Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

ლოქო,ღლავი, ევროპული ლოქო(Silurus glanis )

 

29961d664661.jpg

 

მტკნარი წყლის ყველაზე დიდი ზომის მტაცებელი თევზი. რუხი ფერის(ხშირად მომწვანი),უქერცლო, ტანთან შედარებით აქვს საკმაოდ დიდი თავი და ფართე პირი,მცირე ზომის უამრავი კბილით . ზედა ყბაზე გააჩნია ორი საკმაოდ გრძელი ულვაში, ხოლო ქვედა ყბაზე კი მცირე ზომის ოთხი . ლოქო ულვაშებს იყენებს როგორც საცეცებს და სრულ სიბნელეშიც კი მათი დახმარებით ნახულობს საკვებს. ლოქო ძირითადად იკვებება:თევზებით,კიბოსნაირებით,

ჭიებით, წურბელებით, ბაყაყებით, ლეშით და სხვა. ლოქო გარკვეულწილად წყალსატევის სანიტრის ფუნქციასაც ასრულებს. სხვადასხვა მონაცემებით სიგრძეში აღწევს 3 მეტრს და წონით 200კგ-ს. თუმცა, მეთევზეთა ნადავლში, უმეტესად გვხდება 5-30 კგ-იანი ეგზემპლარები.

 

წყალსატევებსა და მდინარეებში ლოქო ძირითადად ეტანება წყნარ, ღრმა და ლამიან ადგილებს.ნადირობისას,უმეტესად ფსკერზე დაწოლილნი გაუნძრევლად(მხოლოდ ულვაშებს არხევენ) ელოდებიან მსხვერპლს.

 

ლოქოები სქესობრივ სიმწიფეს აღწევენ 3-4 წლის ასაკში. ქვირითობენ წყლის 20°С ტემპერატურაზე.მათ ახასიათებს შთამომავლობაზე ზრუნვა და ამიტომ, ლიფსიტების გაჩენამდე, მამრი იცავს ქვირითს.

 

სწორედ ტოფობის შემდეგ აქტიურდებიან ლოქოები და იწყებენ აქტიურ ნადირობას, რაც თითქმის მთელი ზაფხული გრძელდება. აცივებასთან ერთად ლოქოს აქტიურობაც კლებულობს. ზამთარში ღრმა ადგილებში წვება და კვებას თითქმის მთლიანად წყვეტს.

 

ნადირობისას ლოქო ძირითადად იყენებს მგრძნობელობით ორგანოებს. ის საკმაოდ დიდ მანძილზე შეიგრძნობს და განასხვავებს სხვადასხვაგვარ "სუნს" თუ "გემოს".

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ლოქოზე თევზაობისას უმეტესად იყენებენ მძაფრსუნიან სატყუარებს:გაფუჭებულ ან შეტრუსული ხორცს, ამოტრიალებულ(წინდასავით)წურბელებს,დაძველებულ და მძაფრსუნიან თევზს და სხვა. თუმცა ასევე თევზაობენ ცოცხალი თევზის აღკაზმულობით და სპინინგის მეთოდით ხელოვნური სატყუარებით.

 

"დისკოვერის" ფილმი ამ თემაზე "ევროპული კაციჭამია"

 

http://video.yandex.ru/users/ilia-apostolov/view/1051/#

 

ესეც ნახეთ - ფილმი-"ლეგენდა სახელად ლოქო"

ლოქოზო თევზაობაა ნაჩვენები. ენა ჩეხური.ნათარგმნი არაა, მაგრამ არც სჭირდება.

 

http://video.yandex.ru/users/ilia-apostolov/view/944/#

 

P.S.

თემას მოგვიანებით გადმოვიტან :haha:

Edited by DMORAL
Link to post
Share on other sites
  • Replies 100
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

https://www.kvirispalitra.ge/public/52597-qthoki-gamovabith-thavze-da-ise-gamovathrieth-napirzeq-ras-hyveba-mamakaci-romelmac-60-kilogramiani-loqo-ankesith-daitcira.html

Posted Images

მადლობა დავით. :haha:

ნამდვილად არ მენანება ის 3 საათი, რომელიც მაგ ფილმების ნახვისას დავხარჯე.

