გიორგი 46 Posted April 4, 2013 Report Share Posted April 4, 2013 გილოცავ დავით, ბობორები დაგეჭიროს. გუშინ მეც გავისროლე ჯიბიდან. ეს ჯოხი სპეციალურად სთილჰედზე მეთევზეებისთვის გამოუშვა OKUMA-მ, და იმ მეთევზეებზე, ვინც ჩრდილ-დასავლეთში თევზაობს. მისი სიგრძე 2,9 მეტრია, ტექნიკურ მონაცემებს სურათებზე ნახავთ. ვერიდები კარბონის ჯოხებს, მაგრამ მაგის ხელში აღება იყო და გადავწყვიტე მეყიდა. იმდენი ვიჯიჯღინე სალაროსთან, ჯოხზე ფასი დამიკლეს და კოჭაც უფასოდ გამომატანეს. ასევე იაპონური ძუებიც დავამატე ზურგჩანთას. მქონდა სხვა ჯოხზე 10 საკისრიანი კოჭა და ამაზე გადმოვიტანე. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted April 4, 2013 Report Share Posted April 4, 2013 ამ ბოლო დროს ვეღარ ვტევ ერთ პოსტში სამზე მეტ სურათს, მთლიანად იშლება და პირველ გვერდზე მაბრუნებს. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted April 4, 2013 Report Share Posted April 4, 2013 რეკორდების გაუმჯობესებაში გაგეცვითოს შენი ახალი შენაძენი ძამა! პ.ს. სამ სურათზე მეტის დადების პრობლემა მეცა მაქვს ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted April 4, 2013 Report Share Posted April 4, 2013 ელჩი კაი ჯოხი ჩანს, მშვიდობაში ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted April 4, 2013 Report Share Posted April 4, 2013 გიორგი, გილოცავ და ბედნიერ და სასიამოვნო თევზაობაში მოგეხმაროს!!!!!!!! ციტირება Link to post Share on other sites
hakito 2 Posted April 4, 2013 Report Share Posted April 4, 2013 იფ კაია ბუჯოს მშვიდობაში და დიდ თევზებში ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted April 4, 2013 Report Share Posted April 4, 2013 მადლობა ძმებო, როგორმე მოვახერხებ და გამოვიყენებ საქმეში. არ დამიშინოთ ეხლა. დღეს OKUMA-ს 10 საკისრიანი კოჭა კიდევ ავითრიე. პ.ს. განა რომელიმე გეტყის გაჩერდიო. ბიჯოოო, თქვენა მეგობრები ხააართ თუ მტრები? გენაცვალეთ ხალხო. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted April 5, 2013 Author Report Share Posted April 5, 2013 დავით, ელჩი, გილოცავთ შენაძენს..იწყება, იწყება B) ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted April 5, 2013 Report Share Posted April 5, 2013 გილოცავთ შენაძენებს ციტირება Link to post Share on other sites
kakulia 0 Posted April 7, 2013 Report Share Posted April 7, 2013 (edited) ბიჭებო.თქვენი რჩევა მჭირდება,მე თევზაობაში "ჩაინიკ". ბავშვს დაბადების დღეზე უნდა ვაჩუქო ანკესი(მისი თხოვნაა),ტივტივით სათევზაო რომ იყოს,და რა უნდა ვიყიდო,არა ძვირი.რა სახეობა უნდა ვიკითხო,სად მივიდე რომ რამე ნაგავიც არ შემომტენონ? 