irakli 1 Posted March 23, 2012 Report Share Posted March 23, 2012 მონადირემ უნდა იცოდეს. ვეტერინარია ჯანმრთელი გარემოს სადარაჯოზე ამ თემას გავხსნი თქვენის ნებართვით. ვეტერინარიაში არსებობს ისეთი საკიტხები რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეს მონადირემ და ასევე მეთევზემ. ზოგიერთ რამეზე შევეცდები დავდო გასაგები ინფორმაცია და ამაში სხვებიც მომეხმარებია. ამ თემაში ვისაუბროთ თუ რა საფრთხე შეიძლება შეექმნას მონადირეს ამა თუ იმ გარემოებაში, როგორ დავიცვათ თავი და შინაური ცხოველი დაავადებებისაგან, რისი გაკეთება შეგვიძლია გარემოსთვის ის რომ არ დავაზიანოთ და ა.შ. ციტირება Link to post Share on other sites
irakli 1 Posted March 23, 2012 Author Report Share Posted March 23, 2012 პირველ თემას შემოგთავაზებთ ცესტოდებს რომელიც დაწერილია შედარებით გასაგები ენით იმისთვის, რომ ყველა პროფესიის და ასაკის ადამიანმა გაიგოს ის. ცესტოდოზები. მიმაჩნია, რომ მონადირემ აუცილებლად უნდა იცოდეს ცესტოდოზების შესახებ, რადგან ამ დაავადების მექანიზმის ცოდნა მოგვცემს იმის საშუალებას, ხელი შევუშალოთ მის გავრცელებას და დავიცვათ ავადმყოფობისაგან საკუთარი თავი, ჩვენი ძირითადი დამხმარე მეგობარი ძაღლი და გარეული ცხოველების დიდი ჩამონათვალი. თუ როგორ უნდა გავაკეთოთ ეს ჯერ გავეცნოთ ინვაზიის ბიოლოგიურ თავისებურებებს რათა უკეთესად გავითავისოთ თუ რამდენად დიდი შეიძლება იყოს ჩვენი როლი ამ დაავადების გავრცელების ხელისშეშლაში. ცესტოდოზები (Cestodoses) არის ცესტოდებით ანუ ლენტისებური ჰელმინთებით (ჭიებით) გამოწვეული დაავადებები, რომლითაც ავადდებიან ძაღლები და სხვა ხორცის მჭამელი ცხოველები. ცესტოდების სხეული შედგება თავი, ყელის და საკუთრივ სხეულისაგან. ცხოველებში დაავადება როგორც წესი მიმდინარეობს უსიმპტომოდ. იშვიათად ვლინდება გახდომა, ღებინება, უკანალზე გახოხება და ფეკალთან ერთად ცესტოდების ფრაგმენტების ანუ პროგლოტიდების გამოყოფით. ცესტოდოზის აღმძვრელი ბიოჰელმინთია და მას სიცოცხლის სრული ციკლისთვის ესაჭიროება ორი მასპინძელი. ერთში სიცოცხლის ბოლო ეტპს ატარებს, ხოლო მეორეში სიცოცხლის საწყის ეტაპს, შესაბამისად პირველს ეძახიან საბოლოო მასპინძელს, ხოლო მეორეს კი შუალედურ მასპინძელს. საბოლოო მასპინძელს წარმოადგენენ ხორცისმჭამელი ცხოველები, ძაღლი, მგელი, ტურა, მელა და ა.შ. ცესტოდა ბუდობს ამ ცხოველების ნაწლავებში, ანუ წარმოდგენილია ნაწლავური ჭიის სახით. შუალედური მასპინძლები არიან ძირითადად ბალახისმჭამელი ცხოველები; ცხვარი, ძროხა, ირემი, შველი, ჯიხვი, არჩვი და სხვა. ამ ცხოველებში პარაზიტი არის განვითარების ბოლოს წინა სტადიაში და ბუდობს შინაგან ორგანოებში. (პარაზიტის განვითარების სხვა დანარჩენ სტადიებს არ შევეხები რადგან ჩვენთვის ეს ორი ძირითადი ეპიზოდია მნიშვნელოვანი) ჭიის სხვადასხვა ტიპები სხვადასხვა სახის დაავადებებს იწვევს და მათ ძირითადად ასე მოიხსენიებენ: ფინოზი, ექინოკოკოზი, ცენუროზი იგივე ცხვრის