Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

არჩილ სულაკაური

 

"მხოლოდ ერთხელ"

 

გიორგი ლეონიძის მონატრება

 

მინდა, ზვრები გაზაფხულის

ღრუბელს მოვაწვიმინო.

ვაი, როგორ გაფრენილა

ჩემი ჟღალი მიმინო?!

 

მივდივარ და სად მივდივარ,

სადაური საითა?

ლელო ერთხელ გავიტანე,

განა კიდევ გავიტან?!

 

გუმბათს ერთხელ ჩამოვკიდე

მოგუგუნე ზარები

და დარუბანდს მხოლოდ ერთხელ

ჩამოვხსენი კარები.

 

მხოლოდ ერთხელ აღვაშენე

სვეტიცხოვლის ტაძარი

და ლაშქარი დიდგორისკენ

მხოლოდ ერთხელ დავძარი.

 

მხოლოდ ერთხელ დამესიზმრა

სიყვარულის სიზმარი

და განმეხვნა ერთხელ მხოლოდ

კარნი სამოთხისანი.

 

მინდა, ზვრები გაზაფხულის

ღრუბელს მოვაწვიმინო,

ვაი, როგორ გაფრენილა

ჩემი ჟღალი მიმინო?!

სადაური სად გაფრინდა,

ვის ცერზე ზის ტიალი,

ვის შეუდგა და ვის ასმევს

შარბათს ოქროს ფიალით?

 

ახლა გუმბათს მან დაჰკიდოს

მოგუგუნე ზარები

და დარუბანდს ახლა ერთხელ

მან ჩამოხსნას კარები!

 

ახლა სხვამან აღაშენოს

სვეტიცხოვლის ტაძარი

და ლაშქარი დასძრას დიდგორს,

როგორც ერთხელ დავძარი!

 

ახლა სხვასაც დაესიზმროს

სიყვარულის სიზმარი

და განეხვნეს ერთხელ სხვასაც

კარნი სამოთხისანი!

 

მინდა, ზვრები გაზაფხულის

ღრუბელს მოვაწვიმინო,

ვაი, როგორ გაფრენილა

ჩემი ჟღალი მიმინო!.

Link to post
Share on other sites
  • Replies 643
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

სიყვარული არ კვდებაო ნინორე,  გული მაინც გაუძლებსო სიშორეს,  წამწამებზე შეგრჩენია ცისნამი,  დაღლილი ხარ დაისვენე ნინორე...  მუხის ხესთან ჩამომჯდარა ფუფალა,  სად მიდიხარ,ეჭორავე ნინორე!  ზღვი

სიხარულმა ჩაიარა, ჩაიარა წყენამაც. უკვდავებას მაზიარა  შენმა გამოჩენამა. ერთი ჰო და ასი არა  ვით გამოთქვას ენამა. უკვდავებას მაზიარა შენმა გამოჩენამა. სიხარულის ცრემლი კმარა, თვალები დ

ოდესღაც გწერდი: "ველი გაზაფხულს!.." მაგრამ, ძვირფასო, ასეთს კი არა - ნათიბის სუნმა ვეღარ დამათრო, ვერც გაზაფხულის ზეცამ, კრიალამ.   ვერ გავიგონე წვეთის სიმღერ

Posted Images

*წერილი*

 

ახლა ღამეა და ვარსკვლავები ზეცას ჭორფლივით აყრია შუბლზე,

 

მე მაგისდასთან ვზივარ ძვირფასო და ჩემს წინ სუფთა ქაღალდებს ვუმზერ.

 

აწმყო, წარსული და მომავალი დამდგარან ჩემი ფიქრების ზღურბლზე..”

 

ძალიან მშვიდ და იდუმალ ღამეს ჩასძინებია ატმის მკლავებზე, თავში ტრიალებს ათასი კითხვა და ყველა თავის პასუხს დაეძებს.

 

არ შემხვედრიხარ, არ მინახიხარ ალბათ ათასი წელი, ათასი წელი იქნება ცოტა ან იქნებ ძალიან ბევრი, მე ახლა მხოლოდ სიზმარში მახსოვს შენი ცისფერი თვალების ფერი.

 

ეს ყველაფერი ადრე დაიწყო, ძალიან ადრე, როცა თებერვლის მსუსხავი ქარი ეხეთქებოდა გათოშილ ჭადრებს, როს ცხოვრებიდან შენ ჭრიდი დღეებს, ვით რეჟისორი ფირიდან ჭრიდეს ფილმისთვის ყოვლად უვარგის კადრებს.

 

იმდენად ახლოს მოვედი შენთან რომ უსასრულოდ აღმოვჩნდი შორი, მერე ვიღაცამ შეთხზა რაღაცა, შენც კარგად იცი, მე რომ არ გითხრა, როგორ ვრცელდება თბილისსში ჭორი..

 

გახსოვს? -ცისფერი ხეობის გასწვრივ მზერა შველივით მორბოდა შენსკენ და მოწმენდილი ივნისის ზეცა ირეკლებოდა, ქუჩაში იყო იმდენი ხალხი, მეჩვენებოდა, რომ იმ საღამოს, გარბოდა სადღაც დამრთხალი ქუჩა.

 

გახსოვს? -ოთახში იმ გაზაფხულზე ძალიან წითლად ჰყვაოდა ბალბა. შენ დაიღალე იმ ბალბის ცქერით, შენ საერთოდაც გადაიღალე, გადაიღალე და გამექეცი, მე კი სულ შენთან ვიქნები, ალბათ..

 

შენ გიხაროდა შენი არსება, შენ ის გეგონა შენი ერთგული ვინც მოგიტანდა სიყვარულს მარტში.. კი! ზღვა ამაყობს თავის ხმაურით, მაგრამ იცოდე ზღვა სხვა არის და ზღვას ყველაფერი ეპატიება.

 

ჩემი ფიქრები უბრალო გოგოს რაღაც უცნაურ სხივით გმოსავდნენ და მაღონებდა ძალიან ხშირად რაც არ ვიცოდი მე შენს შესახებ, რაც შენ აკეთე ჩემთან მოსვლამდე.. რატომ გეგონა რომ მე სათქმელი დავაგვიანე? შენ ვერ მიმიხვდი, ჩემი სათქმელი ადრევე გითხარ და ვერ ამჩნევდი რომ მე შენგან ველოდი პასუხს, რომ მე ქცეული ვიყავი კითხვად.

 

მე სიყვარული ვიცი რაც არის, ძალიან კარგად ვიცი რაც არის, მაგრამ არ ვიცი შენ როგორ გითხრა და თუ ქამანდი გამოვდე სიტყვას, მოვალ და უცებ ყველაფერს გეტყვი!

 

არა! არ არის ის სიყვარული რასაც საერთოდ მას უწოდებენ, ის არის ბევრად იმაზე მეტი.

 

მე ვარ მდინარე!

 

ყველა მდინარე მეორე მდინარეს ეძებს, რომ შუერთდეს და მერე ერთად გავიდნენ ზღვებზე, არ შეიძლება მთელი სიცოცხლე გეძინოს მარტოს, ამიტომ მუდამ ვიღაცას ეძებ და ეს ძიება გტანჯავს და გათრობს.

