Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

  • Replies 202
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

რა მაგარია რააააააააა :yes:

 

ვახო, შენ კი იძახი საყინულეში ვარო, მაგრამ ამ სურათებისა და ვიდეოს შემხედვარეს ზამთარი და თოვლი მომენატრა...

წლევანდელი აქაური ზამთრის რა ვთქვა მე... :karochera:

Link to post
Share on other sites

რომ არა ვახტანგის დადებული სურათები, ვერ გავიგებდი წელს იყო თუ არა ზამთარი საერთოდ.

 

საღოლ ვახტანგ, მაგარ სილამაზეს გვაჩვენებ. :yes:

Link to post
Share on other sites

ვახო დადე კიდე კანადის სურათები.მაგრად მომწონს შენი ,,ჩანახატები,,.დარწმუნებული ვარ მაგ ბუნებაში ყოფნას ყველა მონადირე ინატრებდა. :yes: :yes: :yes::Laie_99:

Link to post
Share on other sites

გაბნეულად დევს პრინციპში, ორივე ბანაკის და ბუნების თემებში. ასევე კანადაში თევზაობა-ნადირობაში.

 

 

ვახო დადე კიდე კანადის სურათები.მაგრად მომწონს შენი ,,ჩანახატები,,.დარწმუნებული ვარ მაგ ბუნებაში ყოფნას ყველა მონადირე ინატრებდა. :yes: :yes: :yes::Laie_99:

Link to post
Share on other sites

გილოცავ ვახო ძმაო ან სამოთხეში ყოფნას. უმშვენიერესი ადგილებია და რაც მთავარია, ხალხნაკლები. იქ შეიძლება ბრწყინვალედ დასვენება, როგორც მორალურად, ასევე ფიზიკურად. ძალიან წააგავს რუსეთის ზოგიერთი კუთხის ბუნებას.

Edited by Коба
Link to post
Share on other sites

ვახო,"მერცხალო" გენაცვალე,სტიმული ხარ სიცოცხლის და აქტიურობის ,მადლობა!!!გვახსენებ,რომ ცოცხლები ვართ!!!შემოგევლე მოუსვენრობაში!!!

Edited by drakoni
Link to post
Share on other sites

BROWNING

ვახო მართლა მაგარია რა! მაგრამ რა სიცივეები გქონიათ მანდ :blink: აქ კიდევ მაქსიმალური ყინვა ამ ზამთარში 22 გრადუსი იყო,ისიც ერთხელ.თოვლმავალ TUNDRA-ს კარგად ვიცნობ.მაგარი მუშა და ეკონომიური მანქანებია.TUNDRA-2 ყავდა ჩემ უფროსს 1994-ში და მაგრათ ვაჯირითებდი.დილიდან საღამომდე დავსეირნობდი...საქართველოს მაღალმთიანეთისათვის ზედგამოჭრილია.იაფი და მუშა.სამწუხაროდ დიდი ხანია მოხსნილები არიან წარმოებიდან...

Link to post
Share on other sites

კი, კობა, რუსეთის ბუნების მსგავსია.

 

დრაკონს სიცოცხლე, სად ხარ, სად დაგვეკარგე, იმედია უფრო ხშირად შემოხვალ. ოთხფეხა მეგობრის წარმატებები როგორია?

 

სალამანდრა, მაგ 25 წლის აპარატია, სიმძლავრეში უჭირს ცოტა. ისე ხოშიანად გვემსახურა. დიდი სიცივეები იმედია ჩამოვიტოვეთ, მარტიდან წესით -15-20ზე მეტი არ უნდა იყოს.

Link to post
Share on other sites
  • 4 weeks later...

მოვილაპარაკეთ დავგეგმეთ. სამი კვადროციკლი არის. მარილი ატანილია. ხერხია ასატანი მექანიკური რომ საფარების წინ ხედები დავამუსავოთ. მეგობრის არსენალიც ვნახეთ:

post-3-0-88738400-1363985773_thumb.jpg

post-3-0-96489700-1363985777_thumb.jpg

post-3-0-41142300-1363985782_thumb.jpg

post-3-0-77015300-1363985786_thumb.jpg

post-3-0-34762300-1363985789_thumb.jpg

post-3-0-42073100-1363985795_thumb.jpg

post-3-0-58347300-1363985798_thumb.jpg

post-3-0-42997900-1363985801_thumb.jpg

Link to post
Share on other sites

აქ დიდი პრივილეგიები აქვთ იმ მონადირეებს, ვინც მშვილდით ნადირობს, მაგათ ცალკე აქვთ სეზონი და უფრო მეტი ხნით ვიდრე ჩვენ.

 

ეგ ბიჭი 22-იანების ფანი ყოფილა.

