Jump to content
Club-Monadire.Ge

ერთობლივი გასვლები


Recommended Posts

ერთობლივი გასვლები

 

სპინინგით კოლექტიურად

 

 

25.02.2012 - 26.02.12

 

 

ყ უ ლ ე ვ ი

 

 

აქ დავდოთ მომავალი თევზაობის შედეგები.

 

მე ამ ადგილებს თითქმის არ ვიცნობ, მაგრამ ეს ტბები საინტერესოდ მომეჩვენა.

 

c88763128973.jpg

 

4ccbb540eb5a.jpg

 

თან გზასთან ახლოსაა.

 

იქნებ ნამყოფი ხართ !??? გაგვიზიარეთ გამოცდილება.

Link to post
Share on other sites

მაგ მამუკას და ლევანს ეცოდინებათ კარგად. ისე მამუკას აქვს ინფო მაგარ არხებზე, ქარიყლაპიებით, მაგრამ ცოტა ძნელი მისადგომიაო

Link to post
Share on other sites

ხოდა საინტერესო და კარგი რომაა მივხედოთ მაგ საკითხს 25-26-ში :old:

 

გურულების არ იყოს :dato: "სულმა წინ წინ გეიპარა".

Link to post
Share on other sites

ერთობლივი გასვლები

 

სპინინგით კოლექტიურად

 

 

25.02.2012 - 26.02.12

 

 

ყ უ ლ ე ვ ი

 

 

აქ დავდოთ მომავალი თევზაობის შედეგები.

 

მე ამ ადგილებს თითქმის არ ვიცნობ, მაგრამ ეს ტბები საინტერესოდ მომეჩვენა.

 

c88763128973.jpg

 

4ccbb540eb5a.jpg

 

თან გზასთან ახლოსაა.

 

იქნებ ნამყოფი ხართ !??? გაგვიზიარეთ გამოცდილება.

ვარ ნამყოფი,ძალიან პატარაა ეს ტბები. მართალია სათევზაოდ არ ვყოფილვარ მანდ მარა გამიგონია შუკა არისო.

სხვატაშორის მაგ თბების მიმდებარე ტერიტორიაზე ხობისწყალზეც მრავლადაა ქარიყლაპია.

Link to post
Share on other sites

levani

DMORAL

რაჭირს თქვენ ტელეფონებს, კაცი რო კვდებოდეს საშველად ვერ დაგირეკავთ რა :dato:

 

დილას რომელ საათისთვის ჯობია მანდ ვიყო?! და სად შევხვდეთ?!

Link to post
Share on other sites

ვარ ნამყოფი,ძალიან პატარაა ეს ტბები. მართალია სათევზაოდ არ ვყოფილვარ მანდ მარა გამიგონია შუკა არისო.

სხვატაშორის მაგ თბების მიმდებარე ტერიტორიაზე ხობისწყალზეც მრავლადაა ქარიყლაპია.

[/quot

 

ერთი ტბაა ავთო მაქ ფართო ტბას ეძახიან ძალიან დიდია, გატენილია თევზით როგორც ადგილობრივები ამბობენ, უბრალოდ ტბასთან რო დადგე და ითევზავო იქნება დაახლოებით 15 მეტრი მშრალი ადგილი, დანარჩენი სულ ლაქაში ჭაობია. ისე ორი მოზრდილი ნავია დაბმული ნაპირთან.

Link to post
Share on other sites

ძაან მაგარი გემრიელი პონტი უნდა აიწიოს.აქ,ფოთში,ფოთელებს ვკითხე მაგ ადგილის შესახებ.ყველამ მაგრად აქო,ქარიყლაპიებიაო ძალიან ბევრი.

Link to post
Share on other sites

სამწუხაროდ ამ თემაში ამჯერად ვერაფრით გაგახარებთ. :yes:

 

მომავალში ერთობლივად თევზაობის აუცილებელ პირობად უნდა დავაწესოთ -

 

თევზაობა თოფების და ბოცების გარეშე B)

Link to post
Share on other sites

პირველი პრობლემა ის იყო, რომ ამინდმა არ შეგიწყოთ ხელი, მეორე მთლად უარესი კიდევ, ამოფხეკილია ჩვენი წყალსაცავები თევზისგან.

