Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

მწყერი, ჩვეულებრივი მწყერი (Coturnix coturnix)

 

ade2bf90db72.jpg

 

 

ფრინველი ქათმისნაირთა რიგისა. მისი სხეულის სიგრძე 16-20 სმ, მასა 80-145 გრამს აღწევს. აქვს მურა, მუქი და ღია ფერის ლაქებიანი ზურგი. გავრცელებულია ევროპაში, დასავლეთ აზიასა და აფრიკაში. საქართველოში თითქმის ყველგან გვხვდება. ბინადრობს ველ-მინდვრებსა და ალპურ მდელოებზე. იზამთრებს აფრიკასა და სამხრეთ-დასავლეთ აზიაში (საქართველოში მობინადრე მწყერების ნაწილი შირაქ-ალაზნის ველზე და აზერბაიჯანში რჩება). ბუდობს მიწაზე. დედალი 9-15 კვერცხს დებს. ინკუბაცია გრძელდება 15-17 დღე-ღამე. მწყერი იკვებება მცენარეული საკვებით. იშვიათად - მწერებით. შუა აზიაში მწყერები გალიებში გასართობად ჰყავთ, როგორც მოჩხუბარი ფრინველი.

Link to post
Share on other sites
  • 1 year later...

kaskada

 

ბავშვობაში ხელით ვიჭერდი ხოლმე, აბა მაშინ ვინ მანდობდა თოფს?

მომყავდა მერე თბილისში.

ასე რომ ეგ ხმა უცხო არ არის ჩემთვის.

 

ერთი რაღაცა გამიკვირდა, თავი არა აქვს გატეხილი, ჩემები თავპირს იმტვრევდნენ, გალიასთან მისვლისას ხტებოდნენ, მიუხედავად იმისა რომ სათევზაო ბადე მქონდა გადაკრული, დამელოტებული იყვნენ ერთ თვეში.

 

უცნაურია, გამოვაზამთრებდი, დიდძალ ხორბალს ვაჭმევდი და გაზაფხულზე ისევ "სვაბოდაზე" ვუშვებდი.

Link to post
Share on other sites
  • 1 year later...

ბავშვობაში სადღაც 12 14 წლის ვიყავი მთელი ოჯახი ამოვწყვიტე მწყერის რაჭაში ბაბუასთან წყალი მიმქონდა სათიბში საფეთქს ეძახიან დიდი ბორცვია დაღმართი იყო დავეშვი სირბილით და ფეხით გავსრისე არც მაშიჯ ვიყავი 40 კილო დედა 2 ახალგამოჩეკილი და 3 კვერცხი იყო.იმ დღის მერე მე და საკვები ფრინველები გავემიჯნეთ ერთმანეთს ალბათ ესეცაა მიზეზი რომ ნადირობისკენ გახედვაც არ მინდა

Link to post
Share on other sites
  • 1 year later...
  • 9 months later...

ერთხელ ბელორუსიაში მივდიოდი მანქანით. ზაფხული იყო, ცხელოდა და ფანჯარა მქონდა ჩამოწეული. გზის ორივე მხარეს რაღაც მარცვლეული იყო დათესილი (ბელორუსიაში, რუსეთისგან განსხვავებით, დაუმუშავებელ მინდორს ვერ ნახავ, ყველგან რაღაცაა დარგულ-დათესილი. ამიტომაცაა მრავლად ფრინველ-ცხოველი).

უცებ, მანქანის წინ, ოციოდე მეტრში, გზაზე ორმა მწყერმა გადაირბინა. ზომაზე ეტყობოდათ, რომ, დედალ-მამალი იყო. ერთი, ჩემი აზრით დედალი, გზის პირას გაჩერდა, შემობრუნდა მანქანისკენ და ინტერესით დაგვაკვირდა მე და მანქანას. მეც შევანელე სვლა და მწერისგან 3-4 მეტრში გავჩერდი. მწყერი არ განძრეულა ადგილიდან და დიდი ინტერესით მათვალიერებდა :flirt2: . მეც გამოვყავი თავი ფანჯრიდან და დავუწყე დათვალიერება ამ თამამ ფრინველს.

მწყერმა თავი დახარა და ასე, ქვევიდან ზევით დამიწყო თვალთვალი :91: . მე თავი ისევ შევყავი მანქანაში. მწყერმაც თავი გაასწორა და ასე გამართულად დამიწყო ყურება. მე ისევ გამოვყავი თავი ფანჯრიდან, მწყერმა ისევ დახარა თავი დ... ასე გაგრძელდა ორიოდე წუთი, სანამ მამალი მწყერი არ დაბრუნდა უკან.

დაბრუნდა და როცა ნახა რა ინტერესით მაკვირდებოდა მე თავისი "მანდილოსანი" :love: , კინაღამ გადაირია ეჭვიანობით. მასში გაიღვიძა ნამდვილმა "ოტელომ" :zghj::meeting: , მაგრამ სულ მთლად დასახრჩობად ვერ გაიმეტა თავისი "დეზდემონა", თავში რამოდენიმეჯერ ჩაუკაკუნა :nono: ("ვის უყურებ შე დედამო...ოო") და გაირეკა წინ.

გადაღლილი ვიყავი, 700 კილომეტრზე მეტი მქონდა გავლილი, მაგრამ ამ ეჭვიანობის სცენამ ისე გამამხიარულა, რომ დარჩენილი 400 კილომეტრი არც შემიმჩნევია როგორ გავიარე.

Link to post
Share on other sites
  • 2 months later...

თჰის ის რეალლყ ვერყ ფანტასტიც ბირდ. Nიცე ტო სეე ტჰის აწესომე ონე.

ეს რა არის რეებს წერთ?

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...