 

ძალიან დიდი მაქვს სიყვარული და მოთმინება მაქვს უფრო დიდი, დღეს ჩემი აწმყო არის წარსული რომელიც ლამაზად ინიღბავს თავს და რომელიც სადღაც, უჩემოდ მიდის.. მე გადმოვედი იმ ბილიკიდან და ახლა სულ სხვა ბილიკზე ვდგები, დღეს ჩვენი გზები ისე გაიყო ვით ნატახტართან იყოფა გზები.

 

მე კარგად ვიცი, ვიცი და ვხვდები, რომ შენ აღარსად არ მელოდები, ალბათ ეს არის იმის მიზეზი, რომ უმიზეზოდ ხშირად ვღონდები, განმეორდება ეს ყველაფერი, მხოლოდ ჩვენ აღარ განვმეორდებით.

 

შენ გაფრინდები, შენ დამშორდები, ახლაც შენ ჩემთვის არა გცალია, გთხოვ მაპატიო რომ მე მიყვარდი და რომ მიყვარხარ ახლაც ძალიან…

 

ალბათ ჯობია ნანატრი ბაღი კაცმა იხილოს მხოლოდ გარედან და გულგრილობა შენი თუ სხვისი ავი ძაღლივით გებას კარებთან, ღობის გარედან ჰკრეფდე ნაყოფებს და დასახევი გზა გქონდეს უკან, ანდა ზემოდან სჭვრეტდე ყველაფერს ვით მაგიდაზე გადაშლილ რუკას.

 

სჯობია კაცმა ნანატრი ბაღი მუდამ იხილო მხოლოდ გარედან და საკუთარი ცივი გონება ერთგულ ძაღლივით გებას კარებთან! მაგრამ პირველად როცა შევედი, მე ვერ ვხვდებოდი ამ სიბრძნეს მაშინ, მე არც დღესა მაქვს ცივი გონება და კვლავ თამამად შევდივარ ბაღში.

 

გვირილებს ვკრეფდი იმ დღეს ფერდობზე, უცებ გაწვიმდა და დაიქუხა, სადღაცა მუხას დაეცა მეხი, შეშინებული გამოვიქეცი და მე რომ უნდა მომეძღვნა შენთვის ალბათ იმ ყვავილს დავადგი ფეხი..

 

მორჩა! დაეშვა სცენაზე ფარდა, თოვლმა წაშალა სულ ყველა კვალი, მინდა გავიგო ხვალ რა იქნება, ახლა ვმკითხაობ ნეტავ რას ნიშნავს გულის ბიჭი და აგურის ქალი?

 

პასუხისათვის ნუ გაირჯები, მე არაფერი მიკითხავს შენთვის! ალბათ არსებობს ისეთი რაღაც საკუთარ თავსაც ვერაფრით ეტყვი. ყველა პასუხი ბოლოს და ბოლოს უნდა ისევე გადიქცეს კითხვად.. მე დავიღალე ამდენი ძებნით და ძლივს ვიპოვე საჭირო სიტყვა. ასეა თურმე, თუ რამ გაწუხებს როცა იქნება, უნდა დაჯდე და ვინმეს ყველაზე ძვირფასს მისწერო..

 

არა! შეცდომა არ მეორდება! თუ მეორდება საბედისწეროდ!

 

არა! ვერასდროს ვერ დავივიწყებ მე იმ შემთხვევებს და იმ შეცდომებს. მე ისევ მინდა ჩემთან იყო და შენ ჩემი ისევ ისე გესმოდეს, მაგრამ მე ვიცი ჩემო ძვირფასო, რომ ეს არასდროს განმეორდება, ვერ დავიბრუნებ წარსულს ვერასდროს და ფიფქსაც ფიფქი მანამდე ქვია სანამ მიწაზე დაეცემოდეს.

 

არ შეგიძლია შენ არაფერი, შენ დავიწყებაც არ შეგიძლია, თუმც ახლა ალბათ არაფერს დარდობ, მე დავდიოდი ძალიან ჩქარა, ნაბიჯს ვერაფრით მიწყობდი კარგო, უკვე დასრულდა ჩვენი თამაში, ქვეყნად ყველაფერს ჰქონია ბოლო…

 

მე შენს შესახებ მეტი ვიცი ჩემო ძვირფასო ვიდრე შენ იცი საკუთარ თავზე, მე აღარ მოვალ შენთან არასდროს და თმებზე თითებს აღარ შეგახებ, სულაც არ მინდა ვიყო ერთ-ერთი და სასაცილოც არ მინდა ვიყო, მე დავიბენი ახლა ძალიან და მინდა მხოლოდ ერთი რამ გკითხო. მაგრამ არ გკითხავ, რა საჭიროა? შენი პასუხი ზეპირად ვიცი, მხრებს აიჩეჩავ, წარბებს აზიდავ და მერე ბავშურად დაიწყებ სიცილს.

 

დღემდე რაღაცის იმედი მქონდა, დღეს კი სულ ყველა იმედი გაქრა და ეს წარსული სულ სხვა ცხოვრების დასაწყისია…

 

შენ შეიცვალე..

 

მეც შევიცვალე..

 

სხვა ყველაფერი ამ ქვეყანაზე როგორიც იყო ჩვენს გამოცვლამდე ისევ ასეა…

 

ბოლო დროს ბევრი საქმე გაგიჩნდა და საიდუმლოც გაგიჩნდა ბევრი, მე შენთვის ისე ზედმეტი გავხდი როგორც ასანთის დამწვარი ღერი.

 

შენ ახლა ცივი მარმარილო ხარ, მე კი მინდა რომ ეგ მარმარილო მაძებნინებდეს დაკარგულ სითბოს და თუ ვიპოვი ოდესმე, სადმე, ისე გამათბოს და მომეფეროს არც დამიკარგავს არასდროს თითქოს… მაგრამ ეს ახლა არის ზღაპარი “იყო და არა იყო რას” მსგავსი და თუმცა ზღაპრის მჯეროდეს მინდა, მე ბავშვი აღარ ვარ ეხლა და მე ბავშვობის ასაკსაც გავცდი.

 

ძალიან ბევრი საქმე გაგიჩნდა და მეგობრებიც გაგიჩნდა ბევრი, მე შენთვის ისე ზედმეტი გავხდი როგორც ასანთის დამწვარი ღერი.

 

შენ შეყვარება თავისა იცი, შენ სიყვარული არ იცი მხოლოდ და თუმცა ახლა იმ სიყვარულით, იმ მოგონებით ვცოცხლობ და ვცოხვრობ, მე ვხდები უკვე ძალიან კარგად, მე შენ არასდროს არ გყვარებივარ, მე გჭირდებოდი მხოლოდ და მხოლოდ!

 

შენ გაფრინდები და გადალახავ უსაზღვროების სულ ყველა საზღვარს, ხელში აიღებ მზეის ისრებს და დაემსგავსები მერე მოისრეს, უნდა მოისხა შენ ანგელოზის მსუბუქი ფრთები და მერე ყველას მადლი მოისხა.

