supernatural 0 Posted April 23, 2012 Report Share Posted April 23, 2012 ვახ შენ გენაცვალე, ძალიან კარგია, თუ მოვახერხე გავძვრები მეც. მადლობა ინფოსთვის ისედაც ვგეგმავდი! ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted April 23, 2012 Report Share Posted April 23, 2012 საღოლ ძამია მაგარი კობრები გაგისკვანჩავს! გიქე შედეგი! :yes: ციტირება Link to post Share on other sites
pescatore 27 Posted April 23, 2012 Report Share Posted April 23, 2012 კარგი შედეგია! :yes: მითუმეტეს დაკვების გარეშე...ანუ კარგად რომ მოემზადო კაცი მაგრად ისიამოვნებ ციტირება Link to post Share on other sites
albatros 0 Posted April 23, 2012 Report Share Posted April 23, 2012 Supernatural pescatore გაიხარეთ, მართლა არ დარჩებით უკმაყოფილო, ამოძრავებულია თევზი, პროსტა სადღაც 2 კვირაში ალბათ ქვირითობას დაიწყებს და შეჩერდება ცოტა ხნით, ასე რო მალე გადით, ამ კვირაში ან იმ კვირაში სანამ 18 გრადუსამდე ავა წყალი ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted April 24, 2012 Report Share Posted April 24, 2012 albatros გიომ ფიდერით დაიწყო თევზაობა ?? მომიკითხე რომ ნახავ ციტირება Link to post Share on other sites
albatros 0 Posted April 24, 2012 Report Share Posted April 24, 2012 გიომ ფიდერით დაიწყო თევზაობა ?? მომიკითხე რომ ნახავ დაიწყო და სხვა ჯოხს აღარ დავიჭერ ხელშიო გადავცემ მოკითხვას ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted April 24, 2012 Report Share Posted April 24, 2012 კერგია !!!! მანდ ფასიანია? კიდე რა თევზი ბინადრობს კობრისა და კარჩხანას გარდა? ციტირება Link to post Share on other sites
albatros 0 Posted April 24, 2012 Report Share Posted April 24, 2012 კერგია !!!! მანდ ფასიანია? კიდე რა თევზი ბინადრობს კობრისა და კარჩხანას გარდა? 1 ანკესი 4 ლარია მთელი დღე. თევზი ამურიც არის, 10 კილომდე დაუსვიათ იმ დღეს მე რო ვიყავი. ხრამულიც დავიჭირე რამდენჯერმე. ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted April 24, 2012 Report Share Posted April 24, 2012 1 ანკესი 4 ლარია მთელი დღე. თევზი ამურიც არის, 10 კილომდე დაუსვიათ იმ დღეს მე რო ვიყავი. ხრამულიც დავიჭირე რამდენჯერმე. იაფი ყოფილა ! კარგია ! ციტირება Link to post Share on other sites
supernatural 0 Posted May 11, 2012 Report Share Posted May 11, 2012 გუშინწინ დავაწექით დასავლეთში სათევზაოდ მე, ჩუბინი და ჯაბა სილაგავა. დაგვხვდნენ ლევანი და აჩიკო, გავედით ზღვაზე გავათენეთ, ანკესებიც ჩავყარეთ კლიოვი ნული. დილას 5-ზე დავაწექით ერთ ტბაზე ქარიყლაპიაზე სათევზაოდ, შუადღემდე ვითევზავეთ ვერაფერი ვერ დავიჭირეთ, გადავედით მერე სხვა ტბაზე, საღამომდე ვითევზავეთ (იქვე მეორე ტბაც მოვსინჯეთ, გარშემო შემოვუარეთ, ყველგან გავატარეთ მოკლედ) პირადად მე მთელი ჩემი ამალა-შეიარაღება (მძიმე-მსუბუქი არტილერია) ყველაფერი მოვსინჯე მარა არ ეკარებოდა, ჩამოვუშვით ცხვირები, რაღა უნდა გვექნა დავირაზმეთ თბილისში წამოსასვლელად (ქუთაისლებს ვენაცვალე, ძალიან მინდოდა წყალწითელაზე თევზაობა მარა ვერ მოხერხდა), მივიყვანეთ ლევანი სახლში და გზად დიდი ახირებით მოკლედ 1 საათამდე გვქონდა დარჩენილი დაბნელებამდე და მაინც