Jump to content
Club-Monadire.Ge

საყვარელი სანადირო ობიექტი...

Recommended Posts

  • Replies 108
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

ვა რა მაგარი სურათებია,გაიხარე კობა!!!მეც ფრინველის მონადირე ვარ,მხოლოდ გლუვლულიანით ვნადირობ,ისიც 20 კალიბრით!! :hi:

Link to post
Share on other sites

ვერ ვნახულობ,ვერ ვკლავ მარა ის ბურდრა დასაწვავი იხვი მაინც ყველაფერს მირჩევნია,მაგაზე სდევამ დამამგვანა 26 წლის ბიჭი 62-ისას :haha: :haha:

Link to post
Share on other sites

Коба

საღოლ ძმაო, ჯერ შენი ოთხფეხა მეგობრებით გამაკვირვე და მთლად მთავარი.

ძალიან მომეწონა შენებური მიდგომა ნადირობასთან. :yes: :yes:

ნუ, გამოცდილი მონადირე ყოფილხარ, მაგრამ პირველი არ ხარ ვინც შენს ასაკში ცხოველზე ნადირობას თავს ანებებს.

სულ რაღაც 3 წელია ჩვენს შორის განსხვავება, მეც არ მომწონს ჯგუფურად ცხოველების განადგურება, ასევე საფარში ჯდომაც მოსაბეზრებელია.

გადაადგილებით ვნადირობ და უფრო მეტ სიამოვნებას ვღებულობ.

ცხოველსაც მეტ შანს ვუტოვებ, რომ მომერიდოს.

Link to post
Share on other sites

ვა რა მაგარი სურათებია,გაიხარე კობა!!!მეც ფრინველის მონადირე ვარ,მხოლოდ გლუვლულიანით ვნადირობ,ისიც 20 კალიბრით!! :hi:

ბოლო დროს მეც უფრო ხშირად 20 კალიბრის თოფს ვიყენებ, განსაკუთრებით მაშინ, როცა დიდხანს მიწევს სიარული. ისე რამოდენიმე თოფი მაქვს. ყველაზე მეტად ТОЗ-34ЕР მიყვარს. ის თავის დროზე გადავაჭრევინე რამოდენიმე სანტიმეტრით, რომ ლულები ცილინდრისებული გამხდარიყო. ამ თოფით მშვენივრად ვნადირობ როგორც წვრილმან ფრინველს (ბეკასს, დუპელს და ა.შ.), ასევე ნადირს (ტყვიით).

ეს 20 კალიბრის თოფია. ის განთქმული შვედური ინსტრუმენტების ფირმის HUSGVARNA-ს მარკისაა, მაგრამ ათიოდე წლის წინ ეს ფირმა შეისყიდეს იტალიელებმა

i-677.jpg

Link to post
Share on other sites

ვერ ვნახულობ,ვერ ვკლავ მარა ის ბურდრა დასაწვავი იხვი მაინც ყველაფერს მირჩევნია,მაგაზე სდევამ დამამგვანა 26 წლის ბიჭი 62-ისას :haha: :haha:

ქუთათურო- მე პირიქით - იმიტომ დავსდევ ამ "ბურდრა დასაწვავებს", რომ ისევ 26 წლის ბიჭს დავემსგავსო :nyam:

პირველი ძაღლი უმთავრესად იმისთვის ავიყვანე, რომ იხვები ეთრია. ამისთვის ძალიან დიდრ დროს ვუთმობდი მის გაწვრთნას წყალში. მერი დიდი პროფესიონალია წყალში მუშაობის. შეუძლია დიდი ხნის განმავლობაში ეძებოს წყალში, შეცვალოს ძებნის მიმართულება მხოლოდ ხელის მითითებით, იმუშაოს ნაპირიდან დიდი მოშორებით (50-100 მეტრით). იყო შემთხვევა, რომ 2 დღის განმავლობაში მერის დახმარებით 49 მამალი იხვი მოვინადირე. და ეს გაზაფხულზე, როცა წყლის ტემპერატურა 5 გრადუსს არ აღემატებოდა. მაგრამ ეს ნადირობა ძლიერ ჩამოუვარდება ეფეკტით და სილამაზით იმას, როცა ძაღლი მინდორში ან ტყეში (ფრინველზე) მუშაობს, დგას ნაბულში... როცა მაკსიმალურ კონტაკში ხარ მასთან.

ბოლო დროს სპეციალურად იხვზე არ დავდივარ, დაჟე ნადირობის გახსნის დღეს. დავდივარ ჭაობის ან მინდვრის ფრინველზე, და გზა და გზა ვაგროვებ სხვების მიერ დაჭრილ, ან მოკლულ ფრინველბს ;) რა თქმა უნდა როცა წინ რაიმე წყალსაცავი ან მდინარე გვწვდება გვერდს არ ვუვლით, ამიტომ იხვი ჩვენს სუფრაზე ხშირად ხვდება :hi3:

i-1162.jpg

i-1140.jpg

i-917.jpg

i-902.jpg

i-831.jpg

Link to post
Share on other sites

Коба

საღოლ ძმაო, ჯერ შენი ოთხფეხა მეგობრებით გამაკვირვე და მთლად მთავარი.