 

ვეღარ გაგდევნე ჩემი ფიქრიდან, არ ვიცი ეხლა რა უნდა გთხოვო, შენ მაშინ იყავ უფრო ძვირფასი, როცა ძალიან იყავი შორი და ოცნებაში მხვდებოდი მხოლოდ… მარტო ვარ შუა ოკეანეში, სადღაც ძალიან შორს დარჩა ახლა ჩემი კეთილი იმედის კონცხი, მე შენ მაშინაც მემახსოვრები შენს ცხოვრებაში რომ აღარ ვიქნები და დაგივიწყებ როს გაყუჩდება ყველა ტკივილი სულის და ხორცის.

 

ჩვენს შორის ჩადგა უსასრულობა(მანძილით როდი განიზომება ან სიშორე და ან სიახლოვე), ვერ მიგატოვებ მე შენ ვერასდროს, თუ შეგიძლია შენ მიმატოვე. რომც წამოვიდე ამ წუთში შენსკენ, რომც დავივიწყო წარსული წამით, გზას გადამიჭრის ბებერი კატა ყველა კატაზე დიდი და შავი და აღმოჩნდება ესეც ამაო, მე ვერ ვიპოვი სასურველ ფერებს… ბარემ გადავდგათ თითო ნაბიჯიც და მე კოცნაში დაგახრჩობ მერე!

 

მე დავიღალე, მე აღარ ძალმიძს აღარაფერი, ვეღარ ვერევი საკუთარ ფიქრებს.. ხვალ შეიცვლება სულ ყველაფერი, ხვალ სულ ახალი რამ დაიწყება.. თუმცა რა ვიცი? ხვალ არაფერიც არ მოხდეს იქნებ! მე დავიღალე, დრო არის ძილის, ალბათ მდინარეც იძინებს წამით, რომ დაივიწყოს მთელი დღის დაღლა… იქნებ სიზმარში მაინც შემომხვდე, მაგრამ მე ვიცი რომ არაფერი დამესიზმრება, ვერ დავიძინებ უბრალოდ, ალბათ…

 

უკვე თენდება, ღამე ტყვესავით ნებდება დილას, წვიმის წვეთები როგორც ცრემლები დაჰკიდებია ბალახს და მიწას. მე დავიღალე, მე აღარ ძალმიძს აღარც თხოვნა და აღარც მოთხოვნა, მე უშენობა ძალიან მიჭირს… გარეთ პატარა ალუბლის ტოტზე, სულ პატარა ჩამოჯდა ჩიტი.

 

მე მენატრები როგორც ბავშვობა(მე აღარასდროს ვიქნები ბავშვი), თუმც ყველაფერი განვსაზღვრე თითქოს, ხვალ რა იქნება მაინც არ ვიცი, იქნება ხვალე ჩემი ცხოვრება სულ სხვანაირად უნდა აეწყოს? უეჭველი კი ის არის მხოლოდ რომ ყველაფერი არის საეჭვო!

 

დღემდე ამის თქმას ვერ ვახეხებდი, დღეს კი ფრჩხილებში მოგწერო უნდა: “ვისაც ეძებდი ის არ აღმოვჩნდი, არც შენ ყოფილხარ ის მე ვინც მსურდა”

 

შენ ახლა ალბათ ტირიფთან ზიხარ და ვიღაც ბიჭი სიყვარულს გიხსნის, შენთვის ხომ მუდამ სულერთი იყო სულ ყველა სიტყვა ჩემი თუ სხვისი.. შენ ახლა ალბათ ტირიფთან ზიხარ და არაფერი არ გახსოვს ჩემი, მე შენს ხსოვნაში ისე გავქრები ვით ღია ზღვაში ქრება პორტიდან გასული გემი.

 

შენ არ გეგონოს რაიმეს გთხოვდე ან გამომქონდეს მე განაჩენი, არც სიახლოვე, არც სინანული, არც დაბრუნება, არც აღსარება, მე არაფერი არ მინდა შენი.

 

ვერ ამიხსნია ეს გაორება, მე ახლა უკვე სხვაცა ვარ თითქოს, ჩემში ჩამჯდარა ორი არსება, ორივე ჩემგან თავისას ითხოვს. ორი არსება ჩამჯდარა ჩემში, ორივე თავის სიმართლეს იცავს, კაცის ცრემლივით ტკბილ მწარე ღვინოს ორივე თავის დოქიდან მისხამს.

 

შენ რა ღირსი ხარ ამ წერილისა, მაგრმა მე მაინც მოგწერე იგი, მე არაფერი არ მეგულება შენი უძირო თვალების იქით.. მგონი ვიღაცამ ჩართო რადიო, ჩემსკენ მოიწევს ბებერი გრიგი, იქნებ წერილი არც ღირს იმდენად მაგრამ გთხოვ მაინც გახსენი იგი.. მე არაფერი არ მელოდება მაგ მშვენიერი თვალების იქით…

 

ეს არის ალბათ უკანასკნელი, მე აღარასდროს მოგწერ ბარათებს, დღესაც არაფერს გეტყოდი მაგრამ მგონი სიმთვრალე მალაპარაკებს.

 

მე ველი წერილს, მე ველი წერილს, რადგანაც რამეს ელოდო უნდა, ეს იყოს თუნდაც სალამი, ეს იყოს სუფთა ფურცელი თუნდაც.

 

შენ არ გეგონოს ჩემი წერილი ან კურთხევა და ან ანათემა, არც თავს ვიმართლებ! მხოლოდ მტყუანი მოჰყვება ხოლმე თავის მართლებას!

 

დღეს გავიხსენე სულ ყველაფერი რაც მეგონა რომ აღარ მახსოვდა, რაც მაცინებდა, რაც მაღონებდა, რაც მჭირდებოდა და რაც მათრობდა…

 

მე შენ გიგზავნი ახლა ამ წერილს ჩემი ფიქრით და ტკივილით სავსეს, ასე მთავრდება ყველა წერილი და ეს წერილიც დამთავრდეს ასე.

 

მე ველი პასუხს, მე ველი პასუხს, რადგან სხვას უკვე არაფერს ველი, თვითონ არ ვიცი ჩემი წერილი რად გამოვიდა ასეთი გრძელი…

 

გთხოვ მაპატიო, გთხოვ მაპატიო, გთხოვ მაპატიო გაკრული ხელი… (პაატა ნაცვლიშვილი)

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

დილის ბინდში ვერის ხიდზე მოვხვდით…

თოვდა,თოვდა…რა კარგია თოვა…

გადამიდგა და ბოდიშის მოხდით,

გამაჩერა სიგარეტი მთხოვა…

მივაწოდე გაიხარა კაცმა,

...მოვუკიდეთ,-მთვრალი ვარო,მითხრა,

გავაბოლეთ,-გულის ფსკერზე დათბა,

სთქვა მადლობა,რა დროაო,მკითხა…

მე ვუთხარი,-ხუთი იყო დილის,

ხიდზე დავრჩი, ის გავიდა გაღმა,

ეჰეჰეი! შეუძახა თბილისს

და ღიღინით ვერის აღმართს აჰყვა…

თოვდა,თოვდა,სიგარეტი გვქონდა,

თოვდა,თოვდა..რა კარგია თოვა…

რა კარგია-რა ბევრი და ცოტა…

თოვლში კაცმა სიგარეტი მთხოვა!

