Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

ИЖ-27

 

 

 

 

ორლულიანი შიდასასხლეტებიანი იარაღი ვერტიკალური განლაგების ლულებით.

 

c28c78e93336.gif

 

გამოდის 12, 16 და 20 ყალიბისა. სტანდარტული(70მმ-იანი ვაზნისათვის) ან ,,მაგნუმის”(76მმ-იანი ვაზნისათვის). ,,მაგნუმებს” აქვთ აღნიშვნა,,мм".

გამოდის 1970 წლის დასაწყისიდან დღემდე სერიულ, საცალო და სუვენირულ ეგზემპლარებად. მისი საბაზო მოდელისაგან(ИЖ-12) განსხვავდება ცოტა შეცვლილი კონდახის ფორმითა და ტიბჟირით, დანაყოფებიანი სამიზნე თამასითა და გამარტივებული ჩამკეტი მექანიზმით( საიმედოობა გაზრდილია), აგრეთვე გამოსართველი ეჟექტორებით.

ლულის სიგრძე 676-750მმ, იმის მიხედვით სერიული,სუვენირული თუ საცალოა ესა თუ ის ეგზემპლიარი. არსებობს სასტენდო მოდიფიკაციები_ИЖ-27СТ ან ИЖ-27ЕСТ ტრანშეული სტენდისათვის და ИЖ-27СК ან ИЖ-27ЕСК მრგვალი სტენდისათვის. 12 ყალიბის თოფებში 675მმ ლულის სიგრძით(მრგვალ სტენდზე სროლისათვის) ზედა ლულას გააჩნია ლულის ბილოს გაფართოება 0,4მმ(ქვედა ცილინდრია). ლულის არხის დიამეტრი შეადგენს 12 ყალიბისათვის 18,2, ხოლო 16 ყალიბისათვის 17,0მმ.

12 ყალიბის თოფის წონა არ აღემატება 3,3კგ-ს, რეზინის ამორტიზატორიანისა კი 3.4კგ-ს. 16 ყალიბის შემთხვევაში კი შესაბამისად 3,2 და 3,3კგ.

 

ИЖ-27Е გამოდის 1976 წლიდან. ყალიბი 12 და 16. ბოლო წლებში დაკომპლექტებულია რამდენიმე წყვილი ლულით. ტექნიკური მაჩვენებლები იგივეა რაც ИЖ-27-ის. ეჟექტორიანი მოდელია.

 

 

 

 

ИЖ-27-1С ერთ სასხლეტიანი თოფი

 

985bca92c845.jpg

 

_ესაა შიდასასხლეტებიანი თოფი ვერტიკალურად დაწყვილებული ლულებით 12, 16 და 20 ყალიბისა, რომელშიც გამოიყენება სტანდარტული(70მმ) და ,,მაგნუმის”(76მმ) ვაზნები. ,,მაგნუმის”-თვის განკუთვნილ იარაღს როგორც წესი აქვს ინდექსი_,,ММ”.

იწარმოება რიგითი, საცალო და სუვენირულ(სასაჩუქრე) ეგზემპლარებად.

საბაზო მოდელისაგან(ИЖ-27) განსხვავდება რამდენადმე შეცვლილი კონდახისა და ტიბჟირის(ცევიო) ფორმით, სამიზნე თამასით, საკეტი მექანიზმის სიმარტივითა და ამაღლებული მდგრადობით, აგრეთვე გამორთვადი ეჟექტორით(სურვილისამებრ შესაძლებელია მისი ჩართვა ან გამორთვა). ასეთ ეჟექტორიან მოდელებს აქვთ ინდექსი ,,Е”.

მოდელები ИЖ-27-1С უეჟექტორო და ИЖ-27Е-1С-Е ეჟექტორიანი(ორთავე ერთ სასხლეტზე)1977 წლიდან იწარმოება. ისინი უზრუნველყოფენ რიგით გასროლას ორთავე ლულიდან ნებისმიერი თანმიმდევრობით(შესაძლებელია პირველი გასროლა მოვახდინოთ ზედა ლულიდან და მეორე ქვედადან ან პირიქით). აღჭურვილია ავტომატური მცველითა და ინსტერსეპტორებით. ИЖ-27Е-1С-Е წარმოადგენს საუკეთესო და ყველაზე რთულს ИЖ-27-ის მოდელთა გამაში. ეს თოფები განკუთვნილია ნებისმიერი ნადირობისათვის სხვადასხვა კლიმატურ პირობებში და წარმატებით გამოიყენება სპორტული დანიშნულებით სტენდზე.

