გიორგი 46 Posted December 7, 2013 Report Share Posted December 7, 2013 ეს ფილმი მე არ მქონდა ნანახი. ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted December 7, 2013 Author Report Share Posted December 7, 2013 (edited) ავსტრიაში ცისარტყელა კალმახი ველურ პირობებში მშვენივრად გრძნობს თავს ევროპულ ხარიუსსაც და ღელის კალმახსაც ეტყობა თავისუფლად ეგუება. ჩვენთან უბრალოდ ორფეხა ველურებია უმეტესობა :( Edited December 7, 2013 by DMORAL ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted January 3, 2014 Author Report Share Posted January 3, 2014 საინტერესოა! დათო ქარდავა – წვერა, მურწა, ჭანარი… ყველა დიდი ქალაქი დიდი მდინარის პირასაა გაშენებული. შესაბამისად, გადახლართულია ქალაქისა და მდინარის თავგადასავლებიც. ცხადია, ამ მხრივ გამონაკლისი არც მტკვარ-თბილისის წყვილია, თუმცა ამის მიუხედავად მტკვარს – საქართველოს უპირველეს მდინარეს, სხვა დიდი მდინარეებისგან განსხვავევბით, დღემდე არ ღირსებია მეტ-ნაკლებად სრულყოფილი აღწერა, გამოკვლევა და, თუ გნებავთ, ბიოგრაფია. დათო ქარდავას წიგნი “მტკვარი და მისი ორი ნაპირი”, რომელსაც სულ მალე ბაკურ სულაკაური გამოსცემს, ამ ხარვეზის გამოსწორების მცდელობაა. ეს არის მტკვრის ერთგვარი ილუსტრირებული ბიოგრაფია, მდინარის კულტურული თავგადასავალი თბილისის ფარგლებში: ავჭალიდან ორთაჭალამდე, დაარსებიდან დღემდე. მრავალი საუკუნის განმავლობაში მტკვარი იყო თბილისის (მისი ყოფისა და კულტურის) ნაწილი, მისი სასიცოცხლო ძარღვი. მტკვრის წყლით იკლავდნენ წყურვილს, რწყავდნენ თბილისის სახელგანთქმულ ბაღებს. მტკვარში იჭერდნენ თევზს, გრილდებოდნენ ზაფხულის ხვატში; მტკვარი და მისი ორივე ნაპირი შეუცვლელი ადგილი იყო ქეიფისა და დროსტარებისთვის, ანუ როგორც გრ. ორბელიანი იტყოდა „ლაზათიანი ჩასხდომისათვის“. გარდა ამისა, მტკვარზე გამართული წისქვილებით ფქვავდნენ ხორბალსა და სხვა მარცვლეულს. მტკვრის კალაპოტში მოპოვებული რიყის ქვით იკირწყლებოდა ქუჩები და შენდებოდა სახლები. მტკვრის საშუალებით გადაჰქონდათ ტვირთი და მტკვარზე (როგორც ქართველთა იორდანეზე) სრულდება მნიშვნელოვანი რელიგიური რიტუალები, თუმცა ასეთი ვითარება იყო მანამ, ვიდრე კომუნისტებმა მტკვარი „გრანიტის აკავნში“ არ ჩააწვინეს და საავტომობილო მაგისტრალებით არ ჩახერგეს მდინარემდე მისასვლელი გზები. შედეგად მტკვარი დაიკარგა, გაქრა თბილისელთა ყოფიდან, რასაც ხელი შეუწყო წყლის დაბინძურებამ. მასში ჩაღვრილი საწარმოო თუ საყოფაცხოვრებო ნარჩენებით. “მტკვარი და მისი ორი ნაპირი” – ეს არის მცდელობა, დაუბრუნოს თბილისელებს „დედა მდინარე“, როგორც მიხეილ ჯავახიშვილი უწოდებდა მტკვარს. გთავაზობთ მეთევზეებისადმი მიძღვნილ თავს დათო ქარდავას წიგნიდან. „ზის მტკვარსა შინა თევზნი მრავალნი და გემოიანნი, რომელსა იპყრობენ ბადით, კონით, ფაცრით, ნევს-კავითა, საფიჩხულითა და ოჩხითა; ჟამად იპყრობისცა ზუთხი“. ვახუშტი ბაგრატიონი, „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ „წინ შეეგებეთ, წვიმაში გადით, შფოთიან მტკვარში ჩასძახეთ თევზებს, მებადურები მოდიან ბადით და კალმახები უსხედან მხრებზე!“ ილო მოსაშვილი, „თბილისის წვიმა“ „თუ შენ, ჩემო ძმაო და ტოლო, ტყეში გიყვარს ნადირობა შველებზედ და ხოხბებზე, – თბილელი ყარაჩოღელი მტკვარში ნადირობს! თუ შენ, თავიდან ფეხებამდე იარაღში ჩამჯდარს, მაინც გეშინიან გაუდაბნოვებულ ნადირისა და ყოველი ხის ჭახაჭუხი ქაღალდის ფერს გაძლევს, თბილელის კარაბადინში შიში არ არსებობს. იგი თამამად გადაისვრის ხოლმე ტყვიებით შემძიმებულ ბადეს წყალში, ხოლო თუ ამას საჭიროება მოითხოვს, – თითონაც ზედ გადაჰყვება და უვნებლად ჩაიყურყუმალავებს შიგ“. იოსებ გრიშაშვილი, „საიათნოვა“ „მიღელავს მტკვარი, ძლიერი დევზე, გაურკვეველი საყვედურებით და გამალებით იჭერენ თევზებს ორთაჭალელი მებადურები“. ხარიტონ ვარდოშვილი, „მუხრანის ხიდი“ ძველი ტფილისისა და მისი ყოველდღიური ყოფის ნაწილი იყო მებადურთა საძმო – გაბერილ ტიკებზე შემდგარი გაწუწული მეთევზეები, რომლებიც მხოლოდ ერთმანეთისა და მტკვრის იმედად იყვნენ. ტფილისელ მებადურთა ღირსეული წარმოადგენელია არჩილ სულაკაურის მოთხრობის („წყალდიდობა“) პერსონაჟი – მეთევზე ლადო, რომელიც „მიწაზე თითქოს გაუბედავად დადიოდა, თითქოს რაღაცას ეკრძალებოდა, ხოლო როდესაც ნავში იდგა… აქ ვერაფერი შეედრებოდა. ნავი თითქოს განუყოფელი ნაწილი იყო მეთევზის სხეულისა. ისინი ერთმანეთს ავსებდნენ. თავისი ბრტყელძირიანი ნავით ლადო ყოველთვის ჩაგრავდა მტკვარს, როგორი მშფოთვარე და გახელებულიც უნდა ყოფილიყო მდინარე.“ ტფილისელ მეთევზეებზე საუბრისას ძნელია ფიროსმანისათვის გვერდის აქცევა. ალბათ, ხატვისას ფიროსმანასაც სცემდა თევზისა და მდინარის სუნი, რომელიც ნადავლით ხელდამშვენებულ წითელპერანგა მებადურს ასდიოდა. პოზირებისას ჯერ კიდევ წყალში მდგომი მებადური, ალბათ ცოტა ხნის წინ მთვარის შუქით აელვარებულ მდინარეს მიუყვებოდა ნავით და სწრაფად აკეცილ ბადეს მარჯვედ აფენდა მტკვრის მოვერცხლილ ტალღებს. ვინ იცის, ეგება ფიროსმანის ეს მებადური ირჯებოდა ოვანეს თუმანიანიანის ერთ–ერთ მოთხრობაშიც? „ხიდქვეშ მტკვარი ემსხვრევა ქარვასლის კედლებს. მორევთან ტალღა ტალღას ატრიალებს და ყრუ ხმაურობით იწევს მეორე ხიდისკენ. ნაპირთან შორიახლოს ტორტმანობს მწვანე ნავი, რომელშიც მოჩანს ორი კაცი. ერთი ბადეს ეწევა. ხოლო მეორე დგას ნიჩბით ხელში და ნავს ყარაულობს.“ (ო. თუმანიანი, „გიქორ“) მეთევზე (მებადური) იყო გაბრიელ სუნდუკიანცის ყველაზე ცნობილი პიესის „პეპოს“ მთავარი პერსონაჟი, რომლის შესახებაც იოსებ გრიშაშვილი („გაბრიელ სუნდუკიანცი და ქართველი საზოგადოებრიობა“) წერდა: „პეპო ქალაქის ტიპია, პეპო ალალმართალი ადამიანია თავისი შრომით მცხოვრები, პეპო მეთევზეა, მებადური, მისი ქონება – ბადეა, მისი შემნახავი – მტკვარი. მართალია, პეპოს მამას თავის კვალობაზე ცოტაოდენი თანხაც ჰქონია ზიმზიმოვზე გასესხებული (კეკეს მზითევი), მაგრამ თვითონ პეპო ყოველდღიურად გამოსული მუშაკია: სწორედ პეპოს ასეთმა მდგომარეობამ მიკარნახა მეთქვა შემდეგი სტრიქონები: „სისხამ დილით თევზებს ვიჭერ, ბადით ხელში მივალ წყალზე, ვენაცვალე ჩემ ძმა–ბიჭებს – არ ფიქრობენ მომავალზე. დღეს მოგებულს, დღესვე ვხარჯავ, შესანახად ვის აქვს თავი? ბადე – ჩემი ქონებაა, მტკვარი ჩემი შემნახავი. გაიშალე, ბადევ, მალე, გენაცვალე! როცა წყალში ვისვრი ბადეს, – თითქოს ახლად დავიბადე. მთვარე მტკვარზე აფენს სხივებს და თევზებიც – ჯან – ლივლივებს. მდიდრებივით არ ვარ უქმად, მე ღია მაქვს ყველგან კარი. ვენაცვალე ალალ ლუკმას, ტკბილია და უწყინარი! ღამით დაჭერილი თევზი დილით ბაზარში ხვდებოდა, სადაც თევზის დიდი რიგი იდგა, რადგან თბილისი უთევზოდ ვერ ძლებდა: „ქალაქ თბილისში ძველ დროიდანვე სანოვაგის უმთავრეს ბაზარად ითვლებოდა რიყე. მხოლოდ 1880 წლიდან თევზის ბაზარი გადმოიტანეს პუშკინის ბაღის ადგილას, სადაც ურმებით იდგნენ და აუწონრათ იაფ თევზს ყიდდნენ. თევზს მაღალ თვლებიან თათრის ურმებით შეუწყვეტლათ სალიანიდან მოეზიდებოდნენ, თევზეულში მარტო ორაგული იყიდებოდა წონით, რადგანაც მეტათ დიდია და ერთი ადამიანი ვერ იყიდის. ახალი თევზი, სუდაკა, საზანი, კუტუმი ზუთხი, იშხანი, შამაია და სხვა ესენი სულ იყიდებოდა აუწონრათ. ორაგულის თავი ღირდა ორი შაური, კარგი ადგილი გირვანქა სამი შაური, კუტუმი მთელი სამი შაური, საზანი ერთი აბაზი, იშხანი და გელაქნური წყვილი ერთი აბაზი, შამაია წყვილი სამი შაური, ზურგიელი და დოში გირვანქა ორი შაური, ხიზილალა ათი შაური.“ (კარაპეტ გრიგორიანცი, „ძველი თბილისის დაუჯერებელი ამბები“) გიორგი კაკაბაძეც, ფიროსმანის ცხოვრებაზე დაწერილი წიგნის ავტორი ამბობს, რომ ზოგ ქალაქში იმდენ პურს არ ჭამდნენ, რამდენსაც თბილისში თევზს გეახლებოდნენ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ტფილისის ბაზრებში მხოლოდ მტკვარზე დაჭერილი თევზი იყიდებოდაო: „კასპიის ზღვიდან, ალაზნიდან, სევანიდან, მტკვრიდან და არაქსიდან შემოჰქონდათ. სავაჭროებში როფები იდგა, რომელშიც კალმახი ცურავდა, ირგვლივ ჭილობებზე ლოქო, მურწა, ქორჭილა, სვია, ჭანარი, შამაია, ტარაღანა და ხრამული ეწყო. კასრებში დამარილებულ ქაშაყს ინახავდნენ. დუქნის ყველაზე მშრალ ადგილას კი ჭერში ზუთხის, ორაგულისა და თართის დოშები ეკიდა. მათ ქვემოთ პატარა ლამბაქები ჩაემწკრივებინათ, რომ ჩამოწვეთებული ცხიმი არ დაღვრილიყო. ყველაზე თვალსაჩინო ადგილას, რა თქმა უნდა, რამდენიმე სახეობის ხიზილალა ეწყო, რომელიც მაშინ ერთი გირვანქა აბაზი ღირდა.