Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

ბასზე სპინინგით

 

ყველაფერი ბასზე სპინინგით თევზაობის შესახებ

 

https://www.youtube.com/watch?v=m8rgowsHZWs

 

http://www.youtube.com/watch?v=YIu-20WziWc

Edited by DMORAL
Link to post
Share on other sites

დღეს ვაპირებ გასვლას ქორჭილაზე, გუშინ დავიმარაგე რაღაცეები, ვნახოთ რა გამოვა.

 

გულმა მიგრძნო ალბათ. :)

 

წარმატებები!

Link to post
Share on other sites
  • 2 years later...

გუშინ საღამოს ერთ ადგილას ვიყავი სადაც პირველად ვითევზავე იტალიაში,მის მერე წლების მანძილზე ის ადგილი დაიხურა სხვა მიზეზების გამო და ახლა გავიგე რომ ისევ შეიძლება იქ თევზაობა,მაგრამ ძალიან მიტოვებული და მოუვლელი დამხვდა,ქარისგან ამოთხრილი ხეებით იყო ეს ტბები სავსე,ბევრი ნაგავი და რავიცი...ძალიან ცოტა მისასვლელია ნაპირებთან და ძალიან ბევრი სატყუარის დაკარგვის შანსი...რამოდენიმე ქორჭილა დავიჭირე,მაგრამ არა ზოლიანები,ესენი ბასს ეძახიან,მაგრამ მათშიც არის სხვაობა...

 

b55150af1c74.jpg

 

69e0d1fb6009.jpg

 

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

ბასის ქვირითობის შემდეგ ახალშობილ ლიფსიტებს გარკვეული პერიოდის განმავლობაში იცავენ მათი მშობლები,ადრეც მქონდა ეს გაგონილი,დღეს საღამოს ზუსტად ასეთი სიტუაცია შევნიშნე ერთ წყალსაცავზე,ზუსტად ასეთ ტალღებს აკეთებდენ პატარა ლიფსიტები...

 

 

Link to post
Share on other sites

pescatore

რა მაგარია პირვალად ვნახე გავიგონე ასეთი მოძრაობა აბა აქ ლიფსიტები დგანან გამძღარი ძროხებივით სანამ რამე არ შეჭამს :D

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

სილიკონზე ხო არმენ?ეგებ ცოტა ვრცლად დაწერო რა.რა მონტაჟი,დღის რომელ მონაკვეთში.კარგად მოდიოდა თუ ეს ერთი მარტო?

Link to post
Share on other sites

სულ 3 ცალი დავიჭირე ზაზა,სურათებში სამივე არიან...სილიკონებზე მოვიდა ყველა,სულ 2-3 სატყუარა მქოდა სხვა რომლებითაც შეიძლებოდა თევზაობა რადგან მხოლოდ 1 კავიანი და ენის გარეშე კავების გამოყენება შეიზლება ამ ადგილას.და ტოსიც აუცილებელია რადგან ქარიყლაპიების არის,მაგრამ მე მოვხსენი მალევე...პოპერზე მოვიდოდა კარგად მაგრამ ვერ მოვახერხე კავების ყიდვა რომ გამომეცვალა,მწერს ეკიდებოდნენ კარგად და ზედაპირზე ეძებდენ საკვებს.სულ 2 საათი ვიყავი დილის 8 დან 10-მდე.

Link to post
Share on other sites

მაგარი სასპინინგე თევზია რა. რაც ვიდეოები მინახავს ყელაგან მაგრად უტევს. აზარტის ბუკეტი იქნება მაგის დაჭერა. ბუნებაში თუ არის არმენ იტალიაში?

Link to post
Share on other sites

საღოლ არმენ, როგორც ყოველთვის ფორმაში ხარ. :yes:

 

მე რა ჭირი მეტაკა, მაგას ვერა ვხვდები.

 

15 წუთში მყავს დაჭერილი სამი ცალი ნახევარ კილოიანები, ახლა ვეღარ ვიჭერ.

 

ნაპირში ვხედავ ნახევარ მეტრიანებს და ვერა რაა.

 

რა აღარ ვცადე, მაგრამ პირს არ აკარებენ არაფერს.

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

კვირას ახალი შენაძენი სატყუარების გასატესტად გავედი და კარგადაც გავერთე...მიტოვებული ტბებია...

 

 

 

 

 

ca126942bb18.jpg

 

8c8353614a63.jpg

 

8b2b5bdb5de4.jpg

 

839ad6994b1b.jpg

 

24c8437c5df2.jpg

 

b4181b31d326.jpg

 

c9f44bab25cf.jpg

 

04f5b18c8614.jpg

Link to post
Share on other sites

კი ავთო წინა სურათები რომ არის ის ბუნებაშია...

ესეც ვიდეო...

 

მაგარია ! თუ დააკვირდით მეორე ბასის ამოყვანისას კიდევ ერთი რომ მოზდევს სატყუარას და თევზს ?

Link to post
Share on other sites

კვირას ახალი შენაძენი სატყუარების გასატესტად გავედი და კარგადაც გავერთე...მიტოვებული ტბებია...

მანდ სულ ბასია თუ სხვა რამეცაა არმენ ?

Edited by salamandra
Link to post
Share on other sites

არა ბევრი სახეობაა ზურა...კობრი კარჩხანა,ლოქო,ქეთფიშ-ს რომ ეძახიან...ქარიყლაპია ოღონდ ცოტა რაოდენობით...

Link to post
Share on other sites

აუ ეს ბასი ქორჭილაზე გიჟი ყოფილა, როგორ გიძალიანდებოდა :)

 

არმენ ის კოჭა რომ გაქვს უკანა ფრიქციონით, სპინინგისაა? მე ვერიდები უკანა ფრიქციონიანებს და ხმარებაში როგორია?

Link to post
Share on other sites

TOZI777

მეც დიდად არ მკიყვარს უკანა ფრიციონიანი კოჭები,მაგრამ არც გადატან-გადმოტანა მიყვარს ჯოხიდან ჯოხზე,კარგი კოჭაა ახლო მანძილებში სათევზაოდ,2 წელია ვხმარობ და არ უღალატია...

და ბასი ქორჭილისებურთა სახეობას ეკუთვნის და მართლა სასიამოვნო დასაჭერია...

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...