Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

ქუთათური

გივი, დამიჯერე საქართველოში საკმაოდ ბევრი ნადირია, და არც გადაშენების პირასაა ზოგიერთების გამოკლებით რათქმაუნდა.

 

ელჩი

ისე არ გაქვს მუღამი გადახვიდე იმ შტატში და გრიზლი დააგდო? :)

Link to post
Share on other sites
  • Replies 216
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

გუშინ გაიხსნა ჩემთან ფრინველზე ნადირობის სეზონი. რა მომასვენებდა,  გამთენიისას წავედი. დაახლოებით 25-30კმ ვიარე, მწყერი ვერ ვნახე, გვრიტი და ქედანი ისეთ სიმაღლეზე დაფრინავს, სროლას აზრი არა

გუშინ დილით გავედი  შველზე. სამ სხვადასხვა ადგილას წავაწყდი, მაგრამ არცერთისთვის არ მისვრია. არ ვესროლე, რადგან სამივე ფური იყო. დაველოდები ხარს, შვიდ ნოემბრამდე ვადა მაქვს.  

https://basecamp.kuiu.com/kuiunation/stuck-n-the-rut-2015-moose-hunt/167465982-170827587/

Posted Images

ქუთათური

გივი, დამიჯერე საქართველოში საკმაოდ ბევრი ნადირია, და არც გადაშენების პირასაა ზოგიერთების გამოკლებით რათქმაუნდა.

 

 

ქევხო შველზე და დათვზე არ მაქვს ლაპარაკი,ზოგიერთ რაიონში საკმაოდ ბევრია და შეგნებულად არ ვწერ სად...სამაგიეროდ ლიცენზია ღირს იმდენი რო ჩვენთვის მიუწვდომელია,მხოლოდ სქელ ჯიბიანი ბიძები კაიფობენ მსგავსი სიამოვნებით.მოკლავ და თუ წაგადგენ თავზე უნდა გაყიდო თუ რამე გაგაჩნია,არის სოფლებში და რეგიონებში მონადირეები რომელთაც არც თოფის საბუთი აქვთ და ლიცენზიაზე საერთოდ წარმოდგენა არ აქვთ,მიდი და სდიე აბა ყველა გამოქვაბული და ბილიკი ზეპირად იციან.

Link to post
Share on other sites
  • 2 months later...

თევზაობა არ მწყინდება, არჩევანი დიდია, ნადირობა სხვა რამეა, არ გეწყინოთ მეთევზეებო თქვენი ჭირიმე.

 

ზეგ უნდა გავგაზო მთებში, მინიმუმ სამი დღით მაინც.

 

ახალი ადგილია, ჯერ არ ვყოფილვარ მაგ მხარეს და მომიწევს ადგილმდებარეობის შესწავლა.

 

წყნარი ოკეანის პირა ტყეებია, მდინარე ჩამოდის და უერთდება მერე ყველაზე დიდ წყალს დედამიწაზე. :e025:

 

თან მაქვს ჩემი მეგობრის წერილი, რომელზეც მისი შტამპი არტყია და დაწერა თავის ხელით ჩემი სახელი და გვარი, ამ კაცს უფლებას ვაძლევ ჩემს ტერიტორიაზე, მისი სურვილის მიხედვით და კანონის დაცვით, ინადიროს და ითევზავოსო, მისი საკუთრებაა./ნამეტნავად დაინტერესებულებს, წერილის კოპიას დავუდებ./

 

მოკლედ, ხვალ ვერა, მაგრამ ზეგ უნდა დავახვიო.

გუშინ ავიღე შავ დათვზე სპეც-ნებართვა.

ვიცი რომ არის იმ მიდამოებში, წინა შაბათს დათვის ბელი უნახავს ბილიკზე.

ბელი კიდევ, დიდი დათვი თუ არ იქნა, ვერ და არ იქნება ისე.

 

ამჯერადაც მარტო მომიწევს წასვლა.