ყალიბი 12; იარაღის წონა რეზინის ამორტიზატორით შეადგენს არაუმეტეს 3,4 კგ. ლულის სიგრძე 725მმ, სპეცშეკვეთებით_680, 700, 750მმ. ლულის შევიწროება: ქვედა ლულა ნახევარჩოკი, ზედა ჩოკი. აგრეთვე არსებობს მოდერნიზებული მოდელები ИЖ-27М-1С და ИЖ-27ЕМ-1С_ თოფები 12, 16 და 20 ყალიბისა ეჟექტორითა და მის გარეშე. ლულის სიგრძე 725მმ, სავაზნის სიგრძე 70 და 76მმ. ლულის შევიწროება სტანდარტული- 1,0 და 0,5. წონა არაუმეტეს 3,4კგ. თოფებს, განკუთვნილებს ,,მაგნუმის” ვაზნებისათვის აქვთ ინდექსი,,ММ”. შეიძლება დაკომპლექტებული იყოს წყვილი საცვლელი ლულით.

ИЖ-27ЕМ-К-М შიდასასხლეტებიანი თოფებია 12,16 და 20 ყალიბისა(ეჟექტორით). განკუთვნილია სტანდარტული ვაზნებისათვის ან ,,მაგნუმისათვის”(ვაზნაზე 76მმ). გამოირჩევა იმით რომ გააჩნია სასხლეტი მექანიზმის გარე შემყენებლები, რაც ამცირებს ძალისხმევას თოფის გადახსნაზე და ზრდის მის უსაფრთხოებას სვლით ნადირობისას.

Link to post
Share on other sites
  • Replies 91
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

იჟ–27 ,,სპორტინგი"

 

2fc4c24ce13a.jpg

 

 

 

 

ეს არის иж-27м-ის გათანამედროვებული მოდიფიკაცია(12 ყალიბი). გათვლილია როგორც სპორტულ ასევე სანადირო დანიშნულებაზე. გაძლიერებული აქვს ჩამკეტი მექანიზმი; ლულა ჩოკის უკან დახვრეტილია ჭარბი აირებისგან გასათავისუფლებლად, რაც საფანტის უკეთ დაჯგუფებას უწყობს ხელს; რეზინის ამორტიზატორი გაუმჯობესებულია და გამორიცხავს ტანსაცმელზე ე.წ. ჩაჭიდებას. კონდახი პისტოლეტური ტიპისაა და მარჯვნიდან აქვს სალოყე. სამიზნე თამასა ვენტილირებადია. ლულის სიგრძე 725მმ, სავაზნის სიგრძე 76მმ(ორთავე ქრომირებული), წონა 3,3-3,6კგ. აღჭურვილია სახრახნი ჩოკებით: ცილინდრი(0), ნახევარჩოკი(0,5), 3/4ჩოკი(0,75), სრული ჩოკი(1,0).

 

------------------

 

გაზის კომპენსატორები აუმჯობესებს საფანტის დაჯგუფებას და არა ჭრას. ეს ნიშნავს, რომ დენთის წნევის ნაწილი ნახვრეტებით გარეთ აღწევს, რაც ტყვიის სროლისას(ჭრის მაჩვენებლისათვის) მაინცადამაინც კარგი ვერაა. კომპენსატორებიანი თოფით(თუკი ლულის შევიწროება შესაბამისი აქვს) ტყვიის სროლა პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ უკომპენსატოროსთან შედარებით ნაკლები ჭრა ექნება.

 

 

მცირედით ბალისტიკაში ჩავიხედოთ.

 

 

დენთის აფეთქების შედეგად წარმოქმნილი წნევა მოქმედებს საფანტზე(ტყვიაზე) ლულის შიგნითაც და ლულის გარეთაც(გარკვეულ მანძილზე). ჭარბი წნევა საფანტის მიერ ლულის დატოვებისა და საფენის ჩამოცილების შემდეგ შეაღწევს საფანტის ჯგუფში და შლის მას, შესაბამისად იკლებს სიბურჯღლე, იზრდება ,,ფანჯრები", რაც საბოლოო შედეგზე უარყოფითად მოქმედებს.

კომპენსატორიან თოფში აღნიშნული ,,ზედმეტი წნევა" არაა და შესაბამისად ზომიერ მანძილზე უკეთესი სიბურჯღლე-დაჯგუფება აქვს.

ტყვიის შემთხვევაში გასაშლელი არაფერია(მთლიანია ტყვია როგორც გვახსოვს), მაშასადამე ზომიერიცა და ,,ზედმეტი" წნევაც ჭურვზე მოქმედებს...

