Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

დილა მშვიდობისა მეგობრებო !!! ჩატარდა მოსკოვის პირველობა ფიდერში.მონაწილეობა 93 კაცმა მიიღო.სამწუხაროდ საპრიზო ადგილი ვერ ავიღე მაგრამ შევებრძოლე იმ მეთევზეებს ვინც რომ წლების განმავლობაში სპორტული ფიდერის მიმდევარია,შარშანდელი და წლევანდელი რუსეთის ნაკრების წევრების ჩათვლით,ასეთი რანგის შეჯიბრებაში მონაწილეობაც კი დიდი საქმეა გამოცდილების მიღების მხრივ.შეჯიბრება სარეიტინგო,გუნდურ-პირადული იყო.მოეწყო იგი მოსკოვის სახელობის არხზე.ეს ის არხია რომელიც მდინარე ვოლგას და მოსკვა-რეკას აკავშირებს.არხის სიღრმე 5,5 მეტრია,სიგანე 85 მეტრი.არხში უამრავი სახის თევზია,მაგრამ ფიდერით ძირითადად ბლიკა და კაპარჭინა იჭირება,უფრო ნაკლებად ქორჭილა და ნაფოტა.შეჯიბრება ორ ტურად ჩატარდა და ორ დღეს გრძელდებოდა.თითო ტური 5 საათია.ორი დღე არხის ნაპირას გავატარედ საკარვე ბანაკში.სურათები და რეპორტის გაგრძელება მოგვიანებით...

Link to post
Share on other sites
  • Replies 176
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

ასეა თუ ისე შედეგი სახეზეა და შევეცდები ჩემს მიერ დაშვებული შეცდომების გაანალიზებას.დღე პირველი.დაშვებულია სამი კილო ანუ 12 ლიტრი საკვებური.ვარჯიშებზე კარგი შედეგი ქონდა იაფ რუსულ საკვებურს Спортивное рыболовство.ამიტომ ეს საკვებური ვიხმარე, კაპარჭინას ვარიანტი.არომატიკაც ვარჯიშებზე კარგად მომუშავე,ვანილი,ანისი,უკროპი(მგონი ცერეცოა ქართულად)კორიცა ანუ დარიჩინი ქართულად და შარშან ინგლისიდან გამოწერილი სპაის კაჟუსერი.მაგრამ ამ შემადგენლობამ საერთოდ არ იმუშავა!!! ძლივს ძლიობით10 პაწაწინა ქორჭილა და საერთო წონა 220 გრ !!! :blink: :blink: :blink: არა და შემადგენლობა ბლიკაზე და კაპარჭინაზე იყო გათვლილი... ასე ცუდი შედეგი კარგა ხანია არ მქონია.დღე მეორე.ვცვლი არომატიკას.ახლობლებმა გუნდ ალგორიტმიდან თავისი არომატიკის ხსნარი მომცეს,შემადგენლობას რა თქმა უნდა არავინ გაგიმხელს.შედეგი ცოტათი გავაუმჯობესე,820 გრ.ერთი 250 გრამიანი კაპარჭინა,ერთი 150 გრამიანი ქორჭილა და დანარჩენი ბლიკები... და სამარცხვინო 84 ადგილი..სულ 93 მონაწილე იყო...

Link to post
Share on other sites

არაფერი სამარცხვინო არ არის, ნეტაი შენ მაგაზე რომ ნერვიულობ.

 

 

პ.ს. უკროპი-კამაა, ცერეცო გარეული კამაა.

Edited by ელჩი
Link to post
Share on other sites

ზურა შედეგზე არ ვიტყვი კარგიაო,მაგრამ თევზაობის აზარტიც ეგაა,შეიძლება ვიღაც უვიცმა აჯობოს ჩემპიონს...დარწმუნებული ვარ მასეც იქნებოდა ,ბევრი ფავორიტი დარჩებოდა პრიზებს მიღმა.შენ მაგ შეჯიბრებების ჩატარების გამოცდილება გაამდიდრე და მომავალში აუცილებლად გამოგადგება.თევზის ჭერას რაც შეეხება ჩემი თავი მაგარი მეთევზე რომ მეგონა საქართველო ისე მოვიარე ერთი სატროფეო თევზი ვერ დავიჭირე.

