BROWNING 349 Posted July 9, 2012 Author Report Share Posted July 9, 2012 მთლიანად ველური გარემოა. რავარი დასაკარგია კაცი აქ? ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted July 9, 2012 Author Report Share Posted July 9, 2012 რადგან ეს მაჩვზღარბაც ამ ამ ბანაკში ნახეს ბიჭებმა ივნისის დასაწყისში, მის სურათებსაც აქ დავდებ ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted July 9, 2012 Author Report Share Posted July 9, 2012 ესეც ვიდეო ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted July 10, 2012 Report Share Posted July 10, 2012 რა მაგარი ტიპია. არც აჩქარებულა ადამიანის დანახვაზე. ბალახისმჭამელია მაგი ვახო? ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted July 10, 2012 Report Share Posted July 10, 2012 პრიკოლია როგორ საყვარლად დაიზლაზნება :D ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted July 10, 2012 Author Report Share Posted July 10, 2012 ყველაფერს ჭამს მგონი რა მაგარი ტიპია. არც აჩქარებულა ადამიანის დანახვაზე. ბალახისმჭამელია მაგი ვახო? ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted July 10, 2012 Report Share Posted July 10, 2012 გირჩებს, მცენარეულ თესლს, ნორჩი ხის ფესვებს, წამოჩინებულ მცენარეულის ბოლქვებს, მიწიდან პატარა თაგვისნაირთ, მწერებს, გამხმარი ხეებიდან მატლებს და ა.შ. სხვათაშორის იჭმევა და გადმოცემით ვიცი, რომ ძალიან გემრიელი ყოფილა, გოჭივით არისო. თფუი ეშმაკს, რაც მე მაგას პირი არ დავაკარო. ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted July 11, 2012 Report Share Posted July 11, 2012 აზერბაიჯანშიც არის მაჩვზღარბა ციტირება Link to post Share on other sites
lander 2 Posted July 11, 2012 Report Share Posted July 11, 2012 მაგარია ! :hi: ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted July 16, 2012 Author Report Share Posted July 16, 2012 მოგეხსენებათ ამ ბანაკის ტერიტორიაზე ვაპირებთ წელს ცხენირემზე ნადირობას. ვიდეოკამერა სისტემატურად აფიქსირებს დედა-შვილს. ბიჭებმა იმ დღეს ქვამარილი აიტანეს და რამდენიმე ადგილზე დადეს, ცხენირემის მისაჩვევად. ეს ვიდეოც მათ გადაიღეს ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted July 19, 2012 Author Report Share Posted July 19, 2012 დღეს სამსახურის მერე მე და ერთი მეგობარი ახალ სანადირო სექტორში ავედით. ამ სექტორის ძველ მფლობელს მშვენიერი საფარი ჰქონია აშენებული და მის გარშემო, ცხენირემისთვის ქვამარილი დავამაგრეთ ორ ადგილზე. გზაში ვიდეოკამერაც სევამოწმეთ და ახალგაზრდა მამალი ცხენირემის ფოტო და ვიდეო ვნახეთ. ანუ სულ სექტორში ოთხი ცხენირემი დააფიქსირა უკვე კამერამ. ბანაკისკენ მიმავალი ბილიკიდან, ეს საფარი 400 მეტრშია. მაგარ დაჭაობებულ ადილზე, სადაც პატარა წყლის გუბეებიცაა და ირგვლივ უღრანი ტყე არტყია, სადაც ბლომად ნეკერჩხალია, რაც ცხენირემის ძირითადი საკვებია. თან ტახვის ხაფანგებიც ავათრიეთ. ისე დატბორეს ბილიკი რომ ბანაკში ასვლა გვიჭირს, ასე რომ კაი არაფერი ელოდებათ. კოღო მძვინვარებდა, კადრშიც ჩანს. ახლა დაგვრჩა ქოხის უკან სამარილეების მოწყობა და საფარების გარშემო ხედების დასუფთავება. მე მგონი ოთხკაციანი ჯგუფი ვიკრიბებით და მორცა ჩემი მარტო ნადირობაც. ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted July 19, 2012 Report Share Posted July 19, 2012 მაგარია. ცხენირემი შენი ტყვიით უნდა დაგორდეს ვახო ხო იცი? სხვები არ ვიცი მე. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted July 19, 2012 Report Share Posted July 19, 2012 იძულებულსა მხდის ფულის მკაცრად დაზოგვა დავიწყო. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted July 19, 2012 Author Report Share Posted July 19, 2012 მანდ რომ ვერ დავაგორო, თავი მაქვს მოჭრილი მაშინ ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted August 12, 2012 Author Report Share Posted August 12, 2012 ჩემს არყოფნაში ბიჭები ასულან, საფარი გაურემონტებიათ, კვადროციკლის მისასვლელი გაუსუფტავებიათ და ასორმოცდაათი მეტრის სიგრძეზე, ორივე ქვამარილტან მისასვლელი გაუკაფავთ. ახლა ორივე ქვამარილს საფარიდან(5 მეტრის სიმაღლეზეა) თავისუფლად ხედავ. ცხენირემის კვალიც ბლომად ყოფილა მარილთან. ზემოთ ბანაკტანაც დაუდევთ ქვამარილი, უკან, ჭაობის პირზე. ახლა პირდაპირ ბანაკის ფანჯრიდან აკონტროლებ მაგ ქვამარილსაც და ჭაობსაც. ნელნელა ავზიდავთ საჭირო მარაგს(წყალი, სანადირო ტანსაცმელი, საძილეები). სექტემბრის შუარიცხვებში გაიხსნება სეზონი. სამი სხვადასხვა წერტილი გვექნება ოთხ კაცს და წესით უნდა დავაგდოთ. სურათებს გადმომიგზავნიან და დავდებ ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted August 20, 2012 Author Report Share Posted August 20, 2012 ოხი კაცი ვინადირებთ წელს ამ სექტორში ცხენირემზე. იმ დღეს სევიკრიბეთ. ამოვწიეთ რუკები, შევათანხმეთ ტექნიკური დეტალები..