Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

ტივტივა

 

 

 

მოგესალმებით ყველას!პირადათ მე ძალიან მიტაცებს თევზაობის ეს სტილი.ტივტივები რამოდენიმე სახის არსებობს.მათ არჩევას განაპირობებს თუ სად ვაპირებთ თევზაობას,როგორ დინებაზე,და რა თევსზე.რამოდენიმე სახის ტივტივას შემოგთავაზებთ.

 

(стрела)-ს ტიპის ტივტივები,მარცხნიდან 2 ტივტივა ვაგლერის ტიპისაა,ანუ რეგულირებადი აგრუზკით.

 

60e5b496bca7.jpg

 

ესეთი ტიპის ტივტივები შორ მანძილზე სროლისთვის არიან და ძალიან კარგად გამოიყენება გაშლილ,მდგარ წყლებზე.პირადად მე არაერთხელ გამომიყენებია ესენი კობრზე სათევზაოდ,და ძალიან წარმარტებულად.კობრი დარტყმისას,ხშირათ ტივტივას მაღლა წევს,რაც შორ მანძილზე კარგ ვიზუალს გვაძლევს,იმ დროს როდესაც სხვა თევზი პირიქით ფსკერზე მიათრევს ტივტივას.სტრელას ტიპის ტივტივები მაღლა ამოწევისას ეგრევე წყალზე წვება,რაც უტყუარი ნიშანია იმისა რომ დროა პოდსეჩკა გააკეთო.

789886c6ea4f.jpg

 

რაც შეეხება ანკესს.მე პირადათ ვხმარობ მატჩის სპინინგს.ტესტით 5-25.მისი სიმაღლე 4.20სმ-ა,რაც მაძლევს საშუალებას დაბალი ცონის სატყუარაც კი საკმაოდ შორს მოვისროლო.აგრევე სატყუარის შორი სროლისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ანკესის რგოლებს.

 

fb9fcc1d62a8.jpg

 

ესეთი პართე რგოლები ძუას სროლისას შეპერხებას არ უქმნის და ის თავისუფლად მოძრაობს.

 

ანკესი უნდა იყოს სხარტი და მოქნილი,მისი ელასტიურობა გადამწყვეტ როლს ითამაშებს დიდი თევზის ამოყვანისას.

Link to post
Share on other sites

ზე-მგრძნობიარე ტივტივები.

 

ეგ დიკაბრაზის ეკალია.

 

2221358bec23.jpg

 

ის შეგვიძლია გამოვიყენოთ პატარა ღელეებში,გუბეებში ძალიან ნელი დინებით.გატარებით თევზაობისას.მან თავი კარგად გამოიჩინა ქაშაპზე თევზაობისას.ის თევზის პატარა დარტყმასაც კი არ დატოვებს შეუმჩნეველს.

 

და აი კიდე ჩვენი ძველი,ეგეთი მგრძნობიარე გამოცთილი ტივტივა რომლის შოვნასაც არ უნდა დიდი შრომა-წვალება).ბატის ფრთა.

 

2ab86c0a6606.jpg

 

a79bbbed76f5.jpg

Link to post
Share on other sites

საშუალო ტივტივები.მათი წონა მერყეობს 2 დან 4 გრამამდე.გამოყენების არეალი საშუალო დინების მქონე მდინარეებია,ეგეთი როგორიც არის გუბისცყალი.ძალიან კარგები არიან ქაშაპზე და ნაფოტაზე თევსაობისას,თუმცა მე კარჩხანაზეც მშვენივრად ვხმარობ).

 

f9b82f1e8819.jpg

 

f2f5888c326f.jpg

Link to post
Share on other sites

ეს არის მცირე ინფორმაცია დამწყები მეთევზავეებისათვის.როგორაც მომეცემა ამინდის საშუალება სათევზაოთ გასვლის,თეორიებს პრაკტიკაში ვაქცევ და აუცილებლად მოგაცოდებთ ვიდეო მასალასაც.ტივტივით თევზაობა ძალიან აზარტული და სახალისოა.

Link to post
Share on other sites

ლიფსიტა

მშვენიერი ინფოა, ადრე ვიყენებდი ზემგრძნობიანე ე.წ. ბუმბულის ტივტივებს, თევზი ახლოს რომ გაუცურავდა იმასაც კი გრძნობდი :karochera:

Link to post
Share on other sites

ტივტივით თევზაობა,ისევე როგორც ტივტივა რამოდენიმე სახის არსებობს.

1) გატარებით თევზაობა ტივტივით.

2)ეგრე წოდებული (донка поплавок)-ი

3)სრიალა ტივტივა

4)ტივტივით თევზაობა ფიქსირებული სირღმით,ანუ ჩვეულებრივი.

 

მრავალი მეთოდიდან მე ჩვეულებრივ ამ 4 მეთოდს ვიყენებ.

 

 

1)გატარებით თევზაობა ტივტივით.

გატარებით თევზაობის არეალი მდინარეებია,ანუ დინების მქონე წყალი.ანკესის წყალში მოსროლისას ჩვენ დინებას მივატარებთ ტივტივას ჩვენი თევზაობის მონაკვეთზე.უმჯობესია ამისათვის ვიქონიოთ უინერციო კოჭა.ის გვაძლევს საშუალებას თავისუფლად გავაყოლოთ ძუა ტივტივას დინებაზე.

მიუხედავად თავისი სიმარტივისა გატარებით თევზაობა ნაკლებად პერსპეკტიულია სხვა დანარჩენთა შორის.სატყუარა და ტივტივა დინების ჩვეულებრივ რიტმში მიედინება სხვა დანარჩენ მოცურავე ნაგავთან ერთად და არაფრით მადგან არ გამოირჩევა,რის გამოც თევზისათვის ნაკლებათ მომზიდველი ხთება.

