Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

  • Replies 468
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Supernatural

pescatore

გაიხარეთ, მართლა არ დარჩებით უკმაყოფილო, ამოძრავებულია თევზი, პროსტა სადღაც 2 კვირაში ალბათ ქვირითობას დაიწყებს და შეჩერდება ცოტა ხნით, ასე რო მალე გადით, ამ კვირაში ან იმ კვირაში სანამ 18 გრადუსამდე ავა წყალი :)

Link to post
Share on other sites

გიომ ფიდერით დაიწყო თევზაობა ?? მომიკითხე რომ ნახავ :)

 

დაიწყო და სხვა ჯოხს აღარ დავიჭერ ხელშიო :) გადავცემ მოკითხვას

Link to post
Share on other sites

კერგია !!!! მანდ ფასიანია? კიდე რა თევზი ბინადრობს კობრისა და კარჩხანას გარდა?

 

1 ანკესი 4 ლარია მთელი დღე. თევზი ამურიც არის, 10 კილომდე დაუსვიათ იმ დღეს მე რო ვიყავი. ხრამულიც დავიჭირე რამდენჯერმე.

Link to post
Share on other sites

1 ანკესი 4 ლარია მთელი დღე. თევზი ამურიც არის, 10 კილომდე დაუსვიათ იმ დღეს მე რო ვიყავი. ხრამულიც დავიჭირე რამდენჯერმე.

იაფი ყოფილა ! კარგია !

Link to post
Share on other sites
  • 3 weeks later...

გუშინწინ დავაწექით დასავლეთში სათევზაოდ მე, ჩუბინი და ჯაბა სილაგავა. დაგვხვდნენ ლევანი და აჩიკო, გავედით ზღვაზე გავათენეთ, ანკესებიც ჩავყარეთ კლიოვი ნული. დილას 5-ზე დავაწექით ერთ ტბაზე ქარიყლაპიაზე სათევზაოდ, შუადღემდე ვითევზავეთ ვერაფერი ვერ დავიჭირეთ, გადავედით მერე სხვა ტბაზე, საღამომდე ვითევზავეთ (იქვე მეორე ტბაც მოვსინჯეთ, გარშემო შემოვუარეთ, ყველგან გავატარეთ მოკლედ) პირადად მე მთელი ჩემი ამალა-შეიარაღება (მძიმე-მსუბუქი არტილერია) ყველაფერი მოვსინჯე მარა არ ეკარებოდა, ჩამოვუშვით ცხვირები, რაღა უნდა გვექნა დავირაზმეთ თბილისში წამოსასვლელად (ქუთაისლებს ვენაცვალე, ძალიან მინდოდა წყალწითელაზე თევზაობა მარა ვერ მოხერხდა), მივიყვანეთ ლევანი სახლში და გზად დიდი ახირებით მოკლედ 1 საათამდე გვქონდა დარჩენილი დაბნელებამდე და მაინც შევიარეთ კიდე ტბაზე, გავხსენი ისევ ჩემი ამალა და რამოდენიმე წამის ფიქრის შემდეგ ამოვარჩიე ზაზა04-ის ნაჩუქარი მცურავი დუელის ვობლერი, ჩავაბი, გავატარე-არაფერი, გავუყევი კრუგზე, გავატარე კიდე არაფერი, კიდე გავატარე და შიგ შუა ტბაში ქვემოდან წკაპან და ვობლერს რაღაცამ შეუტია, უცებვე დავაპატსეჩკე და რო დავინახე ქარიყლაპია აფართხალდა ტანში ადრენალინი ვიგრძენი, ფეხები დამიბუჟდა სიხარულისგან, ამდენი წვალების შემდეგ (ლევანი დამეთანხმება) მაინც რო მივაღწიე მიზანს და დავიჭირე ეს სანატრელი თევზიც, მოვინათლე მეც და მოვნათლე ჩემი ახლად შეძენილი დაივას სპინინგიც :) არ გავჩერებულვარ, ვატარე და ვატარე ნაირნაერები მარა ვერაფერი, ჯაბა ჩემ საპირისპიროდ გაუყვა ტბას და მანაც ამოაგდო ორი ჩემხელა ქარიყლაპია, ბნელდებოდა ვეღარ გავაგრძელეთ, და კლაყოფილები გამოვუყევით თბილისისკენ.

 

პ.ს. უღრმესი მადლობა ზაზას, ძალიან მაგრად მომეწონა ვობლერი, ძალიან მაგრად მოძრაობს და სიღრმესაც ზუსტად ინარჩუნებს! :*

 

პ.ს.ს. სურათებისთვის ბოდიშს ვიხდი რო ხშირად ვერ ვაწკაპუნე აპარატი და დიდი მადლობა ბათუმელ ძმებს ჩვენი გაძლებისთვის :*:haha:

 

post-1-0-77134500-1336761546_thumb.jpg

 

post-1-0-43937800-1336761549_thumb.jpg

 

post-1-0-85140400-1336761551_thumb.jpg

 

post-1-0-73600800-1336761554_thumb.jpg

 

post-1-0-94958900-1336761557_thumb.jpg

 

post-1-0-83210700-1336761561_thumb.jpg

 

post-1-0-48371900-1336761564_thumb.jpg

 

post-1-0-99875000-1336761566_thumb.jpg

 