თუ გადამეჩეხა, დავკრავ.

არადა იშვიათია ასეთი შემთხვევა.

უფრო პერიმეტრის შესასწავლად მივდივარ.

 

ახალ წლამდე მაქვს ბომბორას სეზონი, სექტემბრის ბოლოს ELK-ი იწყება და ოტომბერში შველი.

 

წესით და რიგით, მაგრა უნდა გავერთოთ.

Edited by ელჩი
Link to post
Share on other sites

მიდი გლიჯე დათუნიას,შენც ისიამოვნე და ჩვენც გაგვახარე კარგი რეპორტით...

 

აბა წარმატებები გიოო !! :yes: :yes:

Link to post
Share on other sites

ელიზბარ და გივი, მადლობა ორივეს. :friends:

 

წასვლა გადაიდო, მინიმუმ სამი დღით მაინც. :karochera:

 

გუშინ ბაღის სავალ ბილიკზე ფილებს ვაგებდი და როგორც ყოველთვის მიზანს არ ავაცილე.

 

მარცხენა ხელის საჩვენებელ თითს/ცაცია ვარ იარაღში/ არ ავაცილე რეზინის ბომბორა ჩაქუჩი. :karochera:

 

მომენტალურად სამჯერ დიდი გახდა წამებში, ვარდის კოკორივით გაიფურჩქნა. :karochera: :karochera:

 

გადავსერე მაშინვე და ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს კოლხური მალამოს მომგონი, მაზეგისთვის ფორმაში ვიქნები.

 

არადა გუშინწინ ღამე, გამოვბურთე პიპია საჩვენო ხარახურით. :haha:

 

მაინც წავალ ისე რას მოვისვენებ, მერე კაი რეპორტსაც მოგართმევთ.

Link to post
Share on other sites

ელჩი

უუუფ მე გავმწარდი შენ მაგივრად გიო. :karochera: გამოცდილი მაქ მსგავსი რამ.ერთხელ მთელი ძალით მოქნეული კილოიანი ჩაქუჩი დავირტყი ცერა თითზე,3 წუტი სუნტქვა შემეკრა,გავლურჯდი ,გავყვითლდი და ყველა ფერებმა გადამიარა სანამ ღრიალს დავიწყებდი :d030: ჩემმა მეგობარმა ზოოპარკში მეგონა თავი სპილოს გალიასთანო :d030:

მალე გაივლის,სასხლეტში რო გაეტევა ესეიგი მორჩენილია და წარმატებეს გისურვებ აბა! :vinsent:

Link to post
Share on other sites

ელჩი

 

უფ, ვის არ ჩაურტყავს :karochera:

 

ერთმა თქვა - ჩაქუჩი რომ ჩავირტყი, თითი ისე მტკიოდა, ისე რო კიანაღამ ნაჯახით არ მოვიჭერიო :D

Link to post
Share on other sites

გამპარვია ქევხოს შეკითხვა ალასკაზე ნადირობის შესახებ.

 

ძალიან ძვირი სიამოვნებაა არჩილ, ჯერჯერობით ვერ გავწვდები.

 

შედარებისთვის გეტყვი, რაც მაგ ნადირობაში უნდა გადავიხადო, მაგ თანხით საქართველოში ჩამოსვლას შევძლებდი. :karochera:

 

 

რაც შეეხება დღევანდელ მდგომარეობას, თითი ვითომ მორჩა, მე ვამბობ მორჩათქო, მაგრამ მაინც ბჟუილებს რამეს რომ წამოვდებ. :d030:

არ მაინტერესებს, ხვალ მაინც მივდივარ, შუადღისას გავალ, რადგან უოლოსას დილით საქმე აქვს სხვა ქალაქში და მაგ დროისთვის შემომივლის, ერთად გავგაზავთ მერე ორი მანქანით, მაგას თავისი ხარახურა მოაქვს, გადასახლებას აპირებს, მე კიდევ ჩემი აღჭურვილობის 99%-ით გამოვძეძგე მანქანა.