შევიარეთ კიდე ტბაზე, გავხსენი ისევ ჩემი ამალა და რამოდენიმე წამის ფიქრის შემდეგ ამოვარჩიე ზაზა04-ის ნაჩუქარი მცურავი დუელის ვობლერი, ჩავაბი, გავატარე-არაფერი, გავუყევი კრუგზე, გავატარე კიდე არაფერი, კიდე გავატარე და შიგ შუა ტბაში ქვემოდან წკაპან და ვობლერს რაღაცამ შეუტია, უცებვე დავაპატსეჩკე და რო დავინახე ქარიყლაპია აფართხალდა ტანში ადრენალინი ვიგრძენი, ფეხები დამიბუჟდა სიხარულისგან, ამდენი წვალების შემდეგ (ლევანი დამეთანხმება) მაინც რო მივაღწიე მიზანს და დავიჭირე ეს სანატრელი თევზიც, მოვინათლე მეც და მოვნათლე ჩემი ახლად შეძენილი დაივას სპინინგიც არ გავჩერებულვარ, ვატარე და ვატარე ნაირნაერები მარა ვერაფერი, ჯაბა ჩემ საპირისპიროდ გაუყვა ტბას და მანაც ამოაგდო ორი ჩემხელა ქარიყლაპია, ბნელდებოდა ვეღარ გავაგრძელეთ, და კლაყოფილები გამოვუყევით თბილისისკენ. პ.ს. უღრმესი მადლობა ზაზას, ძალიან მაგრად მომეწონა ვობლერი, ძალიან მაგრად მოძრაობს და სიღრმესაც ზუსტად ინარჩუნებს! პ.ს.ს. სურათებისთვის ბოდიშს ვიხდი რო ხშირად ვერ ვაწკაპუნე აპარატი და დიდი მადლობა ბათუმელ ძმებს ჩვენი გაძლებისთვის ციტირება Link to post Share on other sites
supernatural 0 Posted May 11, 2012 Report Share Posted May 11, 2012 ჩემი ავლადიდება :D ასე მოვინათლე ქარიყლაპია აღმოჩნდა 31სმ-ი. წონაში ჩემი 300 გრამი და ჯაბასი 700 გრამი. ციტირება Link to post Share on other sites
zaza13 0 Posted May 11, 2012 Report Share Posted May 11, 2012 მალადეც, მალადეც ბიჭებო, რაც მთავარია ლუდი დაგილევიათ ციტირება Link to post Share on other sites
supernatural 0 Posted May 11, 2012 Report Share Posted May 11, 2012 ჩამოვედით წუხელის მშვიდობით, ამ დილას კიდევ მე და ჩუბინმა გადავაბით და გავუბერეთ წალკაში (სანამ შვებულება ხელს გვიწყობს ), საოცარი ლამაზი ქვეყანა გვაქვს ბიჭებო დამეთანხმებით, გადაბიბინებული და გადამწვანებულია ყველაფერი (პირველად გახლდით მაქეთ), ჩავედით მოკლედ მივედით ტბაზე და მანქანიდან გადმოსვლაც არ დაგვაცადა (ანკესების გაშლას ვიღა ჩიოდა) დაცხო წვიმამ მარა რადაცხო, ჩავჯექით მანქანაში იმისი შიშით რო იქ არ ჩავრჩენილიყავით, საშინელი მიწაა სილასავით შავი ერთი ქვა არ ეგდო. მოვუყვებოდი და ჩავჯექით პატარა კალაპოტში, რაგინდა ქნა, ამოვიგანგლეთ თავიდან ბოლომდე, ვაწვებოდით მანქანას, ვუთხრიდით, ქვები 3 კილომეტრიდან მოვუტანეთ მარა ამაოდ, იქ ხო არ დავრჩებოდით რაგვექნა წავედით სოფლისკენ საშველად, ბედზე ბიჭები შეგვხვდნენ პურს ჭამდნენ გადახურულში სასაფლაოსთან, ტრაქტორიც მოგვიყვანეს, დიზელიც მოიტანეს, და გამოგვათრიეს მოკლედ, დავლოცეთ ბიჭები და ეხლა იმის იმედით რო წვიმამ ცოტა გადაიღო ზედა მხრიდან შემოვუარეთ ტბას, მივედით თუ არა ისევ საშინლად დაუშვა და რაღა დაგვრჩენობა ერთმანეთშ ვუყურებდით ვინ დაგვთარსაო მე და ჩუბინს გვახლდა ჩვენი ძმა გია, არც აცია-არც აცხელა გადავიდა ააწყო ჯოხი და დაიწყო თევზაობა, მე და ჩუბინი დავრჩით მანქანაში. 15 წუთამდე გაძლო, მთლიანად გაილუმპა, მოვიდა და ხელი ჩაიქნია არაფერიაო. რაღა უნდა გვექნა გამოვუყევით თბილისისკენ. ციტირება Link to post Share on other sites