“ „სახალხო ფურცლის“ 1915 წლის №211-ში განთავსებულია თევზის მრეწველი ძმ. ძეგველოვების (პუშკინის ქუჩა, საკუთ. სახლი №7 ტელეფ. №712, განყოფილება ავლაბარში კახეთის ქუჩა, საკუთ. სახლი №7 ტელ. 712) სარეკლამო განცხადება: „ყოველდღე მოგვდის საკუთარ და სავაჭრო სახლ „ლ. მაილოვ-შვილებით“ სრულებით ცოტა მარილიანი, შავი მეშოჩნი ხიზილალა. აგრედვე ახალ-ახალი მტკვრის ზუთხი, თართი, ფარგა და ლოქო. გვაქვს აგრედვე მიღებული ყოველგვარი კონსერვები და სარდინკები რუსეთისა საზღვარგარეთის ფორმებისა. ხანგრძლივ ინახება.“ თუ მწერალ კონსტანტინე ლორთქიფანიძეს ვერწმუნებით, ყველა თბილისელმა იცოდა ზნე-ჩვეულება ორთაჭალელი მეთევზეებისა, რომლებიც მთელი დღე მტკვარში ბადესა შლიდნენ, საღამოს კი თევზით სავსე ვედროს ხელში დაიჭერდნენ და თბილისის ქუჩებს მოედებოდნენ. „ისინი ყველგან თამამად შედიოდნენ, სადაც კი დაფა-ზურნის ხმას გაიგონებდნენ. სუფრას მტკვრის ცოცხალით დალოცავდნენ, ოჯახს გაახარებდნენ და ისევ თავის გზას გაუდგებოდნენ.“ („ორთაჭალელი მეთევზეები“) მეთევზეთა შრომას დიდად აფასებდა ძველი თბილისის არისტოკრატია, რომელსაც თევზის საჭერად საგანგებო კაცები ჰყოლია. მეთევზენი ბადით, კონით, ფაცრით, ნემსკავით, საფიჩხურითა და ოჩხით იჭერდნენ სხვადასხვა სახის თევზეულს და პატრონებთან მიჰქონდათ. ზაქარია ჭიჭინაძის ცნობით ნიკოლოზ ბარათაშვილის მამას – მელიტონს „ორი ყმა კაცი გლეხი მიჩენილი ყავდა ყოველდღე ზამთარ-ზაფხულს თევზი ეჭირნათ მტკვარში“ (ზ. ჭიჭინაძე „სოლომონ დოდაშვილი და ნიკოლოზ ბარათაშვილი“). ცნობილია, რომ გრიგოლ ორბელიანს თევზით ამარაგებდა ორთაჭალელი „მეჩანგლე და მოკრივე“ მიხუა – მეტსახელით ლოპიანა, რომელსაც, როგორც იოსებ გრიშაშვილი ამბობს, ერთი ძველი მოქალაქის, გრიგოლ მამრაძის სიტყვით, ყოველდღე მიჰქონდა გრიგოლ ორბელიანთან „ცოცხალი“ (თევზი): „თვითონვე გამოშიგნავდა, შეამზადებდა „ორთაჭალურად“ და მერე ერთად შეექცეოდნენ სადილს საზანდრებითო! წელიწადი-თორმეტი თვე სულ ერთად იყვნენ და, ჩემის თვალით მინახავსო, დასძენს ციხისუბნელი მამრაძე: ორბელიანს „პარადის“ დროსაც კი თან დაჰყავდა ლოპიანა და ეს ვეება ვაჟკაცი ყველას ხიბლავდა თავის სიტყვა-პასუხით, ნაკვთიერობით, ბუდაღი ფერით და ნიკაპზე აყვავებული ცნობილი ხალითო!“ (ი. გრიშაშვილი „საიათნოვა“). აკი, უკვდავყო კიდეც თბლისელი მეჩანგლე პოეტმა-გენერალმა თავის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ლექსში, როცა დაწერა: „ჩემს დარდებსა ვინ ინაღვლის, ვინ არის… ვის რათ უნდა ლოპიანა, ვინ არის, მკვდარია თუ ცოცხალია, ვინ არის…“ (გრ. ორბელიანი, „მუხამბაზი“) იოსებ გრიშაშვილი „საითანოვაში“ იმასაც ამბობს, რომ თბილელებმა იცოდნენ თავის პატივი და „პირის გემო“. მათ უყვარდათ, რომ სუფრაზე ხორაგეული ნაირნაირობდა. აკი, გრიგოლ ორბელიანიც იგონებდა: „მოთალი, თევზი, მწვანილი აგვიჭრელებდნენ წინ სუფრასო…“ თუმცა, იმავე გრიშაშვილის თქმით, თბილელები განსაკუთრებით ეტანებოდნენ ცოცხალ თევზს, რომელშიაც შედიოდა ყველა ჟიჟმატი (წვრილი) თევზი: ფიჩხული, თხუნელა, ლურჯა, მურწა, ჭიჭყინა, ნაფოტა, ღონა და სხვ… თევზის სიმრავლე სათანადოდ აისახებოდა თბილისელთა კულინარიულ მიდრეკილებებზეც. სუფრა წარმოუდგენელი იყო თევზეულის გარეშე, განსაკუთრებულად განთქმული იყო ორთაჭალაში დაჭერილი და „ორთაჭალურად“ მომზადებული თევზი. აკი, ლადო ასათიანიც თბილისის ყველაზე ცნობილი მხატვარის შესახებ წერდა: „უყვარდა მტკვარი, მტკვარზე ტივი, ტივზე ტიკები, გოჭი, მწვანილი და ფრთიანი ორაგულები! („ფიროსმანის მეგობრებთან“) თბილისურ ქეიფსა და დროსტარებაზე ოცნებობენ კახის ბატონის დატყვევებული მოციქული დიაკვნები დავით გურამიშვილის „ქართლის ჭირშიც“: „ერთმან იხუმრა: ვიბანებ თიფლის აბანოს ნურითა, მეორემ – თევზით გავძღები ზურგიელ გელაქნურითა, მესამემ – მივიბრუჟები ღვინითა ატენურითა“. (“დავითიანი“, „კახის ბატონის მოციქულების დაჭერა ქართველის ბატონისაგან“) ცხადია, შეძლებულ თბილისელ მოქალაქეებს ზუთხისა და ხიზილალისგან მომზადებულ კერძებზეც მიუწვდებოდათ ხელი, ხელმოკლეებისთვის კი ნოყიერ საზრდოდ თევზის შიგნეულიც გამოდგებოდა. შემთხვევით არაა, რომ ბარბარე ჯორჯაძის “სრულ სამზარეულოში” თევზეული შთამბეჭდავადაა წარმოდგენილი. 1874 წელს გამოცემული ამ წიგნის მიხედვით, შვინდის ჩურჩით გელაქნურის მოსამზადებლად საჭირო იყო ერთი აბაზი (წყვილი გელაქნურის შესაძენად), შვინდის ჩურჩა – ერთი სტაქანი, ხახვი – ორი თავი და დანაყილი ნიგოზი – ორი სტოლის კოვზი. „გელაქნური თუ დიდი არის, სამად გასჭერით და პატარა – ორად; მერმე კარგად გარეცხეთ და თავის შესაფერს ქვაბში აადუღეთ კილოთ მარილ-წყალი, გემოთ გასინჯეთ, როგორც მლაშე არ ვარგა, ისე უმარილოც არ უნდა იყოს და ის გელაქნური ჩაყარეთ; რომ წამოდუღდეს, ქაფი მოხადეთ, ერთი რიგობა ისე ძალიან უნდა აადუღოთ, რომ რძესავით გადმოვიდეს და რაც ჭუჭყი აქვს თან გადმოიტანოს; მოხარშვა რომ შეატყოთ, ბლუდზე ამოაწყეთ და წვენი ამ რიგად მოუმზადეთ: ერთი სტაქანი შვინდის ჩურჩა გარეცხეთ, ჩაყარეთ ქვაბში, ორი თავი ხახვი წვრილად დაჭრილი, დანაყილი ნიგოზი, დაასხით ერთი ჯამი წყალი და კარგად მოხარშეთ; მერე გელაქნურს მოასხით ეს წვენი ან მარტო დანაყილი ნიგოზი წყალში გახსნილი.“ ტფილისური სამზარეულო თევზეულის სხვა არაერთ კერძს იცნობს, თუმცა მათ შორის ყველაზე ეგზოტიკური ალბათ „ორაგულის შიგანურებია“. მასალად საჭიროა: ორაგულის შიგნეულობა – ერთი, დაფნის ფოთოლი, ქინძი, ძმარი – ერთი სტაქანი, პილპილი – ხუთი მარცვალი, მარილი: „ერთი ორაგულის შიგნეულობა კუჭ-ღვიძლით და ნაწლავებით კარგად გარეცხეთ, ნაწლავები ქინძის თავის წვერით დახიეთ, კიდევ კარგად გარეცხეთ; შიგანურები დასჭერით წვრილად, ჩაყარეთ ქვაბში, დაასხით იმდენი წყალი, რომ დაჰფაროს; შიგ ჩააყარეთ მარილი, პილპილი, დაფნის-ფოთოლი; დუღილში ქაფი მოხადეთ; როცა მოიხარშოს, ქვაბი გადმოდგით, სიმსუქნე მოხადეთ და ცალკე შეინახეთ; სხვა წვენი გადაწურეთ, ერთი სტაქანი ძმარი დაასხით და თან დაუმატეთ მოწვნეული სიმსუქნე, წვრილად დაჭრილი ქინძი. ასე გაკეთებული სამი დღე შეინახება.“ კიდევ უფრო მეტად ეგზოტიკურ კერძებს ამზადებდნენ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ თბილისში ჩამოყვანილი ტყვეები, რომელთა შრომას, როგორც საქართველოს მაშინდელი პირველი კომუნისტი კანდიდ ჩარკვიანი იხსენებს, თბილისის საქალაქო მშენებლობებზე იყენებდნენ: „ტყვეთა დიდი უმრავლესობა გერმანელი იყო, მაგრამ მათში საკმაოდ ერივნენ რუმინელები და უნგრელებიც… ორთაჭალაში სამუშაოზე მყოფმა რუმინელმა ტყვეებმა კრწანისის მიდამოებში კუ სულ გაწყვიტეს. ისინი კუს კვერცხის ერობო-კვერცხსაც ამზადებდნენ და მადიანად შეექცეოდნენ. ვაკეში მომუშავე იაპონელმა ტყვეებმა კი კუს ტბის გზა ისწავლეს, წყლის კუს მოხერხებულად იჭერდნენ და მისგან საყვარელ კერძს იმზადებდნენ. სხვათაშორის, იაპონელები კუს ტბაში მალარიის კოღოს კვერცხების მშთანთქავ პატარა თევზ გამბუზიასაც დახვრეტილი ვედროებით იჭერდნენ.“ სხვათა შორის, კანდიდ ჩარკვიანის გადმოცემით, იყო დრო (1951 წ.), როცა კუს ტბა მტკვრის წყალით ივსებოდა. ფრაგმენტი კ. ჩარკვიანის წიგნიდან “განცდილი და ნააზრევი“: „ვაკის პარკს, ტყეპარკთან ერთად, 120 ჰა ფართობი უნდა დაეკავებინა, თუმცა მცირეკვეთიანი გვირაბით ვარაზის ხევის ჩამონადენი კუს ტბაში ჩავუშვით, აქ იმდენი წყალი არ გროვდებოდა, რომ ასეთი ფართობი მოერწყო. გადავწყვიტეთ წყალი ისევ მტკვრიდან მოგვეყვანა. იყო ვერეს ჩამონადენის გამოყენების წინადადებაც, მაგრამ ის უარვყავით, რადგან ვფიქრობდით, რომ ეს მდინარე პარკის საიმედო წყალმომარაგებას ვერ უზრუნველყოფდა. მაშინდელი ბაქტერიოფაგის ინსტიტუტის ახლოს, მტკვართან, დაიდგა სატუმბავი სადგური, რომელიც მილსადენით წყალს კუსტბამდე აწვდიდა. ტბის დონე ამაღლდა, მისი სარკე რამდენჯერმე გადიდდა. ამით პარკი უფრო დამშვენდა და ტბაც სარწყავი წყლის საკმაოდ ტევად რეზერვუარად იქცა. რაკი მტკვრის წყალი მოხვდა, ნარგაობამ თითქმის უკლებლივ გაიხარა.