Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

ფსკერულა(რუს.донка)

 

აქ ვისაუბროთ ფსკერულით(რუს.донка) ანუ ფსკერული მეთოდით აღკაზმული ანკესით(სათევზაო ჯოხი) თევზაობაზე.

Link to post
Share on other sites
  • 3 weeks later...

ფსკრული მეთოდით(დონკით)თევზაობა არათუ საინტერესო არამედ აუცილებელია ბევრი თევზის სახეობის დასაჭერად..ფსკერული მეთოდი უველაზე გავრცელებულია თევზაობაში,მიუხედავად იმისა რომ ფსკრული თევზაობის სხვადასხვა ხერხები გახდა აქტუალური ბოლო პერიოდში მაგ. ფიდერი.

არის ისეთი ადგილები,სადაც სხვადასხვა მეთოდით არ უხერხდება მდინარეს ან ტბას,და ამ დროს არის ჩვეულებრივი ფსკრული მეთოდი ძალზედ მიმზიდველი.არის ძალიან მარტივი და შედეგიანი.

მე პირადად ძალიან მიყვარს მდინარეზე ფსკრულით ჩაყოლებაზე თევზაობა,რაც შეიძლება პატარა ტყვიით დინების ზემოდან ჩამოყოლება.. ამ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს ძუას,იგი რაც შეიძლება წვრილი უნდა იყოს,ზაფხულში ძირითადი მაქსიმუმ 0,20, და სადავე 0,18 და ზამთარში ძირითადი 0,18 და სადავე 0,16 ეს რათქმა უნდა კარგი ხარისხის ძუაზე არის საუბარი...ჯოხი იმდენად გრძელი რომ ტყვიის ქვებში ჩარჩენის ან მოსილვის შემთხვევაში საშუალება გვქონდეს რომ ზემოთ წამოვწიოთ და ამოვაგდოთ,4 ან 5 მეტრიანი მსუბუქი ჯოხი საკმარისი უნდა იყოს საშუალო მდინარისთვის.ტყვია მცოცავი(скользящий ) კონუსური და იმ სიმძიმის რომ მისი გაჩერების საშუალება მოგვცეს დინებამ,მდინარე ყვირილაზე 2-დან 5 გრ-მდე ვხმარობ.სადავე 30-50 სმ.

თუ მდინარე არ არის ძალიან ღრმა,კარგი იქნება მთავარ ძუაზე ტყვიიდან 2-2,5 მეტრის სიმაღლეზე ძალიან მსუბუქი ღეროს მიმაგრება მაგ:ასათის ღერი,მანათობელა(ფოსფორი) ან რამე სხვა,ამით თქვენ გეცოდინებათ თუ რა მანძილზე არის სატყუარა და ამასთან თევზის დარტყმის შემთხვევაში უკვე დამატებითი სიგნალის მომცემი გექნებათ.ანუ ხედვითი სიგნალი..მთავარია ეს ღერი არ იყოს მძიმე და იყოს ადვილად შესამჩნევი.(მე ნახმარ წითელ მანათოველს ვხმარობ)

ეს მეთოდი მაქვს რამოდენიმე საშუალო მდინარეზე ნაცადი და ყველგან კარგად იმუშავა.

Link to post
Share on other sites

pescatore

"ფსკერული მეთოდი ყველაზე გავრცელებულია თევზაობაში,მიუხედავად იმისა რომ ფსკრული თევზაობის სხვადასხვა ხერხები გახდა აქტუალური ბოლო პერიოდში მაგ. ფიდერი."

 

მინდა ზემოთმოყვანილი ფრაზა აზრობრივად გავაგრძელო და აღვნიშნო რომ,

 

"ფსკერული თევზაობა" ესაა თევზაობის სხვადასხვა მეთოდების(და ხერხების) კრებსითი სახელი , რომელთა მთავარი დანიშნულებაა ფსკერული თევზის (თევზის, რომლის სასიცოცხლო არეალი მჭიდროდაა დაკავშირებული წყალსატევის ფსკერთან და რომელიც ძირითადად ფსკერიდან ან მასთან ახლოს იკვებება.) დაჭერა.

 

ასეთი მეთოდები და ხერხებია:

 

"ფიდერი" - http://club-monadire.ge/index.php?showtopic=104

 

"მდინარეზე ფსკერული გატარებით თევზაობა" - http://club-monadire.ge/index.php?showtopic=255

 

"ტიროლის ჯოხით თევზაობა" -http://club-monadire.ge/index.php?showtopic=254

 

"მძიმე ფსკრული ანკესი" - http://club-monadire.ge/index.php?showtopic=245

 

და მნიშვნელოვანწილად

 

"კობრზე თევზაობა ანუ Carp fishing" - http://club-monadire.ge/index.php?showtopic=251

Link to post
Share on other sites

ფსკერული მონტაჟების თანამედროვე ვარიანტები, ფსკერთან ახლოს სათევზაოდ.

შედეგიანი იქნება კობრზე ლამიან ფსკერზე თევზაობისას. მტაცებელზე ცოცხალი სატყუარით. ასევე, ვფიქრობ, რომ კარგად იმუშავებს თეთრ ამურზე .

 

05b2fc87a629.jpg

 

efd800236582.jpg

 

e7d964dd2950.jpg

 

7fbd24a09654.jpg

 

adf47aa39710.jpg

Link to post
Share on other sites

ფსკრული მეთოდით(დონკით)თევზაობა არათუ საინტერესო არამედ აუცილებელია ბევრი თევზის სახეობის დასაჭერად..ფსკერული მეთოდი უველაზე გავრცელებულია თევზაობაში,მიუხედავად იმისა რომ ფსკრული თევზაობის სხვადასხვა ხერხები გახდა აქტუალური ბოლო პერიოდში მაგ. ფიდერი.

