც ჩრდილოეთში მომუშავე გეოლეგებს, მკვლევარებს და ა.შ. ამარაგებს სხვადასხვა კარვებით. მასალა ისეთია რომ ცეცხლს ადვილად ვერ წაუკიდებ, წყალი არ გადის, ქარგამძლეა და ადვილად არ იხევა. კარავს სახურავად მეორე ფენაც ეფარება. ასევე ამ ასვლაზე ღუმელიც უნდა აგვეტანა რადგან უკვე სიცივეები იწყებოდა. რამდენიმე გზობა დაგვჭირდა სანამ ყველაფერს ავიტანდით ბანაკში.

 

ასეთი იყო ტბა, სადაც მანქანები დავტოვეთ. ნეკერჩხალს უკვე ფერი შეცვლილი ჰქონდა

 

 

 

 

საკაცემ გაგვიადვილა კარვის ატანა, თანაც ამ საკაცეზე მომიწევდა კოტრიალი ნადირობისას, ასე რომ ისედაც გვჭირდებოდა

 

 

ჯერ ღუმელის აწყობა დავიწყეთ. თუჯის იყო უმძიმესი, ძლივს ამოათრიეს ბიჭებმა

 

 

 

პირველი ცეცხლიც ავაბრიალეთ, არყის ქერქით

 

 

პირველი კვამლიც დატრიალდა ბანაკში და გარემომ იგრძნო ადამიანის სიახლოვე

 

 

4jk3x.jpg

 

 

fni91.jpg

 

 

ys2uf.jpg

 

 

e9tya.jpg

 

 

jwetp.jpg

 

 

1s8gw.jpg

Link to post
Share on other sites

დაიწყო გადახურვა

 

 

 

კოხტა გამოვიდა ჩვენი ბანაკი

 

 

 

სახურავი

 

 

 

სახურავი კარგად დავამაგრეთ

 

 

 

ასეთი იყო ზემოდან

 

 

 

ვტკბებით

 

 

 

ასეთი იყო ტბა

 

 

 

მერე შიგნით შევედით და ცეცხლი დავაგუგუნეთ, ამ მეგობარს უყვარს ძალიან ცეცხლის დანთება და მას მივანდეთ პირველი ნამდვილი ცეცხლის აბრიალება ბანაკში

 

 

 

 

მერე ეს ფრანგული შუშხუნა გაიხსნა და ყველამ შესვა ბოთლიდან

 

 

 

 

ზოგმა ლუდი დაამატა და ასე მიისვენა

 

 

 

მერე იყო სიურპრიზი, ეს ტრაფარეტი ჩუმად დაუმზადებიათ, ბანაკის მაგივრად ''კამპ'' პირდაპირ გადმოუქართულებიათ, ქართული ალფაბეტით. ახლაც ასე დევს მაგიდაზე შესასვლელში, ლუდის ქილაც იქვე დევს სტუმრებისთვის. ტრაფარეტი იუწყება რომ ბანაკი ღია ყველასთვის და ვთხოვთ გაუფრთხილდნენ ირგვლივ გარემოს და დაიცვან სისუფთავე

 

 

 

 

ასეთი დავტოვეთ ბანაკი საქართველო

 

 

 

 

ორ კვირაში მეც ავედი სანადიროდ

 

 

1vsym.jpg

 

 

vk9r5.jpg

 

 

wnohe.jpg

 

 

p3gnu.jpg

 

 

y83yq.jpg

 

 

gwfud.jpg

 

 

wazjd.jpg

 

 

axuif.jpg

 

 

643sp.jpg

 

 

c66vr.jpg

 

 

opu46.jpg

 

 

lpybu.jpg

 

 

gss86.jpg

 

 

seige.jpg

 

 

wyv0f.jpg

 

 

he13h.jpg

 

 

qcx28.jpg

 

 

kcp0b.jpg

 

 

4bqwg.jpg

Link to post
Share on other sites

ნადირობა-თევზაობის მომენტებს დროებით გამოვტოვებ და სხვა უფრო ყოფითი ამბებით გავაგრძელებ.

