Jump to content
Club-Monadire.Ge

საყვარელი სანადირო ობიექტი...


Recommended Posts

salami yvelas, albat dametanxmebit frinvelze nadiroba dzalian magaria, mitumetes ixvze  :yes::):yes:

 

სალამი ყველას, ალბად დამეთანხმებით ფრინველზე ნადირობა ძალიან მაგარია, მითუმეტეს იხვზე :):yes: :yes: :P

Edited by Supernatural
ქართულად წერეთ თუშეილება
Link to post
Share on other sites
  • Replies 108
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

კარგი დაგეთანხმები, მაგრამ ქართული შრიფტით წერეთ, თორემ ადმინისტრტორი გვყავს ისეთი შეუბრალებელი და პირსისხლიანი, რომ ერთი სული აქვს ვინმეს ვორნი აკიდოს. ნუ იქნები პირველი :yes:

Link to post
Share on other sites

ყველაზე რომანტიული შემოდგომის ტყეში ქათამზე ნადირობაა.

ყველაზე სახალისო ჩიბუხაზე.

ყველაზე სპორტული იხვინჯებზე, შურდულიდან გამოტყორცნილი ქვასავით რომ დაქრიან.

ყველაზე მეტი ადრენალიანი ნომერში რომ დგახარ, მდევრების კივილი რომ ახლოვდება და ნადირის გამოვარდნას ელოდები მაშინაა.

 

ისეა ჩამოყალიბებული ვეფხო, ბოლო ფრაზა რომ არ წამეკითხა ვიფიქრებდი ამ კაცს ახლა წითელი წიგნი აქვს გადაშლილი და ისე წერს მეთქი :givi:

 

პ.ს. რომანტიკული და სახალისო კიბატონო გეთანხმები, მაგრამ სპორტული - კაკაააბ :yes:

Link to post
Share on other sites

ქევხო მე და შენ ნინოწმინდაში წავიდეთ ოქტომბერში 1-2 დღით და გაჩვენებ იხვინჯები რა ვირაჟებს აკეთებენ თან რა სისწრაფით :givi:

ფიზიკურ დატვირთვას თუ გულისხმობ მაშინ კაკაბი უეჭველი.

სპორტულში მე სროლა ვიგულისხმე.

Link to post
Share on other sites

კაია, სიტყვა "დავბერდი" რომ არ დაწერე, ე.ი იმედი არის კიდევ.

 

 

იქნება ავთია ყველაფერი, იქნება ძმაო. :old:

 

შენხელა რომ ვიყავი, მაშინ დავიწყე "ლაგატკის" სროლა, არ მოიწყინო გენაცვალე. :hi:

 

ვააახ რა მინდოდა ისევ აქ?! მეგონა დავწერდი რამეს და აი წამაქეზა კიდეც ჩემმა უნახავმა ძმამ.! :hi: 4-5 წლის ვიქნებოდი ბაბუამ ძაღლების ხმაურს ყურადღება მიაქცია,მიხვდა რაშიც იყო საქმე ,ამიყვანა კისერზე შემომისვა და კედელზე მიკიდებული თოფი ჩამოხსნა. არც გადაუხსნია ,ალბათ დატენილი ქონდა. ალბათ კიარა დატენილი იყო,ამას ახლა ვიხსენებ თორე მაშინ თოფი,ჯოხი და თოხი ერთიდაიგივე იყო ჩემთვის.იქ ჩამიყვანა სადაც მისი მდევრის ,,ბასარას,, ყეფა ისმოდა.ვხედავ მელაა გაბმული ხაფანგში(მელაც გვიან გავიცანი სინამდვილეში) ძაღლი ცდილობს ყელში წვდეს და დაგუდოს მარა მელა შეუპოვრად იგერიებს ბასარას და ამ უკანასკნელსაც ღელესავით სდის სისხლი ცხვირ-ყურ -დინგიდან. ბაბუამ ძაღლს მიაყვირა უტიეო და თოფი მიუშვირა მელაკუდას,ალბათ განრისხდა მისი მეგობარი დასისხლიანებული რომ ნახა და მითხრა : ბაბუ აქ გამოქაჩეო! სასხლეტზე მიმითითა. მეც მოვდე თითი და მოვზიდე სასხლეტი,თოფმა იგრიალა და მელა ჩაწყნარდა. ძალიან გამიხარდა მახსოვს ,რადგან ბასარას მტერი ძირს დაცემული დავინახე. მის შემდეგ მელაზე ნადირობა ჩემი ახლობლების მტერზე ნადირობად მიმაჩნია.

