davit 1 Posted February 7, 2012 Report Share Posted February 7, 2012 ტივტივა აქ ვისაუბროთ ტივტივით თევზაობაზე. ციტირება Link to post Share on other sites
zaza 1 Posted February 7, 2012 Report Share Posted February 7, 2012 ტივტივა მოგესალმებით ყველას!პირადათ მე ძალიან მიტაცებს თევზაობის ეს სტილი.ტივტივები რამოდენიმე სახის არსებობს.მათ არჩევას განაპირობებს თუ სად ვაპირებთ თევზაობას,როგორ დინებაზე,და რა თევსზე.რამოდენიმე სახის ტივტივას შემოგთავაზებთ. (стрела)-ს ტიპის ტივტივები,მარცხნიდან 2 ტივტივა ვაგლერის ტიპისაა,ანუ რეგულირებადი აგრუზკით. ესეთი ტიპის ტივტივები შორ მანძილზე სროლისთვის არიან და ძალიან კარგად გამოიყენება გაშლილ,მდგარ წყლებზე.პირადად მე არაერთხელ გამომიყენებია ესენი კობრზე სათევზაოდ,და ძალიან წარმარტებულად.კობრი დარტყმისას,ხშირათ ტივტივას მაღლა წევს,რაც შორ მანძილზე კარგ ვიზუალს გვაძლევს,იმ დროს როდესაც სხვა თევზი პირიქით ფსკერზე მიათრევს ტივტივას.სტრელას ტიპის ტივტივები მაღლა ამოწევისას ეგრევე წყალზე წვება,რაც უტყუარი ნიშანია იმისა რომ დროა პოდსეჩკა გააკეთო. რაც შეეხება ანკესს.მე პირადათ ვხმარობ მატჩის სპინინგს.ტესტით 5-25.მისი სიმაღლე 4.20სმ-ა,რაც მაძლევს საშუალებას დაბალი ცონის სატყუარაც კი საკმაოდ შორს მოვისროლო.აგრევე სატყუარის შორი სროლისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ანკესის რგოლებს. ესეთი პართე რგოლები ძუას სროლისას შეპერხებას არ უქმნის და ის თავისუფლად მოძრაობს. ანკესი უნდა იყოს სხარტი და მოქნილი,მისი ელასტიურობა გადამწყვეტ როლს ითამაშებს დიდი თევზის ამოყვანისას. ციტირება Link to post Share on other sites
zaza 1 Posted February 7, 2012 Report Share Posted February 7, 2012 ზე-მგრძნობიარე ტივტივები. ეგ დიკაბრაზის ეკალია. ის შეგვიძლია გამოვიყენოთ პატარა ღელეებში,გუბეებში ძალიან ნელი დინებით.გატარებით თევზაობისას.მან თავი კარგად გამოიჩინა ქაშაპზე თევზაობისას.ის თევზის პატარა დარტყმასაც კი არ დატოვებს შეუმჩნეველს. და აი კიდე ჩვენი ძველი,ეგეთი მგრძნობიარე გამოცთილი ტივტივა რომლის შოვნასაც არ უნდა დიდი შრომა-წვალება).ბატის ფრთა. ციტირება Link to post Share on other sites
zaza 1 Posted February 7, 2012 Report Share Posted February 7, 2012 საშუალო ტივტივები.მათი წონა მერყეობს 2 დან 4 გრამამდე.გამოყენების არეალი საშუალო დინების მქონე მდინარეებია,ეგეთი როგორიც არის გუბისცყალი.ძალიან კარგები არიან ქაშაპზე და ნაფოტაზე თევსაობისას,თუმცა მე კარჩხანაზეც მშვენივრად ვხმარობ). ციტირება Link to post Share on other sites
zaza 1 Posted February 7, 2012 Report Share Posted February 7, 2012 ეს არის მცირე ინფორმაცია დამწყები მეთევზავეებისათვის.როგორაც მომეცემა ამინდის საშუალება სათევზაოთ გასვლის,თეორიებს პრაკტიკაში ვაქცევ და აუცილებლად მოგაცოდებთ ვიდეო მასალასაც.ტივტივით თევზაობა ძალიან აზარტული და სახალისოა. ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted February 7, 2012 Report Share Posted February 7, 2012 ლიფსიტა მშვენიერი ინფოა, ადრე ვიყენებდი ზემგრძნობიანე ე.წ. ბუმბულის ტივტივებს, თევზი ახლოს რომ გაუცურავდა იმასაც კი გრძნობდი ციტირება Link to post Share on other sites
zaza 1 Posted February 15, 2012 Report Share Posted February 15, 2012 ფარფლწითელაზე ტივტივით თევზაობა http://www.youtube.com/watch?v=Nhjda9fREZ0&feature=related ციტირება Link to post Share on other sites