რეტი და სხვა დაავადებული ძაღლები და სხვა ცხოველები, ასევე ადამიანები დეფეკაციის დროს გამოყოფენ ჭიების მომწიფებულ ნაწილაკებს სადაც მოთავსებულია კვერცხები და მიმოიფანტებიან სხვადასხვა ადგილებში. ამგვარად აბინძურებენ ნიადაგს, ბალახს და ბინძურდება ბალახისმჭამელი ცხოველების (შუალედური მასპინძელი) საკვები. ბუნებაში კი ამ ცხოველების ფართო ჩამონათვალია როგორც სასოფლო-სამეურნეო ასევე გარეული-სანადირო ცხოველები, ცხვარი, ძროხა, ცხენი, ბოცვერი, არჩვი, ჯიხვი, კურდღელი, გარეული ღორი, ირემი და სხვა, ავადდება ასევე ადამიანიც. შუალედური მასპინძლები წყალთან და საკვებთან ერთად ყლაპავენ ამ კვერცხებს, მათ კუჭ-ნაწლავში იჩეკებიან ეგრეთწოდებული ონკოსფერები, შედიან სისხლის მიმოქცევაში და მიიტანებიან ლოკალიზაციის ადგილებში ღვიძლში, ფილტვებში, ტვინში, კუნთებში და ა.შ. სადაც იკეთებენ კაფსულას, ვითარდებიან და ელოდებიან თავიანთ საბოლოო მასპინძელს. დაზიანებული შინაგანი ორგანოების, ძაღლის ან მტაცებელი ცხოველის მიერ შეჭმის შემდეგ კაფსულის გარსი მოინელება ხოლო იქ არსებული განვითარებადი ჭია კი ეკრობა ნაწლავის ლორწოვან გარსს. ვითარდება, იზდება, იწყება პროგლოტიდების ზრდა შემდეგ მათი მომწიფება, მოწყვეტა და მეორდება ციკლი იგივე გზით. ხშირია ადამიანის ექინოკოკით დაავადების ფაქტები, რასაც მოყვება ძალიან მძიმე შედეგები რომელიც შესაძლოა ფატალურიც აღმოჩნდეს. მოსახლეობაში დადის არასწორი ინფორმაცია თითქოსდა ადამიანს რო გადაეყლაპოს ძაღლის ან კატის ბეწვი ის ჩაჯდება ფილტვებში, იზრდება და ეხვევა. ეს ასე არაა და მცდარი წარმოდგენაა, სინამდვილეში საქმე გვაქვს ექინოკოკოზთან და ადამიანის დაავადება შესაძლებელია მაშინ როდესაც დაბინძურებულ წყალთან, გაურეცხავ ბოსტნეულთან და სხვა საკვებთან ერთად მიიღებს კვერცხს. ხშირად ძაღლს ბეწვზე ეკრობა კვერცხები და სხეულის საშუალებით გადაიტანებიან ნებისმიერი შეხების ზედაპირზე. ეს მოვლენა განსაკუთრებით მაღალ რისკს შეიცავს ცხოველის მეპატრონესათვის. ყოველივე ზემოაღნიშნული მაძლევს იმის უფლებას ჩავთვალო, რომ მონადირემ აუცილებლად უნდა იცოდეს ამ დაავადების მექანიზმი, ზემოთ ძალიან მოკლედ არის მითითებული დაავადების განვითარების ციკლი და საბოლოო თუ შუალედურ ამთვისებელთა სპექტრი მაგრამ უკვე იოლი მისახვედრია როგორ უნდა დავიცვათ თავი და დედაბუნება. მონადირეთა უმრავლესობას ყავს ძაღლი, ზოგს არაერთი. აუცილებელია ამ ძაღლის მუდმივი დეჰელმინთიზაცია წელიწადში ოთხჯერ რათა დაცული ვიყოთ ყოველივე ზემოაღნიშნულისაგან. ძაღლის დროული დეჰელმინთიზაცია პირველრიგში გვაძლევს საკუთარი ჯანმრთელობის დაცვის საშუალებას. უკვე ვიცით რომ ძაღლი რომელიც დაავადებულია რომელიმე ტიპის ცესტოდით პირველრიგში რისკის ქვეშ არის მისი მეპატრონე, შემდეგ კი ბინძურდება მთელი გარემო და საფრთხის ქვეშ დგება ყველა სასარგებლო ნადირი სანადირო სავარგულებში თუ სამონადირეო მეურნეობებში, ყველგან სადაც დაავადებულ ძაღლს ექნება შეხება. მეორე აუცილებელი