Jump to content
Club-Monadire.Ge

სამიზნე ჩემნაირი ,,მაზილებისათვის"


Recommended Posts

სამიზნე ჩემნაირი ,,მაზილებისათვის"

 

 

მოგეხსენებათ, რომ მოძრავ სამიზნეზე სროლისას აუცილებელია წინსწრებით დამიზნება. ეს თეორიულად ყველამ ვიცით, თუმცა პრაქტიკაში ბევრჯერ გვქონია დასანანი ,,გამაზვა".

 

1f553746debd.jpg

 

ჩემს ბავშვობაში სამონადირეო მაღაზიებში შეხვდებოდით სპეციალურ სამიზნეს, რომელიც იძლეოდა(მე არ გამომიცდია, მაგრამ უფროსებისაგან გამიგია, ფასიც კი მახსოვს 30 მანეთი ღირდა ) საშუალებას წინსწრება უშუალოდ ფრინველის ტუშზე მიგვეტანა და არა სიცარიელეში. სრულიად შემთხვევით ნეტში გადავაწყდი ამ სამიზნის ფოტოს.

 

27564f2d00c1.jpg

 

ნახაზზე: a ვერტიკალურისათვის b ჰორიზონტალურისათვის

 

ეს მოწყობოლობა მზადდება შედარებით მაგარი 2-3 მმ-იანი მავთულისაგან და წარმოადგენს 8 სმ დიამეტრის რგოლს. ლულა რომ არ დაიკაწროს შეხების ადგილებზე დახვეული აქვს თხელი ტყავი ან დერმანტინი.

სამიზნე მაგრდება თვალიდან(მიბჯენილი იარაღის შემთხვევაში ) 70სმ მანძილზე ისე რომ რგოლის წარმოსახვითი ცენტრის ხაზი ემთხვეოდეს სამიზნურის(მუშკის) ზედა უკიდურეს წერტილს. გათვლები გაკეთებულია იმ ანგარიშით, რომ სანადირო ობიექტის მოძრაობის საშუალო სიჩქარე შეადგენს 18მ/წმ.

დამიზნება(20 დან-50მეტრამდე) ნებისმიერ შემთხვევაში ხდება ერთნაირად: ფრინველის თავი უნდა დავსვათ მავთულზე ისე რომ ფრენის მიმართულება ყოველთვის რგოლის ცენტრისაკენ იყოს.

 

პ.ს. პირადად მე ვაპირებ ამ მოწყობილობის დამზადებას და გამოცდას

 

 

7dc7c86da105.jpg

 

 

e76451316320.jpg

Link to post
Share on other sites

ჰაერსაწინააღმდეგო "ზენიტკის" სამიზნეს უფრო წააგავს, ვიდრე თოფოსას.... :hi: ისე პერელიოტებზე კი იქნება პრაქტიკული ალბათ B)

Link to post
Share on other sites
  • 11 months later...

გურულო ჯიგარო იქნებ მეტი ინფორმაცია დადო მის დამზადებაზე უფრო დეტალურად გთხოვ რაა ძალიან დამაინტერესა

ჯერ არც მინახავს და არც გამიგონია რომ ამ ტიპის სამიზნეს ვინმე იყენებდეს.

გირჩევ ივარჯიშო სროლაში ყოველგვარი სამიზნე მოწყობილობების გარეშე.

Link to post
Share on other sites

ეგეთი რამე რო დამიყენონ თოფზე, ჯერ ერთი რო ვერ გავისვრი, მეორეა და სანამ არ მოვადღლიზავ ლულიდან მაგ დამაბნეველს, მანამდე რა მომასვენებს.

 

ეგე, ავთიამ მართალი დასწერა. :yes:

Link to post
Share on other sites

არა საჭირო ძამია არანაირი სპეცსამიზნეები,არც 5 და 10 ტყვიიანი ნახევრად ავტომატები,ჩვეულებრივი ორლულიანით სროლა და ნადირობა ჯობია,ხშირად აცდენასაც თავისი წილი ადრენალინი მოაქვს,ერთიცაა კიდევ,არ ვართ ნადირ-ფრინველით ისე განებივრებული,რომ რასაც ვნახავთ ყველაფერი მოვკლათ,შანსი უნდა ჰქონდეს სანადირო ობიექტს,გადარჩენის შანსი,ასე უფრო სამართლიანია ნიდირობა,მე მაგალითად იხვზე 20 კალიბრით ვნადირობ,მართალია ეს კალიბრი არაა საიხვე მაგრამ,რა უჭირს ხან მოკლავ და ხან არა!!!!! :hi:

Link to post
Share on other sites

მამუკას ვეთანხმები, ჩემი მდგომარეობიდან ასე გამოდის რომ, მე ძალიან დიდ შანსს ვაძლევ ნადირ-ფრინველს, ჯერ იმიტომ რომ იშვიათად დავდივარ სანადიროდ, და მეორეც იმიტომ რომ ცალპირა მაქვს, და არც მაქვს სურვილი მეტი ლულის ქონის, ასე უფრო აზარტი მაქვს და მოპოვების შანსიც ნაკლები. აცილება რა პრობლემაა, ხანდახან უნდა დააცინიო სანადირო ობიექტს, აბა როორ გინდა:D

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...