Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

შეიძლება გამომრჩა და მაპატიეთ მარა გიორგი მოგვანატრე თავი ვგონებ ვერ იცლი და არ შემოსულხარ დიდი ხანია არადა ყოველდღიურად ვავლებ თვალს თემებს.

პს შეიძლება გამომრჩა ;)

Link to post
Share on other sites
  • Replies 216
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

გუშინ გაიხსნა ჩემთან ფრინველზე ნადირობის სეზონი. რა მომასვენებდა,  გამთენიისას წავედი. დაახლოებით 25-30კმ ვიარე, მწყერი ვერ ვნახე, გვრიტი და ქედანი ისეთ სიმაღლეზე დაფრინავს, სროლას აზრი არა

გუშინ დილით გავედი  შველზე. სამ სხვადასხვა ადგილას წავაწყდი, მაგრამ არცერთისთვის არ მისვრია. არ ვესროლე, რადგან სამივე ფური იყო. დაველოდები ხარს, შვიდ ნოემბრამდე ვადა მაქვს.  

https://basecamp.kuiu.com/kuiunation/stuck-n-the-rut-2015-moose-hunt/167465982-170827587/

Posted Images

ვემზადები შოთას ვენაცვალე.

 

ყველაფერი მომზადებული მაქვს, ოღონდ თევზაობისთვის.

პირველ თებერვალს ავტეხავ "უშვი ქოჩორს".

 

წელს არ და ვერ ვინადირე.

 

"არ" და "ვერ" იმიტომ, რომ მქონდა ნადირის და ფრინველის საკმარისზე მეტი მარაგი საყინულეში, ამიტომ თავი შევიკავე.

 

ჩემთვის მარტო ჟინის დაკმაყოფილება არ არის ნადირობა, ნანადირევს დაფასება უნდა.

ვერსად წავიღებდი, თუნდაც ერთი შველიც რომ ამეღო წელს, არადა ყველა ნებართვა მქონდა ყველაფერზე ადამიანის გარდა, :d030: რა უნდა მექნა იმ ცხოველისთვის?

ტყეში ხომ არ დავტოვებდი?

იგივეს ვიტყვი ფრინველზეც.

 

 

საშობაოდ საყინულე გავცალე და სამ ეკლესიაში დავარიგე თითქმის მთელი მარაგი, სალმონოიდებიდან მოყოლებული იხვებით დამთავრებული.

Link to post
Share on other sites
  • 7 months later...

გუშინ მოვიდა ნაცნობი, დავჯექით და წაულაპარაკეთ ლუდთან ერთად.

 

შენო ნადირობა გიყვარსო ხო?

მე მეკითხება.

 

ეუუუფ, დავრჩი გაღიმებული.

 

წელსო 5 შველი გავაგორე, ჩემს ნაკვეთში შემოვიდნენო.

 

ვააა, მეთქი გინდა გასწავლო კაი რამეები რომ გააკეთოთქო და არ მინდაო.

ხუთივე დაუმარხია. :karochera:

 

სექტემბრის ბოლოს მეხსნება სეზონი.

მაგას უფლება აქვს წლის ნებისმიერ დროს ესროლოს თავის ტერიტორიაზე.

 

მეთქი გათენდება გახსნის დღე და შენს კარმიდამოზე ვაპირებ პატრულირებასთქო.

 

მობრძანდი როცა გაგიხარდებაო.

 

ქალაქგარეთ, ტყეში ცხოვრობს.

Link to post
Share on other sites

სროლის უფლება კი აქვს მაგრამ ხორცის გამოყენების უფლება არააქვს თუ რატო მარხავს ეგ ლენჩი? მოხარშოს ბოლოსდაბოლოს შეწვა თუ არ იცის და ჩახეთქოს გაფუჭებას არ ჯობია კაცო?! ვავა მიტირეთ ვინცხამ !

Link to post
Share on other sites

ამ დილით ჯემალიჩს ველაპარაკე სკაიპზე და მეთქი თქვენი თავი მომცა აქთქო.

 

ვკითხულობ თქვენს კომენტარებს და მაგარი საშიში ხალხი ხართ თქვენ. :vinsent:

Link to post
Share on other sites

სროლის უფლება კი აქვს მაგრამ ხორცის გამოყენების უფლება არააქვს თუ რატო მარხავს ეგ ლენჩი? მოხარშოს ბოლოსდაბოლოს შეწვა თუ არ იცის და ჩახეთქოს გაფუჭებას არ ჯობია კაცო?! ვავა მიტირეთ ვინცხამ !