Link to post
Share on other sites

მასტერ,რა ლამაზი ლექსებია!!! :yes: :yes: :yes:

გაიხარე, ასევე შენიც.

 

ბოლო ლექსი განსაკუთრებით მიყვარს.

 

ეი კიდევ ერთი ლებანიძის, ძალიან კარგი ლექსი

 

ჩემს გალაქტიონს მე ვკითხე ერთხელ,

ის მთვრალი იყო როგორც ყოველთვის,

"საქართველოში პირველი თქვენ ხართ,

დაგვისახელეთ მეორე პოეტი"

უცებ ჭინკებით გაევსო თვალი,

თვისი სიმაღლით ის იყო მთვრალი,

"საქართველოში?" ჩაიქირქილა,

და ლომურ წვერზე მოისვა ბრჭყალი.

Link to post
Share on other sites

გრიგოლ რობაქიძე

 

 

ტანს გეტმასნება სველი ალერდი

 

 

ტანს გეტმასნება სველი ალერდი.

ჭვირვალი კაბა გიმხელს თეძოებს.

და აზიდული მაღალი მკერდით

მიეფინები მწვანე ეზოებს.

დაქნილი ფრჩხილით ტაროებს კორტნი

და ტაროც ხვდება ძუძუს რძიანი.

გაკოცებს ხავო სიმინდის ყლორტის -

და ატევრილი ,სხეულმზიანი,

როგორც ავაზა

შენ ტანმხურვალი

დაეძებ კუროს -

რომ დაგიურვოს...

გხედავ და ვიცი: შენი კუნთები

დათესლილია ჩემი სურვილით.

წამოვიწევი... შენ გაბრუნდები

გადალეწილი მხეცის წყურვილით -

და გავარდები...

დაგედევნები...

თეთრი მუხლები თითქო ჰკივიან:

შენი ვარ შენი, მოდი ,გევნები,

მეც დაგეწევი და ცხელწვივიანს

აგიყვან ხელში

და გადაგისვრი დიდ საწნახელში -

რომ შენი ტანით დავსრისო მაგრად

მწიფე მტევნები...

მაგრამ თვალები -

თვალები - თვალები: -

უნდობი ტალღა და ხვლიკი ლუში.

ათასი ქალი და ყველა მრუში.

აშარა თუ ხარ, კახპა და ურცხვი.

გწყურია ვაჟი უცხო და უცხო.

არა ხარ ჩემი. არ ხარ არვისა.

თუმც არაოდეს არა ხარ უარზე.

იცოდე: მოვგრეხ ნებას ყუაზე.

ერთბაშად შეგსვამ ღვინოს ქარვისა.

და შენი თმების წითური მორგვით

მიგაკრავ მაგრად

ცხენის ძუაზე...

მაგრამ თვალები -

თვალები - თვალები:

ეხლა მადონნა - წმინდა - ხასხასა.

რა გიყო მე შენ, უძღებო ხასავ?!

ნელი და ტკბილი

ქვემეფინები -

რომ გადავიქცეთ ჩვენ კიდევ წყვილი.

ელამურ ღიმილს მომახვევ რიდეთ.

მეც დავრბილდები რისხვარის მოშლით.

აგამზეურებ როგორც შუბის ტარს

ირუბაქიძის

და ერთხელ კიდევ

გასუდრულ მტევანს

გაგშოლტავ ლოშნით ...

Link to post
Share on other sites

ისეთი ჩუმი კაცი იყო

მამაჩემი,

კი არ დაბერდა,

რაღაცნაირად,

დაპატარავდა.

წესიერი კაცი იყო,

მშვიდად ცხოვრობდა,

ქრთამს არ იღებდა,

არ იპარავდა.

შვილიშვილებთან თამაში

არ გამოსდიოდა.

არ სვამდა,

არ ეწეოდა,

რადგან,

გული სტკიოდა..

სვანური ქუდი ეხურა და

სულ სციოდა,

ზამთარ-ზაფხულ

დედა ამბობდა: გულის ბრალია.

უცებ დაბერდა,

ბებო რომ დამარხა...

კითხვა უყვარდა ყველაზე ძალიან.

კიდევ ჭადრაკი.

ბუკიას ბაღში თამაშობდა,

პენსიონერებთან...

ხშირად იგებდა და უხაროდა:

ფორმაში ვარ,

წლები მე რას დამაბერებსო...

სიკვდილის წინ კი,

გამჭვირვალე გაუხდა სახე,

სინათლე გასდიოდა...

სულ იღიმებოდა

თითქოს უკვე, აღარც სციოდა...

გუშინ ვიყავი სასაფლაოზე,

ცრემლად წამომცვივდა,

რაც კი მონატრება დაულექია..

მამამ გამაოცა...

რა ძალა ჰქონია,

ეს რამხელა,

მიწის ბორცვი

ჩაუზნექია...

Link to post
Share on other sites

ლადო ასათიანი

 

ბაბუაჩემი

 

ის, მისი დღე და წუთისოფელი,

 

როცა სწყუროდა, სულ ღვინოს სვამდა,

 

იდგა ბუხართან ხელადა სველი

 

და უღვიძებდა ბაბუას მადას.

 

 

 

ენამზიანი და ზამთრის გულში

 

ტკბილი ქართულით მოლაპარაკე,

 

ჰყვებოდა მშვიდად ბუხრის გუგუნში

 

საბა-სულხანის იგავ-არაკებს.

 

არ იშორებდა წელზე სატევარს,

 

ბატონკაცური შვენოდა წვერი,

 

უყვარდა ლხინში ღამის გათევა -

 

მოგონებები ძველთაგან-ძველი.

 

უყვარდა მოხუცს ხმალამოწვდილი

 

ქართველის ეშხი და სილამაზე,

 

უყვარდა შვილი და შვილიშვილიც,

 

ამღერებული არწივის ხმაზე

Link to post
Share on other sites
  • 5 weeks later...

ქუჩაში ეგდო დახეული დედის წერილი,

ავიღე კრძალვით, საოცარი ვიგრძენი სევდა...

სულ ორიოდე სიტყვა იყო გადარჩენილი

,,არ გაცივდეო!.." _ შვილს წერდა დედა.

არ გაცივდეო!.. ეს სიტყვები გაგათბობს მარტო

მასში უძილო ღამეები და ღრმა ფიქრია...

ოხ, მე არ ძალმიძს არ ვიტირო და არ ვიდარდო,

რომ დედის ლოცვა ნაკუწ-ნაკუწ ქუჩაში ყრია.

მე ამ ლექსს ვარქმევ სიტყვებს, - ბედად გადარჩენილებს,

ვიდრე თვალებში ბოლო ბინდი არ ჩაგდგომიათ,

გემუდარებით, გაუფრთხილდით დედის წერილებს,

დედის სათუთ გულს გაუფრთხილდით... ის ღრმა ფიქრია!!!....