“ თუმცა, მტკვრით ნასაზრდოები კუს ტბა და მისი ბინადარი კუ და გამბუზიები იქით იყოს. უშუალოდ მტკვრის აუზში გავრცელებული 12 სახეობის თევზიდან, მტკვრისა და მისი შენაკადების ენდემი ყოფილა 9 სახეობა. მათ შორის აღსანიშნავია მტკვრის წვერა (Barbus lacerta), მურწა (Barbus mursa), ჭანარი (Barbus capito) და სხვ. გარდა ამისა, იხტიოლოგების თქმით, მტკვრის აუზში ასევე გვხვდება: მტკვრის ციმორი და ტობი, ნაფოტა, შამაია, ქაშაყი, ხრამული, მტკვრის გოჭალა, ღორჯო, კობრი, კაპარჭინა და სხვა („მდინარე მტკვრის ჰიდრობიოლოგიური რეჟიმი და იხტიოფაუნა“. ავტ. ცისკარიშვილი, სუპატაშვილი, მგელაძე, 1980.) ცხადია, იხტიოფაუნის ასეთი მრავალფეროვნება მანამდე იყო, ვიდრე ბრაკონიერობისა და კაშხლების აშენების გამო თევზაობის ალო წავიდოდა. საქმე ის არის, რომ მტკვარსა და სხვა მდინარეებზე ჰიდროტექნიკური ნაგებობები სპეციალური თევზსასვლელების გარეშე აშენდა. ამ პრობლემის შესახებ ჯერ კიდევ ნახევარი საუკუნის წინ წერდა გაზეთი „თბილისი“ სტატიაში „თევზს გზა უნდა“: „…აი, რას ამბობს საქართველოს თევზდაცვის სამმართველოს უფროსი მიხეილ თოდრაძე: „განცვიფრებული დარჩებით იმ გულმავიწყობით, რომელსაც ვიჩენდით ჩვენს რესპუბლიკაში მდინარეებზე ჰიდროტექნიკური ნაგებობების, განსაკუთრებით კაშხლების მშენებლობისას. ჩვენი მდინარეები „თეთრი ნახშირის“ უამრავი ენერგიის გარდა, მეტად მნიშვნელოვან და საჭირო სხვა დოვლათსაც გვინახავენ თევზის მდიდარ მარაგის სახით. მურწა, ჭანარი, ხრამული, თევზების დედოფალი – კალმახი, შამაია, სვია, რიპუსი, კობრი, ზუთხი, ლოქო და სხვა, მაგრამ ბოლო წლებში საქართველოს მდინარეებსა და წყალსაცავებში თევზის მარაგს აშკარად დაეტყო კლების ტენდენცია. მაგალითად: 1946-1950 წწ.-ში ჩვენი მეთევზეობის მეურნეობები რესპუბლიკის მდინარეებში საშუალოდ ყოველწლიურად იჭერდნენ 1 800 ცენტნერ თევზს, 1958 წელს მხოლოდ 873 ცენტნერი ამოიყვანეს წყლიდან, ხოლო შარშან თითქმის იმდენივე. საქართველოს მდინარეებში გაიშვიათდნენ ისეთი ძვირფასი თევზები, როგორიც არის ორაგული და ლოქო. რა მოხდა, რამ გამოიწვია ჩვენი მდინარეების ტალღებქვეშ ბუნების მიერ შემონახული ამ სახალხო საუნჯის დაკნინება? …კასპიის ლოქოს სახელი აქვს განთქმული. ისიც ქვირითის დასაყრელად მტკვარს გამოჰყვება ხოლმე სათავისკენ. ეძებს მყუდრო, სუფთა, დაწმენდილ ადგილს. ერთმა იხტიოლოგმა გვირჩია, ორთაჭალჰესის კაშხალთან თევზების ბრძოლის სეირისთვის გვეცქირა. მართლაც განსაცვიფრებელ სურათს წააწყდება ხოლმე ადამიანი აქ ხანდახან, როცა მდინარეში წყალი დაწმენდილია და თევზები ქვემო მხრიდან ზედა მიმართულებით დაიძვრებიან. უამრავი თევზი გროვდება კაშხლის ქვედა ბიეფში. ბადის ნაცვლად თოკმობმული კალათაც რომ ჩაუშვათ წყალში, თევზით სავსეს ამოიღებთ. თევზის დაუსრულებელი ჯოგი სათავის მიმართულებით მიილტვის, კაშხალი ვერ გადაულახავს და უმწეოდ ფართხალებს, ხტება, უნდა ჩანჩქერზე ახტეს, მაგრამ საამისო ძალა ყველას არ შესწევს. მართლაც კარგი სანახაობაა, მაგრამ მარტო ორთაჭალის კაშხალთან როდი იმართება ხოლმე თევზის ასეთი ალიაქოთი. არცერთ მდინარეზე, არცერთ კაშხალთან, ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა არცერთ კომპლექსში არ არის გაკეთებული თევზსასვლელი გზა. …ასე იყო დღემდე, მაგრამ აღარ იქნება ამიერიდან. შეუდარებელ ჩვენებურ კალმახს, მურწას, ჭანარს, ხრამულს მალე გაუხსნიან გზას. პირველი ასეთი თევზსასვლელის გაკეთება განზრახულია წლეულს ორთაჭალჰესის კაშხალზე“. („თევზს გზა უნდა“, „თბილისი“, 1960 წ. 12 თებერვალი) ბოლო დროს სანაპიროზე კვლავ მომრავლდნენ თბილისელები, რომლებიც თევზის ჭერით ირჩენენ (თუ იქცევენ) თავს და თბილისსაც, ძველი მებადურების მსგავსად, მტკვრის ნაპირიდან აჰყურებენ. კვლავ არჩილ სულაკაურს დავესესხოთ: „მეთევზეს ქალაქი მხოლოდ მტკვრის ნაპირიდან ჰქონდა დანახული და განცდილი, დაბლიდან შესცქეროდა ხეებს, სახლებს, ხიდებს, მტკვრის ნაპირიდან ყველაფერი მაღალი იყო, დიდი…“ © “ცხელი შოკოლადი” წყარო: http://arilimag.ge/%E1%83%93%E1%83%90%E1%83%97%E1%83%9D-%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90-%E1%83%AC%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%90-%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%AC/ ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted January 15, 2014 Author Report Share Posted January 15, 2014 (edited) საქართველოს მთავრობის დადგენილება №423 2013 წლის 31 დეკემბერი ქ. თბილისი მუხლი 5. ჭერააკრძალული თევზის სახეობები 1. აკრძალულია ჭერა (მათ შორის თანჭერილშიც და სპორტულ-სამოყვარულოშიც), რეალიზაცია და შენახვა თევზის შემდეგი სახეობების: ა) ზუთხისებრთა – მთელი წლის განმავლობაში; ბ) ზღვის ძუძუმწოვრების – მთელი წლის განმავლობაში; გ) შავი ზღვის ორაგულის – მთელი წლის განმავლობაში; დ) კალმახის (მდინარის და ტბის) – მთელი წლის განმავლობაში; ე) ქამბალა-კალკანის – 1 მაისიდან 1 ივლისამდე; ვ) მდინარის კიბოების – მთელი წლის განმავლობაში. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული სახეობები (ქამბალა-კალკანის შემთხვევაში მითითებულ ვადებში) თევზსაჭერ იარაღებში მოხვედრისას დაუყოვნებლივ ექვემდებარებიან საბინადრო გარემოში გაშვებას. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აკრძალვა არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თევზის სახეობის ჭერა ხორციელდება დადგენილი კვოტის ფარგლებში თევზჭერის ლიცენზიის საფუძველზე, რომელიც ლიცენზიის მფლობელს უდგენს ამ სახეობის ტყვეობაში გამრავლებისა და ტყვეობაში გამრავლებული თევზის სახეობის ნამატის ლიცენზიით დადგენილი ოდენობით ბუნებრივ გარემოში დაბრუნების ვალდებულებას. სრულად იხილეთ აქ: https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=2187155&lang=ge P.S. აქედან გამოდის რომ ყველანაირი ჯიშის კალმახის(ნებისმიერის რასაც კალმახი ქვია) ჭერა აკრძალულია ახალი 2014 წლიდან! Edited January 15, 2014 by DMORAL ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted January 15, 2014 Author Report Share Posted January 15, 2014 (edited) სრულადაც დავდებ: საქართველოს მთავრობის დადგენილება №423 2013 წლის 31 დეკემბერი ქ. თბილისი თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 103-ე მუხლის პირველი ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 და 25-ე მუხლების საფუძველზე, მუხლი 1 დამტკიცდეს თანდართული ,,თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტი“. მუხლი 2 ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს: ა) ,,ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 10 მაისის №30 ბრძანება; ბ)„ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 6 აპრილის №7 ბრძანება. მუხლი 3 დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თევზჭერის და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტი მუხლი 1. ტექნიკური რეგლამენტის რეგულირების საგანი წინამდებარე ტექნიკური რეგლამენტი არეგულირებს თევზების, როგორც ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესებს, ვადებსა და განსაზღვრავს მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალს. მუხლი 2. ძირითადი ცნებების განმარტებანი 1. თევზი – წყლის ხერხემლიანი ცხოველები, რომელთაც არა აქვთ სხეულის მუდმივი ტემპერატურა, აგრეთვე კიბოსნაირები და მოლუსკები. 2. სამრეწველო თევზჭერა – წარმოადგენს სარეწაო მიზნით შავ ზღვაში ნაპირიდან არა უმცირეს სამასი მეტრის დაშორებით თევზის მოპოვებას. 3. სამოყვარულო და სპორტული თევზჭერა – არალიცენზირებადი თევზჭერა ყველა სისტემის და დასახელების ხელის ანკესით, სპინინგით, სასროლი ბადით, ხოლიხი ბადით, ჩოგანბადით და ეკრანით, ასევე წყალქვეშა ნადირობა და ჰიდრობიონტების შეგროვება,აკვალანგებისა და სასუნთქი მოწყობილობების გარეშე. 4. სანაპირო თევზჭერა - წარმოადგენს სარეწაო თევზის მოპოვებას შავ ზღვაში ნაპირიდან არა უმეტეს სამასი მეტრის დაშორებით. სანაპირო თევზჭერა ნებადართულია მხოლოდ 8 მეტრამდე სიგრძის წყლის მცურავი სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით ან უამისოდ. 5. შიდა წყალსატევებში თევზჭერა - წარმოადგენს სარეწაო თევზის მოპოვებას საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ და გამავალ მდინარეებში, ტბებში, წყალსაცავებში, სხვა ბუნებრივ და ხელოვნურ ზედაპირულ წყალსატევებში. 