Коба 47 Posted May 4, 2017 Report Share Posted May 4, 2017 ............................................................ ოღონდაც შენ არაფერი მოკლა და არაფერს დაგაკლებთო. .............................................................. მეც მასეთი სიტუაცია მაქვს ოჯახში სანადიროდ რომ მივდივარ მეუღლე მეხვეწება, ისე ისროლე, რომ ააცილოო კარგა ხანია სახლში ნანადირევი არ მომიტანია, ნაცნობ-მეგობრებს ვურიგებ, ანდა მანქანაში ვტოვებ და სახლში როცა არავინ არაა მაშინ შემომაქვს :( ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted May 12, 2017 Report Share Posted May 12, 2017 ეს არის ორეგონის ველური ბუნების და თევზების დეპარტამენტი. თუ გადახედავთ, უბრალოდ ზედმეტი კითხვა არ გიჩნდებათ, რადგან ყველაფერზეა აქ პასუხი გაცემული. ნადირობა, თევზაობა, ლიცენზიები, ნადირობის კურსები, უსაფრთხოება, მგლები და რა ვიცი უამრავი რამ. აი ეს არის სახელმწიფოს ნამუშევარი. ახლა მითხარით ჩვენი სახელმწიფოს ნამუშევარი და კი ბატონო, მერე ჰქონდეთ პრეტენზია მონადირეებისადმი. საკუთარი წილი პასუხისმგებლობა არ უნდათ აიღონ, აქეთ გტენიან ნახალკას http://www.dfw.state.or.us/education/outdoor_skills/index.asp ისე ელჩი, ბრაკონიერობა არც მანდ ყოფილა გამონაკლისი(როგორც ყველგან), სტატისტიკას გადავხედე და მადა ქე აქვენ ისე ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted July 27, 2017 Author Report Share Posted July 27, 2017 ცოტაც და ნევროზს ავიკიდებ. მაგარ შარში ვარ ძმებო. შვლებმა დაიწყეს ეზოზე მოსვლა. იარაღის სეიფის გასაღები მეუღლეს მივეცი და ისეთ ადგილზე დამალე, FBI-იმ და CIA-იმ რომ ვერ იპოვოსთქო, თორემ წამიცდება ხელი და "უბედურებას" დავატრიალებ აქათქო. მაგათი დანახვაა და გლახათა ვხდები. არც მიფრთხიან, ძროხებივით დადიან ეზოზე. ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted July 27, 2017 Report Share Posted July 27, 2017 ცოტაც და ნევროზს ავიკიდებ. მაგარ შარში ვარ ძმებო. შვლებმა დაიწყეს ეზოზე მოსვლა. იარაღის სეიფის გასაღები მეუღლეს მივეცი და ისეთ ადგილზე დამალე, FBI-იმ და CIA-იმ რომ ვერ იპოვოსთქო, თორემ წამიცდება ხელი და "უბედურებას" დავატრიალებ აქათქო. მაგათი დანახვაა და გლახათა ვხდები. არც მიფრთხიან, ძროხებივით დადიან ეზოზე. შეიპატიჟე გიო საყინულეში შეახედე და წავლენ მისით ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted July 28, 2017 Author Report Share Posted July 28, 2017 ეეეჰ, თქვენ გეღიმებათ და მე კიდევ კრუნჩხვები დამმართეს ამათ. ხომ არ მოვაშინაურო, იმაზე ვფიქრობ უკვე და მოზრდილი ფერმა გავაშენო? დღეს გამთენიისას ოთხი იყო მოსული. იმ იაღოველებისა არ იყვეს, ასიანი კიდევ ვიღაცა მიჩალიჩებს და იმისი მოგზავნილებია ესენი. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted July 29, 2017 Author Report Share Posted July 29, 2017 მეც მასეთი სიტუაცია მაქვს ოჯახში სანადიროდ რომ მივდივარ მეუღლე მეხვეწება, ისე ისროლე, რომ ააცილოო კარგა ხანია სახლში ნანადირევი არ მომიტანია, ნაცნობ-მეგობრებს ვურიგებ, ანდა მანქანაში ვტოვებ და სახლში როცა არავინ არაა მაშინ შემომაქვს :( ეს ახლა წავიკითხე. მასე ვარ კობა მეც. რაც მე დამიზნებული მაქვს და ვიცი რომ 99.99% დავტოვებ ადგილზე, ავუწევ ხოლმე ლულას და ყურებთან ვესვრი. -წადი მომშორდი და უფრთხილდი ადამიანსთქო. ცხოველზე ზედმეტია ლაპარაკი, იცი შენ ჩემი სიტუაცია, მარტო დავდივარ, მარტოს მიწევს ცხოველის დამუშავება და მანქანამდე გამოტანა. ძნელია ძმაო ეგ ყველაფერი, მაგრამ საინტერესოა, თუ რამდენის გაქაჩვა შეგიძლია ადამიანს უფიქრდები მერე. ვერც ფრინველებს ვერ იტანენ ჩემები. მაგათი ბუნდღა არ დაგვანახო აქო. "უჯიშოები" არიან რაა. თევზებზე კიდევ არა მიშავს, მაგრამ მაგაზეც პრობლემები აქვთ. ეგ რომ არ დაგეჭირა და სახლში არ მოგეტანა, გაგეშვა და გამრავლდებოდნენო. ვაახ, გამრავლებულები არიან და იმიტომ მაქვს მაგათი დაჭერის უფლებათქო. მიდი და უხსენი ეგეთებს?! მე ვინ დამღლის, აქეთკენა მყავს მონელებულები, არავითარი სურვილი არა აქვთ მსგავს საკითხებზე მეკამათნონ, იციან რომ ტვინს ვატკენ სათითაოდ. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted October 3, 2017 Author Report Share Posted October 3, 2017 (edited) პირველ ოქტომბერს გაიხსნა შველის სეზონი, ერთ თვეზე მეტი მექნება, ხუთ ნოემბერს მორჩება. მეუღლე მეუბნება, თვალები გაქვს ჩასისხლიანებული, აღგზნებული ხარ და ვერა გცნობო. მოდი და ელაპარაკე ესეთებს. ჩამოვედი და იმდენი საქმე დამხვდა, მეტი რომ არ შეიძლება, უოლოსს ვურეკავ და ტელეფონს არ პასუხობს, სადღაც მაქვს მაგის მეორე ხაზი და იმასაც ვერ ვპოულობ. არ მინდა დაუკითხავად წასვლა, წერილობითი ნებართვა კი მაქვს მისგან, მაგრამ დაუკითხავად არ შევალ მის ტერიტორიაზე. P.S.მოკლედ რომ ვთქვათ, გლახათა ვარ, ხელები მისველდება წარამარა. Edited October 3, 2017 by ელჩი ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted September 2, 2018 Author Report Share Posted September 2, 2018 გუშინ გაიხსნა ჩემთან ფრინველზე ნადირობის სეზონი. რა მომასვენებდა, გამთენიისას წავედი. დაახლოებით 25-30კმ ვიარე, მწყერი ვერ ვნახე, გვრიტი და ქედანი ისეთ სიმაღლეზე დაფრინავს, სროლას აზრი არა აქვს. წამოსვლისას ორი მაინც გავისროლე, დენთის სუნი მენატრებოდა. 2 ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted September 4, 2018 Report Share Posted September 4, 2018 On 27.07.2017 at 9:33 PM, გიორგი said: ცოტაც და ნევროზს ავიკიდებ. მაგარ შარში ვარ ძმებო. შვლებმა დაიწყეს ეზოზე მოსვლა. იარაღის სეიფის გასაღები მეუღლეს მივეცი და ისეთ ადგილზე დამალე, FBI-იმ და CIA-იმ რომ ვერ იპოვოსთქო, თორემ წამიცდება ხელი და "უბედურებას" დავატრიალებ აქათქო. მაგათი დანახვაა და გლახათა ვხდები. არც მიფრთხიან, ძროხებივით დადიან ეზოზე. გაძლება მოგცეს ღმერთმა... ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted October 7, 2019 Report Share Posted October 7, 2019 https://basecamp.kuiu.com/kuiunation/stuck-n-the-rut-2015-moose-hunt/167465982-170827587/ 1 ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted October 8, 2019 Author Report Share Posted October 8, 2019 რა მხეცი ოპტიკა აქვთ, 600 იარდი სიშორე კი დაგვიდო ხელის გულზე. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted October 17, 2019 Author Report Share Posted October 17, 2019 გუშინ დილით გავედი შველზე. სამ სხვადასხვა ადგილას წავაწყდი, მაგრამ არცერთისთვის არ მისვრია. არ ვესროლე, რადგან სამივე ფური იყო. დაველოდები ხარს, შვიდ ნოემბრამდე ვადა მაქვს. 2 ციტირება Link to post Share on other sites
levani 71 Posted October 18, 2019 Report Share Posted October 18, 2019 გიო სეზონზე რამდენის აღების უფლება გაქვს ხვადი შველის? ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted October 18, 2019 Author Report Share Posted October 18, 2019 ლევანის გაუმარჯოს. ახლა რეგულარულად ერთის, ისიც ხარი უნდა იყვეს. ადრე ფურის აღებაც შეგეძლო, ისიც მხოლოდ ერთისა. ხორცის ხარისხს თუ შევადარებთ, ფურისა უფრო გემრიელია, მაგრამ ხარი წონაში თითქმის ორჯერ დიდია. თავიდან სიტყვა რეგულარული შემთხვევით არ დამიწერია, არის ხოლმე შემთხვევები, როცა არ არის დარეპორტებული დაშვებული რაოდენობა და შემდეგ ამატებენ ერთ კვირიანს. მაგ ერთ კვირაშიც შეგიძლია ერთი კიდევ აიღო. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted October 18, 2019 Report Share Posted October 18, 2019 23 hours ago, გიორგი said: გუშინ დილით გავედი შველზე. სამ სხვადასხვა ადგილას წავაწყდი, მაგრამ არცერთისთვის არ მისვრია. არ ვესროლე, რადგან სამივე ფური იყო. დაველოდები ხარს, შვიდ ნოემბრამდე ვადა მაქვს. გიორგი, გასვლა რომ გქონდათ მეგობართან ერთად, რა შედეგებით დაბრუნდი? "ძაღლისმაგვარი" არსება წამოყვანილი ყავდა? ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted October 18, 2019 Author Report Share Posted October 18, 2019 შენ წარმოიდგინე და სამი ცალი ორაგული დავიჭირეთ, მაგრამ ორაგულის ისეთი სახეობა იყო სამივე, შენახვის უფლება არ გვქონდა, იძულებული ვიყავით სამივე გაგვეშვა. ადრე დაშვებული იყო. სურათებიც მიდევს თევზაობის თემაში. წელს აკრძალეს, პოპულაცია შემცირდაო. ლაპარაკია COHO SALMON-ზე. მაგრამ ეგ ძაღლი მაინც მაგარი თარსი ვიღაცაა. რავარია, შეხორცებული გაქვს სპინინგი და ჩარტყმას ელოდები, ეს კიდევ წარამარა ხან ზურგზე დაგახტება, ხან ძუაში გაეხლართება და მერე "ვერთობი" რაა. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted October 18, 2019 Report Share Posted October 18, 2019 6 minutes ago, გიორგი said: მაგრამ ეგ ძაღლი მაინც მაგარი თარსი ვიღაცაა. რავარია, შეხორცებული გაქვს სპინინგი და ჩარტყმას ელოდები, ეს კიდევ წარამარა ხან ზურგზე დაგახტება, ხან ძუაში გაეხლართება და მერე "ვერთობი" რაა. კაი ტიპი ყოფილა. .. თევზების მოსყიდულია ეტყობა. კი "გაერთობოდი" მაგ ძაღლთან ერთად. ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.