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

ქუჩაში ეგდო დახეული დედის წერილი,

ავიღე კრძალვით, საოცარი ვიგრძენი სევდა...

სულ ორიოდე სიტყვა იყო გადარჩენილი

,,არ გაცივდეო!.." _ შვილს წერდა დედა.

არ გაცივდეო!.. ეს სიტყვები გაგათბობს მარტო

მასში უძილო ღამეები და ღრმა ფიქრია...

ოხ, მე არ ძალმიძს არ ვიტირო და არ ვიდარდო,

რომ დედის ლოცვა ნაკუწ-ნაკუწ ქუჩაში ყრია.

მე ამ ლექსს ვარქმევ სიტყვებს, - ბედად გადარჩენილებს,

ვიდრე თვალებში ბოლო ბინდი არ ჩაგდგომიათ,

გემუდარებით, გაუფრთხილდით დედის წერილებს,

დედის სათუთ გულს გაუფრთხილდით... ის ღრმა ფიქრია!!!....

დამბურზგლა ლევანყ :* ყველას დედიკოები გიმყოფოთ კარგად :hi3:

Link to post
Share on other sites

ქუჩაში ეგდო დახეული დედის წერილი,

ავიღე კრძალვით, საოცარი ვიგრძენი სევდა...

სულ ორიოდე სიტყვა იყო გადარჩენილი

,,არ გაცივდეო!.." _ შვილს წერდა დედა.

არ გაცივდეო!.. ეს სიტყვები გაგათბობს მარტო

მასში უძილო ღამეები და ღრმა ფიქრია...

ოხ, მე არ ძალმიძს არ ვიტირო და არ ვიდარდო,

რომ დედის ლოცვა ნაკუწ-ნაკუწ ქუჩაში ყრია.

მე ამ ლექსს ვარქმევ სიტყვებს, - ბედად გადარჩენილებს,

ვიდრე თვალებში ბოლო ბინდი არ ჩაგდგომიათ,

გემუდარებით, გაუფრთხილდით დედის წერილებს,

დედის სათუთ გულს გაუფრთხილდით... ის ღრმა ფიქრია!!!....

 

:*

Link to post
Share on other sites

მონადირე / ილო ბეროშვილი/

 

ალაზნის პირპირ მივდივარ,

გულანთებული ვმღერი,

მთების მკერდს ჩაჰკონებია

კახეთი სანატრელი.

ღაღანებს ყანა, ვენახი,

ღაღანებს ტყე და ველი,

მონადირე ვარ, ჭალიდან

ხოხბების ყივილს ველი.

 

მიყვარს, როდესაც სიმღერით

მზესავით ავლამპრდები,

ანაპერწკლებულ გრძნობების

ალზე ცვილივით ვდნები.

ფრთებს გავშლი, გავინავარდებ,

არწივებს ვეჯიბრები,

თანამდევს ფიქრთა ლაშქარი.

მე კი წინ დავუძღვები.

 

ტალღით ჩაძირულ ცას ჩავცქერ

ალაზნის პირას მდგარი,

მეალერსება ნიავი

შუამთით მომდინარი.

მოტორტმანობენ ზვირთები,

კლდეებზე ნაქუხარი,

თან მისდევს ჩემი ოცნება

ლექსებად ნადუღარი.

 

არ ვიცი რატომ ვლაღდები,

გული რატომა ხარობს,

როდესაც ხარი ირემი

ჩაეწაფება წყაროს.

წყურვილს მოიკლავს, თავს ასწევს

ჩრდილი ადგება რქების,

ხან ის ამშვენებს მწვერვალებს,

ხან მას ამშვენებს მთები.

 

მონადირე ვარ, გგონიათ

სისხლით შევღებავ მდელოს?

გგონიათ არჩვს ყელს გავღადრი,

თოფს ვესვრი ობოლ წეროს?

არც ხეს, არც აქვიტს, არც ყვავილს

არ შეერხევა ღერო,

ოღონდაც ჭრელმა ხოხობმა

იმღეროს ამამღეროს.

 

ოღონდაც მათმა მშვენებამ

მომხიბლოს, დამაშტეროს,

გრძნობას ასწყვიტოს აბჟანდა,

მკერდს ლექსი დამაწეროს.

ოღონდაც ხშირად ვუმზერდე

ველის პირს შველს და ირემს,

დაე, მათ მომინადირონ

მე მერქვას მონადირე.

Link to post
Share on other sites

ბოლოს და ბოლოს შევხვდით ერთმანეთს,

სალამი ძაღლო სხვათა მსახურო,

შენ ახლა როგორ უნდა გაიგო

ჩემი ჯავრი და ჩემი საყმუვლო.

სხვა იქნებოდა თავისუფალი,

ჩემებრ სიზმარი რომ გადასიზმრა,

მე მომხვედრია ტყვია მრავალჯერ,

მაგრამ არასდროს წიხლი კაცისა.

ბევრჯერ მიჭერდა ყელზე ხაფანგი

მაგრამ არასდროს ტყავის საბელი.

შენ სხვის ჭუჭყიან ჭინჭებზე წევხარ,

თეთრი თოვლია ჩემი საფენი,

ღვიძლ ძმებს დადევ და უნგრევ ბუნაგებს

რომ ხვალ ცალი ყბით გითხრან მადლობა.

გახუნძვლის ფასად არის ნაყიდი

ეგ ერთგულება და ვაჯკაცობა,

შიშობ დაუფრთხო ძილი პატრონებს,

რა საცოდავად კნავი მურია.

ვერ გიტირია ერთხელ გემოზე,

ერთხელ გემოზე ვერ გიყმუვლია,

სხვა კი რა არის ჩვენი სიცოცხლე

როცა ძარღვებში სისხლი იხუვლებს.

როცა გახრჩობს და გაწამებს ბოღმა,

და ბოღმაც თუ ვერ ამოუიყმუვლე,

მშვიდობით ძაღლო ჩემს ნაკბილარებს

როცა დახედავ ისიც გახსოვდეს.

კიდევ მომხვდება ტყვია მრავალჯერ,

წიხლი კაცისა კი არასოდეს!

 

 

 

529074_524548704251647_1806080333_n.jpg

Link to post
Share on other sites

ბოლოს და ბოლოს შევხვდით ერთმანეთს,

სალამი ძაღლო სხვათა მსახურო,

შენ ახლა როგორ უნდა გაიგო

ჩემი ჯავრი და ჩემი საყმუვლო.

სხვა იქნებოდა თავისუფალი,

ჩემებრ სიზმარი რომ გადასიზმრა,

მე მომხვედრია ტყვია მრავალჯერ,

მაგრამ არასდროს წიხლი კაცისა.

ბევრჯერ მიჭერდა ყელზე ხაფანგი

მაგრამ არასდროს ტყავის საბელი.

შენ სხვის ჭუჭყიან ჭინჭებზე წევხარ,

თეთრი თოვლია ჩემი საფენი,

ღვიძლ ძმებს დადევ და უნგრევ ბუნაგებს

რომ ხვალ ცალი ყბით გითხრან მადლობა.

გახუნძვლის ფასად არის ნაყიდი

ეგ ერთგულება და ვაჯკაცობა,

შიშობ დაუფრთხო ძილი პატრონებს,

რა საცოდავად კნავი მურია.