ძალიან მომეწონა შენებური მიდგომა ნადირობასთან. :yes: :yes:

ნუ, გამოცდილი მონადირე ყოფილხარ, მაგრამ პირველი არ ხარ ვინც შენს ასაკში ცხოველზე ნადირობას თავს ანებებს.

სულ რაღაც 3 წელია ჩვენს შორის განსხვავება, მეც არ მომწონს ჯგუფურად ცხოველების განადგურება, ასევე საფარში ჯდომაც მოსაბეზრებელია.

გადაადგილებით ვნადირობ და უფრო მეტ სიამოვნებას ვღებულობ.

ცხოველსაც მეტ შანს ვუტოვებ, რომ მომერიდოს.

მადლობა!

ცხოველზე მე დღესაც ვნადირობ, მაგრამ ძველებური სულისკვეთების გარეშე. ვნადირობ ლოსზე და ტახზე (ხშირად), მაგრამ უმთავრესად მარტო. ტახზე დავდივარ მინდვრებში, და კვების პერიოდში ვეპარები ფეხშიშველი (ნასკებში). ერთხელ, ერთ მინდორში, ტახთან ერთად დათვიც აღმოჩნდა...

i-3.jpg

ლოსზე ზამტარში. ამ პერიოდში ძალიან მიყვარს ტყეში ბოდიალი, ჩემს ლაიკებთან ერთად.

აი ერთ-ერთი (რემბო)

i-421.jpg

Link to post
Share on other sites

ქუთათურო- მე პირიქით - იმიტომ დავსდევ ამ "ბურდრა დასაწვავებს", რომ ისევ 26 წლის ბიჭს დავემსგავსო :nyam:

პირველი ძაღლი უმთავრესად იმისთვის ავიყვანე, რომ იხვები ეთრია. ამისთვის ძალიან დიდრ დროს ვუთმობდი მის გაწვრთნას წყალში. მერი დიდი პროფესიონალია წყალში მუშაობის. შეუძლია დიდი ხნის განმავლობაში ეძებოს წყალში, შეცვალოს ძებნის მიმართულება მხოლოდ ხელის მითითებით, იმუშაოს ნაპირიდან დიდი მოშორებით (50-100 მეტრით). იყო შემთხვევა, რომ 2 დღის განმავლობაში მერის დახმარებით 49 მამალი იხვი მოვინადირე. და ეს გაზაფხულზე, როცა წყლის ტემპერატურა 5 გრადუსს არ აღემატებოდა. მაგრამ ეს ნადირობა ძლიერ ჩამოუვარდება ეფეკტით და სილამაზით იმას, როცა ძაღლი მინდორში ან ტყეში (ფრინველზე) მუშაობს, დგას ნაბულში... როცა მაკსიმალურ კონტაკში ხარ მასთან.

ბოლო დროს სპეციალურად იხვზე არ დავდივარ, დაჟე ნადირობის გახსნის დღეს. დავდივარ ჭაობის ან მინდვრის ფრინველზე, და გზა და გზა ვაგროვებ სხვების მიერ დაჭრილ, ან მოკლულ ფრინველბს ;) რა თქმა უნდა როცა წინ რაიმე წყალსაცავი ან მდინარე გვწვდება გვერდს არ ვუვლით, ამიტომ იხვი ჩვენს სუფრაზე ხშირად ხვდება :hi3:

გაიხარე კობა !!

ჩვენ ფრინველის ნაკლებობას განვიცდით საქართველოში,თანდათან იკლებს ფრინველი,ალბათ იმის გამოც რომ დასავლეთში იხვი სადაც ჯდებოდა,ყველგან მშენებლობა მიმდინარეობს თითქმის.სუფსაში ტერმინალი გახსნეს,ანაკლიაში ქალაქი ააშენეს და ტურისტულ ზონად გადაიქცა,ეხლა ლაზიკას მშენებლობა,ჭაობი და წყალი არ დაუტოვეს დასაჯდომად არსად.ამას ისიც დაემატა რომ,თუ თვალით სადმე დაინახეს დასცხებენ ეგრევე იყო თუ არა სასროლი მაინც.ბევრი ფაქტორია იმისი რომ სედეგიანი ნადირობა თანდათან შეუძლებელი ხდება საქართველოში. ამავდროულად კლიმატიც შეიცვალა წლევანდელი ზამთარი ისე გადის თოვლი არ მინახავს თვალით.უფროსი მონადირეები რო ყვებიან ხოლმე გასული წლების ამბებს,ალბათ მომავალ თაობას გასახსენებლად მხოლოდ ის გვექნება თუ რამდენი ტალახი ვზილეთ ამა თუ იმ ჭაობში უშედეგოდ და ისევ როგორ ხელცარიელები დავბრუნდით უკან.