zaza 1 Posted February 15, 2012 Report Share Posted February 15, 2012 ტივტივით თევზაობა,ისევე როგორც ტივტივა რამოდენიმე სახის არსებობს. 1) გატარებით თევზაობა ტივტივით. 2)ეგრე წოდებული (донка поплавок)-ი 3)სრიალა ტივტივა 4)ტივტივით თევზაობა ფიქსირებული სირღმით,ანუ ჩვეულებრივი. მრავალი მეთოდიდან მე ჩვეულებრივ ამ 4 მეთოდს ვიყენებ. 1)გატარებით თევზაობა ტივტივით. გატარებით თევზაობის არეალი მდინარეებია,ანუ დინების მქონე წყალი.ანკესის წყალში მოსროლისას ჩვენ დინებას მივატარებთ ტივტივას ჩვენი თევზაობის მონაკვეთზე.უმჯობესია ამისათვის ვიქონიოთ უინერციო კოჭა.ის გვაძლევს საშუალებას თავისუფლად გავაყოლოთ ძუა ტივტივას დინებაზე. მიუხედავად თავისი სიმარტივისა გატარებით თევზაობა ნაკლებად პერსპეკტიულია სხვა დანარჩენთა შორის.სატყუარა და ტივტივა დინების ჩვეულებრივ რიტმში მიედინება სხვა დანარჩენ მოცურავე ნაგავთან ერთად და არაფრით მადგან არ გამოირჩევა,რის გამოც თევზისათვის ნაკლებათ მომზიდველი ხთება. 2)донка-поплавок. დონკა-ტივტივა გამოიყენება როგორც დინებაზე,ასევე წყნარ,მდგარ წყალზეც.ის წყლის ზედაპირული სიგნალიზატორის როლს ასრულებს. ჩვეულებრივი დონკიდან განსხვავებით ის უფრო მგრძნობიარეა თევზის დარტყმისა.ხოლო ჩქარი დინების მქონე მდინარეებიზა თევზაობის ეს მეთოდი გამოუდეგარია ვინაიდან დინემა მცირე წონის სიმძიმეს არ გააჩერებს ჩვენს მიერ სათევზაოდ არჩეულ ადგილზე და დინება მას ნაპირზე მოიყვანს.უშედეგოა ასევე ქარიან ამინდში მისი გამოყენება.ამ დროს სჯობს გადავიდეთ უბრალოდ დონკაზე ან ტივტივაზე. 3)სრიალა ტივტივა. სრიალა ტივტივა ძირითადათ გამოიყენება იმ შემთხვევაში როდესაც წყლის სირღმე აღემატება ანკესის სიმაღლეს.ის მას საშუალებას აძლევს ტივტივის ძუაზე თავისუფალი მოძრაობისა. მისი უარყოფითი მხარე კი ის არის რომ სატყუარა დიდხანს უნდება წყლის ფსკერზე დაშვებას,ამიტომ მისი გამოყენება ჩქარ დინებაზე უვარგისია.ტივტივის ძუაზე მოძრაობას ზღუდავს სტოპორები.ზედა სტოპორი,რომელიც განლაგებულია ტივტივის მაღლა,განსაზღვრავს წყლის სირღმეს,ქვედა სტოპორის ადგილი კი განისაზღვრება ისე,რომ სატყუარა ვერ წვდებოდეს ტივტივას და ამით თავიდან ავიცილოდ მათი გადახლართვა. 4)ტივტივით თევზაობა ფიქსირებული სირღმით,ანუ ჩვეულებრივი. ტივტივის არჩევისას მნიშვნელობა აქვს არა მარტო იმას თუ რა თევზი გვსურს დავიჭიროთ,არამედ ამინდსაც. არეალი მდგარი წყალი. ქარიან ამინდში უმჯობესია ავირჩიოთ ვაგლერის ტიპის ტივტივა,ანუ თავისი ტვირთ-ამწეობის მქონე. მისი ძირითადი მასსა წყლის ქვეშ თავსთება და ქარი მას ნაკლებად აფერხებს. ბოჩკოსებური ტივტივა,ასევე ძალიან კარგია ქარიან ამინდში გამოყენებისას. ციტირება Link to post Share on other sites
zaza 1 Posted February 15, 2012 Report Share Posted February 15, 2012 ნემსისებური ტივტივები ტივტივები ეგეთი სახის საუკეთესო საშუალებაა თევზის დარტყმის ჩვენებისა თავისი ფორმიდან გამომდინარე. ქარიან ამინდში უვარგისია. ციტირება Link to post Share on other sites
zaza 1 Posted February 15, 2012 Report Share Posted February 15, 2012 ანტენა ტივტივის ანტენა ის ელემენტია რომელზეც არის მიჯაჭვული ჩვენი მზერა.ამიტომ მას სერუოზულად უნდა მოვეკიდოთ.როგორი უნდა იყოს ის? ანტენები არსებობს მსხვილი და წვრილი. წვრილი ანტენები ტივტივის აუცილებელი ელემენტია მსუბუქი სატყუარაზე თევზაობისას.ისეტი როგორიც არიან ჭარიღელას მატლი,ოპარიში,პერლოვა და ხორბალი. მსხვილი,გამოიყენება მაშინ,როდესაც მიმდინარეობს დიდი სატხუარით თევზაობა.ისეთებზე როგორიც არიან ჭია,რამოდენიმე სიმინდის მარცვალი და ასე შემდეგ. გრძელი ანტენები,როგორც წესი გამოიყენება შტეკერულ,ან მატჩის ტივტივებზე.როდესაც თვითონ ტვირთ ამწე ტანი ტივტივასი წყალქვეშაა,ხოლო მაღლა კი მხოლოდ ანტენის წვერი. წარმოგიდგენთ მატჩის ტივტივებს. ეს კი შტეკერული. ციტირება Link to post Share on other sites
