Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

http://litterator.wordpress.com/2011/11/08/nikolozshengelaia/

 

 

“როცა ლაპარაკია ქართველ რეჟისორებზე, განსაკუთრებით იმათზე, ვინც მწერლობიდან მოვიდა კინოში, ძალიან იშვიათად აქცევებ ყურადღებას მათ ლიტერატურულ შემოქმედებას. ალბათ ყველამ არა, მაგრამ იმათ კი, ვისაც ნიკოლოზ შენგელაიას კინოშემოქმედება შეუსწავლია იციან, რომ იგი ადრე პოეტი იყო. კინორეჟისორობა შედარებით მოგვიანებით დაიწყო. გაგახსენებთ ლექსს “მონადირე”". (ამონარიდი ა. ბაქრაძის წიგნიდან “კინო და თეატრი”)

 

“ბაი ბეთქილი . . .

 

თეთნულდიდან ნისლი ლილედა.

 

ფეხდამცდარ კდლიდან

 

თითო-თითოდ მოდის მთა–ბარი.

 

ზედ მონადირე . . .

 

გამოძახილს მოსდევდა ხმები:

 

ლილეო!!

 

დალი!!

 

რომ მწვერვალზე გადაენთები

 

თვალი მართალი,

 

ზედ ხანჯალი, იმედი კიდე.

 

შენ მონადირე,

 

უშბის წვერზე რომ დაეკიდე,

 

თვალებში გენთო თაფლის სანთელი.

 

მაგარი თეძო მეგობარია ვაჟკაცის მთაში

 

და ჩეგემიდაქნ გადმოტანილი სტამბულს

 

ეჭირა კბილებში კაჟი.

 

გახარებული ბედი მოგინდა,

 

შუბლს გიელვარებს თოვლის ნათელი.

 

მოგენატრება ჯიხვის ჯოგიდან

 

დამსკდარ კლდეების კორიანტელი.

 

მოდედებული სისხლი ძარღვებში

 

ათასში ერთი რომ აგიცილდეს,

 

გაიჭედება რკინის კუნთები.

 

ვიცი, რომ სოფლად არ დაბრუნდები.

 

თავგამეტებულს გზა გეადვილა,

 

სუნთქვამ მაღლობზე უფრო იმატა,

 

ცა

 

დაბალია თავშესაფარი.

 

ბაი ბეთქილი!!!

 

თეთნულდიდან ნისლი ლილედა.

 

ფეხამცდარ კლდიდან

 

ბურთებივით ცვივა მთა-ბარი!”

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...
  • Replies 643
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

სიყვარული არ კვდებაო ნინორე,  გული მაინც გაუძლებსო სიშორეს,  წამწამებზე შეგრჩენია ცისნამი,  დაღლილი ხარ დაისვენე ნინორე...  მუხის ხესთან ჩამომჯდარა ფუფალა,  სად მიდიხარ,ეჭორავე ნინორე!  ზღვი

სიხარულმა ჩაიარა, ჩაიარა წყენამაც. უკვდავებას მაზიარა  შენმა გამოჩენამა. ერთი ჰო და ასი არა  ვით გამოთქვას ენამა. უკვდავებას მაზიარა შენმა გამოჩენამა. სიხარულის ცრემლი კმარა, თვალები დ

ოდესღაც გწერდი: "ველი გაზაფხულს!.." მაგრამ, ძვირფასო, ასეთს კი არა - ნათიბის სუნმა ვეღარ დამათრო, ვერც გაზაფხულის ზეცამ, კრიალამ.   ვერ გავიგონე წვეთის სიმღერ

Posted Images

post-30-0-86244100-1346914924_thumb.jpg

 

ვოი! (გურამ თიკანაძეს ) -მურმან ლებანიძე

 

 

 

ვოი!

რა უფერულია სიკვდილი ლოგინში!

ვოი!

რა საშინელია სიკვდილი ლოგინში!

ისიც ლოგინში მომკვდარა, ოღონდ -

ყინულის ლოგინში!

ვოი! კალა-უშგული შეკრებილა,

ვოი! ყანას და სათიბს მომცდარა.

მთელი სვანეთი შეკრებილა,

მთლად საქართველო შეკრებილა,

შხარასთან ღრუბელივით მომდგარა...

ვოი! შხარა სისხლით შეღებილა -

კოხტა თიკანაძე მომკვდარა...

ბექნუ ხერგიანს და ბექნუს ლომებს

გურამის ნეშტი უპყრიათ ხელში,

ბექნუ ხერგიანს და ბექნუს ლომებს

მშრალი ბურთები

გასჩრიათ ყელში...

გურამ თიკანაძეს შხარა აუღია, -

რაც მოხდა, დაშვებისას მომხდარა:

საკუთარ ხელით პალო დაუგია,

საკუთარ პალოზე მომწყდარა...

ცოცხლისგან საყვედური აუგია -

თოკი - ერთადერთი ჩაუბია,

თავი - სიმამაცით წაუგია,

ვოი-ვო! სიმამაცით მომკვდარა!..