არ გასულა დიდი დრო და მამაჩემმა და ბიძაჩემებმა ჩემს თვალწინ ერთი ზურგჩანთა მწყერები დაფერთხეს მაგიდაზე,არც მახსოვს მანამდე მწყერი თუ მყავდა ნანახი,მაგრამ ახლა ნამდვილად ვიცი რომ მწყერის ბუმბულიან ლეიბზე და ბალიშზე ვარ გაზრდილი(ახლა დემეტრე იზრდება იმ საწოლზე).ხოდა მოვითხოვე კაცურად მეც მინდა ნადირობათქო. ამ დროს 5 წლის ვიყავი,წამათრიეს ! ხოდა აფრენილი მწყერი რომ დავინახე ეგრევე უკან დაბრუნდნენ,მანქანაში ჩამსვეს და სახლში წამოვედით.მის მერე ვნატრულობდი კიდევ მენახა აფრენილი მწყერი.ამ ნატვრებში ბევრი რამ შეიცვალა ჩემს ცხოვრებაში,მამაჩემმა რომელმაც დამპირდა მწყერზე განადირებ მალეო მალევე გარდაიცვალა მაგრამ მე არ დამვიწყებია ის დაპირება და სხვაში ვეძებდი ჩემი მამის დანაპირები ნადირობის ასრულებას. ეს ოცნება 5-6 წლის შემდეგ ჩემმა ბიძამ (მამის ძმამ )ამისრულა. რომელმაც ამ ხნის მანძილძე პირველად აიღო თოფი ხელში და მე მამაჩემის თოფი მომაწოდა, წამო ბიძი გავინადიროთ ცოტაო.წავედით ,ძაღლი (კურცხაარი დიანა,მამაჩემის გაზრდილი)ნაბულზეა,მივხვდი და მივირბინე,ბიძა მეძახის არ იჩქაროო! აფრინდა,ავიდგი,ვესროლე და ჩამოვარდა! ვიკივლე:მოვარტყი ბიძია მოვარტყითქო! ძაღლს მივასწარი მაგრამ 2 ბარკალი და ფრთებიღა შემრჩა ხელში.ბიძაჩემმა თავში წამომარტყა,ხო გითხარი შე ბოთე არ იჩქაროო?! 5-6 მეტრში ვესროლე,მწყერი გავაფუჭე მარა იმაზე ლამაზად მის მერე მწყერი არ ჩამომიგდია.

ასაკთან ერთად ნანადირევის რიცხვიც მემატებოდა ,სანადირო ობიექტების რიცხვიც იზრდებოდა მაგრამ პირველი ახალი სახეობა ისე მხიბლავდა რომ მეგონა ამის მეტს არაფერს ვესვრიოთქო. :yes:

ასე მეგონა სანამ მაღალ მთას არ ვეზიარე. მდევრების ყეფას,მოლოდინს,მოახლოებულ ხმას აყოლილი გულის ფართხალი,ყოველ გაფაჩუნებაზე შეკრთომა და შეხტომა! თავის ტრიალი 380 გრადუსით! :D ტოტების ტკაცუნის გაგონება ! შქერებში შრიალის შლიგინის დაფიქსირება! ხედავ შენსკენ შენზე დიდი შენგან განსხვავებული რაღაც საშინელება მორბის! ესაა? უი ჟურნალში და ტელევიზორში რომაა ისაა? ისეთია? არა უფრო ძლიერია და დაუნდობელი! ხოდა იღებ ამ დროს გადაწყვეტილებას,მე აქ ამ საქმეზე ვარ და ბახ! ხედავ ეცემა ! ამაყი ხდები ,ხტუნავ გიხარია და სულ ვერ ამჩნევ ამ დროს რომ იზრდები და დაუნდობელი მკვლელი ხდები. აუფ ეს რა წამომცდა კაცო! მონადირე უნდა მეთქვა! :givi: რამდენი მინდა კიდევ გითხრათ ბიჭებო მარა ისე ჩავიძირე ამ თემაში რომ მაინც ბევრი დავწერე.

მე არ ვიცი რომელია ჩემი საყვარელი სანადირო ობიექტი, ალბათ ის ყველა რაც მოვინადირე და ვნანობ რომ ასეთი სილამაზე ბუნებას გამოვაცალე.

მარა თქვენ ხომ გჯერათ რომ რაც არ უნდა ვინანო ნადირობას ვერ შევეშვები?! :yes: :D

Link to post
Share on other sites

ქვისლი სუპერია!!! :givi: ამიტომაცაა აუცილებელი ასეთი ფორუმის არსებობა(და არა რაღაც ...) სადაც დამწყები, ჩამოყალიბებული და პოტენციური მონადირე ერთი სულის მოთქმით წაიკითხავს, შეიცნობს და დაეწაფება ჭეშმარიტი ნადირობის საფუძვლებს...

 

 

მადლობა ქვისლო! :yes:

Link to post
Share on other sites

ყოჩაღ ავთია.მაგარია :prais:;):e025:

 

ისე კარგად დაიწყე ბიჯო და როგორ უცებ მიამთავრე ბოლოში ა? გეწერა ცოტა კიდე ;)

 

გაიხარე ბაბუელა :* ასე ვიფრინე ბიძია რომ ვკითხულობდი ;)

 

ისე რატომ დაამთავრე ბოლოს უცებ ავთია? გამოფხიზლდი? ;)

Link to post
Share on other sites

ავთანდილ, ხომ იცი სადაც მოადენს ტყაპანს შენი მოგონება?

 

გავა წლები და ჩვენი შვილები წაიკითხავენ ჩვენს მოგონებებს.

 

"წავიღე" ავთია შენი წერილი იქ, "ოქროს ფონდში".

 

 

 

პ.ს. ხომ მაინც დაგაწერინე. :prais:

 

დანარჩენები რას ფიქრობთ ნეტავ? არ გაიხსენებდით რამეს? ;)

Link to post
Share on other sites

მამუკა შენ იცი ხოლმე კიდე გასული ნადირობების ულამაზესად აღწერა და გახსენება მიდი რა ძამა შენც გამოუშვი ერთი ასეთი ლამაზი პოსტი.

 

P.S. ადმინისტრაციასან მექნება ერთი ასეთი თხოვნა გაიხსნას ცალკე თემა,დავარქვათ ნოსტალგია ან რამე ასეთი სადაც ავთომ რო დაწერა ასეთი საინტერესო პოსტები მინიმუმ ასეთი ზომით ჩაიყრება იმ თემაში.შეზღუდული იყოს მხოლოდ კომენტარების დაწერა,რადგან როცა შეხვალ მხოლოდ ასეთი ისტორიების წაკითხვის საშვალება იყოს.მაგალითად ნებისმიერ მოდერს ან ადმინს შეუძლია აიღოს ეხლა ეს პოსტი და ჩააგდოს ზემოთ აღნიშნულ თემაში სადაც შეზღუდვის გამო მხოლოდ მოდერებს ექნებათ საშვალება პერიოდულად ფორუმიდან ჩაყარონ ასეთი საინტერესო პოსტები და ისტორიები.

