Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 8 ძროხა დაჭამა მგელმა...

საზიზღარი მოდებულია ცოფი(2 კერაა ქალაქთან ახლოს)... გაცოფდა 3 ძროხა და რამდენიმე ძაღლი...

სამინისტროს აწვდინეს ხმა და მგონი მასიურ აცრებს იწყებენ ცოფზე.

ახლა მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა მოაწერა ხელი ბრძანებას მონადირეთა ჯგუფის გამოყოფის შესახებ_ მგლებს გაანადგურებენ(გამოეყოთ ვაზნებისა და საწვავის თანხები).

ოოოოო, საშინელება ხდება თურმე სამშობლოში...

კარგია აცრებს თუ იწყებენ და მგლების წინააღმდეგ ბრძოლა თუ იწყება, მაგას რა ჯობია..

Link to post
Share on other sites
  • Replies 76
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

ჯერ ორფეხა მგლებს მიხედონ ჯობია და ეს ბრაკონიერობა ალაგმონ ნაწილობრივ, მერე ოთხფეხებსაც მიეხედება

Link to post
Share on other sites

ოოოოო, საშინელება ხდება თურმე სამშობლოში...

კარგია აცრებს თუ იწყებენ და მგლების წინააღმდეგ ბრძოლა თუ იწყება, მაგას რა ჯობია..

რის მგლების აცრა,ვინ დაუწყებს მგლებს დევნას და აცრას.წარმოუდგენელი და შეუძლებელია.აგერ გივიმ მოუძებნა ძალიან კარგი გამოსავალი,რომ შემხვდეს გავასხმევინებ ტვინს

Link to post
Share on other sites

ვინ თქვა მგლების აცრას იწყებენო, :)))))))))))) მგლების კი არა ძაღლების და კატების. მაგრამ გადავამოწმე გუშინ ეგ უზურგეთის გამგეობაში და ფინანსები არ არის რომ ავცრათო და არც მონადირე ჯგუფები არ გამოუყვიათ მგლების დასახოცად...

Edited by ი ლ უ შ ა

ის პოსტი ა/წ 6 ივლისს დაიწერა და მაშინ ოზურგეთში მართლაც რამდენიმე კერა იყო ცოფისა...

აცრები შინაური ცხოველებისათვის, ხოლო კარტეჟი მგლებისათვის იყო დაგეგმილი(დამერწმუნე, შესაბამის ბრძანებას ხელიც მოეწერა), თუმცა უფულობის გამო ისევე შემოიდო თაროზე როგორც სხვა მრავალი(როგორც გამოეყოთ ისევე ეთქვათ უარი). ვაი ჩვენ დღეს :(

Edited by Gurulo
Link to post
Share on other sites

კაცო,ერთი რამ ვერ გავიგე,მგელზე ნადირობას მარტო კარტეჟი კმარა,მგელი უჭკვიანესი ცხოველია და როცა მასზე ნადირობას იწყებენ და საფრთხეს გრძნობს,უძნელესი მოსანადირებელია,მგელზე ნადირობა მთელი მეცნიერებაა,წამიკითხავს მონადირეთა ნაწერები და ვიცი.დაარიგე კარტეჟი და მიდი ხოცე!!!!არ მგონია ასე მარტივად იყოს საქმე!!!! :old:

მართალი ხარ მამუკა,არც ისეთი ადვილია მგლის მოკვლა,ჭკვიანი,ეშმაკი და საკმაოდ მოუხელთებელია.

Link to post
Share on other sites

კაცო,ერთი რამ ვერ გავიგე,მგელზე ნადირობას მარტო კარტეჟი კმარა,მგელი უჭკვიანესი ცხოველია და როცა მასზე ნადირობას იწყებენ და საფრთხეს გრძნობს,უძნელესი მოსანადირებელია,მგელზე ნადირობა მთელი მეცნიერებაა,წამიკითხავს მონადირეთა ნაწერები და ვიცი.დაარიგე კარტეჟი და მიდი ხოცე!!!!არ მგონია ასე მარტივად იყოს საქმე!!!! :old:

მართალი ხარ მამუკა, მგლის ჯერ დანახვაა საქმე და მერე მისი მონადირება.