 

 

ძილისპირულივით იყო ჩემთვის./ღამის 12:22-ია ეხლა აქ./ :haha:

Link to post
Share on other sites

Salamandra

 

დაწერილია 10 February 2009 - 02:07 PM

 

ბიძაჩემიდან მსმენია რომ ჭიათურა-ზესტაფონის მონაკვეთში ყვირილაზე ადრე ლოქოს იჭერდნენ.....ვინმეს აქვს რამე ინფორმაცია?

 

 

დაწერილია 10 February 2009 - 03:05 PM

 

ვოლგაზე ასტრახანთან ლოქოებს სპინინგით იჭერენ ხელოვნურ სატყუარზე,დიდი ზომის სილიკონის ჭიას ან თევზს აცვავენ ტყვიით დამძიმებულ ნემსკავზე.სილიკონის ფერს და ზომას დიდი მნიშვნელობაა აქვს.

Link to post
Share on other sites

ავთო

დაწერილია 05 January 2010 - 11:42 AM

 

რიონზე მინახავს ჩემი თვალით რომელიც 120 კილომდე იწონიდა. 1990 წელში სოფელი დაფნარის ტერიტორიაზე ,რიონის ხიდზე გადავარდა მანქანა სადაც დაიღუპა სამხედრო მოსამსახურე. კარგად მახსოვს მყვინთავებმა რომ თავი მიანებეს ძებნას. თქვეს რომ ისეთი ზომის ლოქოები წევს თავისუფლად გადაგვყლაპავსო. მე არ დამინახავს ლოქოები მაგრამ მყვინთავების შეშინებული თვალები დავინახე და ნამდვილად დავიჯერე მათი ნათქვამის.

 

 

 

დაწერილია 05 January 2010 - 11:57 AM

 

ციტატა(geologi @ Jan 5 2010, 11:53 AM)

 

ყულევში ალბად ნამყოფი იქნებით ავთო, ხიდი რომ აშენდა ცივაზე, აი იქ კარავი დგას მეჯოგე კაცია ამირანი ჰქვია იმა ს ყავს დანაჭერი დაახლოებით მაგ ზომის,..ხშირი სტუმარი ვიყავი ამირანის ადრე და ყვებოდა მის ამბებს

 

 

ამირანი ჩემი დიდი მეგობარია. მაგ კაცს მანდვე სადაც კარავი აქვს 210 კილოგრამიანი ,,ბელუგა,, ყავს დაჭერილი.

ერთი კვირის წინ ვინახულე ბოლოს. აქ დევს სურათები ყოველდღიურ გასვლების განყოფილებაში რომლებიც მის კარავშია გადაღებული. ის დანჯღრეული ნავიც ამირანისაა.

Link to post
Share on other sites

Salamandra

 

დაწერილია 02 July 2010 - 01:17 AM

 

დამიჯერთ,მტკვარში და რიონში არიან ასეთი ლოქოები ოღონდ მათ დაჭერას ცოდნა უნდა.....

Link to post
Share on other sites

aleko22

 

დაწერილია 11 August 2010 - 12:57 PM

 

ეს წუხანდელი შედეგები ლოქოზე გიორგის ნაჩუქარი ანკესი როგორც იქნა მოვნათლე...

 

fec5f67ab9a3.jpg

 

018b4125fab2.jpg

Link to post
Share on other sites

motevsave

 

დაწერილია 20 August 2011 - 01:20 AM

 

არაფერი განსაკუთრებული მეთოდით არ მითევზავია ლოქოზე,მთავარია არტილეია იყოს ძლიერი ანუ შესაბამისი ჯოხი,ძუა და ნემსკავი,ლოქო კარგად მოდის ჭიაყელაზეც,რამოდენიმე დიდ ჭიაყელას დააგებ დიდ კავზე და დაბნელებისთანავე შეგიძლია ითევზაო,თითქმის სულ ღამე იჭირება დიდები(აქ ასეა ყოველ შემთხვევაში) ადგილს დიდი მნიშვნელობა არ აქვს თუ მდორეა წყალი,შეიძლება ყველგან დაიჭირო,მაგრამ უფრო ნაპირისკენ ტრიალობს.

ჭიაყელით თევზაობისას ტყვია შეიძლება საშუალო ზომის დაუგო სასროლად რომ ყოფნიდეს.