bunebis mcveli 0 Posted May 11, 2012 Report Share Posted May 11, 2012 ვაა, ბიჭები ნახეე ყოჩაღ ძმებო, კარგი "რეიდი" მოგიწყვიათ, წარმომიდგენია რა მაგარი მუღამი ექნებოდა მაგ ქარიყლაპიების ამოყვანას ციტირება Link to post Share on other sites
zaza13 0 Posted May 11, 2012 Report Share Posted May 11, 2012 რამაზ რა იყო ისეთი ადგილი რომ შენი მანქანა ჩავარდა და ტრაქტორი დასჭირდა? :blink: ციტირება Link to post Share on other sites
duta 0 Posted May 11, 2012 Report Share Posted May 11, 2012 მალადეც კარგი გასვლა მოგიწყვიათ ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted May 11, 2012 Report Share Posted May 11, 2012 ვააააააა მაიც გააბი ხო რამაზ მაგ საზიზღარი ქარიყლაპია! მომილოცავს ნათლობა!!!!!!!!!! ციტირება Link to post Share on other sites
zaza-04 2 Posted May 11, 2012 Report Share Posted May 11, 2012 კარგი გასვლა მოგიწყვიათ,რამაზ ძან გამიხარდა შუკა რომ დაიჭირე, ეს პირველ და სხვა მრავალი, აწი წავა :yes: ციტირება Link to post Share on other sites
pescatore 27 Posted May 11, 2012 Report Share Posted May 11, 2012 მაგრად კი გიწვალიათ მაგრამ დარწმუნებული ვარ ყველა ნასიამოვნები დარჩებოდით.კარგი სურათებია :yes: ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted May 11, 2012 Report Share Posted May 11, 2012 გილოცავთ ''მონათლულებს'', და რომ ჩამოვალ დავგეგმოთ რამე. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted May 11, 2012 Report Share Posted May 11, 2012 მალადეც ბიჭებო! კაი ქარიყლაპიები დაგითრევიათ, ძმებსაც ჩახუტებიხართ. ველოდი თქვენს ზარს, როგორც დამპირდით მარა ფაფუ... კი შეიძლებოდა გურიაში გამოვლაც ციტირება Link to post Share on other sites
supernatural 0 Posted May 12, 2012 Report Share Posted May 12, 2012 გენაცვალეთ ყველას, როგორც მოხერხდა ისე გავაკეთეთ, მივყევით დინებას... ლევანასგან რო წამოვედით უნდა გენახათ მანქანაში რაამბავი გვქონდა, არ გვინდოდა უქარიყლაპიოდ წასვლა. ისე ფოთშიც და წყალწითელაზეც მინდოდა მარა რას მოასწრებ ერთ დღეში :( ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted May 12, 2012 Report Share Posted May 12, 2012 გენაცვალეთ ყველას, როგორც მოხერხდა ისე გავაკეთეთ, მივყევით დინებას... ლევანასგან რო წამოვედით უნდა გენახათ მანქანაში რაამბავი გვქონდა, არ გვინდოდა უქარიყლაპიოდ წასვლა. ისე ფოთშიც და წყალწითელაზეც მინდოდა მარა რას მოასწრებ ერთ დღეში :( უქარიყლაპიოთ წამოსვლა როცა არ გინდა წყალწმინდა გზადაა რამაზია. B) ციტირება Link to post Share on other sites
davit 1 Posted May 12, 2012 Report Share Posted May 12, 2012 ესეიგი როგორც იქნა ვნახე ეს სანატრელი ფოტოები B) მერამდენე დღეა ვნატრულობ ძალიან მაგარი გასვლა მოგიწყვიათ ბიჭებო ერთი მასე დამაძინა ზღვის პირას და თუნდა დილით გამცხებია სული ეხლა ვახო ჩამოვა და ავიხდენთ ოცნებებს B) ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted May 12, 2012 Report Share Posted May 12, 2012 ვაა გილოცავ რამაზ! ნამდვილი სპინინგისტი ხარ უკვე! ჯაბაც დაღლილი ჩანს, მაგრამ ნასიამოვნები. ყოჩაღ, კარგი გასვლა მოგიწყვიათ! წალკაში უამინდობაში ერთხელ მეც მოვყევი, ამინდს წინასწარ ვერ დაგეგმავ . ისე,მაგარი დავარდნილი ჩანს წყალი. ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.