გიორგი 46 Posted January 27, 2012 Report Share Posted January 27, 2012 ნადირობა ამერიკაში მოგეხსენებათ აშშ-ს შემადგენლობაში 50 შტატია, ყველა ამ ტერიტორიულ ერთეულში სხვადასხვა კანონები მოქმედებს. კერძოდ ამ თემაში, ჩემის მხრივ მოგაწვდით ინფორმაციას თუ რა კანონებია და რა მდგომარეობა ორეგონის შტატში. ეტაპობრივად გაგაცნობთ აქაური სანადირო ობიექტების სიას და მათზე ნადირობის წესებს და წვრილმანებსაც. ეს ორი ვიდეო რგოლი დასაწყისისთვის გამოვიყენოთ, შემდგომში მრავალფეროვანს გავხდი აქაურობას, როგორც ფოტო მასალით, ასევე ინფოებით და ვიდეო ჩანახატებით. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted January 27, 2012 Author Report Share Posted January 27, 2012 (edited) Edited September 2, 2016 by ელჩი ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted January 28, 2012 Author Report Share Posted January 28, 2012 (edited) Edited September 2, 2016 by ელჩი ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted January 28, 2012 Author Report Share Posted January 28, 2012 (edited) შარშან ასეთი რამის მომსწრეც გავხდი. Edited September 2, 2016 by ელჩი ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted January 28, 2012 Author Report Share Posted January 28, 2012 (edited) ასეც ხდება ხოლმე. Edited September 2, 2016 by ელჩი ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted February 6, 2012 Author Report Share Posted February 6, 2012 ცოტა სურათებსაც წავამატებ. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted February 6, 2012 Author Report Share Posted February 6, 2012 მაქვს საშუალება ასეთ ადგილებში ვინავარდო. ციტირება Link to post Share on other sites
lander 2 Posted February 10, 2012 Report Share Posted February 10, 2012 გაიხარე ელჩი კარგი სურათებია / :yes: ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted March 10, 2012 Author Report Share Posted March 10, 2012 (edited) ჰეჰ, ხომ არ მოიწყინეთ მონადირეებო? მა რითვინა გყევართ აქა ჰა? ავტეხავთ მთელ ამბავსა, ბრაუნინგი შემომიერთდება და ადვილად გადაგატანინებთ დროს, სანამ ისევ ნადირობის სეზონი დაიწყება საქართველოში. დავუშვათ ვახტანგ ბლომად ინფოები, შენ კანადის აღმოსავლეთიდან დაჰკა, მე კიდენა აშშ-ს ჩრდილო-დასავლეთიდან შემოვუვლი მოკლეზე. არ მოგაწყენთ ბიჭებო, პირობას გაძლევთ. /დავშლი და სანადირო ობიექტების მიხედვით ავაწყობ თემას, მოგაწვდით ყველა დეტალს, თუ რა წესი და რიგია ამა თუ იმ სანადირო არსებაზე./ უმდიდრეს მასალას ვაჩუქებ ფორუმს, ანუ ყველა ბუნების მოყვარული მიიღებს ბევრ საინტერესო ინფორმაციას ქართულ ენაზე. პ.ს. გამაკავეთ ვინმემ. Edited May 11, 2013 by ელჩი ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted March 11, 2012 Author Report Share Posted March 11, 2012 პირველი და უმთავრესი, წესიერად და ხალხის მოსაწონად შედგენილი კანონი მართავს თითქმის ყველა ქვეყანას. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted March 11, 2012 Author Report Share Posted March 11, 2012 აქ, ყველა არსებაზე ნებადართულია ნადირობა, ოღონდაც წესების დაცვით. დავიწყოთ. კუგარი/მთის ლომი, იგივე პუმა/ გარეული ღორი, ტურა/იგივე კოიოტი/, ფოცხვერი, მაჩვი, ენოტი, თახვი, მგელი, კურდღელი და ნუტრია. ამ ცხოველებზე მხოლოდ მონადირის ლიცენციაა საჭირო. მავნებლებში ითვლებიან და "განადგურებას" ექვემდებარებიან. ლიმიტი და რაოდენობა არსად არ არის მითითებული, მხოლოდ "დაჰკა-დახოცე". ჯერჯერობით ხვდებით ხომ რაც ხდება??? :karochera: კაი, მე უნდა გავაგრძელო, თევზაობის თემაში "გავრეკე" უკვე სამი წელია და "აქაც" იგივე უნდა ვქნა, გამოსავალს არ მიტოვებთ. ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted March 11, 2012 Report Share Posted March 11, 2012 მიდი გიო ძამია გარეკე,მაგაზე კარგს რას იზამ,მოიხედე ნადირობისკენაც კაცო!!!! ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted March 11, 2012 Author Report Share Posted March 11, 2012 კუგარი, პუმა და მთის ლომი, სამივე დასახელება ამ ცხოველის სახელია. პირველს ამერიკის ჩრდილოეთში ეძახიან, მეორეს სამხრეთ ამერიკაში და მესამე კიდევ ქართულად ასე წარმოითქმება. მთელი წელი ეძლევა მონადირეს მათზე მოსაპოვებლად. ერთხელ ვნახე ეგ ცხოველი საკუთარი თვალით და იარაღი არ მქონდა მაშინ. არ მომინადირებია და მხოლოდ სხვის გამოცდილების გაზიარებას ვაპირებ. ასეთი ნადირობის მომხრე არ ვარ და ვერც წარმომიდგენია ჩემი თავი მსგავს სიტუაციაში. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted March 11, 2012 Author Report Share Posted March 11, 2012 დანახვით კიდევ, ვცხოვრობ ტყესთან 500 მეტრში და შუა ღამისას გამოვედი სიგარეტის მოსაწევად. ასეთი სისწრაფით, რომელმაც ჩემს თვალწინ გაიქროლა, მხოლოდ მთის ლომს შეეძლო. მაგარი ლამაზი კატაა, ერთხელაც იქნება "დავდებ", მაგრამ რატომ, მიპასუხებთ? "დავდო"??? არ ვიზავ მაგას გენაცვათ, თუ საჭიროება არ შეიქმნა. ციტირება Link to post Share on other sites
supernatural 0 Posted March 11, 2012 Report Share Posted March 11, 2012 უი შემეცოდნენ ეხლა, როგორ იმალებიან ხეზე პ.ს. საკვებად ვარგისია გიო ნეტა?! ეჭვი მეპარება რაცხა... ციტირება Link to post Share on other sites
aleko22 0 Posted March 11, 2012 Report Share Posted March 11, 2012 საკვებად არ ივარგებს, მაგიტომაც არ უწევ გიორგის გული მაგის მოსანადირებლად. ისე 1 ცალი რომ დააგდო მაგით რა დაშავდება თუიკი ნებადართულია.... ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted March 11, 2012 Author Report Share Posted March 11, 2012 თქვენი შეკითხვების გარეშე ეს თემა ვერ "გაქაჩავს", ანუ ძალიან მშრალი გამოვა. არ მინდა დავალაგო ინფოები ინეტიდან, ისე ავაწყოთ აქაურობაც, როგორ თევზაობაში ვქენით. გამოუშვით შეკითხვები და პასუხები ჩემზე იყვეს მეგობრებო. მოკლედ, თქვენი დახმარება მჭირდება ბიჭებო. სათითაოდ ჩამოვთვლი სანადირო სუბიექტებს და სანამ არ დავამთავრებთ ბოლომდე "ერთს", მანამ არ გადავალთ მეორეზე. ბევრი რამ გვაქვს განსახილველი. რამაზის და ალეკოს წერილებს ვუპასუხებ ეხლა, თქვენც გამოუშვით ამ ცხოველზე რაც გაინტერესებთ. ციტირება Link to post Share on other sites