ყველაზე ეფექტური გამოსავალია ხაფანგები და ლეშის მოწამვლა.

მთელი საქართველოს მონადირეები რომ აღდგნენ მგლების გამოსახშირად არამგონია დიდი შედეგი მიიღონ.

Link to post
Share on other sites

მთელი საქართველოს მონადირეები რომ აღდგნენ მგლების გამოსახშირად არამგონია დიდი შედეგი მიიღონ.

მართალია ვეფხო,ალბათ შეუმჩნეველი რაოდენობის ამოღება თუ მოხდება

Link to post
Share on other sites

ლეშის მოწამვლა არა მგონია სწორი იყოს, სხვა ცხოველებსაც შეუქმნის საფრთხეს, ყველაზე კაი ვარიანტი ხაფანგია, მაგრამ უდიდესი გამოცდილება სჭირდება დამგებს რომ მგელი მოატყუოს. ჩემს სოფელში იყო მასეთი რამდენიმე ბებერი, გამოცდილი მონადირე, მაგრამ მაშინ დაინტერესება ქონდათ.

Link to post
Share on other sites

ხაფანგში გაბმაც ძალიან ძნელია. მგელი ძალიან ბევრს დაეხეტება, სად უნდა დაუგო ხაფანგი როგორ გაიგებ? აი ტურა მელა და კვერნა შედარებით ადვილი გასაბმელია, ისიენი შორს არ დადიან და ადვილია ნახო მათი, ასე ვთაქვათ, ტრასა სადაც ყოველდღე დადიან, მაგალითად მოსახლეობასთან ახლოს ღელეებში ყველაზე ადვილი დასაჭერები არიან.

მგელი უფრო იშვიათად და უკიდურეს შემთხვევებში უახლოვდება ადამიანთა საცხოვრებელს, დღეს რომ აქ არის ხვალ იქაა, თანაც ტყეში ხაფანგის დაგება სახიაფათოა შინაური ცხოველებისათვის.

Link to post
Share on other sites

ის პოსტი ა/წ 6 ივლისს დაიწერა და მაშინ ოზურგეთში მართლაც რამდენიმე კერა იყო ცოფისა...

აცრები შინაური ცხოველებისათვის, ხოლო კარტეჟი მგლებისათვის იყო დაგეგმილი(დამერწმუნე, შესაბამის ბრძანებას ხელიც მოეწერა), თუმცა უფულობის გამო ისევე შემოიდო თაროზე როგორც სხვა მრავალი(როგორც გამოეყოთ ისევე ეთქვათ უარი). ვაი ჩვენ დღეს :(

მართალი ხარ, ეგრეა რაც ძალიან სამწუხაროა... რაც მგლების თემაზე სტატიები დაწერილა, რამდენი დისკუსია გამართულა, თითო ოროლა ყველგან მოკლეს, ჩემს სოფელშიც მოკლეს, მაგრამ ეგ საერთო შედეგზე არ აისახება, აქ სახელმწიფომ უნდა მიიღოს სერიოზული ზომები და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში თუ არ იქნება კომპეტენტური კადრები ისე არაფერი არ გამოვა, აქამდე კაციშვილი არ იყო ამბის მომკითხავი, პირიქით არასამთავრობოები მგლების გამრავლებით იყო დაკავებული და ესენი კიდევ მთავარია ვინმე უცხოელი შემოსულიყო და ქართველს სულს ახდიდა და იმათ ასიამოვნებდა ან კიდევ სხვის თვალში მაგარ ტიპებად გამოჩენილიყვნენ და ფეხებზე ეკიდათ ხალხი... რავი მე იმედით ვუყურებ დამდეგ მთავრობას და ვნახოთ, ღმერთია მოწყალე, მთლად არ გაგვწირავს გამჩენი... :)

Link to post
Share on other sites

ლეშის მოწამვლა არა მგონია სწორი იყოს, სხვა ცხოველებსაც შეუქმნის საფრთხეს,

რომელ ცხოველებს შეუქმნის საფრხთეს?

ლეშის მჭამელემელი ყველა გამოსახშირია !