პირობა რაც მონადირემ და არამარტო მონადირემ უნდა შეასრულოს ეს არის ის, რომ არ უნდა დავუშვათ ძაღლებს საკვებად მივცეთ ისეთი დაზიანებული ორგანოები და კუნთები. როგორც უკვე ზემოთ ავღნიშნეთ ასეთ დაზიანებულ ორგანოებს შეიცავენ დაავადებული შუალედური მასპინძლები. ლაშქრობებში ხშირად მოლაშქრეებს მიყავთ ცოცხალი საკლავი, როდესაც მოლაშქრე ან მონადირე ამუშავებს ნანადირევს ან საკლავს არც თუ იშვიათად გვხვდება ბუშტუკები ფილტვებში, ღვიძლზე, კუნთებში, ენაზე, გულში და სხვადასხვა ორგანობში. სწორედ ეს ბუშტუკებია ფინები, ექინოკოკები, და სხვა. ამ დაზიანებების მიღება ხორცისმჭამელი ცხოველებისთვის ნიშნავს იმას რომ ეს აღმძვრებელი გააგრძელებენ თავიანთ უკვე ზრდადასრულებულ ციკლს მათ წვრილ ნაწლავებში და კვლავ შეიკვრება წრე. სწორედ ამიტომ მონადირე, მოლაშქრე თუ უბრალოდ გლეხი რომელიც კლავს სასოფლო-სამეურნეო თუ სამონადირეო ცხოველს და აკეთებს მას, ვალდებულია ამ ბუშტუკების აღმოჩენისას გაანადგუროს ისინი. ყველაზე ხელმისაწვდომი განადგურების მეთოდია ცეცხლში დაწვა. მოგეხსენებათ ცხოველის გაკეთების პროცესში ხშირ შემთხვევაში ანთია ცეცხლი და სირთულეს არ წარმოადგენს ამ ბუშტუკების ცეცხლში შეგდებას. თუ ამას არ გავაკეთებთ იმ მიზნით რომ ძაღლი მაინც არ გვახლავს და აქვე მივაგდებთ მას აუცილებლად მიიღებს მელა, ტურა, მგელი, ენოტისებური ძაღლი, ფოცხვერი და ა.შ. ასე რომ ყველა შემთხვევაში დაზიანებების გაუნადგურებლობა მიგვიყვანს ამ ცხოველების დაზიანებამდე რომელსაც შემდგომ ეტაპზე მოყვება უკვე სასარგებლო ცხოველების (შუალედური მასპინძლების) დაინვაზირება. რაც შეეხება დაავადებული ცხოველებისგან მიღებულ პროდუქტებს და მათ უვნებლობას, უნდა ითქვას, რომ ფინოზით (იგივე ცისტიცერკოზი) დაავადებული ხორცი პირობით ვარგისია. თუ ხორცის განაჭერზე ნაპოვნია 40 სმ2-ზე ორ ფინაზე (პატარა ბუშტუკები) ნაკლები მაშინ ხორცი ითვლება პირობით ვარგისად და მისი გამოყენება შეიძლება მხოლოდ კარგად მოხარშვის შემდეგ. თუ ოთხ დეციმეტრ კვადრატზე ნაპოვნია ორზე მეტი ფინა მაშინ ხორცი ექვემდებარება მთლიანად განადგურებას, რადგანაც ამ დროს ფინებისაგან დაგროვილი ტოქსინები აღემატება ნორმის ფარგლებს და საკვები მავნებელი ხდება. ცენუროზის ანუ ცხვრის რეტის შემთხვევაში ტანხორცი საკვებად ვარგისია, მასზე დაზიანებები არ აღინიშნება, ამ შემთხვევაში განადგურებას ექვემდებარება მხოლოდ თავი, რადგან პარაზიტი ლოკალიზობს თავის ტვინში. როგორც ზემოთ უკვე ავღნიშნეთ ასეთი ცხვრის თავის გადაგდება განადგურების გარეშე ყოვლად დაუშვებელია, რათა არ დავამძიმოთ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია. ექინოკოკოზის დროს დაზიანებული შინაგანი ორგანოები ექვემდებარება განადგურებას, ხოლო ხორცი კი გამოიყენება საკვებად თერმულად დამუშავების შემდეგ. ამგვარად ზევით იქნა ახსნილი ის უმთავრესი როლი რომელიც უნდა შეასრულოს ადამიანმა და განსაკუთრებით ბუნების მოყვარულმა მონადირემ. ჩვენი ოთხფეხა მეგობრების