 

არაუშავს, იმედია მომავალში გამოსწორდება.

Link to post
Share on other sites

პირველი პრობლემა ის იყო, რომ ამინდმა არ შეგიწყოთ ხელი, მეორე მთლად უარესი კიდევ, ამოფხეკილია ჩვენი წყალსაცავები თევზისგან.

 

არაუშავს, იმედია მომავალში გამოსწორდება.

 

გიორგი,

მართალი ხარ. ამინდმაც მართლაც გააჩმახა და მდინარეებიც ამოფხეკიალია( მაგალითად მდ.ცივი).

უსაზიზღრესი სიტუაციაა. მიდის პირდაპირი და დაუფარავი ბრაკონიერობა.

თან ეს ჩვეულებრივ, ნორმალურ ყოველდღიურობადაა ქცეული. ასეა და ვერც ვერაფერს აკეთებ. რატომ?! იმიტომ,

რომ ამ ადამიანებს რომ შეხედავ თვითონ ხვდები, არავითარ საუბარს და დარიგებას აზრი არ აქვს. როცა ადამიანი(თან მოხუცი) იმ პირობებში(ფაქტიურ ჭაობში)ცხოვრობს და მხოლოდ ბრაკონიერობით არჩენს თავს და ოჯახს , შეგონებას აზრი არ აქვს.

ამ სამყაროდან (ინტერნეტ ფორუმის სამყაროდან)რადიკალურად განსხვავებული სიტუაციაა.

 

იქ,მე და ლევანმა ვისაუბრეთ ამ თემაზე,სულ 2-3 წუთით. დიდი სჯა-ბაასი არ გაგვიმართავს. მათ("მეთევზეებს") შორიახლოდან უყურებდა და კბილებს უღრჭიალებდა.მითხრა მეჯავრებიანო,მაგრამ დასაჭერად ვერ გავიმეტებო...

ან ვინ დაუჭერიათ?! ან ვინ დაიჭერს?!

მართალია ლევანი! მეც ძალიან მეჯავრებიან, მაგრამ მათი ნახვის შემდეგ სიბრალული(ალბათ სიბრალული ქვია ამ გრძნობას) უფრო ჭარბობს. უფრო სწორად კი დიდი ბებია მყავდა 96 წლის გარდაიცვალა და იმისგან მახსოვს სიტყვა "წამხდარი", ხოდა "წამხდარი" კაცები არიან ეგენი. გათელილ-დაჩიავებული ხალხი.

 

 

ერთი რისი შესაძლებაც მომეცა ესაა, რომ გავარკვიე ამ "აბორიგენ" ბრაკონიერებთან რეალური სიტუაცია.

თვითონაც წუხან, რომ კატასტროფული სიტუაციაა, თევზი აღარაა.

დაადასტურეს, რომ ფარგა საერთოდ გაქრა. მათაც კი, ბრაკონიერებს, 3-4 წელია საერთოდ აღარ უნახავთ,როგორც პალიასტომში ასევე მდინარეებში. თითქმის მთლიანად განადგურებულია და საბოლოოდ ნადგურდება ზუთხისებრები.

:haha:

 

არადა უმაგრესი ადგილებია. მშვენიერებაა "ფართე ტბა".

 

მიუხედავად ამ ყველაფრისა, მომავალში ერთობლივი თევზაობა კარგად უნდა დავგეგმოთ.

Link to post
Share on other sites

აუფ ნეტა არ წამეკითხა... :haha: მეგონა თუ ცოტა მაინც გამოკეთდა სიტუაცია...

ყველა ვერიდებით აქ ზოგიერთ თემაზე საუბარს,მაგრამ რაც მართალია მართალია...მეთევზეები ვართ და ყველამ ვიცით რომ თევზი გაფუჭებას თავიდან იწყებს

მთლიანად უნდა შეიცვალოს საქართველოში სიტუაცია რომ ამ საკითხსაც ეშველოს...