აჩიკო 1 Posted March 11, 2012 Report Share Posted March 11, 2012 გიორგი სულ მაინტერესებდა და ახლა შეგეკითხები: ყველამ ვიცით გრიზლის შესახებ მაგრამ არაერთხელ მინახავს გადაცემებში ცხოველების შესახებ რომ არსებობს კიდე ეგრედ წოდებული მურა დათვი რომელიც იქვე ბინადრობს სადაც გრიზლი და არანაირად არ განსხვავდება მისგან, ცოტა უფრო მსხვილია, და ეს დათვები სახვადასხვაა თუ არა ეს მაინტერესებდა. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted March 11, 2012 Author Report Share Posted March 11, 2012 გიორგი სულ მაინტერესებდა და ახლა შეგეკითხები: ყველამ ვიცით გრიზლის შესახებ მაგრამ არაერთხელ მინახავს გადაცემებში ცხოველების შესახებ რომ არსებობს კიდე ეგრედ წოდებული მურა დათვი რომელიც იქვე ბინადრობს სადაც გრიზლი და არანაირად არ განსხვავდება მისგან, ცოტა უფრო მსხვილია, და ეს დათვები სახვადასხვაა თუ არა ეს მაინტერესებდა. ძალიან საინტერესო შეკითხვაა აჩი. მაქვს პასუხი. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted March 23, 2012 Author Report Share Posted March 23, 2012 პასუხი რამაზის და ალეკოს წერილებს. საჭმელად არ იყენებენ, როგორც ტრაფეა ისეთი სანადირო ცხოველია. ვისაც საშუალება აქვს ამუშავებინებენ ტყავს, ან ფიტულს აკეთებენ, უმეტესობა კლანჭებს და კბილებს იტოვებს. ამიტომაც არ მაქვს არავითარი სურვილი სპეციალურად მაგ მტაცებელზე ვინადირო, ისე თუ შემხვდა ტყეში, ტყვიას გააცივებს. მასზე ნადირობის ყველაზე გავრცელებული მეთოდია, ძაღლებით ნადირობა, შესაძლებელი არის კიდევ ჩასაფრებით ნადირობა. სატყუარას სტოვებ და შორიდან ოპტიკური იარაღით ესვრი. შორიდან იმიტომ რომ ყნოსვა და სმენა აქვს განვითარებული უმაღლესად. თუ რაიმე შეკითხვა გაქვთ ამ ნადირთან დაკავშირებით, გთხოვთ არ დაიზაროთ, რადგანაც შემდეგ ნადირზე უკვე არის დასმული კითხვა აჩიკოს მიერ. ციტირება Link to post Share on other sites
qsovreli 0 Posted March 23, 2012 Report Share Posted March 23, 2012 გიორგი მაინტერესებს,როგორ ხდება მანდ ლიცენზიის აღება ერთჯერადიდ იღებ და შემდეგ ყველაფერზე შეგიძლია ინადირო თუ სხვადასხვა ნადირზე სხვადასხვა ტარიფია? ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted March 24, 2012 Author Report Share Posted March 24, 2012 ნადირობის ლიცენზიას ცალკე იღებ, თუ გსურს სატროფეო ცხოველებზე ინადირო ცალკე ნებართვებია საჭირო თითოეულისთვის. პირადად, მთლიან სპორტულ პაკეტს ვყიდულობ, რომელშიც შედის ფრინველზე და ცხოველზე ნადირობა თავის ნებართვებით და ასევე თევზაობაც. ლიცენზიების სხვადასხვა ვარიაციებია, დაწვრილებით დავწერ მომავალში ყველაფერს. ციტირება Link to post Share on other sites