თუმცა მაინც მყავს ჩემი იმედი გერმანული დრათჰაარი,ჯერ მხოლოდ 5-თვე ნახევრისაა,გაისად უფრო მეტი შემართებით შეუტევთ მაგ ბუმბულ დამწვარს და ალბათ ნაწილობრივ შედეგიც გამოსწორდება !

Edited by ქუთათური

წარმატებებს გისურვებ ძმაო!

ეხლახან ვიყავი საქართველოში ერთი კვირით (28.01-5.02), ერთ საღამოს დაჟე სანადიროდ შევძელი გასვლა ანაკლიის მიდამოებში. სამწუხაროდ 1 იხვის მეტი არაფერი გვინახია. ისიც ცოცხალი დარჩა :(

გაიხარე დიდი მადლობა !

საქართველოში თითქმის იგივე მდგომარეობაა ძალიან ხშირად კობა :karochera:

Link to post
Share on other sites

ჟრუნი არის კი, ზუსტად ვიცი რომ რაჭაში არის ბლომად, სხვაგანაც არანაკლებ იქნება.

ძალიან საინტერესო ნადირობაა, თუ შესძლებ ხმით (სასტვენით) მიბაძვას

Link to post
Share on other sites

გაიხარე დიდი მადლობა !

საქართველოში თითქმის იგივე მდგომარეობაა ძალიან ხშირად კობა :karochera:

სამწუხაროა.

მე საქართველოში ძან ცოტა ვარ ნანადირევი. მაგრამ პირველი ფრინველი, ჩემი ძაღლის ქვეშ, ზუსტად იქ მყავს მონადირებული. მერი მაშინ 5,5 თვის იყო. პირველსავე დღეს 4 მწყერი მოვინადირეთ (ბევრს დავაცილე გამოუცდელობის გამო), მაგრამ მაინც ვაჯობეთ ჩვენს 2 მეგობარს, 2 სეტერით, რომლებმაც მხოლოდ 2 მწყერის აყვანა შესძლეს :blush2:

შევეცდები ახლო მომავალში, ღმერთის წყალობით, უფრო ხშირად ჩამოვიდე.

Link to post
Share on other sites

ვახ, რა ნადირობებია. კობა რა ადგილებშია ნანადირები?

სხვა და სხვა ადგილებია - რუსეთში ლენინგრადის ოლქიდან დაწყებული (სადაც ვცხოვრობ), უმტავრესად ნოვგოროდის (იქ სანადირო ბაზა მაქვს მდ. ვოლხოვის ნაპირას), ვოლოგდის, პსკოვის ოლქებში, კარელიაში. ძან ხშირად ბელორუსეთში, საიდანაც გაზაფხულზე ვიწყებ ნადირობას. იქ რუსეთთან შედარებით, გაზაფხულის სეზონი გაცილებით ადრე იხსნება (მარტის შუა რიცხვებში) და თითქმის 2 თვე გრძელდება (რუსეთში 2 კვირა). ჩავდივარ ბრესტის ოლქში (1500 კმ ჩემი სახლიდან) და იქ ვხვდები ჩემთვის ნადირობის ერთ-ერთ უსაყვარლეს ობიექტს - ბატს

ეს იქაა გიდაღებული

i-439.jpg

i-436.jpg

i-437.jpg

იქვე ბევრს ვნადირობ ჭაობის და მინდვრის ფრინველზე, გნოლზე, ტახზე და შველზე.

შემდეგ ცოტ-ცოტათი მოვყვები ბატებს ჩრდილოეთისაკენ (მათი გადაადგილების მიხედვით)... და ვამთავრებ გაზაფხულის სეზონს ან კარელიაში, ან ვოლოგდის ჩრდილოეთში.

სეზონის არყოფნის პერიოდში ვღებულობთ მონაწილეობას სხვადასხვა რეგიონებში გამართულ შეჯიბრებებში (ძაღლებთან ერთად რასაკვირველია ;) )

ზაფხულში რუსეთში (შარშანდლიდან დაწყებული) ნადირობა იხსნება 25 ივლისს (მეძებარი ძაღლებით) და გრძელდება ნოემბრის შუა რიცხვებამდე (ფრინველზე). ცხოველებზე იანვრის შუა რიცხვებამდე. მაგრამ მგელზე და ზოგიერთ ფრინველზე (ჟრუნზე (рябчик), ყრუალაზე (глухарь) - ნადირობა თებერვლის ბოლომდეა ღია.

ამ პერიოდში ჩვენც ბევრს ვმოძრაობთ. ხშირად დავდივარ ახალ-ახალ, ჩემთვის უცნობ ადგილებში. ნამყოფი ვარ ციმბირის რამოდენიმე ოლქში. წელს დაგეგმილი მაქვს ურალში (პერმში) ჩასვლა და იქაურ მიდამოებში მდინარით დაშვება (დამპირდნენ ხელშეუხლებელ ადგილებს დუპელზე სანადიროდ). დაჭე კამანდიროვკაში რომ მივდივარ, აუცილებლად რომელიმე ერთი ძარლი თან მიმყავს, ერთი თოფი კი ყოველთვის მიდევს მანქანაში :vinsent:

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...