Link to post
Share on other sites

აგერ არის გივიკო, http://club-monadire.ge/index.php?showtopic=28&pid=5748&st=40entry5748

 

თქვენ ოღონდაც დაწერეთ რამე საინტერესო და დანარჩენი ჩემზე იყვეს. ;)

Link to post
Share on other sites

მადლობა გიო გაიხარე ძამა,დღეს ღამის მორიგე ვარ სამსახურში თავის გასართობის საშვალება მექნება უნიკალური,გეხუტე გულში ძამა :prais:;)

Link to post
Share on other sites

მომავლისთვის ხომ არ გადაგედო ჰა?

ბიჯო, ამაღამ არ წაიკითხო მორიგეობისას, გამოგიშვებენ გივი სამსახურიდან დამიჯერე.

 

 

ხან ხარხარი აგიტყდება, ხან კიდევ დიდი ბურთი მოგაწვება ყელში და მერე შეიძლება მეზობელ კორპუსებში ხალხიც დააღვიძო. :prais:;)

Link to post
Share on other sites

არაუშავს გიო,უფროსობა არ იქნება სამსახურიდან რო გამიშვან და ტყე არსადაა ახლოს,სანადიროთ რო გავარდე ემოციებით ავსილი :prais:;)

Link to post
Share on other sites

იეტი

წავიდეთ, საინტერესოა . .

 

 

 

ავთო

სიმოვნებით წავიკითხე ;) და ერთი სიტყვაც აღმოვაჩინე რაც აქამდე არ მსმენია ნადირობის დროს - უტიე ! კარგად ჟღერს

Link to post
Share on other sites
  • 7 months later...
  • 4 weeks later...
  • 3 months later...

მას შემდეგ, რაც მეძებარი ავიყვანე, ჩემტვის დაკარგა ინტერესი ყველა სახის ნადირობამ, გარდა ფრინველისა. მანამდე ბევრს ვნადირობდი, და თითქმის ყველაფერზე (დათვზე, ლოსზე, ტახზე, მგელზე, კურდხელზე, სხვა და სხვა ფრინველზე და განსაკუთრებით იხვზე. რაღაც გარკვეული პერიოდის შემდეგ მივხვდი, რომ ძაღლის გარეშე ნადირობა უინტერესო გამიხდა. ეკვე არ მიზიდავდა ცხოველების "ხოცვა" კარაბინის გამოყენებით და დიდ მანდძილზე, სროლა ლაბაზიდან და ნომერზე, კოლლექტიური ნადირობები, სადაც უმრავლესობის მთავარი მიზანი დათრობა იყო. მე მოზრაობა და ახალ-ახალი შთაბეჟდილებები მაინტერესებდა.

გადავწყვიტე ამეყვანა გერმანული უნივერსალური მეზებარი ძაღლი, რომელიც ჩემი აზრით დამეხმარებოდა როგორც ფრინველზე, ასევე ცხოველებზე ნადირობის დროს.

თავიდან დრათჰაარის აყვანა მინდოდა, მაგრამ მერე შევჩერდი კურცჰაარზე.

ძაღლი აყვანის 1 წლის თავზე კარაბინი გავყიდე და ცხოველებზეც მხოლოდ თოფით ვნადირობ. ეს ბოლო დროს გაცილებით იშვიათად ხდება, მაგრამ მაინც, ასე ცხოველს უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს გადარჩენის.

სამაგიეროდ, მეზებარი ძაღლის აყვანის შემდეგ, ჩვენტვის გაიხსნა ისეტი სახის ნადირობები, რაზეც საერთოდ არ ვფიქრობდი - მინდვრისა და ჭაობის ფრინველი, კაკაბი, როჭოსა და ყრუალას შთამომავლობა, ტყის ქათამი შემოდგომის ტყეში, კურდღელი სტოიკით.

 

i-405.jpg

 

i-404.jpg

 

i-402.jpg

 

i-119.jpg

 

i-441.jpg

 

i-549.jpg

 

i-911.jpg

 

i-964.jpg

Edited by Коба
Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...