qsovreli 0 Posted March 26, 2012 Report Share Posted March 26, 2012 ნადირობის ლიცენზიას ცალკე იღებ, თუ გსურს სატროფეო ცხოველებზე ინადირო ცალკე ნებართვებია საჭირო თითოეულისთვის. პირადად, მთლიან სპორტულ პაკეტს ვყიდულობ, რომელშიც შედის ფრინველზე და ცხოველზე ნადირობა თავის ნებართვებით და ასევე თევზაობაც. ლიცენზიების სხვადასხვა ვარიაციებია, დაწვრილებით დავწერ მომავალში ყველაფერს. გაიხარე გიორგი საინტერესო იმფორმაციებს გვაწვდი ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted May 26, 2012 Author Report Share Posted May 26, 2012 გიორგი სულ მაინტერესებდა და ახლა შეგეკითხები: ყველამ ვიცით გრიზლის შესახებ მაგრამ არაერთხელ მინახავს გადაცემებში ცხოველების შესახებ რომ არსებობს კიდე ეგრედ წოდებული მურა დათვი რომელიც იქვე ბინადრობს სადაც გრიზლი და არანაირად არ განსხვავდება მისგან, ცოტა უფრო მსხვილია, და ეს დათვები სახვადასხვაა თუ არა ეს მაინტერესებდა. მეტისმეტი მომივიდა არჩილ, დიდხანს გალოდინე, ბოდიში ძმაო. ვიფიქრე გავალ გაზაფხულზე და სრულ რეპორტს დავდებ ამ ცხოველზეთქო და წელს საგაზაფხულო სეზონი გააუქმეს დათვზე. მოკლედ ვიტყვი, რასაც მეკითხები, რადგან ვრცელი წერილის დაწერას ვაპირებ მომავალში ამ სანადირო ცხოველზე. ამ შტატის დასავლეთ-სამხრეთით, უკიდეგანო ტყეებია, მთაგორიანია და საერთოდ აქაურობა ძალიან ჰგავს ჩვენს ქვეყანას. ჩემგან "ქვემოთ", ანუ სამხრეთით, მხოლოდ შავი დათვია, ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთით მურაა, ანუ ყავისფერი. ორივე ერთ კატეგორიაში გადიან, ფერმენტების რაოდენობა სხვადასხვა აქვთ და ეს იწვევს მათ შეფერილობის განსხვავებას. იმიტომ რომ სხვადასხვა საკვები აქვთ. შემოდგომის დათვი, საერთოდ არ უნდა მოიტანო სახლში. მისი ძირითადი საკვები დახოცილი ორაგულია. ფილმებში ვუყურებთ, თუ როგორ იჭერენ ჩანჩქერებზე. ტყუილია, 99% მკვდარსა სჭამს, ეგ ფილმები იმ დროს არის გადაღებული, როცა დათვი მშიერია და კოღოს შესჭამს ისეთი მშიერია გაზაფხულის დადგომისას. გრიზლი სხვა სახეობაა, რომელიც ჩემთან არ არის, ამ შტატის ჩრდილო-დასავლეთში და ვაშინგტონის შტატში ბინადრობს, და ზემოთ და ზემოთ, ალასკასკენ. ბევრად დიდია და უფრო აგრესიული. პ.ს. რადგან დავიწყეთ ამ სანადირო ცხოველზე საუბარი, დასვით შეკითხვები და გიპასუხებთ, თან საინტერესო მასალებს მოგაწვდით და ჩემს გამოცდილებასაც გაგაცნობთ. ციტირება Link to post Share on other sites
laika 0 Posted June 3, 2012 Report Share Posted June 3, 2012 ეეეჰ ცხოველზე ნადირობა ჩემი სტიქიაა,მაგრამ სადღაა საქართველოში სანადირო ცხოველი ტურა-მელას თუ არ ჩათვლი :karochera: გიო თუ ყოფილხარ მაქეთ დათვზე გამიზნულად სანადიროდ და როგორ ხდება ალბათ ჩასაფრებით ხო?მდევრებით ნადირობასან დაკავშირებით კანონი როგორ არი მაქეთ,დაშვებულია თუ არა? ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.