davit 1 Posted February 7, 2012 Report Share Posted February 7, 2012 ფსკერულა(რუს.донка) აქ ვისაუბროთ ფსკერულით(რუს.донка) ანუ ფსკერული მეთოდით აღკაზმული ანკესით(სათევზაო ჯოხი) თევზაობაზე. ციტირება Link to post Share on other sites
pescatore 27 Posted February 23, 2012 Report Share Posted February 23, 2012 ფსკრული მეთოდით(დონკით)თევზაობა არათუ საინტერესო არამედ აუცილებელია ბევრი თევზის სახეობის დასაჭერად..ფსკერული მეთოდი უველაზე გავრცელებულია თევზაობაში,მიუხედავად იმისა რომ ფსკრული თევზაობის სხვადასხვა ხერხები გახდა აქტუალური ბოლო პერიოდში მაგ. ფიდერი. არის ისეთი ადგილები,სადაც სხვადასხვა მეთოდით არ უხერხდება მდინარეს ან ტბას,და ამ დროს არის ჩვეულებრივი ფსკრული მეთოდი ძალზედ მიმზიდველი.არის ძალიან მარტივი და შედეგიანი. მე პირადად ძალიან მიყვარს მდინარეზე ფსკრულით ჩაყოლებაზე თევზაობა,რაც შეიძლება პატარა ტყვიით დინების ზემოდან ჩამოყოლება.. ამ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს ძუას,იგი რაც შეიძლება წვრილი უნდა იყოს,ზაფხულში ძირითადი მაქსიმუმ 0,20, და სადავე 0,18 და ზამთარში ძირითადი 0,18 და სადავე 0,16 ეს რათქმა უნდა კარგი ხარისხის ძუაზე არის საუბარი...ჯოხი იმდენად გრძელი რომ ტყვიის ქვებში ჩარჩენის ან მოსილვის შემთხვევაში საშუალება გვქონდეს რომ ზემოთ წამოვწიოთ და ამოვაგდოთ,4 ან 5 მეტრიანი მსუბუქი ჯოხი საკმარისი უნდა იყოს საშუალო მდინარისთვის.ტყვია მცოცავი(скользящий ) კონუსური და იმ სიმძიმის რომ მისი გაჩერების საშუალება მოგვცეს დინებამ,მდინარე ყვირილაზე 2-დან 5 გრ-მდე ვხმარობ.სადავე 30-50 სმ. თუ მდინარე არ არის ძალიან ღრმა,კარგი იქნება მთავარ ძუაზე ტყვიიდან 2-2,5 მეტრის სიმაღლეზე ძალიან მსუბუქი ღეროს მიმაგრება მაგ:ასათის ღერი,მანათობელა(ფოსფორი) ან რამე სხვა,ამით თქვენ გეცოდინებათ თუ რა მანძილზე არის სატყუარა და ამასთან თევზის დარტყმის შემთხვევაში უკვე დამატებითი სიგნალის მომცემი გექნებათ.ანუ ხედვითი სიგნალი..მთავარია ეს ღერი არ იყოს მძიმე და იყოს ადვილად შესამჩნევი.(მე ნახმარ წითელ მანათოველს ვხმარობ) ეს მეთოდი მაქვს რამოდენიმე საშუალო მდინარეზე ნაცადი და ყველგან კარგად იმუშავა. ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted March 1, 2012 Report Share Posted March 1, 2012 pescatore "ფსკერული მეთოდი ყველაზე გავრცელებულია თევზაობაში,მიუხედავად იმისა რომ ფსკრული თევზაობის სხვადასხვა ხერხები გახდა აქტუალური ბოლო პერიოდში მაგ. ფიდერი." მინდა ზემოთმოყვანილი ფრაზა აზრობრივად გავაგრძელო და აღვნიშნო რომ, "ფსკერული თევზაობა" ესაა თევზაობის სხვადასხვა მეთოდების(და ხერხების) კრებსითი სახელი , რომელთა მთავარი დანიშნულებაა ფსკერული თევზის (თევზის, რომლის სასიცოცხლო არეალი მჭიდროდაა დაკავშირებული წყალსატევის ფსკერთან და რომელიც ძირითადად ფსკერიდან ან მასთან ახლოს იკვებება.) დაჭერა. ასეთი მეთოდები და ხერხებია: "ფიდერი" - http://club-monadire.ge/index.php?showtopic=104 "მდინარეზე ფსკერული გატარებით თევზაობა" - http://club-monadire.ge/index.php?showtopic=255 "ტიროლის ჯოხით თევზაობა" -http://club-monadire.ge/index.php?showtopic=254 "მძიმე ფსკრული ანკესი" - http://club-monadire.ge/index.php?showtopic=245 და მნიშვნელოვანწილად "კობრზე თევზაობა ანუ Carp fishing" - http://club-monadire.ge/index.php?showtopic=251 ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted March 1, 2012 Report Share Posted March 1, 2012 ფსკერული მონტაჟების თანამედროვე ვარიანტები, ფსკერთან ახლოს სათევზაოდ. შედეგიანი იქნება კობრზე ლამიან ფსკერზე თევზაობისას. მტაცებელზე ცოცხალი სატყუარით. ასევე, ვფიქრობ, რომ კარგად იმუშავებს თეთრ ამურზე . ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted March 2, 2012 Report Share Posted March 2, 2012 ფსკრული მეთოდით(დონკით)თევზაობა არათუ საინტერესო არამედ აუცილებელია ბევრი თევზის სახეობის დასაჭერად..ფსკერული მეთოდი უველაზე გავრცელებულია თევზაობაში,მიუხედავად იმისა რომ ფსკრული თევზაობის სხვადასხვა ხერხები გახდა აქტუალური ბოლო პერიოდში მაგ. ფიდერი. არის ისეთი ადგილები,სადაც სხვადასხვა მეთოდით არ უხერხდება მდინარეს ან ტბას,და ამ დროს არის ჩვეულებრივი ფსკრული მეთოდი ძალზედ მიმზიდველი.