ამჯერად ერთი ღამით დავრჩები, უფრო პერიმეტრის შესწავლა მინდა, მაინც მიმაქვს სრული არსენალი, როგორც სანადირო, ასევე სათევზაო.

ეხლა გავამზადე პიპია და სიბნელეა/ღამის 12 ხდება/, ხვალ დილით მოვასწრებ სურათების გადაღებას და მერე როცა დავბრუნდები მთლიან რეპორტსაც მოგართმევთ.

Link to post
Share on other sites

არჩილ, ჯერ ის ჯახნაბა/ კახელებმა იციან ეს სიტყვა/ არ მიჩვენებია, სადაც ვიყავი.

 

დავუშვებ ეხლა სურათებს.

Edited by ელჩი
Link to post
Share on other sites

გასვლის წინ.

 

3829f47ebbb8.jpg

 

3a7fdc398cdb.jpg

 

სახლამდე ჩასასვლელი "გზა", ბრჭყალებში იმიტომ ჩავსვი რომ მაგას გზა არ ჰქვია, 50% მეტი დახრილობა აქვს. :karochera:

დაახლოებით ნახევარი კილომეტრია. :karochera: :karochera:

 

5e318d1706c6.jpg

 

f20fe93efaab.jpg

 

5608f6a1c40c.jpg

 

2af7dc8f9c0c.jpg

 

საძილე ტომარა და გასაბერი მატრასი.

 

27740d9a84a0.jpg

 

ეზოზე ასეთი უცნაური კედარი დგას. ნერგისთვის თავი გადაუჭრიათ და 6 შოლტივით ტოტი აიტანა ცამდე, იქნება დაახლოებით 40 მეტრი სიმაღლის.

 

 

3096f77cc775.jpg

 

 

 

ხედები მდინარეზე, დღის სხვადასხვა მონაკვეთში.

 

721e3b47c7d6.jpg

 

1597a2aa83d9.jpg

 

cd4e8f410015.jpg

 

d26982b3e920.jpg

 

be6cc75868d4.jpg

 

 

 

 

 

კაიაკები მზად არის.

 

8adefe19dffb.jpg

 

 

 

წავი აპირებდა საუზმეს, წავადექი და მოძუძგა წყალში.

 

e78e0f2b3401.jpg

Edited by ელჩი
Link to post
Share on other sites

ესეც სახლი.

 

ის სახლი გახსოვთ ხომ, სადაც ცხოვრობდა ადრე?

 

e45a7e96abb8.jpg

 

7b7c9ec0412a.jpg

 

დოკამდე მისასვლელი.

 

67ce55e3a9ab.jpg

 

ნიჟარები.

 

21899b1cf208.jpg

 

18f5162ede7c.jpg

 

8e3c9a1444c6.jpg

 

სახლში.

 

8b81ccc288f1.jpg

 

336f64992486.jpg

 

ბარგი-ბარხანა. :e025:

 

126976856ee6.jpg

Link to post
Share on other sites

თახვის და წავის თავის ქალა.

 

5cd218b2670f.jpg

 

ამან უნდა სთქვას ლოკოკინა ვარო, მტკაველის სიგრძე იქნებოდა.

 

b6701f1a146e.jpg

 

ასეთი წარწერებია კერძო საკუთრების შესასვლელთან.

 

3f130168d36e.jpg

 

938a5867169b.jpg

 

ადამიანის ნამოქმედარი.

 

21d704064512.jpg

 

იყო სხვა სურათებიც, მაგრამ გავუფრთხილდი თქვენს თვალებს და წავშალე, უხარისხო გამოვიდა.

მომიწევს ბევრჯერ მაგ ადგილზე მისვლა, ასე რომ გვექნება კიდევ ბევრი მასალა მაგ ადგილის შესახებ.

 

შემაჯამებელ დასკვნას ცალკე დავწერ.