ამიტომ კომპენსატორიანი თოფი საფანტის შემთხვევაში უმჯობესია, ტყვიაში კი უკომპენსატორო. ამიტომაცაა კომპენსატორიანი თოფები სპორტული. იქ ხომ მხოლოდ საფანტს ისვრიან და არა ტყვიას.

Link to post
Share on other sites

ერთ-ერთი ფორუმელისაგან მივიღე პიემი შეკითხვით ,,იჟი თუ მრ-ი". ჩვენს მეგობარს აინტერესებდა, არის თუ არა იჟ-27-ის ზუსტი ანალოგი მრ-27. დღეს რამდენიმე წყაროში გადავამოწმე ინფო და მინდა წარმოგიდგინოთ.

 

იჟევსკის მექანიკური ქარხნის 28-ე საამქროში იწყობა ИЖ 27 ,,Русь", ხოლო ამავე ქარხნის შვილობილ საწარმო ,,სტრელაში" კი МР-27 Стрела. აქვე აღვნიშნავ, რომ ფასი ორთავე შემთხვევაში თანაბარია.

არც 28-ე საამქრო და არც შვილობილი საწარმო ლითონის დეტალებს თავად არ აწარმოებს, ყველაფერი ქარხნის კონვეიერიდან მიეწოდებათ. თუმცა დეტალების საერთო მასიდან უკეთესი დეტალები(არჩეული) 28-ე საამქროს ხვდება, დარჩენილები(უფრო დაბალი ხარისხის) კი ,,სტრელას". ამის შედეგად ხარისხი 28-ე საამქროს ნაწარმს უფრო მაღალი აქვს.

ამ ერთობ საჭოჭმანო ნაკლის გადაფარვას ,,სტრელა" მოჭარბებული გრავირებითა და კონდახის მონტეკარლოს სტილით ცდილობს. აღსანიშნავია, რომ 28-ე სამქროს ნაწარმში ერგონომიკა უფრო უკეთესია. განსაკუთრებით ეს თვალშისაცემია ორსასხლეტიანების შემთხვევაში(,,სტრელას" კონდახი ცალსასხლეტიანზეა გათვლილი, თუმცა ორიანზეც აყენებენ...).

 

ერთადერთი უპირატესობა რაც ,,სტრელას" აქვს ,,რუს"-თან შედარებით, ესაა ოპერატიული შეკვეთის შესაძლებლობა, რაც იმაში მდგომარეობს, რომ შემკვეთს სურვილისამებრ თავის პარამეტრებზე შეუძლია შეუკვეთოს თოფი სტრელაში(შეკვეთა ძალიან სწრაფად კეთდება). თუმცა ეს უკანასკნელი უპირატესობა ჩვენ ნაკლებად გვაღელვებს...

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

იჟ-27 (ИЖ-27) – MP-27

 

i11e4.jpg

 

 

ИЖ-27 წარმოადგენს ორლულიან სანადირო თოფს, რომელსაც ლულები ვერტიკალურად აქვს განლაგებული. იგი შექმნილია ИЖ-12-ის ბაზაზე ანატოლი კლიმოვის ხელმძღვანელობით. ამ იარაღის შექმნაში, დიდი წვლილი მიუძღვის ჰერმან პროტოპოპოვს, რომელიც მანამდე ИЖ-12-ის შექმნაში ღებულობდა მონაწილეობას.

 

ИЖ-27-ის წარმოება ხდება 1970-ანი წლების დასაწყისიდან. ამ ხნის განმავლობაში გამოშვებულია 1.5 მილონზე მეტი ეგზემპლიარი (მისი ყველა მოდიფიკაცია) და შესაბამისად იგი ითვლება ყველაზე გავრცელებულ, რუსული წარმოების სანადირო იარაღად. მისი კონდახი ძირითადად პისტოლეტური ტიპისაა, რომელიც მზადდება წიფელისგან, თუმცა არსებობს საექსპორტოდ გამოშვებული ერთეულები, რომლებსაც კაკლის კონდახი აქვთ.

 

არსებობს მისი სხვადასხვა მოდიფიკაციები:

 

ИЖ-27 – ИЖ-12-ის ბაზაზე შექმნილი ვერტიკალურლულებიანი სანადირო თოფი. გასროლილი ვაზნების ამოღება სტანდარტული ექსტრაქტორით ხდება;

ИЖ-27Е – იჟექტორით („Е“ – эжектор). მისი საშუალებით ხდება გასროლილი ვაზნის სავაზნიდან ამოგდება, რომლის გამორთვაც ძალზედ მარტივია, ამისათვის მხოლოდ სახრახნისია („ატვიორტკა“) საჭირო.

