Jump to content
Club-Monadire.Ge

ქარხნული ვაზნები


Recommended Posts

შეკითხვა მაქვს ასეთი.თოფი მაჩუქეს იჟ26,თოის წონა თუარ ვცდები3300გრ.ვიცი რომ პატრონის შერჩევისას მაქსიმუმი დასაშვები წონაა 34გრ, თოფის წონა3300/96=34.37. ეხლა მაინტერესებს პატრონების ყიდვისას რა განსხვავებაა 28გრ-ანი,30 გრ-ანი და ასე შემდეგ ერთი და იგივე ნომერი,მაგალითად #5 ნომერი პატრონი,რის მიხედვით შევარჩიო პატრონის წონა,ნადირის,ფრინველის თუ სიშორის მიხედვით?

Link to post
Share on other sites
  • Replies 308
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

https://www.baschieri-pellagri.com/en/catalogo/cartucce+da+caccia/mb/1/index.aspx გელა აი ბაშიერის ვაზნებზე ინფო MB DUAL POWER  ეს ნახე ჩამონათვალში და სრული ინფოა 7+4 და 6+3-ზე

Posted Images

შეკითხვა მაქვს ასეთი.თოფი მაჩუქეს იჟ26,თოის წონა თუარ ვცდები3300გრ.ვიცი რომ პატრონის შერჩევისას მაქსიმუმი დასაშვები წონაა 34გრ, თოფის წონა3300/96=34.37. ეხლა მაინტერესებს პატრონების ყიდვისას რა განსხვავებაა 28გრ-ანი,30 გრ-ანი და ასე შემდეგ ერთი და იგივე ნომერი,მაგალითად #5 ნომერი პატრონი,რის მიხედვით შევარჩიო პატრონის წონა,ნადირის,ფრინველის თუ სიშორის მიხედვით?

 

 

თითოეულ სანადირო ობიექტს შესაბამისი ვაზნა ჭირდება. მაგ: მწყერს N9-10; ქათამს N9-8; იხვს N7-6-5; ბატს N4-3-2-1; დანარჩენებზე ნადირობა რომ დაიშვება მერე მოგწერ :alfons:

 

რაც უფრო მსხვილია საფანტი, მით უფრო დიდ მანძილზე ინარჩუნებს სიჩქარეს და შესაბამისად უკეთ ჭრის. გარდა ამისა არსებობს კონტეინერები, რომლებიც გარკვეულწილად აუმჯობესებენ სიბურჯღლეს(არის სხვა მეთოდებიც სიბურჟღლისა და გაშლის სარეგულირებლად).

 

 

რადგან ქარხნულ ვაზნებს იყენებ ასე მოიქეცი: იყიდე 5 ცალი 34 გრამიანი კონტეინერიანი და 5 ცალი უკონტეინერო; კიდევ იგივე ვარიანტით 33 გრამიანები, 32 გრამიანები და 31 ან 30 გრამიანები. გააკეთე მისროლა ქაღალდზე 35 მეტრში და გააანალიზე ჭრის, სიბურჯღლისა და დაჯგუფების მაჩვენებლები. ვაზნების რომელ წონასა და შემადგენლობასაც(კონტეინერიანი-უკონტეინერო) ექნება უმჯობესი მაჩვენებლები ისინი იქნება სწორედ შენი თოფისათვის ოპტიმალური.

 

საზოგადოდ კი სხვადასხვა მწარმოებლის ვაზნებს წონის თანაბრობის პირობებშიც კი სხვადასხვა ბალისტიკა აქვთ. გარდა ამისა რომ ,,დაუჯინო" შენს თოფს საუკეთესო ვაზნა ექსპერიმენტები და ბლომად სროლაა საჭირო, რადგან ერთნაირი მარკის თოფებიც კი(ლულის სიგრძის თანაბრობისასაც) სხვადასხვა შედეგებს აჩვენებენ. ეს განპირობებულია ლულის პროფილით, შევიწროებით და სხვა მრავალი ფაქტორით.

Link to post
Share on other sites

20 კალიბრზე ძალიან ცუდი არჩევანია. თურქულები ვსინჯე შარშან ფინდიხი და დარტყმის ძალა ჰქონდა ძალიან სუსტი. 12 კალიბრის არჩევანი უკეთესია.

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

სტეელინგის ვაზნები შევიძინე 20 ცალი პირველი და 5 ნომერი თემას რო გადავხედე მემგონი დამერხა რას იტყვით არ ვისროლო ეგ ვაზნები?

Link to post
Share on other sites

სახლში ჩემს გემოზე მოტენილ ვაზნას(გურულოს მიერ მითითებული დოზებით),კარგად მოზაკრუტკებულს არცერთი ვაზნა არ მირჩევნია პირადად მე !

Link to post
Share on other sites

ბიჭებო რამაინტერესებს მე დამწყები მონადირევარ და გამოცდილებმა მირჩიეთ მწყერზე რამდენ გრამიანი ვაზნებია კარგი??

