qevxo 0 Posted June 4, 2012 Report Share Posted June 4, 2012 ქუთათური გივი, დამიჯერე საქართველოში საკმაოდ ბევრი ნადირია, და არც გადაშენების პირასაა ზოგიერთების გამოკლებით რათქმაუნდა. ელჩი ისე არ გაქვს მუღამი გადახვიდე იმ შტატში და გრიზლი დააგდო? ციტირება Link to post Share on other sites
laika 0 Posted June 4, 2012 Report Share Posted June 4, 2012 ქუთათური გივი, დამიჯერე საქართველოში საკმაოდ ბევრი ნადირია, და არც გადაშენების პირასაა ზოგიერთების გამოკლებით რათქმაუნდა. ქევხო შველზე და დათვზე არ მაქვს ლაპარაკი,ზოგიერთ რაიონში საკმაოდ ბევრია და შეგნებულად არ ვწერ სად...სამაგიეროდ ლიცენზია ღირს იმდენი რო ჩვენთვის მიუწვდომელია,მხოლოდ სქელ ჯიბიანი ბიძები კაიფობენ მსგავსი სიამოვნებით.მოკლავ და თუ წაგადგენ თავზე უნდა გაყიდო თუ რამე გაგაჩნია,არის სოფლებში და რეგიონებში მონადირეები რომელთაც არც თოფის საბუთი აქვთ და ლიცენზიაზე საერთოდ წარმოდგენა არ აქვთ,მიდი და სდიე აბა ყველა გამოქვაბული და ბილიკი ზეპირად იციან. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted August 8, 2012 Author Report Share Posted August 8, 2012 (edited) თევზაობა არ მწყინდება, არჩევანი დიდია, ნადირობა სხვა რამეა, არ გეწყინოთ მეთევზეებო თქვენი ჭირიმე. ზეგ უნდა გავგაზო მთებში, მინიმუმ სამი დღით მაინც. ახალი ადგილია, ჯერ არ ვყოფილვარ მაგ მხარეს და მომიწევს ადგილმდებარეობის შესწავლა. წყნარი ოკეანის პირა ტყეებია, მდინარე ჩამოდის და უერთდება მერე ყველაზე დიდ წყალს დედამიწაზე. თან მაქვს ჩემი მეგობრის წერილი, რომელზეც მისი შტამპი არტყია და დაწერა თავის ხელით ჩემი სახელი და გვარი, ამ კაცს უფლებას ვაძლევ ჩემს ტერიტორიაზე, მისი სურვილის მიხედვით და კანონის დაცვით, ინადიროს და ითევზავოსო, მისი საკუთრებაა./ნამეტნავად დაინტერესებულებს, წერილის კოპიას დავუდებ./ მოკლედ, ხვალ ვერა, მაგრამ ზეგ უნდა დავახვიო. გუშინ ავიღე შავ დათვზე სპეც-ნებართვა. ვიცი რომ არის იმ მიდამოებში, წინა შაბათს დათვის ბელი უნახავს ბილიკზე. ბელი კიდევ, დიდი დათვი თუ არ იქნა, ვერ და არ იქნება ისე. ამჯერადაც მარტო მომიწევს წასვლა. თუ გადამეჩეხა, დავკრავ. არადა იშვიათია ასეთი შემთხვევა. უფრო პერიმეტრის შესასწავლად მივდივარ. ახალ წლამდე მაქვს ბომბორას სეზონი, სექტემბრის ბოლოს ELK-ი იწყება და ოტომბერში შველი. წესით და რიგით, მაგრა უნდა გავერთოთ. Edited August 8, 2012 by ელჩი ციტირება Link to post Share on other sites
ebaneba 3 Posted August 8, 2012 Report Share Posted August 8, 2012 აბა თქვენ იცით, წარმატებები გიორგი ციტირება Link to post Share on other sites
laika 0 Posted August 8, 2012 Report Share Posted August 8, 2012 მიდი გლიჯე დათუნიას,შენც ისიამოვნე და ჩვენც გაგვახარე კარგი რეპორტით... აბა წარმატებები გიოო !! :yes: ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted August 10, 2012 Author Report Share Posted August 10, 2012 ელიზბარ და გივი, მადლობა ორივეს. წასვლა გადაიდო, მინიმუმ სამი დღით მაინც. გუშინ ბაღის სავალ ბილიკზე ფილებს ვაგებდი და როგორც ყოველთვის მიზანს არ ავაცილე. მარცხენა ხელის საჩვენებელ თითს/ცაცია ვარ იარაღში/ არ ავაცილე რეზინის ბომბორა ჩაქუჩი. მომენტალურად სამჯერ დიდი გახდა წამებში, ვარდის კოკორივით გაიფურჩქნა. :karochera: გადავსერე მაშინვე და ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს კოლხური მალამოს მომგონი, მაზეგისთვის ფორმაში ვიქნები. არადა გუშინწინ ღამე, გამოვბურთე პიპია საჩვენო ხარახურით. მაინც წავალ ისე რას მოვისვენებ, მერე კაი რეპორტსაც მოგართმევთ. ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted August 10, 2012 Report Share Posted August 10, 2012 ელჩი უუუფ მე გავმწარდი შენ მაგივრად გიო. გამოცდილი მაქ მსგავსი რამ.ერთხელ მთელი ძალით მოქნეული კილოიანი ჩაქუჩი დავირტყი ცერა თითზე,3 წუტი სუნტქვა შემეკრა,გავლურჯდი ,გავყვითლდი და ყველა ფერებმა გადამიარა სანამ ღრიალს დავიწყებდი ჩემმა მეგობარმა ზოოპარკში მეგონა თავი სპილოს გალიასთანო მალე გაივლის,სასხლეტში რო გაეტევა ესეიგი მორჩენილია და წარმატებეს გისურვებ აბა! ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted August 10, 2012 Report Share Posted August 10, 2012 ელჩი უფ, ვის არ ჩაურტყავს ერთმა თქვა - ჩაქუჩი რომ ჩავირტყი, თითი ისე მტკიოდა, ისე რო კიანაღამ ნაჯახით არ მოვიჭერიო :D ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted August 13, 2012 Author Report Share Posted August 13, 2012 გამპარვია ქევხოს შეკითხვა ალასკაზე ნადირობის შესახებ. ძალიან ძვირი სიამოვნებაა არჩილ, ჯერჯერობით ვერ გავწვდები. შედარებისთვის გეტყვი, რაც მაგ ნადირობაში უნდა გადავიხადო, მაგ თანხით საქართველოში ჩამოსვლას შევძლებდი. რაც შეეხება დღევანდელ მდგომარეობას, თითი ვითომ მორჩა, მე ვამბობ მორჩათქო, მაგრამ მაინც ბჟუილებს რამეს რომ წამოვდებ. არ მაინტერესებს, ხვალ მაინც მივდივარ, შუადღისას გავალ, რადგან უოლოსას დილით საქმე აქვს სხვა ქალაქში და მაგ დროისთვის შემომივლის, ერთად გავგაზავთ მერე ორი მანქანით, მაგას თავისი ხარახურა მოაქვს, გადასახლებას აპირებს, მე კიდევ ჩემი აღჭურვილობის 99%-ით გამოვძეძგე მანქანა. ამჯერად ერთი ღამით დავრჩები, უფრო პერიმეტრის შესწავლა მინდა, მაინც მიმაქვს სრული არსენალი, როგორც სანადირო, ასევე სათევზაო. ეხლა გავამზადე პიპია და სიბნელეა/ღამის 12 ხდება/, ხვალ დილით მოვასწრებ სურათების გადაღებას და მერე როცა დავბრუნდები მთლიან რეპორტსაც მოგართმევთ. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted August 15, 2012 Author Report Share Posted August 15, 2012 (edited) ჯერ ეს ვიდეოები ნახეთ, მერე სურათებს და კომენტარს დავაყრი. Edited September 2, 2016 by ელჩი ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted August 15, 2012 Report Share Posted August 15, 2012 ელჩი ჯუნგლებია რა ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted August 15, 2012 Author Report Share Posted August 15, 2012 (edited) არჩილ, ჯერ ის ჯახნაბა/ კახელებმა იციან ეს სიტყვა/ არ მიჩვენებია, სადაც ვიყავი. დავუშვებ ეხლა სურათებს. Edited August 15, 2012 by ელჩი ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted August 15, 2012 Report Share Posted August 15, 2012 უმაგრესია ელჩი. ელკზე მართლა მაგრად მინდა ვინადირო. რა ფიჭვებია....... ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted August 15, 2012 Author Report Share Posted August 15, 2012 (edited) გასვლის წინ. სახლამდე ჩასასვლელი "გზა", ბრჭყალებში იმიტომ ჩავსვი რომ მაგას გზა არ ჰქვია, 50% მეტი დახრილობა აქვს. დაახლოებით ნახევარი კილომეტრია. :karochera: საძილე ტომარა და გასაბერი მატრასი. ეზოზე ასეთი უცნაური კედარი დგას. ნერგისთვის თავი გადაუჭრიათ და 6 შოლტივით ტოტი აიტანა ცამდე, იქნება დაახლოებით 40 მეტრი სიმაღლის. ხედები მდინარეზე, დღის სხვადასხვა მონაკვეთში. კაიაკები მზად არის. წავი აპირებდა საუზმეს, წავადექი და მოძუძგა წყალში. Edited August 15, 2012 by ელჩი ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted August 15, 2012 Author Report Share Posted August 15, 2012 ესეც სახლი. ის სახლი გახსოვთ ხომ, სადაც ცხოვრობდა ადრე? დოკამდე მისასვლელი. ნიჟარები. სახლში. ბარგი-ბარხანა. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted August 15, 2012 Author Report Share Posted August 15, 2012 (edited) თახვის და წავის თავის ქალა. ამან უნდა სთქვას ლოკოკინა ვარო, მტკაველის სიგრძე იქნებოდა. ასეთი წარწერებია კერძო საკუთრების შესასვლელთან. ადამიანის ნამოქმედარი. იყო სხვა სურათებიც, მაგრამ გავუფრთხილდი თქვენს თვალებს და წავშალე, უხარისხო გამოვიდა. მომიწევს ბევრჯერ მაგ ადგილზე მისვლა, ასე რომ გვექნება კიდევ ბევრი მასალა მაგ ადგილის შესახებ. შემაჯამებელ დასკვნას ცალკე დავწერ. რა მომეწონა და რა არა, ცალკე წერილში მოვათავსებ. კარგი იქნება თუ შეკითხვებსაც დასვავთ, სიამოვნებით გიპასუხებთ. Edited August 15, 2012 by ელჩი ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted August 16, 2012 Report Share Posted August 16, 2012 ელჩი მასეთ ადგილზე გასვლას ერთი ორი დღე დასათვალიერებლად არ ეყოფა გიო. უმაგრესი ადგილი,შესწავლა უნდა და ნამდვილ სანადირო სამოთხედ გადაიქცევა. ერთი რაც არ მომწონს ისაა რო მარტო გიწევს სიარული ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted August 16, 2012 Author Report Share Posted August 16, 2012 არ ვიცი ავთია, ამ თვეში შეიძლება ვეღარ მოვახერხო წასვლა, მაგრამ სექტემბერში და მერეც, ავატალახებ იქაურობას. კი, ფართობი ძალიან დიდია, თუ წახვალ მანდ, მინიმუმ 4-5 დღით მაინც უნდა გაქაჩო, ეხლა დასათვალიერებლად ვიყავი. დამიხაზა და დამიწერა როგორ უნდა მივსულიყავი სახლამდე, მარტო რომ წავსულიყავი, ვერაფრით ვერ მივაგნებდი, კიდევ კარგი თვითონ გამომყვა. ამ მარტო ყეტიალს კიდევ, ვერაფერი მოვუხერხე. ციტირება Link to post Share on other sites
pescatore 27 Posted August 16, 2012 Report Share Posted August 16, 2012 რა მაგარი ადგილებია გიორგი,მაგარი სურვილი მაქვს მასეთ ადგილას მოვწყდე ყველაფერს 1 კვირით ან მეტით.მასეთი საკოკიალო-ს გაკეთებას ან შეძენას ვაპირებ,მაგარი მოსახერხებელია სათევზაო ინვენტარის მისატანად მდინარესთან. მასეთ ადგილას მისვლა მარტო საცოდაობაა,ვინმე უნდა გყავდეს გვერდით რომ არ დამუნჯდე კაცი ან რამე საფრთხის შემთხვევაში დასახმარებლად,ბოლო-ბოლო ჭიქა რომ მოგიჭახუნოს. გაიხარე გიორგი,კარგი სირათები და ვიდეოებია :yes: ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted August 16, 2012 Report Share Posted August 16, 2012 უმაგრესია....მანდ გადმომასხმევინა ჩვენი კლუბის გრუპა ზახვატა?!!! ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted August 17, 2012 Author Report Share Posted August 17, 2012 ორიოდ საათი დარჩა და თქვენი უმეტესობა სანადიროდ გავა მწყერზე და ღალღასაც შეიძლება გამოჰკრათ ხელი. გილოცავთ ყველა მონადირეს სანადირო სეზონის მოსვლას, თქვენს გემოზე გენადიროთ, ყოველთვის ბარაქიანი ნადავლით დაბრუნებულიყავით თქვენს ოჯახებში და სამეგობროში. სანამ გახვალთ, რამოდენიმე სიტყვით გეტყვით ამ ახალი ადგილის შესახებ. ცხოველებიდან არჩევანი დიდია. არის დათვი, ირემი, შველი, თახვი, წავი, ნუტრია, კოიოტი და მელა. სანადიროდ ძალიან უხერხული ადგილია. ტყე არის ხშირი, მასში