post-1-0-17257700-1336761571_thumb.jpg

Link to post
Share on other sites

ჩამოვედით წუხელის მშვიდობით, ამ დილას კიდევ მე და ჩუბინმა გადავაბით და გავუბერეთ წალკაში (სანამ შვებულება ხელს გვიწყობს :) ), საოცარი ლამაზი ქვეყანა გვაქვს ბიჭებო დამეთანხმებით, გადაბიბინებული და გადამწვანებულია ყველაფერი (პირველად გახლდით მაქეთ), ჩავედით მოკლედ მივედით ტბაზე და მანქანიდან გადმოსვლაც არ დაგვაცადა (ანკესების გაშლას ვიღა ჩიოდა) დაცხო წვიმამ მარა რადაცხო, ჩავჯექით მანქანაში იმისი შიშით რო იქ არ ჩავრჩენილიყავით, საშინელი მიწაა სილასავით შავი ერთი ქვა არ ეგდო. მოვუყვებოდი და ჩავჯექით პატარა კალაპოტში, რაგინდა ქნა, ამოვიგანგლეთ თავიდან ბოლომდე, ვაწვებოდით მანქანას, ვუთხრიდით, ქვები 3 კილომეტრიდან მოვუტანეთ მარა ამაოდ, იქ ხო არ დავრჩებოდით რაგვექნა წავედით სოფლისკენ საშველად, ბედზე ბიჭები შეგვხვდნენ პურს ჭამდნენ გადახურულში სასაფლაოსთან, ტრაქტორიც მოგვიყვანეს, დიზელიც მოიტანეს, და გამოგვათრიეს მოკლედ, დავლოცეთ ბიჭები და ეხლა იმის იმედით რო წვიმამ ცოტა გადაიღო ზედა მხრიდან შემოვუარეთ ტბას, მივედით თუ არა ისევ საშინლად დაუშვა და რაღა დაგვრჩენობა ერთმანეთშ ვუყურებდით ვინ დაგვთარსაო :haha: მე და ჩუბინს გვახლდა ჩვენი ძმა გია, არც აცია-არც აცხელა გადავიდა ააწყო ჯოხი და დაიწყო თევზაობა, მე და ჩუბინი დავრჩით მანქანაში. 15 წუთამდე გაძლო, მთლიანად გაილუმპა, მოვიდა და ხელი ჩაიქნია არაფერიაო. რაღა უნდა გვექნა გამოვუყევით თბილისისკენ. ;):karochera:

 

post-1-0-55984700-1336762774_thumb.jpg

 

post-1-0-80598100-1336762777_thumb.jpg

 

post-1-0-04016200-1336762781_thumb.jpg

 

post-1-0-82616400-1336762783_thumb.jpg

 

post-1-0-10553900-1336762787_thumb.jpg

 

post-1-0-42967200-1336762791_thumb.jpg

 

post-1-0-91769200-1336762794_thumb.jpg

 

post-1-0-13971600-1336762798_thumb.jpg

 

post-1-0-09028400-1336762800_thumb.jpg

 

post-1-0-28390700-1336762803_thumb.jpg

Link to post
Share on other sites

ვაა, ბიჭები ნახეე :dance: ყოჩაღ ძმებო, კარგი "რეიდი" მოგიწყვიათ, წარმომიდგენია რა მაგარი მუღამი ექნებოდა მაგ ქარიყლაპიების ამოყვანას :yes:

Link to post
Share on other sites

ვააააააა მაიც გააბი ხო რამაზ მაგ საზიზღარი ქარიყლაპია! მომილოცავს ნათლობა!!!!!!!!!!

Link to post
Share on other sites

კარგი გასვლა მოგიწყვიათ,რამაზ ძან გამიხარდა შუკა რომ დაიჭირე, ეს პირველ და სხვა მრავალი, აწი წავა :yes: :yes: :yes:

Link to post
Share on other sites

მალადეც ბიჭებო! კაი ქარიყლაპიები დაგითრევიათ, :yes: ძმებსაც ჩახუტებიხართ.

 

 

ველოდი თქვენს ზარს, როგორც დამპირდით მარა ფაფუ... კი შეიძლებოდა გურიაში გამოვლაც :hi:

Link to post
Share on other sites

გენაცვალეთ ყველას, როგორც მოხერხდა ისე გავაკეთეთ, მივყევით დინებას... ლევანასგან რო წამოვედით უნდა გენახათ მანქანაში რაამბავი გვქონდა, არ გვინდოდა უქარიყლაპიოდ წასვლა. ისე ფოთშიც და წყალწითელაზეც მინდოდა მარა რას მოასწრებ ერთ დღეში :(

Link to post
Share on other sites

გენაცვალეთ ყველას, როგორც მოხერხდა ისე გავაკეთეთ, მივყევით დინებას... ლევანასგან რო წამოვედით უნდა გენახათ მანქანაში რაამბავი გვქონდა, არ გვინდოდა უქარიყლაპიოდ წასვლა. ისე ფოთშიც და წყალწითელაზეც მინდოდა მარა რას მოასწრებ ერთ დღეში :(

უქარიყლაპიოთ წამოსვლა როცა არ გინდა წყალწმინდა გზადაა რამაზია. :haha: B)

Link to post
Share on other sites

ესეიგი როგორც იქნა ვნახე ეს სანატრელი ფოტოები B) მერამდენე დღეა ვნატრულობ :scratchchin:

 

ძალიან მაგარი გასვლა მოგიწყვიათ ბიჭებო :yes: ერთი მასე დამაძინა ზღვის პირას და თუნდა დილით გამცხებია სული :alfons: ეხლა ვახო ჩამოვა და ავიხდენთ ოცნებებს B)

Link to post
Share on other sites

ვაა გილოცავ რამაზ! :yes:

 

ნამდვილი სპინინგისტი ხარ უკვე! :)

 

 

ჯაბაც დაღლილი ჩანს, მაგრამ ნასიამოვნები.

 

ყოჩაღ, კარგი გასვლა მოგიწყვიათ!

 

 

 

წალკაში უამინდობაში ერთხელ მეც მოვყევი, ამინდს წინასწარ ვერ დაგეგმავ . ისე,მაგარი დავარდნილი ჩანს წყალი.

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...