დეჰელმინთიზაცია, შუალედური მასპინძელისაგან მიღებული დაავადებული ორგანოების განადგურება და პირადი ჰიგიენის დაცვა ის მარტივი ქმედებებია რომელთა დაცვითაც ვეხმარებით ბუნებას ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. ვხდით მას უსაფრთხოს როგორც გარეული ცხოველებისათვის ასევე ყველა ჩვენთაგანისათვის. ყველა ადამიანი ხომ ვალდებულია დაიცვას დედაბუნება, ამიტომ ვალდებულება იმის ცოდნაშიც მდგომარეობს თუ როგორ უნდა ვაკეთოთ ეს. გავერთიანდეთ ბუნების დასაცავად და ხელი შევუწყოთ მის ჯანსაღ არსებობას. ცესტოდოზების განვითარების სქემა ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted March 23, 2012 Report Share Posted March 23, 2012 ძალიან საინტერესო თემაა ირაკლი. დიდი მადლობა! ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted March 23, 2012 Report Share Posted March 23, 2012 ნამდვილად საჭირო თემაა ციტირება Link to post Share on other sites
zaza 1 Posted March 23, 2012 Report Share Posted March 23, 2012 უპირველეს ყოვლისა მოგესალმები ირაკლი.არ ვიცი ახალი წევრი ხარ ჩვენი ოჯახისა თუ უბრალოდ ჩვენ არ ვიცნობდით ერთმანეთს,ეს არც თუ ისე მნიშვნელოვანია,მიხარია რომ ჩვენთან ხარ.როგორც მივხვთი სპეციალობით ვეტექიმი ბრძანდები.შეკითხვაზე მეტად სათხოვარია ალბად.ბევრ ადამიანში,არა მარტო მეთევზეებში არსებობს მცნება რომ პატარა,ცოცხალი ლიფსიტა კუჭნაწლავს უხთებაო,არაერთხელ გადამიყლაფავს კიდეც).არის პერიოდი როდესაც ლიფსიტას ჭია უჩნდება,სახელი არ მახსოვს ამ მავნებლის,რაღაც ს-ზე იწყებოდა მგონი.თუ კი რაიმე იცით ამის შესახებ დიდად მადლობელი დაგრჩებით თუ კი გაგვიზიარებთ.თხოვნა როგორც თქვენ,ასევე jaba-ს ეძღვნება. ციტირება Link to post Share on other sites
irakli 1 Posted March 23, 2012 Author Report Share Posted March 23, 2012 ზაზა ლალიაშვილი გამარჯობა ზაზა. უბრალოდ ჩვენ არ ვიცნობდით ალბათ ერთმანეთს მე ახალი ძველი წევრი ვარ თევზს ბევრნაირი ჭია უჩნდება, მათშორის თევზის სოლიტერი რომელიც ადამიანისთვისაც საფრთხეს წარმოადგენს, მაგრამ საქართველოში ამ სახის ჰელმინთით დაავადებული ადამიანი ჯერ არ მინახავს. აღსანიშნავია რომ ოფისთორქოზით და დიფილობოთრიოზით დაავადებული ტევზის უმად მიღება იწვევს ადამიანის დაავადებას. ამიტომ არ გირჩევთ უმი ლიფსიტის მირებას. მეც ხშირად გამიგია რომ ამ ლიფსიტებს ვითომდა სამკურნალო თვისება აქვს მაგრამ მეორეს მხრივ რისკთან გვაქვს საქმე. ციტირება Link to post Share on other sites
zaza 1 Posted March 24, 2012 Report Share Posted March 24, 2012 მადლობა ირაკლი.და რა პერიოდში უჩნდება ხოლმე სოლიტერი თევზს?რომელ თვეში? ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted March 24, 2012 Report Share Posted March 24, 2012 წყალი როცა თბება, მაშინ უმეტეს წილად, ძირითადად დამდგარ წყალში. ადვილი შესამჩნევია გაუჭრელადაც, თევზი გაბერილია. ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.