იანვარში, მანამ სანამ მე საქართველოში ვიყავი, ბიჭებმა ნარები ააწყვეს ბანაკში. ორადგილიანი ქვემოთ და ერთიანი ზემოთ(მაგ ჩემი ადგილია). მერე ''გაზაფხულზე'', 4 მაისს გადავწყვიტეთ ახლადშეძენილი კანოე აგვეთრია ბანაკამდე, რადგან დავრწმუნდით ნავის გარეშე თევზაობა გამორიცხული იყო. კანოე ორ-სამ კაცზეა გათვლილი, ძალიან მანევრირებადი გამოდგა, თუმცა ცოტა არასტაბილურია და მოძრაობა მუდმივად უნდა აკონტროლო(მერე, უფრო გვიან ნავიც ავიტანეთ, სამკაციანია და ბევრად სტაბილური)

 

 

 

ასე წვალებით მივაღწიეთ ჩვენს ტბამდე

 

 

ტბა ასეთი დაგვხვდა

 

 

 

თხილამურების გარეშე გაგვიჭირდებოდა, არადა არ ვაპირებდით წამორებას, თოვლი არ იქნება მაღალითქო

 

 

 

შევთბით ღუმელის გარშემო

 

 

 

მერე ვივახშმეთ და პატარა პლაცკარტი

 

 

 

მეორე დილით ტბის მისასვლელი ჩავამტვრიეთ მთლიანად და პატარა ფართი გამოვათავისუფლეთ, კანოეს შესამოწმებლად

 

 

 

 

 

კანოემ გამოცდა ხუთიანზე ჩააბარა

 

 

 

9fwnm.jpg

 

 

wd05k.jpg

 

 

49nhg.jpg

 

 

9tmfm.jpg

 

 

k1vmx.jpg

 

 

taetm.jpg

 

 

91i8n.jpg

Link to post
Share on other sites

მართალია, კანოე არასტაბილურია, სამჯერ ამოყირავდნენ უკვე, კიდევ კარგი ივლისში, თუმცა უჟილეტოდ არავინ შედის. ესაა რომ ფსკერზე უნდა დაჯდე. ეს ნაკლები ხარისხის კანოეებს ახასიათებს უფრო, არის მაღალი ხარისხის კანოეც, ბევრად სტაბილური.

 

 

 

მომდევნო ეტაპი იყო ნავის ატანა, სამკაციანი, საკმაოდ სტაბილური ნავია და როცა სამზე მეტი არ ვართ ამ ნავს ვიყენებთ

 

 

ამის სემდეგ დაგვატყდა თავს კატასტროფა . ივნისის დასაწყისში ასულებს, ბანაკი დარბეული დაგვხვდა. სანამ მე აზრზე მოვიდოდი, შეიცხადეს, დათვი მოსულაო. ცოტა საჭმელი გვქონდა დატოვებული ბანაკში და რადგან ბუნაგიდან ახლადგამოსული დათვი საკვების დეფიციტს განიცდის, ბანაკში შემძვრალა. ყველამ თქვა, რომ მამალი დათვი ყოფილა, რადგან დედა, ბელებიანი დათვი არ გარისკავდა მოახლოებასო. ჩვენი ათასორას დოლარიანი კარავი, ჩითის ნაჭერივით ჰქონდა დაფლეთილი. უამრავი კვალი ვნახეთ გარეთა კალთებზე. ორ ფეხზე დამდგარი საკმაოდ მაღალი სჩანდა. თან ერთი მხრიდან შენასვლელი სულ სხვადასხვა მხრიდან იყო განასვლელი

 

 

 

ჩვენი მარაგები ასე იყო ათვისებული

 

 

გამოსაცვლელი ტანსაცმელი ასე იყო ნათრევი

 

 