ბექნუ ხერგიანს და ბექნუს ლომებს

გურამის ნეშტი უპყრიათ ხელში,

ბექნუ ხერგიანს და ბექნუს ლომებს

მშრალი ბურთები

გასჩრიათ ყელში...

- „ხოჩა საკაცე გამითალეთ,

დავაწყო ხორცი და ძვალი!

სიკვდილი სიცოცხლედ ჩამითვალეთ

აღმართში - კვნესით ამიტანეთ,

ვაკეზე - მითხარით ზარი!.."

უშგულში გამოვარდა ივდითი ნიჟარაძე,

შეჰკივლა, გაიკაწრა ლოყა,

ფოსტლების ფლატუნით უხნესი დიაცი

საკაცეს ფეხდაფეხ მოჰყვა:

- „თეთნულდმა რა მოგცა?! უშბაზე რა გქონდა?!

შხარაზე რა გინდოდა, გმირო?!

ვო, გურამ, რამხელა ბეჭები დაგქონდა -

რამ დაგაპატარავა, შვილო?!"

ასი ცხენოსნით უშგული გახლავს

და ბეჭზე მიდევს შენი საკაცე...

შენ დაგეუფლა ძილი და დაღლა,

შენ დასახარჯი უკვე დახარჯე...

შენ გაიელვე ღრუბლებზე მაღლა,

შენ საქართველოს ღამე გახაზე...

ასი ცხენოსნით უშგული გახლავს

და მიტივტივებს

შენი საკაცე...

ვოი!

რა უფერულია სიკვდილი ლოგინში!

ვოი!

რა საშინელია სიკვდილი ლოგინში!

ისიც ლოგინში მომკვდარა, ოღონდ -

ყინულის ლოგინში!

გურამ თიკანაძეს შხარა აუღია,

რაც მოხდა, დაშვებისას მომხდარა:

თავი სიმამაცით წაუგია,

ვოი-ვო, გურამი მომკვდარა...

ცოცხლისგან საყვედური აუგია,

ჩაუქი - მკვდარიც ჩაუქია!

ვარსკვლავი

ვარსკვლავებს მომწყდარა!

Link to post
Share on other sites

ცოტნე გმირია,დიდებული გმირი

ოღონდაც

თუ ბიჭები ვართ ნუ ვადიდებთ მარტოდენ ცოტნეს..

ვახსენოთ სახედაღრეჯილი ლომი მონღოლი

გმირობისა და ვაჟკაცობის უბადლო მცოდნე...

Link to post
Share on other sites

ლომი

შოთა ნიშნიანიძე

 

– ლომო, როგორ ხარ? – მოგიკითხავენ

და გპატიჟებენ ლუდზე ბიჭები.

მასპინძლის უღელს თითონ ითავებ

და ყველას იქით ეპატიჟები.

ლომის პარიკი ბევრს შეუკვეთეს

და მეტოქეებს ჰყოფენ კასტებად...

არ გაგიკვირდეს: ლომზე უმეტეს

ლომის ნიღაბი თუკი ფასდება...

თავს გადააქნევ უკმაყოფილოდ,

ლომს ჯერ სიზმრები არ აგხდომია:

– ცხოვრება თურმე ცირკი ყოფილა

და ცირკის ლომი რაღა ლომია.

Link to post
Share on other sites

აქლემისა და ნემსის ქურდი ერთი არიო

და კრიალოსნის ამწაპვნელი ციხეში ჩასვა.

ნავახშმევს ტელეეკრანის წინ თვლემდა მაძღარი

და ოქროს მძიმე კრიალოსანს მარცვლავდა მშვიდად.

Link to post
Share on other sites

იოსებ ნონეშვილი

შემოდგომა თბილისში

 

შემოდგომას სულ პირველად

რუსთაველზე გაიგებ.

ქარი ფოთლებს, ჭადრის ფოთლებს

გაშლის, ფეხქვეშ გაიგებს.

 

მოვარდება კახეთიდან,

ვით ფეხმარდი მოამბე,

ღვინისა და ხილის სურნელს

თბილისშიაც მოაფენს.

 

შეჩერდება მოქალაქე,

მოსდის ელეთმელეთი.

იტყვის: ალბათ ღვინის სუნით

სუნთქავს მთელი ხმელეთი.

 

და მახლობელ ბაზრის კარებს

შეხსნის ფიქრით გართული,

რომ იხილოს თავის თვალით

შემოდგომა ქართული.

 

არიგებულ, ჩარიგებულ

დახლებსა და ყაფანზე

ყველა თავის შრომის ნაყოფს

და მოსავალს აფასებს.

 

შემოსულა შემოდგომის

დოვლათი და ბარაქა.

მოილხინოს, გაიხაროს

მთელმა თბილის-ქალაქმა.

 

ღვინის ზღვა და ხილის რიყე,

ხილთა ქება ნამდვილი...

ქარში უცხო ფრინველივით

მოფრიალე მანდილი.