არის ისეთი ადგილები,სადაც სხვადასხვა მეთოდით არ უხერხდება მდინარეს ან ტბას,და ამ დროს არის ჩვეულებრივი ფსკრული მეთოდი ძალზედ მიმზიდველი.არის ძალიან მარტივი და შედეგიანი.

მე პირადად ძალიან მიყვარს მდინარეზე ფსკრულით ჩაყოლებაზე თევზაობა,რაც შეიძლება პატარა ტყვიით დინების ზემოდან ჩამოყოლება.. ამ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს ძუას,იგი რაც შეიძლება წვრილი უნდა იყოს,ჯოხი იმდენად გრძელი რომ ტყვიის ქვებში ჩარჩენის ან მოსილვის შემთხვევაში საშუალება გვქონდეს რომ ზემოთ წამოვწიოთ და ამოვაგდოთ,4 ან 5 მეტრიანი მსუბუქი ჯოხი საკმარისი უნდა იყოს საშუალო მდინარისთვის.ტყვია იმ სიმძიმის რომ მისი გაჩერების საშუალება მოგვცეს დინებამ,მდინარე ყვირილაზე 2-დან 5 გრ-მდე ვხმარობ.სადავე 30-50 სმ.

თუ მდინარე არ არის ძალიან ღრმა,კარგი იქნება მთავარ ძუაზე ტყვიიდან 2-2,5 მეტრის სიმაღლეზე ძალიან მსუბუქი რამის მიმაგრება მაგ:ასათის ღერი,მანათობელა(ფოსფორი) ან რამე სხვა,ამით თქვენ გეცოდინებათ თუ რა მანძილზე არის სატყუარა და ამასთან თევზის დარტყმის შემთხვევაში უკვე დამატებითი სიგნალის მომცემი გექნებათ.ანუ ხედვითი სიგნალი..მთავარია ეს ღერი არ იყოს მძიმე და იყოს ადვილად შესამჩნევი.(მე ნახმარ წითელ მანათოველს ვხმარობ)

ეს მეთოდი მაქვს რამოდენიმე საშუალო მდინარეზე ნაცადი და ყველგან კარგად იმუშავა.

 

 

:hi:

 

არმენ,

 

პროფესიონალურად და დეტალურადაა დაწერილი.

 

ოღონდ ერთი თხოვნა მაქვს .

 

"ამ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს ძუას,იგი რაც შეიძლება წვრილი უნდა იყოს" იქნებ დააზუსტო ეს პარამეტრიც??როგოც ძირითადი, ასევე სადავეც და "მდინარეზე ფსკერული გატარებით თევზაობის" თემაშიც მიუთითე თუ არ

 

დაგეზარება.

 

:hi:

Link to post
Share on other sites

კი მართალი ხარ,არ მივაქციე ყურადღება,მიჭირს ყველაფრის ზუსტად ისე გადმოტანა რასაც ვფიქრობ და ვთვლი საჭიროდ,ხანდახან საჭირო სიტყვას ვერ ვპოულობ ქართულად.. :yes: თუ რამე გრამატიკული შეცდომაც შენიშნო კარგს იზავ თუ შეასწორებ :yes: როცა მომიწევს ყვირილაზე თევზაობა მინდა ერთი ვიდეორგოლიც გავაკეთო ამ მეთოდზე...

ზემოთ შევასწორე...

Link to post
Share on other sites

კი მართალი ხარ,არ მივაქციე ყურადღება,მიჭირს ყველაფრის ზუსტად ისე გადმოტანა რასაც ვფიქრობ და ვთვლი საჭიროდ,ხანდახან საჭირო სიტყვას ვერ ვპოულობ ქართულად.. :yes: თუ რამე გრამატიკული შეცდომაც შენიშნო კარგს იზავ თუ შეასწორებ :yes: როცა მომიწევს ყვირილაზე თევზაობა მინდა ერთი ვიდეორგოლიც გავაკეთო ამ მეთოდზე...

ზემოთ შევასწორე...

 

:hi:

 

ვიდეორგოლი მაგარი იქნება. არავითარი გრამატიკული შეცდომები არ გაქვს. მთავრია რომ შენ გამოცდილებას აქ დებ და უზიარებ დაინტერესებულ ადამიანებს.

Link to post
Share on other sites
  • 3 weeks later...

მდინარეზე თევზაობისას მისაჩვევი ნაზავით წინასწარი დაკვებვა.

 

1)

 

PVA მასალების გამოყენებით.

 

 

 

 

აქ http://club-monadire.ge/index.php?showtopic=251&st=0 , მე-4 პოსტში დამატებითი ინფორმაცია PVA მასალების შესახებ.

 

 

 

 

 

2)

 

სპეციალური საკვებურის გამოყენებით წინასწარი დაკვებვა.

 

 

 

მგონი ძნელი დასამზადებელი არ უნდა იყოს ასეთი საკვებურა ?!

 

810749d5fe15.jpg

Link to post
Share on other sites
  • 10 months later...
  • 2 weeks later...
  • 1 year later...
  • 1 year later...

გამარჯობათ, ახალ წელს გილოცავთ :)) მეგობრებო იქნებ რამოდენიმე ვარიანტი მითხრათ ფსკერული მონტაჟის რიონზე :) დაშორება რამდენი უნდა იყოს ტყვიასა და ნემსკავს შორის? და იქნებ დეტალურად რომ მითხრათ ყველაფერი :)) მადლობელი ვიქნები :scratchchin::drinks: :drinks: :drinks: :drinks:

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...