და თან მთლად შეურაცხმყოფელი...აშკარად დაშარდული იყო ტანსაცმელზე მოკლედ გამოწვევა მივიღეთ

 

 

 

ii9yj.jpg

 

 

31422.jpg

 

 

3m2l4.jpg

 

 

j9nmd.jpg

 

 

klu0b.jpg

 

 

ixn38.jpg

 

 

do1ag.jpg

 

 

aee17.jpg

 

 

ed3h0.jpg

 

 

hqt4w.jpg

 

 

j9ure.jpg

 

 

cufvk.jpg

 

 

m2mwp.jpg

 

 

p5fw8.jpg

Link to post
Share on other sites

სანამ ბანაკს შევაკეთებდით, ვეცადეტ დათვი დაგვეფრთხო, ათასნაირი მეთოდი ვცადეთ, ანტიფრიზის ხსნარის დატოვებით დაწყებული, ნაფტალინის მიმობნევით დამთავრებული. ბოლოს ჩემი აზრით ლევანის ნასწავლი მეთოდი უფრო გამოდგა: დაცლილი მასრები დავტოვეთ ბლომად სხვადასხვა კუთხეში. ამის მერეც მოდიოდა, მაგრამ შიგნით აღარ შემოსულა. შემდეგ საჭირო ქსოვილი შევიძინეთ და ბანაკი ',დავლატკეთ''. მაინც მოსულა და დანაწებ ქსოვილზეც დაუდევს ტორები, თუმცა აღარ შესულა

 

 

 

მერე დაიწყო კლასიკური სანადირო-სათევზაო სეზონები....მაგ პერიოდის სურათების ნაწილი შესაბამის თემებში დევს, მაგრამ შეიძლება ამ თემაშიც პატარა რეზიუმე გავაკეთო მომავალში

 

 

ea0ln.jpg

 

 

u51yt.jpg

 

 

p07lu.jpg

 

 

gdidu.jpg

 

 

smfy1.jpg

 

 

iq3bz.jpg

 

 

uvl48.jpg

 

 

qlj26.jpg

 

 

0d1tx.jpg

 

 

vh1u3.jpg

 

 

r71tt.jpg

 

 

5dlkb.jpg

Link to post
Share on other sites

ბანაკი ფაქტიურად დავსალეთ და ახლიდან დავიწყეთ აწყობა. გავასწორეთ, ხე, სადაც გამოსაცვლელი იყო, გამოვცვალეთ. თან თერმოიზოლაციას ვუკეთებთ. დაგვრჩა ერთი საბათ-კვირის სამუშაო. ცხენირემის კვალი ბლომადაა.

 

 

 

დილით ადრე, მასალა კვადროციკლებით ავიტანეთ ბანაკთან რაც შეიძლება ახლოს , სადღაც 600-700 მეტრზე. მერე ხელით ვთრიქეთ შუადღემდე

 

 

 

მერე ბანაკი გავაშიშვლეთ და დავშალეთ

 

 

 

კარავი დროებით გვერდზე გავშალეთ, ღამისსათევად

 

 

 

ეს შიგნით

 

 

 

ახალი საფუძველის დაგება

 

 

 

მერე კოცონი და ჰოთდოგები

 

 

 

 

მეორე დილით მოჭრილი მორების გაქერქვა მე დამევალა

 

 

 

 

ისე დავსპეცდი, ბოლოს ასე ვაშიშვლებდი სოჭის მთლიან მორს

 

 

8m0zw.jpg

 

 

 

tht3y.jpg

 

 

tynum.jpg

Link to post
Share on other sites

ეს მაგარი პრაქტიკული იარაღია მორების გამოსათრევად

 

 

 

 

დავიწყეთ თერმოიზოლანტის გაშლა იატაკზე

 

 

 

მერე წავიდა ფანერი

 

 

 

 

წამოსვლისას იატაკი წყალგაუმტარით დავფარეთ. კიდევ ერთი შაბათ-კვირა გვჭირდება დასამთავრებლად

 