 

ყაფანებთან ანათებენ,

ვით ვარსკვლავნი დარისა,

ქერა გოგო – პირიმზისა,

თეთრი – პირიმთვარისა.

 

მარცხნივ ბზინავს ფორთოხალი,

მარჯვნივ ვაშლის მთებია

და ტიკები, ლოთებივით

ბოძებს მიჰყუდებიან.

 

იქ კი, სადაც ყვითელ კომშებს

და ჩურჩხელებს ჰყიდიან,

ალაზნის პირს დახოცილი

დურაჯები ჰკიდია.

 

ჩემი ღვინო სხვას არ სჯობდეს,

მაშ, შემირცხვეს სახელი! ­

კარდენახულ ღვინოს აქებს

ბიჭი კარდენახელი.

 

იმერელი ცდილობს შენს გულს

ტკბილად დაეპატრონოს:

– ნუ იყიდი, მარტო გემო

ნახე, ჩემო ბატონო!

 

სულგუნს აქებს ზუგდიდელი,

წითელ ატამს – ატენი...

ირგვლივ ხილი,

შეძახილი,

ქების კორიანტელი.

 

შემოსულა შემოდგომის

დოვლათი და ბარაქა,

მოილხინოს, გაიხაროს

მთელმა თბილის-ქალაქმა.

 

შემოსულა შემოდგომა,

ქუჩებსა და მოედნებს

მოშრიალე ხის ფოთლები

ფრთოსნებივით მოედვნენ.

 

შემოდგომის ქარი ჰქრის თუ

გაზაფხულის დარია?

ლამაზები სეირნობენ,

განა მართლა ქარია?!

 

მარჯნის ფერი, ქარვის ფერი

ქარმა ერთად არია.

ეს კაბების შრიალია,

განა მართლა ქარია?!

 

მზეც ღრუბლების გალავანზე

ლაღად გადმომდგარია.

სიყვარულის სიმღერაა,

განა მართლა ქარია?!

 

შემოსულა შემოდგომა

დოვლათით და ბარაქით

და მასპინძლობს ხელგაშლილი

მთელი თბილის-ქალაქი.

Link to post
Share on other sites

სიბერის ლექსი

შენ რომ ქუდი შემიბრუნე,

შენ რომ გული მომტაცევი...

აწი რაღაი, ქედნიმხარში

ვეღარ შეგელომკაცები.

ნეტაი იმ დროს ,ტანხერტალავ ,

ლენკარით თუ ბოკელათით,

სათიბში რომ შეგისწრებდი,

ზვინებში რომ მოგბელავდი.

ნეტაი იმ დროს! შენს წამწამებს

რომ სცვიოდა ია მთების,

აწი გულის კუკულებზე

ვეღარ დაგინიავდები.

დეიზრდება, დეიყივლებს,

ი, ჭიორაი ჭუჭულები,

მე კი ყირმიზ ყურისძირში

ვეღარ ჩეგეფურჩულები.

კედლისკენ მაქვს პირი ახლა,

კედლებს ჩხვერენ ქორბუდები,

ღმერთმა იცის, სასიკეთოდ,

შენსკენ თუ გადმოვბრუნდები,

ვაიმე!_ რაფერ გიბერდები,

და... რაფერ გინათესავდები.

 

(ზურაბ გორგილაძე)

Link to post
Share on other sites

ნენემ დიმინიშნა ქალი

 

 

ცაში ვაზი აყვავილდა,

ეზო-კარში ქვიშნა ბალი,

მეც ღერივით შევღერღეტდი,

ნენემ დიმინიშნა ქალი.

ხე-კატრებში მოფთქიალე,

სიყვარულს თუ ნიშნავს ქარი,

ჭვავტოტაი და ალვისტანაი,

ნენემ დიმინიშნა ქალი.

ნამბულიდან შემომბღავის

შუბლიკვერაი ნისახარი,

- თუ ბიჭი ხარ წამოდი და

ჩემთან ერთად ქვიშაც ხანი!

- ვერა ჩემო შუბლიკვერავ,

სხვა პერანგში მიჩანს მხარი,

ქორწილამდე სული მშპება,

ნენემ დიმინიშნა ქალი,

გულბალანი მერუჯება,

ვერ ჩააქრობს დღვანის წყალიც,

ქორწილამდე თუ გავთავდი,

ნენი!... რაღათ მინდა ქალი.

ნენემ ერთი შეფაშფაშდა,

მზიებით გეივსო თვალი,

დიდი ოდაში გამომკლიტა,

სექვით მომიბექსა კარი,

დამლოცა და მომაძახა:

- მაგერ შენ და ალვისტანიც,

ფეხი არ გამოდგა გარეთ,

ყელი არ გამომჭრა დანით,

შენი არც ნახნავი მინდა!

შენი არც ნათოხნი მინდა!

შენი არც ნაჩეხი მინდა!

