Jump to content
Club-Monadire.Ge

ევროპული სარგანი ( Belone belone )


Recommended Posts

ევროპული სარგანი ( Belone belone )

 

5dde86fa79f5.jpg

 

საუცხოო კულინარიული მახასიათებლით გამოირჩევა, ძალიან დიდი რაოდენობით აქვს ამ თევზს ფოსფორი (შეგიძლიათ დარწმუნდეთ თავად, თუ სახლში მოამზადებთ ნახავთ რომ ხერხემალი მთელს სიგრძეზე მწვანე ფერის აქვს ხოლო ნარჩენები სიბნელეში ფოსფორულად ანათებს) ამიტომაც მათთვის ვისაც თვალების პრობლემა აქვს შეიძლება ითქვას მისწრებაა. იზრდება დაახლოებით 65 სანტიმეტრს და 400-500 გრამს აღწევს მაქსიმუმ. ქარავნული მტაცებელი თევზია და თავის საკბილოს დაყვება, მისი ძირითადი საკვები ატერინა და ქაფშიაა. პირი წვრილ ხერხს მიუგავს შიგნით მოკაუჭებული კბილებით. მასზე სათევზაოდ ვიყენებ რეზინის მონტაჟსაც, მხოლოდ ტივტივებით აღჭურვილს რომ შუაწყალში გავაჩერო სადავე და მცურავი ტივტივის მონტაჟსაც. 0.18-0.20 მკედია საჭირო მისი სადავისათვის, 5-6 ნომერი გრძელყუნწიანი ანკესი და ქაფშიას ფილე, მთელ სიგრძეზე უნდა ავაჭრათ ფილე და ისე ავაგოთ ნემსკავზე. ვიჭერთ აგრეთვე საერთოდ უტივტივო და ტვირთის გარეშე მკედზე მხოლოდ ნემსკავი. ასეთი თევზაობის პრივილეგია იმაში გამოიხატება რომ, ძალიან ნელა იძირება სატყუარა, დინებას მიაქვს და სარგანი უყურადღებოდ არ ტოვებს.

Edited by salamandra
Link to post
Share on other sites
  • 1 year later...

ერთი ძველი ქართული მეთოდია ამ თევზის ჭერის, აბრეშუმით.

 

გამოუშვი მერე დაწვრილებითი ინფო.

Link to post
Share on other sites

საპატრიარქოს არხზე ვუყურე, სარგანის ჭერის ძველი ლაზური მეთოდია.

საჭიროა: გრძელი ჯოხი - ჭინო, ასე 7-9 მეტრი. შედგება სამი ნაწილისგან, ესენია: მსხვილი თხილის ჯოხი + შედარებით მცირე სისქის, ისევ თხილის ჯოხი და წვერზე მაგრდება ტყემლის ან ბროწეულის წკეპლა.

 

სადავედ გამოიყენება ბამბის ან კანაფის თოკი,რომლის ბოლოზეც მაგრდება სატყუარა.

 

სატყუარად იყენებდნენ სუფთა აბრეშუმს, რომელსაც მიცემული აქვს სხვადასხვა ფერი.

 

თევზაობა კი ასე ხდებოდა, გაიქნევ ჯოხს, თევზი რომ ჩაყლაპავს ბღუჯას ამოიყვან, ზურგს უკან რომ მოექცევა მაგრად გაქნევ ჯოხს და თევზი თავისით ძვრება, აბრეშუმის სისლიპინის გამო, მერე გადააგდებ ისევ ამოიყვან და ზურგსუკან რომ მოექცევა კიდევ სწრაფად გაქნევ, პროცესი გრძელდება ისე რომ თევზის ხელით მოხსნა არ გიწევს.

 

ვიდეო თუ სადმე ვნახე დავდებ.

Edited by courage
Link to post
Share on other sites
  • 1 month later...
  • 5 months later...
  • 1 year later...

თევზის ნაჭერია...სარგანის...ისე მანამდე ამბობს რომ სარგანზე საუკეთესო სატყუარა ზღვის ჭია არის...ნეირესს გულისხმობდა ალბათ...

Link to post
Share on other sites
  • 6 months later...

სად იჭერ და რა მეთოდით ლევან ბატონო?

Link to post
Share on other sites

ალექსანდრე ბაბუნაშვილი

ზემოთ მიწერია მე როგორც ვიჭერ ძირითადად. ადგილები ახალი ბულვარი, მორვაგზალი. თუ კვარიათის კლდეებთან ნავით გახვალ რაოდენობაც გაიზრდება და ზომებიც ახლა შტორმის მერე ამინდები რო გამოვა.

Link to post
Share on other sites

მოვიდა თევზი ზღვაზე, ძალიან მაგარი შტორმი იყო და წყალიც გაცივდა. ეს დალოცვილიც მოვიდა.

 

d34a1362a8c0.jpg

რა მაგარი ტიპია ეს სარგანი ! ყანჩა - თევზი ! :d030:

Link to post
Share on other sites

ალექსანდრე ბაბუნაშვილი

ზემოთ მიწერია მე როგორც ვიჭერ ძირითადად. ადგილები ახალი ბულვარი, მორვაგზალი. თუ კვარიათის კლდეებთან ნავით გახვალ რაოდენობაც გაიზრდება და ზომებიც ახლა შტორმის მერე ამინდები რო გამოვა.

 

მადლობა

Link to post
Share on other sites
  • 1 year later...

levani

რაზე მოდის, ყანყალაზე? ვობლერზე? იქნებ გვანახოთ სურათი სატყუარის..

 

თბილისიდან რამე პატარა ჯგუფი ხო არ წავიდეთ 1-2 დღით? კაი ამინდებია თან ამ უქმეებზე.

Edited by gu3st
Link to post
Share on other sites

levani

და დღის რა მონაკვეთში მოდის? ან კაი ადგილი საით იქნება ყველაზე?

 

ერთიი აი შემდეგ კვირას მოვხვდები ზღვისკენ და იმედია დამხვდება..

Link to post
Share on other sites
  • 1 year later...

სარფი, საბჭოთა ჯარისკაცების თევზაობა. 1973-1976 წლების ფოტოა. აშკარად სარგანს იჭერენ.

წყარო:

 

45919569_540122863115996_6452655640266407936_o.jpg

Edited by DMORAL
Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...