levani 71 Posted January 26, 2012 Report Share Posted January 26, 2012 (edited) ევროპული სარგანი ( Belone belone ) საუცხოო კულინარიული მახასიათებლით გამოირჩევა, ძალიან დიდი რაოდენობით აქვს ამ თევზს ფოსფორი (შეგიძლიათ დარწმუნდეთ თავად, თუ სახლში მოამზადებთ ნახავთ რომ ხერხემალი მთელს სიგრძეზე მწვანე ფერის აქვს ხოლო ნარჩენები სიბნელეში ფოსფორულად ანათებს) ამიტომაც მათთვის ვისაც თვალების პრობლემა აქვს შეიძლება ითქვას მისწრებაა. იზრდება დაახლოებით 65 სანტიმეტრს და 400-500 გრამს აღწევს მაქსიმუმ. ქარავნული მტაცებელი თევზია და თავის საკბილოს დაყვება, მისი ძირითადი საკვები ატერინა და ქაფშიაა. პირი წვრილ ხერხს მიუგავს შიგნით მოკაუჭებული კბილებით. მასზე სათევზაოდ ვიყენებ რეზინის მონტაჟსაც, მხოლოდ ტივტივებით აღჭურვილს რომ შუაწყალში გავაჩერო სადავე და მცურავი ტივტივის მონტაჟსაც. 0.18-0.20 მკედია საჭირო მისი სადავისათვის, 5-6 ნომერი გრძელყუნწიანი ანკესი და ქაფშიას ფილე, მთელ სიგრძეზე უნდა ავაჭრათ ფილე და ისე ავაგოთ ნემსკავზე. ვიჭერთ აგრეთვე საერთოდ უტივტივო და ტვირთის გარეშე მკედზე მხოლოდ ნემსკავი. ასეთი თევზაობის პრივილეგია იმაში გამოიხატება რომ, ძალიან ნელა იძირება სატყუარა, დინებას მიაქვს და სარგანი უყურადღებოდ არ ტოვებს. Edited September 16, 2016 by salamandra ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted May 2, 2013 Report Share Posted May 2, 2013 (edited) ვობლერზე Edited May 2, 2013 by DMORAL ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted May 3, 2013 Report Share Posted May 3, 2013 ერთი ძველი ქართული მეთოდია ამ თევზის ჭერის, აბრეშუმით. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted May 5, 2013 Report Share Posted May 5, 2013 ერთი ძველი ქართული მეთოდია ამ თევზის ჭერის, აბრეშუმით. გამოუშვი მერე დაწვრილებითი ინფო. ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted May 5, 2013 Report Share Posted May 5, 2013 (edited) საპატრიარქოს არხზე ვუყურე, სარგანის ჭერის ძველი ლაზური მეთოდია. საჭიროა: გრძელი ჯოხი - ჭინო, ასე 7-9 მეტრი. შედგება სამი ნაწილისგან, ესენია: მსხვილი თხილის ჯოხი + შედარებით მცირე სისქის, ისევ თხილის ჯოხი და წვერზე მაგრდება ტყემლის ან ბროწეულის წკეპლა. სადავედ გამოიყენება ბამბის ან კანაფის თოკი,რომლის ბოლოზეც მაგრდება სატყუარა. სატყუარად იყენებდნენ სუფთა აბრეშუმს, რომელსაც მიცემული აქვს სხვადასხვა ფერი. თევზაობა კი ასე ხდებოდა, გაიქნევ ჯოხს, თევზი რომ ჩაყლაპავს ბღუჯას ამოიყვან, ზურგს უკან რომ მოექცევა მაგრად გაქნევ ჯოხს და თევზი თავისით ძვრება, აბრეშუმის სისლიპინის გამო, მერე გადააგდებ ისევ ამოიყვან და ზურგსუკან რომ მოექცევა კიდევ სწრაფად გაქნევ, პროცესი გრძელდება ისე რომ თევზის ხელით მოხსნა არ გიწევს. ვიდეო თუ სადმე ვნახე დავდებ. Edited July 4, 2013 by courage ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted June 8, 2013 Report Share Posted June 8, 2013 (edited) ძალიან მინდა სარგანზე თევზაობა! Edited June 8, 2013 by DMORAL ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted December 7, 2013 Report Share Posted December 7, 2013 (edited) სარგანზე თევზაობა ბომბარდით Edited December 7, 2013 by DMORAL ციტირება Link to post Share on other sites
კომანჩე 2 Posted April 29, 2015 Report Share Posted April 29, 2015 რა უბია სატყუარად? ვერ გავიგე რა არის... ციტირება Link to post Share on other sites