აგერ ქალი - ტყან და ტყანი!... :karochera:

(ზურაბ გორგილაძე)

Link to post
Share on other sites

ზურაბ გორგილაძის ბიჭს პირადად ვიცნობ და მისგან ვიცი რომ "ნენემ დიმინიშნა ქალი"-ს ორიგინალი ზუსტად ისაა რომელიც ეკამ დადო. თავდაპირველად ეს ლექსი მასე მთავრდებოდა და შემდეგ თვითონ ზურაბ გორგილაძემ გადააკეთა რა თქმა უნდა.

Link to post
Share on other sites

ზურაბ გორგილაძის ბიჭს პირადად ვიცნობ და მისგან ვიცი რომ "ნენემ დიმინიშნა ქალი"-ს ორიგინალი ზუსტად ისაა რომელიც ეკამ დადო. თავდაპირველად ეს ლექსი მასე მთავრდებოდა და შემდეგ თვითონ ზურაბ გორგილაძემ გადააკეთა რა თქმა უნდა.

აჩია,შენ როდის დაგინიშნავს ნენე ქალს????!!!! :*:mad:

Link to post
Share on other sites

ნადირობის შემდეგ

 

 

გარეული კამეჩების დევნით დაიღალნენ,

 

დახოცეს უშტი და უშქარი ნადირი.

 

და მერე, როცა დღე-ღამე გაიყარა,

 

ღამის გასათევი შემოხვდათ ადგილი.

 

 

 

თეთრონებს მოხადეს ავაზას ტყავები

 

და მასზე დააწყვეს ლამაზად თავები:

 

ირმების,

 

ჯიხვების,

 

არჩვების,

 

დათვების ―

 

სიკვდილს რომ ებრძოდნენ სისხლიან თათებით.

 

და როცა მთვარემ ტყეზე გადიარა,

 

სასმური ასწია ლევან დადიანმა:

 

― კურთხეულ იყოს ეს წმინდა ადგილი,

 

გაისად უმეტესი მოგვეკლას ნადირი!

 

― კურთხეულ იყოს! ― აღმოხდათ თავადებს, ―

 

ნადირთა ღვთაების სახელი გვფარავდეს! ―

 

და უცებ ქუხილმა ტყეზე გადიარა:

 

ვინ მოჰკლა, ვინ სტყორცნა ჩვენზე ადრიანად,

 

ვინ დალოცვილმა ჩვენზე მადლიანად?!

 

― მანუჩარის შვილმა ლევან დადიანმა. ―

 

ღამეში თვალების გადაბრიალებით

 

ნადავლთან მოგროვდნენ შავნაბდიანები.

 

ულვაშზე სალოკი გადისვა ერთ-ერთმა.

 

(მის მიერ დაკოდილ ირემზე ამბობდა):

 

― ლამის გამალენჩოს ამ თვალთა შეხედვამ,

 

ო, როგორ უნდოდა სიცოცხლე საცოდავს!

 

― გულჩვილი ყოფილხართ ლეჩხუმის თავადი,

 

ჩვენ კიდევ პირდაპირ საფრთხეში ჩავვარდით,

 

ჯიქურ დაგვეჯახა და ლაჯში დაგვხია,

 

მაგ ირმის გეერდით რომ ქისონი ტახია. ―

 

თქვა ეს და ბაღდადით შეიკრა იარა

 

თავადმა მაღალმა, ჟღალულვაშიანმა.

 

ნაკვერჩხალებივით ელავდნენ ღამეში

 

თვალები ვეება გარეულ კამეჩის.

 

 

 

და თეთრი ეშვებით წყვდიადის დამხევნი ―

 

წყვდიადში ეყარნენ ველური ტახები.

 

წყვდიადში თვალების გადაბრიალებით

 

რიგ-რიგად ჰყვებოდნენ შავნაბდიანები:

 

― პირველად შემომხვდა ჩვენს ტყეში კანჯარი,

 

პირველად გამიტყდა ჩემს დღეში ხანჯალი!

 

სვამდნენ და თვრებოდნენ და ასე ჰყვებოდნენ,

 

რომელმა მათგანმა რა მოჰკლა, რა ბედზე.

 

ახარხარდებოდნენ, აყაყანდებოდნენ

 

და ღვინოს ასხამდნენ სისხლიან თავებზე.

 

― ჩვენი სიხარული და ჩვენი ჯავარი

 

ცოცხლობდეს,

 

შრომობდეს,

 

ომობდეს მთავარი!

 

 

ტყე არ შრიალებდა. დაწვნენ და დაოსდნენ

 

ხეები, სიბნელის სამსალით მთვრალები,

 

და ეწყო თავები, ვით სასაკლაოზე,

 

ლაჟვარდში გაფრენილ გაყინულ თვალებით …

 

თეთრჩაბალახიანი და თეთრნაბდიანი

 

ნადირობას ზეიმობდა ლევან დადიანი.

Link to post
Share on other sites

მონადირის ღამე

 

შემოგვაღამდა ალი_აბადთან,

უღრან ტყის პირას გავკვესეთ ტალი.

წიფლის ტოტები წითლად განათდა,

ცაში ბუბუნით ავარდა ალი.

გავეხმაურეთ ერთმანეთს სროლით,

მოვუხმეთ ცეცხლთან დაქანცულ ძაღლებს.