ვერ გიტირია ერთხელ გემოზე,

ერთხელ გემოზე ვერ გიყმუვლია,

სხვა კი რა არის ჩვენი სიცოცხლე

როცა ძარღვებში სისხლი იხუვლებს.

როცა გახრჩობს და გაწამებს ბოღმა,

და ბოღმაც თუ ვერ ამოუიყმუვლე,

მშვიდობით ძაღლო ჩემს ნაკბილარებს

როცა დახედავ ისიც გახსოვდეს.

კიდევ მომხვდება ტყვია მრავალჯერ,

წიხლი კაცისა კი არასოდეს!

 

 

 

529074_524548704251647_1806080333_n.jpg

 

 

:yes: :yes: :yes:

Link to post
Share on other sites

ნიბლია

 

სიხარულით შემოვცქერი შენი სარკმლის მარტს და აპრილს,

მოჩვეული ნიბლია ვარ, ვკენკავ ლექსებს ჩემთვის დაყრილს..

იები და ენძელები მიწას თოვლის კლიტეს ახსნის,

ჩაიხუტებს გაზაფხული,ნუშს და ატამს მხრებგადაშლილს..

ძარღვში სისხლი აჩქროლდება,ლამის გულის ხეთქავს სარქველს,

ალუჩების აფეთქება დრო მოვა და იტყვის სათქმელს...

მარტს უხდება, ღაწვის თავზე ხალის კოცნა,-დაპირება...

ჭიგოს ჩახვეული ვაზის აცრემლება,ატირება...

ფეხშიშველიც თუ მოურბენ ჯეჯილს აპრილ-მაისების..

აყვავებულ მთა და ბარის სურნელებით აივსები..

მიმოთიბე თიბათვეში ბალახები მინდორ-ველის...

შეიგრძენი,მკათათვეში ხოდაბუნი როგორ გელის...

დიდ გვალვაში წვიმის მოსვლა ,-უკვდავების წამალივით,,

ცისარტყელას გაბრწყინება ღვთისმშობელის დალალივით..

თვით ღმერთებიც გააოცე ფერთა შეცვლით აგვისტოში..

გადატყორცნე დედამიწა ბუნიობის დროდან-დროში..

უფალს სთხოვე, შემოდგომას ნუ დაგვილევს ბუნებაში..

ღვინობისთვით გაგვიმჟღავნოს ვის რა უდევს გუნებაში..

შეაწიე ღვთისმსობელი ულამაზეს ქართულ წყვილებს..

ქალ-ვაჟები დაუბედე უფლისაგან დალოცვილებს..

დეკემბერში გაგვახარე,მადლი მოგვეც ქრისტეშობის..

ცოტა ხანში თოვლის ბებოს უტკბილესი პაპაც მოდის..

საახალწლო სუფრის გვერდით ვინმე ბუხარს გაახურებს..

ნამქერებიც ვერ გადაშლის ბედის მეკვლის ნაფეხურებს..

სვეტიცხოვლის დიდ ტაძართან კვლავ მოხდება ნათლისღება..

წმინდა ნინოს ნატერფალზე სულიწმინდა დაეშვება..

თებერვალი ციკლს დაკეტავს,ჩაუდგება წყალი ხეებს..

ზამთარი კუდს შემოიქნევს,დაისესხებს მარტის დღეებს..

გაზაფხული თავის სათქმელს ფრთამალ მერცხალს დააბარებს..

გიჟი მარტი უამრავ კაცს ქალის ჭკვაზე გაატარებს..

სასურველ ქალს გულს ნუ ატკენ,იის კონით გაეკიდე..

დე... გამეფდეს სიყვარული,ცა და ხმელის კიდით-კიდე.!!!..

 

გელა ციგროშვილი

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

რამდენი წლის ვარ?რამდენი წლის ვარ?

რა შუაშია თუ ისევ ის ვარ?!

აპრილის შვილი,ენძელის ხნის ვარ,

ნაწვიმარ ბაღის,უღრუბლო ცის ვარ.

რამდენი წლის ვარ? რამდენი წლის ვარ...

 

ვარდობის თვეში ვარდების წლის ვარ,

დაბალი წრის ვარ,მაღალი წრის ვარ,

რამდენიც გინდათ იმდენი წლის ვარ...

ნელინელ კვდომის ,ნელინელ ხრწნის ვარ,

ღმერთების ფეხის,უბრალო მტვრის ვარ,

არაგვის,თერგის,რიონის,მტკვრის ვარ,

ქორწილის ღამით ბეჭდების ცვლის ვარ.

ატმების კვირტის,ვაზების რქის ვარ,

მილეულ მთვარის,ამოსულ მზის ვარ,

ვინ გეკითხებათ რამდენი წლის ვარ?!

ზაფხულის,ზამთრის,მოყვრის ვარ ,მტრის ვარ,

ზოგჯერ სულელის,ზოგჯერ ბრძნისა ვარ,

მარკიზის,გრაფის,ხელმწიფის ღირს ვარ,

ხან მძიმე ჩადრის,ხან დეკოლტის ვარ,

ხან დალხინების,ხანაც სიმწრის ვარ.

შვილებით დაღლილ დედამიწის ვარ,

ჯეირნის მწვადზე დაყრილი ცვრის ვარ,

ვარ პირველ კლასში,სულ ექვსი წლის ვარ!

საყურის ,ბეჭდის,კაბების ცვლის ვარ.

ხან ავი ზნის ვარ,ხან კარგი ზნის ვარ,

ქართული ჰანგის,ქართული ზნის ვარ.

 

ჭოროხის,ზვირთის,პონტოის ზღვისა ვარ,

კოდორის ტყეში მოჩრდილულ მზის ვარ,

ჩვიდმეტის გინდათ?ჩვიდმეტი წლის ვარ!

ათასის გინდათ? ათასი წლის ვარ.

Link to post
Share on other sites

მოდიან... მოდიან... მოდიან... მოდიან...

ხმაურობს ჭალაა, გზაა თუ კბოდეა.

მოდიან ურმები, და როგორც გოდლები,

ნელა მაღლდებიან ვეება გოდრები.

კეთილი ფიქრივით ფუსფუსებს ფუტკარი,

– ფუტკარო, მერთვლეებს მადლობა ვუთხარი.

– ლეგენდა გადიხსნა? სიმღერა აფრინდა?

– საიდან მოდიან? სიზმრიდან? ზღაპრიდან?!

ქართლ–კახეთი ლეგენდაა, იმერეთი – ზღაპარი

სამეგრელო ოცნებაა – გაფრენილი ფაფარი.

გურია კი სიმღერაა, ხოლო რაჭა – სიზმარი,

ყველა ერთად – ვენახია ჩვენი დასაფიცარი.

ზღაპრად დაგვიკარგავს, ცხადში გვიპოვნია

ძველი საქართველოს ვაზის სიმფონია.

ბუნების ღერბია, ჩანგი და ებანი

მერცხლის ბუდესავით შეკრული მტევანი.

ქალღმერთის ძუძუა, და განა შემშლია –

წყურვილის მომკვლელი უფლის პეშვია.