zaza 1 Posted February 15, 2012 Report Share Posted February 15, 2012 მოკლე ანტენები გამოიყენება ისეთი თევზის ჭერისას,რომლებიც საკვებს წყლის სისქეში ეძებს და სატყუარას სწრაფად ყლაპავს და ასევე ჩაყლაპულს უკან უშვებს. ციტირება Link to post Share on other sites
zaza 1 Posted February 15, 2012 Report Share Posted February 15, 2012 კობრის ჭერა ტივტივაზე თემა დამზადებულია club-monadire.ge ს მიერ და წარმოადგენს მის საკუთრებას. ციტირება Link to post Share on other sites
levani 71 Posted February 15, 2012 Report Share Posted February 15, 2012 გადასარევი თემაა კარგად დახასიათებული თანაც. :yes: ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted February 15, 2012 Report Share Posted February 15, 2012 ნამდვილად კარგია! ციტირება Link to post Share on other sites
levani 71 Posted February 23, 2012 Report Share Posted February 23, 2012 ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted February 23, 2012 Report Share Posted February 23, 2012 კარგია ლევან. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted February 23, 2012 Report Share Posted February 23, 2012 საინტერესოა ნამდვილად ციტირება Link to post Share on other sites
pescatore 27 Posted February 23, 2012 Report Share Posted February 23, 2012 კარგი ვიდეოა!!! ციტირება Link to post Share on other sites
zaza 1 Posted February 23, 2012 Report Share Posted February 23, 2012 მაგარია ლევან. ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted August 14, 2012 Report Share Posted August 14, 2012 ლიტველების გადაღებული კარგი ვიდეოა! ნახეთ საინტერესოა. http://www.youtube.com/watch?v=apV_H_UXBtc&feature=plcp ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted October 18, 2012 Report Share Posted October 18, 2012 (edited) ქარიყლაპია ტივტივაზე http://www.youtube.com/watch?v=Izse3nH9MAs Edited October 18, 2012 by DMORAL ციტირება Link to post Share on other sites
zaza 1 Posted October 19, 2012 Report Share Posted October 19, 2012 აი ამას უეჭველი ვსინჯავ!აუცილებლად! ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted December 27, 2012 Report Share Posted December 27, 2012 სადავეა, ტივტივიანისთვის მინდა საქართველოში. თითქმის უხილავია(ფლუოროკარბონი). ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted January 15, 2013 Report Share Posted January 15, 2013 მოკლედ, ძალიან ნუ დამტუქსავთ. პატარა წებოები რომ არის, ჩინური, იმას ვხმარობდი, უცებ "ევრიკა" და ასეთი -პატარა და დიდი ტივტივა გავაკეთე, პროფესორი მეთევზეების აზრი მაინტერესებს, როგორ გამოდგება, რომელ თევზაობაზე. მერე დავდებ სურათს კიდე ბოლომდე რომ დავამუშავებ, დავხვეწ. პ.ს. ფოსფორის ჩადებაც მოსულა. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted January 16, 2013 Report Share Posted January 16, 2013 პროფესორობის რა გითხრა, პრაქტიკოსი აკადემიკოსისგან თუ მიიღებთ რჩევას? :d030: ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.