სველ ნაბდის კალთებს ავარდათ ბოლი,

და ოხშივარი წინდებს და წაღებს.

სველი ხემოჰყვა გადაბმულ შიშინს,

ვით ტყის ნადირთა უცნაურ ამბებს.

და მეძებრებიც უყეფდნენ შიშით,

კოცონის ირგვლივ გაწოლილ ლანდებს.

ტყეში კი ისევ ტკაცუნით ჭამდა,

ნადირი ნადირს რკოსა და ხეხილს.

ბერმუხის უკან მგლის თვალი სჩანდა,

მურყანის უკან ფოცხვერის ფეხი.

და მეძებრებიც უყეფდნენ ავსულთ,

მდინარის დუდუნს, ფოთლების ცვენას,

და ცეცხლის ენებს ზეცისკენ წასულს,

ვით ბუჩქში დამფრთხალ ხოხბების ფრენას.

გვეწადა დაღლილთ კოცონთან ძილი,

რა სჯობდა წიფლის ეშხიან ღადარს.

მაგრამ ამ ცეცხლის გიზგიზი ტკბილი,

ჯერ უფრო სწეწდა ვახშმობის მადას.

და ჩვენც რა გვსურდა სურვილის მეტი,

ხორცი და ცეცხლი არ გვქონდა განა?

მოკლულ ტახს მყისვე გავუპეთ მკერდი,

და ფიცხლად დავცხეთ შამფურებს დანა.

და დაემგვანა ის ღამე ქორწილს,

ბრუნავდა ცეცხლზე მწვადების ჯარა.

შამფურებს სტეხდა ნადირის ხორცი,

და ჩინჩხლებს ჰყრიდა მაშხალისგვარად.

ქარვისფრად აცმულ ქონიან მწვადებს,

ლოკავდა ცეცხლი ნდობით და ზრუნვით.

და ნაკვერჩხლებზე დაცემულ წვეტებს,

სდიოდა ნამდვილ საკმევლის სუნი.

გვქონდა სულ გვქონდა რაც გულით გვსურდა,

და მადაც გვქონდა დაღლილებს მგლური.

გავხსენით ცეცხლთან თხის ტყავის გუდა,

ნამჯაზე დავდეთ ყანწი და პური.

ჩამოვდგით დინჯად გავსილი გზისთვის,

ხელადა როგორც ძვირფასი განძი.

და საქართველოს მიწის და მზისთვის,

ინგილომ შესვა პირველი ყანწი.

ღამით მთელ ღამით, შფოთიან ძილში,

დაგვდევდა სიზმრად ყუმი და კახი.

და თასმანლუსთან ბერმუხის ძირში,

ხმელ ფესვებს გლეჯდა დაჭრილი ტახი

Link to post
Share on other sites

ცოტნე გმირია,დიდებული გმირი

ოღონდაც

თუ ბიჭები ვართ ნუ ვადიდებთ მარტოდენ ცოტნეს..

ვახსენოთ სახედაღრეჯილი ლომი მონღოლი

გმირობისა და ვაჟკაცობის უბადლო მცოდნე...

 

 

ეკატერინე, :hi: ეს ლექსიც ნიშნიანიძემ დასწერა?

მის ხელწერას წააგავს.

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

რა არ უხდება ქვეყანას?

პირველ: სიბერწე ქალისა,

მეორე: კაცის ლაჩრობა,

ჟანგი ხმლისა და ფარისა,

მესამე: მთების ობლობა,

დაჭაობება ბარისა,

მეოთხე: მიწის ღალატი,

ხნულში წაქცევა ხარისა,

მეხუთე: ნატაძრალებზე

აბიბინება მწვანისა.

მეექვსე: უქმი სიცოცხლე,

ერთ წამში წაშალა კვალისა,

მეშვიდე: (უბედურება!)

მიზეზი ცოდვა-ბრალისა _

უსიყვარულო სიკვდილი _

მგზავრი უმზეო ღამისა.

 

(ვაჟა ხორნაული-რა არ უხდება ქვეყანას )

Link to post
Share on other sites

მაპატიეთ, ვერ გიყიდეთ გვირილები...

 

-გამარჯობათ, მე თქვენ გიცნობთ? - მგონი არა!

-კიბეს ავყვეთ, სადღაც ახლოს კარებია.

-ხედავთ როგორ უცნაურად გაგვიავდრდა?!

ცა ტილოა, გზა ფერმკრთალი აკვარელი.

 

-ლუდს ხომ დალევთ? - არა, მხოლოდ ჭიქა ჩაი.

-გული გტკივათ, თუ სიცივემ დაგიარათ?

-მე? ორივე, ხედავთ როგორ დავიჩაგრე?

-გადაგივლით, მომწონხართ და ვაღიარებ

 

ასე ითქმის, თავმდაბლურად, მაგრამ ახლა

თქვენს ბაგეებს გემრიელად მივირთმევდი.

-მაპატიეთ, შემოდგომის ხუთი დადგა...