6. თანჭერილი – თევზჭერის ლიცენზიით გათვალისწინებულ თევზის სახეობებთან ერთად თევზსაჭერ იარაღებში მოხვედრილი არასარეწი ზომის და სხვა სახეობის თევზები (სხვა ჰიდრობიონტები). 7. ქისა ბადე – ბადისერბური წყალგამწურავი იარაღი, რომელის მეშვეობით ჭერა ემყარება გარკვეული წყლის მოცულობიდან ჰიდრობიონტების მოპოვებას წყალგაწურვის პრინციპით. წარმოადგენს აქტიურ თევზსაჭერ იარაღებს. კონსტრუქციული თავისებურება – ბადის შეკრება-შეგროვება წარმოებს თევზსარეწ სატრანსპორტო საშუალებაზე ქვემო კიდიდან ,,ქისისებური ფორმით.” 8. მოსასმელი ბადე – ბადისებური წყალგამწურავი სარეწი იარაღი, რომლის მეშვეობით ჭერა ემყარება გარკვეული წყლის მოცულობებიდან ჰიდრობიონტების მოპოვებას წყალგაწურვის პრინციპით. წარმოადგენს აქტიურ თევზსაჭერ იარაღს. კონსტრუქციული თავისებურება – ბადის შეკრება-შეგროვება წარმოებს ზემო და ქვემო კიდეებიდან თანაბრად. 9. თევზსარეწი ტრალები – გუდისებური ფორმის აქტიური თევზსარეწი იარაღები, რომელთა ჭერის პრინციპი ემყარება წყლის სატრანსპორტო საშუალებების მეშვეობით გაქაჩვით (ბუქსირებით) გარკვეული მოცულობის წყალგაწურვას. თევზჭერის პრინციპითა და კონსტრუქციული თავისებურებების მიხედვით ტრალები შეიძლება იყოს: ა) პელაგიური – რომელიც შეესაბამება შემდეგ მონაცემებს: ა.ა) ტრალის ტომარა უნდა შედგებოდეს 4 ან მეტი პლასტისგან; ა.ბ) ტრალს არ უნდა გააჩნდეს სკვერი, გრუნტროპი, ტრალის ტომრის ქვედა პლასტი და შემკრები არ უნდა იყოს აღჭურვილი საფარველით (ფართუკით); ა.გ) ტრალის ქვედა კიდე შესაძლებელია იყოს აღჭურვილი დამატებითი კიდით ან საძირავებით (მაგალითად, ლითონის ჯაჭვით), თუმცა ასეთ შემთხვევაში დამატებითი კიდე უნდა იყოს წარმოდგენილი ლითონის (დიამეტრით არა უმეტეს 22 მმ-ისა) ან კომბინირებული (დიამეტრით არა უმეტეს 65 მმ-ისა) ბაგირით, რომელიც მჭიდროდ უნდა იყოს მიბმული ტრალის ქვედა კიდესთან და მისი სიგრძე არ უნდა აღემატებოდეს ქვედა კიდის აღჭურვილი (ტრალის ქსოვილით დატვირთული) ნაწილის სიგრძეს; საძირავების საერთო წონა არ უნდა აღემატებოდეს 60 კგ-ს; ა.დ) ტრალის ტომარის წინა ნაწილის (შემკრების გამოკლებით) ნახევარზე მეტი (ტოპენანტზე სიგრძით) უნდა იყოს წარმოდგენილი თოკისა და ბაგირის ელემენტებით შედგენილი ქსოვილით, სადაც თვლის ზომა 79 სმ-ზე მეტია; ბ) ფსკერული – რომელიც არაა პელაგიური. 10. პლასტი – ტრალის ტომრის (შემკრების გამოკლებით) ნაწილი. პლასტების სიგანე თანაბარია ან განსხვავდება ერთმანეთისგან მაქსიმუმ 20%-ით. პლასტები ერთმანეთთან დაკავშირებულია ერთგვარი ნაკერებით. 11. ტოპენანტი – პლასტების შეერთების (ნაკერების) ადგილზე გამავალი გვარლი ან ბაგირი. 12. სკვერი – ტრალის ტომრის ზედა პლასტის (პლასტების) წინაფრა, რის გამოც ზედა პლასტი (პლასტები) ფრთების გამოკლებით უფრო გრძელია, ვიდრე ქვედა. 13. საფარველი (ფართუკი) – ტრალი შემკრების ქვედა ნაწილის მე-3 ან უფრო მეტი ფენა. 14. გრუნტროპი – ტრალის ქვედა კიდეზე სპეციალური სამაგრებით (ჯაჭვებით, გვარლით და სხვა) 0.2 მეტრზე მეტი დაშორებით ჩამოკიდებული ლითონის გვარლი, რომელზეც შესაძლოა დახვეული იყოს ლითონის მავთული ან ბაგირი, გრუნტროპი ასევე შესაძლებელია აღჭურვილი იყოს ლითონის ან რეზინის კოჭებით, ბურთულებით და სხვა საგნებით. 15. კონუსური ბადეები – აქტიური ბადისებური ან სხვა მასალისაგან დამზადებული თევზსარეწი იარაღები, რომელთაც აქვთ კონუსისებური ფორმა და გამოიყენება თევზსაჭერად სარეწაო გემიდან ვერტიკალური წყალგაწურვის პრინციპით. 16. სახლართი ტიპის ბადეები – ბადისებური თევზსარეწი იარაღები, რომელთა მეკშვეობით ჭერა ემყარება, თევზის ან სხვა წყლის ჰიდრობიონიტების აგებულებისა და ბიოლოგიური სპეციფიკიდან გამომდინარე, გახლართვის და შებოჭვის პრინციპებს. 17. თევზმახეები – ბადისებური ან სხვა მასალისაგან კონსტრუირებული სტაციონარული თევზსაჭერი იარაღები, რომელთა ჭერის პრინციპი ემყარება, იარაღის კონსტრუქციული თავისებურებიდან გამომდინარე, თევზების მასში მოხვედრასა და დაგროვებას; აღჭურვილია „ძაბრისებური”, „კონუსისებური” ან სხვა ტიპის შესასვლელებითა და თევზის სამიგრაციო გზების გადამკეტი და მიმმართველი ბადისებური კედლებით. 18. ჩასადგმელი იარუსები – სტაციონარული ტიპის სხვადასხვა ზომის ნემსკავებით აღჭურვილი თევზსარეწი იარაღები. 19. პარაშუტისებრი (გუმბათის ტიპის) ბადეები – აქტიური მოქმედების თევსაჭერი იარაღები, რომლებითაც თევზჭერა ემყარება წყლის სივრცეში ვერტიკალური დაფარვის წყალგაწურვის პრინციპებს. 20. ფაცერი (ე.წ. ობობა ბადე) – სტაციონარული თევზსარეწი იარაღები, რომელთა ჭერის პრინციპი ემყარება გარკვეული მოცულობის ვერტიკალურ წყალგაწურვას ზემო მიმართულებით (სპეციალური ბადის ამწევი მექანიზმით). 21. ნემსკავები – რკინის ან სხვა მასალისაგან დამზადებული, მომრგვალებული ფორმის წამახვილებული დაბოლოებებით, თევზსაჭერი იარაღის კონსტრუქციული ელემენტი. 22. ანკესი – სხვადასხვა სახის პოლიმერული ან ბოჭკოვანი მასალისაგან დამზადებულ გრძივ ძაფზე, დამონტაჟებული ნემსკავებით აღჭურვილი თევზსაჭერი მოწყობილობა (სამანიპულაციო ჯოხით ან მის გარეშე). 23. სპინინგი – გასაშლელი და დასახვევი მოწყობილობით აღჭურვილი ანკესი. 24. ხოლიხი – მცირე ზომის თევზმახე, რომლის ჭერის პრინციპი ემყარება „ჩიხის პრინციპს. 25. ეკრანი – 5 მეტრამდე სიგრძის ერთკედლიანი სახლართი ტიპის ბადე, რომლის მეშვეობით ჭერა ემყარება, თევზის ან სხვა ჰიდრობიონტების აგებულებისა და ბიოლოგიური სპეციფიკიდან გამომდინარე, გახლართვის და შებოჭვის პრინციპებს. 26. სასროლი ბადე - სასროლი ბაგირით აღჭურვილი ხელით საჭერი ბადე; 27. ჩოგანბადე - სათანადო ჩარჩოთი აღჭურვილი ხელით საჭერი ბადე; 28. სამინისტრო – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო. 29. დეპარტამენტი – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი. მუხლი 3. თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის მოქმედების სფერო 1. ამ ტექნიკური რეგლამენტის მოქმედება ვრცელდება საქართველოს შავი ზღვის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში, კონტინენტურ შელფზე და საერთო სარგებლობის ყველა წყალსატევზე (ტერიტორიული წყლები, მდინარეები, ტბები, ბუნებრივი ტბორები და წყალსაცავები), რომლებიც გამოიყენება ან შეიძლება გამოყენებულ იქნენ თევზისა და სხვა ჰიდრობიონტების რეწვისათვის, ან/და აქვთ მნიშვნელობა სარეწაო თევზის მარაგის აღდგენისათვის. 2. იმ წყალსატევებზე და წყალსატევების უბნებზე, რომლებიც სპეციალური წყალთსარგებლობის ობიექტია, თევზჭერა წარმოებს ამ ობიექტის მფლობელის ნებართვით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 4. თევზჭერის აკრძალვის ვადები, ადგილები 1. თევზჭერის ვადები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. 2. აკრძალულია თევზჭერა: ა) ელექტროსადგურების, სათევზმეურნეო, სამელიორაციო, მაგისტრალური სისტემის მიმყვან და გასავალ არხებში; ბ) კაშხლებთან და რაბებთან არა უხლოეს 500 მეტრისა და ხიდებთან არა უახლოეს 50 მეტრისა; გ) კაშხლებთან არსებულ თევზგამტარ (თევზსავალ) არხებში; 3. აკრძალულია თევზჭერა, გარდა სამოყვარულო და სპორტული თევზჭერისა: ა) მთელი წლის განმავლობაში საქართველოს საორაგულე და საზუთხე მდინარეებში, კერძოდ: ფსოუ, ხაშუფსა, ბზიფი, მჭიშთა (შავწყალა), ხიფსთა (თეთრწყალა), ააფსთა (ბაკლანოვკა), გუმისთა, კელასური, კოდორი, მოქვი, ღალიძგა, ოქუმი, ერისწყალი, ენგური (ენგურის ჰიდროელექტრო სადგურამდე), ხობი, რიონი(რიონის ჰიდროელექტრო სადგურამდე), სუფსა, ნატანები, კინტრიში, ჩაქვისწყალი, ჭოროხი, აჭარისწყალი და მათ შენაკადებსა და განშტოებებში; ბ) მთელი წლის განმავლობაში საქართველოს საორაგულე და საზუთხე მდინარეთა შესართავებში და ზღვის შესართავისპირა სივრცეში – შესართავის ირგვლივ 300 მეტრის მანძილზე; გ) მტკვარი ყველა შენაკადით – თურქეთის საზღვრიდან აზერბაიჯანის საზღვრამდე 1 მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით; დ) ალაზანი თავისი შენაკადებით და იორი – 1 მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით; ე) ზღვის ხუთმილიან სანაპირო ზონაში ქალაქ ფოთიდან ქალაქ ოჩამჩირემდე 60-მეტრიანი იზობათის ფარგლებში, ხოლო ფოთი ანაკლიის უბანზე – 120-მეტრიანი იზობათის ფარგლებში; ვ) რიწის ტბაში; ზ) შავი ზღვის საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, კონტინენტალურ შელფსა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში 1 მაისდან 1 ივლისამდე. ამ პერიოდში შესაძლებელია მხოლოდ მოლუსკების აკვალანგებით ან სხვა ავტონომიური სასუნთქი მოწყობილობებით შეგროვება და მომსასმელი ბადით კეფალ-პილენგასის ჭერა; თ) ფარავანი – 15 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით; ველური კობრი – 15 მაისიდან 1 აგვისტომდე; ი) სანტას ტბაზე–15 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით; კ) ტაბაწყურის ტბაზე – 15 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით; ლ) ხრამის (წალკის) წყალსაცავში – სქელშუბლაზე, კობრზე, პელიადზე, ევროპულ რიაპუშკაზე და ლადოგურ სიგზე - 15 ნოემბრიდან 31 დეკემბრამდე, ხოლო მტკვრის წვერაზე, მურწაზე, ხრამულზე, კავკასიურ ქაშაპზე, მტკვრის ნაფოტაზე და ჭანარზე - 15 აპრილიდან 15 აგვისტომდე. 