რა მომეწონა და რა არა, ცალკე წერილში მოვათავსებ.

კარგი იქნება თუ შეკითხვებსაც დასვავთ, სიამოვნებით გიპასუხებთ.

Edited by ელჩი
Link to post
Share on other sites

ელჩი

მასეთ ადგილზე გასვლას ერთი ორი დღე დასათვალიერებლად არ ეყოფა გიო. უმაგრესი ადგილი,შესწავლა უნდა და ნამდვილ სანადირო სამოთხედ გადაიქცევა.

ერთი რაც არ მომწონს ისაა რო მარტო გიწევს სიარული :dato:

Link to post
Share on other sites

არ ვიცი ავთია, ამ თვეში შეიძლება ვეღარ მოვახერხო წასვლა, მაგრამ სექტემბერში და მერეც, ავატალახებ იქაურობას. :haha:

 

კი, ფართობი ძალიან დიდია, თუ წახვალ მანდ, მინიმუმ 4-5 დღით მაინც უნდა გაქაჩო, ეხლა დასათვალიერებლად ვიყავი.

 

დამიხაზა და დამიწერა როგორ უნდა მივსულიყავი სახლამდე, მარტო რომ წავსულიყავი, ვერაფრით ვერ მივაგნებდი, კიდევ კარგი თვითონ გამომყვა.

 

ამ მარტო ყეტიალს კიდევ, ვერაფერი მოვუხერხე. :karochera:

Link to post
Share on other sites

რა მაგარი ადგილებია გიორგი,მაგარი სურვილი მაქვს მასეთ ადგილას მოვწყდე ყველაფერს 1 კვირით ან მეტით.მასეთი საკოკიალო-ს გაკეთებას ან შეძენას ვაპირებ,მაგარი მოსახერხებელია სათევზაო ინვენტარის მისატანად მდინარესთან.

მასეთ ადგილას მისვლა მარტო საცოდაობაა,ვინმე უნდა გყავდეს გვერდით რომ არ დამუნჯდე კაცი ან რამე საფრთხის შემთხვევაში დასახმარებლად,ბოლო-ბოლო ჭიქა რომ მოგიჭახუნოს.

გაიხარე გიორგი,კარგი სირათები და ვიდეოებია :yes: :yes: :yes:

Link to post
Share on other sites

ორიოდ საათი დარჩა და თქვენი უმეტესობა სანადიროდ გავა მწყერზე და ღალღასაც შეიძლება გამოჰკრათ ხელი.

 

გილოცავთ ყველა მონადირეს სანადირო სეზონის მოსვლას, თქვენს გემოზე გენადიროთ, ყოველთვის ბარაქიანი ნადავლით დაბრუნებულიყავით თქვენს ოჯახებში და სამეგობროში.

 

სანამ გახვალთ, რამოდენიმე სიტყვით გეტყვით ამ ახალი ადგილის შესახებ.

 

ცხოველებიდან არჩევანი დიდია.

არის დათვი, ირემი, შველი, თახვი, წავი, ნუტრია, კოიოტი და მელა.

სანადიროდ ძალიან უხერხული ადგილია.

ტყე არის ხშირი, მასში გადაადგილება თითქმის შეუძლებელია.

რაც ვიდეოზე ნახეთ, მანდ კიდევ რა უშავს, ძირითადად ფერდობებია ისეთი, რომელზეც ფეხს ვერ მოიკიდებ.

ძალიან ცოტაა ისეთი ადგილები, სადაც ჩასაფრება ან გადაადგილება შეიძლება.

სატყუარებით თუ მოიზიდავ ზემოთ ჩამოთვლილს, თორემ სხვა გზით მათი მონადირება, მე უკვე გამოვრიცხე.

 

ფრინველებიდან, რაც ჩემი თვალით ვნახე, არის ინდაური, ბლომად გვრიტი და ქედანი.