Link to post
Share on other sites

მწყერის ვაზნები ჯობია შენი ხელით დატენო,ისე 24-28 გრამი საფანტი სრულიად საკმარისია,12 კალიბრს ვგულისხმობ!!!

Link to post
Share on other sites

ხო ხელით ვტენი ლატუნის გილზებს ვხმარობ ესეიგი 24-28 გრამს გამოვიყენებ დიდი მადლობა და რამაინტერესებს კიდევ,ცოტა ახლოს რომ გაშალოს საფანტი ამისათვის რაუნდა ვქნა??

Link to post
Share on other sites

ყველაზე მარტივი ასეა,საფანტს რო აიღებ საწყაოთი,ჩაყარე გილზში ნახევარი,დაადე თხელი პიჟი და შემდეგ მეორე ნახევარი!!!

Link to post
Share on other sites

აჰა გასაგებია დიდი მადლობა და სხვა საშვალებებს ვომ ვერ ნასწავლით?დამწყებივარ და მინდა ვიცოდე წინასწარ დიდი მადლობა

Link to post
Share on other sites

აჰა გასაგებია დიდი მადლობა და სხვა საშვალებებს ვომ ვერ ნასწავლით?დამწყებივარ და მინდა ვიცოდე წინასწარ დიდი მადლობა

 

 

სანადირო მაღაზიაში იყიდე დისპერსანტი. დენთის საფენის მერე ჩადე ეს მოწყობილობა ვაზნაში, დააყარე 24, 26 ან 28 გრამი საფანტი, მოხუფე და ისროლე, ეგაა სულ. ახლოსაც გაშლის და წვალებაც ნაკლები უნდა. :hi3:

 

 

დისპერსანტი ასე გამოიყურება

 

 

6a6bbc2dedc1.gif

Link to post
Share on other sites

და ეგ ლატუნის გილზეეც ხომ წაცა?

 

 

ეგ ლატუნის ვაზნაზე არ წავა.

 

ლატუნის 12 ყალიბის ვაზნისათვის 10 ყალიბის უნდა იშოვო, რაშიც ეჭვი მეპარება...

 

დღეს სავაჭრო ქსელში გამოტანილ დისპერსანტებს შესაბამისი ყალიბი აწერია 12, რაც გულისხმობს მათ გამოყენებას 12 ყალიბის პლასტიკატის ან მუყაოს ვაზნაში.

Link to post
Share on other sites

ზევით მირჩიეს რომ როცა საფანტს ყრიდე იქნება ნახევარს რომ ჩაყრი სარწყაოდან თხელი პიჟი გაუკეთე მერე მეორე ნახევარი ჩაყარეო და მერე თავი მოუკარიო და ამ მეთოდს გამოვიყენებ სხვა გზა ტუარაა ალბათ აამართლებს

Link to post
Share on other sites

ზევით მირჩიეს რომ როცა საფანტს ყრიდე იქნება ნახევარს რომ ჩაყრი სარწყაოდან თხელი პიჟი გაუკეთე მერე მეორე ნახევარი ჩაყარეო და მერე თავი მოუკარიო და ამ მეთოდს გამოვიყენებ სხვა გზა ტუარაა ალბათ აამართლებს

 

 

ეგ მეთოდიც უწყობს ხელს დიდ გაშლას.

Link to post
Share on other sites

რაც მრ-153 შევიძინე გადავედი ქარხნულ ვაზნებზე მოგეხსენებათ და თითქმის ყველა ვცადე,სტერლინგმა მეც გამიკეთა იგივე რაც ავთოს გაუკეთა,ანუ წყალში დამჯდარ იხვს ვესროლე და სადღაც 7-8 მეტრში მიაყარა საფანტის ძირითადი მასა.რასაც ქვია მუშაობა იმაშავა კარგად იმპერიალებმა 36 გრამიანებმა

Link to post
Share on other sites

რაც მრ-153 შევიძინე გადავედი ქარხნულ ვაზნებზე მოგეხსენებათ და თითქმის ყველა ვცადე,სტერლინგმა მეც გამიკეთა იგივე რაც ავთოს გაუკეთა,ანუ წყალში დამჯდარ იხვს ვესროლე და სადღაც 7-8 მეტრში მიაყარა საფანტის ძირითადი მასა.რასაც ქვია მუშაობა იმაშავა კარგად იმპერიალებმა 36 გრამიანებმა

სურათები დადე რა მირზა

Link to post
Share on other sites

სალამი ყველას გამოცდილ მონადირეებთან ერთი პატარა შეკითხვა მექნება

ასეთი ქაღაკდის დისპერსანტი შეიძლემა ლატუნის გილზში რომ გამოვიყენოო???წინასწარ დიდი მადლობა

Link to post
Share on other sites

და რამაინტერესებს ლატუნის გილზში ესეთ დისპერსანტს რომ ჩავდენ და საფანტს დავაქრი შემდეგ ხომუნდა დავფარო პიჟით და დაწოლისას ხომარ დაზიანდება დისპერსანტი??

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...