15 აპრილიდან 15 აგვისტომდე კარჩხანას, სქელშუბლას, კობრის, პელიადის, ევროპული რიაპუშკის და ლადოგური სიგის მოპოვება განხორციელდეს მხოლოდ მოსასმელი ბადეებისა და თევზმახეების გამოყენებით, ხოლო აღნიშნულ ბადე იარაღებში თევზის სხვა სახეობის მოხვედრის შემთხვევაში სავალდებულოა მათი ცოცხალ მდგომარეობაში გარემოში დაბრუნება. მ) თბილისის წყალსაცავი – 15 აპრილიდან 31 აგვისტოს ჩათვლით; ნ) საქართველოს მთავრობის სპეციალურ განკარგულებამდე, ახლად ან ხელახლად შექმნილ წყალსატევებზე; ო) შიდა წყალსატევების გამოსაზამთრებელ ღრმულებში. პ) პალიასტომის ტბაში: პ.ა) კეფალი (ლობანი) – 1 მაისიდან 1 ივლისამდე; პ.ბ) კეფალი-პილენგასი – 1 მაისიდან 1 ივლისამდე; პ.გ) ოქროსფერი კეფალი – 1 მაისიდან 1 ივლისამდე; პ.დ) ქარიყლაპია – 1 აპრილიდან 1 სექტემბრამდე; პ.ე) შავი ზღვის ქაშაყი – 1 დეკემბრიდან 1 იანვრამდე და 1 აპრილიდან 1 სექტემბრამდე; პ.ვ) შემაია – 1 აპრილიდან 1 სექტემბრამდე; პ.ზ) მცირე ვიმბა – 1 აპრილიდან 1 სექტემბრამდე; პ.თ) კარჩხანა – 1 მაისიდან 1 სექტემბრამდე; პ.ი) კობრი – 1 აპრილიდან 1 სექტემბრამდე; პ.კ) ლოქო – 1 აპრილიდან 1 სექტემბრამდე და 1 დეკემბრიდან 1 იანვრამდე; პ.ლ) ღორჯო (მდევარი) – 1 აპრილიდან 1 სექტემბრამდე; პ.მ) მრგვალი ღორჯო – 1 აპრილიდან 1 სექტემბრამდე; პ.ნ) შავი ღორჯო – 1 აპრილიდან 1 სექტემბრამდე; ჟ) შაორის წყალსაცავში - 15 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით. რ) ყველა დანარჩენ შიდა წყალსატევებში (ზოგიერთი მაღალმთიანი ზონის წყალსატევის გარდა, რომლებზედაც სამინისტროს წარდგინებით, საქართველოს მთავრობის მიერ, მიიღება ცალკე გადაწყვეტილება) – 1 მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“ და „რ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც ზუთხისებრთა ჭერა ხორციელდება დადგენილი კვოტის ფარგლებში თევზჭერის ლიცენზიის საფუძველზე, რომელიც ლიცენზიის მფლობელს უდგენს ამ სახეობის ტყვეობაში გამრავლებისა და ტყვეობაში გამრავლებული თევზის სახეობის ნამატის ლიცენზიით დადგენილი ოდენობით ბუნებრივ გარემოში დაბრუნების ვალდებულებას. 5. ყველა სხვა შემთხვევაში კონკრეტული აკრძალვის ვადებს, სამინისტროს წარდგინებით, ადგენს საქართველოს მთავრობა. 6. თევზჭერის აკრძალვის ვადა ჰიდრომეტეოროლოგიურ პირობებთან და სხვა ფაქტორებთან დაკავშირებით, შეიძლება გადატანილ იქნეს არა უმეტეს 15-დღიანი განსხვავებით, სამინისტროს წარდგინების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის განკარგულებით. მუხლი 5. ჭერააკრძალული თევზის სახეობები 1. აკრძალულია ჭერა (მათ შორის თანჭერილშიც და სპორტულ-სამოყვარულოშიც), რეალიზაცია და შენახვა თევზის შემდეგი სახეობების: ა) ზუთხისებრთა – მთელი წლის განმავლობაში; ბ) ზღვის ძუძუმწოვრების – მთელი წლის განმავლობაში; გ) შავი ზღვის ორაგულის – მთელი წლის განმავლობაში; დ) კალმახის (მდინარის და ტბის) – მთელი წლის განმავლობაში; ე) ქამბალა-კალკანის – 1 მაისიდან 1 ივლისამდე; ვ) მდინარის კიბოების – მთელი წლის განმავლობაში. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული სახეობები (ქამბალა-კალკანის შემთხვევაში მითითებულ ვადებში) თევზსაჭერ იარაღებში მოხვედრისას დაუყოვნებლივ ექვემდებარებიან საბინადრო გარემოში გაშვებას. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აკრძალვა არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თევზის სახეობის ჭერა ხორციელდება დადგენილი კვოტის ფარგლებში თევზჭერის ლიცენზიის საფუძველზე, რომელიც ლიცენზიის მფლობელს უდგენს ამ სახეობის ტყვეობაში გამრავლებისა და ტყვეობაში გამრავლებული თევზის სახეობის ნამატის ლიცენზიით დადგენილი ოდენობით ბუნებრივ გარემოში დაბრუნების ვალდებულებას. მუხლი 6. თევზჭერისათვის აკრძალული საშუალებები და ხერხები აკრძალულია თევზჭერა: ა) ნებისმიერი სახის ფეთქებადი და მომწამლავი ნივთიერებებით; ბ) ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით და თვითნაკეთი ელექტრონული ხელსაწყოებით; გ) ცეცხლსასროლი იარაღებით; დ) დევნისა და ფრთხობის ხერხებით; ე) შიდა წყალსატევებში სახლართი ბადეების გამოყენებით მოსასმელი და მოსაყრელი ბადის პრინციპით; ვ) წყალსატევების ხერგვითა და შრეტით: ზ) მცურავი ბადეებით ქვედა სართავის გარეშე ფსკერის მცოცავი ბირთვით. მუხლი 7. თევზჭერასთან და თევზის მარაგის დაცვასთან დაკავშირებული სხვა აკრძალვები 1. აკრძალულია: ა) ჩასადგმელი ბადეების დაგება ზღვის სანაპირო ზოლში ნაპირიდან 100 მეტრზე ნაკლებ მანძილზე მოშორებით 1 ივლისიდან – 15 ოქტომბრამდე; ბ) სარეწი იარაღით მდინარის ან მისი ტოტის 2/3-ზე მეტის დაკავება, აგრეთვე ბადის ჩამკეტი მოსმა მდინარის მოპირდაპირე ნაპირებიდან; გ) ყოველგვარი სარეწი იარაღის სამუშაო მდგომარეობაში ქონა თევჭერისათვის აკრძალულ ვადებში და ადგილებში მცურავ საშუალებებზე; დ) ჩასადგმელი სარეწი ბადეების ჭადრაკულ რიგზე დაყენება; ე) ტრალის პელაგიური ვარიანტის ჭერილში ტიპური ფსკერული თევზების და სხვა ჰიდრობიონტების, კერძოდ: სკაროსების, ზუთხისნაირების, ქამბალასნაირების, ღორჯოსებრთა, ნემსთევზასებრთა, ზღვის მამლისებრთა, თაგვთევზასებრთა, ზღვის ფინიასებრთა, გველთევზასებრთა, სკორპენას (ზღვის ჩიქვი), ზღვის ურჩხულის, ზღვის ძროხის (ვარსკვლავთმრიცხველის), ხონთქარას (ბარაბულის), ოფიდიონის, ცხენთევზას, ზღვის ღლაბუტას, კიბოსნაირებისა და მოლუსკების საერთო წილი აღემატებოდეს 5%-ს (დათვლით). ვ) ქისა ბადეების გამოყენება, რომელთა სიმაღლე (სიღრმე) აღემატება 300 მეტრს; ზ) თევზის რეწვა პალიასტომის ტბაზე მოსასმელი ბადის გამოყენებით, რომლის სიგრძე 200 მეტრზე მეტია, სიმაღლე 1,5 მ-ზე მეტი, თვალის ზომა არანაკლებ 22 მმ; თ) მოსაყრელი ბადით კეფალის (ლობანი, პილენგასი, ოქროსფერი კეფალი) რეწვა პალიასტომის ტბაზე 350 მეტრზე მეტია და თვალის ზომა არანაკლებ 22 მმ; 2. შიდა წყალსატევებში ერთ სტაციონარში (ჩადგმაში) ბადის სიგრძე არ უნდა აღემატებოდეს 200 მეტრს, ხოლო სტაციონარებს შორის მანძილი არ უნდა იყოს 500 მეტრზე ნაკლები. 3. ერთ სტაციონარში (ჩადგმაში) იარუსის სიგრძე არ უნდა აღემატებოდეს 200 მეტრს, იარუსში ნემსკავების რაოდენობა 100-ს, ხოლო სტაციონარებს შორის მანძილი არ უნდა იყოს 1000 მეტრზე ნაკლები. 4. აკრძალულია სარეწი გემებიდან ჭარბად მოპოვებული ან წუნდებული თევზის ზღვაში ჩაყრა. 5. აკრძალულია თევზჭერა ყოველგვარი კონსტრუქციის დრაგის, მათ შორის, ხიჟნიაკის კონსტრუქციის და ტრალის ფსკერული ვარიანტის გამოყენებით შემდეგი გრადუსული კოორდინატებით განსაზღვრული ზონების ფარგლებს გარეთ: ა) I ზონა № E N 1 410 39’4.036’’ 420 9’34.786’’ 2 410 23’7.019’’ 420 9’54.904’’ 3 410 46’16.685’’ 410 53’20. 824’’ 4 410 30’16.091’’ 410 54’6.796’’ ბ) II ზონა № E N 1 410 44’ 20.891’’ 410 45’3.29’’ 2 410 29’ 43.802’’ 410 50’1.536’’ 3 410 43’ 6.351’’ 410 42’23.3’’ 4 41029’8.565’’ 410 48’15.839’’ გ) III ზონა № E N 1 410 38’16.216’’ 410 39’29.02’’ 2 410 25’46.507’’ 410 46’52.828’’ 3 410 34’39.683’’ 410 36’33.357’’ 4 410 21’19.017’’ 410 43’10.31’’ მუხლი 8. ბადის თვლის ზომები თევზსაჭერ იარაღებში 1. ბადის თვლის ზომად მიიჩნევა ბადის თვლის ერთი გვერდის სიგრძე ანუ მანძილი მილიმეტრებში კვანძის შუა წერტილიდან – მეზობელი კვანძის შუა წერტილამდე. ბადის თვლის ზომას განსაზღვრავს მისი გაჭიმვის სიგრძე და 11 კვანძს შორის დადგენილი მანძილის 10-ზე გაყოფით, როცა თვლის ზომა 30 მმ-ზე ნაკლებია; 6 კვანძს შორის მანძილის 5-ზე გაყოფით, როცა თვლის ზომა 30 მმ-ზე მეტია. 