გადაადგილება თითქმის შეუძლებელია. რაც ვიდეოზე ნახეთ, მანდ კიდევ რა უშავს, ძირითადად ფერდობებია ისეთი, რომელზეც ფეხს ვერ მოიკიდებ. ძალიან ცოტაა ისეთი ადგილები, სადაც ჩასაფრება ან გადაადგილება შეიძლება. სატყუარებით თუ მოიზიდავ ზემოთ ჩამოთვლილს, თორემ სხვა გზით მათი მონადირება, მე უკვე გამოვრიცხე. ფრინველებიდან, რაც ჩემი თვალით ვნახე, არის ინდაური, ბლომად გვრიტი და ქედანი. წყალმცურავებიდან ამჯერად, მხოლოდ "ბაკლანების" გუნდი დაფრინავდა გარშემო, შემოდგომა-ზამთარში მოიმატებს სხვადასხვა სახეობები. რაც შეეხება მდინარეს, მართალია რომ ვერ დავიჭირე ვერაფერი, მიუხედავად ჩემი გამოცდილების და მცდელობისა, მაგრამ ნაღდად ვიცი რომ თევზი არის მაგ მდინარეში. პარტყა-პურტყი გაუდიოდათ საღამოს. მომიწევს მაგ ადგილმდებარეობის ფუნდამენტალურად შესწავლა. ჯერ ლიტერატურას გადავქექავ, თანადროულად ინეტში ამოვყრი ყველაფერს, თუ რა ხდება იქანე. მდინარე არის მლაშე, ოკეანემდე აქვს 6 კმ და ამიტომ, თან მიქცევა და მოქცევა ახასიათებს, ერთი დიდი მინუსი აქვს კიდევ, წყალი არის გაუმჭვირვალე. მოკლედ, საინტერესო ადგილია და როგორმე უნდა შევეგუო და ავითვისო. ციტირება Link to post Share on other sites
lander 2 Posted August 22, 2012 Report Share Posted August 22, 2012 მაგარი ადგილებია ძალიან ელჩი :hi: წარმატებები შემდგომ ნადირობაში! ციტირება Link to post Share on other sites
zaza 1 Posted August 22, 2012 Report Share Posted August 22, 2012 ეს არ მქონდა ნანახი!აუ რა მაგარიაა!სამოთხეა რაა....წამიყვანეთ,დამტოვეთ მანდ და არ მომაკითხოთ)).. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted November 22, 2012 Author Report Share Posted November 22, 2012 (edited) მოგვიახლოვდა მადლიერების დღე აქ, "ე"მერიკაში, და არ ვთქვათ რაიმე ინდაურების შესახებ? დასახლებულ პუნქტებში დადიან და ცხოვრობენ, როგორც შინაურები, მაგრამ მაინც ფრთხილები არიან. გარე გარემოში, ძნელი მოსანადირებელნი არიან. ავღნიშნავ და და დაიმახსოვრეთ./ეს სურათები ადრეც მაქვს დადებული./ სმენა აქვთ განსაკუთრებული, ასევე უცებ შეუძლიათ მოკლე დისტანციაზე თვალს მიეფარონ, უსწრაფესად გადაადგილდებიან ხმელეთზე და ამხელა ფრინველს უცებ შეუძლია გაუჩინარდეს, სადღაც ათ მეტრში, ისიც ჰაერში და მეჩხერ ტყეში, გაგიქრება სასროლი დისტანციიდან. ინდაური, ძნელი მოსანადირებელია ველურ ბუნებაში. Edited November 22, 2012 by ელჩი ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted November 23, 2012 Author Report Share Posted November 23, 2012 ეს აქაურებმა რომ გამიგონ, ახლოს აღარ გამიკარებენ. დაემთხვა ერთმანეთს გიორგობა და მადლიერების დღე ამ წელს. ინდაური ერთხელ მოვიტანე სახლში 4 წლის წინ. უკრაინელთან ერთად ვმუშაობდი და ამიტყდა ერთად წავიდეთო. დანახვა იყო და ვთხლიშე ჩვენ რომ ვიცით ისე, პირდაპირ თავში მოვაგროვე საფანტის უმრავლესობა. იქვე გავასუფთავე ნანადირევი, მაგრამ ძვლების გასუფთავებას 10 დღე მოვუნდი. სახლში პირი არ დააკარეს და ყოველდღე, უზმოზე, სადილზე და ვახშამზე, ინდაურს გეახლებოდით. მაგის მერე, მაგრა შემეზარა ეგ ფრინველი, ამიტომაც აღარ ვესვრი. გუშინ მაღაზიაში, 12$ ღირდა უშველებელი ზომისა/იმ შემთხვევაში, თუ 50$-ზე მეტს დახარჯავდი იგივეში/ არ ვიყიდე. კვატია მაქვს ჩაბასტურმებული, არც არავისთან არ მივდივარ სტუმრად დღეს და არც არავის ველოდები. დღეს, იხვს დეერხა თეთრ ღვინოსთან ერთად. ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.