pescatore 27 Posted April 29, 2015 Report Share Posted April 29, 2015 თევზის ნაჭერია...სარგანის...ისე მანამდე ამბობს რომ სარგანზე საუკეთესო სატყუარა ზღვის ჭია არის...ნეირესს გულისხმობდა ალბათ... ციტირება Link to post Share on other sites
კომანჩე 2 Posted April 29, 2015 Report Share Posted April 29, 2015 ნეირესით ერთიორჯერ ვითევზავე მარა არ მომეწონა. იკბინება და თან მალე ფუჭდება ციტირება Link to post Share on other sites
levani 71 Posted November 12, 2015 Author Report Share Posted November 12, 2015 მოვიდა თევზი ზღვაზე, ძალიან მაგარი შტორმი იყო და წყალიც გაცივდა. ეს დალოცვილიც მოვიდა. ციტირება Link to post Share on other sites
ალექსანდრე ბაბუნაშვილი 58 Posted November 12, 2015 Report Share Posted November 12, 2015 სად იჭერ და რა მეთოდით ლევან ბატონო? ციტირება Link to post Share on other sites
levani 71 Posted November 12, 2015 Author Report Share Posted November 12, 2015 ალექსანდრე ბაბუნაშვილი ზემოთ მიწერია მე როგორც ვიჭერ ძირითადად. ადგილები ახალი ბულვარი, მორვაგზალი. თუ კვარიათის კლდეებთან ნავით გახვალ რაოდენობაც გაიზრდება და ზომებიც ახლა შტორმის მერე ამინდები რო გამოვა. ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted November 13, 2015 Report Share Posted November 13, 2015 მოვიდა თევზი ზღვაზე, ძალიან მაგარი შტორმი იყო და წყალიც გაცივდა. ეს დალოცვილიც მოვიდა. რა მაგარი ტიპია ეს სარგანი ! ყანჩა - თევზი ! ციტირება Link to post Share on other sites
ალექსანდრე ბაბუნაშვილი 58 Posted November 13, 2015 Report Share Posted November 13, 2015 ალექსანდრე ბაბუნაშვილი ზემოთ მიწერია მე როგორც ვიჭერ ძირითადად. ადგილები ახალი ბულვარი, მორვაგზალი. თუ კვარიათის კლდეებთან ნავით გახვალ რაოდენობაც გაიზრდება და ზომებიც ახლა შტორმის მერე ამინდები რო გამოვა. მადლობა ციტირება Link to post Share on other sites
levani 71 Posted January 4, 2017 Author Report Share Posted January 4, 2017 თუ ხართ ახლოს ზღვასთან მოკიდეთ სპინინგებს და გადით, მაგარს ისიამოვნებთ. ესაა კარგად!!! ციტირება Link to post Share on other sites
tozi777 13 Posted January 5, 2017 Report Share Posted January 5, 2017 levani რა კარგი ნადავლია . სამწუხაროდ 400 კმ-ით აქეთ ვარ :( იმედია ოდესმე დავიჭერ სპინინგით სარგანს ციტირება Link to post Share on other sites
gu3st 0 Posted January 6, 2017 Report Share Posted January 6, 2017 (edited) levani რაზე მოდის, ყანყალაზე? ვობლერზე? იქნებ გვანახოთ სურათი სატყუარის.. თბილისიდან რამე პატარა ჯგუფი ხო არ წავიდეთ 1-2 დღით? კაი ამინდებია თან ამ უქმეებზე. Edited January 6, 2017 by gu3st ციტირება Link to post Share on other sites
levani 71 Posted January 6, 2017 Author Report Share Posted January 6, 2017 წვრილი ბლესნა წითელი ზოლით და კასტმასტერები 4-5 სმ. ციტირება Link to post Share on other sites
gu3st 0 Posted January 7, 2017 Report Share Posted January 7, 2017 levani და დღის რა მონაკვეთში მოდის? ან კაი ადგილი საით იქნება ყველაზე? ერთიი აი შემდეგ კვირას მოვხვდები ზღვისკენ და იმედია დამხვდება.. ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted November 12, 2018 Report Share Posted November 12, 2018 (edited) სარფი, საბჭოთა ჯარისკაცების თევზაობა. 1973-1976 წლების ფოტოა. აშკარად სარგანს იჭერენ. წყარო: Edited November 16, 2018 by DMORAL ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.