-მე კი ლექსი გადავჭერი სამართებლით.

 

-ახლა, წავალ, გაგაწვალოთ იქნებ მუზამ,

ისე, ქუდი გიხდებათ ან თქვენ უხდებით...

-გამაწითლეთ, ასე ძლიერ ნუ შემზღუდავთ,

ერთსაც დავლევ. ლექსებადაც დავხურდავდი...

 

-რატომ გსურდათ ამ საღამოს ჩემი ნახვა?

საქართველოს მზე ნანაობს მაგ თვალებში?

მე ღარიბი პოეტი ვარ სხვების კართან,

რა ლამაზად ჩანს ქვეყანა სათვალიდან...

 

თქვენ კი ცდილობთ თავმდაბლური გაღიმებით

მაგრძნობინოთ , ახლა ფიქრი გვიანია!

და იცით კი, ლექსის ტაშით აღებული

ემოციით ვერ გიყიდეთ გვირილები...

 

-მივდივარ და ვერ მივდივარ, ჩაიჩოჩეთ.

სითბოს ვეძებ, იმედი მაქვს გაყინული.

კიდევ ერთხელ მომიტანეთ ჭიქა ჩაი,

ვატყობ ჩვენში სიყვარული დაყიალობს...

 

-მაპატიეთ , ვერ გიყიდეთ გვირილები,

და კოცნასაც პოეტურად ვაგვიანებ,

მაგრამ სულში სიყვარულის გვალვებია,

ავღელდი და...გარეთ წვიმა გვარიანი...

/მია დადიანი/

Link to post
Share on other sites

მინდა ვიყოთ ერთად

სოფელში და წვიმდეს,

შემოჩვეულ სევდას

წვიმის ღვარი შლიდეს.

იფარავდეს შინდი,

შეციებულ ჩიტებს,

შენ კი ჩემი დიდი

სიყვარული გჭირდეს.

მიკითხავდე ლექსებს,

არა ვგავდეთ დიდებს,

გიკოცნიდე ლამაზ,

საფერებელ თითებს.

მთელი ღამე თბილი,

ხშირი წვიმით წვიმდეს,

შენ კი ჩემი დიდი

სიყვარული გჭირდეს...

Link to post
Share on other sites

მე, ცა ვარ,

 

ზეცა ვარ,

 

მთვარეც ვარ, მზეცა ვარ...

 

ხან თითქოს კარგად ვარ,

 

ხან თითქოს ვერცა ვარ...

 

 

 

ხანდახან, ია ვარ...

 

ხანდახან, ვარდი ვარ...

 

ხანდახან, მტკივა და

 

უშენოდ დავდივარ...

 

 

 

ხანდახან, ღამეც ვარ...

 

ხანდახან, დღეცა ვარ...

 

ხანდახან, დროცა ვარ...

 

და შენთან როცა ვარ...

 

 

 

ხანდახან, წვიმა ვარ...

 

ხანდახან, თოვლი ვარ...

 

ხან შენგან მივდივარ,

 

ხან შენთან მოვდივარ...

 

 

 

ხანდახან, წყალი და

 

ხანდახან, მიწა ვარ...

 

გინდა, თუ არ გინდა,

 

მიყვარხარ, ვფიცავარ...

 

 

 

ხანდახან, ერთი ვარ...

 

ხანდახან, ბრბოცა ვარ...

 

ხან, შენი ცრემლი და

 

ხან, შენი კოცნა ვარ...

 

 

 

ხანდახან, შენთან ვარ...

 

ხან, სხვასთან დავდივარ...

 

ხან, თითქოს მგზავრი ვარ...

 

სულ სადღაც ჩავდივარ...

 

 

 

ხანდახან, ფიქრი ვარ...

 

ხანდახან, ლოცვა ვარ...

 

შენიც ვარ, სხვისიც და...

 

არაც და ჰოცა ვარ...

 

 

 

ხანდახან, ბრმაცა ვარ...

 

ხანდახან, არცა ვარ...

 

მინდა თუ არ მინდა,

 

ესა ვარ,

 

რაცა ვარ..

Link to post
Share on other sites

ყელსაბამი ლალისფერი,

ბროლის ყელზე შესაბმელი,

შენის ხელით ნაჩუქარი,

სანუკვარი...

ყელსაბამი ლალისფერი,

ყელსაბამი.

მეგობარო, გახსოვს წამი?...

შენ მომიძღვენ ყელსაბამი,

მე კი ჩემი გული წრფელი

მოგიძღვენი.

მოგიძღვენი გული შენთვის

ანაძგერი.

ვით მძივები აბრეშუმმა,

საუკუნო სიყვარულმა

ჩვენი გრძნობა, გულის ფეთქვა

შეაერთა.

შეგვამძივა სიყვარულმა,

სიხარულმა.

ეჰ, მერცხალი მაინც ვიყო,

შემოგევლო, შეგჭიკჭიკო,

და ფრთა ყოველ გაზაფხულზე

გაგკრა გულზე.

ეჰ, მერცხალი მაინც ვიყო,

შეგჭიკჭიკო.