7 წლისაა Edited April 7, 2013 by kakulia ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted April 7, 2013 Report Share Posted April 7, 2013 kakulia მანდ რომ ვიყვე, ნაღდად არ დაგზარდებოდი და გამოგყვებოდი მაღაზიაში, შესაფერის ჯოხსაც აგარჩევინებდი. ნუ ყველა ვარიანტში ულტრა ლაითი უნდა აუღო, თავიდან 1,90მ გრძელი ჯოხი არ უნდა. ესე ძნელია კაკო, არ ვიცი რა პროდუქციაა მაქაურ მაღაზიებში. შემოვლენ ჩვენი ბიჭები და იმათ უკეთ იციან. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted April 7, 2013 Report Share Posted April 7, 2013 აქვე ვიტყვი. გუშინ გამოვცადე ახალი ჯოხი. მაგარი შედეგი მაჩვენა, ამჯერადაც არ შევმცდარვარ არჩევანში, რომ იყვეს საშუალება კიდევ ერთს დავიმატებდი. კასტმატერს 70-80 მეტრი დაახურინა, თანაც 8LB /0,25მმ/ ძუა მეყენა კოჭაზე. ნუ კოჭას რომ დიდი მნიშვნელობა აქვს, ეს სადავო არ არის, მაგრამ ჯოხი მაინც უმთავრესია. გაამართლა. :yes: ციტირება Link to post Share on other sites
pescatore 27 Posted April 7, 2013 Report Share Posted April 7, 2013 (edited) ბიჭებო.თქვენი რჩევა მჭირდება,მე თევზაობაში "ჩაინიკ". ბავშვს დაბადების დღეზე უნდა ვაჩუქო ანკესი(მისი თხოვნაა),ტივტივით სათევზაო რომ იყოს,და რა უნდა ვიყიდო,არა ძვირი.რა სახეობა უნდა ვიკითხო,სად მივიდე რომ რამე ნაგავიც არ შემომტენონ? 7 წლისაა მე რამე ტელესკოპურს გირჩევ ასაკის მიხედვით რამე მსუბუქი უნდა აიღო,ტივტივაზე თუ უნდა ითევზაოს მაშინ მოკლე ჯოხი არ გამოდგება,3 მეტრიდან ზემოთ რასაც მოერევა,როგორც ვიცი თბილისში მიკადო-ს ნაწარმი იყიდება,მიკადოს იმიტომ გირჩევ რომ საშუალო ხარისხის ჯოხს შესაბამის ფასად იყიდი.სხვა თუ რამეს გირჩევენ ბიჭები,ვინც მაედ არის მან უკეთ იცის...სახეობა მატჩის ჯოხი უნდა იკითხო. პ.ს გიორგი მოგილიოცავ ახალ შენაძენს!!! სულ ბომბორები გეჭიროს :yes: Edited April 7, 2013 by pescatore ციტირება Link to post Share on other sites
kakulia 0 Posted April 7, 2013 Report Share Posted April 7, 2013 ელჩი pescatore მადლობთ ბიჭებო,ხვალ აბა რამეს შევარჩევ და ვიყიდი. თევზაობა ცოტა ძნელი თემა ყოფილა,მაგდენ რამეში რომ გაერკვე ალბათ დიდი დრო და გამოცდილება უნდა ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted April 7, 2013 Report Share Posted April 7, 2013 ელჩი pescatore მადლობთ ბიჭებო,ხვალ აბა რამეს შევარჩევ და ვიყიდი. თევზაობა ცოტა ძნელი თემა ყოფილა,მაგდენ რამეში რომ გაერკვე ალბათ დიდი დრო და გამოცდილება უნდა აბა შენ იცი პატარას გული არ დაწყვიტო ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted April 8, 2013 Author Report Share Posted April 8, 2013 გადაყლაპული ნემსკავის ამოსაღები რა ხელსაწყოები არსებობს? ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted April 8, 2013 Report Share Posted April 8, 2013 kakulia უყიდე 3 ან 4 მეტრიანი ტელესკოპური ჯოხი და 1500-2000-ი ზომის კოჭა.