Link to post
Share on other sites

აქ სახელმწიფომ უნდა მიიღოს სერიოზული ზომები

კონკრეტულად რა?

ათასჯერ დაწერილა ამ და სვხა ფორუმზეც წლების წინ რასაც ამბობ.

იყო მსჯელობა სხვა ფორუმზე (მიხვდები სადაც) მაშინ ეს და მისი წინამორბედი ფორუმი არ არსებობდა საერთოდ...

მაშინ ვარმინტზე შეჯერდა მსჯელობა, როგორც ყველაზე ალტერნატიურ გამოსავალზე მონადირეების მხრიდან.

და ვთვლი რომ ეს იყო და არის სწორი გადაწყვეტილება დღეს დღეობით, თუ მონადირეების აქტივობაზეა საუბარი.

ელემენტარულს გეტყვი, ერთი სოფლის მაგალითს მოგიყვან: სოფელ კონჭკათს შემოესია მგლები და შეჭამა რამდენიმე ღორი, დაკბინა საქონელი, გაჩნდა სოფელში ცოფი, ეს მეორდება რაგაც ინტერვალებით.. იეტი იმ სოფელში ვარმინტით არავინ იცის ნადირობა, არც საშუალება აქვთ. ასევე პროფესიონალი, გამოცდილი მონადირეების გარეშე შედეგიანი ნადირობა მგელზე თითქმის შეუძლებელია, რომელიც სოფელს არ გააჩნია და არც დრო აქვს მგლის სადევრად, იმიტომ რომ მგელს რომ სდიოს ტყეში, ვერც მგელს მოკლავს და ვერც პურის ფულს მიიტანს სახლში...

ვინ არის პასუხისმგებელი სოფლის მცხოვრებლების დაცვაზე და შინაური ცხოველების ვაქცინაციაზე?

Link to post
Share on other sites

ქვეყანაში კურდღელი აღარ დარბის და შველი ზოოპარკის გარდა აღარ დარჩა არსად და მგლებს აშენებ და ამრავლებ??? არასამთავრობოა ვერ ჩავერევითო, რას ქვია ვერ ჩაერევი სახელმწიფო თუ ხარ და შენი იურისდიქციის ქვეშაა ტერიტორია რას ქვია ვერ ჩაერევი, ქვეყნის გადაგვარება უნდოდათ და ეგ არის მეტი არაფერი, შედეგიც სახეზეა აცივდება თუ არა მიაწყდებიან მთიან სოფლებს და ხრავენ რაც შეხვდებათ, ტყეში არ დარჩა ნადირი და აბა რა იქნება, ახლა დართეს ნება ნადირობის კარგად რომ მოამრავლეს, გამოიყვანო უნდა თბილი სახლიდან და ამწყემსიო თხები და ცალპირა თოფით მგლებზე სანადიროდ შეაგდო სურების ტყეში და მერე ისწავლიან ჭკუას და კანონების მიღებას...

Link to post
Share on other sites

რომელ ცხოველებს შეუქმნის საფრხთეს?

ლეშის მჭამელემელი ყველა გამოსახშირია !

ღორებს, როგორც გარეულს ასევე შინაურს. ძაღლებს, შეილება მაჩვმაც შეჭამოს

Link to post
Share on other sites
  • 5 weeks later...
  • 4 months later...

შინაური ცხოველების დასაცავად ადამიანმა მგელი თითქმის გაწყვიტა. იგი არ ბინადრობს იაპონიაში, ბრიტანეთის კუნძულებზე, საფრანგეთში, ჰოლანდიაში, ბელგიაში, დანიასა და შვედეთში. დღესდღეობით მგლის ყველაზე გავრცელებული სახეობაა: რუხი და წითური. ხშირად ძაღლს მგელთან აჯვარებენ. ასეთი შეჯვარების შედეგად წარმოიშვა ესკიმოსთა ძაღლი. მგლის ხროვაში მგლური კანონი მეფობს. ხროვას (დაახლოებით 6-10 მგლისგან შედგება) ძუ მგელი - ალფა უძღვება.