2. თვლის ზომები თევზსაჭერ იარაღებში განისაზღვრება ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართი 1-ის შესაბამისად. მუხლი 9. ჭერისათვის დაშვებული თევზის მინიმალური სიგრძე 1. ჭერისათვის დაშვებული თევზის მინიმალურ სიგრძედ მიიჩნევა უკუდისფარფლოდ, ანუ მანძილი მილიმეტრებში დინგის წვეროდან (დახურული პირის დროს) კუდის ფარფლამდე, ხოლო ქაფშიისათვის მინიმალურ სიგრძედ მიიჩნევა მანძილი მილიმეტრებში დინგის წვეროდან (დახურული პირის დროს) კუდის ფარფლის ჩათვლით. დამუშავებული, დამარილებული, გამხმარი, შებოლილი და გამოყვანილი თევზის გაზომვისას სიგრძე 4 %-ით იზრდება. 2. ჭერისათვის დაშვებული თევზის მინიმალური სიგრძე განისაზღვრება ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართი 2-ის შესაბამისად. მუხლი 10. ჭერისათვის დასაშვები მინიმალური სიგრძის თევზების მაქსიმალური დასაშვები თანჭერილი 1. თევზჭერისათვის დასაშვები მინიმალური სიგრძის თევზების მაქსიმალური დასაშვები თანჭერილის გათვალისწინება წარმოებს როგორც სამრეწველო, ასევე სანაპირო და შიდა წყალსატევებში თევზჭერისას. 2. თევზმომპოვებელი ვალდებულია იმგვარად აწარმოოს თევზჭერა, რომ ჭერისათვის დაშვებული მინიმალური სიგრძის თევზების მაქსიმალურად დასაშვები თანჭერილი არ აღემატებოდეს 20%-ს (დათვლით). ხოლო ქაფშიის მოპოვების შემთხვევაში მინიმალური სიგრძის თევზების მაქსიმალურად დასაშვები თანჭერილი არ უნდა აღემტებოდეს 40%-ს (დათვლით). ჭერისათვის დაშვებული მინიმალური სიგრძის თევზების მაქსიმალურად დასაშვები თანჭერილის გადამეტება ითვლება თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების დარღვევად. მუხლი 11. მაქსიმალურად დასაშვები სხვა სახეობის თევზების თანჭერილი 1. მაქსიმალურად დასაშვები სხვა სახეობის თევზების თანჭერილის გათვალისწინება წარმოებს მხოლოდ სარეწაო თევზჭერისას. 2. მაქსიმალურად დასაშვები სხვა სახეობის თევზების თანჭერილი შეადგენს ქისა ბადისათვის და კონუსური ბადისათვის – 2%, ტრალის პელაგიური ვარიანტისათვის – 6%. მაქსიმალურად დასაშვები სხვა სახეობის თევზების თანჭერილის (შესაბასისად 2% ან 6%) გადამეტება ჩაითვლება თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების დარღვევად. მუხლი 12. წყალსატევში თევზსაჭერი იარაღის ჩაგების წესი 1. აუცილებელია წყალსატევში ყოველი სტაციონარული თევზსაჭერი იარაღის ჩადება ტივტივანიშნულებით, რომლებიც როგორც მინიმუმ უნდა აფიქსირებდნენ ბადე-იარაღის განაპირა წერტილებს. ყოველი ასეთი ტივტივანიშნული უნდა შედგებოდეს ტივტივასა და მასზე დამაგრებული მცირე ზომის ალმისაგან, რომელზედაც გარკვევით უნდა იყოს წარწერილი ლიცენზიის /ნებართვის სერია და ნომერი. 2. წყალსატევში თევზსაჭერი იარაღის ჩაგების წესის დარღვევა ითვლება თევზჭერის მარაგის დაცვის წესების დარღვევად. მუხლი 13. სამოყვარულო და სპორტული თევზჭერა 1. სამოყვარულო და სპორტული თევზჭერა წარმოებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. სამოყვარულო და სპორტულ თევზჭერად მიიჩნევა თევზჭერა მხოლოდ ყველა სისტემის და დასახელების ხელის ანკესით, სპინინგით, სასროლი ბადით, ეკრანით, ჩოგანბადითა და ხოლიხი ბადით, ასევე წყალქვეშა ნადირობა და ჰიდრობიონტების შეგროვება, აკვალანგებისა და სასუნთქი მოწყობილობების გარეშე. 3. აკრძალულია: ა) ყველა სისტემის და დასახელების ხელის ანკესის, სპინინგის გამოყენება, რომელზეც ნემსკავების რაოდენობა ერთ მოყვარულზე ზღვაში თვითსატყუარათი 12-ზე მეტია და სატყუარათი 6-ზე მეტი, ხოლო ერთ მოყვარულზე შიდა წყლებში თვითსატყუარათი 6-ზე მეტი და სატყუარათი 3-ზე მეტი (ორეული და სამეული ნემსკავების შემთხვევაში შესაბამისად ორად და სამად ჩაითვლება); ბ) საქართველოს საზუთხე და საორაგულე მდინარეებში, მათ შესართავებსა და ზღვის შესართავისპირა სივრცეში – შესართავის ირგვლივ 300 მეტრის მანძილზე N8-ზე (ნემსკავის სიგანე, მანძილი წვერსა და ღეროს შორის არ უნდა აღემატებოდეს 8 მმ-ს) მსხვილი ნემსკავების გამოყენება, ასევე აქ ორეული და სამეული ნემსკავების გამოყენება; გ) ჩოგანბადის, სასროლი ბადის, ეკრანის და ხოლიხი ბადის გამოყენება, რომელთა დიამეტრი სფერული ფორმის შემთხვევაში, ხოლო სიგრძე/სიგანე სხვა ფორმის შემთხვევაში – 1,2 მეტრზე მეტია, ხოლო თვლის ზომა 20 მმ-ზე ნაკლები. დ) ერთი მოყვარული მეთევზის მიერ ერთზე მეტი სამოყვარულო-სპორტული ბადის გამოყენება; ე) წყალსატევებში მუშა მდგომარეობაში მყოფი სამოყვარულო-სპორტული თევზსაჭერი საშუალებების უმეთვალყუროდ დატოვება; ვ) ორეული და სამეული ნემსკავიანი ანკესების გამოყენება მისატყუარის გარეშე. მუხლი 14. თევზდაცვის მოთხოვნები წყალამღებ ნაგებობებზე წყალამღები ნაგებობები, წყალაღებით არანაკლებ 5000 კუბ.მ. დღე-ღამეში აუცილებელი აღჭურვილი იყოს თევზამრიდი ნაგებობა-მოწყობილობებით. მუხლი 15. თევზჭერის სპეციალური მოთხოვნები 1. სამრეწველო და შიდა წყალსატევებში თევზჭერა დასაშვებია მხოლოდ შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე, ხოლო სანაპირო თევზჭერა დასაშვებია მხოლოდ ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით. 2. თევზჭერის ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, კანონმდებლობით დადგენილ თევზჭერის პერიოდში, ყოველი თვის 5 რიცხვამდე მიაწოდოს ინფორმაცია დეპარტამენტსა და ლიცენზიის გამცემს, განვლილი ერთი თვის მანძილზე მოპოვებული რესურსის შესახებ. 3. თევზჭერის განმახორციელებელი პირი ვალდებულია ხელი შეუწყოს შემოწმების პროცესში დეპარტამენტს კანონიერი ქმედებების განხორციელებას, მათ შორის, ჭერილის შემოწმების მიზნით მოთხოვნისთანავე დაუყოვნებლივ ამოიღოს წყალსატევიდან ის ბადე-იარაღები, რომლითაც ახორციელებს თევზჭერას. 4. თევზჭერის ლიცენზიანტი თევზჭერის განხორციელებამდე ვალდებულია დეპარტამენტში წარადგინოს განაცხადი და ინფორმაცია თავისი ლიცენზიის ფარგლებში როგორც თევზჭერის განმახორციელებელი, ასევე გადამზიდი (სატრანსპორტო) მცურავი საშუალებების შესახებ (კერძოდ, ლიცენზიატსა და გემის მესაკუთრეს შორის დადებული ყველა ხელშეკრულების არსებობისა და ცვლილებების თაობაზე). 5. ლიცენზირებადი თევზჭერის განხორციელებისას თითოეული თევზმჭერი სატრანსპორტო საშუალების მიხედვით სავალდებულოა ამ ტექნიკური რეგლამენტით დამტკიცებული დანართით 3-ით გათვალისწინებული შესაბამისი სარეწაო ჟურნალის თევზჭერის განმახორციელებელი პირის მიერ წარმოება, ამ მუხლით დადგენილი ფორმითა და წესებით. 6. სარეწაო ჟურნალი წარმოადგენს თევზრეწვის მიმდინარეობის, ჭერილის შემადგენლობის და რაოდენობის ამსახველ დოკუმენტს, რომელიც აუცილებელია იყოს დანომრილი, ზონარგაყრილი და დამოწმებული თევზჭერის განხორციელების ადგილმდებარეობის მიხედვით, დეპარტამენტის სამოქმედო ტერიტორიის შესაბამისად დეპარტამენტის ან მისი ტერიტორიული ორგანოს მიერ. 7. სარეწაო ჟურნალის ფორმა განისაზღვრება ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართი 3-ის შესაბამისად. 8. სარეწაო ჟურნალი უნდა შეივსოს შემდეგი წესით: ა) ჟურნალში ყველა სვეტის შევსება სავალდებულოა; ბ) პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 სვეტების შევსება წარმოებს უშუალოდ თევზჭერის ყოველი ცდის დაწყებისთანავე; გ) მე-5, მე-6 და მე-9 სვეტების შევსება წარმოებს უშუალოდ თევზჭერის ყოველი ცდის დამთავრებისთანავე (მე-9 სვეტი ივსება არსებობის შემთხვევაში); დ) 100 ტონის ან მასზე ნაკლები საერთო ტევადობის თევზმჭერი საშუალებით სამრეწველო თევზჭერისას მე-7, მე-8 და მე-10 სვეტების შევსება ხდება თევზმჭერი მცურავი საშუალებიდან მოპოვებული რესურსის გადატვირთვამდე ან ნებისმიერი ფორმით გასხვისებამდე; ე) 100 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის თევზმჭერი მცურავი საშუალებით სამრეწველო თევზჭერისას მე-7, მე-8 და მე-10 სვეტების შევსება ხდება თევზმჭერი მცურავი საშუალებიდან მოპოვებული რესურსის ნებისმიერი ფორმით გასხვისებამდე, სხვა (გარდა გასხვისების) შემთხვევაში თევზჭერის ცდის დამთავრებიდან დაჭერილი თევზის წონის დადგენისთანავე, მაგრამ თევზჭერის ცდის დამთავრებიდან არა უმეტეს 48 საათისა; ვ) მე-7, მე-8 და მე-10 სვეტების შევსება შიდა წყალსატევებში თევზჭერისას წარმოებს მოპოვებული რესურსის ხმელეთზე გადმოტვირთვა-ამოყვანისთანავე; ზ) ქისა ბადით სამრეწველო თევზჭერისას, მცურავი საშუალების საერთო ტევადობის მიუხედავად, მე-7, მე-8 და მე-10 სვეტების შევსება ხდება თევზმჭერი მცურავი საშუალებიდან მოპოვებული რესურსის ნებისმიერი ფორმით გასხვისებამდე, სხვა (გარდა გასხვისების) შემთხვევაში თევზჭერის ცდის დამთავრებიდან დაჭერილი თევზის წონის დადგენისთანავე, მაგრამ თევზჭერის ცდის დამთავრებიდან არა უმეტეს 48 საათისა. 