უკეთესად ლოქო ცოცხალ თევზზე მოდის,ანუ საშუალო ზომის 50-150გრ-ნ თევზზ აგებ კუდის მხრიდან ისე რომ ძალიან არ დაზიანდეს თევზი და მალე არ მოკვდეს,ამ შემთხვევაში უკვე ტყვია უკვე იმ სიმძიმის უნდა დაუყენო რომ თევზმა არ ათრიოს იქეთაქეთ,მე 70-100 გრ-ს ვიყენებ.ძუა 04-05,ნემსკავიც შესაბამისი.(ზოგი სამკავსაც უგებს)პავადოკი 70-100 სმ.ჩაგდების მერე ფრიციონს მოუშვებ და ელოდები.ბევრი ზღვის პროდუქტებით თევზაობს(რვაფეხა კალმარი და ას.შ) მეც ბევრი რამ ვცადე მაგრამ ცოცხალ თევზე კარგად არაფერზე არ მოვიდა.

წამოგების შემდეგ იწყება კონცერტი,მთავარია არ დაიბნე,თუ დიდია ფრიციონით უნდა იმუშავო კარგად,თუ თავი ამოაწევინე ჩათვალე რომ შენია.

წარმატებას გისურვებთ ყველას!!!

 

dc17859e9303.jpg

 

დაწერილია 02 September 2009 - 01:15 AM

 

ესეც კიდე ერტი

 

c30e6bb6ce4f.jpg

Link to post
Share on other sites

ავთო

 

დაწერილია 19 October 2011 - 08:14 PM

 

მართალია დიდი ლოქო ჩემ ცხოვრებაში არ დამიჭერია მაგრამ ზურაბ (სალამანდრას) ნაჩუქარი მოწყობილობით შემიძლია თამამად გავიდე ლოქოზე სათევზაოდ.

ტელესკოპური ანკესი უმძლავრესი კოჭით და სუპერ ნემსკავები დღეს მივიღე საჩუქრად .

დიდი მადლობა ზური გეხუტე. სიკეთით გადამეხადოს ძმაო . მარტო ერთი რამ რაც არ მომეწონა ისაა რომ შენთან ერთად მომინდა ამ ანკესის გატესტვა. იმედია მოვახერხებთ უახლოეს მომავალში ერთად ლოქოს დაჭერას.

Link to post
Share on other sites

ზაზა – 04

 

დაწერილია 23 October 2011 - 11:38 PM

 

 

 

ესენია კვოკი,

 

ასე ურტყამენ წყალს, ნავიდან ამის ხმაზე ნავთან ახლოს მოდის ლოქო,

 

9d001aeae760.jpg

 

b54129118533.jpg

 

Link to post
Share on other sites

ავთო

 

ამოდენა ლოქოს დაჭერა სპინინგზე მართლა შეუძლებლად მიმაჩნია. როგორ გაუძლო ჯოხმა მიკვირს.

 

Link to post
Share on other sites

hakito

 

დაწერილია 22 November 2011 - 02:47 PM

 

3733ec8f0269.jpg

 

06bdf4dfe16b.jpg

 

 

 

ესაა გალში დაჭერილი ლოქო და კობრები,ლოქო 2,05სმ,წონა გამოშიგნულად 47კგ,კობრები 16,16 და 18 კგ,დაჭერილია ბებეისირის ტბაზე მამაჩემის მიერ,მაგ ტბაში ბევად დიდი ეგზემპლიარებიც ბინადრობენ,შეგპირდით და აი სურათიც,დავასკანერე და დავდე

Link to post
Share on other sites

მებადური

 

დაწერილია 21 April 2009 - 11:40 PM

 

მოგესალმებით, ეს ჩემი შარშანდელი რეკორდია მტკვარზე, ქესალოსთან ახლოს, 4,5 კგ გამოვიდა.

 

 

2f19fc815e29.jpg

Link to post
Share on other sites

მონადირე.გე-ს ფოტოარქივიდან.

 

ესეც რიონის ლოქო.

 

94cf09b1de3f.jpg

 

661e749e2dc6.jpg

 

c70a1c6b06a7.jpg

 

640eeff1fdaf.jpg

 

 

ალაზანზე დაჭერილი, ტახის წყალზე

 

c9472653c556.jpg

 

 

 

aleko22 დაწერილია 23 August 2009 - 07:33 PM

 

აბა შეაფასეთ სანამ მარხვა დაიწყებოდა მანამ დავიჭირე ალაზანზე

 

5df53356b0f5.jpg

Link to post
Share on other sites
  • 3 weeks later...