მოკლედ წინ მივიწევთ ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted September 10, 2012 Author Report Share Posted September 10, 2012 გუშინდელია ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted September 18, 2012 Author Report Share Posted September 18, 2012 კვირის სურათებია. ტემპერატურა 4 გრადუსი იყო დილით. ციტირება Link to post Share on other sites
pescatore 27 Posted September 18, 2012 Report Share Posted September 18, 2012 ვა როგორ აცივებულა უკვე მანდ... ლამაზი სურათებია ვახო!!! ციტირება Link to post Share on other sites
Vladimer Jikia 0 Posted September 19, 2012 Report Share Posted September 19, 2012 ბავშობაში მახსოვს, რამოდენიმე ოჯახი (მამაჩემის მეგობრები) წავედით სოფელ დვირში (ბორჯომის ხეობა) დასასვენებლად. ერთ დღეს იქაურმა კაცმა (სოსო ერქვა თუ არ ვცდები) წაგვიყვანა ტბაზე რომელიც მდებარეობს კოდიანას მთის ქვემოთ, ასე ეძახდნენ იქაურები მთას სოფელ საკირესა და ციხიჯვარს შორის. მოკლედ ისეთი გზა იყო რომ ნივა გზაში დავტოვეთ (მთაში) და ჩვენ ფეხით გავაგრძელეთ გზა. გზა გადიოდა უღრან ტყეზე მაღალი ხეებით. უკეთესს ვერ ნახავდა ადამიანი. ძალიან ლამაზი მწვანე ფერებით იყო ყველაფერი მოხატული. ალბად 20 წელი მაინც გავიდა მას შემდეგ მაგრამ ის სილამაზე დღემდე მახსოვს და თუ ოდესმე შევძლებ ჩემს ოჯახს აუცილებლად წავიყვან და ვანახებ იმ ადგილს. უცაბედად ამ უღრანი ტყიდან გავედით ტბის პირას, რომლის სახელი არ მახსოვს. ტბა იყო კამკამა და ცივი ჩამალული ტყეში. ესეთი სუფთა წყალი არც მანამდე და ადრც მას შემდეგ არ მინახავს. მოკლედ ძალიან ლამაზი ადგილი იყო. თქვენი სურათების ნახვის შემდეგ ის ადგილი გამახსენდა. თითქოს ერთი-ერთზე გადაეღოთ იმ ადგილისთვის სურათები. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted October 27, 2012 Author Report Share Posted October 27, 2012 ხვალ გამთენიისას 12 კაცი ავდივართ სექტორში. რამდენიმე კვადროციკლი, ხერხები და სხვა აღჭურვილობა. გზები, პატარა ხიდები და გადასასვლელები უნდა მოვასწოროთ რომ კვადროციკლს პრობლემა აღარ ჰქონდეს. კვირა საღამოს ჩამოვალთ. თოფიც მიმაქვს. წვიმას აცხადებს მაგრამ იქნებ ჟრუნ-კურდღელს წავაწყდე. ჟაკანიც არ მავიწყდება ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted October 27, 2012 Report Share Posted October 27, 2012 წარმატებები აბა ვახო! ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted October 30, 2012 Author Report Share Posted October 30, 2012 მომავალი წლისთვის სექტორის მომზადება დავიწყეთ და ათი კაცი ავედით ორი დღით სექტორის მოსაწესრიგებლად. უპირველესად ბილიკის გასუფთავება კვადროციკლისთვის და ორი ბოგირის შეცვლა ღელეებზე. სამი კვადროციკლი, ბენზინის ხერხები, გენერატორი და რა ვიცი, ათასი წვრილმანი. მე ამეებში ნული ვარ, მაგრამ აქაურებს მაგრად ეხერხებათ მსგავსი რამეები და ხოშიანი ბოგირებიც წამოჭიმეს. მომდევნო გასვლაც გზას მიეძღვნება და მერე უკვე საფარებს მივხედავთ. რა თქმა უნდა ტრადიციულად ჩრდილოამერიკული მსუყე საუზმით დაიწყო: ომლეტი ბეკონით, სოსისით, შემწვარი კარტოფილი, ყავა ...მერე საქმე. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted October 30, 2012 Author Report Share Posted October 30, 2012 ჯერ ძველი ბოგირის უკვე დამპალი ნარჩენები მოიხსნა, არხი გასუფთავდა, ხეები მოიჭრა და მერე ორი ცალი ოთხმორიანი შეკვრა დაიდო. ეს მორები ერთმანეთთან მეტალის ხრახნიანი ჯოხებით გადაიბა. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted October 30, 2012 Author Report Share Posted October 30, 2012 პერიპეტიები ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.