პ.ს. იმედია მალე მოხდება ეს ცვლილებები :haha:

Link to post
Share on other sites

წამაქციე ეხლა შენ დავით.

 

თუ ასეთი კატასტროფული მდგომარეობა იქნებოდა, ვერ გაწვდა ჩემი "ფანტაზია" მაგდენს.

 

 

მოვკვდი ბიჯო. :karochera: :karochera:

Edited by ელჩი
Link to post
Share on other sites

არა და რო მოინდომონ ,უცებ ეშველება ამ ყველაფერს ! ისევე როგორც მანქანის გატაცებებს,ყაჩაღობას,და ასე შემდეგ....ამ თემაზე ამასწინად ვისაუბრედ მე და ბრაუნინგმა.მარა არავის უნდა,უფრო სწორად არ ესმით საგანი და ამიტომ არ თვლიან ამ პრობლემას სერიოზულ პრობლემად.დავით,ის დაგლახავებული ხალხი ბრაკონიერობამ გაამდიდრა და გამოასწორა???არა.ეგენი სულით მახინჯი ხალხი არიან.თვითონ სპობენ და მერე თვითონვე წუწუნობენ.ერთი დღით მაცხოვრებელი ხალხი არიან და მაგიტომ.არა აქვთ მაგათ არც ღმერთის და არც ადამიანის სიყვარული.ოღონდ დღეს გავძღე და ხვალ სულ მო...ია დედა ყველას და ყველაფერს,ოღონდ მე არ მშიოდეს !!!!!! ეგაა მასეთი ხალხის პრინციპი !

Link to post
Share on other sites

მართალს ამბობს დათო, მასთან ერთად შევესწარი ამ საუბრებს და მათი მოსმენის მერე შინაგანი აგრესია ბრაკონიერების მიმართ, რაღაც სხვა სიბრალურ-ნარევი გრძნობით გეცვლება და სიტყვასაც ვეღარ ძრავ მათ გასაკიცხად... ეჰ, გაუბედურებულია ხალხი, სამართლიანი სამართლით თუ ეშველება რამეს, ხალხზე ზრუნვაა უპირველესად საჭირო და არა მათი დასჯა....

Link to post
Share on other sites

გიორგი,

მართალი ხარ. ამინდმაც მართლაც გააჩმახა და მდინარეებიც ამოფხეკიალია( მაგალითად მდ.ცივი).

უსაზიზღრესი სიტუაციაა. მიდის პირდაპირი და დაუფარავი ბრაკონიერობა.

თან ეს ჩვეულებრივ, ნორმალურ ყოველდღიურობადაა ქცეული. ასეა და ვერც ვერაფერს აკეთებ. რატომ?! იმიტომ,

რომ ამ ადამიანებს რომ შეხედავ თვითონ ხვდები, არავითარ საუბარს და დარიგებას აზრი არ აქვს. როცა ადამიანი(თან მოხუცი) იმ პირობებში(ფაქტიურ ჭაობში)ცხოვრობს და მხოლოდ ბრაკონიერობით არჩენს თავს და ოჯახს , შეგონებას აზრი არ აქვს.

ამ სამყაროდან (ინტერნეტ ფორუმის სამყაროდან)რადიკალურად განსხვავებული სიტუაციაა.

 

იქ,მე და ლევანმა ვისაუბრეთ ამ თემაზე,სულ 2-3 წუთით. დიდი სჯა-ბაასი არ გაგვიმართავს. მათ("მეთევზეებს") შორიახლოდან უყურებდა და კბილებს უღრჭიალებდა.მითხრა მეჯავრებიანო,მაგრამ დასაჭერად ვერ გავიმეტებო...

ნ ვინ დაუჭერიათ?! ან ვინ დაიჭერს?!

მართალია ლევანი! მეც ძალიან მეჯავრებიან, მაგრამ მათი ნახვის შემდეგ სიბრალული(ალბათ სიბრალული ქვია ამ გრძნობას) უფრო ჭარბობს. უფრო სწორად კი დიდი ბებია მყავდა 96 წლის გარდაიცვალა და იმისგან მახსოვს სიტყვა "წამხდარი", ხოდა "წამხდარი" კაცები არიან ეგენი. გათელილ-დაჩიავებული ხალხი.