 

kd7th.jpg

 

 

3jjnh.jpg

 

 

7d2o8.jpg

 

 

eazqq.jpg

 

 

jgo2i.jpg

 

 

6thob.jpg

 

 

sa0ul.jpg

 

 

avz2s.jpg

 

 

4qv3v.jpg

 

 

xwf8u.jpg

 

 

djbi0.jpg

 

 

58l0k.jpg

 

 

hasb2.jpg

 

 

yn7hp.jpg

 

 

zqk3q.jpg

 

 

ow3qf.jpg

Link to post
Share on other sites

საერთოდ არ გვითევზავია. მარტო პეიზაჟები შემრჩა

 

 

ეს ხედი მაგრად მიყვარს, პირდაპირ ბანაკიდან იშლება

 

 

წამოსვლისას ჩემს სექტორში ტრაფარეტებზე რიცხვები განვაახლე

 

 

u32wa.jpg

 

 

pqnt8.jpg

 

 

p3348.jpg

 

 

9cpxs.jpg

 

 

bz0ng.jpg

Link to post
Share on other sites

კანადელი, ამ იარაღის გარეშე ტყეში არ შედის

 

 

შაბათს ბიჭები ავიდნენ სამუსაოების განსაახლებლად. მე და ახალლად ცამოსული ქართველი პოსტდოკი კვირას ავედით. ამ ტბასტან ვტოვებთ მანქანებს

 

 

 

ასეტი დაგვხვდა ბანაკი

 

 

 

 

გადასაკიდებლები სემოგვაკლდა და ტბის მეორე მხრიდან ნავით გამოვიტანეთ

 

 

 

ზუგდიდი მუშაობს

 

 

დავიწყეთ თერმოიზოლაციის აკვრა

 

 

მამა-შვილი ლავუები

 

 

 

შეღებვა-გადახურვა

 

 

შიგნით ნარებზე შევაწყეთ ნაწილი ტვირთი

 

 

 

ასეთი დავტოვეთ ჩვენი ტბა

 

 

kizsy.jpg

 

 

9ymrc.jpg

 

 

nkums.jpg

 

 

vrzz0.jpg

 

 

9um4n.jpg

 

 

rl26p.jpg

 

 

aoa5g.jpg

Link to post
Share on other sites

ერთი შაბათ-კვირაც და ყველაფერი დალაგდება. კარებს ჩავსვამთ, ღუმელს დავაყენებთ, ნივტებს დავალაგებთ. მე იქეთ შაბათ-კვირას შევდივარ ცხენირემზე

 

 

ამ სურათზე ქართველია, რომელმაც მის სიცოცხლეში პირველი ტევზი კანადაში დაიჭირა, კალმახი და ისიც სპინინგით)(კი უყურებთ რა გახარებულია, კინაღამ ნავიდან გადამიხტა)

 

 

 

 

 

 

 

სამუშაოები სერიოზულად წავწიეთ წინ. კარები ჩამოიკიდა. ნარები(6 კაცისთვის) დაყენდა, ერთი თაროც მოვასწარით. დროსაც ფრიალებს

 

ერთი შაბათ-კვირაც და დასრულდება

 

 

 

ულამაზესია ამ დროს ბუნება

Link to post
Share on other sites

ერთი კაი ამბავი. ჩვენი ბანაკის გაღმა მხარეს, სამ კილომეტრში ერთი ძველი სანადირო ქოხი იდგა, ტრაპერის იყო(ხაფანგებით ნადირობდა), თან 10 კვ.კმ სანადირო ტერიტორია, კედრის ტყის ნაწილით სადაც ცხენირმები ხბოებს იგებენ. მოკლედ მეგობარმა შეიძინა. ტბის პირასაა და როგორც ამბობენ იმ ტბაში მონსტრი კალმახები ბუდობენ

 

მოკლედ მაგრად მიხარია. ჩათვალეთ რომ ცხენირემზე სექტორი გამისამმაგდა.

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...