ცრემლი ვიყო პაწაწინა,

შენს წამწამქვეშ მქონდეს ბინა.

ელვა ვიყო, შენს თვალებში

გამაცინა.

სიყვარულის ცრემლი ვიყო

პაწაწინა.

ყელსაბამი ლალისფერი,

ბროლის ყელზე შესაბმელი,

შენის ხელით ნაჩუქარი,

სანუკვარი...

ყელსაბამი ლალისფერი,

ყელსაბამი.

Link to post
Share on other sites

გრიგოლ რობაქიძე

 

პაულო იაშვილის ძაღლის "გერას" მოგონება

 

თუჯურ ახვეწილ და გაშვეტილ ასპიტის ტანზე

მზე მეწამული გილოკავდა ჭრელთვალა ხალებს.

გავარდებოდი არქენილი ტორებით განზე-

თითქო კუნთებით არეკილით თასმავდი ალებს.

 

შენი თვალები-გადაკრავდა სხვა ფერი თითოს:

ჟღარი და ლუში, დამუქული ეგვიპტის ქვები-

შენი თვალები გახელებით იჭერდენ ხვითოს,

გველი რომ ესვრის ყვითელ ალმურს ჯავარი რქებით.

 

ალბათ გაიგე, რომ პაოლოს შაირი ჰყავდა

შენი ფერდების ფორაჯიან ხატულა ლაქებს-

თორემ ვიფიქრო: სხვა პატრონი არავინ გყავდა,

რომ მიეკედლე თავაღებულს, ავარად ნაქებს!

 

უსმენდი ლექსებს: გეშლებოდა ხან ტაროს ხვავი,

ხან დადონდლილი საწნახელში ყურძენის ტბორი.

ყალყზე დგებოდი უეცარი და ყეფა - ავი,

რომ ლექსებისთვის სიხალისით გაგერტყა ტორი.

 

მაგრამ მგოსანმა უდარდელმა გიმეტა ეგზომ,

რომ გადახარე თავად დოგის მზიანი ჰუნე-

დაიწყე თრევა კახპასავით ეზო და ეზო

და ფინიებში გატყაული ჩაძაღლდი მუნით.

 

ლამაზო გერა! ვიცი, ძაღლის წაიღე წყენა.

ცრემლს ნუ მიჩვენებ, თუ გიყვარდე, ამასა გვედრი.

ვინ იცის, ეგებ შენი თრევა - მიყივლოს ენამ?-

იყოს აგრეთვე მოშხამული ჩემი ძმის ხვედრი.

 

მიტოვებული, დავარდნილი ღვთის ანაბარად,

ეგებ შენსავით იგი ერთხელ ჩაიქცეს ღრეში.

დაიტირებენ შენს პაოლოს კოლხეთის ბარად

ჟუჟუნა წვიმა ჩვენი ყანის და რბილი ხრეში.

 

დათუთქულ თვალებს დაედება სიმწუხრე ცრემლის.

ხილვას შეირჩენს უკანასკნელს უსაგნო ცქერა.

იქნება იქვე ვით ყვავილი ქართული ტყემლის

სხვა სახელებში ერთი ჩუმი სახელიც: გ ე რ ა.

Link to post
Share on other sites

პაოლო იაშვილი "ზემოური რთველი"

 

ჯერ სოფელში კიდევ თბილა,

თუმცა მთები დაირთვილა,

და ცაც უფრო მუქი გახდა;

გზაზე მოდის ჩემი კბილა

და ღიღინებს ისე ტკბილად,

თითქოს ნატვრა გაინაღდა.

 

მიდის, ჩადის სავსე ზვარში,

მეზობლებთან მხარი-მხარში

მიაშურებს ფერად მტევნებს;

სამალაბა მკლავებს გაშლის,

გადააგდებს მტევანს ძარში

და სიმღერას დაადევნებს.

 

დიდი ძარი წარამარა

შეანათებს სოფლის მარანს;

საწნეხელიც აკრიალდა;

უკვე დილის იჯრად კმარა,

რაც სიმდიდრით დაიფარა

მისი ღრმა და უხვი კალთა.

 

ბავშმა წყალი მოიტანა

და გაჩაღდა ფეხის ბანა,

მხიარული ყურძნის სრესვა,

აღუღუნდა წვენი თანაც...

ყავრის ჭერში ოქროს დანა

გაურჭვია დილის მზესა.

 

მზეა, ქარიც... ფიცხი ჩალა

ნაფუზარში აიშალა,

მიეხვეტა ყანის ღობეს;

ავსებულა ჯოგით ჭალა

და მწყემსები ხმა წკრიალა

გვრიტს ესვრიან ფილთა თოფებს.

 

განგაშშია რთველის ალო,

ტაროებით ბრწყინავს კალო

და ქალები სხედან განად...

`აბა ერთი, ჩორთას ქალო,

შენი სულის სამოწყალოდ,

წამოიწყე იავნანა“...

 

და გაისმის სოფლის ველად

ნანინა და ოროველა

ჩანგურული კილოს ხმაზე...