თბილისში მე მგონი ბიძოს მაღაზია ჯობია ყველას.თან ფირმა სალმო-ს ნაწარმი უნდა ჩამოსვლოდა,ხოდა სალმოს აქვს შედარებით იაფი და ნორმალური ჯოხები BROWNING ექსტრაკტორი წვრილი და არამტაცებელი თევზისათვის და სამედიცინო კორცანგი მტაცებლებისათვის ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted April 8, 2013 Report Share Posted April 8, 2013 გადაყლაპული ნემსკავის ამოსაღები რა ხელსაწყოები არსებობს? სამკაუჭასთვის ეს არის ყველაზე გამართლებული ხელსაწყო. თუ ბოლომდე აქვს გადაყლაპული, ანუ კუჭში აქვს, ძუა უნდა ჩაიჭრას რაც შეიძლება მოკლედ, და მერე შეიძლება გაშვება. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted April 8, 2013 Report Share Posted April 8, 2013 pescatore salamandra ხალხო, ბავშვი 7 წლისაა, რა ოთხმეტრიანი, არ გადამრიოთ თქვენ. UL -ია ყველაზე საუკეთესო გამოსავალი. კაკო, ამათ ყურადღება არ მიაქციო. წაიყვანე შენი ვაჟკაცი და მსუბუქი სპინინგი უყიდე. რა იციან ამათ? დაიჭერენ ამხელა "პოლისჯოხებს" და თავი მეთევზეები ჰგონიათ. :d030: გადაირევა ორივე ამას რომ წაიკითხავენ. ციტირება Link to post Share on other sites
pescatore 27 Posted April 8, 2013 Report Share Posted April 8, 2013 სამკაუჭასთვის ეს არის ყველაზე გამართლებული ხელსაწყო. თუ ბოლომდე აქვს გადაყლაპული, ანუ კუჭში აქვს, ძუა უნდა ჩაიჭრას რაც შეიძლება მოკლედ, და მერე შეიძლება გაშვება. ზუსტად ეგეთებს ვხმარობ მეს.ჯერ მაგის ამოუღებელი კავი არ მახსოვს. ახლა რაც შენს ნარჩევ ჯოხს შეეხება გიორგი...რათქმაუნდა 7 წლის ბავშვისთვის მსუბუქი ჯოხი უნდა შეიძინოს,მაგრამ თუ დააკვირდი ტივტივაზე სათევზაოთ უნდა და არა ფსკერულზე ან მტაცებელზე,ასე რომ შენი UL- ამ საქმეში არ გამოადგება...ტივტივით 2 მეტრიანი ჯოხით ტაშტში თუ ითევზავებს ციტირება Link to post Share on other sites
kakulia 0 Posted April 8, 2013 Report Share Posted April 8, 2013 pescatore salamandra ხალხო, ბავშვი 7 წლისაა, რა ოთხმეტრიანი, არ გადამრიოთ თქვენ. UL -ია ყველაზე საუკეთესო გამოსავალი. კაკო, ამათ ყურადღება არ მიაქციო. წაიყვანე შენი ვაჟკაცი და მსუბუქი სპინინგი უყიდე. რა იციან ამათ? დაიჭერენ ამხელა "პოლისჯოხებს" და თავი მეთევზეები ჰგონიათ. :d030: გადაირევა ორივე ამას რომ წაიკითხავენ. გიო,ვუყიდე დღეს ფიშინგ კლუბში,მიკადოს ტელესკოპური.3 მეტრია,ზაან მსუბუქი,20%ფასდაკლებააო და 25 ლარი მივეცი მარტო ჯოხში.