 

ყველაფერი წინაა!!!

Link to post
Share on other sites

იცოცხლე არმენ !!!! საქმე იმაშია რომ ერთად ერთი უსერიოზულესი მინუსი იმაშია რომ ჩემ აღჭურვილობას თითქმის მთლიანად შეცვლა ესაჭიროება.ტექნოლოგიები უმჯობესდება და ის რაც 2-3 წლის წინ კარგი იყო უკვე მოძველებულია და ის ვისაც უფრო სრულყოფილი რამეები აქვს ის გიგებს სისწრაფეში.მაგალითისათვის.ჩემ კოჭებს გადაცემითი რიცხვი 5 არ აღემატება და საშვალო ზომის მაქოები აქვთ.თანამედროვე ფიდერული კოჭები კი დიდი მაქოებით არიან აღჭურვილი და გაცილებით უფრო სწრაფად ახვევენ ძუას.5 საათის განმავლობაში ერთნაირი ტემპით თევზაობისას სხვები გაცილებით მეტ ჩაგდებას აწარმოებენ ვიდრე მე.....

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

დღეს ჩვენმა ბიჭებმა,ვალოდიამ და სლავამ პირველი ეტაპი ითევზავეს მორიგ შეჯიბრებაზე და მე-5 არიან თავის ზონაში,საერთო ჯამში კი მე 10 ადგილზე არიან 22 გუნდში !ხვალ მეორე ტურია და ვნახოთ რას იზავენ საბოლოოდ !!!

Edited by salamandra
Link to post
Share on other sites

საერთო ჯამში მე-12 ადგილზე გავიდნენ....არაა ცუდი შედეგი იმას თუ გავითვალისწინებთ რომ საერთოდ არ უვარჯიშიათ...2 დღის შედეგი 8 კილო ნაფოტა.პრიზიორთა ტანდემმა კი 22 კილო დაიჭირა ამ დროს.....მაინც კარგია !

Link to post
Share on other sites
  • 10 months later...

ბაჯაღლო ოქროს გულიანი კაცი ხარ ზური. :friends:

 

ნეტაი იმ დროს მოვესწროთ, ერთმანეთი პირადად ვნახოთ.

Link to post
Share on other sites

შენს ოქროს გულს და სულს ვენაცვალე ზურია მოდებაძე :* საქმე იმაში კი არაა ჩვენი კლუბის სახელი რომ გაწერია, თუ ვაძლევდე მნიშვნელობას რომელი ქართული კლუბი იქნება შეჩვენებული ვიყო, არამედ იმაში, რომ ამხელა რუსეთში ქართული კლუბის სახელით გამოდიხარ. ამიტომ ხარ ბაჯაღლო

Link to post
Share on other sites

ერთი დიდი ოცნება მაქვს,ასე გამოწყობილი გუნდი აქ გამაყვანია რაიმე ღირსეულ ტურნირზე...........(((

 

ჯიგარი ხარ, და ეგ დროც მოვა იმედია :)

Link to post
Share on other sites

მალადეც ზურა!

ვინმემ შეიძლება ვერც გაიგოს რუსეთში რას ნიშნავს ლათინური ანბანით დაწერილი სიტყვა "Monadire", მაგრამ ქართულ დროშას ზურიას გულ-მკერდზე ზუსტად შეამჩნევენ.

 

ზურა, სორიდან არ ჩანს კარგად მაინცდამაინც, თუ არ დაგეზარება, ეგებ კიდევ ერთი სურათი გადაგეღო გადიდებული გერბით :hi3: ეტყობა, რომ ძან ლამაზია :yes:

Edited by კობა
Link to post
Share on other sites

კობა ჩვენი საკლუბო გუნდის დებიუტი 2009 წლის 31 ოქტომბერს შედგა,ასე რომ მონადირეს უკვე იცნობენ ! ))

 

 

48bc0cfebb9e.jpg

 

fbf5768b522f.jpg

 

8ca93f5e93ff.jpg

 

7ce8067cb185.jpg

Edited by salamandra
Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...