9. ყველა ჩანაწერი სარეწაო ჟურნალში წარმოებს ბურთულიანი კალმით, ჩანაწერები კეთდება მკაფიოდ, დაუშვებელია ფანქრით ან სხვა ისეთი საწერი საშუალებებით შევსება, რომელთა წაშლაც ადვილია, ასევე აკრძალულია შეტანილ მონაცემთა წაშლა ან შესწორება. თუ ჟურნალის შევსებისას დაშვებულ იქნა შეცდომა, მის გამოსასწორებლად შესაბამის მონაცემების გასწვრივ მაშინვე კეთდება წარწერა „შესწორებულია” და ჟურნალის მომდევნო გვერდზე – ჩანაწერი აღნიშნული შეცდომის შესახებ. 10. სარეწაო ჟურნალში მონაცემთა შეტანა წარმოებს საქართველოს დროით, სახელმწიფო ენაზე. 11. სარეწაო ჟურნალის პირველ გვერდზე მიეთითება მონაცემები მოსარგებლისა და მცურავი საშუალების შესახებ, აგრეთვე ლიცენზიის სერია და ნომერი. 12. სარეწაო ჟურნალის დაკარგვის ან გაფუჭების შემთხვევაში თევზჭერაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს დეპარტამენტს ან მის ტერიტორიულ ორგანოს, სადაც განხორციელდა მისი დამოწმება. 13. სარეწაო ჟურნალის დაკარგვა თევზჭერაზე უფლებამოსილ პირს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისაგან. 14. ახალი სარეწაო ჟურნალის აღების შემთხვევაში ძველი სარეწაო ჟურნალი, ასევე დადგენილი წესით თევზმჭერი საშუალების შეცვლისას ან ლიცენზიის ვადის გასვლისას სარეწაო ჟურნალი წარედგინება დეპარტამენტს ან მის ტერიტორიული ორგანოს, სადაც განხორციელდა მისი დამოწმება. მუხლი 16. სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერა 1. სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. 2. ამ ტექნიკური რეგლამენტით თევზჭერისათვის დადგენილი შეზღუდვები და აკრძალვები, გარდა ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-6 მუხლის „ა”, „ბ”, ,,გ” და „ვ” ქვეპუნქტებით დადგენილი აკრძალვებისა, არ ვრცელდება სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერაზე. მუხლი 17. პასუხისმგებლობა ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნათა დარღვევისათვის ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით. მუხლი 18. ტექნიკურ რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა წინამდებარე ტექნიკურ რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. დანართი 1 თევზსაჭერი იარაღები თვლის მინიმალური ზომები მმ-ში თვლის მაქსიმალური ზომები მმ-ში მოსასმელი ბადე ქაფშიის დასაჭერად 6,5 – მოსასმელი ბადე სხვა თევზის დასაჭერად 12 – თევზმახეები 12 – ქისა ბადე 6,5 – ტრალი 6,5 – კონუსური ბადე 12 – პარაშუტისებრი ბადე 12 – მოსაყრელი ბადე (ჭილოფით, ე.წ. ლასპორი) 20 – ფაცერი (ე.წ. ობობა ბადე) 20 – სახლართი ბადე 18 – სხვა თევზსარეწი იარაღები 12 – დანართი 2 ჭერისათვის დაშვებული თევზის სახეობების მინიმალური სიგრძე N თევზის სახეობა ჭერისათვის დაშვებული თევზის მინიმალური სიგრძე (მმ-ში) 1 ქაფშია 70 2 ქარსალა 60 3 მერლანგი 120 4 კეფალისებრნი 200 5 კატრანი (ქიცვიანი ზვიგენი) 850 6 სტავრიდა 100 7 ხონთქარა (ბარაბული) 85 8 ღიპა ქაშაყი 110 9 შავი ზღვის ქაშაყი 170 10 სარღანი 320 11 ლუფარი 220 12 პელამიდა 250 13 სკუმბრია 150 14 ღორჯოსებრნი 110 15 ქამბალა-კალკანი 350 16 მიდია 50 (იგულისხმება ნიჟარის მაქსიმალური სიგრძე) 17 გარნელი(კრევეტი) 35 (თვალის შუა წერტილიდან კუდის ფირფიტის ბოლომდე) 18 ღლავი (ლოქო) 500 19 ფარგა 380 20 წერი (ქარიყლაპია) 320 21 სიგისებრნი 180 22 ჭერეხი 400 23 კობრი 320 24 კაპარჭინა 260 25 ჭანარი 320 26 შამაია 250 27 ხრამული ტბის 250 28 ხრამული მდინარის 220 29 ვიმბა 120 30 სხვა თევზები 200 დანართი 3 სარეწაო ჟურნალი თევზ- ჭერის (ცდის) რიგითი ნომერი თევზსა- ჭერი ბადე იარაღის და სახელება თევზ ჭერის ყოველი ცდის ადგილი (აკვატორია სახმელეთო ორიენტი რებით ან გეოგ რაფიული კოორდი-ნატებით) თევზ ჭერის ყოველი ცდის დაწყების დრო (წუთი, საათი, დღე,თვე, წელი) თევზ ჭერის ყოველი ცდის დამთავ რების დრო (წუთი, საათი, დღე,თვე, წელი) ჭერილისა და თანჭე რილის ვიზუა ლური შეფასება (რაოდ. სახეობე- ბის მიხედ- ვით კგ-ში) ჭერი ლის რაოდე ნობა სახეო ბების მიხედ ვით (კგ) თანჭე რილის რაოდე ნობა სახეო ბების მიხედ ვით, კგ-ში შენიშვნა (თევზჭე რისას ტექნი კური შეფერ ხებები, ფორსმაჟო რული ვითარება და სხვა) თევზ ჭერის განმახო რციელე ბელი პირის ხელმო წერა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 Edited January 15, 2014 by DMORAL ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted January 15, 2014 Author Report Share Posted January 15, 2014 (edited) სრულად იხილეთ აქ: https://matsne.gov.g...2187155&lang=ge აქედან გამოდის რომ ყველანაირი ჯიშის კალმახის(ნებისმიერის რასაც კალმახი ქვია) ჭერა აკრძალულია ახალი 2014 წლიდან! დღეს ფეისბუკიდან: " იმედა ჩოხელი დღეს ავედი თბილისის ზღვაზე. პლიაჟის მხარეს შამაია მოდის ცოტ-ცოტა, პურის ფანტელზე. მე დიდი ვერაფერი,დავიჭირე ერთი ცალი ნორმალური ზომის შამაია. ჩაკვრები იყო,რეალიზება ცუდი . ჩემს გვერდზე ერთმა მეთევზემ დაიჭირა შამაია იქნებოდა ასე 250-300 გრამი. პირველი საათი იყო როცა ერთი მამაკაცი წამოსასვლელად მოემზადა და დათვალა თავისი ნადავლი, 62 ცალი შამაია ყავდა 8-დან პირველ საათამდე! ხომ, მოვიდა გარემოს დაცვის სამსახური,ჰაილუქსით. იყვნენ ოთხნი,გადმოვიდნენ ორნი, შარვალ კოსტუმით და ლაქის ტუფლებით. აი ბობოლა ძაღლობამ რო იცოდა ხოლმე შევარდნაძის დროს, აი ისე გაჯგიმულები და ძალიან ვაჟნი როჟებით ჩამოვიდნენ იკითხეს რა ჯიშის თევზს ვიჭერთ, ჩაიხედეს რამოდენიმე მეთევზის ბადეში, მერე სათითაოდ (მართლა სათითაოდ. სადღაც 20 მეთევზე იდგა) ჩამოგვიარეს და გაგვაფრთხილეს ზუსტად ასეთი სიტყვებით " კალმახის დაჭერა არც კი იფიქროთ" და წავიდნენ. შარვალ კოსტუმით ამათი გაკეთებული საქმე .............. აღარ მომწონს · · 4 საათის წინ " გაჯგიმვის და ლაკის ტუფლებზე რა გითხრათ მაგრამ მე მესიამოვნა!!! Edited January 15, 2014 by DMORAL ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted January 15, 2014 Report Share Posted January 15, 2014 ვაა, კაია. გაჯგიმვას ეშველება. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted January 16, 2014 Report Share Posted January 16, 2014 სრულად იხილეთ აქ: https://matsne.gov.g...2187155&lang=ge აქედან გამოდის რომ ყველანაირი ჯიშის კალმახის(ნებისმიერის რასაც კალმახი ქვია) ჭერა აკრძალულია ახალი 2014 წლიდან! დღეს ფეისბუკიდან: " იმედა ჩოხელი დღეს ავედი თბილისის ზღვაზე. პლიაჟის მხარეს შამაია მოდის ცოტ-ცოტა, პურის ფანტელზე. მე დიდი ვერაფერი,დავიჭირე ერთი ცალი ნორმალური ზომის შამაია. ჩაკვრები იყო,რეალიზება ცუდი . ჩემს გვერდზე ერთმა მეთევზემ დაიჭირა შამაია იქნებოდა ასე 250-300 გრამი. პირველი საათი იყო როცა ერთი მამაკაცი წამოსასვლელად მოემზადა და დათვალა თავისი ნადავლი, 62 ცალი შამაია ყავდა 8-დან პირველ საათამდე! ხომ, მოვიდა გარემოს დაცვის სამსახური,ჰაილუქსით. იყვნენ ოთხნი,გადმოვიდნენ ორნი, შარვალ კოსტუმით და ლაქის ტუფლებით. აი ბობოლა ძაღლობამ რო იცოდა ხოლმე შევარდნაძის დროს, აი ისე გაჯგიმულები და ძალიან ვაჟნი როჟებით ჩამოვიდნენ იკითხეს რა ჯიშის თევზს ვიჭერთ, ჩაიხედეს რამოდენიმე მეთევზის ბადეში, მერე სათითაოდ (მართლა სათითაოდ. სადღაც 20 მეთევზე იდგა) ჩამოგვიარეს და გაგვაფრთხილეს ზუსტად ასეთი სიტყვებით " კალმახის დაჭერა არც კი იფიქროთ" და წავიდნენ. შარვალ კოსტუმით ამათი გაკეთებული საქმე .............. აღარ მომწონს · · 4 საათის წინ " გაჯგიმვის და ლაკის ტუფლებზე რა გითხრათ მაგრამ მე მესიამოვნა!!! დავით, შენ ხომ მაინც იცი რომ ტვინის ღუნვა არ მეზარება იმათთვის, ვისაც საქვეყნო საქმე აკისრია. კიდევ ბევრჯერ ავლენ ეგ "გამოწკეპილები" და ფრთხილად იყვნენ ბრაკონიერები, დააღუნავენ თავზე იმ ყველა მოწყობილობას, რითაც კალმახს იჭერენ მანდ. შედეგი დადებითი იქნება. მაგ "ლაკიან ფეხსაცმელებიანებში", ბევრი კაი ადამიანია, მოუვლიან მაგ ტარტაროზებს. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted January 16, 2014 Report Share Posted January 16, 2014 ვაააააააააა კაი იმპულსები გამოჩნდა მგონი... B) B) B) ბატონ კახი კავსაძეს რომ ეკითხებიან ხშირად: ბატონო კახი, გვეშველება რამეეეეეეეე??? იმედია გვეშველება!!! ციტირება Link to post Share on other sites