 

ქვედა მარჯვენა სურათზე რა თოფია ხომ არ გახსოვს ვახტანგ?/რემინგთონის ტყვიების ყუთი უდევს გვერდით/

 

ასევე აღსანიშნავია ისიც, თუ როგორ აქვს შენახვაზე იარაღი, ყველა დაკლიტულია. :yes:

Link to post
Share on other sites

ქვედა მარჯვენაში იტალიური 36 კალიბრია. ქვედა მარცხენაში საკო ოპტიკით და ვინჩესტერი. სულ ორი ვინჩესტერია, .22 კალიბრი და .30-30. ისე ტიპიური ჩრდილოამერიკული არსენალია. ბრაუნინგ აუტო 5-იც ჰქონდა ბატისთვის 12 კალიბრი, არ გადამიღია. .300 უნდა ვიყიდო წელსო :e025: .

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...
  • 2 weeks later...

წინა შაბათს მეგობარმა ახალი კვადროციკლით მოინახულა გიომის ბანაკიდან სამ კილომეტრში არსებული ბანაკი, რომელთანაც მის მეპატრონეს გზა აქვს გაყვანილი. მშვენიერი ბანაკი აღმოჩნდა, სერიოზული მონადირე-მეთევზე სჩანს მეპატრონე. განსაკუთრებით ბანაკის კვებეკურმა სახელმა გვახალისა: დაუმიზნე და ესროლე :alfons: . საფარებიც ჰქონია. ტყეში თოვლი ისევ ბევრია, ამ ღამით კაი ყინვაც დაარტყამს, მინუს 11 აცხადებენ, ასე რომ მომავალ პარასკევს ნაღდად ყინულქვეშ მოგვიწევს თევზაობა. სერიოზულად ვემზადებით.

post-3-0-98181600-1366507681_thumb.jpg

post-3-0-54387700-1366507684_thumb.jpg

post-3-0-33559500-1366507686_thumb.jpg

post-3-0-90923700-1366507689_thumb.jpg

post-3-0-82180400-1366507691_thumb.jpg

post-3-0-98698200-1366507693_thumb.jpg

post-3-0-75092800-1366507695_thumb.jpg

post-3-0-20182600-1366507698_thumb.jpg

post-3-0-63230900-1366507700_thumb.jpg

post-3-0-63446900-1366507702_thumb.jpg

Link to post
Share on other sites

საღოლ ძმაო მაგ კაცს, მაგარი გემოვნებით აუშენებია.

კაპიტალურად აქვს გაკეთებული ყველაფერი.

 

იქნებ მოგიხერხდეს ვახტანგ მომავალში და შიგნიდანაც გადაიღო სურათები.

 

ძალიან მომეწონა. :yes: :yes: :yes:

თავისუფლად დარჩება მანდ მონადირე კაი ხანი, შეშა და "სპირტი" დიდძალად და ეგ არი ჩვენი სამოთხე ძმაო.

Link to post
Share on other sites

ერთი კითხვა მაქვს ვახტანგ.

ვთქვათ და ვინმე მონადირემ ღამე გაათენოს მაგ სახლში, ითვლება თუ არა კანონსაწინააღმდეგოდ?

ანუ კერძო საკუთრებაა და პატრონის ნებართვის გარეშე ვერ შევლენ?

 

პ.ს. ერთიო და ორი შეკითხვა მაინც გამოვიდა. :e025: /ჯერჯერობით/

Link to post
Share on other sites

საღოლ ძმაო მაგ კაცს, მაგარი გემოვნებით აუშენებია.

კაპიტალურად აქვს გაკეთებული ყველაფერი.

 

იქნებ მოგიხერხდეს ვახტანგ მომავალში და შიგნიდანაც გადაიღო სურათები.

 

ძალიან მომეწონა. :yes: :yes: :yes:

თავისუფლად დარჩება მანდ მონადირე კაი ხანი, შეშა და "სპირტი" დიდძალად და ეგ არი ჩვენი სამოთხე ძმაო.

ბოქლომი ადევს,დაკეტილია :(

Link to post
Share on other sites

კი ეგ მეც შევამჩნიე, მესამე სურათზეა კლიტე, მაგრამ რატომ ვიკითხე იცი, ეხლა გადის დისქავერიზე დოკუმენტური ფილმი, რომელშიც ასახულია ალასკელი მონადირე-მეთევზეების ცხოვრება. თითოეულს აქვს როგორც სათევზაო, ისე სანადირო ბანაკები ტყეში, მოშორებული დასახლებული პუნქტიდან 40-დან 200კმ-მდე, ასეთ შემთხვევაში ერთ დღეში ვერაფრით ვერ მოასწრებენ სახლში დაბრუნებას, თან თუ ძაღლებით არიან წასული, შანსი არ არის უკან დაბრუნების.

ამათაც თავისი ზონები აქვთ გამოყოფილი, ყველამ იცის თავისი სანადირო ადგილი, მაგრამ ასეთი შემთხვევა მოხდა, ცხენირემი დაჭრეს და სამი დღე მოუწიათ ძებნამ, სისხლის კვალზე მიჰყვებოდნენ, აღმოჩნდნენ სხვის ტერიტორიაზე, დაბრუნებას ვერ ასწრებდნენ და იქაურ ბანაკში გაათენეს ღამე.

წამოსვლისას დასტოვეს წერილი, რომ ესა და ეს ხალხი მადლობას უხდის მეპატრონეს.

ვიფიქრე კანადაშიც ხომ არ არის მსგავსი რამთქო.

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...