– პეშვო, დაგვამწყალობე, პეშვო, დაგვაპურე,

ჩვენი ამერ–იმერი ვაზით გადაბურე.

ამომტევნე ჩუქურთმა, ამოფოთლე სტრიქონი,

შენ ვერ დაგემალები – სიმღერებში გიპოვნით.

შემოდგომის უღელს მზე ხარივით უბია

და ქართული სიმღერაც ვაზის ტყუპია!

– გვიყვარს, გვიყვარს ბახუსი, ბევრს არაფერ ვერჩით,

ისევ სიყვარულისთვის დავამწყვდიეთ ქვევრში.

ჭირში დაგვიკარგავს, ლხინში გვიპოვნია

სრულიად საქართველოს ვაზის სიმფონია.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ხმაურობს, გუგუნებს გზაა თუ კბოდეა:

მოდიან... მოდიან... მოდიან... მოდიან...

 

– ხარო, ნუ იქნები ბედის უმადური –

შუბლზე გახატია მთვარე ურარტული.

ხარო, შემოგბედავ ყელზე შემოჭდობას,

რქებით აიტაცე მზე და შემოდგომა.

გაწი ალაზნისკენ, გასწი რიონისკენ,

ვაზის გვირგვინებით მოგვყავს დიონისე.

მოგვყავს დოვლათის და სიხარულის ღმერთი

დაე, ლხინი იყოს საქართველოს ხვედრი.

ჰე, მამულო, ღმერთიც შეგვიწირავს შენთვის,

ღმერთიც გავიმეტეთ, რაღა გვინდა მეტი.

სადაც მზის გულია, მზის ფონია,

აწვიმს საქართველოს ვაზის სიმფონია.

 

ხმაურობს გზაა, თუ მდინარის ტოტია,

მოდიან... მოდიან... მოდიან... მოდიან...

. . . . . . . . . . . . . . . . . . . .

 

– ეჰეი, მეურმეებო, რა ვქნა, მეცნობით, ღმერთმანი.

გუშინ იყო თუ წარსულში, რამდენჯერ შევხვდით ერთმანეთს!

ომშიც, შრომაშიც თქვენს საქმეს მისდევთ და მიეტევებით

– აჰანდე, ლეგა ბიჭები – ნაღდი კახელი დევები...

შალვა, ბიძინა, ელიზბარ პირს ნათელგადაფენილი,

მათ ერთხელ ვაშას გრიალით ცა ჩამოხიეს ბერლინის.

– ეს ვინ ჩანს თოფის კვამლივით? – სისონაია დარჩია,

სავაზნესავით გრძელ–გრძელი მტევნები გადაარჩია,

შუბლს ყაბალახი უმშვენებს, ტანზე ჩაქურა აცვია,

– რისი ფირალი, ყაძახო, სოფლის პირველი კაცია.

გმირებო, თქვენმა მარჯვენამ ვაზის პოემა დაწერა.

– ეს ბღაჭიაანთ კაკოა, ის – ოძელაანთ არსენა.

ქარვის მარცვლები კი არა, ოფლის წვეთები ღვივიან,

კოფოზე მეხად შემჯდარი ეს ოთარაანთ ქვრივია.

ცოტნეც აქ არი, ბიჭებო, ჭირიმე მისი ჩეროსი, –

სიმხნე და სიამაყეა სრულიად საქართველოსი.

ისინი არა კვდებიან, ისინი იბადებიან,

ისინი საქმით, სახელით ჩვენს საქმეს მიმატებიან...

– ეჰეი, ამერ–იმერო, ღმერთების დიდო ვენახო,

ვაზის ადგილის დედაო, ვაზივით გამძლე ვენახო.

იყავ ვაზივით უკვდავი, იყავ ვაზივით მარადი,

ვაზივით დაფესვიანდი, იმსხმოიარე, გამრავლდი!

Link to post
Share on other sites

ისეთი ჩუმი კაცი იყო

მამაჩემი,

კი არ დაბერდა,

რაღაცნაირად,

დაპატარავდა.

წესიერი კაცი იყო,

მშვიდად ცხოვრობდა,

ქრთამს არ იღებდა,

არ იპარავდა.

შვილიშვილებთან თამაში

არ გამოსდიოდა.

არ სვამდა,

არ ეწეოდა,

რადგან,

გული სტკიოდა..

სვანური ქუდი ეხურა და

სულ სციოდა,

ზამთარ-ზაფხულ

დედა ამბობდა: გულის ბრალია.

უცებ დაბერდა,

ბებო რომ დამარხა...

კითხვა უყვარდა ყველაზე ძალიან.

კიდევ ჭადრაკი.

ბუკიას ბაღში თამაშობდა,

პენსიონერებთან...

ხშირად იგებდა და უხაროდა:

ფორმაში ვარ,

წლები მე რას დამაბერებსო...

სიკვდილის წინ კი,

გამჭვირვალე გაუხდა სახე,

სინათლე გასდიოდა...

სულ იღიმებოდა

თითქოს უკვე, აღარც სციოდა...

გუშინ ვიყავი სასაფლაოზე,

ცრემლად წამომცვივდა,

რაც კი მონატრება დაულექია..

მამამ გამაოცა...

რა ძალა ჰქონია,

ეს რამხელა,

მიწის ბორცვი

ჩაუზნექია...

 

საოცარიაააა. ვისი ლექსია?

Link to post
Share on other sites

არწივებს ჩასძინებოდათ

 

ჩასძინებოდათ არწივებს,

სთვლემდნენ მუხათა ტოტები,

ბნელ ღამეს ააქარცივებს

მკივანი მიკიოტები.

არწივებს ჩასძინებოდათ,

ბედი არ სთვლემდა ცბიერი:

შორით შორს ალი ჩნდებოდა,

ცეცხლი გორავდა ძლიერი.

ტყეს ცეცხლი ეკიდებოდა,

როგორც ძნას შემოდგომისას.

არწივებს ჩასძინებოდათ,

სიზმრებს ხედავდნენ ომისას.

ცეცხლი, ხავსებით დახალულს,

გზებს ალით შემოამძივებს,

იქ გაჩნდა, სადაც დაღალულს

ჩასძინებოდათ არწივებს;

გამოეღვიძათ არწივებს…

ცეცხლი! – შესძახეს წივილით,

ცეცხლი! – მიდამოც გასწივის,

ცეცხლი! – ტყე ამბობს ტკივილით.

არწივებს გაკიდებული

ფრთებს ცეცხლი გადაეყარა,

ფრთებზე ცეცხლწაკიდებული,

შორით გაფრინდნენ ვეღარა,

იქვე დაეცნენ სამზირად,

გულს თუმც გაფრენა სწადიან,

დაღლილნი, არაგვის პირად

ფრთადაკიდულნი დადიან:

„არწივი ვნახე დაჭრილი,

ყვავ-ყორნებს ეომებოდა,

ეწადა ბეჩავს ადგომა,

მაგრამ ვეღარა დგებოდა“.