არის ძალიან მარტივი და შედეგიანი. მე პირადად ძალიან მიყვარს მდინარეზე ფსკრულით ჩაყოლებაზე თევზაობა,რაც შეიძლება პატარა ტყვიით დინების ზემოდან ჩამოყოლება.. ამ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს ძუას,იგი რაც შეიძლება წვრილი უნდა იყოს,ჯოხი იმდენად გრძელი რომ ტყვიის ქვებში ჩარჩენის ან მოსილვის შემთხვევაში საშუალება გვქონდეს რომ ზემოთ წამოვწიოთ და ამოვაგდოთ,4 ან 5 მეტრიანი მსუბუქი ჯოხი საკმარისი უნდა იყოს საშუალო მდინარისთვის.ტყვია იმ სიმძიმის რომ მისი გაჩერების საშუალება მოგვცეს დინებამ,მდინარე ყვირილაზე 2-დან 5 გრ-მდე ვხმარობ.სადავე 30-50 სმ. თუ მდინარე არ არის ძალიან ღრმა,კარგი იქნება მთავარ ძუაზე ტყვიიდან 2-2,5 მეტრის სიმაღლეზე ძალიან მსუბუქი რამის მიმაგრება მაგ:ასათის ღერი,მანათობელა(ფოსფორი) ან რამე სხვა,ამით თქვენ გეცოდინებათ თუ რა მანძილზე არის სატყუარა და ამასთან თევზის დარტყმის შემთხვევაში უკვე დამატებითი სიგნალის მომცემი გექნებათ.ანუ ხედვითი სიგნალი..მთავარია ეს ღერი არ იყოს მძიმე და იყოს ადვილად შესამჩნევი.(მე ნახმარ წითელ მანათოველს ვხმარობ) ეს მეთოდი მაქვს რამოდენიმე საშუალო მდინარეზე ნაცადი და ყველგან კარგად იმუშავა. არმენ, პროფესიონალურად და დეტალურადაა დაწერილი. ოღონდ ერთი თხოვნა მაქვს . "ამ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს ძუას,იგი რაც შეიძლება წვრილი უნდა იყოს" იქნებ დააზუსტო ეს პარამეტრიც??როგოც ძირითადი, ასევე სადავეც და "მდინარეზე ფსკერული გატარებით თევზაობის" თემაშიც მიუთითე თუ არ დაგეზარება. ციტირება Link to post Share on other sites
pescatore 27 Posted March 2, 2012 Report Share Posted March 2, 2012 კი მართალი ხარ,არ მივაქციე ყურადღება,მიჭირს ყველაფრის ზუსტად ისე გადმოტანა რასაც ვფიქრობ და ვთვლი საჭიროდ,ხანდახან საჭირო სიტყვას ვერ ვპოულობ ქართულად.. თუ რამე გრამატიკული შეცდომაც შენიშნო კარგს იზავ თუ შეასწორებ როცა მომიწევს ყვირილაზე თევზაობა მინდა ერთი ვიდეორგოლიც გავაკეთო ამ მეთოდზე... ზემოთ შევასწორე... ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted March 3, 2012 Report Share Posted March 3, 2012 კი მართალი ხარ,არ მივაქციე ყურადღება,მიჭირს ყველაფრის ზუსტად ისე გადმოტანა რასაც ვფიქრობ და ვთვლი საჭიროდ,ხანდახან საჭირო სიტყვას ვერ ვპოულობ ქართულად.. თუ რამე გრამატიკული შეცდომაც შენიშნო კარგს იზავ თუ შეასწორებ როცა მომიწევს ყვირილაზე თევზაობა მინდა ერთი ვიდეორგოლიც გავაკეთო ამ მეთოდზე... ზემოთ შევასწორე... ვიდეორგოლი მაგარი იქნება. არავითარი გრამატიკული შეცდომები არ გაქვს. მთავრია რომ შენ გამოცდილებას აქ დებ და უზიარებ დაინტერესებულ ადამიანებს. ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted March 23, 2012 Report Share Posted March 23, 2012 მდინარეზე თევზაობისას მისაჩვევი ნაზავით წინასწარი დაკვებვა. 1) PVA მასალების გამოყენებით. აქ http://club-monadire.ge/index.php?showtopic=251&st=0 , მე-4 პოსტში დამატებითი ინფორმაცია PVA მასალების შესახებ. 2) სპეციალური საკვებურის გამოყენებით წინასწარი დაკვებვა. მგონი ძნელი დასამზადებელი არ უნდა იყოს ასეთი საკვებურა ?! ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted February 22, 2013 Report Share Posted February 22, 2013 (edited) მდინარე დონზე თევზაობა Edited March 5, 2013 by DMORAL ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted March 5, 2013 Report Share Posted March 5, 2013 ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted March 6, 2014 Report Share Posted March 6, 2014 ციტირება Link to post Share on other sites
travisryan 0 Posted January 11, 2016 Report Share Posted January 11, 2016 გამარჯობათ, ახალ წელს გილოცავთ ) მეგობრებო იქნებ რამოდენიმე ვარიანტი მითხრათ ფსკერული მონტაჟის რიონზე დაშორება რამდენი უნდა იყოს ტყვიასა და ნემსკავს შორის? და იქნებ დეტალურად რომ მითხრათ ყველაფერი ) მადლობელი ვიქნები :drinks: :drinks: ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.