DMORAL 36 Posted February 23, 2012 Report Share Posted February 23, 2012 ტილაპია (ლათ.Tilapia) თევზების გვარი ციხლიდების ოჯახიდან, რომელშიც გაერთიანებული 100-ზე მეტი სახეობა. გავრცელების ძირითადი არეალია აზიისა და აფრიკის ტროპიკები. სხვადასხვა ქვეყნებში გააჩნია მრავალი ადგილობრივი სახელი. ისრაელის წყალსატევებსა და მდინარეებში გავრცელების გამო ტილაპიას ხშირად წმინდა პეტრეს თევზსაც უწოდებენ. ციხლიდების ოჯახის სხვა თევზების მსგავსად ქმნიან მყარ ოჯახურ წყვილებს.ქვირითისა და ლიფსიტების ინკუბაციას ახდენენ პირის ღრუში. გააჩნიათ ურთიერთობის მაღალგანვითარებული სასიგნალო სისტემა და ნათლად გამოხატული ტერიტორიული ინსტიქტი. გასტრონომიული თვალსაზრისით, ტილაპია გამოირჩევა ნაკლებცხიმიანი, ნაზი და გემრიელი ხორცით. ამასთან, ტილაპიებს შეუძლიათ იკვებონ თითქმის ყველანაირი საკვებით, არიან გამძლეები და ადვილად შემგუებელნი მერყევი(ცვლადი) გარემო პირობებისადმი.ტილაპიათა ზოგიერთ სახეობებს შეუძლიათ გაუძლონ ტემპერატურის და წყალში ჟანგბადის შემცველობის მნიშვნელოვან მერყეობას. მათი გვარის თითქმის ყველა სახეობას შეუძლია იცხოვროს, ნორმალურად განვითარდეს და გამრავლდეს როგორც მტკნარ, ასევე ნახევრადმარილიან და მარილიან წყალში. ეს უკანასკნელი თვისება ძალიან იშვიათია, სხვა გვარის თევზთა შორის. დღესდღეობით, ტილაპია ფართოდაა გავრცელებული. აზია-აფრიკის გარდა, მის კულტივირებას ეწევიან: ლათინურ ამერიკაში, აშშ-ში, რუსეთში და ევროპის რამოდენიმე ქვეყანაში. უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის მდინარე "ბაზავლუკში" კი ძალზედ გამრავლებულა. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ამრავლებენ და ზრდიან ჩინეთში, საიდანაც სხვადასხვა ქვეყნებში ხორციელდება მისი ექსპორტი(ფილეების სახით). სასურსათო-სამეურნეო მახასიათებლების გაუმჯობესების მოზნით, ხელოვნურად გამოყვანილია ტილაპიას მრავალი ჰიბრუდული ფორმა. აშშ-ში გამოყვანილი ჰიბრიდი - "წითელი ტილაპია". წყარო- http://ru.wikipedia.org/wiki/%D2%E8%EB%FF%EF%E8%FF ტილაპია სმოლენსკის ატომური ელექტრო სადგურის წყალსაცავში- გუშინ გავსინჯე და ვფიქრობ, საინტერესო თევზია, სამეურნეო თვალსაზრისით. ციტირება Link to post Share on other sites
zaza 1 Posted February 23, 2012 Report Share Posted February 23, 2012 შენი პოსტები ყოველთვის საინტერესო და შთამბეჭტავია.არც ეგ არის გამონაკლისი....მშვენიერია! ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted February 24, 2012 Author Report Share Posted February 24, 2012 მადლობა ზაზა. გაიხარე! ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted February 24, 2012 Report Share Posted February 24, 2012 ტილაპიას მირთმევის მსურველებს ვურჩევ, მხოლოდ ფილეებით მოამზადონ კერძები. უნდა გაეცალოს ყველა ფხა და მშვენიერი გემოს თევზი გახლავთ. ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted December 14, 2012 Report Share Posted December 14, 2012 რუსეთის თითქმის ყველა თბოელექტრო სადგურების გამაგრილებელ ტბორებში აშენებენ ამ თევზს ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted December 9, 2015 Author Report Share Posted December 9, 2015 ციტირება Link to post Share on other sites
pescatore 27 Posted December 9, 2015 Report Share Posted December 9, 2015 DMORAL კარგი ფილმია.. ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted January 27, 2016 Report Share Posted January 27, 2016 ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.