წყალმცურავებიდან ამჯერად, მხოლოდ "ბაკლანების" გუნდი დაფრინავდა გარშემო, შემოდგომა-ზამთარში მოიმატებს სხვადასხვა სახეობები.

 

რაც შეეხება მდინარეს, მართალია რომ ვერ დავიჭირე ვერაფერი, მიუხედავად ჩემი გამოცდილების და მცდელობისა, მაგრამ ნაღდად ვიცი რომ თევზი არის მაგ მდინარეში.

პარტყა-პურტყი გაუდიოდათ საღამოს. :karochera:

მომიწევს მაგ ადგილმდებარეობის ფუნდამენტალურად შესწავლა.

ჯერ ლიტერატურას გადავქექავ, თანადროულად ინეტში ამოვყრი ყველაფერს, თუ რა ხდება იქანე. :d030:

მდინარე არის მლაშე, ოკეანემდე აქვს 6 კმ და ამიტომ, თან მიქცევა და მოქცევა ახასიათებს, ერთი დიდი მინუსი აქვს კიდევ, წყალი არის გაუმჭვირვალე.

 

მოკლედ, საინტერესო ადგილია და როგორმე უნდა შევეგუო და ავითვისო.

Link to post
Share on other sites
  • 2 months later...

მოგვიახლოვდა მადლიერების დღე აქ, "ე"მერიკაში, და არ ვთქვათ რაიმე ინდაურების შესახებ? :e025:

 

დასახლებულ პუნქტებში დადიან და ცხოვრობენ, როგორც შინაურები, მაგრამ მაინც ფრთხილები არიან.

გარე გარემოში, ძნელი მოსანადირებელნი არიან.

 

ავღნიშნავ და და დაიმახსოვრეთ./ეს სურათები ადრეც მაქვს დადებული./

 

სმენა აქვთ განსაკუთრებული, ასევე უცებ შეუძლიათ მოკლე დისტანციაზე თვალს მიეფარონ, უსწრაფესად გადაადგილდებიან ხმელეთზე და ამხელა ფრინველს უცებ შეუძლია გაუჩინარდეს, სადღაც ათ მეტრში, ისიც ჰაერში და მეჩხერ ტყეში, გაგიქრება სასროლი დისტანციიდან.

 

ინდაური, ძნელი მოსანადირებელია ველურ ბუნებაში. :old:

 

1f2bef868745.jpg

 

b7f996674e21.jpg

 

c3c21a064610.jpg

Edited by ელჩი
Link to post
Share on other sites

ეს აქაურებმა რომ გამიგონ, ახლოს აღარ გამიკარებენ. :e025:

 

დაემთხვა ერთმანეთს გიორგობა და მადლიერების დღე ამ წელს.

 

ინდაური ერთხელ მოვიტანე სახლში 4 წლის წინ.

 

უკრაინელთან ერთად ვმუშაობდი და ამიტყდა ერთად წავიდეთო.

 

დანახვა იყო და ვთხლიშე ჩვენ რომ ვიცით ისე, პირდაპირ თავში მოვაგროვე საფანტის უმრავლესობა.

 

იქვე გავასუფთავე ნანადირევი, მაგრამ ძვლების გასუფთავებას 10 დღე მოვუნდი.

 

სახლში პირი არ დააკარეს და ყოველდღე, უზმოზე, სადილზე და ვახშამზე, ინდაურს გეახლებოდით.

 

მაგის მერე, მაგრა შემეზარა ეგ ფრინველი, ამიტომაც აღარ ვესვრი.

 

გუშინ მაღაზიაში, 12$ ღირდა უშველებელი ზომისა/იმ შემთხვევაში, თუ 50$-ზე მეტს დახარჯავდი იგივეში/

 

არ ვიყიდე.

 

კვატია მაქვს ჩაბასტურმებული, არც არავისთან არ მივდივარ სტუმრად დღეს და არც არავის ველოდები.

 

დღეს, იხვს დეერხა თეთრ ღვინოსთან ერთად. :d030:

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...