sniper 0 Posted January 16, 2014 Report Share Posted January 16, 2014 სპორტული თევზაობაც ხოარ აიკრძალა? ანუ დაიჭირე გაუშვი? ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted January 16, 2014 Report Share Posted January 16, 2014 ძალიან კარგია ! მომწონს ეს ამბავი !!! მარა იმ ნუსხაში უნდა იყოს მითითებული რომ:აკრძალულია ჭერა !!! მდინარის კალმახი(Salmo trutta fario) ტბის კალმახი (Salmo trutta lacustris) ცისარტყელა კალმახი (Parasalmo mykiss).სხვანაირად საქმე საქმეზე რომ მიდგეს ვერაფერს დაამტკიცებენ და თავის არაკომპეტენტურობას გამოავლენენ კიდევ ერთხელ....და საერთოდ ქართული სახელის გვერდით ლათინურიც უნდა იყოს მითითებული.ისე მე მაგალითად წინააღმდეგი ვარ ამ აკრძალვის სიმართლე თუ გინდათ ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted January 16, 2014 Report Share Posted January 16, 2014 აკრძალვის მომხრე ვარ ამ ეტაპზე, მაგრამ კონტროლი უნდა გამკაცრდეს კიდევ. ჯანდაბას ეცვათ ლაკის ფეხსაცმელი ოღონდ საქმე გააკეთონ. ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted January 16, 2014 Report Share Posted January 16, 2014 ვინაიდან დაჭერილი თევზები შეუმოწმეს, ეს ნიშნავს რომ კალმახი თუ დაჯდა გაშვებას არავინ გიშლის, შამფური არ უნდა ატაკო წამსვე. ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted January 16, 2014 Report Share Posted January 16, 2014 (edited) salamandra ახალ კანონში გარნელია მოხსენიებული და ფრჩხილებში უწერია კრივეტი, ჩვენი ფორუმიდან ხომ არ აიღეს ეს სახელი ეჭვი მაქვს ღლავი წერია და ფრჩხილებში ლოქო უწერია , მიხარია რაღა დაგიმალოთ B) Edited January 16, 2014 by თორნიკე რეხვიაშვილი ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted January 16, 2014 Report Share Posted January 16, 2014 თორნიკე რეხვიაშვილი სიმართლე გითხრა თორნიკე მეც ! სახელწოდება გარნელი აქამდე არცერთ ქართულ წიგნში არ მინახავს,ფორუმებზე ხომ ზედმეტია საუბარი ))ეგ სახელიც ხომ იმ წიგნიდანაა ? ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted January 16, 2014 Report Share Posted January 16, 2014 კი "იქაურია", მე რა მიკვირს იცი, ეს წიგნი ერთ ეგზემპლიარად ხომ არაა დაბეჭდილი? თუ ასე გულისყურით კითხულობენ ამ ფორუმის თემებს, კიდევ ბერი რამ წერია იმ წიგნში ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted January 16, 2014 Report Share Posted January 16, 2014 (edited) ბოლო 25 წელი საქართველოში მეცნიერებისთვის ვის ეცალა ??! და არც მაგ წიგნის კითხვით თავს არავინ იკლავდა.ახლა,როდესაც საჭიროებამ მოიტანა,გადახედეს ინეტ სივრცეს და ნახეს ჩვენი ფორუმი,რომელიც ერთადერთია ქართულ ფორუმთა შორის სადაც დადებული ინფორმაცია მეცნირულად დასაბუთებულ მასალას შეიცავს.ყველა აღწერილი არსების სახეობა თუ ქვესახეობა შეიცავს ქართულ და ლათინურ ზოგ შემთხვევაში კი ინგლისურს,რუსულს,ფრანგულ და იტალიურ სახელსაც.სადაა კიდევ ასეთი რამ ?!არსად! ჩვენთან !! :old: Edited January 16, 2014 by salamandra ციტირება Link to post Share on other sites
duta 0 Posted January 16, 2014 Report Share Posted January 16, 2014 ვაა კაია მიხარია თუ დაიწყეს კონტროლიი... ოღონდ საქმე გაკეთონ და ლაქის ტუფლებით კიარა რითიც უნდა იმით იარონ ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted January 20, 2014 Report Share Posted January 20, 2014 (edited) DMORAL ულიცენზიოდ თევზაობისას, როდესაც დაჭერილს იტოვებ და არ უშვებ, ახალი კანონის ზომებით და ვადებით უნდა ვითევზაოთ? ეს ყველაფერი სპორტულ თევზაობად ითვლება ხო? Edited January 20, 2014 by თორნიკე რეხვიაშვილი ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted January 21, 2014 Author Report Share Posted January 21, 2014 მე რაც ვნახე ზომები თევზის მომპოვებლებს ეხებათ და არა სამოყვარულო-სპორტულ თევზჭერას. ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted January 21, 2014 Author Report Share Posted January 21, 2014 ისეც ფბ-დან ახალი ინფო(კოპირებული). Old-Signagi Hotelფიდერით სპორტული თევზჭერა მეგობრებო, დღეს მეთევზეები იყვნენ გარემოს დაცვის სამინისტროში ახალ კანონთან დაკავშირებით, ნემსკავების რაოდენობასთან დაკავშირებით და ჯარიმებთან დაკავშირებით გასარკვევად, მე ვთხოვე ბატონ სოსო სულავას ეკითხა სამინისტროს წარმომადგენლისათვის შემდეგი რამ - ****ჩემი კითხვა : - ძალიან მინდა გთხოვოთ, ვინც დაესწრებით ამ შეხვედრას კითხოთ : 2 ანკესით და 4 ნემსკავით რომ ვითევზაოთ რამე ჯარიმას ხომ არ მივიღებთ ამით ? პასუხი : დიახ მიიღებთ! 50ლ თუ თევზი არ გყავთ დაჭერილი.თუ სადოკში თევზებიც გიპოვეს--500ლ-მდე ავა თქვენი ჯარიმა! ეხლა მოვედი და ეტყობა ცუდი ამბების შეტყობინებას ყველა ერიდება... sad.gif ნეტავ საერთოდ არ ავსულიყავი რა... angry.gif მოკლედ,ყველაფერი როგორც კანონში უწერიათ ისეა! 3 ნემსკავი ერთ კაცზე! კოპტონი აწი სამკუთხედებად დაიჭრება და 3 ნემსკავი გაუკეთდება. rolleyes.gif კალმახზე ჯარიმა ეგრევეო...თბილისის ზღვაზე იჭერენ და ჯარიმებსაც ვაწერინებთო. ცისარტყელა იმიტომ გავიშვით,რომ გაიზარდოს და მეთევზემ ისიამოვნოს მეთქი... -ცისარტყელა არ ვიცი მე,ჩემთვის ყველა კალმახიაო! -...და ვინც ტბორებში ამრავლებს ცისარტყელა კალმახს,მერე იჭერს გასაყიდად(ან მაღაზიის გამყიდველი რომ ხელს ჩაყოფს აკვარიუმში კალმახის ამოსაყვანად) ისინიც დაჯარიმდებიან,ხომ დაიჭირეს კალმახი მეთქი? -მაგდენი არ ვიცი...კანონს რაღაც ხარვეზები აქვსო blink.gif კაროჩე რაა... sad.gif *** ბატონო სოსო , 2 ანკესი და ერთი ნემსკავი ერთზე და 2 ნემსკავი მეორეზე შეიძლებაო ? *** კი! ჯამში ერთ მეთევზეზე სამი ნემსკავიო! როგორაც გინდათ გადაანაწილეთო!გინდათ ერთ ჯოხზე სამივე...გინდათ სამ ჯოხზე თითო-თითო! ასეთია დღევანდელი ვითარება და ფრთხილად იყავით ყველა --------------------------------------------------------------------------------------------- სულ არაობას ასე ჯობია. მე ასე მირჩევნია. იმედი მაინც გამიჩნდა რომ ნელ-ნელა დარეგულირდება ყველაფერი. ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted January 21, 2014 Report Share Posted January 21, 2014 ვინაიდან დღევანდელი მდგომარეობა ჩვენი ჯუნგლებსაც არ შეშურდება, ასეთი მკაცრი "დამცავი ღონისძიებები" მისაღებია, მხოლოდ დროში უნდა შერბილდეს, მას შემდეგ რაც შედეგი იქნება მიღწეული და თევზი კვლავ გამრავლდება ტბებსა და მდინარეებში. ციტირება Link to post Share on other sites
zaza 1 Posted January 21, 2014 Report Share Posted January 21, 2014 Gia Chit კანონში თევზის ზომებიდან გამომდინარე "ვყიდი" ჩემს აღჭურვილობას ,აბა რაღათ მინდა ვერვგებულობ იგივე ფბ-დან).ვიხალისე). DMORAL სულ არაობას ასე ჯობია. მე ასე მირჩევნია. დათკა,კორეკტირება აუცილებელია ძამი.აშკარად ტყემალზე არინ.პარაშუტი როგორ არ აკრძალენ?არა რა,ბევრი რამ ცვლილებას საჭიროებს. ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted January 21, 2014 Report Share Posted January 21, 2014 ბიჭებო სამზე მეტი ნემსკავი აკრძალულია როცა სატყუარათი თევზაობ. თვით სატყუარა ანუ ,ვობლერი,ტრიალა და ა.შ. 6 ნემსკავზე მეტი არ უნდა ქონდეს. ესეიგი ორ სამკავზე მეტია აკრძალული. ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted January 21, 2014 Report Share Posted January 21, 2014 ვობლერზე 3 ორკავიც შეიძლება ხო? ან 1 2 3 ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.