ლიდერი ხროვაში ყველაზე ძლიერი უნდა იყოს. მას კუდი ყოველთვის ზევით აქვს აღმართული. ძუ ლიდერს ბატონობის შენარჩუნებაში ხვადი ეხმარება. მგლის ხროვა თავის ტერიტორიაზე ნადირობს. თუ რომელიმე მგელი სხვა ხროვის ტერიტორიაზე ნადირობას გაბედავს, მას დასჯიან. სანადიროდ მთელი ხროვა დადის. ფუნქციები გადანაწილებული აქვთ - ნაწილი მსხვერპლს მისდევს, ნაწილი გზას უჭრის, ნაწილი თავს ესხმის. ზამთარში ნადირობის დროს მგლები ერთმანეთის ნაკვალევს მიჰყვებიან. უკან მიმავალი მაქსიმალურად ცდილობს წინ მიმავლის ნაფეხურზე გავლას. ამიტომ, გამოცდილ მონადირეებსაც კი უჭირთ, მგლების რაოდენობის ზუსტი განსაზღვრა. მგელი განსაკუთრებით საშიში შემოდგომასა და ზამთარშია. სანადიროდ გამოსული სოფლებთან სულ უფრო ახლოს მიიწევს.

ძირითადად მსხვილფეხა საქონლით იკვებება (ირმები, ცხენ-ირმები). ძლიერი კბილებით (სულ 42 აქვთ) ცხენ-ირმის ძვლის გადახრაც შეუძლია. შინაური ცხოველებიდან ცხენზე, ცხვარზე, ძროხასა და ღორზე ნადირობს, მაგრამ გაჭირვებისას კურდღელსაც მიირთმევს. ძლიერი ფეხების წყალობით 9 კმ/სთ სიჩქარით დარბის, მაგრამ ნადირობისას 60 კმ/სთ-იც შეუძლია განავითაროს. ზაფხულში ხილ-ბოსტნეულითაც იკვებება. მგლისთვის დღეში 2-3 კგ ხორცი სავსებით საკმარისია, მშიერს 10 კგ-მდე ხორცის ჭამაც შეუძლია. გაჭირვებისას, საკვების გარეშე ორ კვირამდეც ძლებს. მგელი ვერ მეგობრობს მელასთან, ახლოს არ იჩერებს, შეუძლია მოკლას, მაგრამ არ შეჭამოს.

მგელი მონოგამია. წყვილს 4-8 ლეკვი მარტ-აპრილში უჩნდება. მაკეობა 63 დღე გრძელდება. ოჯახის უფროსი ლეკვების გამოსაზრდელად მოსახერხებელ ბუნაგს ეძებს, ხშირად მღრღნელების სოროში ჩერდება. ლეკვებზე დედა ზრუნავს, მაგრამ მარტოდ დარჩენილი პატარები ხშირად სხვა, დიდი მგლების ლუკმა ხდებიან.

ჩრდილო-აღმოსავლეთ მცხოვრებ ხალხს "მგლის დღესასწაულიც" შემორჩა. მგლებზე ნადირობამდე მამაკაცები მგლის ტყავებით იმოსებიან, მგლის ფიტული გამოაქვთ და სარიტუალო ცეკვებს ასრულებენ. დღესასწაული შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ტარდება, ხოლო დეკემბერს ძველად "მგლის თვეს" ეძახდნენ.

ჟურნალი ”გზა”

Link to post
Share on other sites

40-იან წლებში ორეგონის შტატში საერთოდ გაწყვიტეს მგლები.

ძალიან იშვიათად თუ შეხვედრია მონადირეს რამოდენიმე ერთეული, ისიც ვაიომინგიდან, ან მონტანადან გადმოსული.

მოგეხსენებათ, საკვების საძებნელად მათ პრობლემა არა აქვთ 100-ობით კილომეტრი დაფარონ.

აი კოიოტს კი ვერაფერი მოუხერხეს, იგივე ტურაა რა.

ამ მავნებელ ცხოველებზე არავითარი ნებართვა არ არის საჭირო, სადაც დაინახავ იქ უნდა დააყმუვლო საბოლოოდ. :vinsent:

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...