უი,არ გცოდნია შენ ავთია,ეგ ძველი ტრადიციაა,ატცეკების და მაიას ტომის ისტორიიდან მოდის,მონადირებულ შველს რო დამარხავდნენ,იქვე ციცქა-ცოლიკაურის ოციანსაც მიამარხავდნენ და ხარობდა ხუიცილოპოჩტლის სული!!! :d030: :d030: :d030:

Link to post
Share on other sites

ამ დილით ორი ოპოსუმის გახვრეტა მომიწია პნევმატიკით.

 

არ აცდიან ყურძენს დამწიფებას.

 

გუშინწინ ენოტი "ჩამოვიღე" ხეივნიდან.

 

გახსენით ეს ლინკი:

https://www.google.com/search?q=opossum&biw=1431&bih=792&source=lnms&tbm=isch&sa=X&sqi=2&ved=0CAYQ_AUoAWoVChMIu9Hato-TyAIVz0GICh0UuAfW

Link to post
Share on other sites

ყურძენპარიებს ეგრე მოუხდება.

რა იცი გიო იქნებ იმდენი მოაგროვო, რომ ზამთრის ქურქისათვის გეყოს :alfons:

Link to post
Share on other sites

ყურძენპარიებს ეგრე მოუხდება.

რა იცი გიო იქნებ იმდენი მოაგროვო, რომ ზამთრის ქურქისათვის გეყოს :alfons:

 

 

რა საზიზღარი დასანახია ერთიც და მეორეც, ვერ წარმოიდგენ, მაგათ ხელს როგორ დავაკარებ?

 

"ლაფატკა" და მისი ჯანი, ვდურთე ცელოფანში და ჰაიდა ნაგვის კონტეინერში.

 

რაკუნს კიდევ რა უშავს, აი ეს ოპოსუმი არის გოჭის ხელა ვირთხა.

Link to post
Share on other sites
  • 4 months later...

ესენიც კაი შებერტყილები არიან.

 

გამოუშვეს ახალი რეგულაციები, ფასი გაზარდეს ლიცენზიაზე და ბევრი შესწორება შეიტანეს ჩვენს საწინააღმდეგოთ.

 

784e34e1accb.jpg

Link to post
Share on other sites
  • 6 months later...

გუშინ, პირველ სექტემბერს, გაიხსნა სეზონი, ქედანზე, გვრიტზე და სამნაირ მწყერზე, მანამდეც და მთელი წელი სხვადასხვა სახეობებზეც შეგიძლია ნადირობა, როგორც ფრინველზე, ასევე ნადირზე, ყველას თავისი დრო აქვს.

 

მანამდე ჩვენებური კაცი გავიცანი ინტერნეტით, რომელსაც ჩემი გადაღებული ვიდეოები უნახავს YOUTUBE-ზე.

 

დავუკავშირდი და გამოდგა რომ ჩემს შტატში ცხოვრობს.

 

გუშინ გამთენიისას მეწვია და ერთად გავგაზეთ სანადიროთ, თან მისი ახალი შენაძენის გამოცდაც მოვახერხეთ.

 

ბერეტამ დაგლიჯა, 40 მეტრიდან მოხსნა ისარივით გაფრენილი გვრიტი.

 

ფრინველი ბევრი არ იყო, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ორი გვრიტის აღება.

 

დავეშვით სახლისკენ და მოვულხინეთ ჩვენებურად.

Link to post
Share on other sites

salamandra

ავთო

 

ე ბიჯო, მგონი ვიპოვე ჩვენი ჭკუისა, ძალიან ბევრი საერთო თვისება აღმოგვაჩნდა.

 

კაი თოფები აქვს და თან კარგად ისვრის, ასევე თევზაობაზეც აფრენს.

 

ორმოც მეტრში სამი გასროლიდან ორი მოხსნა, რას ერჩი?

 

ეგ არის რომ შორს ცხოვრობს/137კმ/, მაგრამ ჩვენნაირებს რა გააჩერებს?

 

როგორც პიროვნება, კარგი ადამიანი გამოდგა, სოხუმიდან არის. აქ ცხოვრობს მეხუთე წელია ოჯახთან ერთად.

 

მომავლისთვისაც დავთქვით, რომ ერთობლივ გასვლებს მოვაწყობთ.

Link to post
Share on other sites

გუშინ, პირველ სექტემბერს, გაიხსნა სეზონი, ქედანზე, გვრიტზე და სამნაირ მწყერზე, მანამდეც და მთელი წელი სხვადასხვა სახეობებზეც შეგიძლია ნადირობა, როგორც ფრინველზე, ასევე ნადირზე, ყველას თავისი დრო აქვს.

მონადირე კაცი მასეტ ქვეყანაში უნდა იბადებოდეს აბა დაჯექი აქ და ელოდე მთელი წელი როდის ჩამოფრინდება მწყერი და მერე იმაზე იფიქრე ამოდენა დედამიელეკტრიკებულებში შეგხვდება რამე თუ არა :karochera: :karochera: :karochera:

Link to post
Share on other sites

გუშინ მეუღლესთან ერთად გავეშურე უოლოსის მოსანახულებლად.