ლოქო (ღლავი) (лат. Silurus glanis)

 

bd283b41971b.jpg

 

უფარფლო თევზი ღლავისებრთა ოჯახიდან.ტანის სიგრძე 5.4მ მდე.წონა 360კგ მდე.მოხატულობა უმრავლეს შემთხვევაში რუხი მოყავისფრო–მწვანეთი,მუცელი თეთრი.ბინადრობის არეალიდან დამოკიდებულია მისი მოხატულობა,იცვლება თითქმის შავიდან ღია ყვითლამდე.ქვირითობს გაზაფხულზე.დედალი დებს ქვირითს ბუდეში,მამალი კი იცავს მას.მომწიფებას ლოქო საქვირითოდ იწყებს მე–5 წელიწადს ტავისი ცხოვრებისა.

არსებობ მცდარი აზრი რომ ლოქო იკვებება მხოლოდ ლეშით,და გაპუჭებული პროდუკტით.სინამდვილეში კი სულ ეგრე არ არის.განვითარების ადრეულ ეტაპზე ლოქო იკვებება თავკომბალათინ,ლიფსიტებით და მცირე ზომის ხოჭოებით.მისი მომწიფების ასაკისას კი იყო არაერთი შემთხვევა მის მიერ თავდასხმა წყალზე მოცურავე ფრინველებზე და მცირე შინაურ ცხოველებზეც კი.

a239224e2268.jpg

აკტიური ღამის მტაცებელი.დღისით ძირითადად ორმოში ჩაწოლილი ისვენებს.ზამთრის პირზე იკრიბებიან პატარა ორმოში ჯგუფებათ 5 დან–10 მდე ეკზემპლარი.ზამთარში არ იკვებება,პრაკტიკულად უაკტივოა.

 

 

6b0250524d6e.jpg

საქართველოში ღლავი გაღვიძებას იწყებს თებერვლის ბოლოდან.ანკესს ზანტად მოყვება,თითქმის ყოველი წინააღმდეგობის გარეშე.თითქმის მთელი მისი ტანი წურბელებით და ხავსით არის მოფენილი.

 

ღლავის ბინადრობა დასავლეთ საქართველოში

40b1918d0515.jpg

ვარციხის რეზიდენციასთან,ქ.ქუთაისის მახლობლად,მდინარე რიონოს და ყვირილას შესართავთან.გზიდან,ყანებით ყვირილას ნაპირს უნდა აუყვეთ 200-350 მეტრით.აი იქ მშვენიერი ადგილებია როგორც სალოქაოთ,ისევე სალოაოთაც).ლოქო ხშირად ბინადრობს ისეთ ადგილებში სადაც მდინარეზე ზემოდან გადაკიდებული ხეებია.ის ხიდან წყალში ჩამოვარდნილ მუხლუხოსა და სხვა მრავალ დესერტს მიირთმევს.

02ca9489fe88.jpg

 

სატყუარად მე პირადად შეტრუსულ ჩიტს და გატყავებულ ბაყაყს ვიყენებდი,ასევე მახრასაც.

მახრა

5d40261f595f.jpg

 

99288e6c9cb7.jpg

 

ბაყაყი.

c6825af75ba7.jpg

ebc13e4cf507.jpg

 

6941643f885e.jpg

Link to post
Share on other sites

მასზე სათევზაოთ თითქმის ყველა მეთოდი გამოიყენება.ტივტივა,ფსკერული,ფიდერი,გატარებით ტევზაობა,კვოკი და ასე შემდეგ.მე პირადათ ფსკერული მეთოდი უფრო შედეგიანად მიმაჩნია.

 

e2016a8f7602.jpg

Link to post
Share on other sites

ეგრე წოდებული (сом альбинос).

ის შედარებით უფრო მცირე გაბარიტებისაა ვიდრე თავისი მოძმენი.მისი რეკორდულუ მაჩვენებელია 2.5მ სიგრძე და 88კგ.

48834671f4aa.jpg

 

81b38563a6d5.jpg

 

ევროპული ლოქო.

აღწევს 2.5მ სიგრძეს და 200კგ წონას.

 

e2a229f5f74f.jpg

 

ეგრე წოდებული ჩვეულებრივი ლოქო.

სიგრძე 5.4მ მდე.წონა 360კგ მდე.

 

fe789cf6b7ef.jpg

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...