 

2)донка-поплавок.

დონკა-ტივტივა გამოიყენება როგორც დინებაზე,ასევე წყნარ,მდგარ წყალზეც.ის წყლის ზედაპირული სიგნალიზატორის როლს ასრულებს.

c2be2ee024c4.jpg

ჩვეულებრივი დონკიდან განსხვავებით ის უფრო მგრძნობიარეა თევზის დარტყმისა.ხოლო ჩქარი დინების მქონე მდინარეებიზა თევზაობის ეს მეთოდი გამოუდეგარია ვინაიდან დინემა მცირე წონის სიმძიმეს არ გააჩერებს ჩვენს მიერ სათევზაოდ არჩეულ ადგილზე და დინება მას ნაპირზე მოიყვანს.უშედეგოა ასევე ქარიან ამინდში მისი გამოყენება.ამ დროს სჯობს გადავიდეთ უბრალოდ დონკაზე ან ტივტივაზე.

 

3)სრიალა ტივტივა.

სრიალა ტივტივა ძირითადათ გამოიყენება იმ შემთხვევაში როდესაც წყლის სირღმე აღემატება ანკესის სიმაღლეს.ის მას საშუალებას აძლევს ტივტივის ძუაზე თავისუფალი მოძრაობისა.

598a7cb6e4ed.jpg

მისი უარყოფითი მხარე კი ის არის რომ სატყუარა დიდხანს უნდება წყლის ფსკერზე დაშვებას,ამიტომ მისი გამოყენება ჩქარ დინებაზე უვარგისია.ტივტივის ძუაზე მოძრაობას ზღუდავს სტოპორები.ზედა სტოპორი,რომელიც განლაგებულია ტივტივის მაღლა,განსაზღვრავს წყლის სირღმეს,ქვედა სტოპორის ადგილი კი განისაზღვრება ისე,რომ სატყუარა ვერ წვდებოდეს ტივტივას და ამით თავიდან ავიცილოდ მათი გადახლართვა.

 

4)ტივტივით თევზაობა ფიქსირებული სირღმით,ანუ ჩვეულებრივი.

ტივტივის არჩევისას მნიშვნელობა აქვს არა მარტო იმას თუ რა თევზი გვსურს დავიჭიროთ,არამედ ამინდსაც.

არეალი მდგარი წყალი.

ქარიან ამინდში უმჯობესია ავირჩიოთ ვაგლერის ტიპის ტივტივა,ანუ თავისი ტვირთ-ამწეობის მქონე.

716db7c1a978.jpg

მისი ძირითადი მასსა წყლის ქვეშ თავსთება და ქარი მას ნაკლებად აფერხებს.

 

ბოჩკოსებური ტივტივა,ასევე ძალიან კარგია ქარიან ამინდში გამოყენებისას.

7829890873b1.jpg

Link to post
Share on other sites

ნემსისებური ტივტივები

ტივტივები ეგეთი სახის საუკეთესო საშუალებაა თევზის დარტყმის ჩვენებისა თავისი ფორმიდან გამომდინარე.

97dd58c65bb1.jpg

ქარიან ამინდში უვარგისია.

 

bc38b0260cff.jpg

Link to post
Share on other sites

ანტენა

0f478f00c6e0.jpg

 

ტივტივის ანტენა ის ელემენტია რომელზეც არის მიჯაჭვული ჩვენი მზერა.ამიტომ მას სერუოზულად უნდა მოვეკიდოთ.როგორი უნდა იყოს ის?

 

ანტენები არსებობს მსხვილი და წვრილი.

წვრილი ანტენები ტივტივის აუცილებელი ელემენტია მსუბუქი სატყუარაზე თევზაობისას.ისეტი როგორიც არიან ჭარიღელას მატლი,ოპარიში,პერლოვა და ხორბალი.

მსხვილი,გამოიყენება მაშინ,როდესაც მიმდინარეობს დიდი სატხუარით თევზაობა.ისეთებზე როგორიც არიან ჭია,რამოდენიმე სიმინდის მარცვალი და ასე შემდეგ.

 

გრძელი ანტენები,როგორც წესი გამოიყენება შტეკერულ,ან მატჩის ტივტივებზე.როდესაც თვითონ ტვირთ ამწე ტანი ტივტივასი წყალქვეშაა,ხოლო მაღლა კი მხოლოდ ანტენის წვერი.

 

წარმოგიდგენთ მატჩის ტივტივებს.

4c235d7b0cf2.jpg

 

ეს კი შტეკერული.

4324c52f0d14.jpg

Link to post
Share on other sites

მოკლე ანტენები გამოიყენება ისეთი თევზის ჭერისას,რომლებიც საკვებს წყლის სისქეში ეძებს და სატყუარას სწრაფად ყლაპავს და ასევე ჩაყლაპულს უკან უშვებს.

99116de1c3a6.jpg

Link to post
Share on other sites
  • 5 months later...
  • 2 months later...
  • 2 months later...
  • 3 weeks later...

მოკლედ, ძალიან ნუ დამტუქსავთ. პატარა წებოები რომ არის, ჩინური, იმას ვხმარობდი, უცებ "ევრიკა" და ასეთი -პატარა და დიდი ტივტივა გავაკეთე, პროფესორი მეთევზეების აზრი მაინტერესებს, როგორ გამოდგება, რომელ თევზაობაზე.

მერე დავდებ სურათს კიდე ბოლომდე რომ დავამუშავებ, დავხვეწ.

 

პ.ს. ფოსფორის ჩადებაც მოსულა.

post-189-0-93765200-1358287744_thumb.jpg

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...