 

1916 წელი

 

 

გალაქტიონი

Link to post
Share on other sites

არწივებს ჩასძინებოდათ

 

ჩასძინებოდათ არწივებს,

სთვლემდნენ მუხათა ტოტები,

ბნელ ღამეს ააქარცივებს

მკივანი მიკიოტები.

არწივებს ჩასძინებოდათ,

ბედი არ სთვლემდა ცბიერი:

შორით შორს ალი ჩნდებოდა,

ცეცხლი გორავდა ძლიერი.

ტყეს ცეცხლი ეკიდებოდა,

როგორც ძნას შემოდგომისას.

არწივებს ჩასძინებოდათ,

სიზმრებს ხედავდნენ ომისას.

ცეცხლი, ხავსებით დახალულს,

გზებს ალით შემოამძივებს,

იქ გაჩნდა, სადაც დაღალულს

ჩასძინებოდათ არწივებს;

გამოეღვიძათ არწივებს…

ცეცხლი! – შესძახეს წივილით,

ცეცხლი! – მიდამოც გასწივის,

ცეცხლი! – ტყე ამბობს ტკივილით.

არწივებს გაკიდებული

ფრთებს ცეცხლი გადაეყარა,

ფრთებზე ცეცხლწაკიდებული,

შორით გაფრინდნენ ვეღარა,

იქვე დაეცნენ სამზირად,

გულს თუმც გაფრენა სწადიან,

დაღლილნი, არაგვის პირად

ფრთადაკიდულნი დადიან:

„არწივი ვნახე დაჭრილი,

ყვავ-ყორნებს ეომებოდა,

ეწადა ბეჩავს ადგომა,

მაგრამ ვეღარა დგებოდა“.

 

1916 წელი

 

 

გალაქტიონი

არწივებს ჩასძინებოდათ... :yes: :yes: :yes:

როგორ მიყვარს!

Link to post
Share on other sites

ეს ლექსი არ არის.

 

ჩემი დაწერილია. :karochera: :karochera: :karochera:

 

 

ქარიან დღეს

 

გულში ქარიშხალმა ბებიის ძველი სკივრიდან ამოქექილი ნივთებივით მომაყარა შენზე ფიქრები. გადავწყვიტე წერილი მომეწერა.

გამარჯობა ჩემო...! ჩემო-მეთქი გეუბნები და არ ვიცი რამდენად მეკუთვნის ეს სიტყვები შენდამი სათქმელად. ვიცი შენი პასუხი, ვგრძნობ შენს გამომეტყველებას, წარბებს ოდნავ აზიდავ და დაბალი, სევდიანი ხმით მეტყვი:“--გეკუთვნის, აბა არ გეკუთვნის ჩემო ხატო, ჩემო“.ვიცი რომ არც ხატი ხარ და არც ანგელოზი, მე ჩვეულებრივი მე ვარ, მაგრამ რადგან გინდა ვიყო შენი ხატი-ვიქნები. არ ვიცი, ალბათ, ლამაზდება შენი ცხოვრება ჩემით და --პირიქით.

ახლა საღამოა და მარტო ვარ. ცივი ქარი ხარხარით მოაწყდა ჩემს ფანჯარას, მინას ცხვირი მოაჭყლიტა და თვალებდაჭყეტილმა დამიწყო ყურება. ცნობისმოყვარეობა მოეძალა, დაინტერესდა რას ვწერ. არ წავაკითხებ, არა. ქარი მესაიდუმლედ არ გამოდგება. ჭორიკანა ქალივით დაირბენს ქუჩებს, სიტყვები გზადაგზა დარჩება,ზოგს გააცინებს, ზოგს კი შურით ჩააღიმილებს.

...გახსოვს, მაშინაც ქარი ქროდა , ოღონდ თბილი. ჩვენი პატარა ქალაქი ხელისგულივით მოჩანდა. თითს ვაყოლებდი სახლებს, მიმავალ მანქანებს, ისე გავერთე ამ საქმით, რომ შენი არსებობა საერთოდ დამავიწყდა. თავი შემახსენე, მხრებზე ხელი შემახე და მითხარი--„მიყვარხარ“. იცი, რა დამემრთა? სისხლი გამიჩერდა. ასე ხელგაწვდილი ვიდექი დიდხანს. მოვიხედე, შენ უკვე მანქანაში იჯექი და რაღაცას წერდი. დავინტერესდი და წამოვედი. ბარათი მომაწოდე. წაკითხვა ვერ მოვასწარი, ქარმა გამომგლიჯა ხელიდან. გამოვეკიდე და ძლივს წავართვი. მოესწრო წაკითხვა.

„...რა ვქნა, ძალიან მიჭირს უშენობა, შენს სითბოს, შენს სუნთქვას ვერ ველევი,რაღაცა საოცრებას წარმოადგენ და თვითონაც არ იცი რამხელა სიხარული და სიყვარული ხარ, რამხელა სიმამაცე და შიშია შენში შერწყმული და ყველაფერს ამას ერთად აღებულს წარმოადგენ შენ, მხოლოდ შენ ...“-მწერდი.

მეგონა, დაგვცინებდა ქარი, ქვეყანას მოსდებდა, არა, პირიქით, ხელი გადამხვია, მომეფერა და სირბილით მომიყვანა შენამდე, თვითონ კი ონავარა ბიჭივით სტვენა-სტვენით აუყვა აღმართს.

...შენზე ვფიქრობ! საოცრება მე კი არა შენა ხარ, შენ. მენატრები. როგორ მენატრები? ეს რა კითხვაა. მენატრები და მორჩა.

ოჰ,ამ ქარმა ხომ მომკლა, არ მშორდება. ვერ ვენდობი ვერა. ცრემლები მახრჩობენ. აი, ერთი ცრემლი გადმოგორდა, მეორე, მეორეს მესამე მოყვა. ვტირივარ. ქარს გავხედე და ისიც ტიროდა. ჩემს შეხედვაზე შერცხვა და თავი დახარა. შემეცოდა.

 

ახლა, ამ წუთში ვიგრძენი, რომ ქარსაც ჰქონია გული, ქარსაც სცოდნია სიყვარული და მივხვდი, რომ ის ამ ქვეყნად მარტოა, მარტოსული, რომ ქვეყნად არავინ ჰყავს ჭირისუფალი.შენ გაგიგია ღამით ქარის ქვითინი? მე გამიგია. ახლა ვხვდები ფუფალასავით რატომ მისტირის თავის შიოლას. იმასაც ვხვდები რატომ არის დილით უდარდელი, დაუდრვარი, შმაგი, ხანაც ბოროტი.

...ფანჯარასთან ჩემი ქარი ჯიუტი ბავშვივით ფეხებს მიბაკუნებს, საიდუმლოს შენახვას მპირდება, დახმარების ხელს მიწვდის . ავდგები, გამოვაღებ ფანჯარას და ვთხოვ ჩქარა, ჩქარა, ჩქარა მოფრინდეს შენთან და გითხრას , რომ მიყვარხარ.ოღონდ არ იკითხო ძალიან გიყვარვარ? რატომ გიყვარვარ? მიყვარხარ უბრალოდ, ნაზად, ყოველგვარი ახსნის გარეშე. გამიგე?

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...