ИЖ-27M – მოდერნიზებული ( „М“ – модернизированное). ИЖ-27-ის მოდერნიზებული ვარიანტი;

ИЖ-27ЕМ – მოდერნიზებული, იჟექტორით;

ИЖ-27 РУСЬ – იგივეა რაც ИЖ-27ЕМ, იმ განსხვავებით რომ იგი ერთეული წარმოებისაა (ИЖ-27ЕМ სერიულია). მისი კალიბრი 12/76 „Magnum“-ია, ლულები – „ჩოკი“ და „ნახევარჩოკი“, ლულის სიგრძე 725მმ. ვინაიდან იგი ცალობით გამოდის, მას აქვს ვერცხლის გრავირება და კაკლის კონდახი. იგი გამოდის დამატებითი 660მმ-იანი ცილინდრული ლულებით, რაც მას უნივერსალურს ხდის და შესაძლებელია მისი ნებისმიერი ნადირობისთვის გამოყენება. მასა 3.6კგ-ია;

ИЖ-27-1С – ერთ სასხლეტიანი („1С“ – один спуск). თავდაპირველად გამოდიოდა ორსასხლეტიანი სანადირო თოფები, მაგრამ 1977 წლიდან ქარხანამ დაიწყო ერთსასხლეტიანი ИЖ-27-ის გამოშვება, სადაც სელექტორის საშუალებით შესაძლებელი იყო ლულებიდან გასროლის თანმიმდევრობის რეგულირება.

ИЖ-27М-1С – მოდერნიზებული, ერთსასხლეტიანი;

ИЖ-27EМ-1C “СПОРТИНГ” – მოდერნიზებული, ერთსასხლეტიანი, იჟექტორით.

 

ИЖ-27-ის ბაზაზეა შექმნილი მრგვალი და სასანგრე სტენდისთვის განკუთვნილი ИЖ-25 და ИЖ-39.

 

2008 წლის სექტემბრიდან ИЖ-27 გამოდის სახელით – MP-27.

 

ИЖ-27-ის მახასიათებლები სხვადასხვა მოდიფიკაციით:

კალიბრი – 12, 16, 20. 28, .410;

ლულის სიგრძე – 660-760მმ;

სავაზნე – 70-76მმ;

ჩოკები – 0,5-1მმ;

კონდახი – წიფელი, კაკალი;

მასა – 3,1-3,65 კგ.

Link to post
Share on other sites

МР-27М "Де Люкс"-ეს მოდელი მიმზიდველად გამოიყურება, კონდახი და ტიბჟირი მომწონს. გრავირებას კი რაც შეეხება, ესეთი გრავირება იჟ-27ს საშინლად არ უხდება, გუშინ რო პროფილში იყო, იმქალს ჰგავს რაღაცით :haha: :haha:

Link to post
Share on other sites
  • 4 months later...

მე მინდა ამთოფის ყიდვა BAIKAL - ИЖ-27 EM-1C-MC NICKEL, SPORTING და მაინტერესებს ყველანაირი ინფორმაცია.ახალ თოფებს არ აქებენ და ვეღარ გადამიწყვეტია

Link to post
Share on other sites
  • 6 months later...
  • 3 months later...
  • 5 months later...

გაუმარჯოს ბიჭებს!!! იჟ-27-ის შეძენა მინდა, 12 ყალიბის, რომელს მირჩევთ.... ჟაკანს ყველაზე კარგად რომელის ამუშავებს?

Link to post
Share on other sites

16 gauge

 

გაგიმარჯოს :hi:

 

რომელი იჟ 27 გინდა ? ანუ ახალი გამოშვება თუ CCCR ის გამოშვება? ჟაკანს მგონი ყველა დაამუშავებს :phil_25:

აგერ ჩვენ ჯაბას აქვს იჟ27 ი ახალი გამოშვება (თუარ ვცდები 2007) და მშვენიერი თოფია :yes: :yes: :yes:

Link to post
Share on other sites

ჟაკანს ყველა დაამუშავებს,ოღონდ გაითვალისწინე,რომ საცვლელ ჩოკებიან ლულებში არაა მიზანშეწონილი ჟაკნის სროლა,ფიქსირებულ ჩოკებიანი თოფის შემთხვევაშიც სრულჩოკიან ანუ 1,0 შევიწროვებიან ლულაში არაა მიზანშეწონილი სროლა,უფრო ცილინდრი,ან გაუმჯობესებული ცილინდრია მიღებული ტყვიის სასროლად,ტყვიასაც შერჩევა უნდა,ხშირად ნაკლები კალიბრის ტყვიასაც ხმარობენ,მაგ.12 კალიბრში 16-ან ტყვიას,კუსტარულად გილზის დამზადების შემთხვევაში.არის შერჩევის უმარტივესი მეთოდი,როცა ტყვიას ლულის წინა,გამოსავალ მხარე აზომებენ.ხშირია ჟაკანით სროლისას თოფის დაზიანების,ლულის გაბერვის ან გახეთქვის შემთხვევებიც,არაფერს ვამბობ მსროლელის უსაფრთხოებაზე!!!!!! :old: ომისშემდგომი გერმანული რეპარაციული თოფები ხშირად სრული,ან გაძლიერებული ჩოკებითაც გამოდიოდა,ამიტომაც ხშირია მათში გაბერილი და დაზიანებული ლულები,ზოგზე პირდაპი ეწერა,რომ ტყვიის სროლა არ შეიძლება,მაგრამ უმეცარი მონადირეები არას დაგიდევდნენ,რაც ხშირად ულამაზესი თოფების მწყობრიდან გამოსვლის მიზეზი ხდებოდა,მარტო მერკელის მაგალითი რად ღირს,ეს თოფები უმეტეს შემთხვევაში გაძლიერებული 1,25 შევიწროვებით გამოდიოდა,შედეგი: ამ თოფების 80%-ს გაბერილი ლულები აქვს!!!თემას გადავუხვიე მგონი,მაგრამ ზედმეტი არაფერი დამიწერია,ტყვიის ხმარისას სიფრთხილე გვმართებს!!!! :old:

Link to post
Share on other sites

მე თუ მკითხავთ, არ ვამართლებ გლუვებიდან "ბომბების" სროლას, მაგისთვის ხრახნულები არსებობენ.

Link to post
Share on other sites

mamuka grigolia

ელჩი

მადლობა რჩევებისთვის, ფიქსირებულ ჩოკებიანს შევიძენ რუსულს...იმედია გაამართლებს

თორნიკე რეხვიაშვილი

16 ყალიბის იჟ-18-ე მაქვს(ცალპირი), ცილინდრია ჟაკანისთვის იდეალურია, მაგარად მიაქვს (მაიერის ჟაკანი განსაკუთრებით) მიყვარს გატესტვა ჩემი გატენილი ჟაკნების...მაგრამ მაგარი სიფრთხილეა საჭირო... ტყვიისა და წამლის დოზის შერჩევა ჩემი ჰობია, დავაჯახოთ ჩვენი ცალპირები :D :yes:

Link to post
Share on other sites

ჩემი მაგნუმის ლულითაა, ისეთებიც მისვრია რომ ფეხებიდან მტვერი ამსვლია :haha: ფაბრიკულები კაი სასროლებია. მეც მიყვარს ტყვიის მიზანში სროლა. :vinsent:

Link to post
Share on other sites

როგორც იცით მე მაქ CCCR ის დროინდელი იჟ27ი რათქმაუნდა ფიქსირებული ჩოკებით და

მაინტერესებს კარტეჩის სროლა რომელი ლულიდან ჯობია ალბათ ნახევარჩოკიანი ლულიდან ხომ ? :phil_25:

Link to post
Share on other sites

როგორც იცით მე მაქ CCCR ის დროინდელი იჟ27ი რათქმაუნდა ფიქსირებული ჩოკებით და

მაინტერესებს კარტეჩის სროლა რომელი ლულიდან ჯობია ალბათ ნახევარჩოკიანი ლულიდან ხომ ? :phil_25:

რა თქმა უნდა ქვედა ლულიდან,არსებობს კიდევ კარტეჩის შერჩევის მეთოდი,რომელს უკეთესად იხმარს მოცემული ლულა,აიღებ შენი თოფის პიჟს და ლულაში სწორად ჩაუშვებ,წინა გამოსავალი მხრიდან,ასე 3-5 მილიმეტრზე,ისე რომ პიჟი ჰორიზონტალურად იდგეს,შემდეგ ზედ დაალაგებ კარტეჩის ბურთულებს,ერთ ფენად,კარტეჩის რომელი ნომერიც ყველაზე სწორი და მჭიდრო გეომეტრიული ფორმით დალაგდება,ცარიელი ადგილების გარეშე,ეგაა შენს ლულაზე მორგებული კარტეჩის ზომა!!!! :hi:

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...