რავი დაიკავა მშვენივრად,ეხლა თევზი დამაჭერინეო ავიყვან ამ დღეებში ლისის ტბაზე,ასასვლელთან ვცხოვრობ,და რამეს დავიჭერთ ალბათ,შედეგს გაგაგებინებთ ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted April 8, 2013 Report Share Posted April 8, 2013 pescatore ერთ ამბავს მოვყვები ეხლა და იგივეა რა, ამ სიტუაციას ემთხვევა ერთი ერთში. ჩემი სიმამრი რო ჩამეეხეტა აქა, ახალ მანქანებზე დავსვი. ვერ გაქაჩა, ავტომატიკა ვერა, მექანიკური სჯობიაო. მექანიკურიცა მყაანს. მოანგრია "რიჩაგი", დაადებილა პიკაპი. ჰოდა რისი თქმა მინდა, ბოლოს ავტომატიკაზე რო გასწორდა ხოშიანად, მაინც დააყოლა, ეს ზარმაცების მანქანაოო. შენთვისაც გადავიღებ ვიდეოს და დაგანახებ, თუ როგორ შეიძლება მოკლე UL-ით ტივტივით თევზაობა. ნუ გადაეკიდეთ ამ გრძელ "პოლის ჯოხებს". ამერიკელები გიჟები არ არიან. რატომ არ არის აქ ეგეთი აღჭურვილობა??? ადრე კობრის დასაჭერ მონტაჟზე ვკითხე ერთს და ეხლაც ყბა მონგრეული დადის. ნებისმიერი ზომის და მახასიათებლის სპინინგით ჩაგიტარებთ თევზაობას, ნებისმიერი სტილით ვითევზავებ და მიხვდებით რომ მართალი ვარ. ვახხხხ, სპინინგია მეთევზის მომავალი ხელსაწყო, აი ნახავთ მომავალში. რაც უფრო ადრე აითვისებთ, თქვენთვის უკეთესი. პ.ს. მიულოცე კაკო შენ კაცს ჩემგან ახალი შენაძენი, ბომბორა თევზები დაეჭიროს. ციტირება Link to post Share on other sites
kakulia 0 Posted April 9, 2013 Report Share Posted April 9, 2013 ელჩი გაიხარე გიო.ადრე გიო 17-18 წლის რომ ვიყავი,მეც სპინინგით ვთევზაობდი ზღვაზე,და მშვენივრად ვიჭერდი თევზს,მაგრამ მაგ დროს თევზიც იყო,მახსოვს ეზოებში დაატარებდნენ,ველოსიპედიტ დადიოდნენ და კამბალები დაქონდათ,საღამოს კიდევ "გარიაჩი კაპჩონი".მაგარი იყო ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted April 10, 2013 Report Share Posted April 10, 2013 გიო,ვუყიდე დღეს ფიშინგ კლუბში,მიკადოს ტელესკოპური.3 მეტრია,ზაან მსუბუქი,20%ფასდაკლებააო და 25 ლარი მივეცი მარტო ჯოხში.რავი დაიკავა მშვენივრად,ეხლა თევზი დამაჭერინეო ავიყვან ამ დღეებში ლისის ტბაზე,ასასვლელთან ვცხოვრობ,და რამეს დავიჭერთ ალბათ,შედეგს გაგაგებინებთ აუ დაგერხა უკვე,ერთი დაჭერა უნდა მერე სულ ტბაზე მოგიწევს ჯდომა ციტირება Link to post Share on other sites
pescatore 27 Posted April 10, 2013 Report Share Posted April 10, 2013 გიო,ვუყიდე დღეს ფიშინგ კლუბში,მიკადოს ტელესკოპური.3 მეტრია,ზაან მსუბუქი,20%ფასდაკლებააო და 25 ლარი მივეცი მარტო ჯოხში.რავი დაიკავა მშვენივრად,ეხლა თევზი დამაჭერინეო ავიყვან ამ დღეებში ლისის ტბაზე,ასასვლელთან ვცხოვრობ,და რამეს დავიჭერთ ალბათ,შედეგს გაგაგებინებთ კარგი იქნება ჩემი აზრით დასაწყისისთვის ყველანაირად ეყოფა...ახლა მთავარია პირველი გასვლა იყოს შედეგიანი და მერე უკვე ვერსად ვეღარ გაგვექცევა გიორგი რაც სპინინგს შეეხება...მანდ მხოლოდ სპინინგის ჯოხები იმიტომ იყიდება რომ მეთევზეთა უმრავლესობა მტაცებელზე თევზაობს.მე კი საქართველოში არსებულ რეალობასთან დაკავშირებით ურჩიე სხვა ტიპის ჯოხი.7 წლის ბავშვი სპინინგით ტივტივაზე ვერ ითევზავებს თუარა გამოცდილი მეთევზე კი მოახერხებს(მაგრამ მაინც არ ვთვლი მიზანშეწონილად).კაცია და გუნება... ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.