 

 

ერთი რისი შესაძლებაც მომეცა ესაა, რომ გავარკვიე ამ "აბორიგენ" ბრაკონიერებთან რეალური სიტუაცია.

თვითონაც წუხან, რომ კატასტროფული სიტუაციაა, თევზი აღარაა.

დაადასტურეს, რომ ფარგა საერთოდ გაქრა. მათაც კი, ბრაკონიერებს, 3-4 წელია საერთოდ აღარ უნახავთ,როგორც პალიასტომში ასევე მდინარეებში. თითქმის მთლიანად განადგურებულია და საბოლოოდ ნადგურდება ზუთხისებრები.

:haha:

 

არადა უმაგრესი ადგილებია. მშვენიერებაა "ფართე ტბა".

 

მიუხედავად ამ ყველაფრისა, მომავალში ერთობლივი თევზაობა კარგად უნდა დავგეგმოთ.

 

ჩემთან სოფელში,ვინც დადის აპარატით ყველა შეძლლებული ხალხია,ბევრი გაჭირვებულია რომელთაც მართლა პურის ფული არააქვ,მაგრამ მე არასოდეს დამინახია ეს ალხი ბრაკონიორებდეს,აპარატებით დარბიან ის ხალხი ვისაც არაფერი არ უჭირთ,ასე იყო ყოველთვის და ასე იკნება სამწუხაროდ

Link to post
Share on other sites

როცა ადამიანი(თან მოხუცი) იმ პირობებში(ფაქტიურ ჭაობში)ცხოვრობს და მხოლოდ ბრაკონიერობით არჩენს თავს და ოჯახს , შეგონებას აზრი არ აქვს.

 

ასეთ ხალხს დაუდგეს გვერდში სახელმწიფო, ამოიყვანოს ჭაობიდან და მერე დაიჭირონ ბრაკონიერობაზე, უნამუსო ვიყო თუ შემეცოდოს!

 

ბოღმა მახრჩობს ზოგ-ზოგიერთები ბრტყელ-ბრტყელს რომ ლაპარაკობენ თბილი სავარძლებიდან თევზი აღარააო და იმის გააზრება არ უნდათ რატომ ყიდის ქუჩაში ეკრანით დაჭერილ თევზს კაცი! ან რატომ თევზაობს ყოველდღე ???

Link to post
Share on other sites

მეგობრებო.ნათქვამი არს ნუ განიკითხავ და განუკითხავი იქნებიო.ჩემთვის,ისევე როგორც ჩვენგან უმრავლესობისათვის თევზაობა ხობბია.მიყვარს,და თაყვანს ვცემ ამ პატიოსან საქმეს.მაგრამ ბევრისათვის აქ,ფოთში,ეგ ოჯახის მარჩენალია,ეგ ის ძროხაა რომლის ძუძუსაც მთელი ოჯახი წოვს.მე ვერ მივცემ თავს უფლებას მათი განკიცხვისა,2 შვილის მამა ვარ,და მესმის.მახარებს ის,რომ აპარატები მოისპო.დენით არ ბრაკონიერობენ.ჩვენ რომ თლა,ძირში მოვსპოთ ეგ ბრაკონიერობა,არა ჩვენ,მთავრობამ,ცვლილება სულ სხვა წყობაში უნდა მოხთეს რომ ადამიანმა,ხო ხო ადამიანმა და არა კაცმა,ამ მავნებლობას თავი დაანებოს.აპა რომელი ჩვენგანი აიგებს თავზე და ბავშვის მშიერი პირიდან ლუკმას გამოიღებს,დარცმუნებული ვარ არავინ.ეს ყველაფერი ქვეყნის სოციალურმა წყობამ უნდა განაპირობოს.ჩვენგა მხოლოდ ის დაგვრჩენია რომ იმედი ვიქონიოთ,ყველაფრის გამოსწორებისა.

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...