უკვე რა ჭირს მთებში ბნელა,

მთვარე _ ძროხის ერთი წველა

დევს პერანგას ქიმის ჯამზე.

 

 

"წერილი დედას"

 

დავტოვე სოფელი,

მყუდრო სამყოფელი,

ქვიტკირის მაენები

და კატის კნუტები_სიმინდის ყანა!

ჰა! კინტოს პროფილე,

საეჭვო ტარნები,

და დავიკუნტები

ქალაქის ქუჩებში მე_ სალახანა.

 

ტირილი, ტირილი, ტირილი ბევრი!

მზის განიავება,კალო და კევრი

და სოფლის სიწმინდე, მართალი ბათმანი,

როცა მე ქალაქში მაწუხებს, მახელებს,

ყველა ყელსახვევი, შავი ხელთათმანი.

 

იქნებ ჩვენ ტფილისი ხვალ ყველამ დავტოვოთ!

მინდა დღეს მივწერო დედას უსათუოდ,

იმღეროს მამასთან ის ნანა ტკბილი,

როცა გაიხარა, რომ მე მეჭრებოდა პირველი კბილი;

 

როცა მე ქურდები მეგობრად მრაცხავენ,

სოფელში ვენახი გახდა მოსარწყავი

და ვაზის ფურცლებზე ისე გალურჯდება იქ შაბიამანი,

ვით თვალის უპე _ როცა მე არ მახურავს ღამეში საბანი.

 

დედა! ინახულე

შენ წმინდა ხახული!

წადი ფეხშიშველი,

ქალაქში დაკარგულ შვილისთვის ღამე გაათია,

ღმერთო! აპატიე_

მე თუ ვერ მიშველი,

დედას, რომ დაგინთოს ჩემ სიგრძე სანთელი,

მისთვის, რომ ჩემს გულში

დაყუჩდეს გრიგალი და კორიანტელი

 

ეს ორი ლექსი ძალიან მიყვარს და საერთოდ იაშვილის შემოქმედება

Edited by master
Link to post
Share on other sites

ამაღამ მგონი იქნება ქარი

 

ამაღამ მგონი იქნება ქარი,

ვაი დედოფალ ტყემლების ბრალი,

დაღონებული წავიდა ქმარი

და დაბრუნდება დილაზე მთვრალი.

 

დიდი ხანია ამ ბუხრის ალში,

ტკივილით იწვის ჩემი ოცნება,

ქმარმა გასცვალა მომღერალ ქალში,

ჩემი ცოდვილი პატიოსნება.

 

ალბათ მოყვება მას სავარცხელი,

უფრო უბედურ ჩემი მეტოქის,

მეტყვის ბრძანებით: მომეცი წყალი,

ჩემი ფერადი სპარსული დოქის!

 

ცოლი ვარ მისთვის მე სასახელო,

(მე ის მკოცნიდა სხივიან დღეში),

ღვინით გასვრილი მისი საყელო,

გადავარდება მყუდრო კუთხეში.

 

ქმრის სითამამე ჩემი ბრალია,

არ ვწუხვარ ბევრჯერ რომ მოვეხათრე.

რადგან ძვირფასი მეტად მთვრალია,

დაეძინება მას ჩემზე ადრე.

Link to post
Share on other sites

ზარის ხმა ქარში

 

ნანი ნაუ ნანი,ნაუ ნანი ნინა...

შორს სადღაც ყვავილს ბუჩქქვეშ მიეძინა...

ქარმა ცვრიან ბალახს ველზე ჩაურბინა,

ცვარი ბალახს მოსწყდა.სევდით დაიგმინა,

ქარში ზარის ხმა გაისმის:

ნაუ ნანი ნინა!

 

ნუ იტირებ, ია, ზარი ნუ გაშინებს:-

ქარი წავა მთებში, მკლავზე დაიძინებს...

ბალახი ხვალ დილით მზის სხივს გაუცინებს...

ნანი ნაუ ნანი,ნაუ ნანი ნანა...

ეს ვიღასი კვნესა ქარმა მოიტანა!

სადღაც ბერი მოკვდა...ქრისტე დაჰგმო,განა,

ცოდვა ჩაიდინა, ვეღარ შეინანა?!

ზარი უფრო: ნაუ,ნაუ,ნანი ნანა...

 

ქვეყნის ცოდვებს, ქვეყნის კვნესას,

ქვეყნის სირცხვილს,ქვეყნის ჭორებს

ქარი ხელში ათამაშებს,

მოატარებს მთებს და გორებს,

ცოდვილ მიწას არ აშორებს,

ნაუ...ნანა...ნაუ,ნანი!ნაუ ნინა...

 

მთების იქით ოქროს სხივმა გაიბზინა,

წყარომ თავის მკერდზე ვერცხლი დაიფინა...

მეზარემ ცივ ქვაზე საწყლად დაიძინა,

შეწყდა ზარის კვნესა:

ნაუ... ნა... ა... ნ...

 

ი... ნი... ნა....

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...