 

ისე წავედით, რომ არ გამიფრთხილებია.

 

მაგრა გაუხარდა ჩვენი სტუმრობა.

 

აუშენებია ახალი სახლი და თან ძაან მაგარი.

 

მოკითხვა არ ეშლება ჩვენნაირ ხალხს, თან ქალიც თუ გახლავს გვერდით, მასპინძელი ფრიად გახარებული გხვდება.

 

ვისაუბრეთ, ვისადილეთ და წამოდით, დაგათვალიერებინებთ, რა ხდება გარშემოვო.

მოქოქა თავისი რეინჯერი და გავეშვით ტყეში.

 

კამერები აქვს დაყენებული ბევრგან, შეცვალა ფირები და ვნახოთ რა ხდება ტყეშიო.

 

შეაერთა კომპთან და დავრჩი ყურებჩამოყრილი.

 

მიყურებს და რატომ მოიწყინეო?

 

კადრებზე ვნახე ოხრად შველი, ირემი და შავი დათვი ბელებთან ერთად.

 

მეთქი აგვიკრძალა იმ შენმა მეზობელმა ქალმა ნადირობა ამ ტყეში და სხვანაირად როგორ უნდა ვიყვე მეთქი.

 

ეშმაკურად გაეღიმა და მეკითხება:-თოფები ხომ არ დაგიჟანგდაო?

 

არა რა დამიჟანგდა, დავამატე რაოდენობა და თითქმის ყოველდღე ვწმინდავთქო.

 

-ჰოდა დაგჭირდებაო.

 

მეთქი პაბლიკში მე არ შევალ და შენს მეტი სხვა არავინ მანადირებს საკუთარ ტერიტორიაზეთქო.

აქ კიდევ იმ ბაბაიაგამ არაოოოო.

 

ავუხსენი რას ნიშნავს "ბაბაიაგა". :d030:

 

-ბაბაიაგამ ფეხები გაჭიმა, ხელი არავითარ დოკუმენტზე მოწერილი არა მაქვს, ასე რომ როვა გაგიხარდება შემოდი ტყეში და თავზე დაიმხე ყველაფერი, როგორც ადრეო.

 

სიხარულისგან ფრენა-ფრენით წამოვედი სახლში.

 

მე კი მიხაროდა, მაგრამ მეუღლემ რაც მკვლელი მეძახა მანქანაში, ეგ არ დამავიწყდება. :d030: :d030:

 

მოკლედ, სამივე ცხოველზე მაქვს ნებართვა.

შველის სეზონი პირველ ოქტომბერს იხსნება, დათვზე აგვისტოს ბოლოდან გაიხსნა და იქნება პირველ იანვრამდე.

იმ ბელებიანს არ ვესვრი, თუ სხვა გაეძრო, გარანტიას ვიძლევი რომ არ ავაცილებ.

 

ირემზე მხოლოდ ერთი კვირა მაქვს ვადა, 19-დან 25 ნოემბრამდე.

 

ჰო და ერთი კიდევ, საინტერესო გახდა ცხოვრება. :old: :old: :old:

Link to post
Share on other sites

:d030: :d030: სისხლი დაინახა?აბა შეჭამს !(ფილმიდან მომთვინიერებელი) :d030: :d030:

 

აბა ველოდებით სისხლიან ქრონიკებს ! :vinsent:

Edited by ავთო
Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

ამ დილით დავბრუნდი.

 

საშინელი ამინდები გვქონდა, ვერც მე ვიყავი კარგად, მაგრამ მაინც წავედი.

 

მივიღე რაც მეკუთვნის.

 

სურათებს არ დავდებ ძმებო, იცით ეგ თქვენ, თევზებთან კი ბატონო. :e025:

 

ყველაზე მეტად რაც მიჭირს, თვალებს ვერ ვახუჭინებ და თავის მოჭრა არის კიდევ პრობლემა.

 

ვეცი პატივი, როგორც ჩვენი წესია, დავმარხე ნარჩენები, მიუხედავად იმისა თავსხმა წვიმა იყო, თან საღამო და მარტო ვიყავი ისევ.

 

ერთხელ დავდე შველის სურათი და ახლაც ვნანობ.

 

ვფიქრობ რომ არ შეიძლება.

 

 

ნოემბრის ბოლოს ირემზე მომიწევს წასვლა.

 

დათვზე ხსნილი მაქვს აგვისტოს ბოლოდან ახალ წლამდე, მაგრამ იმ ტერიტორიაზე ბელებთან ერთად მოდის და მისი მსროლელი არა ვარ.

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...